განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002288388
საქმეN1-122/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14. 06. 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - და-------------–ი
დაცვის მხარე
1. ბრალდებული: ირ---–------–--ლი
მამის სახელი: ვა–-
დაბადებული: 2--10.1973 წელი
პირადი ნომერი: 2---------0
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება:ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: თე-------–----–----–----------
ფაქტობირვი მისამართი: ქ. ქობულეთი, შ. რუ-------–-----------------–--–-------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.
ბრალდებულის დამცველი - კო---------ა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N172231217002
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (სსკ-ის 273-ე მუხლით) ნასამართლევმა ირ---–------–--ლმა, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 0,01569 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს’’, რომელიც 2017 წლის 23 დეკემბერს, ქ. ქობულეთში, რუ-------–------------------–------------ის, კერძოდ ქობულეთის N5 ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მუშაკების მიერ იქნა ამოღებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
1.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევმა ირ---–------–--ლმა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფი, მეტადონი, მეტამფეტამინი, რაც დაუდგინდა 2017 წლის 23 დეკემბერს ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების დროს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით
გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ
2.1 . მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 13 თებერვლის წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3 ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით №ქ----, 24.12.2017წ დადგენილია, რომ ქიმიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი:
- ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 2 (ორი) ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,7847 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს - 0,01569 გრამის ოდენობით.
- ორ ცალ დაფასოებულ, ქაღალდის ნაჭრებში შეხვეული, სპეციფიკური სუნის მქონე, მომწვანო ფერის მშრალი მცენარეული მასა, საერთო წონით - 3,32 გრამი, არის ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა.
-მომწვანო-მოყავისფრო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, არის ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას და არანარკოტიკული მცენარეული მასის ნარევი, საერთო წონით - 1,2 გრამი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას წონაა - 0,84 გრამი.
_ ნარკოტიკული საშუალების გამომშრალი მარიხუანას საერთო წონაა - 4,16 გრამი.(იხ დასკვნა ს.ფ. 66-71);
2.4 საქართველოს კანონი "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს.
ამ კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა – ბუნებრივი, ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე, ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი პოტენციალის, მათი გავრცელების, ზემოქმედების ხანგრძლივობის, სოციალური მნიშვნელობისა და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საშიშროების მიხედვით, შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I, II, III და IV სიაში:
I სია მოიცავს − ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − უმაღლესი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე ნარკოტიკული საშუალებებს, აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებებს, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე მკაცრად არის შეზღუდული;
მოცემულ კონკრეტული შემთხვევის მიხედვით ბრალდებულ ირ---–------–--ლის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება შეტანილია ზ/მითითებული კანონის მიხედვით, ,,ბუპრენორფინი" ( №10) - N2 სიაში.
ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის №2 დანართით და მისი განუყოფელი ნაწილია.
დანართი №2-ის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ირ---–------–--ლისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი" 0,01569 გრამი, წარმოადგენს დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას და შესაბამისად ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით.
2.5 ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N9-----, 23.12.2017 დადგენილია, რომ ირ---–------–--ლი იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მეტადონის, მეტამფეტამინის და ზემოქმედების ქვეშ (იხ დასკვნა ს.ფ. 62);
2.6. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ25 ნაწილის თანახმად უკანონო მომხმარებელია - პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს I, II ან III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, მაგრამ არა აქვს ჩამოყალიბებული მასზე დამოკიდებულება.
2.7. ნარკოტიკული საშუალებები - ,,ოპიუმის ჯგუფი’’, ,,მეტადონი’’ და ,,მეტამფეტამინი’’ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებებია და მათი მოხმარება საჭიროებს ექიმის სპეციალურ ნებართვას.
2.8. ირ---–------–--ლს ექიმის სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალებების ,,ოპიუმი ჯგუფის’’, ,,მეტადონის’’ და ,,მეტამფეტამინის’’ მოხმარებისათვის არ აქვს.
2.9. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ირ---–------–--ლი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის მსჯავრდებული იქნა 2017 წლის 17 მაისის განაჩენით, ხოლო განმეორებით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება დაუდგინდა 2017 წლის 23 დეკემბერს.
2.10. ირ---–------–--ლი 2014 წლის 05 მარტს გასამართლებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ნარკოტიკული საშუალების - მეტადონისა და ბუპრენორფინის მოხმარების ფატზე; სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63,64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარი;
ირ---–------–--ლი ასევე გასამართლებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 05 ივნისს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნარკოტიკული საშუალების - ოპიუმის ჯგუფისა და მეტადონის მოხმარების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით; სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა 2014 წლის 05 მარტის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენით, სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 06 თვის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დადგენილი ჰქონდა 01 წელი; მასვე 03 წლის ვადით ჩამოერთვა კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2015 წლის 27 ოქტომბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ირ---–------–--ლი ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით; მასვე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარი;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ირ---–------–--ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 02 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებით სასჯელი ჯარიმა 3000 ლარი.
ირ---–------–--ლი 2017 წლის 17 მაისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის ნარკოტიკული საშუალების "ტეტრაჰიდროკანაბინოლი" (მარიხუანა) მოხმარების ფაქტზე და და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ამასთან, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა ირ---–------–--ლის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს (სსკ-ის 273-ე მუხლით და 381-ე მუხლით) სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 02 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ირ---–------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა ასევე ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2.11. ზემოთმითითებული ნასამართლობის შესახებ ცნობებით და საქმეში არსებული განაჩენებით დადგენილია, რომ ირ---–------–--ლი 2014 წლის 05 მარტს და 2014 წლის 05 ივნისს გასამართლებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე (გარდა ნარკოტიკული საშუალება "ტეტრაჰიდროკანაბინოლის") განაცენტა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან გამომდინარე ირ---–------–--ლის მიმართ ნასამართლობა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტებზე მოხსნილი, ან გაქარწყლებული არ არის; აქედან გამომდინარე იმ დროს , როცა 2017 წლის 23 დეკემბერს ნარკოლოგიური შემოწმებისას ირ---–------–--ლი იმყოფებოდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ,ითვლებოდა ნასამართლევ პირად - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის. ვინაიდან საქართველოს სსკ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის შენიშვნის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს 30.11.2017 N 1/13/732 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სიტყვები „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მხოლოდ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის, რასაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს;
2.12. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ცნობით ნასამართლობის თაობაზე დადგენილია, რა, რომ ირ---–------–--ლი წარსულში ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, და ნასამართლობა გაქარწყლებული არ არის, - შესაბამისად ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
2.13 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა (მოწმეების: ჯონდო თხილაიშვილის, თემურ დიასამიძის, ზურაბ მჟავანაძის, ბიძინა ვერულიძის ჩვენებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნა, პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 05 მარტის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 05 ივნისის განაჩენი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განაჩენი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ირ---–------–--ლმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ირ---–------–--ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების "ბუპრენორფინის" უკანონო შეძენით და უკანონო შენახვით. რაც მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული, ასევე ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებით, როგორც ამ დანაშაულისათვის ნასამართლევმა პირმა - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული საქმის გამოძიებისას ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმით და სასამართლოში მიცემული განმარტებით აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე.
5.2. სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ირ---–------–--ლი 2014 წლის 05 მარტს გასამართლებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ნარკოტიკული საშუალების - მეტადონისა და ბუპრენორფინის მოხმარების ფატზე; სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63,64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარი;
ირ---–------–--ლი ასევე გასამართლებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 05 ივნისს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნარკოტიკული საშუალების - ოპიუმის ჯგუფისა და მეტადონის მოხმარების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით; სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა 2014 წლის 05 მარტის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენით, სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 06 თვის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დადგენილი ჰქონდა 01 წელი; მასვე 03 წლის ვადით ჩამოერთვა კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2015 წლის 27 ოქტომბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ირ---–------–--ლი ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით; მასვე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარი;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ირ---–------–--ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 02 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებით სასჯელი ჯარიმა 3000 ლარი.
ირ---–------–--ლი 2017 წლის 17 მაისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის ნარკოტიკული საშუალების "ტეტრაჰიდროკანაბინოლი" (მარიხუანა) მოხმარების ფაქტზე და და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ამასთან, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა ირ---–------–--ლის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს (სსკ-ის 273-ე მუხლით და 381-ე მუხლით) სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 02 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ირ---–------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა ასევე ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
აჭარის პრობაციის ბიუროს მომართვით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მაისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე ირ---–------–--ლი იმყოფება აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში, ხოლო საპრობაციო ვადა უსრულდება 2019 წლის 16 მაისს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება; დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს რა ბრალდებულის პიროვნებას, მას, რომ ის წარსულში გასამართლებულია ნარკოტიკული დანაშაულისათვის და ქმედებების ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, - მის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის განსაზღვრული სასჯელის ზომა არ უნდა იყოს მსუბუქი, თუმცა ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედებების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ირ---–------–--ლს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა;
ამასთან, სასჯელის ზომის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისიწნებული დანაწესი, ვინაიდან, ირ---–------–--ლის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან ერთერთი პუნქტი (260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე"ქ/პუნქტი) მაკვალიფიცირებელია, თუმცა ის გარდა ნარკოტიკული დანაშაულისა წინა განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით და ნასამართლობა მოხსნილი, ან გაქარწყლებული არ არის;
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ირ---–------–--ლს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, ირ---–------–--ლის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
ირ---–------–--ლს ასევე ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დადგენილი ვადით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.
სასამართლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
სასაბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ირ---–------–--ლი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განაჩენით იმყოფებოდა აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში; სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი სრულად;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
6.1. ნივთიერი მტკიცებულება - ირ---–------–--ლის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და საქართველოს კანონით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ირ---–------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ირ---–------–--ლს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და ჯარიმა 2000 ლარი) მოუხდელი ნაწილი.
საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ ირ---–------–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
ირ---–------–--ლს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით.
მსჯავრდებულ ირ---–------–--ლის მიმართ უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ;
მსჯავრდებულ ირ---–------–--ლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ირ---–------–--ლს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 დეკემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - ირ---–------–--ლის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ქობულეთის რაიონულ სამმართველოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე