გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050210018002348075 (N2/262-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი
მოსარჩელე - ავ--------–-----------ე
წარმომადგენელი - ილ---------–-ძე
მოპასუხე - ჩი--------------ძე
წარმომადგენელი - კახა ჩავლეშვილი, კონსტანტინე თოდრაძე
დავის საგანი - სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და თანამესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ავ--------–-----------ის მიერ დედის აწ გარდაცვლილ ლეილა თოდრაძის დანაშთ ქონებაზე, კერძოდ, N1---------------------------- გადაცემული მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა.
1.2. ნოტარიუს მაგდანა როყვას მიერ 2016 წლის 07 მარტს გაცემული N1-------- სამკვიდრო მოწმობის 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა;
1.3. ავ--------–-----------ის ცნობა შემდეგი უძრავი ქონების 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ: მიწის ნაკვეთი მდებარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, საკადასტრო კოდით - N2-----------, დაზუსტებული ფართობი - 5000 კვ.მ. (მასზე არსებული შენობა-ნაგებობით: N1 განაშენიანების ფართი 240.30 კვ.მ. საერთო ფართი 120.15 კვ.მ, სართულიანობა 2, N2 განაშენიანების ფართი 21.07 კვ.მ. საერთო ფართი 21.07 კვ.მ. სართულიანობა 1, N3 განაშენიანების ფართი 85.26 კვ.მ. საერთო ფართი 85.26 კვ.მ. სართულიანობა 1, N4 განაშენიანების ფართი 13.61 კვ.მ. საერთო ფართი 13.61 კვ. მ. სართულიანობა 1, N5 განაშენიანების ფართი 26.06 კვ.მ. საერთო ფართი 26.06 კვ.მ. სართულიანობა 1, N6 განაშენიანების ფართი 10.11 კვ.მ. საერთო ფართი 10.11 კვ.მ. სართულიანობა 1), ასევე, მიწის ნაკვეთზე მდებარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, დაზუსტებული ფართობი - 1300 კვ.მ. საკადასტრო კოდით -N2----------- და მიწის ნაკვეთზე მდებარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, დაზუსტებული ფართობი - 3700 კვ.მ. საკადასტრო კოდით - N2------------
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის ავ--------–-----------ის მამა - ამირან თოდრაძე გარდაიცვალა 2003 წლის 25 დეკემბერს, ხოლო დედა - ლეილა თოდრაძე 2007 წლის 26 ივლისს, რომლის დანაშთ ქონებას წარმოადგენდა მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1993 წელს N17 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, მასზე გაცემული - 5000 კვ.მ, 1300 კვ.მ, და 3700 კვ.მ. მიწის ნაკვეთები;
სარჩელის თანახმად, ჩი--------------ძემ 2016 წლის 07 მარტს მიმართა ნოტარიუს მაგდანა როყვას, მეუღლის ჯემალ თოდრაძის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა, სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოპასუხემ ფაქტობრივი ფლობით საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო სრულად, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით;
2016 წლის 30 მაისს მოპასუხე ჩი--------------ძემ საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა დედამთილის - ლეილა თოდრაძის დანაშთი ქონება, კერძოდ N17 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გაცული მიწის ნაკვეთები, მდებარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, საკადასტრო კოდი- 2-----------, რეგისტრაციის საფუძველი გახდა N1-------- სამკვიდრო მოწმობა, დამოწმებული ნოტარიუს მაგდანა როყვას მიერ და მიწის რეფორმების კომისიის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N17, ასევე, 2016 წლის 21 ივნისს ჩი--------------ძის მიერ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულ იქნა ორი მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 2----------- და საკადასტრო კოდით 2------------ რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა N17 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი და ნოტარიუს მაგდანა როყვას მიერ 2016 წლის 07 მარტს გაცემული N1-------- სამკვიდრო მოწმობა.
მოსარჩლე მიუთითებს, რომ მოპასუხემ სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსს არ განუმარტა, რომ საკვიდრო ქონებას ჰყავდა კიდევ ერთი პირველი რიგირ მემკვიდრე - ავ--------–-----------ე, რომლიც მართალია თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ მშობლების გარდაცვალების შემდეგ შეუდგა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ ფლობას და მართვას, კერძოდ ოჯახის წევრებთან მეუღლესთან და შვილებთან ერთად ავ--------–-----------ე დადიოდა და გარკვეული დროით რჩებოდა სამკვიდრო ქონებაში, ოზურგეთის რაიონ სოფელ ბახვში, ხშირად მთელს ზაფხულსაც კი ატარებდა სოფლად, მოსარჩელის მიერ იქნა გაღებული მშობლების დაკრძალვის ხარჯები, ასევე აქტიურად ეხმარებოდა აწ გარდაცვლილ ჯემალ თოდრაძეს სამკვიდრო ქონების მართვაში, როგორც ფიზიკურად ასევე ფინანსურად, სამკვდრო ქონებიდან გარკვეულ შემოსავალსაც კი იღებდა სურსათის სახით, მშობლების და ძმის სიცოცხლეში არსებობდა მოლაპარაკება, რომლის თანახმად, მშობლების გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი სამკიდრო ქონება გაიყოფოდა ორ ნაწილად ძმებს შორის, რაც მათ შორის არასოდეს გამხადრა სადავოდ. მოსარჩელემ 2003 წელს მამის ამირან თოდრაძის გარდაცვალების შემდეგ, ოზურგეთის რაიონ სოფელ ბახვიდან წაიყვანა აწ გარდაცვლილი მამის საკუთრებაში არსებული ავტომობილი ჟიგული ვაზ 2103, რომელიც შეაკეთა და წლების განმავლობაში მის საკუთრებაში იყო.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას.
შესაგებლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანც მოსარჩელე ვერ ადასტურებს დედის დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობის მიღების ფაქტს; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, სამკვდროს მიღების ორი საშუალება არსებობს - სანოტარო ორგანოში განაცხადის შეტანა და სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა-მართვა, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არც ერთი ფორმით არ არის მიღებული სადავო ქონება, ჯემალ თოდრაძე კი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა დედის დანაშთ ქონებას, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ აგრძელებდა რა ცხოვრებას მშობლების დანაშთ ქონებაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო ქონება;
მოსარჩელე მიუთითებს, მასზედ, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც წარადგინა N17 მიწის მიღებას-ჩაბარების აქტი, ასევე ცნობა კომლის შემადგენლობის თაობაზე, რომლშიც შედიოდა 25.11.2003 წელს გარდაცვლილი ამირან თოდრაძე, 26.07.2007 წელს გარადცვლილი ლეილა თოდრაძე და 03.08.2013 წელს გარდაცვლილი კომლის უკანასკნელი წევრი ჯემალ თოდრაძემ, ასევე წარადგინა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მიიღო მეუღლის - ჯემალ თოდრაძის დანაშთი სამკვიდრო ქონება.
მოსარჩლე არაწორად მიიჩნევს სადავო ქონებას აწ გარდაცვლილ ლეილა თოდრაძის საკუთრებად, რადგანაც წარმოადგენდა კომლის ქონებას, კომლში კი შედიოდა სამი წევრი; სამკვდრო მოწმობის თანახმად, ჩი--------------ძემ მიიღო მეუღლის ჯემალ თოდრაძის სამკვიდრო ქონება, ხოლო მოსარჩელე ჯემალ თოდრაძე არის ძმის დანაშთ ქონებაზე მეორე რიგის მემკვიდრე, შესაბამისად, პირველი რიგის მემკვიდრის არსებობისას გამორიცხული იყო მისი მხრიდან სამკვიდროზე რაიმე სახის პრეტენზიის გაცხადება.
ამირან და ლეილა თოდრაძეების გარდაცვალების შემდეგ მათ ქონებას, როგორც თანმყოფი მემკვიდრე და კომლის უკანასკნელი წევრი დაეუფლა მათი შვილი ჯემალ თოდრაძე, რომელიც მშობლების გარდაცვალებამდეც და გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა მათ დანაშთ ქონებაში და ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მშობლების დანაშთ ქონებას, კერძოდ, 2008 წელს ჩი--------------ძემ და აწ გარდაცვლილ ჯემალ თოდრაძესთან ერთად გადახურეს საცხოვრებელი სახლის სახურავი, სახლს ჩაუტარეს რემონტი, დაამონტაჟეს წყალგაყვანილობა, გააშენეს თხილის პლანტაცია, უვლიდნენ ქონებას და ახორციელებდნენ ყველა აუცილებელ საქმიანობას რაც დაკავშირებულია ქონების მოვლასა და პატრონობასთან, ხოლო მოსარჩელეს არანაირი მსგავის ქმედება არ განუხორცილებია, რაც დაადასტურებდა მის მიერ სადავო ქონების დაუფლების ფაქტს;
ამასთან, ელექტროენერგიის და სხვა სახის კომუნალური მომსახურების აბონენტად რეგისტრირებული იყო ჯემალი თოდრაძე, ასევე იხდიდა მიწის გადასახადს. სადაო სახლში ლეილა თოდრაძის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ ჩი--------------ძე და ჯემალ თოდრაძე.
ამირან და ლეილა თოდრაძეებმა თავიანთ სიცოცხლეში შვილებს მისცეს მათ საკუთრებაში არსებული ქონებიდან წილი, ასევე მიწის რეფორმით მოსარჩელემ მიიღო მიწის ნაკვეთი სახლის მიმდებარედ. ამასთან აღსანიშნავია, რომ ავ--------–-----------ეს არასოდეს მიუმართავს ნოტარიუსისათვის სადავო ქონეაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მიზნით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ავ--------–-----------ეს 2007 წლის 26 ივლისს გარდაცვლილი დედის ლეილა თოდრაძის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე განაცხადი სანოტარო ორგანოში არ შეუტანია და არც სამკვიდრო მოწმობა მიუღია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი);
3.1.2. ავ--------–-----------ე არ ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვი, იგი 1985 წლიდან ცხოვრობდა თბილისში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.3. ჩირო თოდრაძე აწ გარდაცვლილი მეუღლის ჯემალ თოდრაძის გარდაცვალებამდეც და მას შემდეგაც ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. მოსარჩელე ავ--------–-----------ისათვის, ცნობილი იყო მამკვიდრებლის ლეილა თოდრაძის გარდაცვალების თაობაზე, იგი ესწრებოდა დაკრძალვას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოწმეთა ნუგზარ გოგოლაშვილის და მამუკა თოდრაძის ჩვენება, (2018 წლის 29 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.5. ავ--------–-----------ეს სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის წესით სადავო არ გაუხდია ძმის ჯემალ თოდრაძის მიერ დედის ლეილა თოდარძის დანათი სამკვიდრო ქონების 1/2 წილის ფაქტობრი ფლობით მიღების ფაქტი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ამირან თოდრაძე (ავ--------–-----------ის მამა) გარდაიცვალა 2003 წლის 25 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ოზურგეთის სამსახურის მიერ 2010 წლის 14 ივლისს გაცემული გარდაცვალების მოწმობა ალN452217 (ს.ფ.45);
3.2.2. ლეილა თოდრაძე გარდაიცვალა 2007 წლის 26 ივლისს. გარდაცვალების მომენტისათვის მას დარჩა კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები: ჯემალ თოდრაძე, ავ--------–-----------ე და ნათელა თოდრაძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 14 სექტემბერს გაცემული გარდაცვალების მოწმობა N01167034414 (ს.ფ.30);
- სარჩელი (იხ. ს. ფ. 2-16)
- შესაგებელი (იხ. ს.ფ. 59-70)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);
- დაბადების მოწმობა V-TU N302354
3.2.3. ლეილა თოდრაძის დანაშთ სამკვიდრო ქონებას შეადგენდა, მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1993 წელს N17 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში გაცემული მიწის ნაკვეთები: საკადასტრო კოდით - N2-----------, დაზუსტებული ფართობი - 5000 კვ.მ, საკადასტრო კოდით -N2-----------, დაზუსტებული ფართობი - 1300 კვ.მ. საკადასტრო კოდით - N2-----------, დაზუსტებული ფართობი - 3700 კვ.მ, რომელიც ფაქტობრივი ფლობით მიიღო შვილმა ჯემალ თოდრაძემ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N17 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ს.ფ.43;
- სარჩელი (იხ. ს. ფ. 2-16)
-შესაგებელი (იხ. ს.ფ. 59-70)
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);
-მოწმის რევაზ აბულაძის ჩვენება (იხ.2018 წლის 29 მაისის ოქმი)
3.2.4. მოპასუხე ჩი--------------ძე (ქორწინებამდელი გვარი ,,თენიეშვილი“) და ჯემალი თოდრაძე დაქორწინდნენ 1971 წლის 7 სექტემბერს და ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მეუღლეებს მიეკუთვნათ გვარი - თოდრაძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ოზურგეთის სამსახურის მიერ 2014 წლის 11 აპრილს გაცემული განმეორებითი ქორწინების მოწმობა N42141000243 (ს.ფ.29);
3.2.5. ჯემალ თოდრაძე (ავ--------–-----------ის ძმა) გარდაიცვალა 2013 წლის 03 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსგს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2013 წლის 2 ოქტომბერს გაცემული გარდაცვალების მოწმობა N42137002080 (ს.ფ.31);
3.2.6. ჯემალ თოდრაძის მთელ დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მასში შემავალ აქტივებსა და პასივებზე, 2016 წლის 07 მარტს გაიცა სამკვიდრო მოწმობა მეუღლის ჩი--------------ძის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის07 მარტს ნოტარიუს მაგდანა როყვას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის რეგისტრაციის №1-------- (ს.ფ. 32-34);
3.2.7. უძრავი ქონება მდებარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, საკადასტრო კოდით - N2-----------, დაზუსტებული ფართობი - 5000 კვ.მ. (მასზე არსებული შენობა-ნაგებობით: N1 განაშენიანების ფართი 240.30 კვ.მ. საერთო ფართი 120.15 კვ.მ, სართულიანობა 2, N2 განაშენიანების ფართი 21.07 კვ.მ. საერთო ფართი 21.07 კვ.მ. სართულიანობა 1, N3 განაშენიანების ფართი 85.26 კვ.მ. საერთო ფართი 85.26 კვ.მ. სართულიანობა 1, N4 განაშენიანების ფართი 13.61 კვ.მ. საერთო ფართი 13.61 კვ. მ. სართულიანობა 1, N5 განაშენიანების ფართი 26.06 კვ.მ. საერთო ფართი 26.06 კვ.მ. სართულიანობა 1, N6 განაშენიანების ფართი 10.11 კვ.მ. საერთო ფართი 10.11 კვ.მ. სართულიანობა 1), ასევე, დაზუსტებული ფართობი - 1300 კვ.მ. საკადასტრო კოდით -N2----------- და დაზუსტებული ფართობი - 3700 კვ.მ. საკადასტრო კოდით - N2-----------, 2016 წლის 07 მარტს გაცემული №1-------- სამკვიდრო მოწმობისა და N17 სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ჩი--------------ძის სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით - N2----------- (ს.ფ.35-36);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით - N2----------- (ს.ფ.39-40);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით - N2----------- (ს.ფ.37-38);
3.2.8. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი ოზურგეთის არქივის მიერ 2016 წლის 20 ოქტომბერს გაცემული NAA2016075085-03 საარქივო ცნობის თანახმად, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვის საკრებულოს 1996-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ჯემალ ამირანის ძე თოდრაძის (ამირან ზაქროს ძე - გადახაზული) კომლი შედგებოდა სამი წევრისგან: თოდრაძე ამირან ზაქროს ძე - კომლის უფროსი (გარდაიცვალა 2003 წ.24/11); თოდრაძე ლეილა სიმონის ასული - ცოლი და თოიძე (დოკუმენტში ასეა) და ჯემალი ამირანის ძე - შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი ოზურგეთის არქივის მიერ 2016 წლის 20 ოქტომბერს გაცემული NAA2016075085-03 საარქივო ცნობის (ს.ფ. 72).
3.2.9. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 16.05.2014 წლის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, კერძოდ 27.12.2013 წელს გაცემული საარქივო ცნობის კუთვნილების შესახებ, რომელშიც მითითებული პირის მონაცემები თოიძე ჯემალი ამირანის-ძე, ეკუთვნის 03.08.2013 წელს გარდაცვლილ ჯემალ თოდრაძეს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 74-75).
3.2.10. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბახვის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ 2016 წლის 24 ოქტომბერს გაცემული N7195 ცნობის თანახმად, ლეილა თოდრაძის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ უძრავ-მოძრავ ქონებას, ორ სართულიან საცხოვრებელ სახლსა და საკარმიდამო ნაკვეთს 1 ჰ ოდენობით, ფლობდა და განაგებდა ჩითო თოდრაძე მეუღლესთან ჯემალ თოდრაძესთან ერთად, ხოლო მეუღლის ჯემალ თოდრაძის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ ქონებას უვლის, ფლობს და განაგებს ჩი--------------ძე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა N7195 (ს.ფ. 73).
-შესაგებელი (იხ. ს.ფ. 59-70)
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);
3.2.11. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ აწ გარდაცვლილ ჯემალ თოდარძესა და ავთანდილ თადრაძეს შორის არსებობდა შეთანხმება დედის დანაშთი სამკვიდრო ქონების ურთიერთშორის განაწილებისა და სამკვიდროს გაყოფის წესის თაობაზე. მოსარჩელეთა მიერ მითითებული ხსენებული გარემოება მოპასუხემ სადავოდ გახადა, ხოლო მოსარჩელეთა მხრიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად არ წარმოდგენილა.
3.2.12. საცხოვრებელი სახლის, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელ ბახვი კომუნალური გადასახადების აღმნიშვნელ ქვითრებში აბონენტად 2007 წლიდან მითითებულია ჯემალ თოდრაძე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 76-83);
-მოპასუხის ახნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი)
3.2.13. დადგენილია, რომ ჯემალ თოდრაძე დედის ლეილა თოდრაძის გარდაცვალებამდეც და მას შემდეგაც მეუღლესთან ჩი--------------ძესთან ერთად ცხოვრობდა სადავო ქონებაში, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელ ბახვში ცხოვრებას აგრძელებს ჩი--------------ძე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოპასუხის ახნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი)
- მოწმის რევაზ აბულაძის ჩვენება (29.05.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი)
- ცნობა N7195 (ს.ფ. 73).
3.2.14 მოსარჩელე ავ--------–-----------ეს 2007 წლის 26 ივლისს გარდაცვლილი დედის ლეილა თოდრაძის დანაშთი სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი დაუფლების წესით არ მიუღია;
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. 3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელე ჩი--------------ძის მიერ მამკვიდრებლის ლეილა თოდრაძის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში დანაშთი ქონების ფაქტობრივი დაუფლება, ქონების მართვა და სარგებლობა. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა, მართვა, სარგებლობა) შესრულებული უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. სამკვიდროს მიღება არის ცალმხირვი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. მოსარჩელისავე განმარტებით, იგი დაოჯახების შემდეგ, 1985 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში, სადაც მუშაობდა და მისი ძირითადი ადგილსამყოფელი სამუშაო პირობებიდან გამომდინარე წარმოადგენდა სწორედ თბილისი. იგი პერიოდულად მიდიოდა სოფელ ბახვში, კანონმდებელი ადგენს, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება უნდა გამოვლინდეს იმპერატიული დანაწესის სახით დადგენილ დროში, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში. 2007 წლის 26 ივლისიდან, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ 6 თვიან პერიოდში, სადავო სამკვიდრო მისამართზე, მოსარჩელე ჩი--------------ძის ცხოვრების, ქონების მოვლა-პატრონობის, ფაქტობრივი ბატონობის, პყრობის ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, საქმეში არ არის წარმოდგენილი.
მხარეს სათანადო და უტყუარი დასაბუთება იმისა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ თავისად მიიჩნევდა სადავო უძრავ ქონებას, რის გამოც იღებდა მონაწილეობას მის გაუმჯობესებაში, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, ჰქონდა დამოუკიდებელი ოთახი, პატრონობდა ან მართავდა მას, არ წარმოუდგენია. სტუმრად ყოფნა და სამკვიდრო ქონებაში პერიოდულად ღამის გათენება არ ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელეს სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს მფლობელობით, მით უფრო, მოსარჩელის პერიოდული სტუმრობა კონკრეტულ ვადაში, ლეილა თოდრაძის გარდაცვალების შემდგომ ექვსი თვის განმავლობაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა.
ამდენად, მოსარჩელე ავ--------–-----------ეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აწ გარდაცვლილი ლეილა თოდრაძის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის წესით მიღების ფაქტს. ასეთად ვერ განიხილება მოწმე ნუგზარ გოგოლაშვილისა და მამუკა თოდრაძის ჩვენება, (იხ 29.05.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი). აღნიშნულ მოწმეთა ჩვენება არ არის ზუსტი და თანმიმდევრული; მოწმედ დაკითხულმა პირებმა ნუგზარ გოგოლაშვილისა და მამუკა თოდრაძის ვერ მიუთითეს მამკვიდრებლის გარდაცვალების თარიღი. ნუგზარ გოგოლაშვილმა დაზუსტებით არ იცის თუ ვინ გაიღო ლეილა თოდრაძის დაკრძალვის ხარჯები, ხოლო მამუკა თოდრაძე მიუთითებს, რომ მოსარჩელისგან გადმოცემით იცის, რომ წყლის გაყვანილობის ხარჯი გაიღო, თუმცა ხარჯების გაღების პროცესს უშვალოდ არ ესწრებოდა, ამდენად საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელე ავ--------–-----------ის მიერ ისეთი ქმედება, რაც დაადასტურებდა მის მიერ დედის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღებას. ეს უკანასკნელი გულისხმობს პირის მიერ სამკვიდროს მოვლას, მართვას, ქონებისადმი იმგვარ დამოკიდებულებას, როგორსაც მესაკუთრე შეიძლება იჩენდეს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ აპელირებულ გარემოებას მასთან მიმართებით, რომ 2003 წელს მამის ამირან თოდრაძის გარდაცვალების შემდეგ, ოზურგეთის რაიონ სოფელ ბახვიდან წაიყვანა აწ გარდაცვლილი მამის საკუთრებაში არსებული ავტომობილი ჟიგული ვაზ-2103, რომელიც წლების განმავლობაში მის საკუთრებაში და ამით დაეუფლა სამკვიდროს, ვინაიდან აღნიშნული ქონება არ შედიოდა მამკვიდრებელ ლეილა თოდრაძის დანაშთ სამკვიდრო მასაში;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ დადასტურდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ავ--------–-----------ემ, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, 6 თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვთ დედის ლეილა თოდრაძის სამკვიდრო დანაშთი ქონება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა მამკვიდრებლის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში, სარჩელი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1319-1320-ე, 1328-ე, 1478-ე, 1500-ე, 1450-ე,მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება და მსგავსად სხვა ძირითადი უფლებებისა, არ არის აბსოლიტური და ამავე ნორმის მე-2 პუნქტით ამ უფლებაში ჩარევა დაშვებულია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ ლეგიტიმური საფუძვლით. მემკვიდრეობის გზით ქონების მიღებისა და საკუთრების მოპოვების სპეციალურ წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, კერძოდ, პირი, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეასრულებს, ხდება ქონების სრულუფლებიანი მესაკუთრე სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.
მოსარჩელემ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მემკვიდრედ თანამესაკუთრედ აღიარება მოითხოვა მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით, კერძოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ წარმოადგენს ლეილა თოდრაძის პირველი რიგის მემკვიდრეს;
მამკვიდრებელი ლეილა თიდრაძე გარდაიცვალა 2007 წლის 26 ივლისს (3.2.2);
სამოქალაქო კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. ამავე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს თუკი მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.
ამდენად, ავ--------–-----------ე და ჯემალ თოდრაძე წარმოადგენდნენ 2007 წლის 26 ივლისს გარდაცვლილ ლეილა თოდრაძი პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებს. მაგრამ კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს, არამედ ადგენს 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს 1421-ე და 1424-ე მუხლებით.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
ლეილა თოდრაძის სამკვიდრო გაიხსნა 2007 წლის 26 ივლისს (3.2.2)
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
დადგენილია, რომ ლეილა თოდრაძის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა, მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1993 წელს N17 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში გაცემული მიწის ნაკვეთები: საკადასტრო კოდით - N2-----------, დაზუსტებული ფართობი - 5000 კვ.მ, საკადასტრო კოდით -N2-----------, დაზუსტებული ფართობი - 1300 კვ.მ. საკადასტრო კოდით - N2-----------, დაზუსტებული ფართობი - 3700 კვ.მ, მოცემული სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამკვიდრებლის შვილმა ჯემალ თოდრაძემ, აგრძელებედა რა ცხოვრებას დედის დანაშთ ქონებაში, ხოლო ჯემალ თოდრაძის გარდაცვალების შემდეგ 2016 წლის 07 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მეუღლემ - ჩი--------------ძემ; ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ავ--------–-----------ე 1985 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა თბილიში, სადაც დასაქმებული იყო და პერიოდულად დასასვენებლად ჩადიოდა სოფელში სოფელ ბახვში;
საქმის მასალებით არ დადასტურდა მოსარჩელე ავ--------–-----------ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების გარემოება.(3.2.14) სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების შემთხვევაში, ცალსახად უნდა იკვეთებოდეს პირის ნება სამკვიდროს მიღებისა, რაც გულისხმობს სამკვიდრო ქონების ფლობას და სარგებლობას, როგორც საკუთარისა.
სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს, კერძოდ მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში, სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით, მამკვიდრებლის ნივთების როგორც საკუთარის მიღებითა და განკარგვით, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვით, მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ანგარიშების დაუფლებით, სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით, სამკვიდრო ქონების გაქირავებით და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგენილად მივიჩნიოთ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აუცილებელია მემკვიდრემ მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. დადგენილია, რომ მოსარჩელე ავ--------–-----------ეს 2007 წლის 26 ივლისს გარდაცვლილი დედის ლეილა თოდრაძის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი დაუფლების წესით არ მიუღია, ავ--------–-----------ეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. მხოლოდ სტუმრად ყოფნა და სამკვიდრო ქონებაში პერიოდულად ღამის გათენება არ ნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარეს სამკვიდრო მიღებული აქვს მფლობელობით. განსახილველ საქმეზე, მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, მოსარჩელე არ ფლობდა სამკვიდროს, არ სარგებლობდა ამ ქონებით და არ განკარგავდა მას. შესაბამისად, ავ--------–-----------ემ კანონით განსაზღვრულ ექვსთვიან ვადაში არ გამოავლინა სამკვიდროს მიღების ნება, არ ჰქონდა რა ადგილი, მის მხრიდან ამ ქონების მიღების მიზნით განხორციელებულ ქმედებებს.
მოსარჩელე მხარემ მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა სამკვიდრო მოწმობის გაცემის არამართლზომიერებაზეც. ამ უკანასკნელს მოსარჩელემ საფუძვლად დაუდო ნოტარიუსისადმი სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ მიმართვისას მოპასუხის მიერ სხვა მემკვიდრის არ დასახელება.
დადგენილია, რომ მოპასუხე ჩი--------------ძემ მიმართა ნოტარიუსს განცხადებით სამკვიდროს მიღების თაობაზე 2016 წლის 07 მარტს, შესაბამისად მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხე ვალდებული იყო განეცხადებინა სხვა მემკვიდრის შესახებ და პრეტენზია უნდა განეცხადებინათ დანაშთი ქონების მხოლოდ ნაწილზე. სამკვიდროს მისაღებად სანოტარო ორგანოში განაცხადისას კანონმდებელი პირდაპირ არ ადგენს განმცხადებელი მემკვიდრის ვალდებულებას სხვა მემკვიდრეებისათვის შეტყობინების თაობაზე. კანონმდებელი მემკვიდრეს სხვა მემკვიდრეთა ადგილსამყოფლის დადგენის მოვალეობას, ასევე სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად გონივრული ზომების მიღებას აკისრებს იმ შემთხვევაში, როდესაც მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც ცნობილი არ არის - სამოქალაქო კოდექსის 1478-ე მუხლი. მაგრამ მოცემულო სადავო საკითხის განხილვისას გასათვალისწინებელია სამოქალაქო სამართლის პრინციპები, კერძოდ კი კეთილსინდისიერების პრინციპი: სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კერძო სამართლის სუბიექტთა კეთილსინდისიერების ფარგლებში მოქმედების ვალდებულება, როგორც ზოგადი პრინციპი, არსებობს მემკვიდრეობით სამართლებრივ ურთიერთობებშიც. კეთილსინდისიერი ქცევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერებითა და პატივისცემით მოქმედებას გულისხმობს და დაარღვია თუ არა იგი მხარემ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური მიდგომით უნდა გადაწყდეს.
მოპასუხე ჩი--------------ძისათვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელემ იცოდა მამკვიდრებლის გარდაცვალების და შესაბამისად სამკვიდროს გახსნის თაობაზე. მოსარჩელეს შეეძლო მიემართა ნოტარიუსისათვის კანონით დადგენილ ვადაში, რაც მან არ განახორციელა.
სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან. სადავო სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ და ამ ვადაში მოსარჩელემ არ განახორციელა თავისი უფლება. სავარაუდო მემკვიდრეთა შესახებ ნოტარიუსისათვის შეტყობინება არ ნიშნავს მას, რომ ისინი უცილობლად განახორციელებენ კანონით მინიჭებულ უფლებას და მიიღებენ სამკვიდროს, სამკვიდროს მიღება მემკვიდრის უფლებაა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, მოპასუხის მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღების თაობაზე მიმართვა და მოწმობის მიღება არ შეიძლება შეფასდეს კეთილსინდისიერების პრინციპის ისეთ დარღვევად, რომელიც სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობას შეიძლება დაედოს საფუძვლად.
ამდენად, მოსარჩელეს არ აქვს უფლება მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით მოითხოვოს დედის, ლეილა თოდრაძის დანაშთი სამკვიდრო ქონების კუთვნილი წილი.
ამდენად, არ არსებობს მოპასუხის ჩი--------------ძის მიმართ მესაკუთრედ აღიარებისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ ავ--------–-----------ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე მხარის მიერ 2018 წლის 22 თებერვალს გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელთან მიმართებით 225 ლარი (ს.ფ. 48).
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხე ჩი--------------ძისადმი მოსარჩელე ავ--------–-----------ის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ავ--------–-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. ავ--------–-----------ის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე