გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.05.2018
საქმის ნომერი
080210018002377488
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

0802100-8002377488

#2/1090-20-8წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.05.20-8 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე -ა--------------ე;

წარმომადგენელი - ქ--------------–----ა;

მოპასუხე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----------;

წარმომადგენელი- მ-------------–---–ი;

დავის საგანი - უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა--------------ე ცნობილი იქნას ქ. ქუთაისში, ცხ-----–------------------–---–------------–---------------------ის (ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--) მესაკუთრედ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 20-6 წლის 0- სექტემბერს გარდაიცავალა ანჟოლი ბერიძე. ა-–---–---------ე იყო #3- საბინაო კოოპერატივის წევრი და მისი აღნიშნულ კოოპერატივში შესახლება მოხდა #1--- ორდერის საფუძველზე, რომლის გაცემას საფუძვლად უდევს ქ. თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1969 წლის აპრილის #1- გადაწყვეტილება. ა-–---–---------ე აღნიშნული ორდერის საფუძველზე იქნა შესახლებული ამ ბინაში და ცხოვრობდა გარდაცვალებამდე. ა-–---–---------ემ ქონება შინაურული ანდერძის საფუძველზე უანდერძა ა--------------ეს, რომელმაც 20-6 წლის 2- ოქტომბერს კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში მიმართა ნოტარიუს ა-–---–---------ის დანაშთ ქონებაზე ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მისაღებად. 20-7 წლის 25 მარტს ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძვლით რომ ა--------------ემ ვერ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა უძრავი ქონების მამკვიდრებლისადმი კუთვნილებას და რომლითაც დადასტურდებოდა მოცემული უძრავი ქონების მესაკუთრის ვინაობა (იხ. სარჩელი)

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „-----------ს წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო; (იხ. სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ა------------–-------------ე ქ. ქუთაისში, ა-----–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში (#----------------------------–------–---1, კორპუსი #1, შესავლელი მე-3, სართული #1, ოთახი #2-) შესახლებულია 1971 წლიდან, მის სახელზე გაცემული ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1971 წლის 21 მარტის #1--- ორდერის საფუძველზე. ორდერში მითითებულია, რომ ოჯახი შედგება 1 სულისაგან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-28.0-.1971 წ გაცემული ორდერი #1---.

 

3.1.2. ა-–---–---------ემ ქ. ქუთაისში, ა-----–---–------------ში მდებარე ოთახი #2- 20-6 წლის 2- აგვისტოს შედგენილი შინაურული ანდერძით უანდერძა 1952 წლის 17 აგვისტოს დაბადებულ ა--------------ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2-.08.20-6 წლის ანდერძი.

 

3.1.3. 20-6 წლის 13 ოქტომბრის #0--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ციფრობრივი და ტექსტობრივი ჩანაწერები და ხელმოწერა ტექსტის სახით განლაგებული ა-–---–---------ის სახელით 20-6 წლის 2- აგვისტოს თარიღით შედგენილ შინაურულ ანდერძზე, რომელიც იწყება და მთავრდება სიტყვებით: „ანდერძი„ .. მოწმეები:ი--------–----ე, სავარაუდო ციფრი 3„ შესრულებულია ა-–---–---------ის მიერ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-13.10.20-6 წლის ექსპერტის დასკვნა #0--------

 

3.1.4. დადგენილია, რომ 20-6 წლის 0- სექტემბერს ა-–---–---------ე გარდაიცვალა, ა--------------ე არის ა-–---–---------ის ანდერძისმიერი მემკვიდრე ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გარდაცვალების მოწმობა;

- შინაურული ანდერძი;

 

3.1.5. 20-7 წლის 25 მარტს ნოტარიუს ნინო სიდამონიძემ უარი უთხრა ა--------------ეს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ მემკვიდრის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ნაანდერძევი ქონების მამკვიდრებლისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ორდერი არ იქნა განხილული როგორც მამკვიდრებლის საკუთრების დამდგენი დოკუმენტი, ვინაიდან არ განხოციელებულა ბინის საკუთრებაში გადაცემა ე.წ. პრივატიზაცია, ხოლო ანდერძი არ იძლევა საშუალებას, რომ გაიცეს ზოგადი ხასიათის სამკვდირო მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ 25.0-.20-7წ.

 

3.1.6. ბმ ამხანაგობა ერთობის 20-8 წლის 0- თებერვლის #2 კრების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ა-----–---–-----------/–------–------------ში მდებარე ბინა ამხანაგობა „---------- წარმოადგენს #3- კოოპერატივის სამართალმემკვიდრეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-0-.02.20-8 წლის #2 კრების ოქმი;

 

3.1.7. ქ. ქუთაისში, ც------–----------------ყ-–---–------------ში მდებარე უძრავი ქონება, ბინა #2-, ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--, ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ გაცემული 1971 წლის 28 მარტის #1-73 ორდერის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ერთობას დაფუძნების კრების #2 ოქმის საფუძველზე 20-8 წლის 09 მარტიდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ბმ ამხანაგობა ერთობას საკუთრებაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.8. დადგენილია, რომ ა--------------ე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას. უვლის და პატრონობს მას. ა-–---–---------ე აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა მარტო, მას სხვა მემკვიდრე არ ჰყავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 13--ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე, 1344-ე, 1364-ე, 1421-ე მუხლებით;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 13--ე, 208-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება.

 

6.2. „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის # 107-ე დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად საცხოვრებელი სახლი უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. ამასთან, აღნიშნული დანაწესი ვრცელდებოდა სახელმწიფო და არა კოოპერატიული ბინების პრივატიზებაზე;

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბინა წარმოადგენდა კოოპერატიულ ბინას და მხოლოდ მასში რეგისტრაციის ფაქტი არ წარმოშობდა საკუთრების უფლებას. კოოპერატიულ ბინებზე საკუთრების უფლების წარმოშობის და მისი დადასტურების (რეგისტრაციის) საფუძვლები წლების განამვლობაში ფორმირდებოდა შემდეგნაირად: საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 30 აგვისტოს # 573-ე დადგენილებით დამტკიცებული „საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდების“ პირველი პუნქტის თანახმად, საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ, გამხდარიყვნენ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრები და მიეღოთ ამ კოოპერატივში ბინა. ამავე დადგენილების 2--ე პუნქტის თანახმად, კოოპერატივის სახლებში საცხოვრებელი ფართობი ეძლეოდათ მხოლოდ კოოპერატივის წევრებს, რომლებმაც შეასრულეს დაწესებული საპაიო შენატანების გადახდის ვალდებულება და ბინები მფლობელობაში გადაეცათ ორდერის საფუძველზე;

 

„საქართველოს რესპუბლიკაში საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის რიცხული სახელმწიფო სესხის ჩამოწერისა და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საცხოვრებელი სახლების მობინადრე მოქალაქეთა მიერ დაკავებული ბინების მათ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ივლისის #519-ე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საცხოვრებელი სახლების მობინადრე მოქალაქეებს უსასყიდლოდ გადაეცათ საკუთრებაში ამ სახლებში მათ მიერ დაკავებული ბინები, მიუხედავად იმისა, გადახდილი ჰქონდათ თუ არა თავდაპირველი შესატანი საპაიო თანხა;

 

„საბინაო ფონდის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1996 წლის 2 აპრილის # 1 დადგენილებით განიმარტა, რომ „საქართველოს რეპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ ზემოხსენებული #107-ე დადგენილების მე-10 პუნქტის შესაბამისად, საბინაო სამშენებლო კოოპერატივის წევრი, რომელმაც მთლიანად გადაიხადა ბინის ღირებულება, მესაკუთრედ ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა გაფორმებული სათანადო ხელშეკრულება კოოპერატივის გამგეობასთან;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდეგ ნოტარიუსები გასცემდნენ საკუთრების მოწმობას კოოპერტიულ ბინებზე (სსკ-ის 1512-ე მუხლი); (იხ. სუსგ ას-244-232-20-7).

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.

 

იმავე კოდექსის 1344-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს,როგორც მემკვიდრეთა წრიდან,ისე გარეშე პირებსაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლის თანახმად, მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. (შინაურული ანდერძი).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ა-----–---–-----------/–------–------------ში მდებარე (#3- საბინაო კოოპერატიულ სახლში) ბინა 1971 წლის 28 მარტის #1--- ორდერის საფუძველზე გადაეცა ა-–---–---------ეს. 20-6 წლის 0- სექტემბერს გარდაიცვალა ა-–---–---------ე, რომელმაც ქ. ქუთაისში, ა-----–---–-----------/–------–------------ში მდებარე ბინა #2- შინაურული ანდერძით უანდერძა ა--------------ეს. ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ 20-6 წლის 2- აგვისტოს ანდერძზე ხელმოწერა შესრულებულია ა-–---–---------ის მიერ. ბმ ამხანაგობა ერთობის 20-8 წლის 0- თებერვლის #2 კრების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ა-----–---–-----------/–------–------------ში მდებარე ბინა ამხანაგობა „---------- წარმოადგენს #3- კოოპერატივის სამართალმემკვიდრეს. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე ა--------------ე არის ა-–---–---------ის ანდერძისმიერი მემკვიდრე. ის მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ასევე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სამკვიდრო ქონებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი, აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ა--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ა--------------ე (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნას ქ. ქუთაისში, ც------–----------------ყ-–---–-----------, ბინა #2--ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.0--.0-.0--) და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს საჯარო რეესტრში.

3. ა--------------ეს დაუბრუნდეს 20-7 წლის 21 ივნისს ქ--------------–----ას მიერ სს 'საქართველოს ბანკში' გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 360 ლარი (საგადახდო დავალება №56), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300-83-50.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №1-) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე