განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2018
საქმის ნომერი
020100117002141795
დავის ტიპი
200 2 გ
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0201001170021-1795

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/686-17 6 ივნისი 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი მ---------–--------–-

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული ა-----------------------–-----------------------–-------–-–--------------------------–----------–------------------------------–----–----------–----------------------–--------------–-----------------------------------–-----–--------------------–--–---------–----–---------------------------------------------------------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი

 

ქმედების შემადგენლობა: პირთა ჯგუფის მიერ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა

 

2.2. ბრალდებული ლ-------------------–-----------------------–-------–-–------------------------–----------–-----------------------------------–-----------–---------------------–--------------–-----------------------------------–--------------------–-------------------–---–------------–-------------------------–--–-------------------------–-----–-.

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

ქმედების შემადგენლობა: პირთა ჯგუფის მიერ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა

 

2.3. ადვოკატი ი-----------–--

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

I. ბრალდებულ ლ----------ას ქმედება

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

ლ----------ა 2017 წლის სექტემბრის თვეში წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭ--–-–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ჯგუფურად, ა-------------სთან ერთად ინახავდა ა-------------ს მიერ შეძენილ 3 132 ლარის ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელს აქციზური მარკის გარეშე. კერძოდ, 520 კოლოფ სიგარეტს წარწერით „ФЭСТ” , 117 კოლოფ სიგარეტს წარწერით „M1” და 510 კოლოფ სიგარეტს წარწერით „ARMADA”, რაც ამოღებულ იქნა ლ----------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად 2017 წლის 16 სექტემბერს.

 

2 .სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭ--–-–- მდებარე ლ----------ას საცხოვრებელი სახლიდან 2017 წლის 16 სექტემბერს ამოღებულ იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელს აქციზური მარკის გარეშე. კერძოდ, 520 კოლოფ სიგარეტს წარწერით „ФЭСТ” , 117 კოლოფ სიგარეტს წარწერით „M1” და 510 კოლოფ სიგარეტს წარწერით „ARMADA”.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი

 

სსკ-ის მე-200-ე მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი ქვეყნის საფინანსო ინტერესებია. აღნიშნული დანაშაულის საგანია მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონელი ალკოჰოლიანი სასმელები, ლუდი და თამბაქოს ნაწარმი. აღნიშნული დასტურდება ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188–ე მუხლით, სადაც მითითებულია სიგარეტებზე აქციზის განაკვეთები.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლი არის ბლანკეტური ნორმა, რომელიც ზოგადად მიუთითებს სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ ნივთზე. ამდენად, იმისათვის, რომ დადგინდეს სსკ-ის მე-200 მუხლის ზუსტი შინაარსი, აუცილებელია აქციზურ მარკას დაქვემდებარებული ნივთების მოძიება მოძიება სხვა ნორმატიულ აქტში. მოცემულ შემთხვევაში რელევანტური სხვა ნორმატიული აქტი არის საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც აქციზური მარკების სავალდებულო დართვას ექვემდებარება საქართველოში მოხმარებისათვის განკუთვნილი საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული და საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი (იმპორტირებული) ალკოჰოლიანი სასმელები, მათ შორის ლუდი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.15 გრადუსს (გარდა 50 გრამსა და მასზე ნაკლები მოცულობის, აგრეთვე ათ ლიტრსა და მასზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმულისა) და თამბაქოს ნაწარმი, მოსაწევი (ჩიბუხის) თამბაქოს გარდა. აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აქციზის ფიქსირებული განაკვეთით დაბეგვრას.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ბრალდებულ ლ----------ას ჩვენებით ირკვევა, რომ აჩვენა პოლიციელებს, თუ სად იდო ჩანთები. ასფალტზე დაყარეს სიგარეტები პოლიციელებმა და დაითვალეს.

ბრალდებულ ა-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაკავების წინა ღამეს მიიტანა ლ----------ასთან სიგარეტები. ბაზარში შეიძინა უცნობისგან 3 ყუთი „ჩესტი“, „მანჩესტერი“ და სხვა. ცალობით იდო ისინი ჩანთებში. ლ---სთან რომ მივიდა, სარდაფში შევიდა, ნაჭერი გადააფარა ჩანთებს, ავიდა სახლში. ლ---სთან ყოველ მე–2–მე–3 დღეს მიდის ხოლმე. სარდაფი ღია იყო. არავისთვის დაუბარებია, ისე შევიდა სარდაფში.

მოწმე ბ--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ გამომძიებელმა ლ----------ას წარუდგინა დადგენილება. ბრალდებულმა მას ხელი მოაწერა. გამომძიებელმა შესთავაზა, ნებაყოფლობით წარმოედგინა უაქციზო სიგარეტები. შეკრული არ იყო ჩანთები, ეტყობოდა, რომ სიგარეტები იდო შიგნით. ნახეს, რომ სიგარეტებს აფხაზური მარკები ჰქონდათ. ოქმი ადგილზე შედგა, გაეცნენ.

მოწმე შ----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ლ----------ას წარუდგინა დადგენილება და წინადადება მისცა, წარმოედგინა დადგენილებაში მითითებული ნივთები. ჩანთაზე ნაჭერი იყო გადაფარებული. ჩანთები იყო გახსნილი. გარედან ეტყობოდა ჩანთას, რომ სიგარეტები იდო, რომლებსაც აფხაზური აქციზი ჰქონდათ. ნაჭრიდანაც ჩანდა სიგარეტი რომ იყო. აფხაზური აქციზი მთლიანად სიგარეტის უკანა მხარეს ფართოდ ეკვრება, მწვანეა და მათი დროშა ახატია, ასევე აწერია აფსნი. ნაჭერი სიგარეტებს არ ფარავდა, იქიდანაც ჩანდა შიგთავსი.

მოწმე გ--–--–-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ გამომძიებელმა ლ----------ას წარუდგინა დადგენილება. ლ--- გაეცნო. გამომძიებელმა უთხრა, თუ ინახავდა უაქციზო სიგარეტებს, წარმოედგინა. ლ---მ უთხრა, რომ ინახავდა სარდაფში. ნაჭერი იყო გადაფარებული, მაგრამ ბოლომდე არ ფარავდა ჩანთას. ღია ჩანთები იყო და სიგარეტები ჩანდა. ოქმი ოთახშივე შედგა.

მოწმე ი-–--–--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ პოლიციელებს სიგარეტები გაშლილი ჰქონდათ ეზოში. მას უთხრეს, რომ სიგარეტები ამოიღეს მისი სახლიდან. ოქმის ხელმოწერას აიძულებდნენ, რაც დახია. ატყდა ხმაური. ოქმში, რომელიც დახია, ეწერა, რომ ლ---ს მითითებით სარდაფიდან ამოიღეს სიგარეტები.

მოწმე ა-–----------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ ეზოში ჩანთები იდო. ამოღებული იყო სიგარეტები და გაშლილი ეყარა. ილუშამ დახია ოქმი და ახალი ოქმი შეადგინეს ლ---ს სახელზე.

მოწმე ც---–--–-------ს ჩვენების თანახმად, 13 საათი იქნებოდა, როცა მასთან პოლიციელები მივიდნენ, სიგარეტებს და ჩანთებს ვეძებთო. პოლიციელებმა მინდორზე დაყარეს სიგარეტები. ილუშას ოქმზე ხელმოწერა მოსთხოვეს, მაგრამ მან ოქმი დახია. დაიწყო გაწევ–გამოწევა.

მოწმე დ----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ პოლიციელებმა 3 თურქული ჩანთა გამოიტანეს, გახსნეს და ნახეს, რომ სიგარეტები იყო შიგნით. მერე ოქმი შეადგინეს, რაც ილო აქუბარდიამ დახია. წაკამათდნენ ამაზე. აფხაზური სიგარეტები იყო.

ლ----------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა ლ----------ას საცხოვრებელ სახლში, დამხმარე შენობა-ნაგებობაში და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭ--–-–-. ლ----------ამ განაცხადა, რომ უაქციზო სიგარეტები ინახებოდა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე სარდაფში, რის შედეგად საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე სარდაფში ლ----------ას მითითებით აღმოჩენილ იქნა სამი ცალი ხელჩანთა, რომელთა ელვა შესაკრავები იყო გახსნილი. სამივე ხელჩანთაში მოთავსებული იყო სხვადასხვა დასახელების სიგარეტი, კერძოდ 1) 520 კოლოფი უაქციზო სიგარეტიო ,, ფესტი’’ 2) 117 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,მ1’’ და 3) 510 კოლოფი სიგარეტი ,,არმადა’’, რაც ამოღებამდე წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს. სამივე ხელჩანთა დაილუქა, ლუქზე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ შესრულებულ იქნა ხელმოწერები და დაესვა თარიღი.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ ლ----------ას საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. მნიშნელოვანია, რომ აღნიშნულ ფაქტს დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის და ადასტურებს, რომ სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა აქციზური მარკის დართვას დაქვემდებარებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

 

3.2 აქციზური მარკის გარეშე შენახვა

 

დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვაში.

სსკ-ის მე-200 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი ქვეყნის საფინანსო ინტერესებია.

სუბიექტური მხრივ დანაშაული განზრახვას გულისხმობს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ბრალდებულ ლ----------ას ჩვენებით ირკვევა, რომ 16 სექტემბერს მასთან სახლში გვიან ღამით მივიდა ა-------------. მეორე დილით 8 საათზე ა------------- გააცილა სახლიდან, რა დროსაც მისგან გაიგო, რომ ჩანთები ჰქონდა დატოვებული და სთხოვა, ბავშვები არ მიახლოებოდნენ. იფიქრა, ალბათ მსხვრევადი ნივთები იდო და ამიტომ თხოვდა ა-------------, ბავშვები არ მისულიყვნენ. 12 საათის მერე მეუღლემ დაურეკა და სთხოვა სახლში ჩქარა მისვლა. ა-–----------------ას დაურეკა და მისვლა სთხოვა, რადგან პოლიციელები იყვნენ მის ეზოში. თითქმის მასთან ერთად მივიდა ალბინაც. ერთი პოლიციელი მივარდა, ა------------- უაქციზო სიგარეტებს ინახავსო, რაზეც უპასუხა, რომ ა----ამ ამ დილით უთხრა ჩანთებს რომ ინახავდა და აჩვენებდა, თუ სად იდო. წინ ასფალტზე დაყარეს სიგარეტები და დაითვალეს. უთხრა, რომ ისინი ა----ას ეკუთვნოდა, დაურეკავდა და ისიც მოვიდოდა. პოლიციელებმა მისი მეუღლის მოსვლა მოითხოვეს და შეადგინეს მისი მეუღლის დაკავების ოქმი, რაც მისმა მეუღლემ დახია. პოლიციელებს უთხრა, მეუღლეს რატომ აკავებთ, არაფერ შუაში ვარ, მაგრამ მე დამაკავეთო. არ აინტერესებდა, თუ რას აწერდა ხელს, ისეთ დონეზე მიიყვანეს. ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ ესმოდა, მამიდამისის გამო მისი ოჯახის წევრები რატომ უნდა დაეკავებინათ. ა------------- კვირაში 2–3–ჯერ მიდის მასთან, მისი გაზრდილია, დააქვს ხოლმე ჩანთები, მაგრამ არ კითხულობს, თუ რა მოაქვს. რომ ცოდნოდა თავიდან, რომ ა----ას უაქციზო სიგარეტები მოჰქონდა, არ დაატოვებინებდა.

ბრალდებულ ა-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაკავების წინა ღამეს მიიტანა ლ----------ასთან სიგარეტები. ბაზარში შეიძინა უცნობისგან 3 ყუთი „ჩესტი, „მანჩესტერი“ და სხვა. ცალობით იდო ისინი ჩანთებში. ლ---სთან რომ მივიდა, სარდაფში შევიდა, ნაჭერი გადააფარა ჩანთებს, ავიდა სახლში. ლ---სთან ყოველ მე–2–მე–3 დღეს მიდის ხოლმე. სარდაფი ღია იყო. არავისთვის დაუბარებია, ისე შევიდა სარდაფში. ლ---სთვის არ უთქვამს, თუ რა მიიტანა. მეორე დილით 5 ბლოკი სიგარეტი აიღო, ჩაიდო ჩანთაში და წაიღო. მხოლოდ გზაზე უთხრა ლ---ს, რომ სარდაფში ჩანთების იდო და სთხოვა, ბავშვები არ მისულიყვნენ. ჩანთებში რა იდო, არ უთქვამს. ლ--- თხილნარში წავიდა. სავაჭრო საქონელი ლ---სთან ხშირად დაჰქონდა, თუმცა ისინი არ ეკითხებოდნენ, რას ინახავდა.

მოწმე ბ--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ოპერატიული ინფორმაცია შემოვიდა, რომ ლ----------ა ინახავდა უაქციზო სიგარეტს. ლ--- იყო თხილნარში სახლში როცა მივიდნენ. იქნებოდა შუადღის 2–3 საათი. დედამთილ-მამამთილი დახვდათ. 5-10 წუთში ლ---ც მოვიდა. გამომძიებელმა წარუდგინა დადგენილება. ბრალდებულმა მას ხელი მოაწერა. გამომძიებელმა შესთავაზა, ნებაყოფლობით წარმოედგინა უაქციზო სიგარეტები. ბრალდებულმა განმარტა, რომ უაქციზო სიგარეტები იყო სარდაფში და ეკუთვნოდა მამიდამისს. შეკრული არ იყო ჩანთები, ეტყობოდა, რომ სიგარეტები იდო შიგნით. ნახეს, რომ სიგარეტებს აფხაზური მარკები ჰქონდათ. ოქმი ადგილზე შედგა, გაეცნენ. გარეთ გამოსვლისას ნახეს, რომ ეზოში იდგა ბრალდებულის მეუღლე. სარდაფში შევიდნენ ბრალდებულის მითითებით. იყო ბუნებრივი განათება. მცირე ზომის ფანჯრები ჰქონდა სარდაფს. ჩხრეკას მონაწილეების გარდა სხვა არავინ ესწრებოდა. სიგარეტები სარდაფში დაათვალიერეს, გარეთ დალუქული გამოიტანეს. დაპირისპირება არ ყოფილა, მშვიდი ვითარება იყო.

მოწმე ვ-–---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო 16 სექტემბერს 12 საათისთვის იმის შესახებ, რომ ა------------- ლ----------ას სახლში ინახავდა უაქციზო სიგარეტებს.

2017 წლის 16 სექტემბრის პატაკის მიხედვით, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ა------------- ლ----------ას სახლში ინახავს უაქციზო თამბაქოს ნაწარმს. ა-------------ს ქმედებაში იკვეთება სსკ–ის მე–200 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

მოწმე შ----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ სახლში ლ----------ას დედამთილ-მამამთილი დახვდა. დედამთილმა თქვა, ლ--- მალე მოვაო. რამდენიმე წუთში ლ--- მოვიდა, აუხსნეს, რისთვის იყვნენ მისული. წარუდგინა დადგენილება და წინადადება მისცა, წარმოედგინა დადგენილებაში მითითებული ნივთები. წაუძღვა ლ--- და თქვა, რომ მიიყვანდა უაქციზო სიგარეტებამდე. ჩანთაზე ნაჭერი იყო გადაფარებული. ოთახს სარკმელი ჰქონდა. ეს იყო პირველ სართულზე. ჩანთები იყო გახსნილი. გარედან ეტყობოდა ჩანთას, რომ სიგარეტები იდო, რომლებსაც აფხაზური აქციზი ჰქონდათ. ლ---მ ოქმში მიუთითა, რომ სიგარეტები მამიდამისის იყო. ლ---მ თქვა, მამიდამ სიგარეტები რომ შეიძინა, იცოდა, რომ ეს იყო დანაშაული, მაგრამ გამზრდელ მამიდას პოლიციაში ხომ არ ჩაუშვებდა. ჩხრეკის მერე ლ---ს მეუღლე იყო მოსული - ილია. სხვა არავინ იყო ეზოში. მეუღლე ამბობდა, რომ ლ--- უფრო იყო საქმის კურში, რადგან მამიდამისის სიგარეტი იყო. იქ ეზოში არაფერი მომხდარა. ლ---მ თქვა მოსვლისას, რომ ა----ას უაქციზო სიგარეტები ინახებოდა, მამიდამ შეინახაო. ნაჭრიდანაც ჩანდა სიგარეტი რომ იყო. აფხაზური აქციზი მთლიანად სიგარეტის უკანა მხარეს ფართოდ ეკვრება, მწვანეა და მათი დროშა ახატია, ასევე აწერია აფსნი. ლ---მ თქვა, ნაჭერი იმიტომ დავაფარეთ, რომ ბავშვებს არ ენახათ და სალაპარაკო არ გამხდარიყოო. ეს მთხოვაო ა----ამ. ნაჭერი ა----ამ გადააფარა. ოქმი ადგილზე პირველ სართულზე შედგა. ოქმი ლ---ს მეუღლის სახელზე არ შემდგარა და ის მას არ დაუხევია. ნაჭერი სიგარეტებს არ ფარავდა, იქიდანაც ჩანდა შიგთავსი. ლ---მ უთხრა, ა----ამ დამირეკა და მითხრაო იქ რაც იყო და მთხოვაო, ბავშვებმა არ ნახონო.

მოწმე გ--–--–-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ მათი მისვლის მერე დედამთილი დაუკავშირდა ლ----------ას, რომელიც 10 წუთში მოვიდა. გამომძიებელმა ლ---ს წარუდგინა დადგენილება. ლ--- გაეცნო. გამომძიებელმა უთხრა, თუ ინახავდა უაქციზო სიგარეტებს, წარმოედგინა. ლ---მ უთხრა, რომ ინახავდა სარდაფში. ნაჭერი იყო გადაფარებული, მაგრამ ბოლომდე არ ფარავდა ჩანთას. ღია ჩანთები იყო და სიგარეტები ჩანდა. ოქმი ოთახშივე შედგა. მერე მოვიდა ლ---ს მეუღლე მანქანით. დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონიათ. ლ---მ უთხრა, მამიდის სიგარეტები ინახებაო პირველ სართულზე. გამომძიებელმა ჰკითხა, უაქციზო სიგარეტები ხომ არ ჰქონდა. ლ---მ მიუთითა, სად იყო. ლ---მ იცოდა, რომ ინახავდა უაქციზო სიგარეტებს.

მოწმე ი-–--–--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ პოლიციიდან დაურეკეს და სახლში მისვლა სთხოვეს. მან ლ----------ას დაურეკა და სთხოვა გაერკვია, სახლში რა ხდებოდა. ლ--- თხილნარში იყო. შემდეგ როცა დაურეკა, ლ---მ უთხრა, ა----ას მოტანილ სიგარეტებს ეძებენო. სიგარეტები გაშლილი ჰქონდათ ეზოში. მას უთხრეს, რომ სიგარეტები ამოიღეს მისი სახლიდან. ლ---მ უთხრა, რომ წუხელ ა----ა იყო მისული, რომელმაც ამდილით უთხრა, ბავშვები არ შეეხონო ჩანთებს. ჰგონებია მსხვრევადი ნივთები იდო შიგ. ეტყობა, მისი მოტანილიაო. ოქმის ხელმოწერას აიძულებდნენ, რაც დახია. ატყდა ხმაური. ეს რომ ნახა, ლ---მ თქვა, მამიდის მოტანილია, მე ვიცოდი და მოგიწერთო ხელს თუ საჭიროაო, ქმართან და დედამთილთან რა გინდათო. ოქმში, რომელიც დახია, ეწერა, რომ ლ---ს მითითებით სარდაფიდან ამოიღეს სიგარეტები. ლ---მ ალბათ იფიქრა, რომ მეუღლეს დაუჭერდნენ და იმიტომ თქვა, ვიცოდიო. სინამდვილეში არ იცოდა. ახალი ოქმი შეადგინეს, რასაც ლ---მ მოაწერა.

მოწმე ა-–----------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ ეზოში ჩანთები იდო. ამოღებული იყო სიგარეტები და გაშლილი ეყარა. ლ----------ა ესაუბრებოდა პოლიციელებს, არ მინახავსო როდის მოიტანაო, დამიბარაო, რომ ჩანთა დატოვა, მე არ ვიციო არაფერი. შეკამათება გაიგო, ილუშა ედავებოდა პოლიციელებს. ლ---ც ჩაერთო, ამბობდა, კი, ვიცოდიო. ჰკითხა ლ----------ას, აქამდე ამბობდი, არ ვიცოდიო, ეხლა ამბობ რომ იცოდი, სინამდვილეში როგორ არისო. ლ---მ უპასუხა, ეხლა ასე რომ არ ვთქვა, ჩემი ქმარი ხიფათში ჩავარდებაო. პოლიციელიც ეუბნებოდა ლ---ს, როგორ არ იცოდიო შენს სახლში რა იყო. ლ--- პასუხობდა, ყოველ წუთს ხომ არ ვაკონტროლებო, რას მოიტანსო. ილუშამ დახია ოქმი და ახალი ოქმი შეადგინეს ლ---ს სახელზე. ლ---მ უთხრა, რომ ა----ას გასვლისას დაუბარებია, ჩანთები დავტოვე და ბავშვები არ მივიდნენო. თავიდან ლ--- ამბობდა, არ ვიცი ჩანთა საიდან მოვიდაო.

მოწმე ც---–--–-------ს ჩვენების თანახმად, ა------------- ყოველკვირა დადის მათთან. 13 საათი იქნებოდა, როცა მასთან პოლიციელები მივიდნენ, სიგარეტებს და ჩანთებს ვეძებთო. მოვიდა ლ----------ა, რომელიც ამბობდა, მამიდამ მითხრაო, ჩანთები დავტოვე სარდაფში და ბავშვები არ მივიდნენო. არ ვიციო შიგნით რა არისო. პოლიციელებმა მინდორზე დაყარეს სიგარეტები. ილუშას ოქმზე ხელმოწერა მოსთხოვეს, მაგრამ მან ოქმი დახია. დაიწყო გაწევ–გამოწევა. ლ---მ თქვა, არ ვარო საქმის კურსში, მაგრამ ჩემზე გააფორმეთო ოქმი.

მოწმე დ----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ლ----------ასთან ერთად იყო თხილნარში. ლ---ს მეუღლემ დაურეკა, პოლიციელები არიანო სახლში და მიდიო. მისვლისას ლ---ს უთხრეს, რომ ა----ას უაქციზო სიგარეტები იყო მასთან. ლ---მ არ იცოდა. ა----ას ნათქვამი ჰქონდა ლ---სთვის, ბავშვები არ მისულიყვნენ ჩანთებთან, რომელიც სარდაფში ჰქონდა დატოვებული. ეს უთხრა ლ---მ პოლიციელებს. 3 თურქული ჩანთა გამოიტანეს, გახსნეს და ნახეს, რომ სიგარეტები იყო შიგნით. მერე ოქმი შეადგინეს, რაც ილო აქუბარდიამ დახია. წაკამათდნენ ამაზე. ლ---მ თქვა, მე ვიცოდიო ჩანთებზე და ჩემ სახელზე დაწერეთო. ალბათ შეეშინდა ლ---ს ილოს სახელზე რომ წერდნენ ოქმს და ამიტომ უთხრა ეს. აფხაზური სიგარეტები იყო.

ლ----------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა ლ----------ას საცხოვრებელ სახლში, დამხმარე შენობა-ნაგებობაში და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭ--–-–-. ლ----------ამ განაცხადა, რომ უაქციზო სიგარეტები ინახებოდა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე სარდაფში, რის შედეგად საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე სარდაფში ლ----------ას მითითებით აღმოჩენილ იქნა სამი ცალი ხელჩანთა, რომელთა ელვა შესაკრავები იყო გახსნილი. სამივე ხელჩანთაში მოთავსებული იყო სხვადასხვა დასახელების სიგარეტი, კერძოდ 1) 520 კოლოფი უაქციზო სიგარეტიო ,, ფესტი’’ 2) 117 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,მ1’’ და 3) 510 კოლოფი სიგარეტი ,,არმადა’’, რაც ამოღებამდე წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს. სამივე ხელჩანთა დაილუქა, ლუქზე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ შესრულებულ იქნა ხელმოწერები და დაესვა თარიღი.

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია შეაფასოს ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებები. აღსანიშნავია, რომ მოწმეები, რომლებიც უთითებენ ლ----------ას მიერ ნივთების შენახვის ფაქტზე, არიან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელები, რომლებმაც ინფორმაცია მიიღეს ბრალდებულისგან, თუმცა ბრალდებული სასამართლო სხდომაზე უარყოფს იმ ინფორმაციას, რომელზეც უთითებენ ირიბი მოწმეები. ამდენად, აღნიშნული მოწმეების ჩვენების ეს ნაწილი ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ასეთი დასკვნა ეფუძნება ასევე იმ გარემოებას, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გაკეთებული განცხადებები, თუ ასეთი განცხადებები ნამდვილად გაკეთდა, არის მოწმისთვის ცრუ ჩვენებაზე პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილებამდე, ასევე მისი უფლება-მოვალეობების (მათ შორის დუმილის, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის, ადვოკატის უფლების) განმარტებამდე გაკეთებული განცხადება, რომელიც, თუ არ იქნა დადასტურებული ასეთი განმარტებებისა და გაფრთხილების შედეგად სასამართლო სხდომაზე, ვერ ჩაითვლება სანდო, უტყუარ, ბრალდებულის უფლებების დაცვით მიღებულ ინფორმაციად და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოწმეების და ბრალდებულის მიერ დასახელებული ინფორმაცია იმდენად ახლოს არის ერთმანეთთან, რომ შეიძლება არსებული სხვაობა განსხვავებული აღქმის ბრალის იყოს. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 24--ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. აღსანიშნავია ასევე, რომ სსსკ–ის 24-–ე მუხლის მოქმედება ვრცელდება არა მხოლოდ გამოკითხვის ოქმზე, არამედ სხვა მოქმედებებზეც, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტზე, გამოკითხვამდე გამომძიებლისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე, ჩხრეკის პროცესში გაკეთებულ განცხადებებზე და სხვა. ბრალდებულმა ლ----------ამ რომ იცოდა ა-------------ს მიერ უაქციზო სიგარეტების მის სახლში შენახვა, ამას ადასტურებენ მხოლოდ ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, რომლებიც უთითებენ, რომ ჩხრეკის დროს ლ----------ამ განუცხადა მათ ამის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს სხვა მოწმეებმა. მათ ახსნეს, რომ ლ----------ამ არაფერი იცოდა უაქციზო სიგარეტების შესახებ. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ ა------------- მის სარდაფში ინახავდა ჩანთებს, რომლებშიც ისეთი საგნები ინახებოდა, რომ ბავშვების მიახლოება არ იყო სასურველი. ეს საგნები რომ უაქციზო სიგარეტები იყო, ლ----------ამ არ იცოდა. ლ----------ამ მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა ჩხრეკის ოქმს ხელი, როცა მისი მეუღლის დაკავების საფრთხე გაჩნდა და ეს გააკეთა იმ მიზნით, რომ გადაერჩინა მისი მეუღლე. მოწმეთა ჩვენებებიდან გაირკვა, რომ ა------------- ლ----------ას სახლში მივიდა გვიან ღამით, სარდაფში დატოვა უაქციზო სიგარეტები და ავიდა სახლში, ეთამაშა ბავშვებს და დაიძინა. იმ დღეს ლ----------ასთვის არაფერი უთქვამს სიგარეტების შესახებ. მხოლოდ მეორე დილით სახლიდან გასვლისას უთხრა, რომ ჩანთას არ მიახლოებოდნენ ბავშვები. ამის შემდეგ ლ----------ა თხილნარში წავიდა და სახლში დაბრუნდა მხოლოდ პოლიციელების მისვლის შემდეგ. ამდენად, ირკვევა, რომ ლ----------ას რაიმე აქტიური მოქმედებები ჩანთებთან არ განუხორციელებია. ის ამას ვერც მოასწრებდა, ვინაიდან ჩანთების შესახებ გაგების შემდეგ ის სახლში არ ყოფილა.

შენახვა ნიშნავს ნივთებისთვის ადგილის მიჩენას. ირკვევა, რომ ნივთებისთვის ადგილი ლ----------ას არ მიუჩენია.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზეც, რომ აქტიური მოქმედების გარეშე მხოლოდ ცოდნა დანაშაულის შესახებ არ წარმოადგენს ნივთების შენახვას. ეს დანაშაულის შეუტყობინებლობის ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც, განსახილველ შემთხვევაში, არ ყოფილა. ბრალდების მხარის მოწმეები არ უთითებენ ლ----------ას მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებაზე, ისინი მხოლოდ ნივთების შესახებ ცოდნაზე მიუთითებენ. ამდენად, შეუტყობინებლობის შემადგენლობაც არ არის ლ----------ას ქმედებაში არათუ უაქციზო სიგარეტების შენახვის.

ამდენად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა ლ----------ას მიერ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა.

 

3.3. პირთა ჯგუფის მიერ

 

საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა ჯგუფურად.

იმ პირობებში, როცა ბრალდებულის მიერ დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება არ დასტურდება, შეუძლებელია მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე მსჯელობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად აცხადებს პირთა ჯგუფის მიერ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ----------ას მიერ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვას, რის გამოც ბრალდებულ ლ----------ას მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

II. ბრალდებულ ა-------------ს ქმედება

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2017 წლის სექტემბრის თვეში ა-------------მ გამოძიებით დაუდგენელი პირისგან, ზუგდიდის ბაზრის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე, შეიძინა 3 132 ლარის ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი, აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ 520 კოლოფი სიგარეტი წარწერით „ФЭСТ“ , 117 კოლოფი სიგარეტი წარწერით „M1” და 510 კოლოფი სიგარეტი წარწერით „ARMADA”, რასაც 2017 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით ა------------- ჯგუფურად ლ----------ასთან ერთად ინახავდა წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭ--–-–- მდებარე ლ----------ას საცხოვრებელ სახლში.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2017 წლის სექტემბრის თვეში ა-------------მ შეიძინა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ 520 კოლოფი სიგარეტი წარწერით „ФЭСТ“ , 117 კოლოფი სიგარეტი წარწერით „M1” და 510 კოლოფი სიგარეტი წარწერით „ARMADA”, რასაც 2017 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით ა------------- ინახავდა ლ--- ჯ----ს საცხოვრებელი სახლში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი

 

სსკ-ის მე-200 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი ქვეყნის საფინანსო ინტერესებია. აღნიშნული დანაშაულის საგანია მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონელი: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ნაწარმი. დანაშაულის საგანზე უკვე გაკეთდა დასკვნა ლ----------ას ბრალდების ნაწილში, რაც ვრცელდება ა-------------ს ბრალდების ნაწილზეც.

 

3.2 აქციზური მარკის გარეშე შენახვა

 

ბრალდებულ ლ----------ას ჩვენებით ირკვევა, რომ 15 სექტემბერს ღამით მასთან მივიდა ა-------------. დილით ა----ამ უთხრა, რომ ჩანთები ჰქონდა დატოვებული და ბავშვები არ მისულიყვნენ. ამის მერე მეუღლემ დაურეკა, სახლში მიდიო. როცა მივიდა, პოლიციელმა ჰკითსა, ა------------- უაქციზო სიგარეტებს სად ინახავსო. უპასუხა, ამ დილით მითხრა ჩანთებს რომ ინახავდა და გაჩვენებთ სად არისო. ორი პოლიციელი უკვე შესული იყო სარდაფში. წინ ასფალტზე დაყარეს სიგარეტები და დაითვალეს. ჩანთები გახსნილი იყო. პოლიციელებმა გახსნეს. ა------------- კვირაში 2-3 ჯერ მიდის მათთან, ჩანთები დააქვს ხოლმე.

ბრალდებულ ა-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაკავების წინა დღეს მიიტანა ლ---სთან სარდაფში უაქციზო სიგარეტები. ბაზარში შეიძინა ისინი უცნობისგან. 3 ყუთი იყო ,,ჩესტი“, „მანჩესტერი“ და კიდევ ერთი. 17 ლარად იყიდა 1 ბლოკი. ტაქსით წავიდა ლ---სთან, ღამით მივიდა, სარდაფში შევიდა, ნაჭერი გადააფარა ჩანთებს და ავიდა ზევით. ყოველ მეორე, მესამე დღეს არის ლ---სთან. ცალობით იდო ჩანთებში სიგარეტები. სარდაფი ღია იყო. მეორე დილით ბაზარში დაიწყო სიგარეტების გაყიდვა. ჰყავს პირველი ჯგუფის ინვალიდი ძმა, რომელსაც ასევე ხელი ამპუტირებული აქვს. გაჭირვებამ ჩაადენინა აღნიშნული ქმედება.

მოწმე ბ--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა პროკურორის დავალების საფუძველზე. ლ----------ამ განმარტა, რომ იყო სარდაფში უაქციზო სიგარეტები, რომელიც ეკუთვნოდა მამიდამისს. შეკრული არ იყო ჩანთები, ეტყობოდა, რომ სიგარეტები იყო შიგნით, ნახეს, რომ უაქციზო სიგარეტი ჰქონდათ. სანამ ლ--- არ იტყოდა ა----აზე, მანამდე მან არ იცოდა მის შესახებ.

მოწმე ვ-–---------------ს ჩვენებით და მისი პატაკით ირკვევა, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, ა------------- ლ---ს სახლში ინახავდა უაქციზო სიგარეტებს.

მოწმე შ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ლ----------ას წარუდგინა დადგენილება და წინადადება მისცა, წარმოედგინა დადგენილებაში მითითებული ნივთები. წაუძღვა ლ--- და აჩვენა უაქციზო სიგარეტები. ჩანთაზე ნაჭერი იყო გადაფარებული. ოთახს სარკმელი ჰქონდა. ეს იყო პირველი სართული. ჩანთები იყო გახსნილი, გარედან ეტყობოდა ჩანთას, რომ სიგარეტები იყო, რომლებსაც აფხაზური აქციზი ჰქონდათ. ლ---მ ოქმში მიუთითა, რომ სიგარეტები მამიდამისის იყო. ნაჭრიდანაც ჩანდა, სიგარეტი რომ იყო. აფხაზური აქციზი მთლიანად სიგარეტის უკანა მხარეს ფართოდ ეკვრება. ნაჭერი ა----ამ გადააფარა.

მოწმე გ--–--–-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ გამომძიებელმა ლ----------ას წარუდგინა დადგენილება. გამომძიებელმა უთხრა, თუ ინახავდა უაქციზო სიგარეტებს, წარმოედგინა. ლ---მ მიუთითა სარდაფზე. ნაჭერი იყო გადაფარებული, მაგრამ ბოლომდე არ ფარავდა ჩანთებს. ღია ჩანთები იყო და სიგარეტები ჩანდა. ოქმი ოთახშივე შედგა. ლ---მ უთხრა, მამიდის სიგარეტები ინახებაო პირველ სართულზე.

მოწმე ი-–--–--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 16 სექტემბერს ლ----------ამ უთხრა, ა----ას მოტანილ სიგარეტებს ეძებენო პოლიციელები. სიგარეტები გაშლილი ჰქონდათ ეზოში. ლ---მ უთხრა, ა----ას უთქვამს დილით, ბავშვები არ შეეხონო ჩანთებს. ეტყობა მისი მოტანილიაო. გამომძიებელმა წაუკითხა ოქმი და ხელმოწერას სთხოვა. იქ ეწერა, რომ ლ---ს მითითებით მისი სახლის სარდაფიდან ამოიღეს სიგარეტები.

მოწმე ა-–----------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 16 სექტემბერს ლ----------ამ დაურეკა, სახლში არიან პოლიციელები და მოდიო. ეზოში ჩანთები იდო. ამოღებული იყო სიგარეტები და გაშლილი ეყარა. ლ---მ უთხრა, ა----ამ დაუბარა გასვლისას, რომ ჩანთა ჰქონდა დატოვებული და ბავშვები არ შესულიყვნენ. ორი თურქული ჩანთა იდო გარეთ.

მოწმე ც---–--–-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 15 სექტემბერს ა------------- მივიდა. მეორე დღეს პოლიციელები მის სახლში ჩანთებს ეძებდნენ. სიგარეტები არისო ჩანთაში. სარდაფის კარი ღია იყო. პოლიციელები იყვნენ შიგნით. ლ--- ამბობდა, მამიდამ მითხრა, ჩანთა დავტოვე სახლში და ბავშვები არ მივიდნენო. მინდორში დაყარეს სიგარეტები.

მოწმე დ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ლ----------ას სახლში პოლიციელები იყვნენ. ლ---ს უთხრეს, რომ აგნინას უაქციზო სიგარეტები იყო მასთან. ა----ას ნათქვამი ჰქონდა ლ---სთვის, ბავშვები არ მისულიყვნენ ჩანთებთან. ეს უთხრა ლ---მ პოლიციელებს. 3 თურქული ჩანთა გამოიტანეს. გახსნეს და სიგარეტები იყო შიგნით. სიგარეტები ეზოში პირელ სართულზე დააწყვეს. აფხაზური სიგარეტი იყო.

2017 წლის 16 სექტემბრის ლ----------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა ლ----------ას საცხოვრებელ სახლში, დამხმარე შენობა-ნაგებობაში და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭ--–-–-. ლ----------ამ განაცხადა, რომ უაქციზო სიგარეტები ინახებოდა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე სარდაფში. რის შედეგად საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე სარდაფში, ლ----------ას მითითებით აღმოჩენილი იქნა სამი ცალი ხელჩანთა, რომელთა ელვა შესაკრავები იყო გახსნილი. სამივე ხელჩანთაში მოთავსებული იყო სხვადასხვა დასახელების სიგარეტები, კერძოდ 1) 520 კოლოფი უაქციზო სიგარეტიო ,, ფესტი’’ 2) 117 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,მ1’’ და 3) 510 კოლოფი სიგარეტი ,,არმადა’’. რაც ამოღებამდე წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, სამივე ხელჩანთა დაილუქა, ლუქზე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ შესრულებული იქნა ხელმოწერები და დაესვა თარიღი.

მნიშვნელოვანია, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის და აცხადებს, რომ ა-------------მ შეინახა აღნიშნული თამბაქოს ნაწარმი ლ----------ას საცხოვრებელ სახლში, რაც დადასტურებულია ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

3.3. პირთა ჯგუფის მიერ

 

როგორც წარდგენილი ბრალდებიდან ირკვევა, ბრალდების მხარე ა-------------ს ედავება ლ----------ასთან ერთად აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე ჯგუფურად შენახვას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს, რომ ა----ა ჯ---- ლ----------ას ერთად ჯგუფურად ინახავდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელს. იმ პირობებში, როცა ლ--- ჯ---- წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, ა-------------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებაშიც უნდა შევიდეს ცვლილება და ა-------------ს უნდა ამოერიცხოს მაკვალიფიცირებელი ნიშანი.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ ბრალდებულ ა-------------ს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ლ--- ჯ----ს სახლში ინახავდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ საქონელს აქციზური მარკის გარეშე.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მართალია, უარყოფს წარდგენილი ბრალდების სისწორეს, თუმცა, იმავდროულად მიუთითებს სხვა დანაშაულის ნიშნებზე, რომელიც ა-------------ს არ აქვს ბრალად წარდგენილი, თუმცა რომელსაც მოიცავს მისი ქმედება და რომელიც არის ბრალად წარდგენილ ქმედებაზე მსუბუქი დანაშაული, რის გამოც ა------------- წარდგენილ ბრალდებაში კი არ უნდა გამართლდეს, არამედ მისი ქმედების სამართლებრივი შეფასება უნდა შეიცვალოს ბრალდებულის სასიკეთოდ და მისი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველ ნაწილზე.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია ბრალდებულ ა-------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველ ნაწილის შემადგენლობის განხორციელება.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ა-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება.

ა-------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა), მიზანს (დამატებითი შემოსავლის მიღება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (განზრახვა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (3 ჩანთა საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა ახლობლის სახლში), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ინვალიდი ძმა, უჭირს ეკონომიკურად) ბრალდებულის პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის სანქციას. კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულების პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულებს (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრა.

ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.

განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის პირობებში იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად. რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, ჩადენილი ქმედების ბუნებისა და ბრალდებულების მძიმე მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლასთან ერთად, სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად და იმისათვის, რომ ბრალდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მას უნდა დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა 3 წლით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს სსსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ა-------------ს დაკავებულად ყოფნის პერიოდი უნდა ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში.

 

7. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა, რაც გამოყენებულია კიდეც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. სსსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, რომლის უზრუნველსაყოფადაც უძრავ ქონებას ადევს ყადაღა. ამდენად, გირაოს უზრუნველსაყოფად უძრავ ნივთზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია უაქციზო სიგარეტები, რომლებიც წარმოადგენენ რაიმე ღირებულების არმქონე ნივთებს და ისინი, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განადგურებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-1- ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ლ----------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ლ----------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის №(12/1197-2017) განჩინებით დაყადაღებულ, ი-–--–--------------ს კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე ჯვარი, მ---------------ს ქ. N2, პირველი სართული, შენობა-ნაგებობის ფართი 134,7 კვმ. (საკადასტრო კოდი 4-.1-.3-.0--.01.503) მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

ლ----------ას განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

ა-------------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველ ნაწილზე.

ა------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

ა-------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 16 სექტემბრიდან იმავე წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.

პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ა-------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთმტკიცებები: უაქციზო სიგარეტები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია