გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210117002133418
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.06.2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი: ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკი",მოსარჩელის წარმომადგენელი თ----------------–--
მოპასუხე: ბ----- ბეჟ----–--ლი,მოპასუხის წარმომადგენელი ლ---–--------–---–-
მოპასუხე: ზ------- ფე--–---–ი, რ--------- ბოღ-–--–-–--ლი, თ------ რუ---
დავის საგანი: ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს: ბ----- ბეჟ----–--ლს, ზ------- ფე--–---–ს, რ--------- ბოღ-–--–-–--ლს, თ------ სარ----–---–ს და თ------ რუ---ს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ 2016 წლის 30 ნოემბრის სესხის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ: 7 698.66 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 5 975.06 აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი- 925.85 აშშ დოლარს, დაზღვევა 60.00 აშშ დოლარს, ჯარიმა 737.75 აშშ დოლარს;
1.2. მოპასუხეებს: ბ----- ბეჟ----–--ლს, ზ------- ფე--–---–ს, რ--------- ბოღ-–--–-–--ლს, თ------ სარ----–---–ს და თ------ რუ---ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ: მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 573.36 ლარის ოდენობით; მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი ბაჟი- 50 ლარი. მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გაწეული ხარჯი - 11.00 ლარი, ასევე უძრავ ქონებაზე შეზღუდვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი - 21.00 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძვნება შემდეგ გარემოებებს :
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, ძირითად მსესხებელს ბ----- ბეჟ----–--ლს და სოლიდარულ თავდებებს: ზ------- ფე--–---–ს, რ--------- ბოღ-–--–-–--ლს, თ------ სარ----–---–ს და თ------ რუ---ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 7 698.66 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 5 975.06 აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 925.85 აშშ დოლარს, დაზღვევა 60.00 აშშ დოლარს, ჯარიმა 737.75 აშშ დოლარს;
თ------ სარ----–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელემ სარჩელი უკან გაიხმო, ამიტომ ამ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დატოვებულია განუხილველად .
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა ნაწილობრივ, მხოლოდ ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში ცნეს სარჩელი, ხოლო მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნეს როგორც ძირი თანხის 5 975.06 აშშ დოლარის მოთხოვნის, ასევე სესხზე დარიცხული პროცენტის 925.85 აშშ დოლარის და დაზღვევის 60.00 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო ჯარიმის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს , რომ მოთხოვნილი ჯარიმა შეუსაბამოდ მაღალია .
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 wlis 30 ნოეmbers ss "k---- banksa" da ბ----- ბეჟ----–--ლს Soris daido სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 6000 aSS dolari 60 თვის ვადით, 1.85 % ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე. ასევე, სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.
3.1.2 მსესხებელს ჰყავს ოთხი თავდები. კერძოდ, სს "კ------- ბანკსა" და ზ------- ფე--–---–ს, რ--------- ბოღ-–--–-–--ლს, თ------ სარ----–---–სა და თ------ რუ---ს შორის 2016 წლის 30 ნოემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება, კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 10 500 აშშ დოლარით
3.1.3 მსესხებელს 2016 წლის 30 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხა -6000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ , სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, 2017 წლის 08 იანვრიდან 2021 წლის 12 აგვისტომდე . ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელს 2021 წლის 12 აგვისტომდე , ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე სულ უნდა გადაეხადა ძირი თანხა-6000 აშშ დოლარი, პროცენტი- 1068,17 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა- 67,50 აშშ დოლარი, სულ ჯამში -7135,67 აშშ დოლარი, რითაც ვალდებულება სრულად იქნებოდა შესრულებული.
3.1.4 მოპასუხეებს 2016 წლის 30 ნოემბრის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა 08.01.2017 წლის ნაცვლად გადაიხადა 31.01.2017 წელს 176.18 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც დაიფარა ძირი თანხა 24.94 აშშ დოლარი, პროცენტი-142.32 აშშ დოლარი, დაზღვევა -7,50 აშშ დოლარი, ჯარიმა -1,42 აშშ დოლარი. მოპასუხეებს ამის შემდგომ თანხა აღარ გადაუხდიათ. ამის გამო მსესხებელი და თავდებები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულები როგორც ზეპირი, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა ვალდებულების შესრულება შეწყვიტეს და თანხა საერთოდ აღარ გადაუხდიათ .
3.1.5 2017 წლის 17 ოქტომბერს სს ,,კ------- ბანკი“ს წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში, რითაც შეწყდა სესხის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი .
- თავდების განცხადებები, თავდებობის ხელშეკრულებები
- გაფრთხილების წერილები .
- გადახდების ისტორია და ცნობა დავალიანების შესახებ
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი, პირგასამტეხლოს შემცირების გამო, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ .
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის 5 975.06 აშშ. დოლარის, სესხზე დარიცხული პროცენტის 925.85 აშშ დოლარის, დაზღვევის თანხის- 60.00 აშშ დოლარის
დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს და მოპასუხე მსესხებელს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რითაც მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია და მხარეებიც არ დავობენ, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მსესხებელზე გასცა სესხი შეთანხმებული ოდენობით და პირობებით. დადგენილია, რომ მხარეებმა სესხისთვის გაითვალისწინეს პროცენტი, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას კი მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 844-ე მუხლის თანახმად, სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს. ამავე კოდექსის 852-ე მუხლის თანახმად, თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება შეწყდება უარის თქმის, მოშლის ან გასაჩივრების გამო, მაშინ მზღვეველი მოვალეა დააბრუნოს შესატანის ის ოდენობა, რომელიც მან მიიღო ამ ხელშეკრულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ მოსარჩელემ მსესხებელთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხად გადაცემული თანხის, დარიცხული სარგებლის, სადაზღვევო პრემიის და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იკისრა. მოსარჩელემ მოპასუხე თავდებებთან კი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები დადო, რომლის საფუძველზეც თავდებებმა მსესხებელთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.
განსახილველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული სესხის და თავდებობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სადაო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს სარჩელი მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში, ხოლო მთავარ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნეს როგორც ძირი თანხის, ასევე პროცენტის და სადაზღვევო თანხის დაკისრების ნაწილში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131 მუხლის და 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოპასუხე ცნობს სარჩელს, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას, ამიტომ ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 737.75 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს პირგასამტეხლოს განსაზღვრის თავისუფლებას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
აღნიშნული ნორმის მიხედვით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამიტომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში. განსახილველ საქმეში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სესხი სარგებლიანია და მოსარჩელე პირგასამტეხლოსთან ერთად ითხოვს სესხის ვადის ბოლომდე სარგებლის დაკისრებას მიუღებელი შემოსავლის სახით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია ძირითადი დავალიანების თანხასთან მიმართებაში, ამიტომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 10-ჯერ და უნდა განისაზღვროს 73 აშშ დოლარით
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,კ------- ბანკის’’ სარჩელი მოპასუხეების ბ----- ბეჟ----–--ლის, ზ------- ფე--–---–ის, რ--------- ბოღ-–--–-–--ლის და თამარი რ----ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, პირგასამტეხლოს შემცირების გამო, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ხოლო ამავე კოდექსის 49. მუხლით, 1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. 2. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელით დავის საგანია 7698,66 აშშ დოლარის ექვივალენტი 19112,69 ლარი, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 573,36 ლარი, მოსარჩელეებმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი აღიარეს ძირი თანხის 5975,06 აშშ დოლარის ექვივალენტი-14818,140 დაკისრების ნაწილში, ხოლო მთავარ სხდომაზე ასევე აღიარეს სარჩელი პროცენტის- 925,85 აშშ დოლარის და დაზღვევის თანხის -60 აშშ დოლარის ექვივალენტი- 2415,33 ლარის დაკისრების ნაწილში. მოსარჩელეს უარი ეთქვა 664,75 აშშ დოლარის ექვივალენტი 1628,63 ლარის მოთხოვნაზე, ამიტომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 573,36 ლარიდან 480,54 ლარი (ძირი თანხის ნაწილში) მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ასანაზღაურებლად- 41,35 ლარი, მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარის, საჯარო რეესტრში ამონაწერების განახლებისთვის და შეზღუდვის რეგისტრაციისთვის გადახდილი 32 ლარის ანაზღაურება .
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სსს კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვიდ, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,კ------- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხეებს ბ----- ბეჟ----–--ლს, ზ------- ფე--–---–ს, რ--------- ბოღ-–--–-–--ლს და თ------ რუ---ს 2016 წლის 30 ნოემბრის სესხის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ: სესხის ძირი თანხა- 5975.06 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი- 925.85 აშშ დოლარი, დაზღვევა- 60.00 აშშ დოლარი, ჯარიმა 73.00 აშშ დოლარი.
1.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვიი სოლიდარულად 664,75 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს-ბ----- ბეჟ----–--ლს , ზ------- ფე--–---–ს , რ--------- ბოღ-–--–-–--ლს და თ------ რუ--- მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ: მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი- 41,35 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახ. ბაჟი- 50 ლარი, საჯარო რეესტრში ამონაწერების განახლებისთვის და შეზღუდვის რეგისტრაციისთვის გადახდილი 32 ლარის ანაზღაურება .
3. სს ,,კ------- ბანკს “ს ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი - 480,54 ლარი.
4. დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახ. ბაჟი გადახდილია წინასწარ
5. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 18.10.2017 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დარჩეს ძალაში
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი , გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი