გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2018
საქმის ნომერი
120210018002390643
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2390643-2/301-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

მოსარჩელე - შპს ,,მ----------------- ო---------–-- ბ--------" (ბ------ ს---------–--- ჯ------)

წარმომადგენელი - გ-------– ხ--------

მოპასუხეები - ლ--–- ლ-----ე, ლ-–- ბ-------–-–---–ი, ვ------- წ------–---–ი

წარმომადგენელი - მ------ ჩ----–---–ი

დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი :

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს ლ--–- ლ-----ეს, ლ-–- ბ-------–-–---–ს, ვ------- წ------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სასესხო დავალიანების 9389,34 ლარის გადახდა (საიდანაც 5000 ლარი არის ძირითადი თანხა, 2147.11 ლარი არის პროცენტი, ხოლო 2242,23 ლარი არის პირგასამტეხლო). ლ-–- ბ-------–-–---–ის და ვ------- წ------–---–ის ვალდებულება განისაზღვროს თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზღვრული თანხის 5500 ლარის ფარგლებში.

 

1.2. მოპასუხეებს ლ--–- ლ-----ეს, ლ-–- ბ-------–-–---–ს, ვ------- წ------–---–ს დაეკისროთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაზე მოსარჩელის მიერ გადახდილი აპლიკაციის საფასურის 100 ლარის სრულად გადახდა.

 

1.3. მოპასუხეებს ლ--–- ლ-----ეს, ლ-–- ბ-------–-–---–ს, ვ------- წ------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 284, 68 ლარის გადახდა.

 

1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს მისო „ბ--------“–სა და მოპასუხე ლ--–- ლ-----ეს შორის 2016 წლის 25 ნოემბერს გაფორმდა ფინანსური მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულება (#18555), რომლის საფუძველზე მსესხებელმა სესხად მიიღო 5000 (ხუთი ათასი) ლარი, 12 თვის ვადით, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე – დავალიანების ძირითადი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

აგრეთვე 2016 წლის 25 ნოემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეემა ლ-–- ბ-------–-–---–მა და ვ------- წ------–---–მა იკისრეს ვალდებულება მოსარჩელის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ის (თავდები) ვალდებული არის თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, ამასთან ამავე თავდობობის ხელშეკრულებით განისაზღვრა თავდებების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა, რაც შეადგენს 5500 (ხუთი ათას ხუთას) ლარს.

 

მსესხებელმა ლ--–- ლ-----ემ დაიწყო გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის დაგვიანება. ხოლო 2017 წლის 24 ოქტომბრიდან შეწყვიტა სესხის გადახდა რა დროსაც მას დაერიცხა პროცენტი 2147·11 ლარი. პროცენტის დარიცხვა გამომდინარეობს ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 3,3 პუნქტიდან. ხოლო 149 დღიანი ვადაგადაცილების გამო დაერიცხა პირგასამტეხლო 2242,23 ლარი.

 

მოპასუხეებს არაერთხელ გაეგზავნათ შეტყობინებები სესხის დროულად დაფარვაზე, თუმცა უშედეგოდ. შპს "მისო ბ--------"-ს მცდელობას, რომ დამატებითი გაფრთხილებით მოპასუხეების მიერ შესრულებული ყოფილიყო მათ მიერ აღებული ვალდებულება, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, კერძოდ დავალიანება დღემდე არ არის დაფარული.

 

დავალიანება შეადგენს 9389,34 ლარს საიდანაც 5000 ლარი არის ძირითადი თანხა, 2147.11 ლარი არის პროცენტი, ხოლო 2242,23 ლარი არის პირგასამტეხლო.

 

2018 წლის 01 მარტს მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების სამსახურს, რაშიც გაწეული იქნა ხარჯი - აპლიკაციის საფასური 100 ლარი. მოპასუხეთა მიერ განცხადებული პროტესტის გამო, მოსარჩელემ საქმე გამოიხმო და მიმართა სასამართლოს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და მიუთითეს, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროთ მხოლოდ სესხის ძირი თანხა - 5000 ლარი და პროცენტი ნაწილობრივ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე კი მოპასუხე ლ--–- ლ-----ემ, ასევე მოპასუხეების ლ-–- ბ-------–-–---–ის და ვ------- წ------–---–ის წარმომადგენელმა მ------ ჩ----–---–მა სარჩელი ცნეს სესხის ძირი თანხის და დარიცხული პროცენტის ნაწილში სრულად. რაც შეეხება პირგასამტეხლოს მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ არ უნდა დაეკისროთ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს მისო „ბ--------“–სა (ბ------ ს---------–--- ჯ------) და მოპასუხე ლ--–- ლ-----ეს შორის 2016 წლის 25 ნოემბერს გაფორმდა ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (#18555), რომლის საფუძველზე მსესხებელმა სესხად მიიღო 5000 (ხუთი ათასი) ლარი, 24 თვის ვადით, წლიური 34 პროცენტის სარგებლის დარიცხვით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებული დადგენილი გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე – დავალიანების ძირითადი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი

- 2016 წლის 25 ნოემბრის ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N18555, სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 19-22)

 

3.1.2. 2016 წლის 25 ნოემბერს, შპს მისო „ბ--------“–ს (ბ------ ს---------–--- ჯ------) და ვ------- წ------–---–ს და ლ-–- ბ-------–-–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები Nთ/50213 და Nთ/50212, რომლის საფუძველზეც მათ იკისრეს სოლიდარული ვალდებულება ძირითადი მოვალის ლ--–- ლ-----ის მიერ ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით (#18555) ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე. ხელშეკრულებებით განისაზღვრა თავმდებების პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად დადგინდა 5500 ლარი თითოეულზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი

- 2016 წლის 25 ნოემბრის განცხადებები თავდებობის შესახებ (ს.ფ.23-24)

- 2016 წლის 25 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულებები Nთ/50213 და Nთ/50212 (ს.ფ.25-28)

 

3.1.3. მოსარჩელის მხრიდან ვალდებულებები შესრულებული იქნა სრულად და მსესხებელზე გაცემული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ხოლო მსესხებელმა შპს მისო „ბ--------“-ს მიერ გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა და იმყოფება ვადაგადაცილებაში (2017 წლის ოქტომბრიდან არ განუხორციელებია არანაირი შენატანი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი

- დავალიანების ცნობა, სესხის ამონაწერი (ს.ფ. 35-36)

 

3.1.4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, მოპასუხეებისთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია არსებული დავალიანების ოდენობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი

- გაფრთხილების წერილები (ს.ფ.29-34)

 

3.1.5. 2018 წლის 28 მარტის მდგომარეობით ლ--–- ლ-----ის დავალიანება #18555 ხელშეკრულებაზე შეადგენს 9389,34 ლარს, საიდანაც 5000 ლარი არის ძირითადი თანხა, 2147.11 ლარი არის პროცენტი, ხოლო 2242,23 ლარი არის პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.35)

 

3.1.6. შპს ,,მ----------------- ო---------–-- ბ--------"-მ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გამარტივებული საქმის წარმოების წესით მოპასუხეების მიმართ დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, რაშიც მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი

- აღსრულების ეროვნულ ბიუროში აპლიკაციის გადახდის ქვითარი (ს.ფ.42)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,მ----------------- ო---------–-- ბ--------"-ს ( ბ------ ს---------–--- ჯ------) სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, მე-400, 301-ე, 416-418-ე, 420-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3-ე მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ლ--–- ლ-----ემ, ლ-–- ბ-------–-–---–მა და ვ------- წ------–---–მა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სასამართლო განმარტავს, უდაოა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ლ--–- ლ-----ეს შორის 2016 წლის 25 ნოემბერს დაიდო წერილობითი, ვადიანი სესხის ხელშეკრულება და მსესხებელს გადაეცა 5000 ლარი 24 თვის ვადით, 34% -ის სარგებლის დარიცხვით, რომლის დაფარვაც მსესხებელს გამსესხებლის მიმართ უნდა მოეხდინა ხელშეკრულებაზე დართული და მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.

 

უდაოა, რომ მსესხებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის და მასზედ დარიცხული პროცენტების, ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკით დაბრუნების შესახებ, რის გამოც გამსესხებლის წინაშე 2018 წლის 28 მარტის წლის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება 9389,34 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 5000 ლარი, პროცენტი - 2147,1ლარი, პირგასამტეხლო - 2242.23 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891.1-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მულით თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ამავე კოდექსის 896-ე მუხლით თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

ამავე კოდექსის 898-ე მუხლით თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს.

 

სასამართლო განმარტავს უდაოა, რომ მსესხებლის მიერ გამსესხებლის მიმართ 2016 წლის 25 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე თავდებებმა ვ------- წ------–---–მა და ლ-–- ბ-------–-–---–მა იკისრეს თავდებობა და სოლიდარული პასუხისმგელობა მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხევაში, რაზეც ისინი ვალდებულების დარღვევის შესახებ გაფრთხილებული იყვნენ. ასევე უდაოა, რომ თავდებობის ხელშეკრულებით თითოეული თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობის თანხა განსაზღვრული იყო 5500 ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს უდაოა, რომ მსესხებელმა არ შეასრულა მხარეთა შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში სესხის ძირის და პროცენტის მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ.

 

ამავე კოდექსის 418.1-ე მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

სასამართლო აღნიშნავს უდაოა, რომ 2016 წლის 25 ნოემბრის ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში განსაზღვრული იყო ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის შემთვევაში, დავალიანების ძირითადი თანხის 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლოს თვლის, რომ შეუსაბამოდ მაღალია სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ყოველდღიური 1% თვეში (30 დღე) შეადგენს 30%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) - 365%-ს. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 2242.23 ლარს. მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის და ვალდებულების დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შემცირების მიუხედავად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მაინც მაღალია, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 1 121 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გამარტივებული საქმის წარმოების წესით მოპასუხეთა მიმართ დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, რაშიც მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სააპლიკაციო საფასურის მოპასუხეებისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულების 8.9 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეები შეთანმხდნენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ანალოგიური შეთანხმება არსებობს თავდებობის ხელშეკრულებებში (5.9 პუნქტი).

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამდენად სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის აღძვრისას შპს ,,მ----------------- ო---------–-- ბ--------"-ს (ბ------ ს---------–--- ჯ------) მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 284,68 ლარი. იმის გათვალისწინებით რომ მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს ნაწილში, მათ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 34.16 ლარის გადახდა, ხოლო 250,52 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს,,მ----------------- ო---------–-- ბ--------"-ს (ბ------ ს---------–--- ჯ------) (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს ლ--–- ლ-----ეს (პ/ნ 4----------), ლ-–- ბ-------–-–---–ს (პ/ნ 4----------) და ვ------- წ------–---–ს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე შპს ,,მ----------------- ო---------–-- ბ--------"-ს (ბ------ ს---------–--- ჯ------) (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების 8268.11 ლარის (ძირი - 5000 ლარი, პროცენტი - 2147,11 ლარი და პირგასამტეხლო - 1121 ლარი) გადახდა. ლ-–- ბ-------–-–---–ის (პ/ნ 4----------) და ვ------- წ------–---–ის (პ/ნ 4----------) პასუხისმგებლობა განისაზღვროს ზღვრული თანხით 5500 ლარით.

 

3. მოპასუხეებს ლ--–- ლ-----ეს (პ/ნ 4----------), ლ-–- ბ-------–-–---–ს (პ/ნ 4----------) და ვ------- წ------–---–ს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე შპს ,,მ----------------- ო---------–-- ბ--------"-ს (ბ------ ს---------–--- ჯ------) (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი აპლიკაციის საფასურის სანაცვლოდ 100 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხეებს ლ--–- ლ-----ეს (პ/ნ 4----------), ლ-–- ბ-------–-–---–ს (პ/ნ 4----------) და ვ------- წ------–---–ს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე შპს ,,მ----------------- ო---------–-- ბ--------"-ს (ბ------ ს---------–--- ჯ------) (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 34,16 ლარის გადახდა.

 

5. მოსარჩელე შპს ,,მ----------------- ო---------–-- ბ--------"-ს (ბ------ ს---------–--- ჯ------) (ს/კ 2--------) 2018 წლის 28 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 284,68 ლარიდან (საგადახდო დავალება N1522234514) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 250,52 ლარი .

 

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა