განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002437998 (1/23--18)
განაჩენი
საქართველოს სახელით
27.06.---- წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
ბრალდების მხარე: პროკურორი ან---------ა
დაცვის მხარე: ბრალდებული ნი----–-------------ა
დამცველი/ადვოკატი მა--------------ა
თარჯიმანი თა----------ა, თა----------–--ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე #04----------
ბრალდებულის სახელი გვარი: ნი----–-------------ია
მამის სახელი: ზა----ი
დაბადების თარიღი: 25.12.1--- წ
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნომერი: 01---------
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბ--–--ი, ნი---------–---–ის ქ. #3-
ფაქტობრივი მისამართი: ქ.თ---–ი, ნი---------–---–ის ქ. #3-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. დანა–-ულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
02.03.---- წ 19:10 სთ-ზე ქ. ზუ------–ი, გა------------ს გამზ. #3--ში მდებარე სწრაფი კვების ობიექტის წინ მდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნი----–-------------ამ ლა–---–-----ეს დაარტყა მუშტი მარცხენა თვალთან, მარცხენა ხელზე დაარტყა ფეხი, რა დროსაც ლა–---–-----ემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა და მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
02.03.---- წ 19:10 სთ-ზე ქ. ზუ------–ი, გა------------ს გამზ. #3--ში მდებარე სწრაფი კვების ობიექტის წინ ტროტუარზე (სს ,,თი----------ს ბანკომატის მიმდებარედ) ლა–---–-----ესა და ნი----–-------------ას შორის შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ლა–---–-----ის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია დადასტურებულია დაზარალებულ ლა–---–-----ის, მოწმეების გი----------–---ას, კო-----------ას, პე------–-----–-ას, მე--------–-–-ას, შო-------------ს, ნა-----------ას სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით (06.06.---- წ სხდომის ოქმი, ს.ფ. 259-265).
ურთიერთშელაპარაკებას და კონფლიქტს არ უარყობს ბრალდებული თავის საბოლოო სიტყვაში (27.06.---- წ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 282), თუმცა იგი უარყოფს მისი მხრიდან ლა–---–-----ის მიმართ ფიზიკურ შეხებას, მით უფრო მარცხენა ხელის თითის დაზიანებას, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
დაზარალებული ლა–---–-----ე სასამართლოში დაკითხვისას მიუთითებს, რომ ნი----–-------------ა მისი ყოფილი მეუღლის ძმაა, მათ შორის არსებობს ოჯახური კონფლიქტი, ქონებრივი დავები. დავის არსებობა დადასტურებულია ასევე პრეიუდიციული მტკიცებულებებით (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 11.09.2--- წ. გადაწყვეტილება საქმეზე 02---------------- (2/1------), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.11.2--- წ განჩინება ამავე საქმეზე ს.ფ. 124-143). დაზარალებული აღნიშნავს, რომ 02.03.---- წ დაახლოებით 19:10 საათისთვის იდგა მისი სწრაფი კვების ობიექტთან, უნდა დაეკეტა იგი, ელოდებოდა შენობიდან შო-------------ს და ნა-----------ას გამოსვლას, რა დროსაც ტერიტორიას მიუახლოვდა ნი----–-------------ა მისი კუთვნილი მე-----------------ს ავტომანქანით, რომელშიც წინა სავარძელში შეამჩნია მისთვის უცნობი დაბალი ტანის ადამიანი. მანქანაში უკან ვინმე არ დაუნახავს, რადგან შუშა დაბურულია. მანქანიდან ნი----–-------------ას გარდა არავინ გადმოსულა. ნი----–-------------ამ შესთავაზა საუბარი სადავო თემებზე, რაზეც უპასუხა, რომ მასთან სასაუბრო არა აქვს. ამ დროს შეაგინა, ხელი დაარტყა სახეში, რამდენჯერმე მოუქნია ფეხი, რომელიც მარცხენა მტევანზე მოხვდა და მიიღო დაზიანება, ტკივილი განიცადა. ქალბატონები, რომლებიც კარს კეტავდნენ აშველებდნენ, შო------------- ჩადგა შუაში. გაშველებაში ასევე მონაწილეობდა სს ,,თ-------------ს" თანამშრომელი გი----------–---ა. ინციდენტი დაახლოებით 7-10 წუთი გრძელდებოდა. ჩხუბის შემდეგ ხელი გაწითლებული და გახურებული ჰქონდა, შემდეგ წნევამ აუწია გამოიძახეს სასწრაფო, გადაიყვანეს საავადმყოფოში, დაუსურათეს ხელის მტევანი და გაირკვა, რომ მოტეხილობა ჰქონდა. კონფლიქტის დროს მან თვითონაც მოუქნია ხელი ბრალდებულს, თუმცა არ მოხვედრია.
მოწმის სახით დაკითხულმა გი----------–---ამ თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ სს ,,თი----------ს" თანამშრომელია, ბრალდებულს არ იცნობს, ინციდენტის შემსწრეა, მაგრამ კონფლიქტის მეორე მხარის სახის გახსენება არ შეუძლია. 02.03.---- წ საღამოს ბანკი დაკეტილი იყო, შენობის გარედან ხმა----ის და კონფლიქტის ხმა შემოესმა, მაგრამ დაუყოვნებლივ არ მიუქცევია ყურადღება, რადგან ასეთი სიტუაცია ხშირია. ცოტა ხნის შემდეგ, როცა სიგარეტის მოსაწევად გავიდა დაინახა ლა–---–-----ე, რომელსაც იცნობს, რადგან ბანკის მიმდებარედ (გვერდით) სწრაფი კვების ობიექტი აქვს. შეესწრო ლა–---–-----ის და უცნობი პირის კონფლიქტს, ერთმანეთთან ფიზიკურად ახლოს იყვნენ, დაახლოებით 1 წუთი იყო იქ. გააშველა, განიმუხტა სიტუაცია. კონფლიქტის მეორე მხარეც წავიდა და ის დაბრუნდა ბანკში. მეორე დღეს უთხრა ლა–---–-----ემ, რომ ცოლის ძმასთან მოუვიდა კონფლიქტი. საუბრის შინაარსი არ გაუგია, ვინმე ნაცნობი არ შეუმჩნევია, თუმცა რამდენიმე ადამიანი (როგორც ახსოვს დაახლოებით 5 პირი დაპირისპირებული მხარეების ჩათვლით) იდგა იქ. დააზუსტა, რომ ქალბატონები (სწრაფი კვების ობიექტების თანამშრომლები) არ დაუნახავს, მის გამოსვლამდე რა მოხდა არ იცის, შიგნით ისეთ ადგილას (თანამშრომლის კაბინეტში) იყო, რომ გარეთ რა ხდება ყველაფერი არ ჩანს. მეორე დღეს დაზარალებულმა უთხრა, რომ ხელი დაარტყა ცოლის ძმამ, თვითონ ეს ფაქტი არ დაუნახავს. გამოძიების დროს მიცემული ჩვენების ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ დაადასტურა, რომ კონფლიქტის მეორე მხარე რუსული აქცენტით საუბრობდა.
კო-----------ამ, პე------–-----–-ამ და მე--------–-–-ამ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში განმარტეს, რომ ისინი ნი----–-------------ას მეგობრები არიან და 02.03.---- წ დაახლოებით საღამოს 7 საათზე მასთან ერთად მისივე ავტომანქანით მივიდნენ ქ. ზუ------–ი, მთ----------------ე, გა------------ს გამზირზე სს ,,თი----------ს" შენობასთან არსებულ ბანკომატთან ფულადი თანხის მისაღებად, სადაც დაინახეს ლა–---–-----ე. ლა–-მ დაუწყო არასასიამოვნო საუბარი ნი----–----ს და მოუქნია (ერთხელ გაარტყა) ხელი და დაიწყო კონფლიქტი, თუმცა ისინი არ ჩარეულან, მანქანიდან არ გადმოსულან.
კო-----------ა სასამართლო სხდომაზე არ ადასტურებს ნი----–-------------ას მიერ ლა–---–-----ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას. მისი თქმით ნი----–-------------ა ლა–---–-----ის მიერ ინიცირებული კონფლიქტის დაწყებისთანავე გამობრუნდა ავტომანქანაში, რაც არ არის თანხვედრაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებთან, მათ შორის მასთან ერთად მყოფი პირების ჩვენებებთან და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ. გამოძიების დროს მიცემული ჩვენების ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ მან დაადასტურა, რომ ნი----–-------------ა ხელ-ფეხს იქნევდა, თუმცა მოხვდა თუ არა ლა–---–-----ეს არ უნახავს, რადგან იქ მყოფი ადამიანები ეფარებოდნენ. ვინმე ნაცნობი ან ქალბატონები შემთხვევის ადგილას არ შეუმჩნევია.
პე------–-----–-ამ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ ინციდენტის ინიციატორი ლა–---–-----ე იყო, მან პირველმა მოუქნია ხელი ბრალდებულს - მარცხენა მხარეს ლოყაზე გაარტყა. ისინი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. მათი საუბარი და სიტყვები არ ესმოდათ, რადგან მანქანაში შუშები აწეული იყო. შემდეგ დაინახა, რომ ნი----–-------------ა ლა–---–-----ის მიმართ ხელ-ფეხს იქნევდა, 2 ადამიანი აშველებდა მათ. ალბათ დაახლოებით ერთი წუთი გრძელდებოდა ეს კონფლიქტი, ისე სწრაფად დამთავრდა, რომ ვერ მოასწრეს გადმოსვლა მანქანიდან. ნი----–----მაც ანიშნა, მათ არ ჩამოხვიდეთო, ჩაჯდა მანქანაში და წავიდნენ.
მე--------–-–-ამ აღნიშნა, რომ ბანკომანტთან ნი----–----მა დაინახა ლა–- და ერთმანეთს ხელი გაარტყეს. პირველად ლა–-მ დაარტყა ნი----–----ს მარჯვენა ხელი მარცხენა ლოყაზე. ნი----–-------------ა აგინებდა ლა–-ს, რის გამოც ლა–-მ დაარტყა და როგორც ნი----–----მაც თქვა თვითონაც დაარტყა ლა–-ს. ისე მალე გააშველეს, რომ მანქანიდან გადმოსვლაც ვერ მოასწრეს მეგობრებმა და ნი----–-------------ამაც ანიშნა არ გადმოხვიდეთო. გამოძიების დროს მიცემული ჩვენების ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ დაადასტურა, რომ ეთანხმება გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, სადაც ამბობს, რომ გამვლელი პირები აეფარნენ და ყველაფერი ვერ დაინახეს.
შო-------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იცნობს ლა–---–-----ეს და ნი----–-------------ას. მუშაობს ლა–---–-----ის კუთვნილ სწრაფი კვების ობიქტში, მუშაობენ საღამოს 7-8 საათამდე, იმ დღეს 02.03.---- წ 19:10 სთ-ზე უნდა დაეკეტათ ობიექტი, ლა–- გარეთ კარებთან ელოდებოდა, შიგნით ორნი იყვნენ თვითონ და ნა-----------ა (მენეჯერი). ნი----–-------------ა აგინებდა და ურტყამდა ლა–---–-----ეს. როგორც შეეძლო აშველებდა, სხვა პირებიც აშველებდნენ, ლა–---–-----ეს თვალი ჩაწითლებული ჰქონდა, ხელი ტკიოდა, როცა გადაიყვანეს საავადმყოფოში გაირკვა, რომ მოტეხილი ჰქონდა თითი. სანახავად სახლში მიდიოდნენ, ცუდად იყო და ობიექტზე დიდხანს არ მისულა.
ანალოგიური ჩვენება მისცა ნა-----------ამ სასამართლო სხდომაზე. დაადასტურა ნი----–-------------ას მიერ ლა–---–-----ის მიმართ ფიზიკური ძალადობა, განმარტა რომ კეტავდნენ ობიექტს, როცა გარეთ გამოვიდნენ გაიგონა გინება, დაინახა, რომ ნი----–-------------ამ ხელი დაარტყა ლა–---–-----ეს სახეზე, მოუქნია ფეხი, რის გამოც მოტყდა მარცხენა ხელის თითი, წაიყვანეს საავადმყოფოში თაბაშირი ჰქონდა, ვერ დადიოდა სამსახურში, ბინაში სანახავად მიდიოდნენ. ინციდენტის დროს გაშველებაში უცნობი პირებიც მონაწილეობდნენ. იგი შორენასთან ერთად იდგა და ყვიროდა, სხვა ვერაფერი მოახერხეს.
დაკითხული მოწმეების ჩვენებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომელსაც ფოტომასალაც ერთვის (ს.ფ. 21-34) დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ზუ------–ი, ზვ. გა------------ს გამზ. #3--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ტერიტორიაზე (ტროტუარზე), რომლის წინ არის საავტომობილო გზა. სწრაფი კვების ობიექტს აქვს აბრა უცხენოვანი წარწერით P---I. ობიექტის მარჯვენა მხარეს არის რკინის კარი, რომლის ზევით არის აბრა ლომბარდი. აბრის გვერდით მარჯვენა მხარეს კედელზე მიმაგრებულია ვიდესათვალთვალო კამერა. აღნიშნულის გვერდით გაგრძელებაზე კედელზე მიმაგრებულია აბრა წარწერით ,,თი----------", სადაც ასევე მიმაგრებულია 2 ცალი ვიდეოსათვალთვალო კამერა. სწრაფი კვების ობიექტის მარცხენა მხარეს არის წარწერა კოსმეტიკა, და მის გვერდით არის აბრა წარწერით ექსპრეს ბანკი, რომლის ქვეშ კედელზე მიმაგრებულია 2 ცალი ვიდეოსათვალთვალო კამერა.
საქმეში წარმოდგენილია სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მიერ 03.03.---- წ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა, # E----- ისტორიის # 4--- (ს.ფ. 17), სადაც მითითებულია, რომ ლა–---–-----ემ (პ/ნ 1---------1) ამბულატორიას მიმართა 02.03.---- წ 22:14 სთ-ზე და გავიდა 03.03.---- წ 01:15 სთ-ზე. დიაგნოზი თავის ზედაპირული ტრავმა, მარცხენა მტევნის ნების ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა. ამბულატორიაში მიმართვისას პაციენტი უჩიოდა თავის ტკივილს, ტკივილს მარცხენა ზედა კიდურზე, მტევანზე აღენიშნებოდა შეშუპება, ჰიპერემია. მარცხენა მტევნის ძვლების რენტგენოგრაფიამ დააფიქსირა მარცხენა მტევნის ნების მეორე ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა.
საქმეზე გამომძიებელ მე-----–-----–--ს 03.03.---- წ დადგენილებით (ს.ფ.18) დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში". აღნიშნული დადგენილება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პრეიუდიციული ძალის მქონე მტკიცებულებაა.
სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 13.03.---- წ #50-------- მომართვითა (ს.ფ. 71) და 13.03.---- წ #0-------- ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 72-73) დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ლა–---–-----ემ სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს“ მიმართა 02.03.---- წ 22:14 სთ-ზე, სიდანაც გაეწერა 03.03.---- წ 01:15 სთ-ზე დიაგნოზით თავის ზედაპირული ტრავმა. მარცხენა მტევნის ნების ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა.
03.03.---- წ 04:33-04:45 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას ლა–---–-----ეს სხეულზე გარეგნულად თვალით ხილული მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და სისხლჩაქცევის სახით.
ექსპერტიზის დასკვნით დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და სისხლჩაქცევის სახით, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო დაზიანება მარცხენა მტევნის ნების ძვლის მოტეხილობის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე კვლევის ჩამტარებელმა ექსპერტმა გიო-------------–-–---–მა დაკითხვისას (18.06.---- წ სხდომის ოქმი, ს.ფ. 274-277) დაადასტურა დასკვნის შედეგები და განმარტა, რომ იგი არ არის რენდგენოლოგი, მას არ უნახავს რენდგენის სურათები, შეაფასა სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული დაზიანების (მოტეხილობის) სიმძიმე და რადგან შეძვალებას დასჭირდებოდა 21 დღეზე მეტი, დაზიანება მიეკუთვნა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. მხარეთა შეკითხვაზე ექსპერტმა უპასუხა, რომ დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ეს საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ მკვრივი კონსისტენციით და ბლაგვი ზედაპირით, მათ შორის ადამიანის ფეხი.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში გამოთქმულ პოზიციას (27.06.---- წ სხდომის ოქმი ს.ფ. 282-286), რომ დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ არის სარწმუნო, რადგან ექსპერტს არ დაუთვალიერებია რენდგენის სურათი და არ არის დადგენილი, რომელი თითი ჰქონდა მოტეხილი დაზარალებულს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალების მიხედვით ექსპერტიზა ჩატარდა პირველადი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე (ს.ფ. 17), სადაც აღნიშნულია, რომ პაციენტს ჩაუტარდა მარცხენა მტევნის ძვლების რენტგენოგრაფია და დაფიქსირდა მარცხენა მტევნის ნების მეორე ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა, რაც ჩასწორდა და დაედო თაბაშირის ნახვევი. თაბაშირის ნახვევის არსებობას ადასტურებენ ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები შო------------- და ნა-----------ა (06.06.---- წ სხდომის ოქმი, ს.ფ. 259-265).
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ–ის 118–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანა–-ულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
ობიექტური მხრივ იგი შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში ისე უმოქმედობაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
განსახილველ შემთხვევაში ნი----–-------------ას დანა–-ული გამოიხატა მოქმედებაში – მან განზრახ ფეხი მოუქნია (დაარტყა) ლა–---–-----ეს მარცხენა მტევანზე, რამაც გამოიწვია მისი მტევნის მეორე ნების ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა, რაც სპეციალური ცოდნის მქონე პირმა (ექსპერტმა) მიაკუთვნა სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
აღწერილი დარტყმის გარეშე მოტეხილობა არ დადგებოდა, რის გამოც ნი----–-------------ას მოქმედებასა და ლა–---–-----ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
დანა–-ულის ჩადენის მოტივია ლა–---–-----ის მიმართ სამაგიეროს მიზღვა ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების შეურაწყოფის და მათი ფინანსური/ქონებრივი დანაკარგების გამო. მიზანი - დაზარალებულისთვის ზიანის მიყენება, მისი პიროვნული შეურაწყოფა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ნი----–-------------ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანა–-ულის ჩადენას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნი----–-------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს, ბრალდებულის პიროვნების დადებითი მახასიათებლები.
ნი----–-------------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანა–-ულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნა–-ვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანა–-ულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნა–-ვის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღა----ოს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1–ლი ნაწილის სანქციას, კერძოდ, აღნიშნული დანა–-ულისთვის სს კანონი სასჯელის სახით ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოს ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქმეზე დადგენილი გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ დანა–-ულის ჩადენა ოჯახურ და ქონებრივ კონფლიქტში მყოფ პირთან უეცარმა შეხვედრამ და შელაპარაკებამ გამოიწვია, ბრალდებული დასაოჯახებელი ახალგაზრდა ადამიანია, დასაქმებულია, ნასამართლობის არ მქონეა, ადრე ძალადობრივი ქმედებების ჩადენაში არ არის შემჩნეული, მის მიმართ სასჯელად თავისუფლების აღკვეთის გამოყენება სასმართლოს აზრით ზედმეტად მკაცრი სასჯელი იქნება, ხოლო საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გამოყენება ზედმეტად ჰუმანური.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ნი----–-------------ას მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ძირითადი სასჯელის სახით 6 თვის ვადით შინაპატიმრობის და დამატებითი სასჯელის სახით 5000 ლარის ოდენობით ჯარიმის გამოყენებით.
საქართველოს სსკ–ის 471–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილების მიხედვით შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდებულისათვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას.
შინაპატიმრობა ენიშნება ნასამართლობის არმქონე პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით. ამავე მუხლის მე–7 ნაწილით შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დამატებით სასჯელად გათვალისწინებული არ არის.
ბრალდების მხარის მტკიცებულებებში წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.05.2--- წ განაჩენი (ს.ფ. 179-182), რომლითაც ნი----–-------------ა ცნობილია დამნა–-ვედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით.
თბ--–--ის სააღსრულებო ბიუროს 07.03.---- წ მომართვით (სფ.46) დადგენილია, რომ ამ განაჩენით დაკისრებული ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულია 04.07.2--- წ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79–ე მუხლის 1–ლი ნაწილით მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანა–-ულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. შესაბამისად, ამჟამად ნი----–-------------ა ნასამართლობის არმქონეა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 30.03.---- წ დადგენილებით (საქმე #0205-------------- /4/ა-3------ (ს.ფ. 195-200) ნი----–-------------ა ცნობილია სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
ნივთმტკიცების და აღკვეთის ღონისძიების საკითხი:
საქმეზე ნივთმტკიცების საკითხი არ არის გადასაწყვეტი.
ნი----–-------------ას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 21.03.---- წ განჩინებით (ს.ფ. 107-110) შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება გირაო 5000 ლარის ოდენობით. გირაო გადახდილია (შეტანილია) 27.03.---- წ. თანხის გადარიცხვა განხორციელდა სს ,,სა---------–---------ს" მეშვეობით პირადად ნი----–-------------ას (პ/ნ 01---------) მიერ, რასაც ადასტურებს სალაროს შემოსავლის ორდერი #2------ (ს.ფ. 177) და თანხის გადახდის დასტური – ა 0----- (ს.ფ.176).
საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დაადგინა:
1. ბრალდებული ნი----–-------------ა ცნობილია დამნა–-ვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს შინაპატიმრობა 6 თვის ვადით.
შინაპატიმრობის პერიოდში მსჯავრდებულს დაეკისროს დღე-ღამის განმავლობაში 22:00 სთ-დან 09:00 სთ-მდე პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება.
შინაპატიმრობის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. ნი----–-------------ას დამატებით სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. ნი----–-------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 5000 ლარი დაუბრუნდეს შემომტანს 1 თვის ვადაში.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ირაკლი აბშილავა