განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2018
საქმის ნომერი
820100118002490094
დავის ტიპი
126 (1) 1 , 363 2 , 160 1 , 151 , 151
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002490094

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმის # 1/152-2018 წ

 

11 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი ა-------------ა,დაცვის მხარე - ადვოკატი რ--------–--ე

 

ბრალდებული - ი-----–--–----ე (დაბადებული 1----–-–------------ს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, განქორწინებული, ს-–----–ო განათლების მქონე, მცხოვრები ოზურგეთის რაიონი, სოფელი ლ--------ი).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი - არაერთგზის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილი - ადევნება, ესე იგი, პირადად და ტელეფონის ს-–----–ებით ოჯახის წევრთან სისტემატიური არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, რამაც გამოიწვია პირის ფსიქიკური ტანჯვა და რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილი - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცება.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ი-----–--–----ე, გამოსაცდელი ვადის დინების პერიოდში, 2017 წლის 26 ოქტომბრიდან - 2018 წლის 29 აპრილამდე დროის პერიოდში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თავის ყოფილ მეუღლეს ჩ------–-----ს, რაც იწვევდა ჩ------–----ის დამცირებას და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

2018 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. ბათუმი, ფ------------–--–------------------ში, ე.წ. ,,ო–---------–--ში“ ი-----–--–----ე გ---–-----------ის საცხოვრებელ სახლში ყოფილ მეუღლეს ჩ------–-----ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ჩ------–-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 06 თებერვლიდან, 2018 წლის 29 აპრილამდე დროის პერიოდში, ი-----–--–----ე, მისი ყოფილი მეუღლის ჩ------–----ის მიმართ სისტემატიურად ახორცილებდა ადევნებას, აკითხავდა საცხოვრებელ სახლში, ფ------------–--–------------------ში, ე.წ. ,,ო–---------–--ში“ და მოითხოვდა შერიგებას, ამავდროულად ი-----–--–----ე მობილური ტელეფონის საშუალებით ახორციელებდა არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას და ძალადობის გამოყენების მუქარით მოითხოვდა ჩ------–-----სთან შერიგებას, სისტემატიური არასასურველი კომუნიკაციის შედეგად ჩ------–-----ს ჩამოუყალიბდა ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია ჩ------–----ის ფსიქიკური ტანჯვა და ამ უკანასკნელს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა აიძულა.

 

2018 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. ბათუმში, ფ------------–--–------------------ში, ე.წ. ,,ო–---------–--ში“, გ---–-----------ის საცხოვრებელ სახლში, ი-----–--–----ე ყოფილი მეუღლის ჩ------–----ის ჩანთიდან დაეუფლა, ჩ------–----ის აიდი ბარათს.

 

2018 წლის 27 აპრილს, ი-----–--–----ე, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა, ქ. ბათუმი, ფ------------–--–------------------ში, ე.წ. ,,ო–---------–--ში“ მდებარე გ---–-----------ის კუთვნილ N--------––ი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

არაერთგზის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ადევნება, ესე იგი, პირადად და ტელეფონის ს-–----–ებით ოჯახის წევრთან სისტემატიური არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, რამაც გამოიწვია პირის ფსიქიკური ტანჯვა და რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.

 

ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას.

 

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცება.

 

ბრალდებულმა ი-----–--–----ემ, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არაა სადავო და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათები, შეტყობინება, ჩ------–----ის განცხადებები, ჩ------–----ის, გ---–-----------ის, ტ------–---–-----ის, კ-----–---–-----ის, ზ-------–-------ის, ნ------------ს, დ------–-–--–--ის, რ----–---------ის, გ------------ის, ა----ი შ----ის, ი-----–--–----ის გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ნივთმტკიცებები, 14.06.2017 წლის განაჩენი, დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერი.

 

ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია დადასტურებულია, რომ ი-----–--–----ე, არაერთგზის სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თავის ყოფილ მეუღლეს ჩ------–-----ს, რაც იწვევდა ჩ------–----ის დამცირებას და ფსიქოლოგიურ ტანჯვას და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ასევე ი-----–--–----ე გ---–-----------ის საცხოვრებელ სახლში ყოფილ მეუღლეს ჩ------–-----ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ჩ------–-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ი-----–--–----ე, მისი ყოფილი მეუღლის ჩ------–----ის მიმართ სისტემატიურად ახორცილებდა ადევნებას, აკითხავდა საცხოვრებელ სახლში და მოითხოვდა შერიგებას, ამავდროულად ი-----–--–----ე მობილური ტელეფონის ს-–----–ებით ახორციელებდა არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას და ძალადობის გამოყენების მუქარით მოითხოვდა ჩ------–-----სთან შერიგებას, რის გამოც ჩ------–-----ს ჩამოუყალიბდა ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია ჩ------–----ის ფსიქიკური ტანჯვა და ამ უკანასკნელს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა აიძულა.

 

ასევე დადასტურებულია, რომ ი-----–--–----ე, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა, ქ. ბათუმი, ფ------------–--–------------------ში, ე.წ. ,,ო–---------–--ში“ მდებარე გ---–-----------ის კუთვნილ N--------––ი და ყოფილი მეუღლის ჩ------–----ის ჩანთიდან დაეუფლა, ჩ------–----ის აიდი ბარათს.

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა ი-----–--–----ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - არაერთგზის ყოფილი მეუღლის ჩ------–----ის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფით, რაც იწვევდა ჩ------–----ის დამცირებას და ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.

ბრალდებულმა ი-----–--–----ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ყოფილი მეუღლის ჩ------–----ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რა დროსაც ჩ------–-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდებულმა ი-----–--–----ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ყოფილი მეუღლის ჩ------–----ის მიმართ სისტემატიური ადევნებით, მობილური ტელეფონის ს-–----–ებით არასასურველი კომუნიკაციის დამყარებით, რითაც ჩ------–-----ს ჩამოუყალიბდა ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში და გამოიწვია მისი ფსიქიკური ტანჯვა და ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა აიძულა - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდებულმა ი-----–--–----ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - გ---–-----------ის სახლში მისი ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლით, რითაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდებულმა ი-----–--–----ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ჩ------–----ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აიდი ბარათის გატაცებით - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების და მმართველობის წესის წინააღმდეგ, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულთა ერთობლიობა, ბრალდებულმა ი-----–--–----ემ მართალია აღიარა და ინანიებს ჩადენილს, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ დაკავებისას მან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა და სცადა მიმალვა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებული ი-----–--–----ე ამ ქმედებების ჩადენის დროს იყო პირობითი მსჯავრის ქვეშ, ოჯახური დანაშაულისთვის და მასზე ხორციელდებოდა პრობაციის სამსახურის მიერ შესაბამისი კონტროლი და დახმარება, აღნიშნული მიუთითებს ბრალდებულის საზოგადოებრივ საშიშროებაზე და ნების სიმტკიცის დაბალ ხარისხზე, ბრალდებულების წარსულიდან რაიმე მნიშვნელოვანი შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად აუცილებელია მისი იზოლაცია და სასჯელის სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით ი-----–--–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 წლის გამოსაცდელი ვადით, და დაუყოვნებლივ განთავისუფლდა დაკავებიდან.

 

საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლით მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა გაქარწყლდება პირობით მსჯავრდებულისა - გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად ბრალდებით წარდგენილი ქმედებების ჩადენის დრო ი-----–--–----ე ითვლებოდა ნასამართლევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად - არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ქმედების დასჯადობა, რომელიც ჩადენილია არაერთგზის.

 

სასჯელის დანიშვნისას ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სახეზეა დანაშაულის რეციდივი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის წესით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ვინაიდან ი-----–--–----ის მიმართ არსებობს განაჩენთა ერთობლიობა მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

შესაბამისად ნივთმტკიცებები უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-----–--–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

ი-----–--–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

ი-----–--–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი-----–--–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

ი-----–--–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი-----–--–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით ი-----–--–----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს დანიშნული სასჯელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ი-----–--–----ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

გაუქმდეს ი-----–--–----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2018 წლის 29 აპრილიდან.

 

ნივთმტკიცების სახით არსებული ტელეფონები, ორი ცალი მეხსიერების ჩიპი, გასაღებების ასხმა, სიმბარათი, აიდი ბარათი, ფულადი თანხა 80 თეთრი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მესაკუთრეებს, განაჩენის კანონიერი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი