გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2018
საქმის ნომერი
020210018002343414
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210018002343414 (2/455-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - ეთე------------–---–ი

წარმომადგენელი - ვ-----------------

 

მოპასუხე - შპს ,,საქ--------–-----------ა’’

წარმომადგენელი - მა-----------–-ძე

 

დავის საგანი - მიუღებელი ხ--–-----ს ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე შპს ,,საქ--------–-----------ისათვის’’ მოსარჩელე ეთე------------–---–ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 1601,83 ლარის გადახდის დაკისრება (დაზუსტებული მოთხოვნა, იხ. 31.05.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.მოსარჩელე მუშაობდა შპს ,,საქ--------–-----------აში’’ და ყოველთვიურად იღებდა ხელფასს. მოპასუხის მხრიდან მასთან შრომითი ხე-––-------–----–-–----------–--–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-შრომის წიგნაკი (ს.ფ. 14);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 31.05.2018 წლის სხდომის ოქმი).

 

3.1.2.მოსარჩელის მიერ 200-------–-–-----------ებელი ხ--–-----ს ოდენობაა 1601,83 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 13);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 31.05.2018 წლის სხდომის ოქმი).

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.2.1.ეთ------------–---–-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,საქ--------–-----------ის’’ მიმართ - სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის 09 მარტს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 13);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 31.05.2018 წლის სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

 

შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა სწორედ შრომითი ხელშეკრულებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მითითებულ ნორმას ავსებს იმავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა აღნიშნა, რომ მიუღებელი ხ--–-----ს ოდენობაა 1601,83 ლარი. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.

 

სასამართლოს მიერ ზემოთ აღინიშნა სარჩელის დაკმაყოფილების უფლების შესახებ, რაზეც გავლენას ახდენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას განსაზღვრულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ. აღსანიშნავია, რომ შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს წარმოეშვა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, დროის გარკვეულ პერიოდში - ყოველთვიურად უნდა გადაეხადა მოსარჩელისათვის ხ--–-----.

 

სამოქალაქო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობას არ აქვს ეფექტი (მოპასუხე) მხარის მითითების გარეშე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც მოპასუხის მიერ მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხემ თავისი პოზიცია შესაგებელში და სასამართლოს სხდომაზე დაამყარა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ ხანდაზმულობის ვადა თავისებურად აითვლება. ამ შემთხვევაში პერიოდულად შესასრულებელი თითოეული ვალდებულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. ამდენად, ამგვარ მოთხოვნებზე შესაძლებელია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის კუთვნილი თანხის ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელფასო დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით სარჩელი აღძრულია 2018 წლის 09 მარტს. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ხ--–----- გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველთვიურად, თუმცა სასამართლოს ვერ მიუთითეს კონკრეტული რიცხვი, რა დროსაც უნდა მომხდარიყო გადახდა. ამის მიუხედავად, რამდენადაც როგორც წესი, ხ--–----- გაცემულ უნდა იქნეს ყოველი თვის ბოლოს, 2000-2005 წლების ხ--–-----ს ანაზღაურების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს აღნიშნულ წლებში ყოველი თვის ბოლო რიცხვის მომდევნო დღიდან ანუ მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია, რამდენადაც დავალიანება დაანგარიშებულია 2000 წლიდან 2005 წლის ჩათვლით, ხოლო მოსარჩელემ ამ პერიოდის დავალიანების მოთხოვნით, როგორც ზემოთ აღინიშნა, მომართა სასამართლოს უფლების პერიოდულად დარღვევიდან არა სამწლიან ვადაში, არამედ 2018 წელს.

 

6.2.მსგავს დავაზე ყურადსაღებია საქართველოს უ--------------------–---------–-–---------–--------------------- განჩინება, რომლითაც ირკვევა, რომ კასატორის მოთხოვნა იყო მიუღებელი ხ--–-----სა და დაყოვნებული თანხის 0,07 %-ის ანაზღაურება.

 

განჩინებით ირკვევა, რომ კასატორის პრეტენზიას წარმოადგენდა მოთხოვნის განხორციელების ხელშემშლელი შედავების (ხანდაზმულობა) უსაფუძვლობა. აღნიშნულს კასატორი იმით ხსნიდა, რომ მოთხოვნას სახელფასო დავალიანების ანაზღაურება წარმოადგენდა, რაზედაც მოქმედი სშკ-ით ხანდაზმულობის რაიმე ვადა არ ვრცელდება, ხოლო სსკ-ის გამოყენება მითითებულ დავაზე კანონმდებლის ნორმატიული ნებით ნაკარნახევი არ არის.

 

საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის აღნიშნული მითითება და განმარტა შემდეგი: ,,სარჩელში დავის საგანია ხ--–-----ს ანაზღაურება. ს–---- პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კი, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება სსკ-ის ნორმებით. სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის 2006 წლის სახელფასო დავალიანებას, სარჩელი კი, სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 08 ივნისს, რაც ერთმნიშვნელოვანს ხდის მოთხოვნის ხანდაზმულობას. აღნიშნულთან დაკავშირებით ნამსჯელი აქვს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამავე კასატორის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რომელშიც დავის საგანი იყო სახელფასო ანაზღაურება გარკვეულ პერიოდზე ი--------------------------------------------------------–--–----

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8.გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი

 

8.1.წინამდებარე გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხზე სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

 

აღნიშნული კოდექსის საქმის განხილვის დროს მოქმედი 365-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ნორმას შინაარსობრივად ავსებს მითითებული ნორმატიული აქტის 2571 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ იმ საქმეებზე, რომლებზედაც სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება, მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, ამასთანავე, განმარტავს გადაწყვეტილების მოტივებს, რაც ცვლის გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებს. მოსამართლის განმარტება აისახება სასამართლო სხდომის ოქმში. ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებული არ არის, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

აღნიშნული ნორმები ცხადყოფენ, რომ რამდენადაც ეთ------------–---–-ს სარჩელზე ქონებრივ-სამართლებრივი დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს, წინამდებარე გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შევიდა კანონიერ ძალაში და იგი არ საჩივრდება. ამის მიუხედავად, 2571 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ გამოეტანა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ეთე------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3.გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა