გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.07.2018
საქმის ნომერი
170211918002531897
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
06.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#170211918002531897

საქმე #2/157-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 ივლისი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

 

განმცხადებელი (მხარდაჭერის მიმღები) - ი----------------, მ-----------------

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სოციალური მომსახურების სააგენტოს წ--–--- რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი- თ----------------

მხარდაჭერის მიმღების ადვოკატი - მ---------------

მხარდამჭერის მოვალეობის შემსრულებელი- თ---------------

მხარდამჭერი - გ---------------

განმცხადებლების მოთხოვნა - გ---------------ს მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. განმცხადებლების მოთხოვნა:

გ---------------ს მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლება.

 

განცხადების საფუძველი:

 

2018 წლის 21 თებერვალს თეთრიწყაროს რაიოუნულ სასამართლოს განცხადებით მომართეს მხარდაჭერის მიმღებმა პირებმა ი---------------მა და მ----------------მა და მოითხოვეს, რომ მათი მხარდამჭერი გ--------------- განთავისუფლდეს მხარდაჭერის მოვალეობისაგან, რადგან ისინი წინააღმდეგები არიან, რომ გ--------------- იყოს მათი მხარდამჭერი.

 

ი--- და მ----------------ების განმარტებით ისინი მკურნალობის კურსს გადიან ბ-------- ფსიქიატრიულ კლინიკაში. მათ საცხოვრებელი სახლი აქვთ ქ. რ-------–- და სურთ დაბრუნდნენ სახლში, მაგრამ მათი მხარდამჭერი გ--------------- უარს ეუბნება სახლში დაბრუნებაზე. ამბობს, რომ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. მისი პოზიციიდან გამომდინარე მათ დარჩენილი სიცოცხლე უნდა გაატარონ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რასაც არ ეთანხმებიან. ისინი დღეის მდგომარეობით გამოჯანმრთელებულები არიან და მედიკამენტების მიღება სახლშიც შეუძლიათ, შეუძლიათ იარსებონ მხარდამჭერის გარეშეც. ისინი ითხოვენ დაინიშნოს დამატებითი ექსპერტი---, რათა ობიექტურად შეფასდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მხარდამჭერის გარეშე შეძლონ სახლში დაბრუნება. ისინი წინააღმდეგები არიან მათ მხარდამჭერად დარჩეს გ---------------, ვინაიდან მან მოატყუა. გ--------------ს მათ ბინაში 2011 წლიდან შესახლებული ყავს ვინმე ვ----------------, მათი თანხმობის გარეშე. მათ კი უთხრა, თქვენი ბინა 2016 წელს მივაქირავეო. სასამართლოში საქმის წარმოებაზე მინდობილობა მოტყუებით მიაცემინა. მათი ბინიდან კი არ გამოდის ვ---------------- და გარკვეულ თანხას ითხოვს. გ--------------- დაპირდა მათ, რომ თანხას ის გადაიხდის, მაგრამ ატყუებს. არც თანხას უხდის ვ-–-------------ს და არც სახლში მიყავს ისინი, არც სასამართლოზე დასწრების საშუალება მისცა და მათ არ იციან რეალური მდგომარეობა როგორია. ამიტომ ისინი კატეგორიულად წინააღმდეგები არიან გ--------------- იყოს მათი მხარდამჭერი. 2016 წელს გამართულ პროცესზე მათ უარი განაცხეს, რომ იგი მათი მხარდამჭერი ყოფილიყო და მოითხოვეს პენსია. მან თქვა თქვენი პენსიით ბინას რემონტი გავუკეთეო. რამდენადაც მათთვის ცნობილია, ბინას რემონტი ვ-–-------------მა გაუკეთა. მათ მხარდამჭერი უმალავდა იმ ფაქტს, რომ მათ სახლში ცხოვრობდა ვ----------------, მათ რომ ეს ფაქტი ცოდნოდათ მას მხარდამჭერად არ დატოვებდნნე და რეალური მიზეზი, სახლში რომ არ მიყავდა ეს იყო.

 

2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო:

 

2.1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო სოციალური მომსახურების სააგენტოს წ--–--- რაიონული განყოფილების წარმომადგენელი თ---------------- თანახმაა, რომ გ--------------- გათავისუფლდეს მხარდამჭერის მოვალეობისაგან, რადგან მხარდამჭერის მიმღებ პირებს არ სურთ , რომ ის იყოს მათი მხარდამჭერი.

 

3. მხარდაჭერის მიმღები პირების ადვოკატისა და მხარდამჭერის პოზიციები:

 

3.1. მხარდამჭერის მიმღები პირების ი----------------ს და მ-----------------ს ადვოკატი მ--------------- დაეთანხმა ი----------------ს და მ-----------------ს მოთხოვნას და განმარტა, რომ გ--------------- უნდა განთავისფულდეს მხარდამჭერის მოვალეობის შესრულებისაგან, რადგან მხარდაჭერის მიმღებებს არ სურთ, რომ მან განახორციელოს მხარდამჭერის უფლბები და მოვალეობები. ი--- და მ----------------ების სურვილი კი უპირობოდ მისი მხარდაჭერის მოვალეობისაგან გათავისუფლების საფუძველია, აღნიშნულს ამყარებს ასევე ის გარემოება, რომ ექსპერტიზის მიერ დადგენილია ფაქტი, რომ მათ შეუძლიათ თავისი ნების გამოვლება, მათ მიერ ნების გამოვლენა არ გამოიხატება, მხოლოდ ყოველდღიური საყოფაცხვორებო წვრილმანების აღქმით ნების გამოვლენაში, მათ შეუაძლიათ სრული ნების გამოვლენა და სიტუაციის ადეკვატურად აღქმა. ასევე გასათვალსიწინებელია, რომ ფსიქიატრიული დაწესებულების ხელმძღვალენობის მიერ გაცემულია ინფორმაცი, რომ ისინი იმყოფეიან მყარი რემისიის სტადიაში, ამ ეტაპზე არ წარმოედგენენ სოციალურ საშიროებას და შესაძლებელია მათი სტაციონარიდან გაწერა ამბულატორიულ მკურნალობზე. მხარამჭერს და მხარდასაჭერ პირებს შორის ურთიერთობის გართულებ გამოიწვია სწორედ ამ ფაქტმა, რომ მათ სურთ საცხოვრებლად თავის სახლში წასვლა, გ--------------ს კი ისინი არ მიყავს სახლში. შესაბამისად მათი სურვილი სამართლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.2. გ--------------- არ დაეთანხმა განმცხადებელების მოთხოვნას და განმარტა, რომ ი---ს და მ----ს მხარდამჭერობის მსურველი სხვა პირი არ არსებებს, ის თავის მოვალეობებს ასრულებს კეთილსინდისიერად და ის ვერ აიღებს პასუხისმგელობას, რომ ექიმის მეთავლყობის გარეშე მათ იცხოვრონ დამოუკიდებლად, რის გამოც ვერ მიჰყავს სამედიცინო დაწესებულებიდან. რაც შეეხება ი---ს და მ----ს პრეტენზიას საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით, ამ საკითხზე მიმდინარეობს საქმის წარმოება სასამართლოში და ესს აკითხი გადაწყდება სამართლებრივი გზით.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 სექტემბრის #0-------- დასკვნის თანახმად, ი---------------ს აქვს ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ი----------------ს ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები მნიშვნელოვნადაა გამოხატული. საკითხი იმის შესახებ, თუ რა ხასიათით შეიძლება შეეზღუდოს ი---------------ს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და მოქმედებების განხორციელების უფლება, სცდება ჩვენს კომპენტეციას. ი----------------ს მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. ი----------------ს სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. ი---------------ს ესაჭიროება მხარდამჭერი: საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, ზიანის თავიდან აცილების, სოციალური მომსახურეობის სააგენტოში პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის, აღდგენის, განახლების, შრომითი საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის, ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სფეროებში. ი----------------ს მდგომარეობის გაუარესება შესაძლებელია, გაუმჯობესების შესაძლებლობა მინიმალურია. მხარდამჭერის გადასინჯივის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს 5 წლით. შესაძლებელია ი---------------მა განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით. ი---------------ს შეუძლია თავისი ნების გამოხატვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 სექტემბრის #0-------- დასკვნა, ს.ფ. 39-49;

 

4.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 სექტემბრის #0-------- დასკვნის თანახმად, მ----------------ს აქვს ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მ-----------------ს ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები მნიშვნელოვნადაა გამოხატული. საკითხი იმის შესახებ, თუ რა ხასიათით შეიძლება შეეზღუდოს მ----------------ს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და მოქმედებების განხორციელების უფლება, სცდება ჩვენს კომპენტეციას. მ-----------------ს მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მ-----------------ს სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. მ----------------ს ესაჭიროება მხარდამჭერი: საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, ზიანის თავიდან აცილების, სოციალური მომსახურეობის სააგენტოში პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის, აღდგენის, განახლების, შრომითი საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის, ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სფეროებში. მ-----------------ს მდგომარეობის გაუარესება შესაძლებელია, გაუმჯობესების შესაძლებლობა მინიმალურია. მხარდამჭერის გადასინჯივის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს 5 წლით. შესაძლებელია მ----------------მა განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით. მ----------------ს შეუძლია თავისი ნების გამოხატვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 სექტემბრის #0-------- დასკვნა, ს.ფ. 51-59;

 

4.3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ---------------ს (პ/ნ 0----------) განცხადება დაკმაყოფილდა; ი---------------- (პ/ნ 3----------) და მ----------------- (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნენ მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, ზიანის თავიდან აცილება, სოციალური მომსახურების სააგენტოში პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, აღდგენა, განახლების თაობაზე განცხადების წარდგენა, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში საპენსიო ბარათის განახლება, აღდგენა, შეცვლა, საპენსიო ბარათის პინ-კოდის შეცვლის თაობაზე განცხადების წარდგენა, შრომითი საქმიანობა, უძრავი ქონების მართვა, ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე და 831-ე მუხლების შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის (განცხადების) აღძვრა, სარჩელის საგნის შეცვლა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, სააღსრულებო ფურცლის აღება.

 

გ--------------- (პ/ნ 0----------) დაინიშნა ი----------------ს (პ/ნ 3----------) და მ-----------------ს (პ/ნ 3----------) მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში. გ--------------ს მიენიჭა დამოუკიდებლად განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, ს.ფ. 60-63.

 

4.4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით გ--------------ს (პ/ნ 0----------) სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე შეუჩერდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 2/112-17 საქმეზე 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლებამოსილება. ი----------------ს (პ/ნ 3----------) და მ-----------------ს (პ/ნ 3----------) მხარდამჭერის მოვალეობის შესრულება დაევალა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ #2/112-17 საქმეზე 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ სფეროებში და ფარგლებში.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს წ--–--- რაიონული განყოფილების 2018 წლის 07 მარტის #26/ო ბრძანებით თ--------------ს დაევალა ი----------------ს და მ-----------------ს მხარდამჭერის მოვალეობის შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება, ს.ფ.8-10;

- სოციალური მომსახურების სააგენტოს წ--–--- რაიონული განყოფილების 2018 წლის 07 მარტის #26/ო ბრძანება, ს.ფ. 37-38.

 

4.5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ი----------------ს სარჩელი; ვ----------------ს მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ი----------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - რ-------–-, მ-------------------------------------- (კოდი 0------------------) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს ი---------------ს; არ დაკმაყოფილდა ი----------------ს მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ;

 

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ----------------ს სარჩელი; ი---------------ს დაეკისრა ვ----------------სათვის 9256,02 ლარის გადახდა; არ დაკმაყოფილდა ვ----------------ს მოთხოვნა გ---------------სათვის თანხის დაკისრების შესახებ; ი---------------ს დაეკისრა ვ----------------სათვის ექსპერტიზის ხარჯების ასანაზღაურებლად 253,13 ლარის გადახდა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება, ს.ფ. 64-65.

 

4.6. შპს ,,ა---------–---------------–----------------------------–------–--------“ დირექტორის ა-----------------ს მიერ სმს წ--–--- რაიონული განყოფილებისათვის 2018 წლის 20 ივნისს გაგზავნილი #139 ინფორმაციის თანახმად ი--- და მ----------------ებმა თხოვნით მიმართეს რათა ეშუამდგომლათ სოციალურ სამსახურთან სტაციონარიდან გაწერასთან დაკავშირებით. ვინაიდან დროებით მხარდამჭერად დანიშნულია სოციალური მუშაკი თ---------------, ამიტომ ეთხოვა გონივრულ ვადაში შეატყობინონ , როგორც მხარდამჭერმა მათი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით. აქვე ეცნობა, რომ ი--- და მ----------------ები არიან დები და არ აქვთ საცხოვრებელი სახლი, უფრო სწორად მათ კუთვნილ ბინაში ქ. რ-------–- ცხოვრობს სხვა პიროვნება ოჯახით. აღნიშნული სიტუაცია უფრო ართულებს მათი სტაციონარიდან გაწერის საკითხს. ამიტომ მათი სტაციონარიდან გაწერის დროს აქტიურად უნდა ჩაერთოს მხარდამჭერი და ზოგადად სოციალური სამსახური, რათა მათი უფლებები არ დაირღვეს. რაც შეეხება მათ დღევანდელ მდგომარეობას, ისინი იმყოფეიან მყარი რემისიის სტადიაში, ამ ეტაპზე არ წარმოადგენენ სოციალურ საშიშროებას და შესაძლებელია, მათი სტაციონარიდან გაწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე, რა თქმა უნდა მხარდამჭერისა და ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს ,,ა---------–---------------–----------------------------–------–--------“ 2018 წლის 20 ივნისის #139 წერილი, ს.ფ. 72.

 

4.7. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის #0------- წერილის თანახმად, 2010 წლიდან 2017 წლის 01 აპრილამდე გ---------------ს ანგარიშზე ჩარიცხულმა მ-----------------ს სახელმწიფო კომპესაციის თანხამ სულ შეადგინა 15728,95 ლარი.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის #0------- წერილის თანახმად, 2010 წლიდან 2017 წლის 01 აპრილამდე გ---------------ს ანგარიშზე ჩარიცხულმა ი----------------ს სახელმწიფო კომპესაციის თანხამ სულ შეადგინა 20004,69 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის #0------- და 0------- წერილები, ს.ფ. 73-74.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე ი----------------ს და მ-----------------ს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11, მე-12, 1275-ე, 12771-ე, 1280-ე, 1301-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა _ უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში.

 

ტერმინი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (მხარდამჭერის მიმღები) მოიაზრებს სამ ძირითად კომპონენტს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობა გამორიცხავს პირის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირად (მხარდამჭერის მიმღებად) აღიარებას. ტერმინი გულისხმობს: 1. ფიზიკურ პირს რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივ/ინტელექტუალური დარღვევები. 2. ეს დარღვევები სხვადასხვა დაბრკოლებებთან ურთიერთობაში ხელს უშლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილებას; 3. საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირის სრული და ეფექტიანი მონაწილეობა იზომება სხვებთან თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარდამჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771-ე მუხლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი--- და მ----------------ები ცნობილ იქნენ მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, ზიანის თავიდან აცილება, სოციალური მომსახურების სააგენტოში პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, აღდგენა, განახლების თაობაზე განცხადების წარდგენა, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში საპენსიო ბარათის განახლება, აღდგენა, შეცვლა, საპენსიო ბარათის პინ-კოდის შეცვლის თაობაზე განცხადების წარდგენა, შრომითი საქმიანობა, უძრავი ქონების მართვა, ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე და 831-ე მუხლების შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის (განცხადების) აღძვრა, სარჩელის საგნის შეცვლა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, სააღსრულებო ფურცლის აღება. ასევე ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მათ მხარდამჭერად 5 წლის ვადით დაენიშნათ გ---------------.

 

2018 წლის 21 თებერვალს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართეს ი--- და მ----------------ებმა. მხარდამჭერის მიმღებ პირებს აღარ სურთ მათი მხარდამჭერი იყო გ---------------. იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მათ სურთ სამედიცინო დაწესებულების დატოვება, მაგრამ გ--------------ს ისინი სახლში არ მიჰყავს, გ--------------- წლების განმავლობაში არ აწვდიდა მათ სწორ ინფორმაციას. თურმე გ--------------ს მათ სახლში საცხოვრებლად შეუშვია ვ----------------, რის გამოც მათ არ აქვთ დღეს საცხოვრებელი ადგილი და უფრო მეტიც სასამართლოს მიერ ი---------------ს დაეკისრა თანხის გადახდა, იმ პირობებში, როდესაც წლების განმავლობაში გ--------------- იღებდა მათ პენსიას რომელიც უნდა მოეხმარებინა სახლის სარემონტო სამუშაოებისათვის და მას ეს არ განუხორციელებია. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოწმობს, რომ სახლის რემონტი სულ სხვა პიროვნებას გაუკეთებია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გ--------------- არ იცავს მათ უფლბებს და არ სურთ რომ ის იყოს მათი მხარდამჭერი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1301-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის თანახმად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მხარდამჭერი პირის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---- და ი---------------ების განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, გასათვალისწინებელი და საყურადღებოა ის გარემოება, რომ მხარდამჭერის მიმღებ პირებს ი--- და მ----------------ებს არ სურთ, რომ მათი მხარდამჭერი იყოს გ--------------- და ითხოვენ მისი ამ მოვალეობისაგან განთავისუფლებას.

 

გარდა ამისა, ვინაიდან, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული პირებისგან არჩევა ვერ მოხერხდა (მ---- და ი---------------ების განმარტებით, მათ არ ჰყავთ სხვა ოჯახის წევრი, ნათესავი და ახლობელი), აღნიშნულიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მ---- და ი---------------ების მხარდამჭერად უნდა დაინიშნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირი (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისათვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 36321-ე, 36324-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----------------ს და მ-----------------ს განცხადება დაკმაყოფილდეს;

 

2. გ--------------- (პ/ნ 0----------) განთავისუფლდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ #2/112-17 საქმეზე 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით მინიჭებული მხარდამჭერის მოვალეობისაგან.

 

3. ი----------------ს (პ/ნ 3----------) და მ-----------------ს (პ/ნ 3----------) მხარდამჭერად დაინიშნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილი პირი (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისათვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები) შემდეგ სფეროებში:

საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, ზიანის თავიდან აცილება, სოციალური მომსახურების სააგენტოში პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, აღდგენა, განახლების თაობაზე განცხადების წარდგენა, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში საპენსიო ბარათის განახლება, აღდგენა, შეცვლა, საპენსიო ბარათის პინ-კოდის შეცვლის თაობაზე განცხადების წარდგენა, შრომითი საქმიანობა, უძრავი ქონების მართვა, ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე და 831-ე მუხლების შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის (განცხადების) აღძვრა, სარჩელის საგნის შეცვლა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, სააღსრულებო ფურცლის აღება.

 

4. მხარდამჭერს მიენიჭოს უფლება დამოუკიდებლად განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.

 

5. მხარდაჭერის ვადა (მათი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვროს 05 (ხუთი) წლით.

 

6. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო გაგნიძე