გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.05.2018
საქმის ნომერი
030310518002284945
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე, დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310518002284945

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 მაისი 2018 წელი ქ.ფოთი

 

შესავალი ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

 

მოსარჩელე ლ----- ც--–----ე

წარმომადგენელი ა----- ც--–----ე

 

მოპასუხე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი გ------- ა-–--–---

 

დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა,ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა :

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 18 იანვრის N65 ბრძანება (2013 წლის 26 აპრილის N371 ცნობის არარად აღიარების საკითხის განხილვის ნაწილში).

 

1.2. დაევალოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას აანაზღაუროს ქონების ჩამორთმევის გამო გადასახდელი კომპენსაცია, რომელიც შეადგენს მიწის ნაკვეთის ნასყიდობის სრულ ფასს 11375 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში არსებულ, ლ----- ც--–----ის მიერ 2014 წელს შეძენილ მიწის ნაკვეთზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, განხორციელდა საავტომობილო გზის მშენებლობა, ისე, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, არც კანონით დადგენილი წესით გაუფრთხილებია მესაკუთრე წინასწარ აღნიშნულ საკითხზე და არც რაიმე ტიპის კომპენსაცია მიუღია. აღნიშნული სამუშაოს განხორციელების შეტყობინებისთანავე, მოსარჩელემ წერილობით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, რაზედაც სრულიად დაუსაბუთებელი პასუხი მიიღო. ადმინისტრაციულ ორგანოს არც შესაბამისი სამართლებრივი აქტები მიუწოდებია მისთვის. აღნიშნულის შედეგად ლ----- ც--–----ემ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა, როგორც სამართლებრივი აქტები, ისე ქონების ექსპროპრიაციის შედეგად, შესაბამისი კომპენსაციის გადახდა, რაზეც ადმინისტრაციული ორგანოდან უარი მიიღო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის საფუძველზე, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 312-ე მუხლი ამყარებს რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპციას. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონი, განსაზღვრავს იმ აუცილებელ პროცედურებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ქონების ჩამორთმევის კანონიერებისათვის. აუცილებელია ექსპროპრიაცია განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ ამგვარი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, მესაკუთრესთან კომპენსაციის ოდენობის წინასწარ შეთანხმებითა და ანაზღაურების, ასევე ასეთი პროცედურების საჯაროდ გამოქვეყნების პირობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს 2017 წლის 04 დეკემბერს განცხადებით მომართა ლ----- ც--–----ემ, რომლითაც ითხოვა ზიანის ანაზღაურება და სადავო საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის სრული მოცულობით მიწოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, განმცხადებელს ეცნობა, რომ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის N1-03/2827 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, განცხადებაში მითითებული საკითხის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით, კერძოდ: საქმეში არსებული მასალების გამოკვლევისას დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.ფ------ ლ-------------ს ჩიხში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 504 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - მესაკუთრე ლ----- ც--–----ე (საკადასტრო კოდი 0-----------), ასევე 507 კვ.მ. და 502 კვ.მ. - მესაკუთრე გ------ ფ---------ე (საკადასტრო კოდები 0-----------; 0-----------). აღნიშნული მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია, საჯარო რეესტრში განხორციელებულია თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მ--–------ს უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული 2013 წლის 26 აპრილის N370, N371 და 372 ცნობების საფუძველზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას საკადასტრო აზომვით ნახაზებზე დაფიქსირებულია შენობა-ნაგებობები, რაც ასევე ასახულია საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ ამონაწერებში. ფაქტობრივი მდგომარეობით კი ტერიტორია, სადაც დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია აღნიშნული მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდები 0-----------, 0-----------, 0-----------) წარმოადგენდა ჭაობს და ცნობების გაცემის დროისათვის მიწის ნაკვეთზე არ არსებობდა რაიმე ტიპის შენობა-ნაგებობები, რომელიც არც მუნიციპალიტეტის მიერ გზის მშენებლობის დროს არსებობდა. ამასთან საქმის გამოკვლევისას დადგენილ იქნა, რომ 2013 წლის 26 აპრილს გაცემულ N370, N371 და N372 ცნობებში მითითებული მიწის ნაკვეთების მდებარეობა არ შეესაბამება საჯარო რეესტრში ასახულ მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ მდებარეობას, კერძოდ, აღნიშნული ცნობები გაცემულია 0-----------, 0-----------, 0----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მიმდებარედ არსებული ტბის გადაღმა, მეორე ნაპირზე. ასევე, მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზები არ არის დამოწმებული თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მ--–------ს უბნის ტერიტორიული ორგანოს ბეჭდით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით დგინდება, რომ 0-----------, 0-----------, 0----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლები არ შეესაბამება თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მ--–------ს უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ 2013 წლის 26 აპრილის N371, N372 და N370 ცნობებში მითითებულ მიწის ნაკვეთებს“. შესაბამისად, განმცხადებელს ეცნობა, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პასუხის მიღების შემდეგ მოხდებოდა რეაგირება განცხადებაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 20 დეკემბერს N534727 წერილით მომართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს და მიუთითა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ამავე, მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, ლ----- ც--–----ის 2017 წლის 04 დეკემბრის N5107 განცხადებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის N534727 წერილის საფუძველზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით დაინიშნა ზეპირი მოსმენა. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შესახებ კანონით დადგენილი წესით ეცნობათ მოცემული სამართალურთიერთობის მხარეებს. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგენილი და გამოკვლეული იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.ფ------ ლ-------------ს ჩიხში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 504 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - მესაკუთრე ლ----- ც--–----ე (საკადასტრო კოდი 0-----------), ასევე, 507 კვ.მ. და 502 კვ.მ. - მესაკუთრე გ------ ფ---------ე (საკადასტრო კოდები: 0-----------, 0-----------). აღნიშნული მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია, საჯარო რეესტრში განხორციელებულია თვითმმართველი ქალაქის ფოთის მ--–------ს უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული 2013 წლის 26 აპრილის N370, N371 და N372 ცნობების საფუძველზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას საკადასტრო აზომვით ნახაზებზე დაფიქსირებულია შენობა-ნაგებობები, რაც ასევე ასახულია საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ ამონაწერებში. ფაქტობრივი მდგომარეობით, კი ტერიტორია, სადაც დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია აღნიშნული მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდები 0-----------, 0-----------, 0-----------) წარმოადგენდა ჭაობს და ცნობების გაცემის დროისათვის მიწის ნაკვეთზე არ არსებობდა რაიმე ტიპის შენობა-ნაგებობები, რომელიც არც მუნიციპალიტეტის მიერ გზის მშენებლობის დროს არსებობდა. ამასთან საქმის გამოკვლევისას დადგენილი იქნა, რომ 2013 წლის 26 აპრილს გაცემულ N370, N371 და N372 ცნობებში მითითებული მიწის ნაკვეთების მდებარეობა არ შეესაბამება საჯარო რეესტრში ასახულ მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ მდებარეობას, კერძოდ, აღნიშნული ცნობები გაცემულია 0-----------, 0-----------, 0----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მიმდებარედ არსებული ტბის გადაღმა, მეორე ნაპირზე. ასევე, მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზები არ არის დამოწმებული თვითმმართველი ქალაქის ფოთის მ--–------ს უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ 2013 წლის 26 აპრილის N371, N372 და N370 ცნობებში მითითებულ მიწის ნაკვეთებს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული ცნობები თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მ--–------ს უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულია მართლზომიერი სარგებლობის დადასტურების მიზნით, ისე, რომ მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა. ამდენად, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მ--–------ს უბნის ტერიტორიული ორგანო არ იყო უფლებამოსილი გაეცა 2013 წლის 26 აპრილის N371, N372 და N370 ცნობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების დროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მ--–------ს უბანში დაევალა, თვითმმართველი ქალაქის ფოთის მ--–------ს უბნის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 26 აპრილის N371, N372 და N370 ცნობების არარად აღიარების საკითხის განხილვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 01 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ქ.ფ----–-- ლ-------------ს ჩიხში მდებარე, 504 კვ.მ. ფართობის, საკადასტრო კოდით: 0-----------, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის ლ----- ც--–----ე.

 

3.2.2. 2013 წლის 13 მაისის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი საკადასტრო გეგმის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით 0-----------, ფართობი არის 504 კვ.მ.

 

3.2.3. 2017 წლის 04 აპრილს შესრულებული საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის თანახმად, ქ.ფ------ ლ-------------ს ჩიხში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 503,79 კვ.მ.-ს.

 

3.2.4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის N1-03/2827 წერილის თანახმად, 0-----------, 0-----------, 0----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლები არ შეესაბამება თვითმმართველი ქალაქის ფოთის მ--–------ს უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ 2013 წლის 26 აპრილის N371, N372 და N370 ცნობებში მითითებულ მიწის ნაკვეთებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ მითითებული საკითხი შესწავლილი და გამოკვლეული უნდა ყოფილიყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

 

3.2.5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 18 იანვრის N65 ბრძანების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მ--–------ს უბანში დაევალა განეხილა თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მ--–------ს უბნის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 26 აპრილის N370, 371, N372 ცნობების არარად აღიარების საკითხი.

 

3.2.6. საჯარო რეესტრიდან 2013 წლის 15 მაისის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 504 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ.ფ------ ლ-------------ს ჩიხი), საკადასტრო კოდით 0-----------, მესაკუთრე არის თ------ ქ--------, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მ--–------ს უბნის ტერიტორიული ორგანოს N371 ცნობა.

 

3.2.7. საჯარო რეესტრიდან 2018 წლის 13 აპრილის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 504 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ.ფ------ ლ-------------ს ჩიხი), საკადასტრო კოდით 0-----------, მესაკუთრე არის ლ----- ც--–----ე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.

 

3.2.8. 2017 წლის 09 ნოემბრის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ჯ---- გ---------ის მოხსენებითი ბარათში მითითებულია, რომ 2013 წლის 26 აპრილის მდგომარეობით ჯ---- გ---------ე იყო თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მ--–------ს უბნის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული. მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას საკადასტრო აზომვით ნახაზებზე დაფიქსირებულია შენობა-ნაგებობები, რაც ასევე ასახულია საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ ამონაწერებში, ხოლო 2013 წლის 26 აპრილს გაცემული N371, 372 და N370 ცნობებში მითითებული მიწის ნაკვეთების მდებარეობა არ შეესაბამება საჯარო რეესტრში ასახულ მიწის ნაკვეთების მიმდებარედ არსებული ტბის გადაღმა, მეორე ნაპირზე. ასევე მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ მდებარეობას, კერძოდ აღნიშნული ცნობები გაცემულია 0-----------, 0-----------, 0----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მიმდებარედ არსებული ტბის გადაღმა, მეორე ნაპირზე. ასევე, მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზები არ არის დამოწმებული თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მ--–------ს უბნის ტერიტორიული ორგანოს ბეჭდით. ცნობების გაცემის დროისათვის მიწის ნაკვეთებზე ფიქსირდებოდა შენობა-ნაგებობები, ხოლო ის ტერიტორია სადაც დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია აღნიშნული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა ჭაობს და ცნობების გაცემის დროისათვის მიწის ნაკვეთზე არ არსებობდა რაიმე ტიპის შენობა-ნაგებობები, რომელიც არც მუნიციპალიტეტის მიერ გზის მშენებლობის დროს არსებობდა.

 

3.2.9. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მ--–------ს უბნის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის ჯ-----------ის მიერ 2013 წლის 26 აპრილს გაცემული ცნობის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტაციითა და მათ ხელთ არსებული ინფორმაციით თ------ ქ-------- 1990 წლიდან უვლის და მართლზომიერად სარგებლობს ქ.ფოთი ლ-------------ს ქუჩის მიმდებარედ მდებარე 503 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთითა და მასზე მდებარე 18 კვ.მ. ნაგებობით.

 

3.2.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 აპრილის N66939 წერილის თანახმად, ქ.ფ----–-- ლ-------------ს ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული არ არის.

 

3.2.11. ნ----- გ------–-–---–სა და ლ----- ც--–----ეს შორის 2014 წლის 16 აპრილს დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების, მიხედვით, ლ----- ც--–----ემ 11375 ლარად შეიძინა 504 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 0-----------.

 

3.2.12. საჯარო რეესტრიდან 2014 წლის 15 აპრილის ამონაწერის თანახმად, ქალაქ ფ----–-- ლ-------------ს ჩიხში მდებარე 504 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 0-----------) მესაკუთრე არის ნ----- გ------–-–---–-.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ლ----- ც--–----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 იანვრის N65 ბრძანება (2013 წლის 26 აპრილის N371 ცნობის არარად აღიარების საკითხის განხილვის ნაწილში).

 

უნდა დაევალოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას აუნაზღაუროს ლ----- ც--–----ეს ქონების ჩამორთმევის გამო გადასახდელი კომპენსაცია 11 375 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

თ------ ქ--------მ 2013 წლის 26 აპრილს განცხადებით მიმართა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მ--–------ს უბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ჯ-----------ეს და მოითხოვა ცნობის გაცემა იმის თაობაზე, რომ ლ-------------ს ქუჩის მიმდებარედ მას გააჩნდა 503 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

 

თვითმმართველი ქალაქ ფოთის მ--–------ს უბნის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის ჯ-----------ის მიერ 2013 წლის 26 აპრილს გაიცა ცნობა, რომლის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტაციითა და მათ ხელთ არსებული ინფორმაციით თ------ ქ-------- 1990 წლიდან 2013 წლის 26 აპრილის მდგომარეობით უვლიდა და მართლზომიერად სარგებლობდა ქ.ფოთი ლ-------------ს ქუჩის მიმდებარედ მდებარე 503 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთითა და მასზე მდებარე 18 კვ.მ. ნაგებობით.

 

2013 წლის 15 მაისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ქალაქ ფ----–-- ლ-------------ს ჩიხში მდებარე მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით 0-----------, მესაკუთრე იყო თ------ ქ--------, აღნიშნულ ამონაწერში საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მ--–------ს უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2013 წლის 26 აპრილს გაცემული N371 ცნობა.

 

საჯარო რეესტრიდან 2014 წლის 15 აპრილის ამონაწერის თანახმად, ქალაქ ფ----–-- ლ-------------ს ჩიხში მდებარე მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით 0-----------, მესაკუთრე იყო ნ----- გ------–-–---–-, აღნიშნულ ამონაწერში საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2014 წლის 14 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

ნ----- გ------–-–---–სა და ლ----- ც--–----ეს შორის 2014 წლის 16 აპრილს დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის მიხედვით, ლ----- ც--–----ემ 11375 ლარად შეიძინა 504 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 0-----------.

 

2016 წლის 01 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ქ.ფ----–-- ლ-------------ს ჩიხში მდებარე, 504 კვ.მ. ფართობის, საკადასტრო კოდით: 0-----------, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის ლ----- ც--–----ე.

 

2014 წლის 26 დეკემბრის და 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით, შესყიდვის ობიექტად განისაზღვრა მ--–------ს უბანში ს---------------–-ს (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის პროექტირება.

 

აღნიშნულმა მოიცვა მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 0-----------, რომლის მესაკუთრე არის ლ----- ც--–----ე.

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ექსპროპრიაცია არის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევა ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით. ამავე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაცია გულისხმობს მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით გათვალისწინებული წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება საკომპენსაციო თანხის გადახდით ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემით.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება შემდეგი სამუშაოების წარმოების მიზნით:

ა) გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის;

ბ) რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის;

გ) ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანისათვის;

დ)ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის;

ე) წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანისათვის;

ვ) სატელეფონო ხაზების გაყვანისათვის;

ზ) სატელევიზიო კაბელების გაყვანისათვის;

თ) საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის;

ი) ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოებისათვის;

კ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ისეთი გარემოება, როდესაც მოპასუხე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია უარყოფს ექსპროპრიაციის ფაქტს და ამის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ სადავო უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 0-----------, მესაკუთრის ლ----- ც--–----ის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი ქონების რეგისტრაცია თავდაპირველ მესაკუთრეზე განხორციელდა იმ ცნობის საფუძველზე, რომელიც შესაძლოა იყოს არარა აქტი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის პოზიცია უსაფუძვლოა, რადგან იმ შემთხვევაშიც თუ N371 ცნობა განიხილება, როგორც არარა აქტი, ლ----- ც--–----ე აღნიშნული ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია და მას იცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

თ------ ქ-------- საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით 0-----------, მესაკუთრედ. 2014 წლის 14 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლება მითითებულ უძრავ ქონებაზე გადაეცა ნ----- გ------–-–---–ს, რომელიც დარეგისტრირდა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში, ხოლო ნ----- გ------–-–---–-საგან მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 0-----------, 2014 წლის 16 აპრილს ლ----- ც--–----ემ 11375 ლარად შეიძინა.

 

საკუთრების უფლება ფუნდამენტურ უფლებათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის სრულფასოვანი განხორციელება, ერთი მხრივ, ინდივიდის ღირსეული არსებობისა და მეორე მხრივ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების არსებობის წინაპირობაა.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, რომელიც საკუთრების უფლებას ეხება, თავისი შინაარსით შეესაბამება ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს. კერძოდ, ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

 

საკუთრება, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლება, ზესახელმწიფოებრივი უფლებაა და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას სახელმწიფოს მხრიდან.

 

,,საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება N1/51 საქმეზე ,,ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება".).

 

,,საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო მეორე მხრივ, მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავისუფლდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ ფარგლებში" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება N2/1-370,382,390,402,405 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.

 

ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ----- ც--–----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 იანვრის N65 ბრძანება 2013 წლის 26 აპრილის N371 ცნობის არარად აღიარების საკითხის განხილვის ნაწილში. უნდა დაევალოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას აუნაზღაუროს ლ----- ც--–----ეს ქონების ჩამორთმევის გამო გადასახდელი კომპენსაცია 11 375 ლარის ოდენობით, მის მიერ უძრავი ნივთის შეძენისას გადახდილი ნასყიდობის საფასური, მიუხედავად იმისა, რომ გზის გაყვანის სამუშაოები ჩატერებულია ლ----- ც--–----ის საკუთრების ნაწილზე, დარჩენილი ნაწილი უსარგებლო გახდა მოსარჩელისთვის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ხაზინიდან უნდა დაუბრუნდეს გ------- ც--–----ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი (სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღი 10 იანვარი 2018 წელი, საგადახდო დავალება №0, სს ”თ----- ბ----", მიმღების ანგარიშის სახაზინო კოდი 300423150, ბ----ს კოდი TRESGE22).

 

მოპასუხე სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხსელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სსკ-ის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ----- ც--–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 იანვრის N65 ბრძანება (2013 წლის 26 აპრილის N371 ცნობის არარად აღიარების საკითხის განხილვის ნაწილში).

 

3. დაევალოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას აუნაზღაუროს ლ----- ც--–----ეს ქონების ჩამორთმევის გამო გადასახდელი კომპენსაცია 11 375 ლარის ოდენობით.

 

4. მოსარჩელეს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს გ------- ც--–----ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი (სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღი 10 იანვარი 2018 წელი, საგადახდო დავალება №0, სს ”თ----- ბ----", მიმღების ანგარიშის სახაზინო კოდი 300423150, ბ----ს კოდი TRESGE22).

 

მოპასუხე სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფ------ დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე