გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2018
საქმის ნომერი
060210118002313008
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/153-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 ივნისი 2018წ ქ.სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი - ნათია ძაძამია

 

მოსარჩელე - შპს „ბ-–- 2---“

წარმომადგენელი - ა---------– ბ-----------, მ-----– ვ------–-–---–-;

 

მოპასუხე - კ----- ნ-–--–-–--–--

წარმომადგენელი - ა-–---------- თ-----–-–---–-;

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე კ----- ნ-–--–-–---–- დაეკისროს შპს „ბ-–- 2---“ -თვის მიყენებული ზიანის 15 256.7 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე კ----- ნ-–--–-–---–- დაეკისროს საიჯარო ქირის 6700 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ თავის სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ მიუთითა, რომ მოპასუხე კ----- ნ-–--–-–---–- არის შპს „ბ-–- 2---“-ის პარტნიორი, მოპასუხის სახელით შეიძინეს უძრავი ქონება 23.3 ჰა მიწა, რომლის ღირებულებაც ორჯერ იქნა გადახდილი ჯამში 4670.7 ლარი, მიწის ზუსტი ანაზომის გაკეთებისთვის საზოგადოების დირექტორის მიერ გადახდილი იქნა 1150 ლარი. შეძენილი მიწის ნაკვეთი უნდა შემოეღობათ და ნახევარი უნდა გაფორმებულიყო საზოგადოების სახელზე, ამ მიზნით საზოგადოებამ შეიძინა 2008 წელს დენის სადენი ღირებული 720 ლარად, მოპასუხეს ეკლიანი ბოძების შესაძენად გადაეცა 1520 ლარი, ეკლიანი მავთულის შესაძენად გადეცა 1725 ლარი, მრიცხველის შესაძენად 180 ლარი, ელექტროენერგიის ობიექტამდე მისაყვანად 70 ლარი, მავთულის შესაძენად 80 ლარი, ხბოების შესაძენად 500 ლარი, მუშა-მოსამსახურეებისთვის სამუშაოს შესრულების ღირებულება 600 ლარი, ჭიშკრისთვის ლითონის მასალების შესაძენად 2000 ლარი. საზოგადოებისგან ასევე სესხად მიიღო 2040 ლარი. სულ საზოგადოების თანხებიდან მოპასუხეს მიღებული აქვს 15 256.7 ლარი. 2011 წელს კ----- ნ-–--–-–---–თან გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სათევზე ტბორები 16 ჰექტარის ფართით და მის ირგვლივ არსებული მიწის ფართობი ტბორებთან მისასვლელი გზებით. საიჯარო ქირა განისაზღვრა წლიური 1000 ლარი, გადახდის ვადა - ყოველი საიჯარო წლის 25 ნოემბრამდე. მოპასუხეს სრულად აქვს გადახდილი მხოლოდ 2011 წლის საიჯარო ქირა. პარტნიორები დაარწმუნა, რომ დავალიანებას გადაიხდიდა მას შემდეგ, რაც მოახდენდა მის სახელზე რიცხული 23.3 ჰა მიწის ნაკვეთის რეალიზაციას. მართალია ქონების რეალიზაცია მოახდინა, მაგრამ დავალიანება არ დაუფარავს, 2014 წლის შემდგომ გააგრძელა საიჯარო საგნით სარგებლობა, მაგრამ საიჯარო დავალიანებას არ იხდის, რის გამოც სარჩელი აღძრა სასამართლოში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე კ----- ნ-–--–-–---–მა როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო, მიაჩნია, რომ როგორც 15 256.7 ლარის, მათ შორის სესხის სახით 2040 ლარის ანაზღაურების ნაწილში, ასევე საიჯარო ქირის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნები დაუსაბუთებელია და ხანდაზმული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2--- წელს შპს „ბ-–- 2---“ რეგისტრირებული იქნა მეწარმეთა რეესტრში ს/კ 2--------, კ----- ნ-–--–-–---–- არის საზოგადოების 20% წილის მფლობელი პარტნიორი. საზოგადოების ხელმძღვანელობა/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი დირექტორი არის მ-----– ვ------–-–---–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 16-18 )

 

3.1.2 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 11 ივლისის წერილით კ----- ნ-–--–-–---–- ნება დაერთო სამტრედიის რაიონის სოფელ ბ-––- იჯარით აღებული 23.3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის პირდაპირი ფორმით პრივატიზებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 11 ივლისის წერილი (ს.ფ. 19 )

 

3.1.3 ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშში გადამხდელის კ----- ნ-–--–-–---–-ს მიერ გადახდილი იქნა სამტრედია სოფ ბ-––- მდებარე სახელმწიფოს საკუთრებ-–- არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 23.3 ჰა მიწის ღირებულება (23-1.70 ლარი + 2 330 ლარი = 4671.7 ლარი) 4671.7 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება N666 18.07.2007წ (ს.ფ. 21)

- სალაროს შემოსავლის ორდერი N30 18.07.2007წ (ს.ფ. 20)

 

3.1.4. 2011 წლის 26 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კ----- ნ-–--–-–---–-ს უძრავი ქონება, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ფართობი 23.3 ჰა, საკადასტრო კოდი 3-.0-.46.0-- აღრიცხული იქნა თ---------- ხ------------ სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 24-25 )

 

3.1.5 2011 წლის 25 მაისს შპს „ბ-–- 2---“-სა და კ----- ნ-–--–-–---–- შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 3 წლის ვადით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სათევზე ტბორები 16 ჰექტარის ფართით და მის ირგვლივ არსებული მიწის ფართობი ტბორებთან მისასვლელი გზებით. საიჯარო ქირა განისაზღვრა წლიური 1000 ლარი, გადახდის ვადა ყოველი საიჯარო წლის 25 ნოემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-31 )

 

3.1.6 კ----- ნ-–--–-–---–- დაფარული აქვს 2011 წლის საიჯარო ქირა. 2012-20-- -2014 წლების საიჯარო ქირა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადახდილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი

მხარეთა ახსნა განმარტება (2018 წლის 18 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.7. კ----- ნ-–--–-–---–-ს მიერ 2015 წლის 23 მარტს საიჯარო ქირის სახით გადახდილი იქნა 300 ლარი, ხოლო ამავე მიზნით 2015 წლის 04 აპრილს გადახდილი იქნა 300 ლარი, ჯამში 600 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მხარეთა ახსნა განმარტება (2018 წლის 18 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი)

ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 35-36)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ბ-–- 2---“-ის მიერ კ----- ნ-–--–-–---–-სათვის თანხის 15 256.7 ლარის, მათ შორის სესხის სახით 2040 ლარის გადაცემას, სესხის გაცემაზე შეთანხმებას ან ამ უკანასკნელის სახელით რაიმე ტრანზაქციის შესრულებას მოსარჩელის მიერ ადგილი არა აქვს.

 

3.2.2 მხარეთა შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება 2014 წლის შემდეგ არ გაგრძელებულა, კ----- ნ-–--–-–---–-ს მიერ საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ ქონების არ დაბრუნების ფაქტი არ დასტურდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ გარემოებას, კერძოდ მოპასუხე კ----- ნ-–-–-–---–------- თანხის გადაცემის, საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელების და რაიმე სახის ზიანის მიყენების ფაქტს, რაც წარმოშობდა მოპასუხის მხრიდან თანხის გადახდის ვალდებულებას. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელე შემოიფარგლა სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა განმარტებით, მიწის ნაკვეთის შესაძენად კ----- ნ-–--–-–---–-ს მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით და მ-----– ვ------–-–---–-ს მიერ მიწის აზომვითი ნახაზის შესრულებისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალების წარმოდგენით, მოწმე ო---- მ---------–-- ჩვენებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით გამოძახებული მოწმე ომარ მ---------–-- ჩვენებას მისთვის პირადად ცნობილი გარემოებების შესახებ, სასამართლომ ვერ გამოიტანა დასკვნა საქმისათვის ისეთი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობაზე, როგორიცაა მოპასუხე კ----- ნ-–--–-–---–-სათვის თანხის, მათ შორის სესხის სახით 2040 ლარის გადაცემა და საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება მოპასუხის მიერ საიჯარო საგნის ფლობით. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთის შესყიდვის ქვითრებს იგი მოსარჩელის მიერ კ----- ნ-–--–-–---–-სათვის თანხის გადაცემის მტკიცებულებად ვერ გამოდგება, რადგან იგი ადასტურებს არა თანხის გადაცემის, არამედ მოპასუხე კ----- ნ-–--–-–---–-ს მიერ შეძენილი უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის დაფარვის ფაქტს, ხოლო 2--- წლის 02 ოქტომბრით დათარიღებული საგადახდო დავალებით არ დასტურება მოსარჩელე შპს „ბ-–- 2---“-ის მიერ მიწის აზომვითი ნახაზის შესრულებისთვის ხარჯის გაწევა, რადგან მასში გადამხდელად მითითებულია ფ/პ მ-----– ვ------–-–---–-, ხოლო გადახდის დანიშნულებად მითითებულია ფ/პ კ----- ნ-–--–-–---–-ს მიწის ზუსტი ანაზომის ღირებულება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 11 ივლისის წერილით დასტურდება ის გარემოება, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ ბ-––- მდებარე 23.3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწა რომლის პირდაპირი ფორმით პრივატიზებაზე თანხმობა მიეცა კ----- ნ-–--–-–---–-, იჯარით აღებული ჰქონდა ამ უკანასკნელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომელზედაც მოსარჩელემ დაამყარა თავისი მოთხოვნები სათანადოდ ვერ იქნა რეალიზებული.

 

3.2.3. შპს „ბ-–- 2---“-ის მოთხოვნა 2012-20---2014 წლის საიჯარო ქირის გადახდევინების თაობაზე არ არის ხანდაზმული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება რომ კ----- ნ-–--–-–---–-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა ჯეროვნად, დათქმულ დროს, უდავოა ასევე, რომ მოპასუხე კ----- ნ-–--–-–---–-ს მიერ გადახდილია 2011 წლის საიჯარო ქირა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ანუ საიჯარო წლის 25 ნოემბრამდე, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში 2012-20---2014 წლის საიჯარო ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. 2012 წლის საიჯარო ქირა მოპასუხეს უნდა გადაეხადა 2012 წლის 25 ნოემბრამდე, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. მოსარჩელეს 2012 წლის საიჯარო ქირის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2012 წლის 29 ნოემბრიდან. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების შემდეგ, მოთხოვნის წარმოშობიდან 3 წლის ვადაში კერძოდ, 2015 წლის 23 მარტს და 04 აპრილს გადახდილი იქნა იჯარის თანხის ნაწილი ჯამში 600 ლარი, რომელიც უნდა ჩაითვალოს 2012 წლის საიჯარო ქირის ანგარიშში. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად წლის საიჯარო ქირა შეადგენს 1000 ლარს, შესაბამისად მოპასუხეს გადასახდელი აქვს 2012 წლის საიჯარო ქირის ნაწილი (1000 ლარს გამოკლებული გადახდილი 600 ლარი = 400 ლარს) 400 ლარი. რასაც გადასახდელად უნდა დაემატოს 20---2014 წლების გადაუხდელი საიჯარო ქირა 2000 ლარის ოდენობით, ჯამში მოპასუხეს საიჯარო ქირის სახით გადასახდელი აქვს 2400 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

შპს „ბ-–- 2---“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ მოთხოვნილი საიჯარო ქირის თანხის ნაწილის 2400 ლარის ანაზღაურების ნაწილში. ხოლო 15 256.7 ლარის, მათ შორის სესხის სახით 2040 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვას უარი მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციის ამავე მუხლიდან გამომდინარე არავის არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ ქმედებისათვის, რომელიც არ ითვლება დარღვევად.

 

6.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩეულია კანონის მიერ.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად, მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2011 წლის 25 მაისს საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.

 

დადგენილია, რომ კ----- ნ-–--–-–---–-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროს.

 

დადგენილია, რომ კ----- ნ-–--–-–---–-ს საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენს 2400 ლარს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოთხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვალდებულებები კ----- ნ-–--–-–---–- არ შეუსრულებია. შესაბამისად, მოთხოვნა საიჯარო ქირის გადახდევინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ 2400 ლარის და არა 6700 ლარის ოდენობით, როგორც ამას მოსარჩელე მოითხოვს რადგან მოცემულ შემთხვევაში საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ მოპასუხის მიერ იჯარით აღებული ქონებით სარგებლობის ფაქტი არ არის დადასტურებული.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებ-–-ც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ბ-–- 2---“ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს კ----- ნ-–--–-–---–- საიჯარი ქირის 2400 ლარის გადახდა.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების წესების მიხედვით უკან იქნეს გამოთხოვილი.

 

6.9 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებ-–- გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მოპასუხე კ----- ნ-–--–-–---–-სათვის თანხის 15 256,7 ლარის, მათ შორის სესხის სახით 2040 ლარის დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი, კერძოდ არ დასტურდება სასესხო ურთიერთობა მხარეთა შორის, არ დასტურდება რაიმე თანხის შპს „ბ-–- 2---“-ის მიერ მოპასუხე კ----- ნ-–--–-–---–-სათვის გადაცემის ფაქტი, მითუმეტეს შპს „ბ-–- 2---“-ის მიზნებისთვის. შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული თანხის ანაზღაურების ვალდებულების წარმომშობი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

წინამდებარე საქმეზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად გადახდილია სახელმწიფო ბაჟი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. შესაბამისად ამავე კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი, დავის საგნის 4%-ის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 2400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად მოპასუხე კ----- ნ-–--–-–---–- უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 72 ლარის გადახდა შპს „ბ-–- 2---“-ის სასარგებლოდ, მასვე უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა, ასევე მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გადახდა 96 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 47-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ბ-–- 2---“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1 მოპასუხე კ----- ნ-–--–-–---–- მოსარჩელე შპს „ბ-–- 2---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის 2400 ლარის გადახდა.

 

1.2. უარი ეთქვას შპს „ბ-–- 2---“-ს 15 256.7 ლარის ანაზღაურებაზე.

 

2. მოპასუხე კ----- ნ-–--–-–---–- შპს „ბ-–- 2---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 72 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

3. მოპასუხე კ----- ნ-–--–-–---–- შპს „ბ-–- 2---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 96 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

4. მოპასუხე კ----- ნ-–--–-–---–- შპს „ბ-–- 2---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა