გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002146744
2-4050/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25/04/2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - ი----- დ-------ე
წარმომადგენელი - ნ-------–-----ა
მოპასუხე - მ------ კ--–------ე
წარმომადგენლები - რ-------------------------------------------
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ი----- დ-------ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს მ------ კ--–------ეს თავისი არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–---- კ--–------ის რჩენისათვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა ზაფხულის სეზონში ყოველთვიურად 300 ლარის, ხოლო დანარჩენ თვეებში 180 ლარის ოდენობით;
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
ი----- დ-------ე და მ------ კ--–------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2012 წლის 04 ივნისიდან. ჰყავთ ერთი საერთო შვილი - ნ-----–---- კ--–------ე, დაბადებული 2012 წლის 22 ივნისს. ისინი ხასიათებით ვერ შეეწყვენ ერთმანეთს, რის გამოც განქორწინდნენ, ერთმანეთს დაშორდნენ და ერთად აღარ ცხოვრობენ. ნ-----–---- კ--–------ე იზრდება დედასთან. მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოპასუხე აქვს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი, რომელსაც აქირავებს და ღებულობს შემოსავალს. მისი შემოსავალი საკმარისია იმისათის, რომ შვილს ალიმენტის სახით ზაფხულის თვეებში გადაუხადოს თვეში 300 ლარი, ხოლო დანარჩენ თვეებში 180 ლარი.
1.2. მოპასუხის პოზიცია:
მ------ კ--–------ე სარჩელეს ნაწილობრივად ცნობს. განმარტავს, რომ მუშაობს უსაფრთხოების სამსახურში და ხელფასის სახით ერიცხება 400 ლარი. ამ თანხით იხდის კომუნალურ გადასახადებს, არჩენს კმაყოფაზე მყოფ ცოლსა და შვილს და ასევე დასახელებული თანხით უხდება სხვა აუცილებელი ხარჯების დაფარვაც. სასტუმროს საკუთრებაში ქონას უარყოფს. განმარტავს, რომ მის დედას აქვს საოჯახო ტიპის სასტუმრო და აქირავებს სამ ოთახს. მიღებული თანხით კი არჩენს ოჯახს, სადაც გარდა ცხოვრობენ მოპასუხის მშობლები, ძმა, რძალი და მოპასუხე ცოლ-შვილით. მოპასუხე თანახმაა შვილის რჩენისათვის გადაიხადოს თვეში 100 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ი----- დ-------ემ და მ------ კ--–------ემ 2012 წლის 04 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინება.ს.ფ. 36
3.1.2. ი----- დ-------ეს და მ------ კ--–------ეს 2012 წლის 22 ივნისს შეეძინათ შვილი, ნ-----–---- კ--–------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
დაბადების მოწმობა. ს.ფ. 15.
3.1.3. ი----- დ-------ე და მ------ კ--–------ე 2017 წლის შემოდგომაზე განქორწინდენენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
დაბადების მოწმობა. ს.ფ. 15.
3.1.4. საქმის განხილვის მომენტისათვის მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი შვილი ნ-----–---- კალანდაზე იზრდება დედასთან - ი----- დ-------ესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
3.1.5. მ------ კ--–------ე მუშაობს მუშაობს უსაფრთხოების სამსახურში და ხელფასის სახით ერიცხება 400 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.6. მ------ კ--–------ე კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე ნინო ხოროშვილი და შვილი სალომე კ--–------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
დაბადების მოწმობა.ს.ფ. 35
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 მხარეთა შორის მთავარი სადაო საკითხია მოპასუხის შემოსავალი. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ოპასუხეს აქვს ოჯახური სასტუმრო და მისი გაქირავებით ღებულობს შემოსავალს. მოპასუხე სასტუმროს ქონას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ოჯახური ტიპის სასტუმრო დედის საკუთრებაა.
3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მოპასუხეს აქვს ოჯახური სასტუმრო, აქირავებს ნომრებს, ღებულობს შემოსავალს და მისი საშუალებით შეძლებს ალიმენტის სახით ზაფხულში 300 ლარის, ხოლო დანარჩენ თვეებში 180 ლარის გადახდას.
3.2.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სავსებით შესაძლებელია მოპასუხე, გარდა უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებისა, ეწეოდეს შემოსავალთან დაკავშირებულ საქმიანობას, მათ შორის ჰქონდეს სასტუმრო და აქირავებდეს ნომრებს, მაგრამ ასეთი ფაქტის არსებობას სჭირდება შესაბამისი დამტკიცება. საქ. სსკ-ის 354-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს თვითონაც მიიღოს მონაწილეობა ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებების მოპოვებაში. ასეთი რამ განპირობებულია ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებული საქმეთა თავისებურებებით. ალიმენტი შვილის რჩენისა და აღზრდისათვის გათვალისწინებული თანხაა და მისი ოდენობის დადგენა სასამართლოს ვალდებულებაცაა. ამიტომ მოსარჩელესთან ერთად სასამართლომაც უნდა იზრუნოს მოპასუხის შემოსავალის დადგენის მტკიცებულებების მოპოვებაში. სწორედ მტკიცებულებების ანალიზითაა შესაძლებელი გონივრული ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა. სასამართლოს ინიციატივით მტკიცებულებების შეგროვება, დამოკიდებულია მოსარჩელის აქტიურობაზე. მან უნდა მიუთითოს იმ ორგანოზე, საიდანაც შეიძლება მოპასუხის შემოსავალის ამსახველი მტკიცებულების გამოთხოვება. მოპასუხე მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობს, რომ მოპასუხეს დ--------–------------------------ში აქვს საოჯახო ტიპის სასტუმრო. მოპასუხემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვითაც დასახელებული ქონება არის მადონა კ--–------ის საკუთრება. მხარეები ადასტურებენ მას, რომ მადონა კ--–------ე არის მოპასუხის დედა. ასევე არ დაობნ მასზედ, რომ ამ მისამართზე ცხოვრობს მოპასუხის მშობლები, ძმა, რძალი და მოპასუხე ცოლ-შვილით. ამდენად არაა საფუძვლიანი მოსაზრება მასზედ, რომ საოჯახო სასტუმრო, რომელიც მდებარეობს დ--------–------------------------ში, მ------ კ--–------ის საკუთრებაა. ამ მისამართზე არსებული სახლის ნომრების გაქირავებით მიღებული შემოსავალი არ ეკუთვნის მოპასუხეს.
იხ. საჯარო რეესტრის ამოაწერი.ს.ფ. 64
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად. ვასილ მილორავას თავისი არასრულწლოვანი შვილის, ნინი მილორავას რჩენისათვის, სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 220 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- ბავშვის უფლებათა კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლბისაგან.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
6.2. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:
,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.
ბავშვთა უფლებების დაცვა საქართვეოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან აირჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ ერთი საერთო შვილი, ნინი მილორავა დაბადებული 2004 წლის 13 ივნისს. ის ცხოვრობს და იზრდება დედასთან - იულია დუმბაძესთან. მიუხედავად იმისა, რომ ვასილ მილორავა არ ცხოვრობს იულია დუმბაძესთან ერთად, მას შვილის მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას იულია დუმბაძეს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილის აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მისი რჩენა და აღზრდა-განვითარება.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”.
ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”.
საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდენ ალიმენტის ოდენობაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 400 ლარით. მიიჩნევს, რომ მოპასუხის შემოსავლის მიხედვით, ალიმენტის სახით 400 ლარი გონივრული ოდენობაა. მოპასუხე კი თვლის, რომ ამჟამად შვილის აღზრდასა და რჩენაში მისი საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს 100 ლარით, ვინაიდან ხელზე ღებულობს 488 ლარს, მკურნალობს ,,C“ ჰეპატიტზე და აქვს ბანკს ვალი. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მუშაობს და აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი. მისი შემოსავალიდან გამომდინარე ლოგიკურია მსჯელობა მასზედ, რომ ის შეძლებს ალიმენტის სახით 400 ლარის გადახდას. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვასილ მილორავას აქვს ,,C“ ჰეპატიტი, სჭირდება სისტემატური მკურნალობა და აქვს ბანკის ვალი. ამ გარემოებათა გათვალისწინებით მასზე ალიმენტის სახით 400 ლარის დაკისრებაც არაგონივრულია. თუმცა მოპასუხის მდგომარეობის გათვალისწინებასთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნას შვილის მდგომარეობაც. ის დაახლოებით 14 წლისაა. მის დედას - იულია დუმბაძეს არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი და მას მარტოს გაუჭირდება შვილის აღზრდა და რჩენა, კვებითი რეჟიმი, განათლება, განვითარება და სხვა აუცილებელობები, რც მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასეთ სიტაუციაში ალიმენტის სახით 100 ლარის გადახდაც არაგონივრულია. თანამედროვე პირობებში მოპასუხის მიერ ალიმენტის სახით 100 ლარის გადახდა უთანაბრდება შვილის რჩენაზე უარის თქმას. 100 ლარის სარჩოს მეშვეობით ვერ მიიღწევა შვილის სათანადო რჩენისა და აღზრდის პირობა. მხარეთა ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 220 ლარის გადახდა, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილის ნორმალურ განვითარებას.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 220 ლარი არაა საკმარისი 14 წლის ასაკის შვილის რჩენისა და აღზრდისათვის (მაგ. თუ მოსარჩელე გადაწყვეტს შვილს ასწავლოს ცურვა და უცხო ენა, დაჭირდება შესაბამის წრეებში მისი შეყვანა. ამ ორ ,,ოპერაციას“ თვეში 100-100 ლარი შეიძლება არ ეყოს), მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში 220 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის, როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თვეში 220 ლარის გადახდა.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
სარჩელი აღძრულია 2017 წლის 28 აპრილს. შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2017 წლის 28 აპრილიდან.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
ალიმენტის ნაწილში მოსარჩელე ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 150 ლარის გადახდა. სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციის მიხედვით მოპასუხეს უნდა გადახდეს სახ. ბაჟის სახით გადასახდელი თანხის ნახევარი (საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის მეორე ნაწილი) 50 ლარი. მან სარჩელი ნაწილობრივად სცნო, შესაბამისად მას გადასახდელი ბაჟი საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუნახევრდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძება გამოყენებული არაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8-ე, 53-ე, 243-244-ე; 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი----- დ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მ------ კ--–------ეს თავისი არასრულწლოვანი შვილის ნ-----–---- კ--–------ის (დაბადებული2012 წლის 22 ივნის) რჩენისათვის, მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 150 ლარის ოდენობით.
3. ალიმენტის გადახდის ათვლა დაიწყოს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2017 წლის 27 ოქტომბრიდან.
4. მ------ კ--–------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 25 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე