გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.06.2018
საქმის ნომერი
190310018002300436
კატეგორია
დავის ტიპი
პრივატიზაციის თაობაზე
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-29-18 გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

12.06.2018 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე, ნ----- კ------–--ე

მოსარჩელე: ნ--- ხ------------ე,წარმომადგენელი: დ-------- ნ-–--–-–---–ი,მოპასუხე- საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, კ------- კ-----–--ე,მესამე პირი: სს თიბისი ბანკი, ც-–---- ძ-------ე, ი-----–ი ხ------------ე,დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 22 აგვისტოს ტ------- წერილის, ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №1-------, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კ------- კ-----–--ეზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ განკარგულების, გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კ------- კ-----–--ეს შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების და დ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 აგვისტოს №88-----------03, 2012 წლის 15 სექტემბრის №882----------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას უძრავ ნივთზე ს/კ. 81.04.03.3--.01.0-- მდებარე: გ-------ანი, სოფელი კ--–---სი, №6---. მოსარჩელე ასევე მოითხოვს გ-------ანი, სოფელი კ--–---სი, №6----ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მის სახელზე აღრიცხვას. ამასთან მოსარჩელის მისამართად საქმის მასალებში მითითებულია გ-------ანი, სოფელი კ--–---სი, მე-6 ქ. №1-----

 

სარჩელში და დაზუსტებულ სარჩელში მითითებულია, რომ 1989 წლის 30 ოქტომბრის გ-------ნის საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით ნ--- ხ------------ის სამ სულიან ოჯახს გამოეყო ოთხ ოთახიანი ბინა №6- კ--–---სის დასასახლებაში და მის სახელზე გაიცა ბინის №959 ორდერი. 2011 წლის დასაწყისში ბინაში მოსარჩელემ დროებით საცხოვრებლად შეუშვა დისშვილი კ------- კ-----–--ე. აღნიშნული ბინა მოსარჩელის მიერ არ იყო პრივატიზებული. 2016 წლის ზაფხულში მოსარჩელემ მიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ბინის პრივატიზაციის თაობაზე, საჯარო რეესტრში ცნობის მიღებისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსს 2012 წლის 22 აგვისტოს №ტ-3----- წერილით მიუმართავს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურისათვის საცხოვრებელი ბინის სახელმწიფო საკუთრებად დასარეგისტრირებლად. გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურმა არ გადაამოწმა რამდენად კანონიერი იყო მათი მოთხოვნა და უბრალო წერილის საფუძველზე, რომელსაც არ ერთვოდა საკუთრების დამდგენი დოკუმენტი 2012 წლის 29 აგვისტოს №88---------- გადაწყვეტილებით აღნიშნული ქონება დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო 2012 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნული ქონება საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №1------- განკარგულების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით ერთ ლარად მიყიდა კ------- კ-----–--ეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კანონიერად იქნა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამასთან მიუთითა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 აგვისტოს №88-----------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 22 აგვისტოს Nტ------- წერილის საფუძველზე, გ-------ანში, სოფელ კ--–---სში №6 კორპუსში მდებარე ბინა №6- დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების ობიექტად. გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 15 სექტემბრის №882----------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხსენებული უძრავი ქონება დარეგისტრირდა კ------- კ-----–--ის საკუთრების უფლების ობიექტად. 2012 წლის 07 ნ---მბრის გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის №892----------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, კ------- კ-----–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე, კერძოდ დაზუსტდა №6- ბინის ფართობი. 2016 წლის 30 მაისის №882----------03 რეგისტრაციის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება. წერილობითი შესაგებლის ავტორი მნიშვნელოვანდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ №88---------- სარეგისტრაციო განცხადების განხილვის პროცესში, რეგისტრირებულ ორგანოში დაცული დოკუმენტაციით/ინფორმაციით არ დასტურდებოდა სადავო ქონებაზე სხვა პირის უფლება. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე საფუძველი. ამასთან, სარჩელს თანდართული დოკუმენტაციით არ დგინდება ქალაქ გ-------ანში, სოფელ კ--–---სში №6 კორპუსში მდებარე №6--ში მდებარე ბინის და ორდერში მითითებული უძრავი ნივთის იდენტურობა.

 

მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. ამასთან მიუთითა, რომ არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, საკუთრება წარმოადგენს რეგისტრაციას დაქვემდებარებულ უფლებას, შესაბამისად, უძრავ ნივთზე საკუთრების ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. სადაო უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის დროისათვის, მასზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა, ხოლო სახელმწიფო ქონების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვისას, ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებდა მისი კანონიერი უფლების რეალიზაციას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მოეხდინა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებად და მასთან დაკავშირებით გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 2012 წლის 07 სექტემბრის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის შუამდგომლობის საფუძველზე, 2012 წლის 11 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა №1------- განკარგულება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ", რომლის თანახმად, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაეცათ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს, მათ შორის კ------- კ-----–--ეს, ხოლო 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება. ამდენად, კ------- კ-----–--ე მესაკუთრე გახდა იმ გზით, რომ სახელმწიფომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, თავის თავზე აღრიცხა, ხოლო შემდეგ დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე სიმბოლურ ფასად გადასცა მას. ამდენად, მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია, კანონიერი საფუძველი მოითხოვოს სადავო ქონების სახელმწიფო სახელზე აღრიცხვის ბათილად ცნობა, რადგან მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოსარჩელე მხარე ვერ მოიპოვებს საკუთრების უფლებას სადავო ქონებაზე.

 

მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია. წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პრეზიდენტის განკარგულება მიღებული იქნა სადავო ფართში მცხოვრებ პირთა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს მოთხოვნიდან გამომდინარე. ამასთან მიუთითა ორდერით და პრივატიზაციით გადაცემული ფართის სხვადასხვაობასა და მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ.

მოპასუხე კ------- კ-----–--ეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

2.1. მესამე პირის პოზიცია

მესამე პირის სს ,,თიბისი ბანკის" წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა პრივატიზაციის შესახებ. ამასთან, სადავო გახადა ქონების იდენტურობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. გ-------ნის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასრულებებლი კომიტეტის №959 ორდერით, (თარიღი მითითებული არ არის) გ-------ნის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 ოქტომბრის №3-- გადაწყვეტილების (№13 ოქმის) საფუძველზე ნ--- ხ------------ეს გადაეცა კ--–---სის დასახლებაში №4-6--ში მდებარე ოთხოთახიანი ბინა. ოჯახის შემადგენლობა - ნ--- ხ------------ე, ც-–---- ძ-------ე - მეუღლე, ი-----–ი ხ------------ე - შვილი. ორდერში მითითებული მისამართი №4-6-, გ-------ნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №83 განკარგულებით დამისამართებულია გ-------ნის რაიონი, სოფელი კ--–---სი მე-6 ქუჩა №18-6-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-1989 წლის 30 ოქტომბრის №959 ორდერი (ტომი I, ს. ფ. 13-14);

-გ-------ნის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 ოქტომბრის №3-- გადაწყვეტილება (№13 ოქმი) (ტომი II, ს. ფ. 207)

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 02 მაისის №1------- მიმართვა (ტომი I, ს. ფ. 206)

-გ-------ნის მუნიციპალიტეტის გამგეობის კ--–---სის ადმინისტრაციული ერთეულის 2016 წლის 18 აგვისტოს №2-- ცნობა (ტომი I, ს. ფ. 6- )

 

3.1.2. გ-------ნის მუნიციპალიტეტის სოფელ კ--–---სში მე-6 ქუჩა, №18-6--ში კ------- კ-----–--ე ცხოვრობს 2010 წლიდან, ხოლო აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულია 2016 წლის 7 ივნისიდან. მოსარჩელე დასახელებულ მისამართზე რეგისტრირებულია 2018 წლის 5 აპრილიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გ-------ნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2018 წლის 27 აპრილის №0------ წერილი (ტომი II, ს. ფ. 201);

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 აპრილის №01------- მიმართვა (ტომი II, ს. ფ. 191-192)

 

3.1.3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსის 2012 წლის 22 აგვისტოს №ტ------- მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 აგვისტოს №88-----------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, კ--–---სში მდებარე უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო 2012 წლის 15 სექტემბრის №882----------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხსენებული უძრავი ქონება დარეგისტრირდა კ------- კ-----–--ის საკუთრების უფლების ობიექტად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 აგვისტოს №88-----------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 25)

-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსის 2012 წლის 22 აგვისტოს №ტ------- მიმართვა (ტომი I, ს. ფ. 19)

-2012 წლის 15 სექტემბრის №882----------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 104)

3.1.4. კ------- კ-----–--ეს საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №1------- განკარგულების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად, გადაეცა სოფელ კ--–---სში №6----ში მდებარე 94,21 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინა ს. კ. 81.04.03.3--.01.0--, რაზეც 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებდა უძრავი ქონება აღირიცხა კ------- კ-----–--ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2012 წლის 14 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს. ფ. 20);

-საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №1------- განკარგულება (ტომი I, ს. ფ. 183)

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 15 სექტემბრის №882----------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 26)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს. ფ. 28);

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 22 აგვისტოს ტ------- წერილი, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №1------- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კ------- კ-----–--ეზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ განკარგულება, და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 აგვისტოს №88-----------03, 2012 წლის 15 სექტემბრის №882----------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კ------- კ-----–--ეს შორის 2012 წლის 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია უფლებამოსილი პირის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 

3.2.2. მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ 1989 წლის 30 ოქტომბრის გ-------ნის საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით მის სამ სულიან ოჯახს გამოეყო ოთხ ოთახიანი ბინა №6- კ--–---სის დასახლებაში და მის სახელზე გაიცა ბინის №959 ორდერი. გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურმა არ გადაამოწმა რამდენად კანონიერი იყო მათი მოთხოვნა და უბრალო წერილის საფუძველზე, რომელსაც არ ერთვოდა საკუთრების დამდგენი დოკუმენტი 2012 წლის 29 აგვისტოს №88---------- გადაწყვეტილებით აღნიშნული ქონება დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო 2012 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნული ქონება საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №1------- განკარგულების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით ერთ ლარად მიყიდა კ------- კ-----–--ეს.

 

მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ სარეგისტრაციო განცხადების განხილვის პროცესში, რეგისტრირებულ ორგანოში დაცული დოკუმენტაციით/ინფორმაციით არ დასტურდებოდა სადავო ქონებაზე სხვა პირის უფლება. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე საფუძველი. ამასთან, სარჩელს თანდართული დოკუმენტაციით არ დგინდება ქალაქ გ-------ანში, სოფელ კ--–---სში №6 კორპუსში მდებარე №6--ში მდებარე ბინის და ორდერში მითითებული უძრავი ნივთის იდენტურობა.

 

მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სადაო უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის დროისათვის, მასზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა, ხოლო სახელმწიფო ქონების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვისას, ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებდა მისი კანონიერი უფლების რეალიზაციას სადავო ქონებაზე კ------- კ-----–--ე მესაკუთრე გახდა იმ გზით, რომ სახელმწიფომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, თავის თავზე აღრიცხა, ხოლო შემდეგ დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე სიმბოლურ ფასად გადასცა მას.

 

მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ პრეზიდენტის განკარგულება მიღებული იქნა სადავო ფართში მცხოვრებ პირთა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს მოთხოვნიდან გამომდინარე. ამასთან მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ.

 

მესამე პირის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მოთხოვნა ხანდაზმულია.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ნ--- ხ------------ის წარმომადგენლის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, კ------- კ-----–--ის, მესამე პირების სს თიბისი ბანკის, ც-–---- ძ-------ის, ი-----–ი ხ------------ის მიმართ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73-ე ბრძანებულება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ დავის საგანი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 22 აგვისტოს ტ-3----- წერილი, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №1------- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კ------- კ-----–--ეზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ განკარგულება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 აგვისტოს №88-----------03, 2012 წლის 15 სექტემბრის №882----------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის ,,დ" ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამდენადაც მითითებული ნორმის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კ------- კ-----–--ეს შორის გაფორმებული 2012 წლის 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება კი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ხოლო მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს სამინისტრო/სამინისტროს ტერიტორიული ორგანო.

 

დასახელებული კანონის (სადავო პერიოდში 2012 წელს მოქმედი) პირველი მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომ − სასამართლოში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 22 აგვისტოს №ტ-3----- წერილი სამინისტროში არ გაუსაჩივრებია, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ზოგადი საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 10.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №1------- განკარგულების თანახმად, სოფელ კ--–---სში, №6----ში მდებარე ბინა ფართი 94.21 კვ.მ. პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1(ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცა კ------- კ-----–--ეს.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, (გასაჩივრებული აქტის დროს მოქმედი 2012 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სამინისტროს მიერ, ამ კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით. დასახლებეული ნორმის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად კი პირდაპირი მიყიდვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ერთ-ერთი ფორმაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსის 2012 წლის 22 აგვისტოს №ტ------- მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 აგვისტოს №88-----------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, კ--–---სში მდებარე უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სააგენტოს ფუნქციებს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა რეგისტრაცია.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ-ლ" პუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: თ) რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ი) სარეგისტრაციო წარმოება – სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით; კ) სარეგისტრაციო დოკუმენტი – სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; ლ) სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები;

 

„საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადაო რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 81.04.03.3--.01.0-- 2012 წლის 29 აგვისტოს განხორციელებულია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს.

 

იმ პირობებში, როდესაც დასახელებულ უძრავ ქონებაზე არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 აგვისტოს №88-----------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის (2012 წელს მოქმედი) 31-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) წარმოშობის საფუძველია.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კ------- კ-----–--ეს საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №1------- განკარგულების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად, გადაეცა სოფელ კ--–---სში №6----ში მდებარე 94,21 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინა ს. კ. 81.04.03.3--.01.0--, რაზეც 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებდა უძრავი ქონება აღირიცხა კ------- კ-----–--ის სახელზე.

 

ასევე დადგენილია, რომ სწორედ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №1------- განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 14 სექტემბერს ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მეორეს მხრივ კ------- კ-----–--ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: სოფელ კ--–---სი, №6----ში მდებარე ბინა ფართი 94.21 კვ.მ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა მოწესრიგებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. კერძოდ 2012 წლის 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ კ------- კ-----–--ეს გადაეცა უძრავი ქონება ს. კ. 81.04.03.3--.01.0--, 94,21 კვ.მ. ფართი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე ნორმის მეორე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების - ექვს წელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშვნელობის არის იმის გარკვევა თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №1------- განკარგულება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კ------- კ-----–--ეს შორის 2012 წლის 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, როგორც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულება, დადებულია ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ იმთავითვე იცოდა სადავო პრივატიზაციის და ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის შესახებ, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოადგენილია 2016 წლის 12 ივლისს, ე. ი. სამწლიანი ვადის დარღვევით. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას სადავო ქონების კ------- კ-----–--ის სახელზე პრივატიზაციისა და რეგისტრაციის არცოდნის შესახებ სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული მოგონილია სახელმწიფოსგან კიდევ ერთი საცხოვრებელი ბინის გადაცემის მოტივით ვინაიდან, კ------- კ-----–--ე როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული არის იმ ოჯახებს შორის, რომელთა დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნ---მბრის №1979 განკარგულებით სამინისტროს დაევალა ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ოჯახების დაკმაყოფილების მიზნით საკითხის შესწავლა და გეგმის მომზადება. (ტომი II, ს.ფ. 35) ამასთან, მოსარჩელე კ------- კ-----–--ის ბიძაა და მისი მისამართი სარჩელით წარმოადგენს სადავო ბინის მეზობლად მდებარე საცხოვრებელ ბინას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე კ------- კ-----–--ე ცხოვრობს გ-------ანი, სოფელი კ--–---სი, №6----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. სასამართლო აღნიშნულს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 22 აგვისტოს №ტ------- წერილზე თანდართულ სიაზე დაყრდნობით (ტომი I, ს. ფ. 96-97) გ-------ნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2018 წლის 27 აპრილის №0------ წერილით (ტომი II, ს .ფ. 201)

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

დასახელებული მუხლის შესაბამისად მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებას იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, თუ ირღვევა შემდეგი სამი სახის ფასეულობა: ა) კანონით დადგენილი წესი და აკრძალვები; ბ) საჯარო წესრიგი გ) ზნეობის ნორმები. დებულება - ბათილია კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვების დარღვევით დადებული გარიგებანი ბათილობის საერთო ცნების გამომხატველი დებულებაა. ამდენად, აქ ერთის მხრივ მხედველობაშია, როგორც ყველა ის გარიგება, რომელსაც გააჩნია ბათილობის კანონით განსაზღვრული საერთო საფუძველი, ისე ცალკეული გარიგებისათვის დამახასიათებელი სპეციალური საფუძვლები.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე კ------- კ-----–--ე 94,21 კვ. მ. ფართის საცხოვრებელი ფართით სარგებლობს.

 

ვინაიდან სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №1------- განკარგულება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კ------- კ-----–--ეს შორის 2012 წლის 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-------ნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 15 სექტემბრის №882----------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს გ-------ანი, სოფელი კ--–---სი, №6----ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის საფუძველი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას ორდერის მის სახელზე გაცემასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგან---ბის მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73-ე ბრძანებულების პირველი მუხლის შესაბამისად, ეს დებულება არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოთ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.

 

ამავე ბრძანების მეორე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის მიხედვით კანონიერი მოსარგებლე განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ, მთავრობის დადგენილება მოითხოვს კუმულაციურად ორი პირობის არსებობას - პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) და ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით. სარგებლობა კი ნიშნავს ნივთის განკარგვას, მისი სასარგებლო თვისებების გამოყენებას. პირის მიერ უძრავ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელება განუყოფელად არის დაკავშირებული ნივთის სარგებლობასთან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ფართი არ წარმოადგენს სახელმწიფო საბინაო ფონდის ბინას და მოსარჩელის მიერ მისი ფლობის ფაქტი არ დგინდება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი." ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ შეიცავს სარჩელზე უარის თქმისას სასამართლო ხარჯების ანაზღაურების შესახებ დებულებებს, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით რომლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 36--ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ--- ხ------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი