გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2344803-2/202-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გი------ ლონდარიძე
სხდო--ს მდივანი - თამარ ცინაძე
მოსარჩელე - ს----------------------------–----
წარმომადგენელი - გ-------------------–-
მოპასუხე - ნა---- ლ------, ი-------–------
წარმომადგენელი - ეკ--------- აბ-–-ძე
მოპასუხე - მ---------------- სი------– სა------ან
დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მ----------------თან ერთად სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ ნა---- ლ------ს, ი-------–------ს და სი------– სა------ანს 7193.77 ლარის სოლიდარულად გადახდა ს----------------------------–----- სასარგებლოდ. საიდანაც ძირი თანხა არის - 6098.10 ლარი. სარგებელი - 945.67 ლარი, ა--------–---------------–---------–- ჩვენს მირ გაწეული ხარჯი-150 ლარი.
1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.
1.3. მოპასუხეებს მ----------------, ნა---- ლ------ს, ი-------–------ს და სი------– სა------ანს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 215.81 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის საფასურის 50 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნები დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2----–-–---------------------------------- სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა ნა---- ლ------მ ს----------------------------–-----გან სესხად მიიღო 11500.00 (თერთმეტი ათას ხუთასი) ლარი, 1--------------------------მდე, ანუ 1096 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25.95%-ით წლის განმავლობ-–-. სესხის და სარგებლობის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, პირველი ვადაგადაცილებული დღის საურავი შეადგენს 10.00 ლარს, ხოლო ყოველ მომდევნო გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1,00%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადით.
ხელშეკრულებით განსაზღვრულია რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყონებლივ აღსასრულებლად.
მსესხებელს გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი, ჯამში 1045,53 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის 5401.90 ლარი სასარგებლო-4305.13 ლარი და პირგასამტეხლო 743.50 ლარი.
მოვალეებს ბ----ს მიმართ აქვს დავალიანება 7193.77 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 6098.10 ლარი, სარგებელი 945.67 ლარი, ა--------–---------------–---------–- ჩვენს მიერ გაწეული ხარჯი 150 ლარი.
მსესხებელს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი და მიეცა დამატებითი ვადა დავალიანების დასაფარად.
ს----------------------------–--- იძულებული გახდა მიემართა ა--------–---------------–----------სთვის გამარტივებული წარმოების დაწყების მოთხოვნით. გამარტივებული წარმოების ფარგლებში, უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ი-------–------- საკუთრებ-–- არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: რაიონი ა---––--------------------------------------------------------------------------------------- ვინაიდან, გამარტივებული წესით საქმის წარმოების ეტაპზე, მოვალეების ნა---- ლ------ს, ი-------–------- და სი------– სა------ანის მიერ მოხდა პროტესტის წარდგენა მოთხოვნის სრულ თანხაზე, რაც დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის საფუძველს წარმოადგენს, იძულებულ ვართ საქმე განსახილველად შემოვიტანოთ სასამართლოში, მოვალეებისგან დავალიანებული თანხის დაუყონებლივ დაბრუნების მოთხოვნით. სოლიდარულ მოვალეს, მ---------------- არ წარუდგენია პროტესტი, შესაბამისად მის მიმართ გამოვიდა გადახდის ბრძანება ვინაიდან, კრედიტორის მოთხოვნა იყო ბრძანების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა აღნიშნული მოვალეობის მიმართ გაცემული გადახდის ბრძანება გადავიდა აღსრულებ-–-.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ---------------მ შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ საქმე მის ნაწილში უნდა შეწყდეს, ვინაიდან აღძრული აქვს სარჩელი ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამარტივებული საქმის წარმოების ბრძანების დავალიანების გადახდევინების შესახებ ბათილად ცნობის თაობაზე.
2.2. მოპასუხეებმა ირ--- და ნ-------–---------- შესაგებლით სარჩელი არ სცნეს და მიუთითეს, რომ 2----–-–----------------- ნამდვილად დაიდო ნა---- ლ------სთან სესხის ხელშეკრულება რომლითაც სესხების სახით მოსარჩელისგან 11500.00 (თერთმეტი ათას ხუთასი) ლარი მიიღო. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება იმისა რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყონებლივ მიექცევა აღსასრულებლად და მითითებულია ხელშეკრულების 4.8 პუნქტი. საკრედიტო დაწესებულების მიერ აღნიშნული ხელშეკრულების დადებამდე მათი მხრიდან იყო სხვა დაპირებები, თუ შეიქმნებოდა სესხის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები შესაძლებლობა ექნებოდათ გადაეხედათ სესხის ხელშეკრულების პირობებისთვის და მასში ცვლილებების შეტანა მოეხდინათ. გარდა მაგისა ხელშეკრულების პირობების გასაცნობად და გასააზრებლად არ გადასცემიათ წინსწრებით, რომ აღნიშნული ხელშეკრულების პირობებზე თუნდაც გაევლოთ კონსულტაცია და მასში მათი პოზიციის ასახვა მოეხდინათ ან წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულებას არ გააფორმებდნენ.
სესხის ხელშეკრულების პირობების თანახმად იხდიდნენ თანხას.
მოსარჩელის მიერ სრულად და გარკვევით უნდა მოხდეს დადგენა რამდენი არის დავალიანება თუ კი ნა---- ლ------ს მიერ გადახდილია სესხის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე 5401.90 ლარი, რაც მითითებულია მე-3 ფაქტობრივ გარემოებ-–-, საიდანაც არის გაზრდილი ძირითადი თანხის ოდენობა და რის ხარჯზე. მითითება იმაზე რომ მათ მიერ სააღსრულებლო ბიუროში გადაიხადეს გამარტივებული საქმის წარმოებისათვის თანხა, მათ აღნიშნული თანხებისა და სასამართლოზე მომართვა აღარ დასჭირდებათ რომ განეხორციელებინათ და მოეხდინათ ხელშეკრულებ-–- პირობების შეცვლაზე რაზეც უარი ეთქვა.
გაფრთხილების წერილამდე მათ მოითხოვეს, რომ ხელშეკრულებების პირობების დარღვევა რომ არ მომხდარიყო და შექმნილი ეკონო--ური მდგომარეობის გამომდინარე არაერთხელ მიმართეს, რომ მოეხდინა ხელშეკრულების პირობებში ცვლილების შეტანა, კერძოდ ხელშეკრულების თანხის გადახდის პერიოდის გაზრდა და ყოველთვიური გადასახდელი თანხის გადანაწილება გახანგრძლივებულ პერიოდზე რაც მათთვისაც მისაღები უნდა ყოფილიყო, მოგეხსენებათ რომ რაც მეტი დროით ხდება ხელშეკრულების პირობების გაზრდა მეტი პროცენტის გადახდა უწევთ მსესხებლებს და ეს მათ სასარგებლოდ ხდება.
მოსარჩელის მიერ მიზანმიმართულად არის წარმოდგენილი ის მტკიცებულებები რომელიც მათ მიერ იქნა წარმოდგენილი სააღსრულებლო ბიუროში გამარტივებული საქმის წარმოებისა და რა მნიშვნელობა ქონდა მათ შეთავაზებას თუ მხარე არ დაეთანხმებოდა მათ მიერ მითითებულ ყოველთვიურ გადასახდელ თანხის ოდენობას და ისევ მოითხოვდა ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ყოველთვიური თანხის.
2.3. მოპასუხე სი------– სა------ანს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, ასევე არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომებზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2----–-–----------------- ნა---- ლ------ს და ს----------------------------–----- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N--------------- თანხაზე 11500.00 (თერთმეტი ათას ხუთასი) ლარი, ვადით 1-------------------------, ანუ 1096 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25.95%-ით წლის განმავლობ-–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება N--------------- (იხ.ს.ფ.16-17).
3.1.2. 2----–-–----------------ს N--------------- სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სესხის და სარგებლობის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა დაიბერგებოდა საურავით, პირველი ვადაგადაცილებული დღის საურავია 10.00 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნო გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1,00%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება N--------------- (იხ.ს.ფ.16-18).
3.1.3. 2----–-–----------------ს N--------------- სესხის ხელშეკრულების 4.4 პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა განიხილებოდა როგორც აღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის საფუძველი, ხოლო ცალმხრივი შეწყვეტის შემთხვევაში ბ---- წერილობით შეატყობინებდა მსესხებელს აღნიშნულის შესახებ, რომელიც შეტყობინების ჩაბარებიდან 14 დღის განმავლობ-–- ვალდებული იქნებოდა დაეფარა არსებული სესხი, სესხის გრაფიკით გათვალისწინებული სრული სარგებელი და შესაძლო საურავი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება N--------------- (იხ.ს.ფ.16-20).
3.1.4. 2----–-–----------------ს N--------------- სესხის ხელშეკრულების 4.8. მუხლის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიქცეულიყო აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება N--------------- (იხ.ს.ფ.16-20).
3.1.5. 2----–-–----------------ს N--------------- სესხის ხელშეკრულების 4.8. მუხლის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიქცეულიყო აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება N--------------- (იხ.ს.ფ.16-20).
3.1.6. 2----–-–----------------- მ----------------, სი------– სა------ანს, ი-------–------ს და და ს----------------------------–----- შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის თანხის ოდენობამ თითოეულზე შეადგინა 20440 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულებები (იხ.ს.ფ.24-29).
3.1.7. მსესხებელმა გადაიხადა დავალიანების ნაწილი, ჯამში 1045,53 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის 5401.90 ლარი სასარგებლო-4305.13 ლარი და პირგასამტეხლო 743.50 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდი ისტორია (იხ.ს.ფ.41-43).
3.1.7.ს----------------------------–--- მიმართა ა--------–---------------–----------ს გამარტივებული წარმოების დაწყების მოთხოვნით. გამარტივებული წარმოების ფარგლებში, უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ი-------–------- საკუთრებ-–- არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: რაიონი ა---––---------------------------------------------------------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სააღსრულებლო ბიუროს გადაწტვეტილებები (იხ.ს.ფ.49-50).
3.1.8. გამარტივებული წესით საქმის წარმოების ეტაპზე, მოვალეების ნა---- ლ------ს, ი-------–------- და სი------– სა------ანის მიერ მოხდა პროტესტის წარდგენა მოთხოვნის სრულ თანხაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადებები (იხ.ს.ფ.46-47).
3.1.9. მ---------------- მიმართ გამოვიდა გადახდის ბრძანება ვინაიდან, კრედიტორის მოთხოვნა იყო ბრძანების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა აღნიშნული მოვალეობის მიმართ გაცემული გადახდის ბრძანება გადავიდა აღსრულებ-–-, რომელიც შემდგომ მ---------------- მიერ გასაჩივრებულ იქნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს საქმის განხილვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სააღსრულებლო ბიუროს ბრძანება (იხ.ს.ფ.51-52).
- შესაგებელი.
3.1.10. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულებაზე და საფოსტო გზავნილები (იხ.ს.ფ.33-40).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2----–-–----------------ს N--------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეების დავალიანება ს----------------------------–----- მიმართ შეადგენს 7193.77 ლარს. საიდანაც ძირი თანხა არის - 6098.10 ლარი. სარგებელი - 945.67 ლარი, ა--------–---------------–---------–- ჩვენს მირ გაწეული ხარჯი-150 ლარი, რომელიც დღეისათვის დაფარული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ სარჩელი მ---------------- ნაწილში დატოვებულ იქნა იქნეს განუხილველად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ამავე მუხლის მესამე ნაწილი თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზ--ნის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია, რომ 2----–-–----------------- ნა---- ლ------ს და ს----------------------------–----- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N--------------- თანხაზე 11500.00 (თერთმეტი ათას ხუთასი) ლარი, ვადით 1-------------------------, ანუ 1096 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25.95%-ით წლის განმავლობ-–-. სესხის და სარგებლობის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა დაიბერგებოდა საურავით, პირველი ვადაგადაცილებული დღის საურავია 10.00 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნო გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1,00%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადით.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ ს----------------------------–---“ მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი პირობა შესრულებული იქნა ჯეროვნად, რადგან მსესხებელმა ნა---- ლ------მ მიიღო აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.
ნა---- ლ------ ვალდებული იყო აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული სესხის თანხა დაეფარა კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, თუმცა მოპასუხემ დაარღვია აღნიშნულ კრედიტზე დართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის პერიოდულობა, რის გამოც სარჩელის სასამართლოში შემოტანის დროს არსებული მდგომარეობით მოვალების მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულები შესრულებული არ არის, რითაც დარღვეულ იქნა აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:
ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ. შესრულების ვადის დადგო--დან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზ--ნს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას…
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 2----–-–----------------- გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, დარღვეული იქნა მოპასუხე ნა---- ლ------ს მიერ, რაც დადგენილია მხარეთა განმარტებებით, აღნიშნული დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს ბ----ს წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულებები არ შეუსრულებია. რის გამოც მოპასუხე დავალიანება სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მხარეთა შორის გაფორმებული N--------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 7193.77 ლარს. საიდანაც ძირი თანხა არის - 6098.10 ლარი. სარგებელი - 945.67 ლარი, ა--------–---------------–---------–- ჩვენს მირ გაწეული ხარჯი-150 ლარი.
6.2. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ მოპასუხემ გადაიხადა დავალიანების ნაწილი, ჯამში 1045,53 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის 5401.90 ლარი სასარგებლო-4305.13 ლარი და პირგასამტეხლო 743.50 ლარი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებ-–-) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
ამავე კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.
ამავე კოდექსის 894-ე მუხლის თანახმად, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
აღნიშნულ ნორმათა დეფინიციიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ თავდებ პირებს სი------– სა------ან და ი-------–------ს აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით ნა---- ლ------ს დავალიანების გადახდა სოლიდარულად, თავდებობის დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია მათი პასუხისმგებლობის საფუძველი ძალაშია და გაუქმებული არ არის. ამავე დოკუმენტით აგრეთვე განსაზღვრულია თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა.
რაც შეეხება თავდებ მ----------------, მოცემულ შემთხვევაში ს----------------------------–---’’ წარმოდგენილი აქვს სარჩელი ი-------–-------, ნა---- ლ------ს, მ---------------- და სი------– სა------ანის მიმართ. მოპასუხეები წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. მოსარჩელემ გამარტივებული წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართა ა--------–---------------–----------, საქმის წარმოების ეტაპზე მ---------------- მიმართ გამოიცა გადახდის ბრძანება, რომელიც შემდგომ სადავო გახდა და მ---------------- მიმართ წარდგენილ იქნა სასარჩელო განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, შესაბამისად სარჩელი მ---------------- ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეთა შორის 2----–-–----------------ს N--------------- სესხის ხელშეკრულების 4.8. მუხლით დადგენილია, - მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, ამიტომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიექცეს აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.’’
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ‘‘ა’’ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა’’, ,,ბ’’ ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში - დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეებს ნა---- ლ------ს, ი-------–------ს და სი------– სა------ანს მოსარჩელე ს------------------ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის-სახელმწიფო ბაჟი 215.81 ლარის გადახდა.
სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე ი-------–------ს (---------------- აეკრძალა მის საკუთრებ-–- არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ------––--------------------------------------------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც არ არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს ნა---- ლ------ს (პ/ნ4----------), ი-------–------ს (პ/ნ4----------) და სი------– სა------ანს (პ/ნ4----------- მოსარჩელე ს------------------ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს საკრედიტო დავალიანების 7193.77 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6098.10 ლარი, პროცენტი - 945.67 ლარი, ა--------–---------------–---------–- გაწეული ხარჯი 150 ლარი.
3. მოპასუხეებს ნა---- ლ------ს (პ/ნ4----------), ი-------–------ს (პ/ნ4----------) და სი------– სა------ანს (პ/ნ4----------- მოსარჩელე ს------------------ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის-სახელმწიფო ბაჟი 215.81 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. სარჩელი მ---------------- ნაწილში დატოვებულ იქნეს განუხილველად.
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გი------ ლონდარიძე