გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.05.2018
საქმის ნომერი
080310017001797689
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310017001797689

საქმე №3/130-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - თეონა აბზიანიძე

 

მოსარჩელე - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

წარმომადგენელი - ბ---- ნ--------ე

 

მოპასუხე - გ------- ხ-–-------ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - გ------- ხ-–-------ს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს 627,60 (ექვსასოცდაშვიდი ლარის და სამოცი თეთრის) ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, ერთის მხრივ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და მეორეს მხრივ გ------- ხ-–-------ს შორის 2012 წლის 14 მაისს გაფორმებული იქნა №14 კონტრაქტი. კონტრაქტის საგანს წარმოადგენდა გ------- ხ-–-------ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მიღება და სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა. კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 15 თვით და 29 დღით.

 

სამსახურის უფროსის 2012 წლის 12 ივნისის №569 პ/შ ბრძანებით, წვევამდელი გ------- ხ-–-------ი ჩაირიცხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში და 2012 წლის 12 ივნისიდან დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს რეგიონალური სამმართველოს ქ. ქუთაისში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული შენობის დაცვის განყოფილების II ცვლაში დაცვის თანამშრომლად.

 

2012 წლის 6 ნოემბერს გ------- ხ-–-------მა პატაკით მიმართა სამსახურის უფროსს და ოჯახური პირობების გამო მოითხოვა საკონტრაქტო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა. სამსახურის უფროსის 2012 წლის 13 ნოემბრის N1266 პ/შ ბრძანებით გ------- ხ-–-------ი კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის (კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტა) 2012 წლის 16 ნოემბრიდან დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო სამსახურიდან. მასვე სამსახურთან გაფორმებული კონტრაქტის მე-13 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის და იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო მომსახურების გავლის წესის შესახებ“ დებულების 23-ე პუნქტის საფუძველზე, დაეკისრა ფინანსური პასუხისმგებლობა 1139,60 ლარის ოდენობით.

 

გ------- ხ-–-------ს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სამსახურის უფროსის 2012 წლის 25 ივლისის №1266 პ/შ ბრძანება და შეტყობინება მისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, დავალიანების დასაფარად მიეცა 6 თვის ვადა.

 

მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია მისი სამსახურიდან დისციპლინური წესით დათხოვნის შესახებ ბრძანება. აგრეთვე, სადავოდ არ გაუხდია კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობა.

 

გ------- ხ-–-------მა 2013 წლის 18 აპრილს განცხადებით მიმართა სამსახურისს უფროსს და ფინანსური პასუხისმგებლობით დაკისრებული თანხის გადახდის განწილვადება მოითხოვა, რაც სამსახურის უფროსის 2013 წლის 22 აპრილის №374 ბრძანებით დაკმაყოფილდა. გ------- ხ-–-------ს დაკისრებული თანხის 1139,60 ლარის გადახდა განუწილვადდა 2013 წლის 08 ოქტომბრამდე ყოველთვიურად არანაკლებ 156 ლარისა და 60 თეთრის გადახდის ვალდებულებით. გ------- ხ-–-------მა აღნიშნულ პერიოდში დაფარა დავალიანების მხოლოდ ნაწილი 512 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 627 ლარი და 60 თეთრი მოპასუხეს არ გადაუხდია.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ------- ხ-–-------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი ოჯახის წევრის (მამის) მიერ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის არსებული ანგარიშწორების ანგარიშზე - 200122900 ჩარიცხული იქნა დასაფარი თანხა - 627,60 ლარი.

 

გ------- ხ-–-------ი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და გ------- ხ-–-------ს (პ/ნ 60001138440) შორის 2012 წლის 14 მაისს გაფორმდა №14 კონტრაქტი ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტაქტო სამსახურის გავლის შესახებ’’, კონტრაქტის საგანს წარმოადგენდა გ------- ხ-–-------ის (წვევამდელი) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში საკონტრაქტო სამსახურში მიღება და სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა. კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 15 თვით და 29 დღით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-13 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა სახის პასუხისმგებლობასთან ერთად, კონტრაქტორს თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, დაეკისრებოდა ფინანსური პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავდა პირგასამტეხლოს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე, სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფაზე, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში სპეციალურ მომზადებაზე და კვებით უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონტაქტორი ვალდებული იყო დაკისრებული ფინანსური პასუხისგებლობით გათვალისწინებული თანხა გადაეხადა 6 თვის ვადაში, გარდა დადგენილი წესით ვადის გაგრძელების ან განაწილვადებისა და სამსახურში წარედგინა თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 14 მაისის №14 კონტრაქტი (იხ. ს.ფ. 19).

 

3.1.2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2012 წლის 12 ივნისის №569 პ/შ ბრძანებით, წვევამდელი გ------- ხ-–-------ი ჩაირიცხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში და 2012 წლის 12 ივნისიდან დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს, რეგიონალური სამმართველოს ქ, ქუთაისში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული შენობის დაცვის განყოფილების II ცვლაში დაცვის თანამშრომლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

– 2012 წლის 12 ივნისის №569 პ/შ ბრძანება (ამონაწერი) (იხ. ს.ფ. 20).

 

3.1.3. დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს პატაკით მიმართა გ------- ხ-–-------მა და ოჯახური პირობების გამო მოითხოვა საკონტრაქტო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა.

 

დადგენილია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2012 წლის 06 ნოემბრის N1266 პ/შ ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურიდან (კონტრაქტი N14, 14.05.2012) დათხოვნილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს, რეგიონალური სამმართველოს ქ, ქუთაისში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული შენობის დაცვის განყოფილების II ცვლაში დაცვის თანამშრომელი სახელმწიფო დაცვის რიგითი გ------- დავითის ძე ხ-–-------ი, კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის 2012 წლის 16 ნოემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პატაკი (იხ. ს.ფ. 21);

- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2012 წლის 16 ნოემბრის N1266 პ/შ ბრძანება (იხ. ს.ფ. 22).

 

3.1.4. დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს მიერ 2012 წლის 16 ნოემბერს გ------- ხ-–-------ს გაეგზავნა შეტყობინება კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და ეცნობა, რომ კონტრაქტის მე-13 მუხლის ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პასუხისმგებლობა: პირგასამტეხლო 700 (შვიდასი) ლარი; ფორმის ტანსაცმლის ღირებულება - 148 (ას ორმოცდარვა) ლარი; საცეცხლე მომზადებაზე გახარჯული ტყვიების ღირებულება 36 (ოცდათექვსმეტი) ლარი; მომზადების ერთთვიან პერიოდში სამჯერადი კვების ღირებულება - 255 (ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარი, სულ 1139,60 (ათასას ოცდაცხრამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი. აღნიშნული თანხა უნდა გადაეხადა 6 თვის ვადაში.

 

კონტრაქტორის ბრალეულობით კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტისა და ფინანსური პასუხისმგებლობის - 1139,60 ლარის დაკისრების შესახებ შეტყობინება გ------- ხ-–-------ს ჩაბარდა 2012 წლის 16 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

- 2012 წლის 16 ნოემბრის შეტყობინება კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შესახებ (სარეგისტრაციო ნომრით №06/731) (იხ. ს.ფ. N23).

 

3.1.5. დადგენილია, რომ გ------- ხ-–-------მა 2013 წლის 08 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს და ფინანსური პასუხისმგებლობით დაკისრებული თანხის გადახდის განწილვადება მოითხოვა.

 

დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2013 წლის 22 აპრილის №374 ბრძანებით გ------- ხ-–-------ს ფინანსური პასუხისმგებლობით დაკისრებული თანხის 1139,60 ლარის გადახდა გაუნწილვადდა 2013 წლის 08 ოქტომბრამდე, ყოველთვიურად არანაკლებ 156 ლარისა და 60 თეთრის გადახდის ვალდებულებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (იხ. ს.ფ. 24);

- N374 ბრძანება (იხ. ს.ფ. 27)

 

3.1.5. დადგენილია, რომ გ------- ხ-–-------ის მიერ 2013 წლის 8 ოქტომბრამდე გადახდილი იქნა 512 ლარი.

 

საგადასახადო დავალება N1-ის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის ანგარიშზე გ------- ხ-–-------ის მიერ 2013 წლის 08 აპრილის გადარიცხული იქნა 200 (ორასი) ლარის ოდენობით თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარის ახსნა-განმარტება;

- საგადასახდო დავალების ასლი (იხ. ს.ფ. 26);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ აღძრული სარჩელი გ------- ხ-–-------ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის N585 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამ კანონით მინიჭებული უფლებებით და ამავე კანონით დაკისრებული მოვალეობებით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების, აგრეთვე მათი თანამდებობის პირთა ფიზიკურ დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-51 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახეებია: ა) საკონტრაქტო; ბ) საკონტრაქტო–პროფესიული; გ) კადრის; დ) სამოქალაქო. ხოლო მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან: საკონტრაქტო მოსამსახურეები − პირები, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იხდიან სამხედრო ვალდებულებას შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე (2012 წლის 14 მაისის მდგომარეობით);

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის N585 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების პირველი მუხლის თანახმად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ” დებულება (შემდეგში – დებულება) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესსა და პირობებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელის მიერ საკონტრაქტო სამსახურის გავლა ითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად. ამავე დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, წვევამდელები საკონტრაქტო სამსახურს გადიან შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის მიხედვით (შემდეგში – მოკლევადიანი კონტრაქტი) ან 4 წლით (შემდეგში – გრძელვადიანი კონტრაქტი).

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

საქმის მასალების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და გ------- ხ-–-------ს შორის 2012 წლის 14 მაისს გაფორმებული იქნა №14 კონტრაქტი. კონტრაქტის საგანს წარმოადგენდა გ------- ხ-–-------ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში საკონტრაქტო სამსახურში მიღება და სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა. კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 15 თვით და 29 დღით.

 

სამსახურის უფროსის 2012 წლის 12 ივნისის №569 პ/შ ბრძანებით, წვევამდელი გ------- ხ-–-------ი ჩაირიცხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში და 2012 წლის 12 ივნისიდან დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს რეგიონალური სამმართველოს ქ. ქუთაისში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული შენობის დაცვის განყოფილების II ცვლაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და წვევამდელ გ------- ხ-–-------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.3. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის N585 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკონტრაქტო მოსამსახურე, კონტრაქტის საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით შეწყვეტის შემთხვევაში: ა) სამსახურიდან გათავისუფლდება მინიჭებული სპეციალური წოდებ(ებ)ის ჩამორთმევით, კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად და საერთო წესით დაექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას; ბ) დაეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს შესაბამისი კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის თანხას (პირგასამტეხლოს), აგრეთვე სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში სპეციალურ მომზადებისა და კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეულ ხარჯებს.

 

მითითებული ნორმატიული აქტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საკონტრაქტო მოსამსახურის მიერ თავისი ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტად ჩაითვლება: ა) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; ბ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა; გ) ფიცის გატეხა, მოსამსახურისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა; დ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა.

 

დადგენილია, რომ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, გ------- ხ-–-------ი საქართველოს დაცვის სპეციალური მომსახურების უფროსის 2012 წლის 16 ნოემბრის №1266 პ/შ ბრძანებით ვადამდე იქნა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან. სამსახურთან გაფორმებული კონტრაქტის მე-13 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის და იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო მომსახურების გავლის წესის შესახებ“ დებულების 23-ე პუნქტის საფუძველზე, დაეკისრა ფინანსური პასუხისმგებლობა 1139 ლარის ოდენობით.

 

გ------- ხ-–-------მა 2013 წლის 18 აპრილს განცხადებით მიმართა სამსახურის უფროსს და ფინანსური პასუხისმგებლობით დაკისრებული თანხის გადახდის განაწილვადება, რაც სამსახურის უფროსის 2013 წლის 22 აპრილის №374 ბრძანებით დაკმაყოფილდა. გ------- ხ-–-------ს დაკისრებული თანხის 1139,60 ლარის გადახდა გაუნაწილვადდა 2013 წლის 08 ოქტომბრამდე ყოველთვიურად არანაკლებ 156 ლარისა და 60 თეთრის გადახდის ვალდებულებით. გ------- ხ-–-------მა აღნიშნულ პერიოდში დაფარა დავალიანების მხოლოდ ნაწილი 512 ლარი.

 

წარმოდგენილი სარჩელით საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მოითხოვს სწორედ 2012 წლის 14 მაისის N14 კონტრაქტით ნაკისრი და კონტრაქტორის ბრალეული ქმედების შედეგად, კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტით გამოწვეული ფინანსური პასუხისმგებლობის მოპასუხისათვის დაკისრებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმის მასალების თანახმად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოეშობოდათ ვალდებულებები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კონტრაქტორს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა კონტრაქტის პირობები. კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა მოხდა მოპასუხის ბრალეულობით და დაეკისრა პასუხისმგებლობა: 700 (შვიდასი) ლარი; ფორმის ტანსაცმლის ღირებულება - 148 (ას ორმოცდარვა) ლარი; საცეცხლე მომზადებაზე გახარჯული ტყვიების ღირებულება 36 (ოცდათექვსმეტი) ლარი; მომზადების ერთთვიან პერიოდში სამჯერადი კვების ღირებულება - 255 (ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარი, სულ 1139,60 (ათასას ოცდაცხრამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი. აღნიშნული თანხა უნდა გადაეხადა 6 თვის ვადაში.

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშვნელობის არის იმის გარკვევა, თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, რასაც სამოქალაქო კანონმდებლობა უკავშირებს სუბიექტურ ფაქტორს ანუ იმ მომენტს, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დავის საგანს წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება (თანხის ანაზღაურება), ამავე დროს, მოსარჩელეს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე კონტრაქტი შეუწყდა 2012 წლის 16 ნოემბერს №1266 პ/შ ბრძანებით, გ------- ხ-–-------ს შეტყობინება კონტრაქტის შეწყვეტისა და მისი ფინანსური პასუხისგებლობის დაკისრების შესახებ ჩაბარდა 2012 წლის 16 ნოემბერს. საქმის მასალებით ასევე, დადგენილია, რომ გ------- ხ-–-------ის განცხადების საფუძველზე გადაუვადდა ფინანსური პასუხისმგებლობით დაკისრებული თანხა 2013 წლის 8 ოქტომბრამდე. საგადასახადო დავალება N1-ის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის ანგარიშზე გ------- ხ-–-------ის მიერ 2013 წლის 08 აპრილის გადარიცხული იქნა 200 (ორასი) ლარის ოდენობით თანხა. მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2017 წლის 02 თებერვალს. აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან გასულია სამ წელზე მეტი, რითაც მოსარჩელე მხარის მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟისაგან თავისუფლებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე.

 

,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებული რესურსებით.

 

განსახილველ საქმეში მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი