გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2018
საქმის ნომერი
160210018002416443
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/432-18

160210018002416443

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ივნისი, 2018 წელი ქ.ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - სს ,,ლი------------ი’’

მოსარჩელის წარმომადგენელი - ლა-–--------ვა

მოპასუხეები - შო-----------–---–ი, ჯი-–-----------ნი

დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხეებს იმე--------------–---ს, შო-----------–---–სა და ჯი-–-----------ნს სს,,ლი------------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 7792.54 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4941.14 ლარი, პროცენტი 1560.23 ლარი, ჯარიმა 1291.17 ლარი. იმე--------------–---ს, ოვერდრაფტიდან გამომდინარე, დამატებით დაეკისროს სს "ლი------------ის" სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის 499.75 ლარის გადახდა.

 

დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეებს შო-----------–---–სა და ჯი-–-----------ნს სს,,ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7792.54 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4941.14 ლარი, პროცენტი 1560.23 ლარი, ჯარიმა 1291.17 ლარი.

 

სარჩელის საფუძვლები

 

სს "ლი------------სა" და იმე--------------–---ს შორის 2014 წლის 12 თებერვალს გაფორმდა N0002/2014/05184 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადეგინა 7000 ლარი, წლიური 19%. კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 84 თვე. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და რომლის მიხედვითაც მხარეს უნდა განეხორციელებინა კრედიტის გადახდა. სს "ლი------------ის" მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად 15.03.2017 წლიდან მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით გათვალსიწინებული თანხის დაფარვა, რის შემდეგაც კრედიტს ერიცხება ვადაგადაცილების პირგასამტეხლო. მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის დავალიანება დაანგარიშებულია 2018 წლის 16 აპრილის მდგომარეობით.

 

საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულებები. კერძოდ, 2014 წლის 12 თებერვალს ბანკსა და შო-----------–---–სა და ჯი-–-----------ნს შორს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირებმა ბანკის წინაშე იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. თითოეული თავდები პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 12555.40 ლარით.

 

მოპასუხეების იმედა ოქროჭელიძის, შო-----------–---–ისა და ჯი-–-----------ნის დავალიანება 2018 წლის 16 აპრილის მდგომარეობით სს "ლი------------ის" მიმართ N0002/2014/05184 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 7792.54 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 4941.14 ლარი, დარიცხული პროცენტი არის 1560.23 ლარი, ხოლო დარიცხული ჯარიმა 1291.17 ლარი. ოვერდრაფტიდან გამომდინარე იმე--------------–---ს ასევე ერიცხება დავალიანება 499.75 ლარის ოდენობით.

 

ბანკმა წერილობით მიმართა როგორც მსესხებელს ასევე თავდებებს და განუმარტა მათ ნებაყოფლობითი უზრუნველეყოთ თანხის დაფარვა და დარიცხული ჯარიმის გადახდა. ბანკის მხრიდან ასევე გაკეთდა საჯარო შეტყობინება.

 

2018 წლის 8 მაისს სს "ლი------------ის" წარმომადგენელმა ლა-–--------ვამ განცხადებით მომართა სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად ითხოვა სარჩელის ნაწილობრივ განუხილველად დატოვება, იმ საფუძვლით, რომ სარჩელის შეტანის შემდეგ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა ინფორმაცია მოპასუხე იმედა ოქროჭელიძის გარდაცვალების შესახებ.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და სარჩელი, იმედა ოქროჭელიძის მიმართ დარჩა განუხილველად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს "ლი------------ის" საბოლოო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებს შო-----------–---–სა და ჯი-–-----------ნს სს,,ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7792.54 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4941.14 ლარი, პროცენტი 1560.23 ლარი, ჯარიმა 1291.17 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ვინაიდან ძირითადი მოვალე - იმე--------------–--- გარდაიცვალა, ისინი არ არიან პასუხისმგებელნი მისი დავალიანების დაფარვაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს "ლი------------სა" და იმე--------------–---ს შორის 2014 წლის 12 თებერვალს გაფორმდა N0002/2014/05184 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. სესხის თანხა - 7000 ლარი, წლიური - 19%, ვადა - 84 თვე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო - თანხის 0.5%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

-ხელშეკრულების სტანდარტული პირობები;

-სესხის დაფარვის გრაფიკი;

 

3.1.2. მსესხებელს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა უნდა გადაეხადა საკრედიტო ხელშკერულებაზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

 

3.1.3. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულებები. კერძოდ, 2014 წლის 12 თებერვალს სს "ლი------------ს", შო-----------–---–სა და ჯი-–-----------ნს შორს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირებმა ბანკის წინაშე იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. თითოეული თავდები პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 12555.40 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ;

-თავდებობის ხელშეკრულებები;

 

3.1.4. მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილება და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- წერილობითი შეტყობინებები (24.02.2018 წ.-25.02.2018 წ.)

 

3.1.5. იმე--------------–---მ, შო-----------–---–მა და ჯი-–-----------ნმა არ შეასრულეს სესხის და დარიცხული სარგებლის დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხეებმა 2017 წლის 15 მარტიდან დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 7792.54 ლარის დაკისრებას, საიდანაც 4941.14 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1560.23 ლარი საპროცენტო სარგებელი, 1291.17 ლარი - ჯარიმა (პირგასამტეხლო).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-ცნობა დავალიანების შესახებ;

-წერილობითი შეტყობინებები;

-ამონაწერი მოპასუხის ანგარიშიდან;

-მხარეთა განმარტებები (22.05.2018წ სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები, 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 411-ე,412-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სს ,,ლი------------ს’’ და იმე--------------–---ს შორის 2014 წლის 12 თებერვალს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 7000 ლარი, 84 თვის ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 19 %-ით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო, მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის.

 

6.3. ვინაიდან ძირითადი მოვალე იმე--------------–--- გარდაცვლილია, სს ,,ლი------------ი“ ითხოვს თავდებებთათვის დავალიანების გადახდის სოლიდარულად დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ხოლო 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა შო-----------–---–მა და ჯი-–-----------ნმა თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, მათი პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 12555.40 ლარი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის შემთხვევაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხეების მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს ათჯერ და ნაცვლად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 1291.17 ლარისა მოპასუხეებს სს ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 129.11 ლარის გადახდა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (იხ.სუსგ. 2015 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, საქმე №ას-663-629-2015).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,ლი------------ის“ მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 233.77 ლარის ოდენობით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეებს შო-----------–---–სა და ჯი-–-----------ნს სს "ლი------------ის" სასარგებლოდ, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 198.05 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,ლი------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს შო-----------–---–სა და ჯი-–-----------ნს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 6630.48 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 4941.14 ლარი, პროცენტი - 1560.23 ლარი, დარიცხული ჯარიმა -129.11 ლარი.

 

3. მოპასუხეებს შო-----------–---–სა და ჯი-–-----------ნს მოსარჩელე სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 198,05 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. მოსარჩელე სს „ლი------------ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 233.77 ლარიდან ნაწილი - 35.07 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი