გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/849-17
№200210017002158122
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 ივნისი, 2018 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - მ----ა ხ-------–---–ი მოპასუხე - სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ა წარმომადგენ--–- - მ------ რ------–---–ი დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ის დ-----------ის 2017 წლის 02 ოქტომბრის N1-34 ბრძანება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ის დისციპლინური კომიტეტის 29.09.2017 წლის სხდომის ოქმი;
1.3. მოპასუხე სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ას დაევალოს მოსარჩელე მ----ა ხ-------–---–ის აღდგენა იმავე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციაზე.
1.4. მოპასუხე სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ას მოსარჩელე მ----ა ხ-------–---–ის სასარგებლოდ, 2017 წლის 02 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
სარჩელის თანახმად, სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ის დისციპლინური კომიტეტის 28.06.2017 წლის N9 სხდომის ოქმით დისციპლინური სახდელი შეეფარდა მ----ა ხ-------–---–ს, რაც გამოიხატა ხელფასის დაკავებით, 8 სამუშაო დღის ხელფასის ოდენობით. აღნიშნული ოქმი და დ-----------ის ბრძანება კანონით დადგენილი წესით გასაჩივრდა თელავის რაიონულ სასამართლოში, თუმცა სარჩელის შეტანიდან რამოდენიმე დღეში შეიტყო, რომ გაანთავისუფლეს სამსახურიდან და ზემოაღნიშნულ საქმეზე სარჩელი გაიხმო და ამჟამად უკვე ასაჩივრებს ბრძანებას, რომლის საფუძველზედაც შეუწყდა შრომითი ურთიერთობა. უნდა აღინიშნოს, რომ ამავე სკოლის დ-----------ს ნ--–- ტ---------–---–ს აქვს პირადი დაპირისპირება მოსარჩელესთან, სწორედ აღნიშნულის გაგრძელებაა ეს წარმოება, როდესაც ადმინისტრაციული სახდელის სახით, ხელფასის დაკავება შეუფარდეს მოსარჩელეს, შემდეგომ კი სამსახურიდან გაანთავისუფლეს გაუგებარი მიზეზების გამო. სოფელ მ-------------------------–ის დ-----------ის 2017 წლის 02 ოქტომბრის N1-34 ბრძანებით მ----ა ხ-------–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გამოყენებული იქნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. (სშკ 37-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი). 2017 წლის 15 ოქტომბერს მ----ა ხ-------–---–ს ჩაბარდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების დასაბუთება, რომლის თანახმადაც მ----ა ხ-------–---–ისათვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი (როგორც უმკაცრესი დისციპლინური სახდელი) გახდა სკოლის დ-----------ის და მისი მოადგილის განცხადება, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ მ----ა ხ-------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დ-----------ს და დისციპლინური კომიტეტის წევრებს და ვინაიდან მასწავლებლებს სურთ მშვიდ გარემოში მუშაობა, მოითხოვეს მ----ა ხ-------–---–ის სკოლიდან გათავისუფლება, რაც უპირობოდ იქნა დაკმაყოფილებული დისციპლინური კომიტეტის მხრიდან. დამსაქმებელმა ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, თუ დასაქმებულმა მისთვის დაკისრებული რომელი ვალდებულება დაარღვია ან ვერ შეასრულა. ამიტომ სკოლის დირექცია წლის განმავლობაში ცდილობდა, რომ მ----ა ხ-------–---–ისათვის ხელოვნურად შეექმნათ ის წინაპირობები, რომ იგი განეთავისუფლებინათ სამსახურიდან იმ მოტივით, რომ მის მიმართ წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხიმგებლობის რომელიმე ზომა, მათი აზრით ეს გაამარტივებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერების დასაბუთებას. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა რომ შეწყდეს სშკ-ის 37-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით აუცილებელია, რომ დასაქმებულის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები გამოყენებული იყოს მისი მხრიდან ერთგვაროვანი (ან მსგავსი) დარღვევის გამო, განსახილველ შემთხვევაში კი ხელოვნურად შექმნილ სხვადასხვა ტიპის შემთხვევებზე აკისრებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს სკოლის დირექცია, დისციპლინური კომიტეტის გამოყენებით. დასაქმებულის მიმართ წამოყენებული ბრალდებები სცდება მასწავლებლის ფუნქციების განხორციელებისას სავარაუდო გადაცდომის ფაქტებს და ემყარება მხოლოდ რამდენიმე პირის პერსონალურ დამოკიდებულებას მ----ა ხ-------–---–ის მიმართ. აღნიშნული დადასტურებულია თავად გასაჩივრებული ბრძანებით, სადაც არცერთი ნაწილი არ ეხება იმას, რომ მ----ა ხ-------–---–ი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და დაუშვებელი. საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 60 პრიმა 1 მუხლი არეგულირებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს. დ-----------ის 2017 წლის 15 სექტემბრის N2-65 ბრძანება და დისციპლინური კომიტეტის 2-017 წლის 29 სექტემბრის N10 სხდომის ოქმი და დ-----------ის 2017 წლის 15 სექტემბრის N2-65 ბრძანება, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ ითხოვა, არ დაკმაყოფილდეს სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ----ა ხ-------–---–ი არის სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ის ქართული ენისა და ლიტერატურის მ--–---–----–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი(ს.ფ.3-14)
-შესაგებელი(ს.ფ.47-61)
-მხარეთა განმარტება(ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ის დ-----------ის 2017 წლის 01 მაისის ბრძანებით მოსარჩელე მ----ა ხ-------–---–ის მიმართ გამოყეებული იქნა დისციპლინრული სახდელი წერილობითი გაფრთხილება, საქართველოს ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების ფორმის დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებული წესის დარღვევის გამო, რასაც საფუძვლად დაედო სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ის დიციპლინური კომიტეტის 2017 წლის 28 აპრილის სხდომის ოქმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი N9. (ს.ფ. 119-121)
-სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ის დ-----------ის ბრძანება N1-13 2017 წლის 01 მაისის(ს.ფ.73-74;122)
3.2.2. მ----ა ხ-------–---–ს 2017 წლის 23 მაისს შედგენილი N4 სხდომის ოქმისა და სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად, სკოლის დ-----------ის 2017 წლის 25 მაისის N1-16 ბრძანებით დაეკისრა დისციპლინური სახდელი - ,,სასტიკი საყვედური“, რასაც საფუძვლლად დაედო ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის მშობლის მ. მ------–----–---–ის და მე-9 კლასის მოსწავლის მშობლის თ. ა----–-–---–ის განცხადებები, რომელთა განმარტებითაც მოსარჩელე მოსწავლეებზე ახდენდა ფსიქოლოგიური ზეწოლას და აყენებდათ სიტყვიერ შეურაცხყოფას. კომიტეტის მიერ გამოკითხულ იქნენ განცხადების ავტორები, რომლეთაც დაადასტურეს განცხადებაში მითითებული ფაქტები.
ასევე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოხდა სკოლის ტექნიკის უნებართვო გამოყენება, მაშინ როდესაც სკოლაში არ იმყოფებოდნენ პასუხისმგებელი პირები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სკოლის დ-----------ის 2017 წლის 10 მაისის წარდგინება დისციპლინურ კომიტეტს, მშობლის განცხადება და მოსწავლეთა ახსნა-განმარტებები; დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 23 მაისის სხდომის ოქმი N4; სკოლის დ-----------ის 2017 წლის 25 მაისის ბრძანება N1-16; (ს.ფ. 131-133)
-მოწმეთა მ------ გ--------–---–ის,ბ--–- ზ----–---–ის, დ--–- მ------–-–---–ის, თ-- ა----–-–---–ის, მ--- მ------–----–---–ის, ნ------- პ-----–---–ის, ლ--–- ლ---–-–---–ის, ც-–---- ხ-------–---–ის, მ------ ა---–-----ის, ლ---- შ-------–---–ის, ნ--- მ------–-–---–ის ჩვენებები(22.03.18; 03.05 18; 14,05.18ოქმი)
3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის ივნისის თვეში სკოლის დირექციას მიმართა ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლ----- ვ--–-–---–მა, რომელმაც მიუთითა ამავე სკოლის პედაგოგის მ----ა ხ-------–---–ის მხრიდან შესაძლო დისციპლინურ გადაცდომაზე და ითხოვა საქმის შესწავლას, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა შეისწავლა აღნიშნული საკითხი, გამოკითხულ იქნა მე-7ა, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 28 ივნისის N9 სხდომის ოქმის შესაბამისად სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ის დ-----------ის 2017 წლის 03 ივლისის N1-19 ბრძანებით მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური სახდელი - ხელფასის დაკავება 8 სამუშაო დღის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 16 ივნისის სხდომის ოქმი N5, დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი N6, დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი N7, დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 21 ივნისის სხდომის ოქმი N8. (ს.ფ.65-72)
-დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი N9 და მოსწავლეთა ახსნა-განმარტება, სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ის დ-----------ის 2017 წლის 03 ივლისის N1-19 ბრძანება (ს.ფ. 73-74;99)
-მე-10, მე-9 და მე-7კლასის მოსწავლეთა განცხადებები (ს.ფ.75-98;110-114))
3.2.4. მ----ა ხ-------–---–ის მიერ გასაჩივრებული იქნა სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ის დ-----------ის 2017 წლის 03 ივლისის N1-19 ბრძანება და ოქმი თელავის რაიონულ სასამართლოში, თუმცა მისივე მოთხოვნის შესაბამისად სარჩელი დარჩა განუხილველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ოქტომბრის განჩინება (ს.ფ. 25)
3.2.5. სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 29 სექტემბრის N10 სხდომის ოქმის შესაბამისად სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ის დ-----------ის 2017 წლის 02 ოქტომბრის N1-34 ბრძანებით მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური სახდელი და შეუწყდა შრომითი ურთიერთობა, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო ადმინისტრაციული წარმოების დროს მათთვის გადაცემული და მათ მიერ მოძიებული დოკუმენტაციის შეფასებისა და განხილვის შედეგად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 29 სექტემბრის სხდომის ოქმი N10; სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ის დ-----------ის 2017 წლის 02 ოქტომბრის ბრძანება N1-34 (ს.ფ. 104-106;107)
3.2.6. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე სკოლის დირექციამ საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, გასცა წერილობითი დასაბუთება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ, სადაც განმარტებულია თუ რატომ მიიღო სკოლის დირექციამ აღნიშნული გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ის დ-----------ის 2017 წლის 11 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 108)
3.2.7. საქმის მასალების თანახმად საქმეში წარმოდგენილია მე-10 კლასის რამდენიმე მოსწავლის ახსნა-განმარტება, სადაც მოსწავლეები კონკრეტულ გარემოებებზე და საკითხებზე მიუთითებენ, აღწერენ თუ რა პრეტენზია აქვთ ქართული ენისა და ლიტერატურის მ--–---–----– მ----ა ხ-------–---–თან, რაში გამოიხატება მ----ა ხ-------–---–ის არაპედაგოგიური საქციელი, რომ იგი გამუდმებით შეურაცხყოფას აყენებს მოსწავლეებს, საგაკვეთილო პროცესს იყენებს არასაგაკვეთილო მიზნებისათვის, რომ ხდება მოსწავლეთა გარჩევა და ა.შ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მე-10 კლასის მოსწავლეთა ახსნა-განმარტებითი ბარათები (ს.ფ. 93-98;110-114)
3.2.8. დადგენილია ,რომ 2015 წლის აპრილის თვეში კონფლიქტი მოხდა მოსარჩელესა და სკოლის დ-----------ს ნ--–- ტ---------–---–ს შორის. სკოლაში მიმდინარე ღონისძიების გადაღების მიზნით სკოლის დ-----------ს ხელში ეჭირა სკოლის კუთვნილი ვიდეო კამერა, რა დროსაც მ----ა ხ-------–---–მა მოსწავლე გააძევა გაკვეთილიდან. მოსარჩელეს ეგონა, რომ დ-----------ი აპირებდა მის გადაღებას, ამიტომ თავს დაესხა დ-----------ს, ფიზიკური ძალის გამოყენებით წაართვა კამერა და გაანადგურა. დ-----------ის მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. აღნიშნულ ფაქტზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
--------------–-–იის დეპარტამენტის, ა-----ის რაიონული სამმართველოს წერილი N10000378, მშობლის განცხადება და დ-----------ის ახსნა-განმარტება. (ს.ფ. 213-216)
3.2.9. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მ----ა ხ-------–---–ის მიერ სისტემატიურად ხდება მასწავლებლის ეთიკის კოდექსისა და სკოლის შინაგანაწესის დარღვევა, იგი იმყოფება კონფლიქტში მოსწავლეებთან, მშობლებთან და პედაგოგიურ კოლექტივთან.ასევე დადგენილის ის გარემოებაც, რომ 2016-2017 სასწავლო წელს მე-9 კლასი გაყოფილი იყო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ერთ განაყოფს ასწავლიდა მ----ა ხ-------–---–ი. ამ კლასის ბავშვების მშობლებს განცხადებით აქვთ მიმართული სკოლის დირექციისათვის რომ არ სურთ მათ შვილებს ასწავლიდეს მ----ა ხ-------–---–ი და ითხოვდნენ მეორე განაყოფში გადაყვანას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების მიერ მოქმედი და ყოფილი დ-----------ის სახელზე დაწერილი განცხადებები და საჩივრები. (ს.ფ. 75-98;10-117;166-211)
--მოწმეთა მ------ გ--------–---–ის,ბ--–- ზ----–---–ის, დ--–- მ------–-–---–ის, თ-- ა----–-–---–ის, მ--- მ------–----–---–ის, ნ------- პ-----–---–ის, ლ--–- ლ---–-–---–ის, ც-–---- ხ-------–---–ის, მ------ ა---–-----ის, ლ---- შ-------–---–ის, ნ--- მ------–-–---–ის ჩვენებები(22.03.18; 03.05 18; 14.05.18ოქმი)
-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა N1009150943. (ს.ფ. 188-200)
-მე-9 და მე-7კლასის მოსწავლეთა განცხადებები (ს.ფ.75-92)
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლ----დ. მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება დადებითი მოვლენის მტკიცების ვალდებულება ნეგატიური მოვლენის მტკიცების შეუძლებლობის გამო. თავის მხრივ, შრომით სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, ანუ დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის უკანონობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება უკანონო გათავისუფლების თაობაზე, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს აკისრებს მის მიერ გამოვლენილი ნების -დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მისმა დაქირავებულმა პირმა - მუშაკმა, დასაქმებულმა, შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც გამოიხატა კონკრეტულ ქმედებაში. შესაბამისად, მოპასუხე, რომელიც ზოგადად ასეთი შინაარსის დავებში ვალდებულია მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება ამტკიცოს, ასევე ვალდებულია ჯეროვანი და შესაფერისი მტკიცებულებით დაადასტუროს და სასამართლოს წარმოუჩინოს ის გარემოებები, რომლებიც დაედო საფუძვლად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლი ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მ----ა ხ-------–---–ის მოსაზრებას, რომ დ-----------ის მიერ ხდება მისი მიზანმიმართული დევნა და დისციპლინური სახდელების დაკისრება,ვინაიდან საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებების თანახმად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემობა რომ მ---- ხ-------–---–ი კონფლიქტში იმყოფება არა მარტო პედაგოგიურ კოლექტივთან არამედ მოსწავლეებთანაც, რომლებსც აყენებს სიტყვიერ შერცხყოფას და ასევე აუგად იხსენიებს მოსწავლეთა მშობლებს. რითაც მის მიერ დარღვეულია მასწავლებლის ეთიკის კოდექსის და სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნები ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.“ ამავე კანონის შესაბამისად ,,დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხმა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობა მოსარჩელესთან შეწყდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”თ” ქვეპუნქტით, რომლის თანახმადაც შეწყვეტის საფუძველი გახდა შრომის ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებების უხეში დარღვევა, მას შემდეგ რაც მ----ა ხ-------–---–ის მიმართ დარღვევების გამო ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამჯერ იყო გამოყენებული შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინარული პასუხისმგებლობა, გაფრთხილება, სასტიკი საყვედური და ხელფასის დაკავება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----ა ხ-------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
ევროპის სოციალური ქარტია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ(1989 წლის 20 ნოემბერი).
კონვენციის N14 ზოგადი კომენტარი(2013 წელი).ბავშვის უფლებების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესებს დაეთმოს უპირველესი ყურადღება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით.
მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილ იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ევროპის სოციალური ქარტია, 24-ე მუხლის ”ა” ქვეპუნქტით ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, ... შინაგანაწესიდან.
სასამართლო განმარტავს რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სწორი გამოყენების მიზნით (შრომითი ხელშეკრულების დარღვევის (უხეში) დარღვევის საფუძვლით გათავისუფლება), დამსაქმებელმა უნდა დაიცვას პრინციპი, რომლის შესაბამისად, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. ნიშანდობლივია, დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შრომის სამართალში დამკვიდრებული “Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ამ პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტიანი შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.
როგორც კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით დაცულია თითოეული ადამიანის შრომითი უფლებები. მართალია, დამსაქმებელს აქვს მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის უფლება, მაგრამ მან ეს უნდა განახორციელოს იმ წესების მკაცრად დაცვით, რაც განსაზღვრულია კანონმდებლის მიერ. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: “ნებისმიერი უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“ ერთ-ერთ საკასაციო განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დამსაქმებელს რომ არ მიეცეს „თვითნებობისა და დასაქმებულის სამუშაოდან უსამართლო და უპირობო განთავისუფლების საფუძველი“, უნდა დადგინდეს დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი.“ (იხ. უზენაესი სასამართლოს განჩინებები №ას-545-513-20125.10. 2012წ., №ას-106-101-2014, 2.10. 2014 წელი; №ას 893-851-2013 , 7.11.2013)
მოცემულ შემთხვევაში გამართლებული იყო დამსაქმებლის მიერ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის გამოყენება (დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან და კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა) მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ის შინაგანაწესის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით დისციპილინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი; მეორე ნაწილის თანახმად კი დასაქმებულის დისცილინური გადაცდომა:,, მასწავლებლის მიერ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა;მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა;, სკოლის ტექნიკის, აღჭურვილობისა და დოკუმენტების უნებართვოდ ან არასათანადოდ გამოყენება...“ ამავე მუხლის მეცხრე ნაწილის თანახმად დისცილინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ დისცილინური პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა მ----ა ხ-------–---–ის დასაქმების შეწყვეტის საპატიო მიზეზი, კერძოდ მოსარჩელის მიერ უხეშად იქნა დარღვეული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მას შემდეგ რაც მ----ა ხ-------–---–ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინარული პასუხისმგებლობა,სსიპ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------------------–ის დ-----------ის 2017 წლის 01 მაისის ბრძანებით მოსარჩელე მ----ა ხ-------–---–ი მიმართ გამოყეებული იქნა დისციპლინრული სახდელი წერილობითი გაფრთხილება,2017 წლის 25 მაისის ბრძანება N1-16 დაეკისრა დისციპლინური სახდელი სასტიკი საყვედური, ხოლო 2017 წლის 03 ივლისის ბრძანება N1-19 -ით დაეკისრა დისციპლინური სახდელი - ხელფასის დაკავება 8 სამუშაო დღის ოდენობით.
ზოგადი განათლების შესახებ კანონის 21-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად მ--–---–----–ი ვალდებულია: ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება; ბ) იზრუნოს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;....ე) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი; ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-20-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:
დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე კანონის 43-ე მუხლის თნახმად სკოლის დ-----------ი: ა) ახორციელებს სკოლის მართვას; ....ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მ--–---–----–ს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მეხუთე მუხლის თანახმად: მ--–---–----–მა იცის, როგორ შექმნას უსაფრთხო, მზრუნველი, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო. ამ მიზნით: ა) მ--–---–----–ი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე; ... გ) მ--–---–----–ი აცნობიერებს კლასის სტრუქტურაში მოსწავლეთა არაფორმალური როლების მნიშვნელობას და ხელს უწყობდეს საკლასო ერთობის შექმნას; დ) მ--–---–----–მა იცის, როგორ ჩამოაყალიბოს მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობები, მოაგვაროს კონფლიქტები მშვიდობიანი გზით და ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას; ... ვ) მ--–---–----–მა იცის, როგორ დაეხმაროს მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში;
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მეოთხე მუხლის თანახმად 1. მ--–---–----–ი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში. 2. მ--–---–----–ი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. 4. მ--–---–----–ი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.
საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოპასუხის შესაგებელი, მოწმეთა ახსნა-განმარტებები, საქმეში არსებული მოსწავლეთა განცხადებები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მ----ა ხ-------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სასწავლო პროცესის დროს ბავშვების მიმართ ისეთ მოქმედებებს რომელიც არ ემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერსებს, კერძოდ მ----ა ხ-------–---–ი ბავშვების მიმართ გამოხატავს აგრესიას, მოსწავლეებს არქმევს ზედმეტ სახელებს, უწერს დაუმსახურებელ ნიშნებს იმ შემთხვევაში თუ არ მოსწონს მოსწავლე, იცის ბავშვების ამოჩემება,შეურცხმყფელი სიტყვებით ახსენებს მოსწავლეთა ოჯახის წევრებს, მუდმივ კონფლიქტშია მოსწავლეებთან და პედაგოგიურ კოლექტივთან.
ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მესამე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.“ ამავე კონვენციის N14 ზოგადი კომენტარის თანახმად ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ,,ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში“.ასევე ,,პირველი პუნქტის მიზანია, უზრუნველყოს, რომ უფლება გარანტირებული იყოს ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებასა და ქმედებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბავშვს ან ბავშვებს, უნდა ითვალისწინებდეს მათ საუკეთესო ინტერესებს როგორც უპირველეს პრიორიტეტს. სიტყვა „ქმედება“ მოიცავს არა მხოლოდ გადაწყვეტილებებს, არამედ მოქმედებებს, ქცევას, წინადადებებს, მომსახურებას, პროცედურებსა და სხვა ღონისძიებებს“. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ქმედება არამარტო არ ემსახურება ბავშვების საუკეთესო ინეტერსებს, არამედ უხეშად არის დარღვეული ზოგადი განათლების შესახებ კანონის მეოცე მუხლის პირველი ნაწილისა და 21-ე მუხლის 11 პუნქტი, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი, სკოლის შინაგანაწესიტ მასზე დაკისრებული ვალდეულებები.
ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაუსაბუთა სასამართლოს თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხემ დაამტკიცა თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა მოსარჩელე მ----ა ხ-------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საპროცესო ხარჯები
სს კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე არ არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე მ----ა ხ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე