გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210018002353054
#2/95-18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08.06.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: შპს „ა---- მ–--ი“
წარმომადგენელი: გ---- გ---–--ა, ლ-–- ლიპა----ელიანი
მოპასუხე: ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი
წარმომადგენელი: ვ-–-------- ს--–--ე, ნ---- ჩ----–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
შეგებებული სარჩელის ავტორი: ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: ვ-–-------- ს--–--ე, ნ---- ჩ----–--ე
მოპასუხე: შპს „ა---- მ–--ი“
წარმომადგენელი: გ---- გ---–--ა, ლ-–- ლიპა----ელიანი
დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. შპს „ა---- მ–--ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 12 იანვარს სარჩელით მომართა შპს „ა---- მ–--ი“-ს (ს/კ.4--------; ქ. თბილისი პ------ ი-----ს ქ 24) წარმომადგენელმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის (ს/კ.215609544) მიმართ, სახელმწიფო შესყიდვების N48 ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 დეკემბრის N51 2279 ბრძანების გაუქმების თაობაზე(საქმე N2/19-18წ)(პირველი სასარჩელო მოთხოვნა).
1.2. საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 15 მარტს სარჩელით მომართა შპს „ა---- მ–--ი“-ს (ს/კ.4--------; ქ. თბილისი პ------ ი-----ს ქ 24) წარმომადგენელმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის (ს/კ. 215609544) მიმართ, სახელმწიფო შესყიდვების N258 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების -14192,62 ლარის ანაზღაურება , ასევე თანხის დაგვიანებისათვის პირგასამტეხლოს 1531 ლარისა და 86 თეთრის ანაზღაურება(საქმე N2/95-18 წელი). (მეორე სასარჩელო მოთხოვნა)
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით მოცემული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და საბოლოოდ საქმეს განესაზღვრა N2/95-18 წელი.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განჩინებით პირველი სასარჩელო მოთხოვნაზე შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
მეორე სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 02 ნოემბერს ელექტრონულ N170011473 ტენდერში გამარჯვების შედეგად მოსარჩელე - შპს ,,ა---- მ–--“-სა და ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება N258 სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის და ხვაშითის ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.
შ.პ.ს. ,,ა---- მ–--ის“ მიერ სამუშაოები შესრულებული იქნა ხელშეკრულების შესაბამისად . მუნიციპალიტეტს წარედგინა ფორმა 2-ები, რაც ხელმოწერილი იქნა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის რწმუნებულის მიერ. მოპასუხის მიერ მოთხოვნილი იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც წარდგენილი იქნა მოსარჩელის მიერ 12660,67 ლარზე. ვინაიდან შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ყველა გონივრული ვადა გასულია მოსარჩელე ითხოვს ასევე პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1 პროცენტის ოდენობით , რაც ჯამში შეადგენს 1531,86 ლარს.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარე- ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი, შპს „ა---- მ–--ი“-ს სასარჩელო მოთხოვნას არ ცნობს. მეორე სასარჩელო მოთხოვნა N258 ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლოა , რადგან სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 02 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2018 წლის 09 იანვრამდე. 2017 წლის 02 ნოემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით ტექნიკურ ზედამხედველად მოცემული სამუშაოების ფარგლებში დაინიშნა დავით სარალიძე, რომლის მოხსენებითი ბარათის თანახმად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სოფლებში სატკეპნი ტექნიკის ადგილამდე მიყვანა, ასევე კარიერიდან აღებულ ინერტულ მასალაში იმდენად დიდი ზომის ლოდები არის, რომ მისი სატკეპნი მექანიზმით დატკეპნა შეუძლებელია. მოპასუხეს მიაჩნია, რომ შ.პ.ს. ,,ა---- მ–--ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ იქნა შესრულებული, ამიტომაც არ არის ფორმა 2-ზე ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერა. ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის არ მოეწერა ხელი მიღება-ჩაბარების აქტსაც. მოპასუხე თვლის , რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
3.1. აღნიშნულ სარჩელებზე შეგებებული სარჩელი შემოიტანა მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების N248 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 25 ნოემბრიდან 2017 წლის 11 დეკემბრამდე მოითხოვა ჯარიმის-330 ლარისა და 56 თეთრის გადახდა ს.ს.ი.პ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ
ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების N258 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 02 დეკემბრიდან 2018 წლის 09 იანვრამდე მოითხოვა ჯარიმის-625,86 ლარის გადახდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ.
შეგებებულ სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს გაფორმდა ჭიათურის მუნიციპალიტეტსა (ს/კ215609644) და შპს „ა---- მ–--“-ს შორისსახელმწიფო შესყიდვების N248 ხელშეკრულება , რომლის საფუძველზეც შ.პ.ს. ,,ა---- მ–--ს“ უნდა განეხორციელებია ნიგოზეთის, პერევისის, ითხვისის სოფლებში გზების მოხრეშვის სამუშაოები. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 20660,11 ლარს, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 25 ნოემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი განისაზღვრა 2017 წლის 30 დეკემბერი. შ.პ.ს.,,ა---- მ–--ს“-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეუსრულებია.
2017 წლის 02 ნოემბერს გაფორმდა ჭიათურის მუნიციპალიტეტსა (ს/კ215609644) და შპს „ა---- მ–--“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვების N258 ხელშეკრულება , რომლის საფუძველზეც შ.პ.ს. ,,ა---- მ–--ს“ უნდა განეხორციელებია სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის , ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოები. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 16470,60 ლარს. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 2 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი განისაზღვრა 2018 წლის 9 იანვარი. შ.პ.ს.,,ა---- მ–--“-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოთ, არაჯეროვნად და შესაბამისმა კომისიამ არ ჩაიბარა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი ითხოვს მოპასუხე შ.პ.ს.,,ა---- მ–--“-ს დაეკისროს გადასახდელად N248 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 25 ნოემბრიდან 2017 წლის 11 დეკემბრამდე ჯარიმის 330,56 ლარის გადახდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი ითხოვს მოპასუხე შ.პ.ს.,,ა---- მ–--“-ს დაეკისროს გადასახდელად N258 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 02 დეკემბრიდან 2018 წლის 09 იანვრამდე პირგასამტეხლოს 625,86 ლარის გადახდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ.
4. მოპასუხე მხარის პოზიცია
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელი შპს „ა---- მ–--“-მა “ არ ცნო. მიუთითა, რომ იგი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა შ.პ.ს. ,,ა---- მ–--“ის მიერ N258 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ვადაში შესრულდა სამუშაო, ხოლო N248 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო არ იქნა შესრულებული მუნიციპალიტეტის ბრალით, რადგან მუნიციპალიტეტის მიერ არ იქნა გამოყოფილი კარიერი სათანადო წესით ინერტული მასალის მოსაპოვებლად.
აქედან გამომდინარე შ.პ.ს. ,,ა---- მ–--“-ის მიერ არ ყოფილა დარღვეული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. ფაქტობრივი გარემოებები
6.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
6.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის.
6.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
6.2.1. დადგენილია რომ შპს „ა---- მ–--ი“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, რომლის იურიდიული მისამართია თბილისი, პ------ ი-----ს ქ.24 საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, რეგისტრაციის თარიღი 04.07.2017 წელი, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის ლ-–- ლიპა----ელიანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.39)
- მხარეთა განმარტებები.
6.2.2. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ა---- მ–--“-ს შორის 2017 წლის 02 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N258 ხელშეკრულება ელექტრონული ტენდერის (NAT1700011473) საშუალებით სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის , ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 16470, 60 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 დეკემბრამდე. ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 09 იანვრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.14-16)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
6.2.3. 2017 წლის 02 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N258 ხელშეკრულების 5.1.1. მუხლის შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების საგნად მიჩნეული სამუშაოების შესრულება ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 6.1. მუხლის შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს: მიღება-ჩაბარების აქტი; ანგარიშფაქტურა ან სასაქონლო ზედნადები. ხელშეკრულების შესაბამისად ანგარიშსწორების ვადაა მიმწოდებლის მიერ საფინანსო დოკუმენტაციის წარდგენიდან არა უმეტეს 10 სამუშაო დღე. ხელშეკრულების 6.5 მუხლის შესაბამისად ანგარიშსწორება შეიზლება განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების ღირებულების არა უმეტეს 50 პროცენტისა ტექნიკური ზედამხედველის მიერ დადასტურებული შესრულებული აქტის(ფორმაN2) საფუძველზე.
ამავე ხელშეკრულების 7.1. მუხლის შესაბამისად შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის მიღებას აწარმოებს მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით. ხელშეკრულების 7.2. მუხლის შესაბამისად შესრულებულ სამუშაოებზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე შექმნილი მიმღების კომისიის მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების ან ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ. დადგენილია, რომ ინერტული მასალით უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა მუნიციპალიტეტს ლიცენზიის ფარგლებში.
ამავე ხელშეკრულების 13.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი თავისუფლდება ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან, ჯარიმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადიდან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე და იხდის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,1 პროცენტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.14-16)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
6.2.4. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 02 ნოემბრის ბრძანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დავით სარალიძე დაინიშნა ტექნიკურ ზედამხედველად N258 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მეთვალყურეობის მიზნით. 2017 წლის 10 ნოემბრის დავით სარალიძის მოხსენებითი-ბარათით მოცემულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რელიეფიდან გამომდინარე შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სოფლებში სატკეპნი ტექნიკის ადგილამდე მიყვანა, ასევე კარიერიდან აღებულ ინერტულ მასალაში იმდენად დიდი ზომის ლოდები არის რომ სატკეპნი მექანიზმით დატკეპნა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე დავით სარალიძეს მიზანშეწონილად მიაჩნია ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, ტკეპნის თანხის გამოკლებით. დაევალოს მშენებელს წარმოადგინოს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ.63)
- მოხსენებითი-ბარათი (ს.ფ.204 )
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
6.2.5. დადგენილია, რომ სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 ნოემბრის ოქმით მიღებული იქნა შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილება: სარქველეთუბნის, წირქვალის,ზოდის , ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოების თაობაზე არსებობს ხარვეზი. მოხდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების შემცირება და დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა N258 ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 30 ნოემბრის წერილით საწარმოს წარმომადგენელმა ლ-–- ლიპა----ელიანმა წარუდგინა მუნიციპალიტეტს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა. დადგენილია, რომ ხარჯთაღრიცხვა მოიცავს შემდეგი სახის სამუშაოებს : დაიტვირთოს ინერტული მასალა ექსკავატოროთ; დაიყაროს ინერტული მასალა გზაზე ადგილ-ადგილ. მოცემულ შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვა არ მოიცავს დატკეპნით სამუშაოებს.
2017 წლის მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილის შესაბამისად დამკვეთი ითხოვს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროდან ან აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო -აკრედიტაციის ცენტრის აკრედიტებულ პირთა რეესტრში არსებული პირის მიერ, შესაბამის სფეროში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი (ს.ფ.228)
-2017 წლის 30 ნოემბრ წერილი(ს.ფ.206)
- კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა(ს.ფ.208-218)
- ოქმი(ს.ფ. 226)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
6.2.6. დადგენილია, რომ შესრულებული აქტების (ფორმა 2)მიხედვით შესრულებულია სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის , ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელშეკრულება N258-ით გათვალისწინებული სამუშაოები. აქტებს ხელს აწერენ ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი , საწარმოს წარმომადგენელი ლ-–- ლიპა----ელიანი, ხოლო ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერა აქტზე არ არის დატანილი. მოწმის სახით დაკითხულმა დავით სარალიძემ განაცხადა, რომ იგი სრულად ეთანხმება ფორმაN2-ებს და ადასტურებს, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. დავით სარალიძე განმარტავს, რომ დატკეპნით სამუშაოებს ხარჯთაღრიცხვა არ შეიცავდა. დაკორექტირდა ხარჯთაღრიცხვა, შეთანხმებული აქნა და სამუშაო შესრულდა სრულად ხელშეკრულების შესაბამისად. ინერტულ მასალაზე და კარიერის დამუშავებაზე პასუხისმგებელი იყო მუნიციპალიტეტი. ინერტული მსალა უნდა დაეტვირთა საწარმოს და უნდა გაეშალა ალაგ -ალაგ. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო რაიმე ხარვეზს არ შეიცავს. მიღება -ჩაბარების აქტებს ხელს აწერენ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და საწარმოს ხელმძღვანელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფორმა N2 და მიღება -ჩაბარების აქტები (ს.ფ.19-37)
- დავით სარალიძის ჩვენება(იხ. ოქმი)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
6.2.7. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზა მხედველობაში იღებს სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 ნოემბრის სხდომის ოქმს, საიდანაც ირკვევა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით სახელშეკრულებო ღირებულება განსაზღვრულია 12770,1 ლარით დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. ფორმაN2-ში მოცემული სამუშაოთა ერთეულის ღირებულებები შეესაბამება წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მოცემულ სამუშაოთა ერთეულის ღირებულებებს. აღნიშნულის გათვალისწინებით შ.პ.ს. ,,ა---- მ–--ი“-ს მიერ ობიექტზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება, სამუშაოების საერთო მოცულობების გათვალისწინებით შეესაბამება ჩვენს მიერ წარმოდგენილ ფორმა N2-ში მოცემულ სამუშაოთა ღირებულებას და შეადგენს: 12770,1 ლარს დღგ-ს ჩათვლით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის , ხვაშითის ადმინისტრაციული ერთეულების გზების მოხრეშვის სამუშაოების ფორმა N2-ს საბოლოო ღირებულება შეადგენს 12679,6 ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. დასკვნა შედგენილია 2018 წლის 3 იანვარს და მოცემული მდგომარეობით არ არის ანაზღაურებული სამუშაოს ღირებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.170-194)
- დავით სარალიძის ჩვენება(იხ. ოქმი)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
6.2.8. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ა---- მ–--“-ს შორის 2017 წლის 27 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N248 ხელშეკრულება ელექტრონული ტენდერის (NAT170011471) საშუალებით პერევისის, ნიგოზეთის, ითხვისის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 20660, 11 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 25 ნოემბრამდე. ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 30 დეკემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.84-86)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
6.2.9. 2017 წლის 27 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N248 ხელშეკრულების 5.1.1. მუხლის შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების საგნად მიჩნეული სამუშაოების შესრულება ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 6.1. მუხლის შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს: მიღება-ჩაბარების აქტი; ანგარიშფაქტურა ან სასაქონლო ზედნადები. ხელშეკრულების შესაბამისად ანგარიშსწორების ვადაა მიმწოდებლის მიერ საფინანსო დოკუმენტაციის წარდგენიდან არა უმეტეს 10 სამუშაო დღე. ხელშეკრულების 6.5 მუხლის შესაბამისად ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების ღირებულების არა უმეტეს 50 პროცენტისა ტექნიკური ზედამხედველის მიერ დადასტურებული შესრულებული აქტის(ფორმაN2) საფუძველზე.
ამავე ხელშეკრულების 7.1. მუხლის შესაბამისად შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის მიღებას აწარმოებს მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით. ხელშეკრულების 7.2. მუხლის შესაბამისად შესრულებულ სამუშაოებზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე შექმნილი მიმღების კომისიის მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების ან ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ. დადგენილია, რომ ინერტული მასალით უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა მუნიციპალიტეტს ლიცენზიის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.14-16)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
6.2.10. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი ხვიჩა ჩხიტუნიძე დაინიშნა ტექნიკურ ზედამხედველად N248 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მეთვალყურეობის მიზნით.
ლ-–- ლიპა----ელიანის 2017 წლის 27 ნოემბრის წერილის თანახმად ჯერ კიდევ2017 წლის 27 ნოემბრისათვის ინერტული მასალით უზრუნველყოფისათვის კარიერი გამოყოფილი არ იყო დამკვეთის-ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ, შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაო ვერ შესრულდებოდა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული ხვიჩა ჩხიტუნიძეც. ერთმნიშვნელოვანია , რომ ხელშეკრულების შესრულება ვერ მოხდა დამკვეთის ბრალით, რომელიც ვალდებული იყო ინერტული მასალით უზრუნველყოფაზე. დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ა---- მ–--ის“ დარეგისტრირებაზე უარი თქვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.
დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 დეკემბრის N512279 ბრძანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტმა შეწყვიტა N248 ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია ხვიჩა ჩხიტუნიძის დანიშვნის თაობაზე(ს.ფ.14-16)
- ხ. ჩხიტუნიძის ჩვენება(იხ.ოქმი)
- განკარგულება(ს.ფ.127-129)
- წერილი(ს.ფ.91)
- ბრძანება (ს.ფ.89-90)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ შპს „ა---- მ–--ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ჭიათურის მუნიციპალიტეტის შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. სასამართლო თვლის რომ N258 ხელშეკრულება საწარმოს მიერ შესრულებულია, თუმცა დამკვეთის მიერ ანაზღაურება გადახდილი არ არის, რის გამოც დამკვეთ უნდა განესაზღვროს პირგასამტეხლო მიმწოდებლის სასარგებლოდ. სასამართლო თვლის, რომ არც N248 და არც N258 ხელშეკრულების ფარგლებში საწარმოს ხელშეკრულების პირობა არ დაურღვევია.
8. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 629-ე, 636-ე მუხლებით
9. სამართლებრივი შეფასება
9.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
9.2. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
9.3. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ა---- მ–--“-ს შორის 2017 წლის 02 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N258 ხელშეკრულება ელექტრონული ტენდერის (NAT1700011473) საშუალებით სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის , ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 16470, 60 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 დეკემბრამდე. ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 09 იანვრამდე.
2017 წლის 27 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N248 ხელშეკრულების 5.1.1. მუხლის შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების საგნად მიჩნეული სამუშაოების შესრულება ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 6.1. მუხლის შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს: მიღება-ჩაბარების აქტი; ანგარიშფაქტურა ან სასაქონლო ზედნადები. ხელშეკრულების შესაბამისად ანგარიშსწორების ვადაა მიმწოდებლის მიერ საფინანსო დოკუმენტაციის წარდგენიდან არა უმეტეს 10 სამუშაო დღე. ხელშეკრულების 6.5 მუხლის შესაბამისად ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების ღირებულების არა უმეტეს 50 პროცენტისა ტექნიკური ზედამხედველის მიერ დადასტურებული შესრულებული აქტის(ფორმაN2) საფუძველზე.
ამავე ხელშეკრულების 7.1. მუხლის შესაბამისად შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის მიღებას აწარმოებს მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით. ხელშეკრულების 7.2. მუხლის შესაბამისად შესრულებულ სამუშაოებზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე შექმნილი მიმღების კომისიის მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების ან ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ. დადგენილია, რომ ინერტული მასალით უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა მუნიციპალიტეტს ლიცენზიის ფარგლებში.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე სახეზეა ნარდობის ხელშეკრულებები.
9.4. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 327-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არამხოლოდ სამართლებრივ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომლებსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს შესასრულებელი სამუშაოს დროზე მითითება.
9.5. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ა---- მ–--“-ს შორის 2017 წლის 02 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N258 ხელშეკრულება ელექტრონული ტენდერის (NAT1700011473) საშუალებით სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის , ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 16470, 60 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 დეკემბრამდე. ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 09 იანვრამდე.
2017 წლის 10 ნოემბრის დავით სარალიძის მოხსენებითი-ბარათით მოცემულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რელიეფიდან გამომდინარე შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სოფლებში სატკეპნი ტექნიკის ადგილამდე მიყვანა, ასევე კარიერიდან აღებულ ინერტულ მასალაში იმდენად დიდი ზომის ლოდები არის რომ სატკეპნი მექანიზმით დატკეპნა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე დავით სარალიძეს მიზანშეწონილად მიაჩნია ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, ტკეპნის თანხის გამოკლებით. დაევალოს მშენებელს წარმოადგინოს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა.
9.6.დადგენილია, რომ სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 ნოემბრის ოქმით მიღებული იქნა შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილება: სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის , ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოების თაობაზე არსებობს ხარვეზი. მოხდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების შემცირება და დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა N258 ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 30 ნოემბრის წერილით საწარმოს წარმომადგენელმა ლ-–- ლიპა----ელიანმა წარუდგინა მუნიციპალიტეტს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა. დადგენილია, რომ ხარჯთაღრიცხვა მოიცავს შემდეგი სახის სამუშაოებს : დაიტვირთოს ინერტული მასალა ექსკავატოროთ; დაიყაროს ინერტული მასალა გზაზე ადგილ-ადგილ. მოცემულ შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვა არ მოიცავს დატკეპნით სამუშაოებს.
9.7.დადგენილია, რომ შესრულებული აქტების (ფორმა 2)მიხედვით შესრულებულია სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის , ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელშეკრულება N258-ით გათვალისწინებული სამუშაოები. აქტებს ხელს აწერენ ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი , საწარმოს წარმომადგენელი ლ-–- ლიპა----ელიანი, ხოლო ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერა აქტზე არ არის დატანილი. მოწმის სახით დაკითხულმა დავით სარალიძემ განაცხადა, რომ იგი სრულად ეთანხმება ფორმაN2-ებს და ადასტურებს, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. დავით სარალიძე განმარტავს, რომ დატკეპნით სამუშაოებს ხარჯთაღრიცხვა არ შეიცავდა. დაკორექტირდა ხარჯთაღრიცხვა, შეთანხმებული იქნა და სამუშაო შესრულდა სრულად ხელშეკრულების შესაბამისად. ინერტულ მასალაზე და კარიერის დამუშავებაზე პასუხისმგებელი იყო მუნიციპალიტეტი. ინერტული მსალა უნდა დაეტვირთა საწარმოს და უნდა გაეშალა ალაგ -ალაგ. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო რაიმე ხარვეზს არ შეიცავს. მიღება -ჩაბარების აქტებს ხელს აწერენ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და საწარმოს ხელმძღვანელი.
9.8. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზა მხედველობაში იღებს სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 ნოემბრის სხდომის ოქმს, საიდანაც ირკვევა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით სახელშეკრულებო ღირებულება განსაზღვრულია 12770,1 ლარით დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. ფორმაN2-ში მოცემული სამუშაოთა ერთეულის ღირებულებები შეესაბამება წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მოცემულ სამუშაოთა ერთეულის ღირებულებებს. აღნიშნულის გათვალისწინებით შ.პ.ს. ,,ა---- მ–--ი“-ს მიერ ობიექტზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება, სამუშაოების საერთო მოცულობების გათვალისწინებით შეესაბამება ჩვენს მიერ წარმოდგენილ ფორმა N2-ში მოცემულ სამუშაოთა ღირებულებას და შეადგენს: 12770,1 ლარს დღგ-ს ჩათვლით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის , ხვაშითის ადმინისტრაციული ერთეულების გზების მოხრეშვის სამუშაოების ფორმა N2-ს საბოლოო ღირებულება შეადგენს 12679,6 ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. დასკვნა შედგენილია 2018 წლის 3 იანვარს და მოცემული მდგომარეობით არ არის ანაზღაურებული სამუშაოს ღირებულება.
სასამართლო თვლის, რომ N258 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებულია მიმწოდებლის -შ.პ.ს. ,,ა---- მ–--ი“-ს მიერ და შესაბამისად ანაზღაურებული უნდა იქნას დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული თანხა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.
9.9.ლ-–- ლიპა----ელიანის 2017 წლის 27 ნოემბრის წერილის თანახმად ჯერ კიდევ2017 წლის 27 ნოემბრისათვის ინერტული მასალით უზრუნველყოფისათვის კარიერი გამოყოფილი არ იყო დამკვეთის-ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ, შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაო ვერ შესრულდებოდა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული ხვიჩა ჩხიტუნიძეც. ერთმნიშვნელოვანია , რომ ხელშეკრულების შესრულება ვერ მოხდა დამკვეთის ბრალით, რომელიც ვალდებული იყო ინერტული მასალით უზრუნველყოფაზე. დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ა---- მ–--ის“ დარეგისტრირებაზე უარი თქვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.
დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 დეკემბრის N512279 ბრძანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტმა შეწყვიტა N248 ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ N248 ხელშეკრულების ხელშეკრულების მოშლა განხორციელდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა- ინერტული მასალით უზრუნველყოფა არ იქნა შესრულებული დამკვეთის მიერ , შესაბამისად მოცემული ხელშეკრულების შესრულება ვერ მოხდა დამკვეთის ბრალით. აღნიშნულს ადასტურებს ტექნიკური ზედამხედველი ხვიჩა ჩხიტუნიძე . ამ ფაქტს ადასტურებს ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელიც. ამდენად ამ ნაწილში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნა უსაფუძვლოა.
9.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის შესაბამისად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუ კი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოცემული ნორმებიდან გამომდინარე სახეზეა მიმწოდებლის ბრალი დათქმულ ვადაში ხელშეკრულების შეუსრულებლობისა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სასამართლო თვლის , რომ მოპასუხე საწარმომ დაარღვია ხელშეკრულების შესრულების ვადა , რის გამოც ხელშეკრულება შეწყდა საწარმოს ბრალით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. N248 ხელშეკრულების შესრულება ვერ განხორციელდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბრალით, ამიტომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე ამ ხელშეკრულების ფარგლებში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე უსაფუძვლოა ჭიათურის მუნიციპალიტეტის შეგებებული სარჩელი N258 ფარგლებში პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით, რადგან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არცერთი პირობა არ დარღვეულა. რაც შეეხება შ.პ.ს. ,,ა---- მ–--“-ის სარჩელს ანაზღაურების დაგვიანების გამო პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით, სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად სასამართლო თვლის რომ დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე და ასევე სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები) უნდა შემცირდეს მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა და პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 459 ლარისა და 80 თეთრის ოდენობით.
9.11. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შეგებებულ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
9.12. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
10. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში შპს „ა---- მ–--ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შ.პ.ს. ,,ა----მ–--ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ს.ს.იპ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს შ.პ.ს. ,,ა----მ–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 12660,76 (თორმეტი ათასექვსასსამოცი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი
1.2. ს.ს.იპ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს შ.პ.ს. ,,ა---- მ–--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 459 ლარი და 80 თეთრი (ოთხასორმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი
2.ს.ს.იპ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. ჭიათურის მუნიციპალიტეტს შ.პ.ს. ,,ა---- მ–--“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 393 ლარისა და 62 თეთრის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი ნიუპორტის ქ.32 )დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი