გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.05.2018
საქმის ნომერი
120210218002425491
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/355-18 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

17 მაისი, 20-8 წელი ქ. ა---––--ე

 

ა---––--ის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი – ბელა მერაბიშვილი

 

განმცხადებელი - ს---ა თ--–---ი

წარმომადგენელი - ი--------------–---–ი

დაინტერესებული პირი - ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წარმომადგენლები - თ---------–---–---–ი, გ----------------–---–ი

 

მოთხოვნა - დოკუმენტის კუთვნილების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე

ფაქტის დადგენა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოთხოვნა

 

1.1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის თაობაზე, რომ ი----- თ--–---ს (2--- წლის 0- აპრილს გარდაცვლილი, გარდაცვალების მოწმობა Nაგ0-----) ეკუთვნის ა---––--ის რაიონის სოფელ ვ--–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1994 წლის 26 აპრილს N- ოქმის საფუძველზე 1--- წლის 08 აპრილს თ--–--–---–ი ი----- ა-–------ს ძე-ზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N---.

 

განმცხადებლის განმარტებით ა---––--ის რაიონის სოფელ ვ--–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1994 წლის 26 აპრილს N- ოქმის საფუძველზე 1--- წლის 08 აპრილს ს---ა თ--–---ის გარდაცვლილი მეუღლის თ--–---ი ი-----ის სახელზე გაცემული იქნა მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N---, რომლითაც გადაეცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. აღნიშნული აქტის გამოცემისას დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა და ნაცვლად ,,თ--–---ი ი----- ა-–------ს ძე" მითითებული იქნა ,,თ--–--–---–ი ი----- ა-–------ს ძე". დაშვებული შეცდომის გამო ვერ ხერხდება უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

აღნიშნულის გამოსასწორებლად განმცხადებელმა მიმართა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რომ აღმოეფხვრათ აღნიშნული ხარვეზი, თუმცა ეთქვა უარი, ვინაიდან აღნიშნული საკითხის მოგვარება არ განეკუთვნებოდა მათ კომპეტენციას.

 

2. დაინტერესებული პირისა პოზიცია:

 

2.1. ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე საკრებულოს წარმომადგენელებმა მხარი დაუჭირეს განმცხადებლის მოთხოვნას და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. განმცხადებელი არის ს---ა თ--–---ი, დაბადებული 1--- წლის 1- დეკემბერს, პირადი №4----------, დაბადების ადგილი - ადიგენი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- პირადობის მოწმობა №1--------(ს.ფ.5)

 

2.2. ა---––--ის რაიონის სოფელ ვ--–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1994 წლის 26 აპრილს N- ოქმის საფუძველზე 1--- წლის 08 აპრილს ი----- ა-–------ს ძე თ--–--–---–ის სახელზე გაცემული იქნა მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N---, რომლითაც გადაეცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N--- (ს.ფ.6)

 

2.3. 2--- წლის 0- აპრილს გარდაიცვალა ი----- თ--–---ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- გარდაცვალების მოწმობა Nაგ0----- (ს.ფ.9)

 

2.4. ს---ა თ--–---ი არის აწ გარდაცვლილი ი----- თ--–---ის მეუღლე და მემკვიდრე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ქორწინების მოწმობა N5---------- (ს.ფ.8)

- დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 1-)

 

2.5. 20-8 წლის 08 თებერვალს განმცხადებლის წარმომადგენელმა ი--------------–---–მა მიმართა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მიუთითა რომ ა---––--ის რაიონის სოფელ ვ--–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1994 წლის 26 აპრილს N- ოქმის საფუძველზე 1--- წლის 08 აპრილს ს---ა თ--–---ის გარდაცვლილი მეუღლის თ--–---ი ი-----ის სახელზე გაცემული იქნა მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N---, რომლითაც გადაეცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. აღნიშნული აქტის გამოცემისას დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა და ნაცვლად თ--–---ი ი----- ა-–------ს ძე -მითითებული იქნა თ--–--–---–ი ი----- ა-–------ს ძე, დაშვებული შეცდომის გამო ვერ ხერხდება უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და სთხოვა გამოესწორებინათ დაშვებული უზუსტობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ი--------------–---–ის 20-8 წლის 28 თებერვლის განცხადება(ს.ფ.11)

 

2.6. ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ს---ა თ--–---ის წარმომადგენელს აცნობა რომ მათ უფლებამოსილებაში არ შედიოდა განმცხადებლის მიერ მითითებულ 1--- წლის 08 აპრილის N--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში შესწორების შეტანა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიემართათ შესაბამისი ორგანოსათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 20-8 წლის 09 მარტის ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N--- მიმართვა( ს.ფ.12)

 

2.7. გარდაცვალებამდე ი----- თ--–---ი ცხოვრობდა ქალაქ ვალეში. იგი წლების განმავლობაში ფლობდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N--- აქტით მასზე გაცემულ მიწის ნაკვეთებს, სადაც მისი გვარი შეცდომით მითითებულია თ--–---ი თ--–--–---–ის ნაცვლად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (17.05.20-8წ. სხდომის ოქმი);

- მოწმე ა---------–------–---–ის ჩვენება (17.05.20-8წ. სხდომის ოქმი);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

3.1. სასამართლომ შეისწავლა და გაანალიზა წარმოდგენილი მასალები, მოისმინა განმარტებები, მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე, 313-ე მუხლები.

 

5. სამართლებრივი შეფასება.

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომელზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი, ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ადგენს ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების, ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა---––--ის რაიონის სოფელ ვ--–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1994 წლის 26 აპრილს N- ოქმის საფუძველზე 1--- წლის 08 აპრილს ს---ა თ--–---ის აწ გარდაცვლილი მეუღლის თ--–---ი ი-----ის სახელზე გაცემული იქნა მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N---, რომლითაც გადაეცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. აღნიშნული აქტის გამოცემისას დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა და ნაცვლად ი----- ა-–------ს ძე თ--–---ისა მითითებული იქნა ი----- ა-–------ს ძე თ--–--–---–ი. დაშვებული შეცდომის გამო ვერ ხერხდება უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ამასთან აღნიშნული შეცდომის სხვა წესით გასწორება შეუძლებელია.

 

ამდენად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი - 1--- წლის 08 აპრილს ა---––--ის რაიონის სოფელ ვ--–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1994 წლის 26 აპრილს N- ოქმის საფუძველზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N---, ეკუთვნის ი----- ა-–------ს ძე თ--–---ს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,და” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: განცხადებაზე უდავო წარმოების საქმეთა აღძვრის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

ამავე კოდექსის 14-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

 

ვინაიდან განცხადება მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვ--–-სწინებული წესით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება და იგი განისაზღვრება 25 ლარით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ განცხადების აღძვრისას განმცხადებლების მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 25 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 31--ე, 312-ე, 243-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

 

_ დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ 1--- წლის 08 აპრილს ა---––--ის რაიონის ქ. ვ--–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1994 წლის 26 აპრილს N- ოქმის საფუძველზე ი----- ა-–------ს ძე თ--–--–---–ის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N---, ეკუთვნის 2--- წლის 0- აპრილს გარდაცვლილ ი----- თ--–---ს (გარდაცვალების მოწმობა სერია აგ N0-----).

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვ--–-სწინებული წესების დაცვით ა---––--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---––--ის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე : ლუიზა თოდუა