გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.06.2018
საქმის ნომერი
200210013260866
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N2/301-15

N200210013260866

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

22 ივნისი, 2018 წ. ქ. თელავი

 

თელავის რაინული სასამართლოს

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე - ა-–------- კ--------–---–ი

მოპასუხე - ააიპ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ი

წარმომადგენელი- ი---- მ-------ე, შ--–-ა ჭ------ა

დავის საგანი: სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე სსიპ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის რ--------ის მოვალეობის შემსრულებლის დ----- მ---–---–ის 2013 წლის 30 მაისის N1/229 ბრძანება მოსარჩელე ა-–------- კ--------–---–ის მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და აღადგენილი იქნას სამსახურში სრული უფლებამოსილებით, რომელიც ჰქონდა სსიპ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------იში 2013 წლის 30 მაისამდე.

1.2..მოპასუხე სსიპ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უნივერისტეტს დაეკისროს 2013 წლის 1 ივლისიდან განაცდური ხელფასის ანაზღაურება თვეში 1050 (ათას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და შრომის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადაუხდელი თანხის 0,07 პროცენტის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად მოსარჩელე 2007 წლის 24 სექტემბრიდან მუშაობდა ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ში სო–---–-------–-------------------------------------–--------–-–--------–----------------------------რ თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ 2013 წლის 30 მაისამდე (რეალურად 31 მაისამდე) - მოწვეულ სპეციალისტად სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის სრული უფლებამოსილებით, უწევდა სამეცნიერო ხელმძღვანელობას დოქტორანტებს და ატარებდა მათთან მეცადინეობებს. 2008 წლიდან იგი არის აგრეთვე სკოლის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და 2013 წლის 31 მაისამდე იყო სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. ამ პერიოდში მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაცული იქნა 15 სადოქტორო დისერტაცია. 2013 წლის 30 მაისს იგი მუშაობდა უნივესიტეტში დოქტორანტებთან, ხოლო 2013 წლის 31 მაისს ტელეფონით შეატყობინეს, რომ 2013 წლის 30 მაისიდან რ--------ის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 30 მაისის №1/229 ბრძანებით მას შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება თითქოსდა მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რაც აშკარა სიცრუეა. აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაუდეს უ-------------ის თანამშრომლების სრულიად უსაფუძვლო მოხსენებითი ბარათები, წარდგინება და დასკვნა.

 

მასთან ზეპირი ფორმით დადებული შრომითი ხელშეკრულება მოპასუხე მხარემ შეწყვიტა ორი საფუძვლით. კერძოდ: მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის პირველ საფუძვლად გამოიყენეს ის გარემოება, რომ ხელი არ ჰქონდა მოწერილი 2012 წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ შრომით ხელშეკრულებაზე, რომელზე ხელის მოწერაც სთხოვეს მხლოდ 2013 წლის აპრილის თვეში. აღნიშნულზე მან უარი განაცხადა, რადგან ეს იქნებოდა სიყალბე, და თანაც ამის საჭიროება არ არსებობდა, რამეთუ, ჯერ-ერთი, საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად: ,,შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით”, და ამ შემთხვევაში მასთან შრომითი ხელშეკრულება ზეპირი ფორმით უკვე დიდი ხნის წინ იყო დადებული, რადგან ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად: ,,შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივი დაწყების მომენტიდან”, ხოლო იგი აგრძელებდა სამუშაოს შესრულებას 2013 წლის იანვრის თვიდან და შესაბამისად მიღებული აქვს ყოველი თვის ხელფასი 2013 წლის მაისის ჩათვლით, რაც ადასტურებს მასთან ხელშეკრულების არსებობას, და რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მას თუმცა სრულიად უსაფუძვლოდ და კანონსაწინააღმდეგოდ, მაგრამ მაინც შეუწყდა ხელშეკრულება, ანუ თუ ის არ არსებობდა, მაშინ არარსებულ ხელშეკრულებას ვერ შეუწყვეტავდნენ.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით მოპასუხემ ხელშეკრულების შეწყვეტის მეორე საფუძვლად გამოიყენა სტატუს შეჩერებული დოქტორნტების აღდეგენისათვის დასკვნაზე მისი მხრიდან ხელის მოწერაზე უარი. მოსარჩელემ 2013 წლის 18 ივნისს სამართლებრივად დასაბუთებული განცხადებთ მიმართა მოპასუხეს და ითხოვა მის მიმართ მიღებული ბრძანების გაუქმება, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.

2014 წლის 19 ივნისს თ--–--ის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ა-–------- კ--------–---–ის სარჩელი, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 21 აპრილს (საქმე №2ბ/5063-14) გაანჩინებით გააუქმა თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თ--–--ის რაიონულ სასამართლოს.

 

2016 წლის 04 თებერვალს ა-–------- კ--------–---–მა კვლავ მომართა სასამართლოს სარჩელით, და ითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის პირველი ივლისიდან კუთვნილი განაცდური ხელფასისა და საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხდელი თანხის 0,07 პროცენტის გადახდის დაკისრება, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების 2016 წლის აპრილის თვეში აღსრულების შემთხვევაში შეადგენს 48050(ომოცდარვაათასორმოცდაათი) ლარს და 20,5 თეთრს.

თ--–--ის რაიონული სასამართლოს მიერ 2016 წლის 01 მარტს ა-–------- კ--------–---–ის სარჩელები გაერთიანდა;

2016 წლის 07 დეკემბერს თ--–--ის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ა-–------- კ--------–---–ის სარჩელი დააკმაყოფილა.

2017 წლის 04 იანვარს მოპასუხემ შემოიტანა საჩივარი და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რაც 2017 წლის 21 ანჩინებით დაკმაყოფილდა: გაუქმდა 016 წლის 07 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ა-–------- კ--------–---–მა ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით არ ცნო სარჩელი და განმარტა:

2013 წლის 30 მაისის ბრძანებით №1/229, შრომითი ურთიერთობა შეუწყდა მოსარჩელს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებლობის გამო, ბრძანების საფუძველია უ-------------ის საქმის წარმოებისა და საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსის 2013 წლის 29 მაისის №1219 მოხსენებითი ბარათი. ს--–---–-------–-------------------------------------–--------–---------ის 2013 წლის 29 მაისის №730 წარდგინება, უ-------------ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2013 წლის 29 მაისის №1221 მოხსენებითი ბარათი, უ-------------ის იურიდიული სამსახურის უფროსის 2013 წლის 30 მაისის №733 დასკვნა. თითოეული მათგანი მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან თავის ვალდებულების შეუსრულებლობას. ასევე საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი.

 

უ-------------ს რაიმე მიზანმიმართული საქმიანობა არ უწარმოებია მოსარჩელის მიმართ შრომითი ხელშეკრულების შესაწყვეტად. სადაო არ არის, რომ შრომითი ხელშეკრულების დადება შესაძალებელია წერილობით ან ზეპირი ფორმით (საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლი) და ის, რომ მოსარჩელე ხელშეკრულებაზე ხელს არ აწერდა, ეს არ არის ერთადერთი საფუძველი. აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელე არ ემორჩილებოდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რასაც ითვალისწინებს უ-------------ის შრომითი ხელშეკრულების მე-3 მუხლი. მოსარჩელე 2010 წლის 24 სექტემბრიდან მუშაობდა მოწვეულ სპეციალისტად. ყველა მოწვეულ სპეციალისტთან ხელშეკრულება ფორმდება ბრძანების საფუძველზე. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მუშაობას აგრძელებდა 2012 წლის 31 დეკემბრის №1/572 ბრძანების საფუძველზე.

 

ს--–---–-------–-------------------------------------–--------–---------ის 2013 წლის 29 მაისის №730 წარდგინება ადასტურებს, რომ მოსარჩელე, როგორც სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, თავის ვალდებულებას ჯეროვნად არ ასრულებდა, რითაც ზიანი მიადგათ სტუდენტებს. წარდგინებაში სწერია, რომ დოქტორანტების საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის ვადის გასვლის გამო 12 დოქტორანტს შეუჩერდა სტატუსი და 2013 წლის 27თებერვლის მოხსენებითი ბარათის მიუხედავად, ამ დრომდე დოქტორნტების სტატუსის აღდეგენა არ მოხდა. მოსარჩელეს არავინ აიძულებდა არააკრედიტირებული და მისი თქმით, ყალბ სადოქტორო პროგრამაზე ხელის მოწერას. 2012 წლის 08 ნოემბერს უკვე აკრედიტირებული იყო პროგრამა, თუ რაიმეს ეწინააღმდეგებოდა უნდა გაესაჩივრებინა და ეს არ გამოეხატა დოქტორანტების ხელშეკრულებებზე ხელის არ მოწერით ან მათი გაურკვეველი სტატუსის შექმნით.

 

სასამართლო სხდომაზე უ-------------ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა შ--–-ა ჭ------ამ განმარტა რომ სადოქტორო პროგრამებზე სრულფასოვანი სასწავლო პროცესი არ ხორციელდებოდა. 2018 წლის 17 აპრილს ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის აკადემიურმა საბჭომ გააუქმა სსიპ ი. გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე ეკონომიკის სადოქტორო-საგანმანათლებო პროგრამა.

მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა ითხოვეს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.2007 წლის 24 სექტემბერს კონკურსის შედეგად თ-----ს რ--------ის 2007 წლის 24 სექტემბრის #352 ბრძანებით ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე, 34–ე, მუხლების, 89–ე მუხლის მე–11 პუნქტის და თ-----–ს ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ“ დებულების მე–3 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კუნკურსის შედეგები და მათ შორის, სოციალურ მეცნიერებათა,სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ეკონომიკის თეორიის მიმართულებით სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დამტკიცდა ა-–------- კ--------–---–ი და შესაბამისად მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ა-–------- კ--------–---–მა დაიკავა სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა 2007 წლის 24 სექტემბრიდან -2010 წლის 24 სექტემბრამდე, რის შემდეგაც 2013 წლის მაისამდე მუშაობდა მიწვეულ სპეციალისტად სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის სრული უფლებამოსილებით ზეპირი ფორმით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის დროსაც უწევდა სამეცნიერო ხელმძღანელობას დოქტორანტებს და ატარებდა მეცადინეობებს მისი აკრედიტირებული პროგრამით გათვალისწინებულ საგნებში.

ზემო აღნიშნული ბრძანების მიხედვით, აკადამიურ თანამდებობებზე არჩევის ვადად, სრული და ასოცირებული პროფასორებისათვის განისაზღვრა სამი წელი.

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ - 2010 წლის 24 სექტემბრიდან, ა-–------- კ--------–---–ი მუშაობდა ამავე სასწავლებელში - ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ში 2013 წლის 30 მაისამდე, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა დასამართლის სკოლის მოწვეულ სპეციალისტად სასწავლო და სამეცნიერო კვლევით პროცესში მონაწილეობის სრული უფლებამოსილებით.

2008 წლიდან არის აგრეთვე ს--–---–-------–-------------------------------------–--------–---------------–---------------------------ე და 2013 წლის 31 მაისამდე იყო აგრეთვე სადოქოტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

ა-–------- კ--------–---–ის ხელფასი შეადგენდა 1050 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ბრძანება №352 24.09.2007 წ.;შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) 24.09.2007 წ.;(ტომი პირველი, ს.ფ. 20–22 ს.ფ. 23–24;27);

-ბრძანება №1/419 24.09.2012 წ.;(ტ.1.ს.ფ.101-102)

-ბრძანება №1/492 24.10.2012 წ.;(ტ.1.ს.ფ.105-106)

-ბრძანება №1/572 31.12.2012 წ.; (ტ.1.99-100)

-ბრძანება №1/229 30.05.2013 წ.;(ტ.1.ს.ფ.25)

-ბრძანება №1/172 ო5.ო4.2013წ(ტ.1.103-104)

-ცნობა №540 18.06.2013წ;(ტ.1.ს.ფ.27)

-სარჩელი და სარჩელზე წერილობითი შესაგებელი(ტ.1.3-19;ტ.3.ს.ფ. 3-16;);

-მხარეთა ახსნა-განმარტებები(ტ.6 ოქმი 2018 წლის 07.02 და 28.05.)

 

3.1.2. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად კი "შრომითი ხელშეკრულება იდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით". მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო 2013 წლის იანვრიდან და შესაბამისად მოსარჩელეს ხელფასი მიღებული აქვს 2013 წლის მაისის ჩათვლით, რაც ადასტურებს მასთან ხელშეკრულების არსებობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ცნობა №540 18.06.2013წ;(ტ.1.ს.ფ.27)

-სააპელაციო სასამართლო 2015 წლის 21 აპრილის განჩინება(ტ.5.ს.ფ.152-170)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სსიპ ი----- გ------–---–ისსახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის რ--------ის 2013 წლის 30 მაისის N1/229 ბრძანებით, ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის ს--–---–-------–-------------------------------------–--------–-----–-----–----–---–----ს ა-–------- კ--------–---–ს, 2013 წლის 30 მაისიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო;

ა (ა) იპ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უნივერსიტეტის რ--------ის 2013 წლის 30 მაისის N1/229 ბრძანებაში, მოსარჩელის გათავისუფლების

საფუძვლად მითითებულია:

ა (ა) იპ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის წესდების მე-17 მუხლის მეორე პუნქტი, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1პუნქტის „დ“, „გ“ ქვეპუნქტები, 38-ე მუხლის მე-3 ნაწილი, უ-------------ის ს-----–-----------------------------------------------------------------------------------–-------------სის 2013 წლის 29 მაისის N1219 მოხსენებითი ბარათი, ს--–---–-------–------------------------------------–--------–---------ის 2013 წლის 29 მაისის N730 წარდგინება,უ-------------ის ხ---------------------–------------------------------ის 2013 წლის 29 მაისის N1221 მოხსენებითი ბარათი, უ-------------ის იურიდიული სამსახურის უფროსის 2013 წლის 30 მაისის N733 დასკვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

--ბრძანება №1/229 30.05.2013 წ.;(ტ.1.ს.ფ.25)

 

3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 20 მარტის N96464 წერილის თანახმად აკრედიტაცია გაიარა სწორედ იმ სადოქტორო პროგრამამ, რომელიც იყო ა-–------- კ--------–---–ის მიერ წარდგენილი თ-----ში, ხოლო თ-----ს მიერ 2012 წლის 30 აგვისტოს წარდგენილი იქნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში; რაც დადასტურებულად მიაჩნია სასამართლოს 2013 წლის 19 მარტის N95311 წერილით რომლის თანახმადაც ირკვევა რომ: ,,2013 წლის 20 მარტის N96464 სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ა-–------- კ--------–---–ისადმი მიმართული წერილის თანახმად, 2013 წლის 19 მარტს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომში - ცენტრი) შემოვიდა თქვენი განცხადება (ცენტრში რეგისტრაციის N95381), რომლითაც ითხოვთ 2012 წლის 8 ნოემბერს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ აკრედიტირებულ ა(ა) იპ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის ს--–---–-------–-------------------------------------–--------–----------------------------------------ო პროგრამისა და ამავე უ-------------ის მიერ 2012 წლის 30 აგვისტოს ცენტრში წარმოდგენილი (ცენტრში რეგისტრაციის N7534) თვითშეფასების ანგარიშის ასლებს 3 ეგზემპლარად.

გაცნობებთ, რომ 2012 წლის 8 ნოემბერს აკრედიტაცია მიიღო უ-------------ის ს--–---–-------–-------------------------------------–--------–-----------------------------------------რო პროგრამამ, რომელიც ა(ა) იპ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------მა ცენტრში შემოიტანა 2012 წლის 30 აგვისტოს (ცენტრში რეგისტრაციის N7534). აღნიშნული ინფორმაცია თქვენ უკვე გადმოგეცათ 2013 წლის 19 მარტს ცენტრის მიერ გაცემული N95311 წერილით“. ხოლო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 19 მარტის N95311 წერილის თანახმად ა-–------- კ--------–---–ს ეცნობა ა(ა) იპ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის მიერ 2012 წლის 30 აგვისტოს ცენტრში წარმოდგენილი (ცენტრის რეგისტრაციის N7534) თვითშეფასების ანგარიშისა და ს--–---–-------–-------------------------------------–--------–----------------------------------------ო პროგრამის შესახებ და გაეგზავნა მისი ასლები.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ დოქტორანტების სტატუსის აღდგენა ვერ მოხერხდა 2013 წლის 29 მაისის მდგომარეობით იმის გამო, ა-–------- კ--------–---–მა უარი განაცხადა არაკრედიტირებული პროგრამით სტატუსშეჩერებული დოქტორანტების აღდგენისათვის დასკვნაზე ხელმოწერაზე. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას რომ 2012 წლის 21 აგვისტოს №1/348 ბრძანების საფუძველზე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის ვადის გასვლის გამო, სატატუსი შეუჩერდათ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლის 12 დოქტორანტს და აღნიშნულ პროგრამაზე დოქტორანტების სტატუსის აღდგენა ვერ მოხერხდა 2013 წლის 29 მაისის მდგომარეობით ა-–------- კ--------–---–ის მიზეზით.

შესაბამისად, მოსარჩელე ა-–------- კ--------–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის შინაგანაწესით (შიდა რეგულაციებით) და უნივერსიტიტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლის დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არასაპატიო მიზეზით არაჯეროვნად შესრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სასარჩელო განცხადება(იხ.ტ.1.ს.ფ.3-19)

-მოსარჩელე მხარის განმარტება(ტ.6 ოქმი 2018 წლის 07.02 და 28.05.)

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 19 მარტის წერილი(იხ.ტ.1.ს.ფ.43-54)

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 20 მარტის წერილი(იხ.ტ.1.ს.ფ.55-76)

 

3.2.3. 2018 წლის 17 აპრილს სსიპ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის აკადემიურმა საბჭომ გააუქმა სსიპ ი. გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე ეკონომიკის სადოქტორო-საგანმანათლებო პროგრამა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სსიპ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის აკადემიურმა საბჭოს სხდომის ოქმი( ტ. 6. ს.ფ.149-157)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–------- კ--------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს შრომის კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით.

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს რომ შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რათმქაუნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა შრომის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი ნაწილის (2013 წლის 30 მაისის მდგომარეობით მოქმედი რედაციით) თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობით ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად (2013 წლის 30 მაისის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ,,ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა.

 

დადგენილია, რომ შინაგანაწესის თანახმად, ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ში ყველა მოწვეულ სპეციალისტთან შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) ფორმდება ბრძანების საფუძველზე. უ-------------ის საქმის წარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის საკადრო განყოფილების მიერ მომზადებულ შესაბამისი ხელშეკრულების (კონტრაქტის), რომლითაც გათვალიწინებულია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები, სავალდებულო რეკვიზიტია მხარეთა: დამქირავებლისა და დაქირავებულის ხელისმოწრა.

 

ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის რ--------ის 2007 წლის 24 სექტემბრის №352 ბრძანებით სოციალურ მეცნერებათა, სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიერ თანამდებობაზე დამტკიცდა ა-–------- კ--------–---–ი. იმავე დღეს მასთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი). ხელშეკრულების მოქმდების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 24 სექტემბრიდან 2010 წლის 24 სექტემბრამდე ვადით. ხოლო 2010 წლის 24 სექტემბრიდან 2013 წლის 30 მაისამდე - მოწვეულ სპეციალისტად სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის სრული უფლებამოსილებით. დადგენილია რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო 2013 წლის 30 მაისამდე, რაც დადასტურებულია 2013 წლის 18 ივნისის N540 ცნობით.

დადგენილია, რომ 2012 წლის 21 აგვისტოს №1/348 ბრძანების საფუძველზე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის ვადის გასვლის გამო, სატატუსი შეუჩერდათ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლის 12 დოქტორანტს.

საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა-–------- კ--------–---–ის მიერ წარდგენილ ,,ეკონომიკური თეორიის” სადოქტორო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.

 

ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ დოქტორანტების სტატუსის აღდგენა ვერ მოხერხდა 2013 წლის 29 მაისის მდგომარეობით იმის გამო, ა-–------- კ--------–---–მა უარი განაცხადა არაკრედიტირებული პროგრამით სტატუსშეჩერებული დოქტორანტების აღდგენისათვის დასკვნაზე ხელმოწერაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს მტკიცებულებათა წრეს და უთითებს, რომ მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების დადასტურება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით და ა.შ. სასამართლოს საქმის სწორი გადაწყვეტის მიზნით შეუძლია გამოიყენოს მითითებულ მუხლში ნახსენები ნებისმიერი მტკიცებულება და მტკიცების ნებისმიერი საშუალება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ა-–------- კ--------–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის შინაგანაწესით და უნივერსიტიტის სოცილაურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლის დებულებით გათვალიწინებული ვალდებულებების არასაპატიო მიზეზით არაჯეროვნად შესრულებას (შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევას).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

შესაბამისად, ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 30 მაისის №№1/229 ბრძანება, მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ არ შეესაბამება კანონის მოთხვნებს (საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პრველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი, 2013 წლის 30 მაისის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია) და არსებობს აღიშნული ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი .

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

ამავე კანონის 31 მუხლის მესამე ნაწილით, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

ზემოთ დასახელებული მუხლი სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, გამოიყენოს კანონით განსაზღვრული ალტერნატივა და მოახდინოს დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა და ან დააკისროს მოპასუხეს კომპენსაცია.

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მოპასუხე მხარემ გააუქმა ის პროგრამა რაზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა, სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და მისი დაკმაყოფილება შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის რ--------ის მოვალეობის შემსრულებლის დ----- მ---–---–ის 2013 წლის 30 მაისის N1/229 ბრძანება მისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის დაკისრებას, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სარჩელის მოთხოვნა, მოსარჩელის ხელფასის ოდენობა, დასაქმებულის გათავისუფლებისას დაშვებული დარღვევის ხარისხი. ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე სსიპ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უნივერისტეტს მოსარჩელე ა-–------- კ--------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაციის ანაზღაურება 12600.00 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული) ოდენობით;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სს კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. მოპასუხეს სსიპ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ს უნდა დაეკისროს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ს----–-–---ო ბაჟის სახით -358 ლარის გადახდა;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ა-–------- კ--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე სსიპ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ის რ--------ის მოვალეობის შემსრულებლის დ----- მ---–---–ის 2013 წლის 30 მაისის N1/229 ბრძანება მისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

1.2 მოპასუხე სსიპ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უნივერისტეტს მოსარჩელე ა-–------- კ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის ანაზღაურება 12600.00 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული) ოდენობით;

 

1.3. ა-–------- კ--------–---–ის სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეს სსიპ ი----- გ------–---–ის სახელობის თ--–--ის ს----–-–---ო უ-------------ს დაეკისროს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ს----–-–---ო ბაჟის სახით -358 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის ქ. N41) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე