განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100117002187235
N1/158-2017
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ------- ი-–--- ძე კ-------ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- გ------–--ის მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი დ--–--------; ამჟამად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;
ადვოკატი - ფ------ ა----------;
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - 2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდი); 2. საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - 2017 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი); 3. საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით, ზ------- კ-------ე, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ზ------- კ-------ე ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. ზ------- კ-------ე, 2015 წლის ოქტომბრიდან, ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------–-, ძმასთან, ტ------– კ-------ესთან ერთად. 2017 წლის ა--------–- (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------–-, სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზ------- კ-------ემ, საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ტ------– კ-------ეს ხელიდან გამოართვა ხელჯოხი, რასაც ტ------– კ-------ე გადასაადგილებლად იყენებდა და ერთხელ ჩაარტყა თავის არეში. აღნიშნული ქმედებით, ტ------– კ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით, ზ------- კ-------ე, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ზ------- კ-------ე ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. ზ------- კ-------ე, 2015 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------–-, ძმასთან, ტ------– კ-------ესთან ერთად. 2017 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------–-, სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზ------- კ-------ემ, საცხოვრებელი სახლთან დაკავშირებით მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ტ------– კ-------ეს ხელიდან გამოართვა ხელჯოხი, რასაც ტ------– კ-------ე გადასაადგილებლად იყენებდა და ერთხელ ჩაარტყა მარცხენა ბეჭის არეში. ტ------– კ-------ე შეეცადა განრიდებოდა მოძალადეს, რის გამოც გავიდა ეზოში, თუმცა ზ------- კ-------ე დაეწია და ხელჯოხი ერთხელ ჩაარტყა მარცხენა ბეჭის არეში. ზ------- კ-------ისაგან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ტ------– კ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. 2017 წლის 27 ოქტომბერს, დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------–-, სახლში ყოფნისას, ზ------- კ-------ე, მის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემის გამო, მოკვლით დაემუქრა ძმას - ტ------– კ-------ეს, ასევე, ემუქრებოდა ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. ზ------- კ-------ის მხრიდან განხორციელებული მუქარა, ტ------– კ-------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორცილების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დატოვა საცხოვრებელი სახლი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ტ------– კ-------ემ განაცხადა, რომ ზ------- კ-------ე არის მისი ძმა და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------–-.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ზ------- კ-------ემ განაცხადა, რომ ტ------– კ-------ე არის მისი ძმა და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------–-.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- კ-------ემ განაცხადა, რომ ტ------– კ-------ე არის მისი მამა, ხოლო ზ------- კ-------ე ბიძა (მამის ძმა) და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------–-.
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხ------- წ--–----ემ განაცხადა, რომ ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------–-, მის მეზობლად, სახლის გვერდით ცხოვრობენ ძმები ზ------- და ტ------– კ-------ეები.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------- კ-------ე და დაზარალებული ტ------– კ-------ე არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ტ------– კ-------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------–-. დაკავებამდე მასთან ერთად ასევე ცხოვრობდა ძმა - ზ------- კ-------ე. 2017 წლის აგვისტოს თვეში იმყოფებოდა სახლში, აივანზე, რა დროსაც მივიდა ნასვამი ზ------- კ-------ე, რომელთანაც მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც ზ-------მ მას ხელიდან გამოართვა ჯოხი, რომელსაც იყენებდა გადასაადგილებლად და ჩაარტყა ერთხელ თავის არეში, რა დროსაც წამოუვიდა სისხლი. 2017 წლის 14 ოქტომბერს, როდესაც იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის აივანზე, შელაპარაკების ნიადაგზე, ზ------- კ-------ემ გამოართვა ხელჯოხი, რომელსაც იყენებდა გადასაადგილებლად და ჩაარტყა მარცხენა მხარეს ბეჭის არეში. შეეცადა გასცლოდა მას და ჩავიდა ეზოში, თუმცა ზ------- გაჰყვა მას და კვლავ ჩაარტყა ხელჯოხი მარცხენა ბეჭის არეში. აღნიშნული დაინახა მეზობელმა ხ.წ--–----ემ, რომელმაც დაუძახა გადასულიყო მასთან, თავს ნუ აკვლევინებდა. ზ-------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოწმის განმარტებით, ძმებს შორის არსებული უთანხმოება გამოწვეული არის სახლის გამო, ზ------- სთხოვს სახლიდან წასვლას, ვინაიდან არის მისი აშენებული.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხ------- წ--–----ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------–-, ზ------- და ტ------– კ-------ეების მეზობლად. 2017 წლის აგვისტოს თვეში, როდესაც სახლში იმყოფებოდა, გაიგო ტ------–ის და ზ-------ს ჩხუბის ხმა. დაინახა, რომ ზ------- კ-------ემ ჯოხი ჩაარტყა თავის არეში ტ------– კ-------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს წამოუვიდა სისხლი, ჩაერია ძმებს შორის და გააშველა. ასევე, 2017 წლის 14 ოქტომბერს, როდესაც სახლში იმყოფებოდა, კვლავ ისმოდა ძმების ჩხუბის ხმა. გარეთ გავიდა და დაინახა, რომ თავდაპირველად აივანზე, ხოლო მეორედ ეზოში ზ------- კ-------ემ ორჯერ ჯოხი ჩაარტყა ტ------– კ-------ეს ბეჭის არეში, რის გამოც ტ------–ი ბეჭზე იკიდებდა ხელს. მან, ტ------–ი გადაიყვანა თავისთან, დაურეკა ტ------–ის შვილს - ე-–---ს და უთხრა, რომ ასულიყო სოფელში, ვინაიდან ზ-------მ და ტ------–მა კვლავ იჩხუბეს. მოწმის განმარტებით, სახლში ყოფნის დროს ზ-------ს ჩხუბის ხმა ესმის, რომელიც ეჩხუბება ძმას - ტ------–ს სახლთან დაკავშირებით.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- კ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათიდან, 16:00 საათამდე პერიოდში ტელეფონის საშუალებით შეეხმიანა მამას - ტ------– კ-------ეს მოსაკითხად, რა დროსაც გაიგო ჩხუბის ხმა, კერძოდ ზ------- ეჩხუბებოდა ტ------–ს, ეუბნებოდა - წასულიყო სახლიდან. აღნიშნულზე, სთხოვა მამამისს ტელეფონი მიეწოდებინა ზ-------სთვის, რაც ტ------–მა შეასრულა. ე.კ-------ემ ზ------- გააფრთხილა არაფერი დაეშავებინა მამამისისთვის, რა დროსაც ტელეფონი გაითიშა. აღნიშნულის შემდეგ სცადა დაკავშირება, თუმცა ტელეფონი გამორთული იყო. იმავე დღეს, საღამოს საათებში, მას დაუკავშირდა სოფელში მეზობლად მცხოვრები ხ------- წ--–----ე, რომელმაც უთხრა, რომ ზ-------მ სცემა ტ------–ი, ეს უკანასკნელი იმყოფებოდა მასთან და ასულიყო. ე.კ-------ე, ი---- ს-–-----ესთან ერთად გამოცხადდა ზესტაფონის პოლიციის განყოფილებაში, მოუყვა მომხდარის შესახებ და პოლიციელებთან, და ი.ს-–-----ესთან ერთად ავიდა სოფელში, სადაც ხ-------სთან ნახა ტ------–ი, რომელსაც ბეჭი სტკიოდა, ვინაიდან იყო ნაცემი. ტ------–მა უთხრა, რომ ჯოხი დაარტყა ზ-------მ ბეჭის არეში ორჯერ და ტკიოდა. ასევე, ნახა, რომ ტ------–ს აღენიშნებოდა სილურჯეები. ასევე, 2017 წლის აგვისტოს თვეში ნახა ტ------– კ-------ე, რომელსაც თავი ჰქონდა გატეხილი. როგორც ტ------–ისგან და ხ-------სგან იცის, ზ-------მ ჩაარტყა ტ------–ს თავში (ხელი თუ ჯოხი არ იცის) და გაუტეხა თავი. აღნიშნული ფაქტის შემსწრე მოწმე, ასევე, არის ხ------- წ--–----ე, მან დაურეკა მეორე დღეს და უთხრა მომხდარის შესახებ, რის გამოც ავიდა სოფელში, მამას აუტანა პროდუქტები და ნახა თავგატეხილი ტ------– კ-------ე.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი---- ს-–-----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს, მას დაუკავშირდა ე-–--- კ-------ე და სთხოვა დ--–-------–- გაყოლა, რასაც ის დათანხმდა. გზაში პოლიციაში გაიარეს და პოლიციელებთან ერთად ავიდნენ სოფელში. მივიდნენ ხ------- წ--–----ის სახლში, სადაც იმყოფებოდა ტ------– კ-------ე. ადგილზე, ტ------– კ-------ისგან და ხ------- წ--–----ისგან გაიგო, რომ ზ------- კ-------ემ ტ------–ს ორჯერ ჩაარტყა ჯოხი, რომელსაც ტ------–ი გადასაადგილებლად იყენებდა.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------ მ--------ემ განაცხადა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, 2017 წლის ოქტომბრის თვეში დაკავებული იქნა ზ------- კ-------ე, მისი სიმამრის - ტ------– კ-------ის ცემის გამო.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯ----– კ-------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------–- და არის ზ------- და ტ------– კ-------ეების ნათესავი. 2017 წლის 14 ოქტომბერს, მან მიიყვანა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ტ------– კ-------ე სახლში, თუმცა ეზოში შესვლის დროს, მას ტ------– კ-------ე ხელიდან არ დავარდნია. ორივე ერთად ვერ შევიდოდნენ სახლის კარებში, ამიტომ, შესაძლებელია შესვლის დროს, ტ------–ი უბრალოდ მიედო შესასვლელ კარებს.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ----- ფ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსად. 2017 წლის 14 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საღამოს საათებში, სამმართველოში გამოცხადდა მოქალაქე ე-–--- კ-------ე, ქალბატონთან ერთად და განაცხადა, რომ მამამისი ტ------– კ-------ე სცემა ზ------- კ-------ემ. აღნიშნულზე, ე.კ-------ესთან, ქალბატონთან და გ.ფ------–--ესთან ერთად გაემართა სოფელ დ--–-------–-. ტ.კ-------ე იმყოფებოდა წ--–----ეების ოჯახში. მის კითხვაზე, ტ------–მა უპასუხა, რომ ტკიოდა ბეჭი, ვინაიდან ორჯერ ჩაარტყა ჯოხი ძმამ - ზ------- კ-------ემ. აღნიშნულის საფუძველზე, საცხოვრებელ სახლში დაკავებული იქნა ზ------- კ-------ე, რომელიც შემდგომ გადაყვანილი იქნა პოლიციის სამმართველოში.
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ფ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 14 ოქტომბერს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გამოცხადდა მოქალაქე ტ------– კ-------ის შვილი და განუცხადა, რომ ბიძამისმა ცემა მამამისი. მიღებული ინფორმაციის შემდეგ გავიდნენ სოფელ დ--–-------–-. ტ------– კ-------ე იმყოფებოდა მეზობელთან, ვინაიდან ეშინოდა სახლში დაბრუნების, რათა ძმას არ ეძალადა კვლავ. მოწმის განმარტებით, ტ------–მა განუმარტა, რომ ზ.კ-------ემ ხელჯოხით ცემა. აღნიშნულის შემდეგ მოხდა ზ.კ-------ის დაკავება და გადაყვანა სამმართველოში. მოწმის განმარტებით, ადგილზე მისულებს, ხ------- წ--–----ემ დაუდასტურა ზ-------ს მიერ ტ------–ის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.
18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ა------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში მუშაობდა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. იყო საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დანიშნა ექსპერტიზები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ჩაატარა ამოღება. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა ინფორმაცია ზ------- კ-------ის მიმართ.
19. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N006025817 დასკვნის თანახმად, ზ------- კ-------ეს დაუდგინა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მარინე ჭელიშვილმა.
20. 2017 წლის 15 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, დაზარალებულ ტ------– კ-------ისაგან, გამომძიებელ ნ--- ა------ის მიერ ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ხის ჯოხი, 92 სმ სიგრძის, რომლითაც მას სცემა ძმამ - ზ------- კ-------ემ, 2017 წლის 14 ოქტომბერს.
21. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 15.10.2---–-------------------ე. ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ტ------– კ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთების სახით (მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე, ზედა მესამედში აღენიშნება არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 5,5X3,5სმ) - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნების ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- გ-------–-–---–მა.
22. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ზ------- კ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს იმყოფება სახლში, რა დროსაც ჯ----– კ-------ემ მიიყვანა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ტ------–ი, რომელიც ჭიშკართან გაუვარდა ხელიდან და ტ------–მა დაარტყა თავი და ბეჭი. აღნიშნულზე უსაყვედურა ტ------–ს, რა დროსაც მან უთხრა გაჩუმებულიყო თორემ დაიჭერდა. ჯ----–მა ტ------–ი შეიყვანა სახლში, დააწვინა საწოლზე. როდესაც ტ------–მა მოიფხიზლა, კვალ წავიდა მეზობლებში. ზ------- კ-------ის განმარტებით, მას არც აგვისტოს თვეში და არც 14 ოქტომბერს, ტ------– კ-------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და როგორც ტ------– კ-------ე, ასევე ხ------- წ--–----ე ყვებიან სიცრუეს და ტყუილს. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ დაზიანებები ტ------– კ-------ისათვის არ მიუყენებია და არ უცემია, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული - ოჯახური ძალადობა, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებებს წარმოადგენს დაზარალებულ ტ------– კ-------ის ჩვენება. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მტკიცებულებებით, კერძოდ სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით. გარდა ამისა, სასამართლოს არ აქვს დაზარალებულის ტ------– კ-------ის, მოწმეების ხ------- წ--–----ის, ე-–--- კ-------ის, ი---- ს-–-----ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან ისინი თანმიმდევრულად და ერთნაირად აღწერენ ზ------- კ-------ეს და ტ------– კ-------ეს შორის მომხდარი ინცინდენტების დროს განვითარებულ მოვლენებს. მოწმე ხ------- წ--–----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის აგვისტოს თვეში დაინახა, როგორ ჩაარტყა თავის არეში ზ------- კ-------ემ ტ------– კ-------ეს ხელჯოხი, რა დროსაც ტ------–ს თავიდან მოსდიოდა სისხლი. ხოლო, 2017 წლის 14 ოქტომბერს, დაინახა, რომ თავდაპირველად აივანზე, ხოლო შემდეგ სახლის ეზოში ჩაარტყა ზ-------მ ტ------–ს ხელჯოხი ორჯერ. იმავე დღესვე დაურეკა ე-–--- კ-------ეს და უთხრა მომხდარის შესახებ. მოწმე ე-–--- კ-------ემ კი განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს მას დაურეკა ხ------- წ--–----ემ და უთხრა, რომ იჩხუბეს ზ-------მ და ტ------–მა, ტ------–ი იყო ნაცემი და ასულიყო. როდესაც ადგილზე ავიდა, ხ-------სთან ნახა მამამისი, რომელიც ბეჭზე იკიდებდა ხელს, უთხრა, რომ ზ-------მ დაარტყა ორჯერ ხელჯოხი. ასევე, ნახა ტ------–ის ტანზე სილურჯეები. მანვე, 2017 წლის აგვისტოს თვეში ნახა თავგატეხილი მამა, რომელმაც განუმარტა, რომ დაზიანება მიაყენა ზ------- კ-------ემ. მოწმე ი---- ს-–-----ემ კი დაადასტურა ის ფაქტი, რომ როდესაც ავიდნენ სოფელ დ--–-------–-, ხ------- წ--–----ის ოჯახში ნახეს ტ------– კ-------ე. როგორც ხ-------სგან და ტ------–ისგან გაიგო, ჯოხით ცემა ტ------–ი ზ-------მ. აღნიშნული გარემოებები კი, სრულ თანხვედრაში მოდის როგორც დაზარალებულ ტ------– კ-------ის ჩვენებასთან (რომელიც აღწერს ზ-------ს მხრიდან განხორციელებულ ძალადობას და დაზიანებების ადგილმდებარეობას), ასევე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან (დაზიანებების მდებარეობასთან და მათ ხანდაზმულობასთან - ის რომ დაზიანებები არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს).
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო, ასევე, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სხდომაზე დაკითხულმა ზ-------მ კ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ტ------– კ-------ე ხელიდან გაუვარდა ჯ----– კ-------ეს. ტ------–ი დაეცა თავით და ბეჭით, და სწორედ იქ მიიღო დაზიანებები. აღნიშნული გარემოებები, არ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯ----– კ-------ემ და კატეგორიულად უარყო 2017 წლის 14 ოქტომბერს, ტ------– კ-------ის ხელიდან დავარდნის ფაქტი. მოწმემ განმარტა, რომ მას ტ------–ი მარჯვენა მხარეს ეჭირა და შესაძლებელია სახლში შესვლის დროს ტ------–ი უბრალოდ მიედო კარებს, ვინაიდან ორივე ერთად ვერ შეეტეოდნენ კარებში. შესაბამისად, თუ მოწმეს ტ------– კ-------ე მარჯვენა მხარეს ეჭირა, თავად დაზარალებულსაც მარჯვენა მხარეს უნდა მიეღო დაზიანება კარებზე მიდების დროს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, დაზიანება ტ------– კ-------ეს აღენიშნება მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაცია კი სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა.
23. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის ან/და სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
24. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------- კ-------ემ განხორციელებული ქმედებით, 2017 წლის აგვისტოს თვეში და 2017 წლის 14 ოქტომბერს ტ------– კ-------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების ჩადენა არაერთგზის:
25. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით, ზ------- კ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.
26. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განაჩენით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ------- გ-------ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
28. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს იმერეთის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 22 ნოემბრის მიმართვის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 120 საათის ოდენობით შესრულება ზ------- კ-------ემ დაასრულა 2017 წლის 23 მაისს.
29. საქართველოს სსკ მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური ძალადობა არაერთგზისად რომ ჩაითვალოს წინა ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს. საქართველოს სსკ 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ.
30. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბოლო დანაშაულის ჩადენამდე, ზ------- კ-------ე ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
მუქარა, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
31. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ტ------– კ-------ემ განაცხადა, რომ ზ------- კ-------ე არის მისი ძმა და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------–-.
32. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ზ------- კ-------ემ განაცხადა, რომ ტ------– კ-------ე არის მისი ძმა და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------–-.
33. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- კ-------ემ განაცხადა, რომ ტ------– კ-------ე არის მისი მამა, ხოლო ზ------- კ-------ე ბიძა (მამის ძმა) და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--–-------–-.
34. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ----–-- კ-------ემ განაცხადა, რომ ზ------- და ტ------– კ-------ეები არის მისი ძმები და ისინი ერთად ცხოვროდნენ ზესტაფონის რაიონის, სოფელ დ--–-------–-.
3-. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
36. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------- კ-------ე და დაზარალებული ტ------– კ-------ე არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში:
37. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ტ------– კ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში, როდესაც იმყოფებოდა სახლში, მივიდა ზ------- კ-------ე, რომელიც მას დაემუქრა, უთხრა, რომ მოკლავდა მას და მოუკლავდა შვილიშვილს, აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად, რის გამოც წავიდა სახლიდან. ტ.კ-------ის განმარტებით, ზ------- მას დაემუქრა, ვინაიდან მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.
38. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- კ-------ემ განაცხადა, რომ როგორც ტ------– კ-------ისგან იცის, ზ------- კ-------ე მას დაემუქრა მოკვლით „რატომ მიჩივლე სასამართლოშიო“. როდესაც ტ------– კ-------ე მივიდა მასთან სახლში, ის იყო შეშინებული მუქარით, რის გამოც მიმართა პოლიციას.
39. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ----–-- კ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში, როდესაც ზ------- კ-------ე გათავისუფლებული იქნა ქუთაისის სასამართლოში, ერთად წავიდნენ ბიძასთან ელდარ კაპანაძესთან. აღნიშნულის შემდეგ, 27 ოქტომბერს ერთად მივიდნენ დ--–-------–-, სახლში. როდესაც ზ------- შევიდა სახლში, ტ------–ს უთხრა „ჩემი გაგდება გინდათო“. ტ------–ი გაჩუმდა, ჩაცმული მიყო, ადგა და გავიდა. თუ სად წავიდა მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, იგი ზ-------ს არ მოსცილებია, სულ ერთად იყვნენ, არ გაუგია მუქარის განხორციელების ფაქტი, შესაბამისად, ზ------- მისი თანდასწრებით, ტ------–ს არ დამუქრებია.
40. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა ზ---- ც------ემ და ლ---- ნ------ემ განაცხადეს, რომ მუშაობენ ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების თანამდებობაზე. 2017 წლის 29 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ოპერატიულ ჯგუფში და პატრულირებდნენ ქალაქის ტერიტორიაზე, რა დროსაც სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ, რომ ზ------- კ-------ეს შეეფარდა პატიმრობა (შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება) და იმყოფებოდა წერეთლის ქუჩაზე. აღნიშნულის საფუძველზე გამოცხადდნენ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა ზ.კ-------ე, მოახდინეს მისი დაკავება, ადგილზევე გააცნეს უფლებები და გადაიყვანეს სამმართველოში შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
41. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ა------ემ განაცხადა, რომ 2017 წელს მუშაობდა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. იყო საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, გამოითხოვა სხვადასხვა ინფორმაცია ზ------- კ-------ის მიმართ.
42. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ზ------- კ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში, როდესაც გათავისუფლდა და მივიდა სახლში, იმყოფებოდა ძმასთან, ვ----–-- კ-------ესთან ერთად. სახლში შესვლის დროს, ტ------–ს უთხრა „რა იყო გაგიხარდა რო დამიჭირეთქო“. როდესაც სახლში შევიდა, ტ------–ი იცვამდა და გასვლას აპირებდა. მას ტ------–ის მიმართ მუქარა არ განუხორციელებია. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ ტ------– კ-------ის მიმართ მუქარა არ განუხორციელებია, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული - მუქარა ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებებს წარმოადგენს დაზარალებულ ტ------– კ-------ის ჩვენება. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით, კერძოდ სხდომაზე დაკითხულ მოწმე ე-–--- კ-------ის ჩვენებით. გარდა ამისა, სასამართლოს არ აქვს დაზარალებულის ტ------– კ-------ის და მოწმე ე-–--- კ-------ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან მათი ჩვენებები თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯარებელია და აშკარად უთითებენ ზ------- კ-------ის მხრიდან მუქარის განხორციელების ფაქტზე. კერძოდ, დაზარალებულმა ტ------– კ-------ემ განაცხადა, რომ სახლში დაბრუნებული ზ------- კ-------ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე დაემუქრა შვილიშვილის მოკვლით. მოწმე ე-–--- კ-------ემ კი განმარტა, რომ მასთან სახლში მისული ტ------– კ-------ე იყო შეშინებული, ზ------- კ-------ის მხრიდან განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარით. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაცია კი სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა.
მართალია, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ----–-- კ-------ემ უარყო ზ-------ს მხრიდან ტ------–ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სულ ზ-------სთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: ჩვენების მიცემისას, მოწმე ვ----–-- კ-------ემ განაცხადა, რომ როდესაც სახლში შევიდნენ, ზ-------მ ტ------–ს უთხრა „ჩემი გაგდება გინდა“. ტ------–ი გაჩუმდა, ჩაცმული იყო, გავიდა გარეთ და წავიდა. თავად ბრალდებულმა ზ------- კ-------ემ კი განაცხადა, რომ როდესაც სახლში შევიდა ტ------–ს უთხრა „რა იყო გაგიხარდა რო დამიჭირეთქო“. ტ------–ი ამ დროს იცვამდა და გასვლას აპირებდა. ბრალდებულის და მოწმის ჩვენება აშკარად ურთიერთწინააღმდეგობრივია და აშკარად აღწერენ სხვადასხვა ვითარებას, რაც ნათლად აბათილებს მოწმე ვ----–-- კ-------ის განმარტებას სულ ზ-------სთან ერთად ყოფნის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე ვ----–-- კ-------ის და ბრალდებულ ზ------- კ-------ის ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები უკავშირდება უშუალოდ სავარაუდოდ ვ----–-- და ზ------- კ-------ეების სახლში შესვლიდან, დაზარალებულ ტ.კ-------ის მიერ სახლის დატოვების მონაკვეთს, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უმნიშვნელოდ. მოწმეები მათ მიერ მითითებულ ფაქტებზე საუბრობენ დარწმუნებით და არ უთითებენ, რომ შეიძლება ესა თუ ის გარემოება კარგად არ ახსოვდეთ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, რითაც შეიძლებოდა ახსნილიყო ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა. დამოუკიდებლად აღებული რომელიმე წინააღმდეგობა, შესაძლოა, არ აკნინებს ამ ჩვენებების სანდოობას, თუმცა ეს წინააღმდეგობები, ერთობლივად აღებული, დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს მათ ჩვენებებს და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც სასამართლო არ იზიარებს მათ.
43. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 151-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით (პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას), ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.
44. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------- კ-------ემ, დაზარალებულ ტ------– კ-------ის მიმართ ჩაიდინა მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამართლებრივი შეფასება:
45. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
46. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N 73053/01, § 40).
47. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).
48. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ზ------- კ-------ემ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - 2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით); 2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - 2017 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით); 3) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ზ------- კ-------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ზ------- კ-------ის მიერ დანაშაულების ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
49. სასამართლო ვერ გაიზიარეს დაცვის მხარის პოზიციას მოწმეების ხ------- წ--–----ის და ი---- ს-–-----ის ჩვენებების არ გაზიარების შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ისინი არიან ტ------– და ე-–--- კ-------ეების ახლო ნათესავები - კერძოდ ნათლიმირონები და აღნიშნულის გამო იძლევიან ზ------- კ-------ის საწინააღმდეგო ჩვენებას. სასამართლოო განმარტავს, რომ დაცვის მხარეს, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მყარი მტკიცებულება, რაც სასამართლოს აფიქრებინებდა მოწმეების მიერ ზ------- კ-------ის მიმართ მიკერძოების ფაქტს. მხოლოდ სიტყვიერი განმარტება ნათესაურ კავშირზე მითითებით კი სასამართლოს არ აძლევს საფუძველს ივარაუდოს, რომ მოწმეები ნამდვილად მიკერძოებულნი არიან ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმა, ნათესაურ კავშირზე მითითებით, სასამართლოს არარელ----ტურ გარემოებად მიაჩნია, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოწმე გაფრთხილებულია ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, რაც სასამართლოს შეფასებით, მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს.
50. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის შუამდგომლობას, 2017 წლის 14 ოქტომბრის ზ------- კ-------ის დაკავების ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მუშაკმა განაცხადა, რომ დაკავების ოქმი შედგა სოფელ დ--–-------–-. დაკავების ოქმში კი მითითებულია, რომ ზ.კ-------ე დაკავებული იქნა 2---5 საათზე, ოქმის შედგენა დაიწყო 2---6 საათზე, დასრულდა 2---- საათზე, ხოლო პოლიციის განყოფილებაში მიყვანილი იქნა 2---5 საათზე. შესაბამისად, ოქმის შევსების დასრულების დრო არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან რეალურად ზ.კ-------ე პოლიციის განყოფილებაში მიყვანილი იქნა 2---5 საათზე და შესაბამისად ოქმის დასრულებაც უნდა მომხდარიყო ადგილზე, სოფელ დ--–-------–-. სასამართლოს მიაჩნია, არ არსებობს აღნიშნული გარემოებით დაკავების ოქმის დაუშვებლად ცნობის საფუძველი, ვინაიდან, იგი სწორედაც რომ შედგენილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მოცემულ შემთხვევაში, დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ზ------- კ-------ის დაკავება მოხდა 2017 წლის 14 ოქტომბერს, 2---5 საათზე. ოქმის შედგენა დაიწყო 2---6 საათზე, ზ------- კ-------ე პოლიციის განყოფილებაში წარდგენილი იქნა 2---5 საათზე და ოქმის შედგენა დასრულა 2---- საათზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაკავების ოქმის შევსება რა თქმა უნდა იწყება ბრალდებულის დაკავების ადგილზე, თუ არ არსებობს კანონიერ მიერი შემთხევა (როდესაც მისი შევსება დასაშვებია პოლიციის განყოფილებაში) და მთავრდება პოლიციის განყოფილებაში, ვინაიდან დაკავების ოქმში არის გრაფები, რომელიც აუცილებლად შევსებული უნდა იქნეს პოლიციის განყოფილებაში, კერძოდ დაკავებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის ზუსტი დრო და უფლებამოსილი პირის მიერ ოქმის დადასტურება. შესაბამისად, დარღვევა იქნებოდა თუ პოლიციის მუშაკი ოქმის შედგენის დასრულების დროდ მიუთითებდა სოფელ დ--–-------–- გარკვეული საპროცესო მოქმედების დასრულების დროს და არა იმ დროს, რაც ფაქტობრივად მოხდა სრულყოფილად დაკავების ოქმის შევსება და მისი დადასტურება შესაბამისი პირის მიერ.
51. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ამოღებული ხელჯოხის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დღეს მოქმედი საპროცესო კოდექსი არ იცნობს ისეთ საგამოძიებო მოქმედებას, როგორიცაა ნებაყოფლობით ნივთის წარმოდგენა, რომელსაც თან ახლავს ამოღება. ასეთი მოქმედებით არ არის ნივთის მოპოვების კანონიერ გზა და ხერხი (განმარტება მოყვანილია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან). აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების ჩვენებებითა და ამოღების ოქმით) დადგენილია, რომ გამოკითხვისას დაზარალებულმა ტ------– კ-------ემ გამომძიებელს განუცხადა, რომ თან ჰქონდა ის ჯოხი, რომლითაც მას დაზიანება მიაყენა ზ------- კ-------ემ. დაკითხვის დასრულების შემდეგ, გამომძიებლის მიერ მიღებული იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ და აღნიშნულის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედება ამოღებით - ტ------– კ-------ისგან ამოღებული იქნა ხელჯოხი, 92სმ სიგრძის, რომელსაც დაედო ლუქი 3----. აღნიშნული გარემოებები, ნათლად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ხელჯოხი ამოღებულია საგამოძიებო მოქმედება - ამოღებით და არა წარმოდგენის ოქმით. შესაბამისად, სასამართლოსთვის გაუგებარია დაცვის მხარის პოზიცია წარმოდგენის მოქმედების ჩატარებაზე აპელირების შესახებ.
52. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმ გარემოების შესახებ, რომ ხელჯოხი ამოღების შემდეგ არ შეფუთულა და დაუშვებელია. საქართველოს სსსკ 120-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს. მოცემულ შემთხევაში, ამოღებული ხელჯოხი ვერ იქნა შეფუთული მისი მოცულობიდან გამომდინარე, ვინაიდან არის 92 სმ სიგრძის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებით, ამოღებული ხელჯოხის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძვლებიც არ არსებობს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
53. ზ------- კ-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
54. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
55. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------- კ-------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობას, რომელიც გულისხმობს როგორც პირის მსჯავრდებას ჩადენილი ქმედებისათვის, ასევე ამ ქმედებისათვის ადეკვატურ სასჯელს, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული კერძო და ზოგადი პრევენცია, რაც ემსახურება ოჯახური ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვას მოძალადისაგან. ზოგადი პრევენციის შესაფასებლად, სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოში ოჯახური ძალადობის მომრავლებას, რაც წარმოადგენს სოციალურ პრობლემას და მისი აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით აუცილებელია მოძალადეს განესაზღვროს ადეკვატური სასჯელი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე, სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
56. ზ------- კ-------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ მე-17, 58-ე, 59-ე და 79-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. სსკ 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით, ზ------- კ-------ე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით, რომლის მოხდაც მან დაამთავრა 2017 წლის 23 მაისს. შესაბამისად, არ არის გასული ერთწლიანი ნასამართლობის გაქარწყლების ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის განსაზღვრისას ზ------- კ-------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი, ვინაიდან არ არსებობს ნასამართლობის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი, ხოლო 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის განსაზღვრისას, გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, ვინაიდან სახეზეა ნასამართლობა, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. დაზარალებულთან შერიგებული არ არის. ზ------- კ-------ე არის განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი და მიუხედავად მის მიმართ სასამართლოს მხრიდან გამოცხადებული ნდობისა და გაწეული შეღავათებისა (სასჯელად განსაზღვრული ჰქონდა არასაპატიმრო სასჯელი, ს-–----–-- ზომის ვადით), კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ზ------- კ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საშუალო ვადასთან მიახლოებული ვადით, ხოლო სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მაქსიმალური ვადით, ვინაიდან სახეზეა რეციდივი.
57. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------- კ-------ის მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/5-- გადაწყვეტილებაში (საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ბ--- წ------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II პარ 102.), სასამართლო აღნიშნავს, რომ "სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება, ის არა მხოლოდ სასჯელის მიზნების მიღწევის უვარგისი საშუალება, არამედ სწორედაც რომ სასჯელის მიზნების კონტრპროდუქტიული საშუალება ხდება - გამოიწვევს იმ რისკებს, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც არის შემოღებული, როგორც ასოციალური ქცევის კორექტირების უკიდურესი საშუალება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას და მისი ღირსების ხელყოფას. საბოლოო ჯამში კი, საფრთხე ექმნება საზოგადოებაში სამართლიანობის აღქმას, შეგრძნებას". სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია ზ------- კ-------ის მიმართ საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც შეიძლება სწორედაც კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
58. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ------- კ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდი), სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის14 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ხოლო თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა, საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქას მეორე და საბოლოოდ ზ------- კ-------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
ზ------- კ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–-----------------------------–-–------------------ს ჩათვლით;
ზ------- კ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ტ------– კ-------ისგან ამოღებული ხელჯოხი, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ,,ნ------’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე