გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1857-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე
მოსარჩელე - მ---–----ი ჭ---–--ე
წარმომადგენელი - თ---------- მ---ი
მოპასუხეები - 1. ვ--–------- ხ------ე,2. სს ,,ს----------–--- ბ----’’,წარმომადგენელი - ჯ---- ტ--–----ე
3. სს ,,მ---- კ--------–ი’’
წარმომადგენელი - თ-------- ქ-------ე
დავის საგანი: მოძრავი ნივთის გათავისუფლება ყადაღისგან
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისგან მოძრავი ნივთი, ავტომანქანა ,,ფ---–-------ი’’, სახნომერი გ–---––.
1.2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სასამართლო ხარჯები - სახბაჟი სარჩელზე - 100 ლარი, სახბაჟი სარჩელის უზრუნველყოფაზე -50 ლარი. ავტომანქანის აუდიტორული შეფასების - 70 ლარი, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოპასუხეებს.
სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ 2014 წელს შეიძინა ავტომანქანა ,,ფ---–-------ი’’, სახნომრით- გ–---––. 2017 წლის 06 ივნისს ქ. ზესტაფონში შეაჩერა პოლიციამ და დააჯარიმა უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო. იმავე პოლიციის ინსპექტორმა ჩამოართვა ავტომანქანა და გადაიყვანა საჯარიმო სადგომზე იმ მოტივით, რომ იგი რეგისტრირებული იყო ვ--–------- ხ------ის სახელზე, იმყოფებოდა ძებნაში სს ,,ს----------–--- ბ----ს’’ და სს ,,მ---- კ--------–ის’’ მიმართ ფინანსური დავალიანების გამო. ავტომანქანა შეძენილია მის მიერ და რადგან იმ დროისათვის არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, მისი გადაფორმება მოახდინა ვ--–------- ხ------ეზე, რომელიც არ წარმოადგენს მის მეპატრონეს. ავტომანქანა წარმოადგენდა მისი ოჯახისთვის აუცილებელ ნივთს, რომლითაც ეწეოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციას. ჰყავს ოთხი შვილი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოწმეები დაადასტურებენ, რომ ავტომანქანა ნამდვილად მისი საკუთრებაა და უნდა განთავისუფლდეს ყადაღისგან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეების - სს ,,ს----------–--- ბ----ს’’ წარმომადგენელმა და სს ,,მ---- კ--------–ის’’ წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, თუმცა მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს ძირითადი მოთხოვნის ნაწილში და არ ცნეს სასამართლო ხარჯის დაკისრების ნაწილში. მიუთითეს, რომ სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ მ---–----ი ჭ---–--ე მოძრავი ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელია.
2.2. მოპასუხე ვ--–------- ხ------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო, ხოლო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა (მისთვის ცნობილი იყო სხდომის ჩატარების დრო და თარიღი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით).
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეებზე მოვალე ვ--–------- ხ------ეს მიეცა წინადადება შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში გადაეხადა სს ,,ს----------–--- ბ----ს’’ დავალიანება 1171.88 ლარი და სს ,,მ---- კ--------–ის’’ დავალიანება 1961.21 ლარი. ვინაიდან მოვალემ არ გადაიხადა დავალიანება, დაყადაღებული იქნა კრედიტორების სს ,,ს----------–--- ბ----ს’’ და სს ,,მ---- კ--------–ის’’ სასარგებლოდ ვ--–------- ხ------ის საკუთრებად რიცხული და მ---–----ი ჭ---–--ის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მოძრავი ნივთი, ავტომანქანა ,,ფ---–-------ი’’, სახნომერი გც709ცგ (V-------- P----- G--, სახ. # G------).
მტკიცებულება:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს/ფ 20-21 ),- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს/ფ 22-26),- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2. აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ცნობების თანახმად დაყადაღებულ მოძრავ ნივთზე იძულებითი აუქციონი არ მიმდინარეობს.
მტკიცებულება: ცნობები (ს/ფ 27-28 )
3.3. შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრი’’-ს მიერ 21/06/2017 წ. გაცემული #09/97 აუდიტორული დასკვნის თანახმად, ა/მანქანა V-------- P----- G--, სახ. # G------ , გამოშვების წელი - 1995, ტიპი - უნივერსალი, მოდელი - P----- G--, საიდენ.ნომერი , ძრავის მოცულობა 1781, ფერი - ლურჯი 6/8, საწვავის ტიპი - ბენზინი-აირი, შეფასებულ იქნა 2500 ლარად. ავტომანქანა დგას ქ. ზესტაფონში საჯარიმო სადგომზე.
მტკიცებულება:
-აუდიტის დასკვნა (ს/ფ 30-32 ),-მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.4. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მ---–---- ჭ---–--ის მიმართ 2015 და 2017 წლებში - მარკა V-------- P----- G--, სახ. # G------ - ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრები.
მტკიცებულება:
-ცნობა (ს/ფ-50 ),- საჯარიმო ქვითრები (ს/ფ 48-49)
3.5. მოწმე დ----- ჟ----–---–---ის განმარტების თანახმად, მ---–----ი ჭ---–--ეს იცნობს 38 წელია. იცის, რომ მას ჰყავს ლურჯი ,,ფ---–-------ის’’ ფირმის ავტომანქანა, რომელიც იყიდა და იყენებს ოჯახის საჭიროებისათვის, თუმცა ამჟამად ჩამორთმეულია და დგას საჯარიმო ავტოსადგომზე ქ. ზესტაფონში.
3.6. მოწმე ი-----–- ჭ---–--ემ განმარტა, რომ მ---–----ი ჭ---–--ემ ავტომანქანა იყიდა და მოიყვანა სამტრედიიდან. ფულის გადაცემასაც ესწრებოდა. ლურჯი ფერის ,,ფ---–-------ია’’, რომელსაც ოჯახის საჭიროებისათვის იყენებდა და პროდუქტი დაჰქონდა ბაზარში.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ყადაღისაგან მოძრავი ნივთის გათავისუფლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40, 32-ე მუხლები
-სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 168-ე, 170-ე, 172-ე, 186-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხდვით - მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
6.3. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი.
ავტომანქანა არის მოძრავი ნივთი და მასზე ვრცელდება მოძრავი ნივთის შეძენისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები.
დადგენილია, რომ მ---–----ი ჭ---–--ემ სამტრედიაში მცხოვრები ე------ი ხ-----–--ისგან იყიდა ავტომანქანა V-------- P----- G--, სახ. # G------, თუმცა იგი გააფორმა დროებით ვ--–------- ხ------ის სახელზე, რადგან იმ დროისათვის არ ჰქონდა აღებული პირადობის მოწმობა. რეალურად კი თავად ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნული ავტომანქანით, ხოლო ვ--–------ ხ------ეს ეს ავტომანქანა არ გამოუყენებია.
შესაბამისად მ---–----ი ჭ---–--ეს სადავო ავტომანქანის მფლობელობის უფლებამოსილება მიღებული ჰქონდა ვ--–------- ხ------ისგან, ამასთან დადგენილია, რომ ავტომანქანას არ ფლობდა მოპასუხე ვ.ხ------ე, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. ამასთან, ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
ვინაიდან მ---–----ი ჭ---–--ე არის კეთილსინდისიერი მფლობელი და ხელი ეშლება ამ მფლობელობის განხორციელებაში, ის უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ ნივთის ყადაღისგან განთავისუფლება.
მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის წარმომადგენლები დაეთანხმნენ სარჩელის დაკმაყოფილებას მოძრავი ნივთის ყადაღისგან განთავისუფლების თაობაზე, მოპასუხე ვ--–------- ხ------ემ კი შესაგებლით ცნო სარჩელი, ხოლო სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ძირითადი მოთხოვნის ნაწილში, რაც საფუძველს ქმნის იმ გარემოების, რომ მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს საქმეზე გადახდილი სახ. ბაჟი.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, რომლითაც შეჩერდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეებზე დაყადაღებული მოძრავი ნივთის (სატრანსპორტო საშუალების) რეალიზაცია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---–----ი ჭ---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. გათავისუფლდეს ყადაღისგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე (A-------- და A--------) დაყადაღებული ავტომანქანა V-------- P----- G--, სახ. # G------ (მესაკუთრე ვ--–------- ხ------ე);
3. მოსარჩელე მ---–----ი ჭ---–--ეს დაუბრუნდეს 2017 წლის 30 ივნისს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ,,საქართველოს ბანკი“, სახაზინო კოდი 300183150, ბანკის კოდი TRESGE22, საგადასახადო დავალება №78;
4. მოპასუხეებს - ვ--–------- ხ------ეს, სს ,,ს----------–--- ბ---ს’’ და სს ,,მ---- კ--------–ს’’ სოლიდარულად დაეკისროთ მ---–----ი ჭ---–--ის სასარგებლოდ მის მიერ აუდიტის დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის 70 ლარის ანაზღაურება;
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე (A-------- და A--------) მოძრავი ნივთის, ავტომანქანა V-------- P----- G--, სახ. # G------ -ს რეალიზაციის შეჩერების თაობაზე - დარჩეს უცვლელად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე