განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100117002250893
№1/508-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 23 “ მაისი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა
მან--- შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ნ----- კ----–--ს,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ქ------- გ-------ს,ბრალდებულ ზ------ ს----–---–-ს
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ზ------ ა------------ ს----–---–-ს (დაბადებული 1--- წლის 08 ა-----–-, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 2----------, დაოჯა-ხებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები კასპის რაი-ონის სოფელ ა---––---ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწი-ლის “ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რე-დაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 20 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №028201117001 საქმეზე, ზ------ ს----–---–-ს მიერ არასრულწლოვანი შვილის - გ------- ს----–---–-ს მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალა-დობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწი-ლის “ა“ ქვეპუნატით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ზ------ ს----–---–- ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2017 წლის 20 ნოემბერს, 13 საათსა და 40 წუთზე. 2017 წლის 21 ნოემბერს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენი-სათვის და გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩი-ნებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა პატიმრობა.
კერძოდ, ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ზ------ ს----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზი-კური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრლწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შე-დეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
ზ------ ს----–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
- 2017 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ა---––----ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ზ------ ს----–---–მა, არასრულწლოვანი შვილის - გ------- ს----–---–-ს თანდასწრებით, შელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - ნ---- კ------–--- მარცხენა ლოყაში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნ---- კ-------–---- განიცადა ფიზიკური ტკივილი;
აღნიშნული მოქმედებით ზ------ ს----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანა-შაული;
- 2017 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ა---––----ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ზ------ ს----–---–მა, შელაპარაკების ნია-დაგზე, არასრულწლოვან შვილს - გ------- ს----–---–ს მარჯვენა მკლავის არეში დანით მიაყენა ერთი ჭრილობა, რის შედეგადაც გ------- ს----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
აღნიშნული მოქმედებით ზ------ ს----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნატით გათვალისწინებული დანა-შაული;
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ----- კ----–--მ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი და გამოკვლეული, აგრეთვე - მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ------ ს----–---–-ს მიერ მეუღლისა და არასრულ-წლოვანი შვილის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწი-ლის“ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი, (იხ. პროკურორის დასკვნითი სიტყვა, 2018 წლის 23 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 17:56:08-18:03:08; რეპლიკა -18:10:20-18:11:25).
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ზ------ ს----–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, თუმცა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ. კერძოდ, მან თავი დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანი შვილის - გ------- ს----–---–-ს მიმართ ძალადობის ჩადენაში, მაგრამ უარყო მეუღლის - ნ---- კ------–---ს ფიზიკური შეურაც-ხყოფის ფაქტი, (2018 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:05:00-16:08:15). საბოლოო სიტყვით გამოსვლისას მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მეუღლისათვის “თითი არ დაუდია“, (იხ. ბრალდებულის საბოლოო სიტყვა, 2018 წლის 23 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 18:12:20-18:12:37).
ბრალდებულ ზ------ ს----–---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ------- გ------მა დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ზ------ ს----–---–- არის მზრუნველი მამა და იგი ყო-ველთვის გამოირჩეოდა ოჯახში კარგი რეპუტაციით. ზ------ ს----–---–ს ნ---- კ------–----სათვის განზრახ არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, არამედ ამ უკანასკნელს მოხვდა ზ------ ს----–---–-ს მიერ მათი შვილის მისამართით მოქნეული ხელი. ამასთანავე, არ არის დადგენილი, თუ რა ვითარებაში და ვის მიერ აქვს მიყენებული დაზიანება არას-რულწლოვან გ------- ს----–---–ს. ამდენად, ადვოკატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვე-ვაში არ არსებობს ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა ზ------ ს----–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც იგი უნდა გამარ-თლდეს ბრალდების ორივე ეპიზოდში.
ზ------ ს----–---–- სრულად დაეთანხმა მისი ადვოკატის დასკვნით სიტყვას, (იხ. დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა, 2018 წლის 23 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 23:03:25-18:10:17; რეპლიკა - 18:11:28-18:12:07).
არასრულწლოვანმა დაზარალებულმა - გ------- ს----–---–მა სასამართლოში უარი განა-ცხადა ბრალდებულის, როგორც ახლო ნათესავის, წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში მამ-ხილებელი ჩვენების მიცემაზე, (იხ. 2018 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი)
სასამართლომ განიხილა ზ------ ს----–---–-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერ-თობლიობით, რომლებიც საფუძვლად დაედო ზ------ ს----–---–-ს ბრალდებას, გონივ-რულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენის ფაქტი. კერძოდ, -
სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას, დაზარალებულმა ნ---- კ------–--მა აჩვენა, რომ იგი 2000 წლის 05 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ზ------ ს----–---–-თან, რომელთან ერთად ცხოვრობს კასპის რაიონის სოფელ ა---––---ში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ოთხი შვილი. ზ------ ს----–---–- ხშირად უმიზეზოდ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მას და შვილებს, მაგრამ, 2017 წლის 30 ოქტომბრამდე, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. 2017 წლის 30 ოქტომ-ბერს, სოფელ ა---––---ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში ზ------ ს----–---–სა და მათ არასრულწლოვან შვილს - გ------- ს----–---–ს შორის მოხდა შელაპარაკება, რასაც თვი-თონაც შეესწრო. იგი ცდილობდა გ------- ს----–---–-ს დაცვასა და ზ------ ს----–---–--საგან მორიდებას, რა დროსაც ზ------ ს----–---–მა მას, გ------- ს----–---–-ს თანდას-წრებით, სახის არეში, კერძოდ - ლოყაში დაარტყა ხელი. ნ---- კ------–----ს განმარტებით, შესაძლებელია გ------- ს----–---–-სათვის მოქნეული ხელი შემთხვევით მოხვდა მას.
დაზარალებულმა ნ---- კ------–--მა აგრეთვე აჩვენა, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს იგი დილიდან იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, დაახლოებით 10:30 საათზე, მას ტელე-ფონით დაუკავშირდა თ------- ს----–---–-, რომელმაც შეატყობინა, რომ ზ------ ს----–----–-- მისი შვილი - გ------- ს----–---–- დანით დაჭრა მკლავის არეში. სახლში მისვლი-სას ნახა, რომ გ------- ს----–---–ს ჭრილობა მარჯვენა ხელის იდაყვის არეში უკვე დამუ-შავებული და შეხვეული ჰქონდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ. გ------- ს----–---–მა მას განუცხადა, რომ ჭრილობა მიაყენა დანით მამამ, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი, მაგრამ ზ------ ს----–---–მა უარყო აღნიშნული და განაცხადა, რომ გ------- ს----–---–მა ჭრილობა მიიღო დაცემის შედეგად, (2018 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:51:50-16:06:15)
ზ------ ს----–---–-სათვის წარდგენილი ბრალდება აგრეთვე დადასტურებულია იმ წერი-ლობითი მტკიცებულებებით, მათ შორის - მოწმეთა მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით, რომლებიც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით მიჩნეულია უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ, -
შემთხვევის ადგილის (ნ---- კ------–---ს საცხოვრებელი სახლის) დათვალიერების ოქმით დასტურდება შემდეგი გარემოებები: დათვალიერება ჩატარდა 2017 წლის 20 ნოემბერს 22:05 საათიდან 22:40 საათამდე; შემთხვევის ადგილი მდებარეობს კასპის რაიონის სოფელ ა---––---ში და წარმოადგენს ნ---- კ------–---ს საცხოვრებელ სახლს; სახლი არის ერთ-სართულიანი; სახლის შესასვლელთან განლაგებულ ოთახში, იატაკზე ნ---ხი და ამოღე-ბულ იქნა შავსახელურიანი დანა, ვერცხლისფერი დანის პირით, (ტ.1, ს.ფ. 97-107);
ცივი იარაღის ექსპერტიზის N1954/ცი დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგი-ლიდან ამოღებული დანა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, ცალპირიან დანას, პირის ორმხრივი ალესვით. დანის საერთო სიგრძეა 242 მმ. დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას, (ტ.1, ს.ფ. 179-182);
ტანსაცმლის ამოღებისა და დათვალიერების ოქმებით დასტურდება, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს არასრულწლოვან გ------- ს----–---–-საგან ამოღებულ იქნა ლურჯი ფერის ჯემპერი (სვიტერი), რომელსაც მარჯვენა სახელოს მიდამოში აღენიშნება დაზიანებები. ტანსაცმელი მოსვრილია წითელი ფერის სისხლის მსგავი ლაქებით, (ტ.1, ს.ფ. 29-34)
2018 წლის 02 თებერვლის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №7/ტრ დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ს----–---–-ს სვიტერის მარჯვენა სახელოს უკანა მხარეს, იდაყვის მიდამოში, სახელოს ქვედა კიდედან 24 სმ. დაშორებით აღენიშნება სამი ირიბად განლაგებული, სწორხაზოვანი ფორმის გამჭოლი დაზიანება, თითოეული სიგრძით დაახლოებით 6 მმ., 7მმ., 9მმ.. სვიტერზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, (იხ. ტ.2, სსსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N7/ტრ)
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტექნი-კური ექსპერტიზის განყოფილების მთავარმა ექსპერტმა ნ-----–------------–---მ სასა-მართლოში მოწმედ დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და ამ ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. მანვე აჩვენა, რომ შესაძლებელია ტანსაცმელზე რამდენიმე დაზიანება ერთდროულად, ერთჯერადი დარტყმის შედეგად იყოს წარმოქმნილი, თუ დაზიანების წარმოქმნის მომენტში დაზიანების ადგილზე ტანსაც-მელი იყო გადაკეცილი, (2018 წლის 04 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:17:37-13:23:35)
სასამართლო-სამადიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმე პ-----------–---- დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ პ-----------–---- მიერ, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩატარდა არასრულ-წლოვან გ------- ს----–---–-ს შემოწმება. პირადი გასინჯვის დროს გ------- ს----–---–- უჩიოდა ტკივილს მარჯვენა იდაყვის სახსრის არეში, სადაც მას აღენიშნებოდა სწორკი-დეებიანი ჭრილობა, ზომით 0,7X0.3 სმ. გ------- ს----–---–-ს განმარტებით, მას სახლში მამამ - ზ------ ს----–---–მა ესროლა დანა, (ტ.1, ს.ფ. 162-164; 190-192)
სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის კასპის ფილიალის ექიმის - ქ------- ბ-----–---–-ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე მან მიიღო შეტყო-ბინება კასპის რაიონის სოფელ ა---––---ში მამის მიერ შვილის დაჭრის შესახებ. სამსახუ-რებრივი ავტომანქანით იგი მივიდა სოფელ ა---––---ში, სადაც ერთ-ერთ ოჯახში ნახა დაზარალებული - 11 წლის გ------- ს----–---–-, რომელსაც მარჯვენა მხრის არეში აღე-ნიშნებოდა დაახლოებით 5 მმ. სიგრძის ნაკვეთი ჭრილობა. გ------- ს----–---–მა მას განუცხადა, რომ მამამ - ზ------ ს----–---–მა ესროლა დანა, ხოლო ეს უკანასკნელი უარ-ყოფდა აღნიშნულს და აცხადებდა, რომ მისმა შვილმა წაქცევის შედეგად მიიღო დაზია-ნება, (ტ.1, ს.ფ. 64-65)
მოწმეების - თ------- ს----–---–-სა და ნ--- ღ---–----–---–-ს დაკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, სოფელ ა---––----ში არასრულწლოვანი გ------- ს----–---–- მივიდა ნ--- ღ---–----–---–-ს სახლის ეზოში, რა დროსაც მას ეცვა ლურჯი ფერის ჯემპერი და ჯინსის შარვალი. მასვე მარჯვენა იდაყვ-თან აღენიშნებოდა დაზიანება, საიდანაც სდიოდა სისხლი. გ------- ს----–---–მა თ------- ს----–---–ს განუცხადა, რომ მამამ - ზ------ ს----–---–მა მას ესროლა დანა. თ------- ს-----–---–-- დაუმუშავა ბავშვს ჭრილობა, რის შემდეგაც გ------- ს----–---–მა დაიწყო ტი-რილი და სთხოვა მას, რომ დედასთან - ნ---- კ------–--თან დაერეკა. თ------- ს----–---–- მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ნ---- კ------–--- და შეატყობინა მას მომხდარი ფაქტის შესახებ, (ტ.1, ს.ფ. 110-112)
ზ------ ს----–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება აგრეთვე შეტყობინე-ბის შესახებ რეგისტრაციის ბარათით, (ტ.1, ს.ფ. 2), ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმითა (ტ.1, ს.ფ. 10-16) და ზ------ ს----–---–-ს ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, (ტ.1, ს.ფ. 48-53)
გამომძიებელ ლ-----------–---ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადასტურე-ბულია საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების ფაქტი და ამ მოქმე-დებების შედეგად მიღებული იმ წერილობითი მტკიცებულებების წარმომავლობა და ავთენტიკურობა, რომლებიც საფუძვლად დაედო ზ------ ს----–---–-სათვის წაყენებულ ბრალდებას, (2018 წლის 04 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:25:50-13:28:20)
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულ ნ---- კ------–---ს ჩვენებას იმ ნაწილში, რომ, შესაძლებელია, ზ------ ს----–---–ს მისთვის განზრახ არ მიუყენებია ფიზიკური შეუ-რაცხყოფა, არამედ ბავშვის მისამართით მოქნეული ხელი მოხვდა მას. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის აღნიშნული ვარაუდი არ არის სარწმუნო და დამაჯერე-ბელი კონკრეტული ვითარებიდან და ოჯახში ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკიდან გა-მომდინარე და იმ ვითარებაში, როდესაც, დადასტურებულია, რომ დაზარალებულს სურს ზ------ ს----–---–-სათვის მკაცრი სასჯელის თავიდან არიდება, ხოლო თვითონ ზ------ ს----–---–- საერთოდ უარყოფს მისი მხრიდან მეუღლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.
ამდენად, სასამართლომ შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები - მოწმეთა ჩვენებები და დოკუმენტები, რომელთა წარმომავლობა ცნობილია და დადასტურებულია იმ პირთა ჩვენებებით, რომლებმაც მოიპოვეს ან/და შექმნეს ეს მტკიცებულებები, აგრეთვე - მხარეთა მიერ პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტები და გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებები მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით და მათი ერთობლიობით უდავოდ არის დადასტურებული ზ------ ს----–---–-ს მიერ მისთვის ინკრიმინირებულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტი.
გამომდინარე აქედან, სასამართლო ვერ მიიღებს მხედველობაში და ვერ გაიზიარებს დაც-ვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზ------ ს----–---–-სათვს წაყენებული ბრალდება დაუსაბუთებელია და მას ბრალი არ მიუძღვის დანაშაულთა ჩადენაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლე-ული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებები, მათ შორის - დაზარალებუ-ლის გარდა - სხვა მოწმეთა ჩვენებები ერთობლიობაში გამორიცხავს ყოველგვარ ეჭვსა და ვარაუდს ბრალდებულის მიერ მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენის თაობაზე და ისინი საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა დასკვნისთვის, რომ ზ------ ს----–---–მა ჩაი-დინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი-ვილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრე-ბით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედე-გი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის დამამ-ძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
სასამართლომ გაითვალისწინა ზ------ ს----–---–-ს მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმე-დებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ძალადობის გამოხატვის ფორმა და სიმძიმე. კერ-ძოდ - მხედველობაში მიიღო, რომ ზ------ ს----–---–-ს მიერ ოჯახის წევრების მიმართ წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს ადგილი, (იხ. ტ.1, ს.ფ. 70-95), რაც წარმოადგენს მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.
ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია ბრალდებულის საზოგა-დოებისაგან იზოლაცია.
სასჯელის დანიშვნისას, როგორ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ დაზარალებული შეურიგდა მას.
ერთობლიობაში ამ გარემოებების გათვალისწინებით, 2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქციის - ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ფარგლებში ზ------ ს----–---–ს თითოეული დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სასჯელის მინი-მუმი, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღ-დგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------ ა------------ ს----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტითა და1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალის-წინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
1.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვე-თა 1(ერთი) წლის ვადით;
1.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვე-თა 1(ერთი) წლის ვადით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას თანაბარი სასჯე-ლების შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ზ------ ს----–---–ს განესაზღვროს თავისუფ-ლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
3. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ზ------ ს----–---–ს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 20 ნოემბრიდან;
4. ზ------ ს----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქ-მდეს;
5. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების, რომლებიც ინახება შსს კასპის რაიონულ სამმართველოში) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
5.1 შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, ზ------ ს----–---–-სა და გ------- სვანი-შვილის სისხლის ნიმუშები და ზ------ ს----–---–-ს ხელის ანაბეჭდი - განადგურ-დეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
5.2 ზ------ ს----–---–-ს და გ------- ს----–---–-ს ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი