გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/883-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.06.2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - სს ”თი---------ი
წარმომადგენელი - ლელა ბა----–--ე
მოპასუხე - ბ---- ბე-----–---ი.
წარმომადგენელი -ანა ღე-–---ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბ---- ბე-----–---ზე სს ”თი---------ი“-ს სასარგებლოდ, 2013 წლის 30 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1782.91 ლარის (ძირი -1390.5 ლარი, პროცენტი 191.83 ლარი და ჯარიმა -208.58 ლარი) გადასახდელად დაკისრება.
1.2. ბ---- ბე-----–---ზე სს ”თი---------ი“-ს სასარგებლოდ, დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 აპრილი) 2013 წლის 30 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე -1390.5 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 42% სარგებლის გადასახდელად დაკისრება (რაც ყოველთვიურად შეადგენს 48.66 ლარს), არაუმეტეს 400 ლარისა.
1.3. ბ---- ბე-----–---ზე სს ”თი---------ი“-ს სასარგებლოდ, დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 აპრილი) 2013 წლის 30 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ძირ თანხაზე -1390.5 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5% გადასახდელად დაკისრება (რაც ყოველდღიურად შეადგენს 6.95 ლარს), არაუმეტეს 400 ლარისა.
1.4. ბ---- ბე-----–---ზე სს ”თი---------ი“-ს სასარგებლოდ, 2013 წლის 19 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -2134.56 ლარის (ძირი -1768.22 ლარი, პროცენტი 261.31 ლარი და ჯარიმა -105.03 ლარი) გადასახდელად დაკისრება.
1.5. ბ---- ბე-----–---ზე სს ”თი---------ი“-ს სასარგებლოდ, დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 აპრილი) 2013 წლის 19 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1768.22 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 39% სარგებლის გადასახდელად დაკისრება (რაც ყოველთვიურად შეადგენს 57.46 ლარს), არაუმეტეს 400 ლარისა.
1.6. ბ---- ბე-----–---ზე სს ”თი---------ი“-ს სასარგებლოდ, დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 აპრილი) 2013 წლის 19 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე -1768.22 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5% გადასახდელად დაკისრება (რაც ყოველდღიურად შეადგენს 8.84 ლარს), არაუმეტეს 400 ლარისა.
1.7. ბ---- ბე-----–---ზე სს ”თი---------ი“-ს სასარგებლოდ, 2014 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1014.42 ლარის (ძირი -843.42 ლარი, პროცენტი 89.5 ლარი და ჯარიმა -81.5 ლარი) გადასახდელად დაკისრება.
1.8. ბ---- ბე-----–---ზე სს ”თი---------ი“-ს სასარგებლოდ, დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 აპრილი) 2014 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 843.42 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადასახდელად დაკისრება (რაც ყოველთვიურად შეადგენს 25.3 ლარს), არაუმეტეს 200 ლარისა.
1.9. ბ---- ბე-----–---ზე სს ”თი---------ი“-ს სასარგებლოდ, დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 აპრილი) 2014 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე -843.42 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5% გადასახდელად დაკისრება (რაც ყოველდღიურად შეადგენს 4.21 ლარს), არაუმეტეს 200 ლარისა.
1.10. მოსარჩელის მიერ გადახდილი საპროცესო ხარჯების სახ. ბაჟი-207.95 ლარი; სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარი; იურიდიული მომსახურების - 277.27 ლარის მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 30 მაისის ბ---- ბე-----–---სა და სს ”თი---------ს“-შორის დაიდო განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო 1000 საკრედიტო ლიმიტი, რომელიც ავტომატურად გაიზარდა და საბოლოო ჯამში ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 1390.5 ლარი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა პროცენტს და ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებას.
2016 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1782.91 ლარს (ძირი -1390.5 ლარი, პროცენტი 191.83 ლარი და ჯარიმა -208.58 ლარი).
-ასევე, 2013 წლის 19 მარტს ბ---- ბე-----–---სა და სს ,,თი---------ი“-ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი თიბისი ქარდი 1400 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით, რომელიც ავტომატურად გაიზარდა 2015 წლის 08 იანვარს და საბოლოო ჯამში ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 1768.22 ლარი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა პროცენტს და ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებას.
2016 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2134,56 ლარს (ძირი -1768.22 ლარი, პროცენტი 261.31 ლარი და ჯარიმა -105.03 ლარი).
-ასევე, 2014 წლის 31 მარტს ბ---- ბე-----–---სა და სს ”თი---------ი“-ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBS praime card 850 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36% -ით კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36% -ით კრედიტის სს ,,თი---------ის“ ბანკომატებით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2016 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1014.42 ლარი (ძირი -843.42 ლარი, პროცენტი -89.42 ლარი და ჯარიმა -81.5 ლარი).
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა შესაძლებელია: თუ ,,მსესხებელი’’ დაარღვევს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდის ვადას. ვინაიდან მოპასუხის მიერ არაერთგზის დარღვეულია სს ,,თი---------ის’’, როგორც კრედიტორის უფლებები, დარღვეული უფლების აღდგენის საშუალებად მომართა სასამართლოს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში, რაც შეადგენს 4002,14 ლარს. აღნიშნული პოზიცია ეკავა მოპასუხის წარმომადგენელს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე.
მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, სარჩელის ფასი უსაფუძვლოდ, 2000 ლარით არის გაზრდილი. მისივე განმარტებით, ხელშეკრულების თანახმად, არ არის მითითებული ბანკისათვის მომავალში მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ.
ითხოვს, სასამართლომ გაათავისუფლოს ჯარიმის გადახდისაგან, ხოლო დარიცხული პროცენტი შეამციროს.
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.2.2013 წლის 30 მაისის ბ---- ბე-----–---სა და სს ”თი---------ი“-ს შორის დაიდო განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო 1000 საკრედიტო ლიმიტი, რომელიც ავტომატურად გაიზარდა და საბოლოო ჯამში ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 1390.5 ლარი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა პროცენტის და ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებას.
მტკიცებულება:
- 2013 წლის 30 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ტ.1. იხ.ს.ფ.21-28)
3.1.3. 2013 წლის 19 მარტს ბ---- ბე-----–---სა და სს ,,თი---------ი“-ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი თიბისი ქარდი 1400 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით, რომელიც ავტომატურად გაიზარდა 2015 წლის 08 იანვარს და საბოლოო ჯამში ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 1768.22 ლარი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა პროცენტს და ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებას.
მტკიცებულება:
-2013 წლის 19 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ტ.1.იხ.ს.ფ.29-38)
3.1.4. 2014 წლის 31 მარტს ბ---- ბე-----–---სა და სს ”თი---------ი“-ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBS praime card 850 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36% -ით კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36% -ით კრედიტის სს ,,თი---------ის“ ბანკომატებით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მტკიცებულება:
-2014 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება TBS praime card (ტ.1.ს.ფ. 39-62).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში, რაც შეადგენს 4002,14 ლარს. აღნიშნული პოზიცია ეკავა მოპასუხის წარმომადგენელს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე.
მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, სარჩელის ფასი უსაფუძვლოდ, 2000 ლარით არის გაზრდილი. მისივე განმარტებით, ხელშეკრულების თანახმად, არ არის მითითებული ბანკისათვის მომავალში მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ.
ითხოვს, სასამართლომ გაათავისუფლოს ჯარიმის გადახდისაგან, ხოლო დარიცხული პროცენტი შეამციროს.
მტკიცებულება:
შესაგებელი.
მოპასუხის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება. (იხ.სასამართლო სხ.ოქმი).
3.2.2. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეებს მის მიმართ გააჩნიათ დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში ნაწილობრივ აღიარებს დავალიანების არსებობას. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო ხელშეკრულებები.
მოპასუხე კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით და მიუთითა გარიგების ამორალურობის შესახებ.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სსს კოდექსის 105-ე მუხლი).
3.2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის 4002.14 ლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი სესხის ძირი თანხების და პროცენტის ნაწილში საფუძვლიანია, რის გამოც ამ ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა შემცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გონივრული ოდენობით პირგასამტეხლომდე.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 623-625-ე, 411-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე-873-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 208-ე; 102-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
6.4. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
6.5.სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ ბ---- ბე-----–---ს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
6...საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან განვადების ბარათის ყველა არსებით პირობაზე.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.9. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,თი---------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული 2014 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება TBS praime Card, 2013 წლის 19 მარტის საკრედიტო ბარათით და 2013 წლის 30 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულება სრულად შესრულებული არ არის.
6.10.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოხმობილი სამართლის ნორმის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ძირის 4002.14 ლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
სასამართლოს დასკვნები სარგებელის (პროცენტის) დაკისრების ნაწილში:
6.11. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს შორის დავას იწვევს სესხზე დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლოს ოდენობა. კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, მოსარჩელე არაკეთილსინდისიერად იყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებას.
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებები, ითვალისწინებს სარგებელის და ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებას. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნა ვერ შეფასდება უფლების ბოროტად გამოყენებად.
6.12. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის პოზიცია ნაწილობრივ საფუძვლიანია. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ას-1338-1376 განმარტა, რომ ,,ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.
კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “ბონა ფიდეს“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „იუს ცივილე“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “ბონა ფიდე“-ს (“ფიდეს“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ეხ ფიდე ბონა“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.
კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქციაურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა,რაცნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლებისარსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“.
6.13. როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთს.
- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
-დადგენილია, რომ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 2016 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება -2013 წლის 30 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 1782.91 ლარს (ძირი -1390.5 ლარი, პროცენტი 191.83 ლარი და ჯარიმა -208.58 ლარი).
-2013 წლის 19 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2134.56 ლარს (ძირი -1768.22 ლარი, პროცენტი 261.31 ლარი და ჯარიმა -105.03 ლარი).
-2014 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება- 1014.42 ლარს (ძირი -843.42 ლარი, პროცენტი 89.5 ლარი და ჯარიმა -81.5 ლარი).
6.14. მითითებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.
ამდენად, 2013 წლის 30 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 191.83 ლარის; 2013 წლის 19 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტი 261.31 ლარის და 2014 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - 89.5 ლარის, მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლოს დასკვნები პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით:
6.16. წინამდებარე შეთხვევაში ასევე სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
-საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხის მიერ სესხის ვადის გადაცილება გამოწვეულია მძიმე ფინანსური მდგომარეობით, იგი აღიარებს სესხის ძირ თანხას, რაც მიანიშნებს ვალდებულების მიმართ მის კეთილსინდისიერებაზე.
კერძოდ, დადგენილია, რომ -რომ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 2016 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება -2013 წლის 30 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 1782.91 ლარს (ძირი -1390.5 ლარი, პროცენტი 191.83 ლარი და ჯარიმა -208.58 ლარი).
-2013 წლის 19 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2134.56 ლარს (ძირი -1768.22 ლარი, პროცენტი 261.31 ლარი და ჯარიმა -105.03 ლარი).
-2014 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება- 1014.42 ლარს (ძირი -843.42 ლარი, პროცენტი 89.5 ლარი და ჯარიმა -81.5 ლარი).
აღნიშნულ ნაწილში სარჩელში მითითებული ჯარიმა 208.58 ლარი,105.03 ლარი და 81.5 ლარი, შინაარსით წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რომელიც მოპასუხეს დაეკისრა გადასახდელად მოსარჩელის სასარგებლოდ.
მითითებული გარემოების გათვალისწინებით, თითოეულ საბანკო პროდუქტზე დამატებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 2013 წლის 30 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ძირ თანხაზე -1390.5 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5% გადასახდელად დაკისრება (რაც ყოველდღიურად შეადგენს 6.95 ლარს), არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით, ასევე - 2013 წლის 19 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე -1768.22 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5% გადასახდელად დაკისრება (რაც ყოველდღიურად შეადგენს 8.84 ლარს), არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით და 2014 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე -843.42 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5% გადასახდელად დაკისრება (რაც ყოველდღიურად შეადგენს 4.21 ლარს), არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით მოთხოვნა, წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ პირობას და მოსარჩელეს უარი უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მისი დარღვევა უმეტეს შემთხვევაში, დადებულ გარიგებას მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურად აქცევს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ძირი თანხის, პროცენტის, ჯარიმის (პირგასამტეხლოს), ასევე აღსრულებამდე ფიქსირებული სარგებელის გადახდის ნაწილში, დამატებით აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს მოთხოვნა სასამართლოს მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურად მიაჩნია, რადგან მოსარჩელემ დაკმაყოფილებული სარჩელით ფაქტობრივად მიიღო ის სარგებელი, რა მოლოდინიც ხელშეკრულების დადებისას ჰქონდა.
6.17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ.
6.18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოსამზადებელ სასამრთლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი სცნო სამივე საკრედიტო პროდუქტის ძირი თანხის 4002.14 ლარის ნაწილში. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 120.06 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა 1000 ლარის დაკისრების ნაწილში. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი -30 ლარი, სსს კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო 929.75 ლარის დაკისრების ნაწილში, სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 27.89 ლარი, მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
მოსარჩელემ საადვოკატო მომსახურებისათვის გადაიხადა 277.27 ლარი, რომლიდანაც დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად, 237.27 ლარი, მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხე ბ---- ბე-----–---ს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ სს ,,თი---------ის” სარჩელი.
2. ბ---- ბე-----–---ს, სს ”თი---------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს, 2013 წლის 30 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -1782.91 ლარის (ძირი -1390.5 ლარი, პროცენტი 191.83 ლარი და ჯარიმა -208.58 ლარი) გადახდა.
2.1. ბ---- ბე-----–---ს, სს ”თი---------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს, დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 აპრილი) 2013 წლის 30 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე -1390.5 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 42% სარგებლის გადახდა. (რაც ყოველთვიურად შეადგენს 48.66 ლარს), არაუმეტეს 400 ლარისა.
3. ბ---- ბე-----–---ს, სს ”თი---------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს, 2013 წლის 19 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2134.56 ლარის (ძირი -1768.22 ლარი, პროცენტი 261.31 ლარი და ჯარიმა -105.03 ლარი) გადახდა.
3.1. ბ---- ბე-----–---ს, სს ”თი---------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს, დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 აპრილი) 2013 წლის 19 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1768.22 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 39% სარგებლის გადახდა. (რაც ყოველთვიურად შეადგენს 57.46 ლარს), არაუმეტეს 400 ლარისა.
4. ბ---- ბე-----–---ს, სს ”თი---------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს, 2014 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -1014.42 ლარის (ძირი -843.42 ლარი, პროცენტი 89.5 ლარი და ჯარიმა -81.5 ლარი) გადახდა.
4.1. ბ---- ბე-----–---ს, სს ”თი---------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს, დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 აპრილი) 2014 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 843.42 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა. (რაც ყოველთვიურად შეადგენს 25.3 ლარს), არაუმეტეს 200 ლარისა.
5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 120.06 ლარი, მოსარჩელეს დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან. საგადასახდო დავალება №6510. 13.05.2016 წელი. ანგარიში 300183150. გადამხდელი ,,თი---------ი“.
6. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 27.89 ლარი, მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოპასუხეს.
7. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟი-30 ლარი, ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
8.მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი 237.27 ლარი, მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოპასუხე ბ---- ბე-----–---ს.
9. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
10. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
11.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე