გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3205-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21.07. 20-8 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - ლ--–- ზვ-------
წარმომადგენელი - მ---- ად--–---–ი
მოპასუხე - ლეილა ტ----ე
წარმომადგენელი - ნონა თ-------ა
მოპასუხე - თ----- ივ----–---–ი
წარმომადგენელი - ზ---- ხ-–--–-ა
დავის საგანი - თვალთმაქცური გარიგება. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ლ---–ა ტ----ესა და თ----- ივ----–---–ს შორის 20-6 წლის 24 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0----- - ბათილად ცნობა.
1.2. გამოთხოვილი იქნას ლ---–ა ტ----ისგან და ლ--–- ზ--------ს საკუთრებად აღირიცხოს უძრავ ქონება, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0-----.
მოსარჩელის განმარტებით, 20-5 წლის 02 იანვრიდან, ელ-----------–----------ს სასარგებლოდ, 6000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთა კუთვნილი ბინა მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0-----.
20-6 წლის ივნისის თვეში, ვინაიდან ესაჭიროებოდა თანხა 2500 აშშ დოლარი, მიმართა მაკლერს, ნა------------ს, რომელმაც გააცნო მეგობარი - ლ---–ა ტ----ე, რომელმაც 2500 აშშ დოლარიდან ხელზე მისცა 1100 აშშ დოლარი. 800 აშშ დოლარი გაიქვითა ერთი თვის პროცენტში (10%) და მომსახურებისათვის. ლ---–ა ტ----ემ დაფარა მის ბინაზე არსებული იპოთეკის თანხა 6600 აშშ დოლარი 3% სესხით.
მოსარჩელის განმარტებით, ლ---–ა ტ----ესთან შეთანხმებით, ბინა მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0-----, გადაუფორმა მას ნასყიდობის ხელშეკრულებით, იმ პირობით, რომ 6 თვის განმავლობაში გაუფორმებდა (დაუბრუნებდა) საკუთარ ბინას. ნასყიდობა გაფორმდა 10.000 აშშ დოლარზე. აქედან 6600 აშშ დოლარი გადაეცა იპოთეკარ ელეონორა ლომსიანიძეს, მას ხელზე გადაეცა 1100 აშშ დოლარი, ხოლო 800 აშშ დოლარი გაიქვითა მომსახურების და ერთი თვის პროცენტის ანგარიშში.
მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ ივნისის თვიდან ოქტომბრის ჩათვლით, ლ---–ა ტ----ეს უხდიდა 450 აშშ დოლარს. შემდეგ ლ---–ა ტ----ემ საკუთარი ბინის დაბრუნებისათვის მოთხოვა 14.000 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ ბინა თვალთმაქცურად გაასხვისა მოპასუხე თ----- ივ----–---–ზე, რომელმაც იცოდა, რომ ბინა იყო სადავო, თუმცა მაინც გაიფორმა საკუთრებაში. მათი განცხადების საფუძველზე ბინის საკუთრების რეგისტრაცია გაუქმდა და ბინა მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0-----, კვლავ ლ---–ა ტ----ის სახელზე აღირიცხა.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხე თ----- ივ----–---–მა სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე თ----- ივ----–---–ის წარმომადგენელმა ზ---- ხ-–--–-ამ სრულად დაუჭირა მხარი შესაგებელს და განმარტა, რომ მისმა მარწმუნებელმა ქ. ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე გაყიდა მამის დანატოვარი ბინა და სანაცვლოდ გადაწყვიტა შეეძინა ერთოთახიანი ბინა, რომელიც მოიძია ,,ფლეის-ჯი“ საიტზე. შეუთანხმდა ლ---–ა ტ----ეს და 20-6 წლის 24 ნოემბერს საჯარო რეესტრში ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 25 ნოემბერს ბინა მდებარე ქუთაისი, ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0----- დარეგისტრირდა მის საკუთრებად, თუმცა იმავე დღის ბოლოს დაუკავშირდნენ საჯარო რეესტრიდან და აცნობეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა და ბინა მდებარე ქუთაისი, ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0-----, ისევ ლ---–ა ტ----ის საკუთრებად აღირიცხა.
ლ---–ა ტ----ემ განუმარტა, რომ ბინას ყადაღა დაედო ლილი ზ--------ს უსაფუძვლო განცხადების საფუძველზე ყადაღა გაუქმდებოდა. მართლაც, 20-6 წლის 27 დეკემბერს ბინა აღირიცხა მის საკუთრებად. მიაჩნია, რომ ხელშეკრულება ნამდვილია და არანაირი თვალთმაქცობა არ იკვეთება.
2.2. მოპასუხე ლ---–ა ტ----ემ შესაგებელით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე ლ---–ა ტ----ის წარმომადგენელმა ნ---- თ-------ამ სრულად დაუჭირა მხარი შესაგებელს და განმარტა, რომ 20-6 წლის 11 ივლისს ლ---–ა ტ----ეს და ლ--–- ზვ-------ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, მდებარე ქუთაისი, ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0-----. მითითებულ ბინა დატვირთული იყო ელ-----------–----------ს იპოთეკით. ბინაში გადაიხადა 10.000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, რაც დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებით. მითითებული თანხა არ იყო პროცენტიანი. ლ--–- ზვ-------ს ბინა უნდა გამოეხსნა ორ თვეში, რაც მან ვერ მოახერხა. ვინაიდან ელეონორა ლომსიანიძეს ბინა გაჰქონდა აუქციონზე, რომლის ღირებულება იყო 6000 აშშ დოლარი, მან გადაიხადა იპოთეკის ღირებულება. ბინა მისი საკუთრება იყო და სურვილის მიხედვით მიჰყიდა თ----- ივ----–---–ს. ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია და არანაირი თვალთმაქცობა არ იკვეთება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა მიერ სადავოა.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელის განმარტებით, 20-5 წლის 02 იანვრიდან, ელ-----------–----------ს სასარგებლოდ, 6000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთა კუთვნილი ბინა მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0-----.
მტკიცებულება:
- სარჩელი (ტ.1.იხ. ს.ფ.1-15);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. დადგენილია, რომ 20-5 წლის 02 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ელ-----------–----------ს სასარგებლოდ, 6000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთა ლ--–- ზ--------ს ბინა მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0-----.
მტკიცებულება:
- 20-5 წლის 02 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ტ.1.იხ. ს.ფ.21-24);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.იხ.ს.ფ.30-31);
3.2.3. დადგენილია, რომ 20-6 წლის 15 ნოემბერს, ქალაქი ქუთაისში, ირ---–-----–---ს ქ. №7--- მდებარე ბინა განთავსებული იყო უძრავი ქონების ვებ - გვერდზე ,,ფლეის-ჯი“.
მტკიცებულება:
ინფორმაცია (ტ.1.იხ.ს.ფ.66-67);
3.2.4. დადგენილია, რომ 20-6 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით, ბინა მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0-----, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ----- ივ----–---–ის სახელზე.
მტკიცებულება:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.იხ. ს.ფ.55-56).
3.2.5. მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმედ დაკითხულმა ტარიელ გუბელაძემ განმარტა, რომ არის ლ--–- ზ--------ს მეზობელი. მოწმის განმარტებით, იცის, რომ ლ---–ა ტ----ეს ექვსი თვეში უნდა დაებრუნებინა ბინა ლ--–- ზ--------სთვის.
მტკიცებულება:
- მოწმის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.6.მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმედ დაკითხულმა გივი გურაბანიძემ განმარტა, რომ არის ლ--–- ზ--------ს ახლო ნათესავი - დის შვილი. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ ლ---–ა ტ----ეს ექვსი თვეში უნდა დაებრუნებინა ბინა ლ--–- ზ--------სთვის. მისივე განმარტებით, ლ--–- ზვ------- ლ---–ა ტ----ეს უხდიდა პროცენტს. თ----- ივ----–---–მა იცოდა, რომ ბინა იყო სადავო.
მტკიცებულება:
- მოწმის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.7. მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმედ დაკითხულმა ნანა ზვ-------მ განმარტა, რომ არის ლ--–- ზ--------ს და. მოწმის განმარტებით, თანხა, რომლისთვისაც ლ--–- ზვ-------მ საკუთარი ბინა მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0-----, დატვირთა იპოთეკით, დასჭირდა მას. მოწმემ განმარტა, რომ ლ---–ა ტ----ეს ექვსი თვეში უნდა დაებრუნებინა ბინა ლ--–- ზ--------სთვის. მისივე განმარტებით, ლ--–- ზვ------- ლ---–ა ტ----ეს უხდიდა პროცენტს. თ----- ივ----–---–მა იცოდა, რომ ბინა იყო სადავო.
მტკიცებულება:
- მოწმის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.8. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით, მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეებმა თვალთმაქცური გარიგების დადებით შელახეს მოსარჩელის კონსტიტუციური უფლება, რაც მოპასუხეების მიერ დადებული გარიგების ბათილობის საფუძველია.
სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე, იმ განზრახვით, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ევროპის სასამართლოს პრაქტიკა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 56-ე, 1307-ე, 1336-ე, 1319-1320-ე, 1421-ე, 1424-ე, მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება.
სასამართლოს დასკვნა თ----- ივ----–---–სა და ლ---–ა ტ----ეს შორის დადებულ გარიგებასთან (ნასყიდობა) დაკავშირებით.
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
განსახილველი დავის გადაწყვეტისას, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს, თ----- ივ----–---–ის დამოკიდებულება და ურთიერთობა ლ---–ა ტ----ესთან, რაც პირდაპირ კავშირშია მათ შორის დადებული გარიგების (ნასყიდობის) კეთილსინდისიერების საკითხის გარკვევისათვის.
-საქართველოს საკასაციო სასამართლომ, სსკ-ის 56-ე მუხლთან მიმართებით, განჩინებაში, №ას-571-879-09 საქმეზე განმარტა შემდეგი: „მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი.
სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა. შ.)“.
ამრიგად, იმისათვის რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომელიც მიუთითებს ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას“.
6.2. წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, თ----- ივ----–---–მა და ლ---–ა ტ----ემ დადეს თვალთმაქცური გარიგება, რასაც სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან, არამედ ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს.
6.3.განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ გვაქვს გარიგების ბათილობის არცერთი პირობა, რადგან გარიგების მოჩვენებითობისა და თვალთმაქცურობის დადგენის დროს არსებითი მნიშვნელობა მხარეთა შინაგანი ნების შეფასებას ენიჭება, შესაბამისად, მხარეთა შინაგანი ნების დადგენა და მისი ურთიერთმიმართების განსაზღვრა ნების გარეგან გამოხატულებასთან, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით ვერ დადასტურდება, მით უფრო, მაშინ, როდესაც საქმეში არსებული ორმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულებები მოწმეთა ჩვენებისაგან განსხვავებულ გარემოებებს ადასტურებენ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ინიციატივით, მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენება არსებითად ვერ ცვლის იმ მოცემულობას, რაც საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდა.
კერძოდ, დადგენილია, რომ 20-6 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით, ბინა მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0-----, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ----- ივ----–---–ის სახელზე. დადგენილი არ არის თ----- ივ----–---–ის და ლ---–ა ტ----ის ახლო მეგობრული ან/და ნათესაური კავშირი.
როგორც აღინიშნა, მოჩვენებითი გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლადაა დადებული. არც ერთ მხარეს არ სურს იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგების დანიშნულებიდან გამომდინარეობს. იგი დადებულია ,,იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს“. მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად და დასაფარავად გამოიყენება. იმ მიზნით, რომ კრედიტორების დაკმაყოფილებას გაექცეს, მოვალე ვითომ ყიდის ან ვინმეს ჩუქნის ქონებას. სინამდვილეში არავითარი ნასყიდობა ან ჩუქება არ არის. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. მოჩვენებითი გარიგების დროს, მისი ბათილობის საკითხი წყდება მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერება- არამართლზომიერებით. -განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების გადაცემის შესახებ შეთანხმების დადებისას დაცული იყო ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. შესაბამისად, ხელშეკრულებაში მითითებულ მხარეებს - უძრავი ქონების გადამცემსა და მიმღებს, წარმოეშვათ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები. ამასთან, არ არსებობდა ის გარემოებები, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შირის დადებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი გახდებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
მოსარჩელე ლ--–- ზ--------ს ინტერესი მოპასუხეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ უკავშირდება საკუთრების უფლების აღდგენას უძრავ ქონებაზე. რადგან არ დადგინდა მოპასუხეთა შორის დადებული ხელშეკრულების ბათილობის გარემოებები, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ--–- ზვ-------ს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი ლ. ტ----ესა და თ. ივ----–---–ს შორის დადებული სადავო გარიგების ბათილად ცნობის მიმართ.
6.4.გარდა ამისა, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ვინაიდან მოსარჩელემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა მოპასუხეთა შორის დადებული გარიგების თვალთმაქცურობა, რაც სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მისი მტკიცების ტვირთს განეკუთვნებოდა, სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან უტყუარად დადგენილია, რომ თ----- ივ----–---–ი დაინტერესებული იყო რა ქალაქ ქუთაისში საცხოვრებელი ბინის შეძენით, ე.წ. ,,ფლეის-ჯი“ საიტზე მოიძია მისთვის სასურველი ბინა მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0----- და მესაკუთრე ლ---–ა ტ----ესთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება.
-ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
6.5. ამ მხრივ საყურადღებოა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის (მოქალაქის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს საკუთრების უფლებას. (პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლი).
ამასთან, სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საკუთრება მოიცავს როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას, ასევე აქციებსა და პატენტებს, სახელშეკრულებო უფლებებსა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალებს. ,,სარკსის“ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ 1 ოქმის 1 მუხლი იცავს ამა თუ იმ პირის არსებულ ქონებას და არა ქონების შეძენის უფლებას. მემკვიდრეობის მიღების უფლება არ ითვლება საკუთრების უფლებად, ვიდრე ის სადავო არ გახდება. სასამართლო საკუთრებად მიიჩნევს ასევე ხელშეკრულებიდან თუ დელიქტიდან გამომდინარე სხვა სახის ფულად მოთხოვნებს.
პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლის თანახმად, 1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით;
აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის.
საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“.
პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას.
ამდენად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა მხოლოდ სახელმწიფოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა.
6...საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. წინამდებარე შემთხვევაში, აღნიშნული წესი დაცულია (ს.ფ. 78).
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი კი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
6.8. სასამართლო ასევე არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის შესახებ, რომ თ----- ივ----–---–ისათვის ცნობილი იყო ნასყიდობის საგნის ნაკლის შესახებ. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე თ----- ივ----–---–მა იცოდა ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0----- მდებარე ბინის შესახებ მიმდინარე დავის თაობაზე. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის ამ განმარტებას, რადგან არც საქმეში მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება და ვერ სასამართლო განხილვისას იქნა იგი გამოვლენილი, ხოლო როგორც აღინიშნა, აღნიშნული მტკიცებულებების წარმოდგენის ტვირთი, მოსარჩელეს ეკისრება. სასამართლო ამ ნაწილში ასევე ვერ დაეყრდნობა მოსარჩელის მიერ მოწვეულ მოწმეთა ჩვენებებს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
როგორც აღინიშნა, უტყუარად დადგენილია, რომ თ----- ივ----–---–მა, ნამდვილი ნების საფუძველზე, მესაკუთრისგან შეიძინა ბინა მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0----- და გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლოს დასკვნა მოპასუხე ლ---–ა ტ----ისგან უძრავი ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებით.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, მოპასუხე ლ---–ა ტ----ისგან უძრავი ნივთის დაბრუნების მოთხოვნის საფუძვლად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რაც ვერ ინება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-2 ნაწილით მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი.
როგორც აღინიშნა, ლ---–ა ტ----ე წარმოადგენდა ქალაქ ქუთაისში, ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0----- მდებარე ბინის მესაკუთრეს, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მითითებული უძრავი ნივთი გამოსყიდვის უფლებით ჰქონდა შეძენილი ლ---–ა ტ----ეს წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად ლ---–ა ტ----ე, როგორც მესაკუთრე, უფლებამოსილი იყო საკუთარი უძრავი ნივთის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც მის მიერ განხორციელდა და ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---–ა ტ----ესა და თ----- ივ----–---–ს შორის დადებული ნასყიდობა ნამდვილია, შესაბამისად უსაფუძვლოა სარჩელი ქალაქ ქუთაისში, ირ---–-----–---ს ქ. №7--- ს/კ. 03.0--0-.1---0----- მდებარე ბინის, ლ--–- ზ--------სათვის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში, რადგან, როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით - მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. სს კოდექსის 319-ე მუხლის მითითება, ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის შესახებ წარმოადგენს სწორედ მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენას თუმცა ნების გამოვლენა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და სხვა პირთა კანონიერ ინტერესებს.
-საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გარიგების დადებისას ნების გამოვლენის თაობაზე (საქმე ას-694-665-20-6), განმარტა -„ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამენტია. სამოქალაქო სამართალი სწორედ ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებრივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას. ადამიანთა პირადი ცხოვრებით დაწყებული, ურთულესი ეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული ყველგან ფიგურირებს ნების გამოვლენა, თუმცა, ყოველი მათგანი როდი იწვევს სამართლებრივ შედეგს. რადგანაც ნების გამოვლენას სამართალი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში - ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა და ამ ნების ასახვა შესაბამის დოკუმენტში. ცალმხრივი ნების გამოვლენით, ისეთი გარიგება, როგორიც ხელშეკრულებაა, არ დაიდება. ამასთან გარიგების შინაარსზე ზეგავლენას არ ახდენს მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენა. ორივე მხარის ნება უნდა იყოს თანხვედრაში.
6.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
-მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
-აღნიშნულიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელში მითითებული გარემოებანი ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა
7.2. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 665.55 ლარი უნდა ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში, ხოლო ზედმეტად გადახდილი 9.45 ლარი მოსარჩელეს სსს კოდექსის 42-ე მუხლის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, უნდა დაუბრუნდეს ანგარიშიდან - 300-83150. საგადასახადო დავალება N3. გადამხდელი ლ--–- ზვ-------. 29.1--20-6 წელი. სს ,,სა---------–---------“.
7.3.მოპასუხე თ----- ივ----–---–ი ითხოვს, მის მიერ წარმომადგენელისათვის გადახდილი თანხის 1000 (ათასი) ლარის (ტ.1.ს.ფ.80) მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებას.
სარჩელის ფასია -22.185 ლარი, რომლის 4% შეადგენს 887.40 ლარს.
მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიდან და უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელე ლ--–- ზვ-------ს მოპასუხე თ----- ივ----–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს წარმომადგენელისათვის გადახდილი 887.40 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
8.2. მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ--–- ზ--------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 665.55 ლარი ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3.მოსარჩელე ლ--–- ზვ-------ს დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 9.45 ლარი ანგარიშიდან - 300-83150. საგადასახადო დავალება N3. გადამხდელი ლ--–- ზვ-------. 29.1--20-6 წელი. სს ,,სა---------–---------“.
4. მოსარჩელე ლ--–- ზვ-------ს, მოპასუხე თ----- ივ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენელისათვის გადახდილი 887.40 ლარის გადახდა.
5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე