გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110310018002410411
N3/46-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19.06.2018 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელეები: ქე----ან ის---ძე, ნ--ა წა--ძე, ნ--ა შა-–------იძე, ელ--- ნე------ძე, ნ--ა ცე--–--ძე, მაია ქა-------ძე, ი---ა კო----ძე, მ--ა ფე----ე, ნ--–ი ბე----–-ილი, ია მი--–-ძე, გ---ა გუ------ძე, მი----ნ კვ-------–--ლი, პა---ა კვ-------–--ლი, გი-----ი გუ---–-ძე, ტა----ლ კა--–-ძე, ნი----–--ზ კა----ძე, ლე--- კვ------ძე, გია გა-----–--ე, ავ-------ლ ძა-----ძე;
წარმომადგენლები: ნ--ო ნე------ძე, კ--ა შა-----–-ძე;
მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენლები: მაია გუ-----–ი, მა-–--ზ მა--------ნი;
დავის საგანი: ბრძანების ძალადაკარგულად აღიარება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ძალადაკარგულად იქნეს აღიარებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანება ადმინისტრაციულ ერთეულებში ადმინისტრაციული სამსახურის მე-4 რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებად განსაზღვრის ნაწილში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფაქტობრივი გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით მოსარჩელეთა - ქე----ან ის---ძის, ნ--ა წა--ძის, ნ--ა შა-–------იძის, ელ--- ნე------ძის, ნ--ა ცე--–--ძის, მაია ქა-------ძის, ი---ა კო----ძის, მ--ა ფე----ის, ნ--–ი ბე----–-ილის, ია მი--–-ძის, გ---ა გუ------ძის, მი----ნ კვ-------–--ლის, პა---ა კვ-------–--ლის, გი-----ი გუ---–-ძის, ტა----ლ კა--–-ძის, ნი----–--ზ კა----ძის, ლე--- კვ------ძის, გია გა-----–--ის, ავ-------ლ ძა-----ძის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე;
1.3. ქე----ან ის---ძე, ნ--ა წა--ძე, ნ--ა შა-–------იძე, ელ--- ნე------ძე, ნ--ა ცე--–--ძე, მაია ქა-------ძე, ი---ა კო----ძე, მ--ა ფე----ე, ნ--–ი ბე----–-ილი, ია მი--–-ძე, გ---ა გუ------ძე, მი----ნ კვ-------–--ლი, პა---ა კვ-------–--ლი, გი-----ი გუ---–-ძე, ტა----ლ კა--–-ძე, ნი----–--ზ კა----ძე, ლე--- კვ------ძე, გია გა-----–--ე, ავ-------ლ ძა-----ძე აღდგენილ იქნ-- გათავისუფლებამდე მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე;
1.4. ქე----ან ის---ძეს, ნ--ა წა--ძეს, ნ--ა შა-–------იძეს, ელ--- ნე------ძეს, ნ--ა ცე--–--ძეს, მაია ქა-------ძეს, ი---ა კო----ძეს, მ--ა ფე----ეს, ნ--–ი ბე----–-ილის, ია მი--–-ძეს, გ---ა გუ------ძეს, მი----ნ კვ-------–--ლს, პა---ა კვ-------–--ლს, გი-----ი გუ---–-ძეს, ტა----ლ კა--–-ძეს, ნი----–--ზ კა----ძეს, ლე--- კვ------ძეს, გია გა-----–--ეს, ავ-------ლ ძა-----ძეს აუნაზღაურდეთ იძულებითი განაცდური ყოველთვიური ხელფასის - 800 ლარის (დარიცხული) გათვალისწინებით, 2018 წლის 1 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე;
1.5. გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენისა და სამი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელეები საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შედეგების მიხედვით დაინიშნენ ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტებად 3 თვის გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადა ჩაეთვალათ დამაკმაყოფილებლად და მოსარჩელეები დაინიშნენ საჯარო მოხელეებად განუსაზღვრელი ვადით. 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანების საფუძველზე, ისინი გადაყვანილ იქნენ ვადიან შრომით ხელშეკრულებაზე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მხრიდან პირვანდელ პოზიციაზე დაბრუნების დაპირების საფუძველზე, მოსარჩელეებთან გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბერის N43 1320 ბრძანებით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეთა პოზიციები 2017 წლის 29 დეკემბრიდან გარდაიქმნა პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობებად. მუნიციპალიტეტის მერმა თანასწორ პირობებში მყოფი სპეციალისტებიდან, გამორჩეულად ნაწილი დააბრუნა თანამდებობებზე, ხოლო მოსარჩელეები შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის მოტივით გაანთავისუფლა სამსახურიდან. მერის ფაქტობრივი გადაწყვეტილება მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ უკანონოა და შეიზღუდა მათი კანონიერი უფლებები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან გაშვებულია ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის, 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანების, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადები. ვადიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული იქნა კანონით დადგენილი წესების დაცვით, მხარეები ხელმოწერით დაეთანხმნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობას. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად კი ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე , საჯარო დაწესებულებები იყვნენ ვალდებულნი 2017 წლის 01 ივლისამდე მოეხდინათ დაწესებულებაში არსებული თანამდებობების იერარქიულ რანგში განაწილება. აგრეთვე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ საჯარო მოხელეებად გარდაქმნა ან შესაბამისი ფუნქციების და უფლება მოვალეობების მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 156-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს მხოლოდ 2017 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შეიძლება ყოლოდა დადგენილ ზღვრულ ოდენობამდე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რის საფუძველზეც გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები.
შესაბამისად მხარის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქე----ან ის---ძე 2013 წლის 18 იანვრიდან 2015 წლის 04 მაისამდე დასაქმებული იყო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 იანვრის N42 ბრძანება;
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 17 აპრილის N182 ბრძანება;
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 16 ივლისის N434 ბრძანება;
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 20 აგვისტოს N542 ბრძანება;
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 19 ნოემბრის N755 ბრძანება;
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 13 იანვრის N43 13 ბრძანება;
3.1.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 მაისის N43 608 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით ქე----ან ის---ძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 მაისის N43 608 ბრძანება;
3.1.3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 943 ბრძანებით, ქე----ან ის---ძეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 943 ბრძანება;
3.2.1. მი----ნ კვ-------–--ლი 2013 წლის 15 მაისიდან 2015 წლის 15 მაისამდე დასაქმებული იყო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 15 მაისის N255 ბრძანება;
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 17 ივლისის N588 ბრძანება;
3.2.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 15 მაისის N43 681 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით მი----ნ კვ-------–--ლი დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 15 მაისის N43 681 ბრძანება;
3.2.3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 13 აგვისტოს N43 1001 ბრძანებით, მი----ნ კვ-------–--ლს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 13 აგვისტოს N43 1001 ბრძანება;
3.3.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 25 აგვისტოს N43 1040 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით ნ--ა წა--ძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 25 აგვისტოს N43 1040 ბრძანება;
3.3.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 24 ნოემბრის N43 1319 ბრძანებით, ნ--ა წა--ძეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 24 ნოემბრის N43 1319 ბრძანება;
3.4.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 02 თებერვლის N43 218 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით ნ--ა ცე--–--ძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 02 თებერვლის N43 218 ბრძანება;
3.4.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 01 მაისის N43 602 ბრძანებით, ნ--ა ცე--–--ძეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 01 მაის N43 602 ბრძანება;
3.5.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 მაისის N43 629 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით ელ--- ნე------ძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 მაისის N43 629 ბრძანება;
3.5.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 953 ბრძანებით, ელ--- ნე------ძეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 953 ბრძანება;
3.6.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 06 მაისის N43 647 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით გ---ა გუ------ძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 06 მაისის N43 647 ბრძანება;
3.6.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 960 ბრძანებით, გ---ა გუ------ძეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 960 ბრძანება;
3.7.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 02 თებერვლის N43 263 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით ნ--–ი ბე----–-ილი დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 02 თებერვლის N43 263 ბრძანება;
3.7.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 01 მაისის N43 598 ბრძანებით, ნ--–ი ბე----–-ილს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 01 მაისის N43 598 ბრძანება;
3.8.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 20 თებერვლის N43 355 ბრძანებით მიხედვით გია გა-----–--ე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 20 თებერვლის N43 355 ბრძანება;
3.8.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 მაისის N43 624 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით გია გა-----–--ე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 მაისის N43 624 ბრძანება;
3.8.3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 934 ბრძანებით, გია გა-----–--ეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 934 ბრძანება;
3.9.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 07 ოქტომბერს N43 93 ბრძანებით მიხედვით ნი----–--ზ კა----ძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 07 ოქტომბრის N43 93 ბრძანება;
3.9.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 01 თებერვალს კონკურსის შედეგების მიხედვით ნი----–--ზ კა----ძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 01 მაისის N43 596 ბრძანებით, ნი----–--ზ კა----ძეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 01 მაისის N43 596 ბრძანება;
- მხარეთა განმარტებები;
3.10.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 27 მაისის N43 506 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით ი---ა კო----ძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით. ი---ა კო----ძეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 27 მაისის N43 506 ბრძანება;
- მხარეთა განმარტებები;
3.11.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 11 თებერვლის N43 323 ბრძანებით მიხედვით ტა----ლ კა--–-ძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 11 თებერვლის N43 323 ბრძანება;
3.11.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 მაისის N43 622 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით ტა----ლ კა--–-ძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 მაისის N43 622 ბრძანება;
3.11.3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 935 ბრძანებით, ტა----ლ კა--–-ძეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 935 ბრძანება;
3.12.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 თებერვლის N43 287 ბრძანებით მიხედვით მ--ა ფე----ე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 თებერვლის N43 287 ბრძანება;
3.12.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 მაისის N43 628 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით მ--ა ფე----ე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 მაისის N43 628 ბრძანება;
3.12.3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 954 ბრძანებით, მ--ა ფე----ეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 954 ბრძანება;
3.13.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 07 ოქტომბრის N43 98 ბრძანებით მიხედვით ლე--- კვ------ძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 07 ოქტომბრის N43 98 ბრძანება;
3.13.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 02 თებერვლის N43 264 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით ლე--- კვ------ძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 02 თებერვლის N43 264 ბრძანება;
3.13.3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 01 მაისის N43 601 ბრძანებით, ლე--- კვ------ძეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 01 მაისის N43 601 ბრძანება;
3.14.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 07 მაისის N43 660 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით გი-----ი გუ---–-ძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 07 მაისის N43 660 ბრძანება;
3.14.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 961 ბრძანებით, გი-----ი გუ---–-ძეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 961 ბრძანება;
3.15.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 მაისის N43 621 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით მაია ქა-------ძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 მაისის N43 621 ბრძანება;
3.15.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 936 ბრძანებით, მაია ქა-------ძეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 936 ბრძანება;
3.16.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 მაისის N43 619 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით ავ-------ლ ძა-----ძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 მაისის N43 619 ბრძანება;
3.16.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 937 ბრძანებით, ავ-------ლ ძა-----ძეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 937 ბრძანება;
3.17.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 01 მაისის N43 605 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით ნ--ა შა-–------იძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 01 მაისის N43 605 ბრძანება;
3.17.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 31 ივლისის N43 916 ბრძანებით, ნ--ა შა-–------იძეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 31 ივლისის N43 916 ბრძანება;
3.18.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 06 მაისის N43 648 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით პა---ა კვ-------–--ლი დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის აგვისტოში , პა---ა კვ-------–--ლს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 06 მაისის N43 648 ბრძანება;
- მხარეთა განმარტებები;
3.19.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 მაისის N43 643 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით ია მი--–-ძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შრომის წიგნაკი;
3.19.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 949 ბრძანებით, ია მი--–-ძეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შრომის წიგნაკი;
3.20. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად განსაზღვრის შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 22 ივნისის N43 480 ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობა 2017 წლის 01 ივლისიდან გარდაიქმნა შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 22 ივნისის N43 480 ბრძანება;
3.21. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებზე ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელეებთან 2017 წლის 29 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულებები, 2017 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანება;
- 2017 წლის 29 ივნისის შრომითი ხელშეკრულებები;
3.22. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის N43 1320 ბრძანებით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეთა პოზიციები 2017 წლის 29 დეკემბრიდან გარდაიქმნა პროფესიულ საჯარო მოხელის თანამდებობად, მათ შორის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტების პოზიციები და უკლებრივ ყველას აღუდგა პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის N43 1320 ბრძანება;
3.23. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 29 დეკემბერის N45 დადგენილებით დაამტკიცა, ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები" („საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ გვერდზე განთავსდა 2018 წლის 04 იანვარს).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N45 დადგენილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.24. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 31 იანვარს მიღებულ იქნა N3 დადგენილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ", აღნიშნული დადგენილების მოქმედება გავრცელდა 2018 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N3 დადგენილება;
3.25. მოსარჩელეები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაფრთხილებულ იქნენ, რომ მათთან გაფორმებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2017 წლის 31 დეკემბერს და აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს. მოსარჩელეები ისე განთავისუფლდნენ სამსახურიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილება ხელშეკრულების ვადის გასვლის შესახებ 2017 წლის 26 დეკემბრის N43/9817.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- ევროპის სოციალური ქარტია;
- „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი ;
- ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელეთა მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმეზე ბს-1339-1324(კ-11)) ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.3 მუხლის საფუძველზე განმარტა: სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო კანონი ამგვარ უფლებამოსილებაზე არ უთითებს სადავო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევისას, ვითარების იდენტურობიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 7.2 მუხლის (კანონის ანალოგია) დანაწესის საფუძველზე იგივე მიდგომა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაშიც...
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად განსაზღვრის შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 22 ივნისის N43 480 ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობა 2017 წლის 01 ივლისიდან გარდაიქმნა შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებზე ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელეებთან 2017 წლის 29 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულებები, 2017 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის N43 1320 ბრძანებით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეთა პოზიციები 2017 წლის 29 დეკემბრიდან გარდაიქმნა პროფესიულ საჯარო მოხელის თანამდებობად, მათ შორის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტების პოზიციები.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის N43 1320 ბრძანება მართალია არ შეიცავს მითითებას კონკრეტულად რომელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცხადდა ძალადაკარგულად თუმცა მოწესრიგებული სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტების თანამდებობა მათი ფუნქციებიდან გამომდინარე წარმოადგენს პროფესიული საჯარო მოხელის პოზიციას და მითითებული ბრძანების დანართით განსაზღვრული ხელშეკრულებით დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეთა პოზიციები (მათ შორის, ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტები) გარდაქმნა პროფესიულ საჯარო მოხელის თანამდებობებად. რითაც დადასტურდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 22 ივნისის N43 480 ბრძანების საფუძველზე ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის თანამდებობის შრომით ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად განსაზღვრის მიზანშეუწონლობა.
კონკრეტული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების, მოსარჩელეთა მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი მდგომარეობს შემდეგში, რომ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების პირობებში მოსარჩელეები რჩებიან პროფესიული საჯარო მოხელეების რანგში და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პრივილეგიები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ძალადაკარგულად ცნობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანებას ადმინისტრაციულ ერთეულებში ადმინისტრაციული სამსახურის მე-4 რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებად განსაზღვრის ნაწილში.
6.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის N43 1320 ბრძანება გავრცელდა ახალ საშტატო ერთეულებზე, სადაც შემცირებულია ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტების შტატები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N45 დადგენილება საკანონმდებლო მაცნეს ვებ გვერდზე განთავსდა 2018 წლის 04 იანვარს, შესაბამისად ძალაში შევიდა მისი გამოქვეყნების დღიდან. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N3 დადგენილების მოქმედება გავრცელდა 2018 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. სასამართლო მიუთითებს, რომ 2017 წლის 29 დეკემბრისათვის, როდესაც ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტების შტატები გარდაიქმნა პროფესიულ საჯარო მოხელეებად ძალაში იყო 2017 წლის 28 ივნისის N16 დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხა, შესაბამისად პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგში დაბრუნებას ექვემდებარებოდა უკლებრივ ყველა სპეციალისტი.
6.3. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
ევროპის სოციალური ქარტიის, პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; ხოლო 24-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლი შესაბამისად: საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა.
საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. ამავე კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ხოლო 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია. ამავე კანონის 106-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები 2017 წლის 01 ივლისამდე დასაქმებული იყვნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელის სტატუსით. 2017 წლის 01 ივლისიდან მათი თნამდებობა გარდაიქმნა შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად, ხოლო 2017 წლის 29 დეკემბერს ისევ აღუდგათ პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი. იმ პირობებში, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოსარჩელეები 2017 წლის 31 იანვრისათვის წარმოადგენდნენ პროფესიულ საჯარო მოხელეებს, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის საფუძვლით საჯარო მოხელის სამსახურიდან დათხოვა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2018 წლის 01 იანვრისათვის შეიქმნა იმგვარი ფაქტობრივი გარემოება, რომ საჯარო მოხელეები დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან, ვადის ამოწურვის მოტივით, რაც წინააღმდეგობაში მოდის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეების სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ გამოცემულა აქტის სახით და მოსარჩელეებს არ განემარტათ გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა განისაზღვროს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-1102-1096(კ-17)) მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს.
ასევე უდავოა ის გარემოება, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N3 დადგენილების საფუძველზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შემცირდა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტების შტატები, რაც ობიექტურად იძლევა იმ მოცემულობას რომ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა შტატების შემცირება, რაც წარმოშობს მობილობის პროცედურის დაწყების საფუძველს, რაც დაწესებულების სრულ დისკრეციას წარმოადგენს, სასამართლო კონტროლი გავრცელდება, მხოლოდ ამ პროცესის კანონიერების შემოწმებაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეთა მიმართ უნდა განახორციელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობის პროცედურები.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფაქტობრივი გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით მოსარჩელეთა - ქე----ან ის---ძის, ნ--ა წა--ძის, ნ--ა შა-–------იძის, ელ--- ნე------ძის, ნ--ა ცე--–--ძის, მაია ქა-------ძის, ი---ა კო----ძის, მ--ა ფე----ის, ნ--–ი ბე----–-ილის, ია მი--–-ძის, გ---ა გუ------ძის, მი----ნ კვ-------–--ლის, პა---ა კვ-------–--ლის, გი-----ი გუ---–-ძის, ტა----ლ კა--–-ძის, ნი----–--ზ კა----ძის, ლე--- კვ------ძის, გია გა-----–--ის, ავ-------ლ ძა-----ძის - სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" სა--რთველოს კანონიდან გამომდინარე მოსარჩელეთა - ქე----ან ის---ძის, ნ--ა წა--ძის, ნ--ა შა-–------იძის, ელ--- ნე------ძის, ნ--ა ცე--–--ძის, მაია ქა-------ძის, ი---ა კო----ძის, მ--ა ფე----ის, ნ--–ი ბე----–-ილის, ია მი--–-ძის, გ---ა გუ------ძის, მი----ნ კვ-------–--ლის, პა---ა კვ-------–--ლის, გი-----ი გუ---–-ძის, ტა----ლ კა--–-ძის, ნი----–--ზ კა----ძის, ლე--- კვ------ძის, გია გა-----–--ის, ავ-------ლ ძა-----ძის - მიმართ განახორციელოს მობილობის პროცედურები;
6.3. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფაქტობრივი გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოსარჩელეთა მიმართ განახორციელოს მობილობის პროცედურები არ არსებობს მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
შესაბამისად, მოსარჩელე ქე----ან ის---ძეს, ნ--ა წა--ძეს, ნ--ა შა-–------იძეს, ელ--- ნე------ძეს, ნ--ა ცე--–--ძეს, მაია ქა-------ძეს, ი---ა კო----ძეს, მ--ა ფე----ეს, ნ--–ი ბე----–-ილს, ია მი--–-ძეს, გ---ა გუ------ძეს, მი----ნ კვ-------–--ლს, პა---ა კვ-------–--ლს, გი-----ი გუ---–-ძეს, ტა----ლ კა--–-ძეს, ნი----–--ზ კა----ძეს, ლე--- კვ------ძეს, გია გა-----–--ესა და ავ-------ლ ძა-----ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საქმეზე (ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის) წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟები სრულად;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის, 2018 წლის 29 მარტის, 2018 წლის 02 აპრილის, 2018 წლის 04 აპრილის, 2018 წლის 05 აპრილის, 2018 წლის 18 აპრილის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები დარჩეს ძალაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეების - ქე----ან ის---ძის, ნ--ა წა--ძის, ნ--ა შა-–------იძის, ელ--- ნე------ძის, ნ--ა ცე--–--ძის, მაია ქა-------ძის, ი---ა კო----ძის, მ--ა ფე----ის, ნ--–ი ბე----–-ილის, ია მი--–-ძის, გ---ა გუ------ძის, მი----ნ კვ-------–--ლის, პა---ა კვ-------–--ლის, გი-----ი გუ---–-ძის, ტა----ლ კა--–-ძის, ნი----–--ზ კა----ძის, ლე--- კვ------ძის, გი-----ი გა-----–--ის, ავ-------ლ ძა-----ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ძალადაკარგულად იქნეს აღიარებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანება ადმინისტრაციულ ერთეულებში ადმინისტრაციული სამსახურის მე-4 რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებად განსაზღვრის ნაწილში;
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფაქტობრივი გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით მოსარჩელეთა - ქე----ან ის---ძის, ნ--ა წა--ძის, ნ--ა შა-–------იძის, ელ--- ნე------ძის, ნ--ა ცე--–--ძის, მაია ქა-------ძის, ი---ა კო----ძის, მ--ა ფე----ის, ნ--–ი ბე----–-ილის, ია მი--–-ძის, გ---ა გუ------ძის, მი----ნ კვ-------–--ლის, პა---ა კვ-------–--ლის, გი-----ი გუ---–-ძის, ტა----ლ კა--–-ძის, ნი----–--ზ კა----ძის, ლე--- კვ------ძის, გი-----ი გა-----–--ის, ავ-------ლ ძა-----ძის - სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე;
4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოსარჩელეთა - ქე----ან ის---ძის, ნ--ა წა--ძის, ნ--ა შა-–------იძის, ელ--- ნე------ძის, ნ--ა ცე--–--ძის, მაია ქა-------ძის, ი---ა კო----ძის, მ--ა ფე----ის, ნ--–ი ბე----–-ილის, ია მი--–-ძის, გ---ა გუ------ძის, მი----ნ კვ-------–--ლის, პა---ა კვ-------–--ლის, გი-----ი გუ---–-ძის, ტა----ლ კა--–-ძის, ნი----–--ზ კა----ძის, ლე--- კვ------ძის, გი-----ი გა-----–--ის, ავ-------ლ ძა-----ძის - მიმართ განახორციელოს მობილობის პროცედურები;
5. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე;
6. მოსარჩელე ქე----ან ის---ძეს (პ.ნ 1----------), მი----ნ კვ-------–--ლს (პ.ნ 1----------), ნ--ა წა--ძეს (პ.ნ 1----------), გია გა-----–--ეს (პ.ნ 0----------), ნ--–ი ბე----–-ილს (პ.ნ 1----------), ნ--ა ცე--–--ძეს (პ.ნ 1----------), ი---ა კო----ძეს (პ.ნ 1----------), ნი----–--ზ კა----ძეს (პ.ნ 1----------), ტა----ლ კა--–-ძეს (პ.ნ 1----------), მ--ა ფე----ეს (პ.ნ 1----------), გ---ა გუ------ძეს (პ.ნ 1----------), ლე--- კვ------ძეს (პ.ნ 1----------), გი-----ი გუ---–-ძეს (პ.ნ 1----------), ავ-------ლ ძა-----ძეს (პ.ნ 1----------), მაია ქა-------ძეს (პ.ნ 1----------), ნ--ა შა-–------იძეს (პ.ნ 1----------), ია მი--–-ძეს (პ.ნ 4----------), პა---ა კვ-------–--ლს (პ.ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან - სახაზინო კოდი 300193150 - დაუბრუნდეთ მათ მიერ საქმეზე (ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის) წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟები სრულად;
7. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის, 2018 წლის 29 მარტის, 2018 წლის 02 აპრილის, 2018 წლის 04 აპრილის, 2018 წლის 05 აპრილის, 2018 წლის 18 აპრილის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები დარჩეს ძალაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი