გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე = 2/501-18
160210218002450088
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
8 ივნისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
განმცხადებელი - ნა----–----------ვა
წარმომადგენელი - აიდ-----------ი
თარჯიმანი - ნა--–------------ვა
განმცხადებლის მოთხოვნა - იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
სასამართლომ ღია სასამართლო სხდომაზე, უდავო წარმოების წესით განიხილა სამოქალაქო საქმე ნა----–----------ვას წარმომადგენლის განცხადების გამო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-250-ე, 257-ე მუხლებით, 310-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით, 311-ე მუხლით, 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნა----–----------ვას განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. დადგენილ იქნას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, კერძოდ, ნა----–----------ვასადმი (პ/ნ 10-------95) უფლების დამდგენი იმ საბუთის, კერძოდ, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის N1948/2002 გაცემული 2002 წლის 20.02 კუთვნილება, რომელშიც უძრავ ქონების, საკადასტრო კოდით 80.02.-----9 მესაკუთრედ მითითებული პირის სახელი და გვარი - ნათ--–-----–--ოვი არ ემთხვევა პირადობის მოწმობაში (10-------95) მითითებულ სახელსა და გვარს - ნა----–----------ვას.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, 14 დღის ვადაში განმცხადებლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების შედეგებით დაინტერესებულ სხვა პირებს შეუძლიათ მისი გასაჩივრება ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების შესახებ შეტყობიდან ერთი თვის განმავლობაში.
მოსამართლე ნინო თარაშვილი