გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210118002393775
№ 2-----2018წელი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მაისი 2018 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბეღელაძე
მოსარჩელე _ სს ,, ფ----------------------–ო'' ;
წარმომადგენელი_ დ----- დ---–-ძე;
მოპასუხეები _ მ------ გ----------ე, ც------ პ------ძე;
წარმომადგენელი- მ----- ბ--------ძე;
დავის საგანი_ თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილდ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მ------ გ----------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 4751.78 ლარის გადახდა.
ბათილად იქნას ცნობილი მ------ გ----------ესა და ც------ პ------ძეს შორის 2017 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება.
სარჩელის გარემოებები: 2017 წლის 5 სექტემბერს მ------ გ----------ემ სს ,,ფ----------------------–ოსაგან'' ისესხა 3000 ლარი, 728 დღის ვადით, საპროცენტო განაკვეთი წლის განმავლობაში განისაზღვრა 60%-ით. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე საურავი შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.0%-ს და საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის განმავლობაში. მ------ გ----------ემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მისი დავალიანება სს ,,ფ----------------------–ოს'' წინაშე შეადგენს 4 751.78 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2782.08 ლარი, სარგებელი - 1769.28 ლარი, პირგასამტეხლო - 200.42 ლარი. სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას, მსეხებლის საკუთრებაში იყო უძრავი ქონებები, რაც დაედო საფუძვლად მასზე აგროსესხის გაცემას, ვინაიდან საქმიანობის ტიპში მსესხებელმა მიუთითა მარცვლოვანი კულტურის მოყვანა და მევენახეობა. მსესხებელმა თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იცოდა რა, რომ აღსრულება შესაძლოა მიქცეულიყო მის საკუთრებაში არსებულ უძრავ- მოძრავ ქონებებზე, თავის საკუთრებაში არსებული ექვსი უძრავი ქონება აჩუქა დედას ც------ პ------ძეს. ჩუქების ხელშეკრულება არის მოჩვენებითი გარიგება და მისი დადების მიზანი იყო, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დავალიანების დაფარვა არ განხორციელებულიყო მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მეშვეობით.
2. მოპასუხეების პოზიცია.
მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან სარჩელი ცნო ძირი თანხის 2782.08 ლარის ნაწილში, პროცენტის თანხიდან ცნო მხოლოდ 690 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხების ნაწილში სარჩელი არ ცნო. ასევე არ ცნო სარჩელი მეორე სასარჩელო მოთხოვნის, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.
მოპასუხე მხარის განმარტება: ა----- გ----------ემ სესხი ნამდვილად აიღო სს ,,ფ----------------------–ოდან'' და ამ ფულად ვალდებულებას აღიარებს. ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ განსაზღვრული 60 % შეუსაბამოდ დიდია და სესხის გაცემის დროისათვის, 2017 წლისათვის საპროცენტო განაკვეთის მისაღები ოდენობა იყო 23%. ამ დაანგარიშებით პროცენტის თანხა უნდა განისაზღვროს 690 ლარით, რასაც აღიარებს, ასევე შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლოს ოდენობაც და იგი უნდა შემცირდეს სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით.
მ------ გ----------ესა და ც------ პ-------ს შორის არავითარი მოჩვენებითი გარიგება არ დადებულა. მ------ გ----------ე და ც------ პ------ძე დედა-შვილია, სადავო ქონება იყო ც------ პ------ძის მეუღლის ძმის საკუთრება, რომელსაც კომლში ჩაწერილი ჰყავდა ძმიშვილი - მ. გ----------ე, მაგრამ მისი გათხოვების შემდეგ ტრადიციულად ქონება უნდა დარჩენოდა ძირ ოჯახს, კერძოდ მ. გ----------ის მშობლებს, შესაბამისად ამ გარიგებით მ. გ----------ემ ქონება დაუბრუნა იმას, ვისაც ეკუთვნოდა. ამასთან მ. გ----------ის მეუღლე თავისი ცხოვრების წესით საფრთხეს უქმნიდა ამ ქონებას, ვინაიდან მას საკუთარი მიზნებისათვის გაანიავებდა და ამიტომაც ქონება დაუბრუნდა ნამდვილ მესაკუთრეს.
3.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1.2017 წლის 5 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მ------ გ----------ემ სს ,,ფ----------------------–ოსაგან'' ისესხა 3000 ლარი, 728 დღის ვადით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2017 წლის 5 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებას, მხარეთა ახსნა-განმარტებებს.
3.1.2. მოპასუხეები ც------ პ------ძე და მ------ გ----------ე არიან დედა-შვილი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მხარეთა ახსნა- განმარტებებს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის 2017 წლის 5 სექტემბრის ხელშეკრულებით საპროცენტო განაკვეთი წლის განმავლობაში განისაზღვრა 60%-ით. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულებითვე ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლოც, კერძოდ, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე საურავი შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.0%-ს და საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის განმავლობაში
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2017 წლის 5 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებას, მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.
3.2.2. მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადების საფუძველი იყო მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა და მისი საქმიანობის სფერო. სესხის მიღებისას მსეხებელმა მ------ გ----------ემ სესხის განცხადში მიუთითა და სესხის ანალიზის ფორმაში დაადასტურა, რომ მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა მარცვლოვანი კულტურის მოყვანა, ასევე მევენახეობა და მითითებული მიზნებისათვის მასზე გაიცა აგროსესხი. გამსესხებლის მოლოდინი იყო, რომ მსესხებელი ამ კონკრეტული მიზნისათვის გამოყენებდა სესხს, გაიუმჯობესებდა თავის ფინანსურ მდგომარეობას და მიღებული შემოსავლიდან ბანკის წინაშე არსებულ ვალდებულებებსაც შეასრულებდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2017 წლის 5 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებას, სესხის ანალიზის ფორმას, მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.
3.2.3. მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მას 2017 წლის ნოემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მხარეთა ახსნა-განმარტებას, სესხის გადახდების ისტორიას.
- გაფრთხილების წერილებს.
3.2.4 მოპასუხე მ------ გ----------ეს 2017 წლის 6 დეკემბრის გაფრთხილების წერილით, რომელიც ჩაბარდა პირადად 8 დეკემბერს, ეცნობა დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ, 14 დღის ვადაში ეთხოვა თავალიანების თანხის დაფარვა, ამასთანავე გაფრთხილებული იქნა მისი კუთვნილი ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების ღნისძიებებზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ გაფრთხილების წერილს, მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.
3.2.5 სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის გამო, მ------ გ----------ეს, როგორც პრობლემურ მსეხებელს, რამდენჯერმე შეხვდა ბანკის წარმომადგენელი, შესთავაზა სესხის დაფარვა და დაფარვის მიზნით სესხის რესტრუქტურიზაცია. ერთ-ერთი შეხვედრისას, მ------ გ----------ის ძმამ სიტყვიერად თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა ვალის გადახდაზე და შეუთანხმდა ბანკის წარმომადგენლებს სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების დადებაზე, თუმცა შეთანხმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მ------ გ----------ის ძმამ უარი განაცხადა სესხის რესტრუქტურიზაციასა და დაფარვაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახნა-განმარტებას, მოწმე ა-–---------- შ------–--ის ჩვენებას.
3.2.6. შეთანხმების საბოლოოდ დარღვევის შემდეგ, ბანკმა კვლავ დაიწყო სამართლებრივი პროცედურები თანხის ამოღების მიზნით, გადაამოწმეს მ------ გ----------ის ქონებრივი მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ 2017 წლის 20 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებით მ------ გ----------ემ თავის საკუთრებაში არსებული ყველა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდებით 3-----------, 3-----------, 3-----------, 3------------ 3-----------, 3----------- გააჩუქა დედამისზე ც------ პ------ძეზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2017 წლის 20 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებას, მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, მოწმე ა-–---------- შ------–--ის ჩვენებას.
3.2.7. ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ და ამჟამადაც მ. გ----------ე თავისი ქმარ-შვილით ცხოვრობს იმავე სახლში, რომელშიც ცხოვრობდა სესხის ხელშეკრულების დადებისას და წარმოადგენდა მის საკუთრებას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, მოწმე ა-–---------- შ------–--ის ჩვენებას, 2018 წლის 8 დეკემბრისა და 2018 წლის 6 თებერვლის გაფრთხილების წერილების გზავნილებს. სარჩელს (სარჩელი პირადად ჩაბარდა 2018 წლის 24 აპრილს), შესაგებელს.
3.2.8. მ------ გ----------ესა და ც------ პ------ძეს შორის 2017 წლის 20 დეკემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ მ------ გ----------ეს თავიდან აერიდებინა სს ,,ფ----------------------–ოს'' მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, მოწმე ა-–---------- შ------–--ის ჩვენებას.
3.2.9. სესხის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, 2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით მ------ გ----------ის დავალიანება სს ,,ფ----------------------–ოს'' წინაშე შეადგენს 4 751.78 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2782.08 ლარი, სარგებელი - 1769.28 ლარი, პირგასამტეხლო - 200.42 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2018 წლის 11 აპრილის სესხის გადახდების ისტორიას, მოსარჩელის ახსნა-განმარტებას,სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს ,,ფ----------------------–ოს'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56, 316-ე,317-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 420-ე, 463-ე, 524-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
_ სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2017 წლის 5 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მ------ გ----------ემ სს ,,ფ----------------------–ოსაგან'' ისესხა 3000 ლარი, 728 დღის ვადით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
დადგენილია, რომ მოპასუხე მ------ გ----------ემ ცნო სრულად სარჩელი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - მხოლოდ ძირი თანხისა და სარგებლის 690 ლარის ნაწილში. შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ მოთხოვნის ცნობის გამო.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 5 სექტემბრის ხელშეკრულებით საპროცენტო განაკვეთი წლის განმავლობაში განისაზღვრა 60%-ით (ხელშეკრულების 2.4 პუნქტი), რაც შეესაბამება და არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ოდენობას.
ამავე ხელშეკრულების 4.4. პუნქტის თანახმად, მსეხებელი ვალდებულია დაიცვას ბანკის მიერ დადგენილი ყველა წესი და პროცედურა ... ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, რაც გამოწვეულია მსესხებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით, ან არაჯეროვანი შესრულებით, მსესხებელი ვალდებულია სრულად გადაიხადოს საკრედიტო ციკლის ბოლომდე გათვალისწინებული სარგებელი, რომელიც განსაზღვრულია 2.4 პუნქტით და რომლის ჯამური ოდენობა მითითებულია სესხის დაფარვის გრაფიკში.
ამავე ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა განიხილება როგორც აღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის საფუძველი. ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შემთხვევაში, ბანკი წერილობით ატყობინებს მსესხებელს, რომელიც შეყობინების ჩაბარებიდან 14 დღის განმავლობაში ვალდებულია მთლიანად დაფაროს არსებული სესხი, აგრეთვე სეხის გადახის გრაფიკით გათვალისწინებული სრული სარგებელი და შესაძლო საურავი.
_ დადგენილია, რომ მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მას 2017 წლის ნოემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია. მოპასუხეს გაფრთხილების წერილით ეცნობა დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და დაუყოვნებლივ ეთხოვა თავალიანების თანხის დაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.
-დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, 2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით მ------ გ----------ის დავალიანება საპროცენტო განაკვეთის ნაწილში სს ,,ფ----------------------–ოს'' წინაშე შეადგენს 1769.28 ლარს.
მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულება და მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში მოითხოვა მათ შორის გაფორმებული სესხის ვადამდე დაფარვა.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, იგი განისაზღვრა ხელშეკრულებით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე და არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მოთხოვნებს და არ აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილ ოდენობას - წლიურ 100 პროცენტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროცენტის თანხის მოთხოვნის ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმყოფილდეს სრულად.
6.4. მხარეთა შორის 2017 წლის 5 სექტემბრის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, კერძოდ, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე საურავი შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.0%-ს და საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის განმავლობაში. (ხელშეკრუელბის 3.1 პუნქტი).
ამავე ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა განიხილება როგორც აღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის საფუძველი. ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შემთხვევაში, ბანკი წერილობით ატყობინებს მსესხებელს, რომელიც შეყობინების ჩაბარებიდან 14 დღის განმავლობაში ვალდებულია მთლიანად დაფაროს არსებული სესხი, აგრეთვე სეხის გადახის გრაფიკით გათვალისწინებული სრული სარგებელი და შესაძლო საურავი.
დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, 2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით მ------ გ----------ის დავალიანება პირგასამტეხლოს ნაწილში სს ,,ფ----------------------–ოს'' წინაშე შეადგენს 200.42 ლარს.
საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებაზე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ჯამში - 200, 42 ლარის ოდენობით, შეესაბამება კანონის მოთხოვნას, ამასთან სესხის პირობებისა და ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, გონივრულია.
6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. ე.ი. გარეგნულად გამოხატეს ნება, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე.
ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისი იურიდიული შედეგია, ის რომ მჩუქებელმა დასაჩუქრებულს უსასყიდლოდ გადასცეს მისი კუთვნილი ქონება.
განსახილველ შემთხევაში, დადგენილია, რომ მსეხებელმა მ------ გ----------ემ სს ,,ფ----------------------–--ს'' დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მას 2017 წლის ნოემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია.
დადგენილია, რომ მოპასუხე მ------ გ----------ეს 2017 წლის 6 დეკემბრის გაფრთხილების წერილით, რომელიც ჩაბარდა პირადად 8 დეკემბერს, ეცნობა დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ, 14 დღის ვადაში ეთხოვა თავალიანების თანხის დაფარვა და გაფრთხილებული იქნა მისი კუთვნილი ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების ღნისძიებებზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.
დადგენილია, რომ სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის გამო, მ------ გ----------ეს, როგორც პრობლემურ მსეხებელს, რამდენჯერმე შეხვდა ბანკის წარმომადგენელი, შესთავაზა სესხის დაფარვა და დაფარვის მიზნით სესხის რესტრუქტურიზაცია. ერთ-ერთი შეხვედრისას, მ------ გ----------ის ძმამ სიტყვიერად თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა ვალის გადახდაზე და შეუთანხმდა ბანკის წარმომადგენლებს სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების დადებაზე, თუმცა შეთანხმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მ------ გ----------ის ძმამ უარი განაცხადა სესხის რესტრუქტურიზაციასა და დაფარვაზე.
დადგენილია, რომ შეთანხმების საბოლოოდ დარღვევის შემდეგ ბანკმა კვლავ დაიწყო სამართლებრივი პროცედურები თანხის ამოღების მიზნით, გადაამოწმეს მ------ გ----------ის ქონებრივი მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ 2017 წლის 20 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებით მ------ გ----------ემ თავის საკუთრებაში არსებული ყველა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდებით 3-----------, 3-----------, 3-----------, 3------------ 3-----------, 3----------- გააჩუქა დედამისზე ც------ პ------ძეზე.
დადგენილია, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ და ამჟამადაც მ. გ----------ე თავისი ქმარ-შვილით ცხოვრობს იმავე სახლში, რომელშიც ცხოვრობდა სესხის ხელშეკრულების დადებისას და წარმოადგენდა მის საკუთრებას.
ამდენად, საქმის მასალებითა და განხილვის შედეგად სრულიად ნათლად და ლოგიკური თანმიმდევრობით დადგინდა გარემოებები იმის თაობაზე, რომ მ------ გ----------ემ დააღვია ხელშეკრულება, შეწყვიტა სესხის თანხის გადახდა. ამის შემდეგ ბანკის წარმომადგენლებმა დაიწყეს პროცედურები პრობლემური სესხის ამოსაღებად, როგორც წესი მრავალჯერ დაუკავშირდნენ მსესხებელს, შესთავაზეს სხვადასხვა გზები ვალდებულების შესასრულებლად, მათ შორის ვალის რესტრუქტურიზაცია. ამასთან გააფრთხილეს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორცილების თაობაზე. მ------ გ----------ის ძმამ სიტყვიერად თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა ვალის გადახდაზე და შეუთანხმდა ბანკის წარმომადგენლებს სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების დადებაზე, და ბანკსაც ჰქონდა მოლოდინი რომ მოვალე ძმის დახმარებით დაიწყებდა ვალდებულების შესრულებას, თუმცა შეთანხმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მ------ გ----------ის ძმამ უარი განაცხადა სესხის რესტრუქტურიზაციასა და დაფარვაზე. ამის შემდეგ ბანკმა კვლავ დაიწყო იურიდიული პროცედურები მსესხებლისაგან თანხის მისაღებად და შეუდგა მ------ გ----------ის ქონებების მოძიებას, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მას ამ პერიოდში დედაზე გაეჩუქებინა თავის საკუთრებაში არსებული ყველა უძრავი ქონება.
ამდენად, მ------ გ----------ესა და ც------ პერენიძეს შორის 2017 წლის 20 დეკემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ მ------ გ----------ეს თავიდან აეცილებინა სს ,,ფ----------------------–ოს'' მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება, აერიდებინა დავალიანების ამღების მიზნით მისი ქონებაზე იძულებითი აღსრულება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, რომელიც მიზნად არ ისახავდა ქონების გადასვლას სხვის საკუთრებაში, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს მისი ბათილობის საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ს მუხლის პირველი ნაწილის ,,ე''ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს; (არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“ საკონსტიტუციო სასამრთლოს 29.12.2016 N 2/6/623 გადაწყვეტილება)
მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნებიდან 142 ლარი და 60 თეთრი გადახდილია მოპასუხე მ------ გ----------ის მიმართ თანხის დაკისრერბის მოთხოვნაზე, საიდანაც მოსამზადებელ სხდომაზე მან სცნო სარჩელი ძირი თანხის 2782.08 ლარისა და პროცენტის თანხიდან 690 ლარის ნაწილში, შესამისად ამ თანხის ბაჟი 104 ლარი და 16 თეთრი მოსარჩელს უნდა დაუბრუნდეს ბიჯეტიდან, ხოლო ბაჟის დანარჩენი ნაწილი ნაწილი 38 ლარი და 44 თეთრის მ------ გ----------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე ( ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომელიც სრულად დაკმაყოფილდა) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარისა და უზრუნველყოფისათვის გადახდილი 100 ლარიდან 50 ლარის ანაზღაურება მოპასუხეებს მ------ გ----------ესა და ც------ პ------ძეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნაზე ზედმეტად გადახდილი 50 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე ც------ პ------ძის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ 3----------- და 3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებებს, საქმის შედეგის მიხედვით უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ფ----------------------–ოს'' (ს/კ 2--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე მ------ გ----------ეს (პ/ნ 1----------) სს ,,ფ----------------------–ოს'' (ს/კ 2--------- სასარგებლოდ დაეკისროს 4 751 (ოთხი ათას შვიდას ორმოცდათერთმეტი) ლარისა და 78 (სამოცდათვრამეტი) თეთრის გადახდა.
3. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხეებს მ------ გ----------ეს (პ/ნ 1----------) და ც------ პ------ძეს (პ/ნ 1----------) შორის 2017 წლის 20 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება 3-----------, 3-----------, 3-----------, 3------------ 3-----------, 3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებებზე.
4.მოპასუხე მ------ გ----------ეს (პ/ნ 1----------) სს ,,ფ----------------------–ოს'' (ს/კ 2--------- სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის ნაწილის 38 (ოცდათვრამეტი) ლარისა და 44 (ორმოცდაოთხი თეთრის) გადახდა, ხოლო 104 (ას ოთხი ) ლარი და 16 (თექვსმეტი) თეთრი მოსარჩელეს დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან (საგადახდო დავალება N6-------- თარიღი 2-------, კოდი 3---------.
5.მოპასუხეებს მ------ გ----------ეს (პ/ნ 1----------) და ც------ პ------ძეს (პ/ნ 1----------) სს ,,ფ----------------------–ოს'' (ს/კ 2--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, ხოლო ზედმეტად გადახდილი ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი მოსარჩელეს დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან. (საგადახდო დავალება N--------, თარიღი 2-------, კოდი 3---------.
6. 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
9.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: შოთა ნიკურაძე