განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2018
საქმის ნომერი
010100118002301242
დავის ტიპი
177 3 ბ , 177 2 ა
თარიღი
11.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002301242

საქმე N1-142/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11.06.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - და-------------–ი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: რო-----------ია

მამის სახელი: მი-----ი

დაბადებული: 0--04.1992 წელს

პირადი ნომერი: 6---------7

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არ-------–----–----–ო

ნასამართლობა: მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქ.ქობულეთი, სოფელი ნა-------ი

 

ბრალდებულის ადვოკატი - ლა–----------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N172141217002

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2017 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, რო-----------ია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ჩ---ში, აღმ-–-----–----------–-------------ში მდებარე სუ-–------–------ის მშენებარე საცხოვრებელი სახლის ეზოდან, არაერთგზის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 35 ცალ სამშენებლო დგარ-დომკრატს, რითაც დაზარალებულს მიადგა 735 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული

დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების

მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,ჩადენილი არაერთგზის.

 

2.1 ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2017 წლის 13 დეკემბერს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სუ-–------–------ის მშენებარე საცხოვრებელი სახლის ეზოდან 35 ცალ სამშენებლო დგარ-დომკრატს.

 

2.2 მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 21 თებერვლის წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.4 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: ხე-–--–-----–----------–---–--------–--ის, რო-----------იას, სუ-–------–------ის, იუ--------------------------–------------------------------------------------ის გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რო-----------იამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რო-----------იამ - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სუ-–------–------ის მშენებარე საცხოვრებელი სახლის ეზოდან 35 ცალ სამშენებლო დგარ-დომკრატის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებით რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. აჭარის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 22 დეკემბრის მომართვით დადგენილია, რომ რო-----------ია 2014 წლის 27 მარტის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 30 სექტემბრის N03/16-2072 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა სასჯელისაგან პირობით ვადამდე 01 (ერთი) წლით, 02 (ორი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით ადრე, რის საფუძველზეც იმყოფება აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში;

 

2017 წლის 11 ოქტომბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მსჯავრდებულის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ძებნილი პირობით მსჯავრდებული, რო-----------ია, 2017 წლის 18 დეკემბერს ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ წარდგენილი იქნა აჭარის პრობაციის ბიუროში, რის საფუძველზეც განახლდა მასზე კონტროლი.

 

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო ასევე სასჯელის ზომის და სახის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ რო-----------იას მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, ხსენებული მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას;

 

ბრალდებული ნასამართლობის მქონეა, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს;

 

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას თვლის, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რო-----------იას უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა;

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, რო-----------იას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, რო-----------იას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელი 04 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

სასამართლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ რო-----------ია 2014 წლის 27 მარტის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 30 სექტემბრის N03/16-2072 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა სასჯელისაგან პირობით ვადამდე 01 (ერთი) წლით, 02 (ორი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით ადრე, რის საფუძველზეც ის იმყოფებოდა აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში;

 

სასამართლო ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის, დანაშაულით მიყენებული ზიანის და შედეგის მხედველობაში მიღებით მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: ქ.ბათუმში, შა-–----------------შ მდებარე ჯართის მიმღები პუნქტი შპს ,,მე----–--–-----დან’’ ამოღებული 35 ცალი დგარ-დომკრატი;

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად ზ/მითითებული ნივთმტკიცების განკარგვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული რო-----------ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განაჩენით დანიშნული და 2016 წლის 30 სექტემბრის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის 02 (ორი) თვის და 28 (ოცდარვა) დღის ვადით.

 

საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განაჩენით დანიშნული და 2016 წლის 30 სექტემბრის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ბრალდებულ რო-----------იას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ რო-----------იას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 29 დეკემბრიდან.

 

მსჯავრდებულ რო-----------იას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ქ.ბათუმში, შა-–----------------შ მდებარე ჯართის მიმღები პუნქტი შპს ,,მე----–--–-----დან’’ ამოღებული 35 ცალი დგარ-დომკრატი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩ---ის პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩ---ის პოლიციის განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე