გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.06.2018
საქმის ნომერი
030210017002161192
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები, სხვა სახის დავები
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N030210017002161192

N2/1120-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ივნისი 2018 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) პ----- კ----–--

წარმომადგენელი ნ--- გ-----–--

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) მ------ ფ-----

წარმომადგენელი ი----- შ-----–--

მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის

საქალაქო განყოფილება

წარმომადგენელი შ------- ღ-----

სარჩელის დავის საგანი ქორწინების შეწყვეტა, ბავშის საცხოვრებელი

ადგილის განსაზღვრა, ბავშვის ნახვის

დღეების განსაზღვრა

შეგებებული სარჩელის დავის საგანი ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

ძირითადი სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა

1.1.შეწყდეს პ----- კ----–--სა და მ------ ფ-----ს შორის 2009 წლის 2- სექტემბერს N2---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.

1.2.ბავშვის ა----- კ----–--ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის - პ----- კ----–--ს საცხოვრებელი ადგილი.

1.3.თანაბრად გაიყოს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ა----------ს ქ.N----, ს/კ 0------------------ .

1.4.პ----- კ----–--ს მიეცეს შვილის ა----- კ----–--ს ნახვის უფლება შეუზღუდავად. პ----- კ----–--ს მიეცეს უფლება ა----- კ----–-- კვირაში ერთხელ შაბათ დღეს ღამის თევით წაიყვანოს სახლში. ზამთრის არდადეგებზე საახალწლოდ პირველიდან ოთხი რიცხვის ჩათვლით და ზაფხულის არადადეგების პერიოდში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) ოცი რიცხვიდან ოცდაოთხი რიცხვის ჩათვლით.

შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა

1.2. დაეკისროს მოპასუხე პ----- კ---–--ს (პირადი ნომერი 6----------) მისი შვილის ა----- კ----–--ს (პირადი ნომერი 4----------, დაბადებული 2--- წლის 2--------------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა 200 ლარის ოდენობით, სასამართლოში სარჩელის წარდგენის დღიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2009 წლის 2- სექტემბრიდან პ----- კ----–-- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ------ ფ-----სთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ქალიშვილი - ა----- კ----–--. დევნილთა სამინისტრომ, როგორც დევნილებს 2012 წლის 22 სექტემბერს, ქ. ფოთში, ა----------ს ქ.N-----ში გამოუყო ოროთახიანი ფართი (45,15 კვ.მ.), მესამე სართულზე. მოსარჩელისა და მოპასუხეს შოროს ბოლო ორი წლის განმავლობაში დაიძაბა ურთიერთობა, დაძაბული ურთიერთობის მიზეზი კი მოპასუხის მხრიდან ძალადობის ფაქტები იყო, რომელსაც იჩენდა ა----- კ----–--ს მიმართ. მოპასუხე არ ითვალისწინებდა მეუღლის და დედამთილ-მამამთილის შენიშვნებს. 2017 წლის 04 ოქტომბერს მისი მშობლების რჩევით მოპასუხემ ოჯახი დატოვა და მიმართა პოლიციას მის მიმართ დედამთილის მხრიდან ძალადობის ფაქტის არსებობასთან დაკავშირებით. მოპასუხის განცხადების საფუძველზე სამივე ოჯახის წევრზე შედგა შემაკავებელი ორდერი. მოპასუხე საცხოვრებლად ქირით გადავიდა, რომელსაც მოსარჩელე იხდიდა. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა 2017 წლის 04 ნოემბერს გავიდა, მოპასუხეს სახლში დაბრუნების სურვილი გაუჩნდა, თუმცა მოსარჩელე წინააღმდეგია.

 

შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე და მოპასუხე 2009 წლის 26 სექტემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მეუღლეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ საერთო შვილი ა----- კ----–--. ოჯახური კონფლიქტის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა არასრულწლოვან შვილთან ერთად დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი სახლი და საცხოვრებლად ექირავა ბინა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ძირითადი სარჩელით მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, განმარტა, რომ ბავშვი საცხოვრებლად უნდა დარჩეს დედასთან. მისი ასაკიდან გამომდინარე ის საჭიროებს განსაკუთრებულ მზრუნველობას და ყურადღებას. მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწონოს ბავშვის ინტერესი,. საერთო თანასაკუთრების ქონების გაყოფის შესახებ საქმეთა განხილვასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკაში წარმოიშვა საკითხი თუ რა იგულისხმება არასრულწლოვანი შვილის ინტერესებსა და ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების ცნების ქვეშ და რომელი ინტერსი უნდა იქნას გათვალისწინებული მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფის შემთხვევაში. იმ მეუღლისათვის გადიდებული წილის გამოყოფა, ვისთანაც არასრულწლვანი შვილები რჩებიან აღსაზრდელად, გაზრდილი ოდენობით ქონების გადაცემაში უნდა გამოიხატოს (საცხოვრებელი ფართობი, კომპენსაციის გაზრდილი ოდენობა და ა.შ). მოპასუხე და მისი შვილი უფრო საჭირობს მის მიერ დაკავებულ ფართს, ვიდრე მოსარჩელე.

 

2.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია

 

შეგებებულ სარჩელში მოპასუხე მხარემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პ----- კ----–-- არის უმუშევარი, ამ ეტაპზე არანაირი შემოსავალი არ გააჩნია, რათა გადაიხადოს ალიმენტის სახით მოთხოვნილი თანხა 200 ლარის ოდენობით და ითხოვა ალიმენტის თანხის შემცირება 70 ლარამდე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწვეულ იქნა ფსიქოლოგი ლ--–- ნ---–---, რომელიც დაეხმარა სასამართლოს დავის ფარგლებში არსებული საკითხების გადაჭრაში.

 

3. დადგენილი ფაქტობრვი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. N 2---------- ქორწინების მოწმობის შესაბამისად, 2009 წლის 2- სექტემბერს პ----- კ----–-- და მ------ ფ----- დაქორწინდნენ.

 

3.1.2. N5---------- დაბადების მოწმობის თანახმად, 2--- წლის 0------------ დაიბადა ა----- კ----–--, რომლის მამა არის პ----- კ----–--, ხოლო დედა - მ------ ფ-----.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2012 წლის ნასყიდობის ხელშეკულების 1.1. პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების მიზანია „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 თებერვლის N-7 განკარგულების შესაბამისად იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამავე ხელშეკრულების 1. 2. პუნქტის თანახმად, „გამყიდველი“, მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, „მყიდველს“ გადასცემს პირობადადებულ საკუთრებას შემდეგ უძრავ ქონებაზე, შემდეგი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ა---–- რ------, ა----------ს ქუჩა, შ--------- საკოდასტრო კოდი: 0----------, ს--------–---, ბინის ნომერი 2-, ფართობი: 45,15 კვ.მ.

 

3.2.2. 2012 წლის 17 დეკემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ა----------ს ქ.N-, ბინა N2-, ს--------–---, ფართობი: 45.15 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0------------------, მესაკუთრე არის მ------ ფ-----, პირადი ნომერი 6----------.

 

3.2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მ------ კ---------ს მიერ გაცემული 2017 წლის 02 ნოემბრის N04-09-09/1627 ცნობის მიხედვით, ნ--------–- ა-----–-- სოციალური მომსახურების ფოთის საქალაქო განყოფილებიდან ღებულობს სოციალური პაკეტით განსაზღვრულ გასაცემელს მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის გამო თანხას 100 ლარს.

 

3.2.4. 2017 წლის 04 ოქტომბერს შედგენილი N016650 შემაკავებელი ორდერის მიხედვით, მსხვერპლი არის მ------ ფ-----, ხოლო მოძალადე ზ------ კ----–--. ძალდობის ფორმა - ფსიქოლოგიური. მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

3.2.5.2017 წლის 04 ოქტომბერს შედგენილი N016651 შემაკავებელი ორდერის მიხედვით, მსხვერპლი არის მ------ ფ-----, ხოლო მოძალადე ნ--------–- ა-----–--. ძალდობის ფორმა - ფსიქოლოგიური. მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

3.2.6.2017 წლის 04 ოქტომბერს შედგენილი N016649 შემაკავებელი ორდერის მიხედვით, მსხვერპლი არის მ------ ფ-----, ხოლო მოძალადე პ----- კ----–--. ძალდობის ფორმა - ფსიქოლოგიური. მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

3.2.7.სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების“ 2018 წლის 22 მარტის N04-09-09/441 დასკვნის შესაბამისად, პ----- კ----–--სა და მ------ ფ-----ს ოჯახებს ბავშვის აღზრდა-განვითარებისთვის ნორმალური პირობები გააჩნიათ, მათ შესწევთ უნარი უზრუნველყონ არასრულწლოვნის საყოფაცხოვრებო და საბაზისო მოთხოვნები, დაიცვან მისი უფლებები და ინტერესები. ორივე მშობელს აქვს მშობლის ზრუნვითი უნარ-ჩვევები და გრძნობენ პასუხისმგებლობას შვილის წინაშე. მშობლებმა დავა უნდა გადაწყვიტონ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. თავდაპირველად სასურველია შეეცადონ ურთიერთობების მოწესრიგებას და მორიგებას, ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ და მზრუნველ გარემოში, სათანადოდ ზრუნავდნენ მის კვებაზე, ჰიგიენაზე, ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. ბავშვი არ უნდა განიცდიდეს ფსიქოლოგიურ და ემოციურ ძალადობას, დაცული უნდა იყოს არასრულწლოვანის უფლებები და თანაბარი ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პ----- კ----–--ს (მოსარჩელე თავდაპირველ სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) და მ------ ფ-----ს (მოპასუხე თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

უნდა შეწყდეს პ----- კ----–--სა (პ/ნ 6----------) და მ------ ფ-----ს (პ/ნ 6----------) შორის 2009 წლის 26 სექტემბერს სსგს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწრი 2----------).

 

პ----- კ----–--ს უნდა მიეცეს მისი შვილის ა----- კ----–--ს, დაბადებულის 2--- წლის 0------------ (პირადი ნომერი 4----------) ნახვის უფლება შეუზღუდავად, ნებისმიერ ადგილზე, სადაც ბავშვი იმყოფება, გარდა იმ დროისა (საათებისა), როდესაც ნახვა საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისათვის (მაგალითად: მოსვენების, ძილის, ღამის ან ადრე დილის საათებში და ა.შ) და ბავშვის მშობლები აღნიშნულის თაობაზე ერთმანეთისაგან ინფორმირებულნი იქნებიან.

 

პ----- კ----–--ს თავისი შვილის ა----- კ----–--ს წაყვანა თავის სახლში შეუძლია (ეძლევა უფლება) ყოველ შაბათს იმ ადგილიდან, სადაც ბავშვი იმყოფება დღის 10 საათიდან მეორე დღის კვირის 11 საათამდე. სკოლის პერიოდში ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების დროს ა----- კ----–--მ თვეში ოთხი დღე გაატაროს მამასთან (თარიღებზე მხარეები შეთანხმდნენ). საახალწლო არდადეგების პერიოდში ახალი წლის პორველი იანვრიდან ოთხი იანვრის ჩათვლით გაატაროს მამასთან, დანარჩენი დღეები დედასთან. აღნიშნული შეზღუდვები დაწესებულია ბავშვის ა----- კ----–--ს ამ დროის ასაკისათვის, რომელიც შესაძლებელია მისი ნების ან მშობელთა ურთიერთშეთანხმებით შემდგომში შეიცვალოს.

 

ა----- კ----–--ს ბაღიდან, სკოლიდან, დედის სახლიდან ან სხვა ადგილიდან მამის მიერ წაყვანა უნდა განხორციელდეს მამის მიერ დედის წინასწარი ინფორმირებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ბავშვის მამის სახლში წაყვანა და დედასთან დაბრუნება თავისი ხარჯებით უზრუნველყოს მამამ - პ. კ----–--მ. თუ ა. კ----–-- მამის სახლში მოითხოვს დედასთან წაყვანას ის დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს დედას მამის ხარჯებით.

 

ა----- კ----–--ს ავადმყოფობის შემთხვევაში, რაც დადასტურებული იქნება საექიმო ცნობით ან სხვა ფორმით, ბავშვი მის გამოჯანმრთელებამდე არ უნდა იქნას წაყვანილი მამის სახლში.

 

პ----- კ----–--ს უნდა დაეკისროს მისი შვილის ა----- კ----–--ს პირადი ნომერი 4----------, დაბადებულის 2--- წლის 0------------ სასარგებლოდ 80 ლარის გადახდა ყოველთვიურად, სარჩელის (შეგებებული) შეტანის დღიდან 2017 წლის 01 დეკემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

ბავშვის ა----- კ----–--სთვის საჭირო დამატებითი ხარჯების გაღებაში (საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, ბავშვის სამედიცინო ხარჯები) მშობლები თანაბრად მიიღებენ მონაწილეობას.

 

საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. ფოთი, ა----------ს ქ.N- (საკადასტრო კოდი: 0------------------), რომლის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მ------ ფ----- (პირადი ნომერი 6----------) და მისი ვალდებულება იყო პ----- კ----–-- (დაბადებული 1--------- წელს, პირადი ნომერი 6----------) და ა----- კ----–-- (დაბადებული 0--------- წელს, პირადი ნომერი 4----------) უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით, ხსენებული ბინა, 45.15 კვ.მ. უნდა გაიყოს სამზე, თითოეულზე რჩება 15,05 კვ.მ, ა. კ----–--ს სრულწლოვანებამდე მისი კუთვნილი ფართი მიუერთდეს დედას მ------ ფ-----ს, ანუ 30, 1 კვ.მ, ხოლო მამას - პ----- კ----–--ს დარჩეს 15,05 კვ.მ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებათა შესახებ, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები

(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ქორწინება, როგორც პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, კონსტიტუციით განმტკიცებული უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. ამდენად, კონსტიტუციით დაცულია ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტები სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მოქმედებებისაგან, რაც ხელყოფს მათ არსს, მნიშვნელობას, უმთავრეს პრინციპებს. აქვე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ეს ნორმა ადგენს უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე და სამართლიან სასამართლოზე, რომლის შინაარსი და ფარგლები განსაზღვრულია თავად კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით. საერთაშორისო სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მისი დებულებების შესრულება სავალდებულოა.

 

ევროპული კონვენციის მე-12 მუხლის მიხედვით, საქორწინო ასაკის მამაკაცსა და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება ეროვნული კანონების შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებენ ამ უფლების განხორციელებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. ამდენად, ქორწინების არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია მეუღლეთა თავისუფლება, ნებაყოფლობითობა, რომლის ნათელი გამოვლინებაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია განქორწინება. განქორწინებით მეუღლეები პიროვნული თავისუფლებისა და თავისუფალი განვითარების უფლების რეალიზების მიზნით ავლენენ ნებას ქორწინების შეწყვეტის შესახებ. აქვე ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში - სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე პუნქტის განმარტებით, სასამართლომ უნდა მიიღოს ყველა ზომა მეუღლეთა შესარიგებლად, ხოლო განქორწინება მოხდება ყოველგვარი შესარიგებელი ვადის მიცემის გარეშე, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი თანაცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

წარმოდგენილი სარჩელითა და შესაგებლით დადგენილია, რომ მხარეებს აღარ სურთ ერთად ცხოვრება და ქორწინებაში ყოფნა, ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქალისა და მამაკაცის ქორწინება და ერთ ოჯახად ცხოვრება წარმოადგენს არა მხოლოდ ერთი, არამედ ორივე მხარის ნებათა შერწყმის პროცესს. ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთსიყვარულზე, ურთიერთდაფასებასა და პატივისცემაზე, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს სულიერი ინტერესებისა და ზნეობრივი იდეალების, გემოვნებისა და მისწრაფებების ერთიანობა, ხოლო თუ მეუღლეთა ურთიერთობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა, აზრს კარგავს მისი სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნურად შენარჩუნებისათვის ზრუნვა. ასეთ შემთხვევაში განქორწინება წარმოადგენს შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ სწორ გამოსავალს. საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, ქორწინება წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ნებათა შერწყმის პროცესს, ქორწინებაში მყოფი ინდივიდების თავისუფლების ხარისხი განსაკუთრებით მაღალია, შესაბამისად, მათივე ნებაზეა დამოკიდებული განქორწინებაც. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის გარდა სარჩელი ცნო ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაც, რაც წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილშიც დაკმაყოფილების საფუძველს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული მოთხოვნების ფარგლებში სარჩელის ცნობა კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მიხედვით, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიწყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს : ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ პ----- კ----–-- და მ------ ფ----- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2009 წლის 26 სექტემბრიდან.

 

დადგენილია, რომ 2012 წლის ნასყიდობის ხელშეკულების საფუძველზე, მ------ ფ-----ს, პ----- კ----–--ს და ა----- კ----–--ს, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირებს გადაეცათ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ა---–- რ------, ა----------ს ქ.N-, ს--------–---, ბინის ნომერი 2-, ფართობი: 45,15 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0-----------.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი პირდაპირ რეგულირდება გამოსაყენებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით – სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი შემადგენლობა ადგენს კანონისმიერ პრეზუმფციას იმის შესახებ, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე.

 

ხსენებული ნორმის მიხედვით, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას რეგისტრირებული ქორწინების არსებობა წარმოადგენს, რაც სათანადო მტკიცებულებით _ ქორწინების სააქტო ჩანაწერით დადასტურებულია, შესაბამისად, სადავო ქონება, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მართლზომიერადაა მოქცეული სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით განსაზღვრულ მეუღლეთა, პ----- კ----–--სა და მ------ ფ-----ს თანასაკუთრების რეჟიმში.

 

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით გათვალისწინებული სადავო ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების სამართლებრივი საფუძველი. ხსენებული მუხლით დადგენილი კანონისმიერი პრეზუმფციის თანახმად, სადავო უძრავი ქონება ოჯახის თანასაკუთრებას წარმოადგენს, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი იმ მხარეს აწევს, რომელიც საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე მიუთითებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. ფოთი, ა----------ს ქ.N- (საკადასტრო კოდი: 0------------------), რომლის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მ------ ფ----- (პირადი ნომერი 6----------) და მისი ვალდებულება იყო პ----- კ----–-- (დაბადებული 1--------- წელს, პირადი ნომერი 6----------) და ა----- კ----–-- (დაბადებული 0--------- წელს, პირადი ნომერი 4----------) უზრუნვეელყო საცხოვრებელი ფართით, ხსენებული ბინა, 45.15 კვ.მ. უნდა უნდა გაიყოს სამზე, თითოეულზე რჩება 15,05 კვ.მ, ა. კ----–--ს სრულწლოვანებამდე მისი კუთვნილი ფართი მიუერთდეს დედას მ------ ფ-----ს, ანუ 30, 1 კვ.მ, ხოლო მამას - პ----- კ----–--ს დარჩეს 15,05 კვ.მ.

 

პ----- კ----–--ს უნდა მიეცეს მისი შვილის ა----- კ----–--ს, დაბადებულის 2--- წლის 0------------ (პირადი ნომერი 4----------) ნახვის უფლება შეუზღუდავად, ნებისმიერ ადგილზე, სადაც ბავშვი იმყოფება, გარდა იმ დროისა (საათებისა), როდესაც ნახვა საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისათვის (მაგალითად: მოსვენების, ძილის, ღამის ან ადრე დილის საათებში და ა.შ) და ბავშვის მშობლები აღნიშნულის თაობაზე ერთმანეთისაგან ინფორმირებულნი იქნებიან.

 

პ----- კ----–--ს თავისი შვილის ა----- კ----–--ს წაყვანა თავის სახლში შეუძლია (ეძლევა უფლება) ყოველ შაბათს იმ ადგილიდან, სადაც ბავშვი იმყოფება დღის 10 საათიდან მეორე დღის კვირის 11 საათამდე. სკოლის პერიოდში ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების დროს ა----- კ----–--მ თვეში ოთხი დღე გაატაროს მამასთან (თარიღებზე მხარეები შეთანხმდნენ). საახალწლო არდადეგების პერიოდში ახალი წლის პორველი იანვრიდან ოთხი იანვრის ჩათვლით გაატაროს მამასთან, დანარჩენი დღეები დედასთან. აღნიშნული შეზღუდვები დაწესებულია ბავშვის ა----- კ----–--ს ამ დროის ასაკისათვის, რომელიც შესაძლებელია მისი ნების ან მშობელთა ურთიერთშეთანხმებით შემდგომში შეიცვალოს.

 

ა----- კ----–--ს ბაღიდან, სკოლიდან, დედის სახლიდან ან სხვა ადგილიდან მამის მიერ წაყვანა უნდა განხორციელდეს მამის მიერ დედის წინასწარი ინფორმირებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ბავშვის მამის სახლში წაყვანა და დედასთან დაბრუნება თავისი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მამამ - პ. კ----–--მ. თუ ა. კ----–-- მამის სახლში მოითხოვს დედასთან წაყვანას ის დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს დედას მამის ხარჯებით.

 

ა----- კ----–--ს ავადმყოფობის შემთხვევაში, რაც დადასტურებული იქნება საექიმო ცნობით ან სხვა ფორმით, ბავშვი მის გამოჯანმრთელებამდე არ უნდა იქნას წაყვანილი მამის სახლში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვანთან მიმართებით, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები კი უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3.1. მუხლის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

ამავე კონვენციის 27.2 მუხლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შასაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

კანონმდებელი არასრულწლოვნის სარჩენად საჭირო აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრული ოდენობა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების სამართლიანი შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობა, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. გასათვალისწინებელია, ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის დანაწესებით მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, არასრულწლოვანის საჭიროებებისა და მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობად უნდა განისაზღვროს 80 ლარი. ასევე, ბავშვის ა----- კ----–--სთვის საჭირო დამატებითი ხარჯების გაღებაში (საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, ბავშვის სამედიცინო ხარჯები) მშობლებმა თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქმეზე სახ. ბაჟი გადახდილია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. პ----- კ----–--ს (მოსარჩელე თავდაპირველ სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) და მ------ ფ-----ს (მოპასუხე თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.შეწყდეს პ----- კ----–--სა (პ/ნ 6----------) და მ------ ფ-----ს (პ/ნ 6----------) შორის 2009 წლის 26 სექტემბერს სსგს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწრი 2----------).

 

3.პ----- კ----–--ს მიეცეს მისი შვილის ა----- კ----–--ს, დაბადებულის 2--- წლის 0------------ (პირადი ნომერი 4----------) ნახვის უფლება შეუზღუდავად, ნებისმიერ ადგილზე, სადაც ბავშვი იმყოფება, გარდა იმ დროისა (საათებისა), როდესაც ნახვა საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისათვის (მაგალითად: მოსვენების, ძილის, ღამის ან ადრე დილის საათებში და ა.შ) და ბავშვის მშობლები აღნიშნულის თაობაზე ერთმანეთისაგან ინფორმირებულნი იქნებიან.

 

4.პ----- კ----–--ს თავისი შვილის ა----- კ----–--ს წაყვანა თავის სახლში შეუძლია (ეძლევა უფლება) ყოველ შაბათს იმ ადგილიდან, სადაც ბავშვი იმყოფება დღის 10 საათიდან მეორე დღის კვირის 11 საათამდე. სკოლის პერიოდში ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების დროს ა----- კ----–--მ თვეში ოთხი დღე გაატაროს მამასთან (თარიღებზე მხარეები შეთანხმდნენ). საახალწლო არდადეგების პერიოდში ახალი წლის პორველი იანვრიდან ოთხი იანვრის ჩათვლით გაატაროს მამასთან, დანარჩენი დღეები დედასთან. აღნიშნული შეზღუდვები დაწესებულია ბავშვის ა----- კ----–--ს ამ დროის ასაკისათვის, რომელიც შესაძლებელია მისი ნების ან მშობელთა ურთიერთშეთანხმებით შემდგომში შეიცვალოს.

 

5.ა----- კ----–--ს ბაღიდან, სკოლიდან, დედის სახლიდან ან სხვა ადგილიდან მამის მიერ წაყვანა განხორციელდეს მამის მიერ დედის წინასწარი ინფორმირებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ბავშვის მამის სახლში წაყვანა და დედასთან დაბრუნება თავისი ხარჯებით უზრუნველყოს მამამ - პ. კ----–--მ. თუ ა. კ----–-- მამის სახლში მოითხოვს დედასთან წაყვანას ის დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს დედას მამის ხარჯებით.

 

6.ა----- კ----–--ს ავადმყოფობის შემთხვევაში, რაც დადასტურებული იქნება საექიმო ცნობით ან სხვა ფორმით, ბავშვი მის გამოჯანმრთელებამდე არ იქნას წაყვანილი მამის სახლში.

 

7. პ----- კ----–--ს დაეკისროს მისი შვილის ა----- კ----–--ს პირადი ნომერი 4----------, დაბადებულის 2--- წლის 0------------ სასარგებლოდ 80 ლარის გადახდა ყოველთვიურად, სარჩელის (შეგებებული) შეტანის დღიდან 2017 წლის 01 დეკემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

8.ბავშვის ა----- კ----–--სთვის საჭირო დამატებითი ხარჯების გაღებაში (საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, ბავშვის სამედიცინო ხარჯები) მშობლები თანაბრად მიიღებენ მონაწილეობას.

 

9.საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. ფოთი, ა----------ს ქ.N- (საკადასტრო კოდი: 0------------------), რომლის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მ------ ფ----- (პირადი ნომერი 6----------) და მისი ვალდებულება იყო პ----- კ----–-- (დაბადებული 1--------- წელს, პირადი ნომერი 6----------) და ა----- კ----–-- (დაბადებული 0--------- წელს, პირადი ნომერი 4----------) უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით, ხსენებული ბინა, 45.15 კვ.მ. უნდა გაიყოს სამზე, თითოეულზე რჩება 15,05 კვ.მ, ა. კ----–--ს სრულწლოვანებამდე მისი კუთვნილი ფართი მიუერთდეს დედას მ------ ფ-----ს, ანუ 30, 1 კვ.მ, ხოლო მამას - პ----- კ----–--ს დარჩეს 15,05 კვ.მ.

 

10.საქმეზე სახ. ბაჟი გადახდილია.

 

11.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

12.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე