განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/952-17 (#092250917003)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06.07.2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნანა გაბედავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ-----------------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატები - გ-------------–-–---–ი, გ------------–-ა, ლ--------------ა
ბრალდებული: ვ-–------------–----ე
მამის სახელი: ბ------
დაბადებული: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქე: საქართველო
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
ნასამართლეობა: ა---------
რეგისტრირებული: ვ----------------------–--–-------–-----
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------–-------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლი და 338-ე მუხლის პირველი ნაწილი;
ბრალდებული: ნ-----–--------------ე
მამის სახელი: მ--------
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქე: საქართველო
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
ნასამართლეობა: ა---------
რეგისტრირებული: ქ--------------------------------------–--–-----------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილი, 362-ე მუხლის პირველი ნაწილი და 221-ე მუხლის მესამე ნაწილი;
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულების ნ-----–--------------ის და ვ-–------------–----ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
შუამდგომლობის მიხედვით ვ-–------------–----ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა:
- ქრთამის აღება. ე.ი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ფულის მიღება, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება მოვალეობის შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
- სამსახურებრივი სიყალბე, ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენა ან გაცემა, ჩადენილი ანგარებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 31 დეკემბერს სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის ზ---------------–---–ის მიერ შრომითი N3133 ხელშეკრულების საფუძველზე ვ-–------------–----ე დაინიშნა სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს“ უფლებამოსილ პირად ქ-----–-------------–---------------ში არსებულ შპს ,,წიქარას“ ცხოველთა სასაკლაოზე და სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავის შენიშვნის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის და მე-3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად ითვლებოდა მოხელედ ან მოხელესთან გათანაბრებულ პირად. მის უფლება-მოვალეობას გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 07 ივლისის N325 დადგენილების თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის, ცხოველის პროდუქტის შემოწმებისათვის და გადაადგილებისათვის საჭირო ვეტერინარული მოწმობის ფორმა N1-ის და ფორმა N2-ის გაცემა წარმოადგენდა.
2017 წლის სექტემბრის თვეში საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებელი დ--------------–-–---–ი და ამავე სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებელი ბ--------–--ე შპს ,,წიქარას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ შპს ,,წიქარა“-ს წარმომადგენელს ნ-----–--------------ეს და სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელს ვ-–------------–----ეს, რომლებსაც აუხსნეს, რომ ქ---------–- საზ.კვების სხვადასხვა ობიექტებში მსხვილფეხა პირუტყვის, კერძოდ საქონლის ხორცის ჩაბარებისათვის სათანადო დოკუმენტაცია ესაჭიროებოდათ.
ნ-----–--------------ემ და ვ-–-------------–----ემ შესთავაზეს დ--------------–-–---–ს და ბ--------–--ეს, რომ საქონლის სასაკლაოზე მიყვანის გარეშე ისინი დაამზადებდნენ ყალბ დოკუმენტაციას, თითქოს ქ. ვანში შპს „წიქარას“ მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაოზე განხორციელდა საქონლის დაკვლა, რაზედაც ნ-----–--------------ე შეადგენდა ყალბ დოკუმენტს (ბლანკს) და შემდგომი მისი შემოწმება, რაზედაც ვ-–------------–----ე შეადგენდა ყალბ ვეტერინარულ მოწმობას (ფორმა N2-ს). ამის სანაცვლოდ მათ მოითხოვეს ერთი მსხვილფეხა პირუტყვისათვის განკუთვნილ ყალბი დოკუმენტების შედგენისათვის სულ 20 ლარი, საიდანაც 15 ლარი განკუთვნილი იქნებოდა ნ-----–--------------ისათვის-თითქოს საქონლის დაკვლის და სათანადო დოკუმენტების შედგენის ღირებულებად, ხოლო 5 ლარი ვ-–------------–----ისათვის, თითქოს საქონლის შემოწმების და სათანადო დოკუმენტების გაცემის ღირებულებად, რაზედაც დ---------------–-–---–ი და ბ--------–--ე დათანხმდნენ და 50 ერთეული მსხვილფეხა პირუტყვისათვის განკუთვნილ დოკუმენტების შედგენაზე შეთანხმდნენ.
2017 წლის 06 ოქტომბერს, ნ-----–--------------ის საცხოვრებელ სახლში ვ-–------------–----ემ და ნ-----–--------------ემ დაამზადეს ქ. ვანში შპს „წიქარას“ კუთვნილ სასაკლაოზე თითქოს 2017 წლის 05 და 06 ოქტომბერს განხორციელებული საქონლის დაკვლისა (ბლანკები) და შემდგომში მათი შემოწმების (ვეტერინარულ მოწმობები) ყალბი დოკუმენტები 28 ერთეული მსხვილფეხა პირუტყვის შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტებში ნ-----–--------------ემ დააფიქსირა, რომ თითქოსდა ქ. ვანში შპს „წიქარას“ კუთვნილ ცხოველთა სასაკლაოზე განხორციელდა 28 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა, ხოლო ვ-–------------–----ემ დააფიქსირა, რომ თითქოსდა მან განახორციელა ჰიგიენური და ვეტერინალურ - სანიტარული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი.
2017 წლის 20 ოქტომბერს, ნ-----–--------------ე ქ. ქუთაისში ჩეჩელაშვილის ქუჩაზე სამედიცინო კლინიკა „ლ.ჯ“- ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ასევე ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებაში ჩართულ პირს, ბ------------ეს, რომელსაც გადასცა მის მიერ 2017 წლის 06 ოქტომბერს დამზადებული 28 ცალი თითქოსდა საქონლის დაკვლის დოკუმენტები (ბლანკები), რის სანაცვლოდაც მას გამოართვა სულ 420 ლარი (15 ლარი თითოეულისათვის), ასევე გადასცა ვ-–------------–----ის მიერ შედგენილი და ბ-----------ისათვის გადასაცემად გამოგზავნილი 28 ცალი თითქოსდა საქონლის შემოწმების ყალბი ვეტერინარული მოწმობები (ფორმა N2-ი), რის სანაცვლოდაც ბ-----------ეს, ვ-–------------–----ისათვის გადასაცემად გამოართვა სულ 140 ლარი (5 ლარი თითოეულისათვის), რაც ნ-----–--------------ის მიერ სრულად გადაცემული იქნა ვ-–------------–----ისათვის.
ვ-–------------–----ეს ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით და 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შუამდგომლობის მიხედვით ნ-----–--------------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა:
- კომერციული მოსყიდვა ე.ი. იმ პირის მიერ, რომელიც საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას, პირდაპირ თავის სასარგებლოდ ფულის მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის.
- ქრთამის აღებაში დახმარება მოხელისათვის ან მასთან გათანაბრებული პირისათვის პირდაპირ ფულის მიღებაში, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება მოვალეობის შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
- ყალბი დოკუმენტის ან ბლანკის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 თებერვალს შპს „წიქარა“-ს (ს/ნ429646115) დირექტორმა ნანა ცხადაშვილმა ნ-----–--------------ეს ნოტარიალურად N170183202 მინდობილობის საფუძველზე მიანიჭა სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რომლის საფუძველზე ნ-----–--------------ეს ჰქონდა ყველა უფლებამოსილება რათა წარემართა შპს „წიქარას“ საქმიანობა.
2017 წლის სექტემბრის თვეში საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებელი დ--------------–-–---–ი და ამავე სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებელი ბ--------–--ე შპს ,,წიქარას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ შპს ,,წიქარას“ წარმომადგენელს ნ-----–--------------ეს და სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელს ვ-–------------–----ეს, რომლებსაც აუხსნეს, რომ ქ---------–- საზ.კვების სხვადასხვა ობიექტებში მსხვილფეხა პირუტყვის, კერძოდ საქონლის ხორცის ჩაბარებისათვის სათანადო დოკუმენტაცია ესაჭიროებოდათ.
ნ-----–--------------ემ და ვ-–-------------–----ემ შესთავაზეს დ--------------–-–---–ს და ბ--------–--ეს, რომ საქონლის სასაკლაოზე მიყვანის გარეშე ისინი დაამზადებდნენ ყალბ დოკუმენტაციას, თითქოს ქ. ვანში შპს „წიქარას“ მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაოზე განხორციელდა საქონლის დაკვლა, რაზედაც ნ-----–--------------ე შეადგენდა ყალბ დოკუმენტს (ბლანკს) და შემდგომი მისი შემოწმება, რაზედაც ვ-–------------–----ე შეადგენდა ყალბ ვეტერინარულ მოწმობას (ფორმა N2-ს). ამის სანაცვლოდ მათ მოითხოვეს ერთი მსხვილფეხა პირუტყვისათვის განკუთვნილ ყალბი დოკუმენტების შედგენისათვის სულ 20 ლარი, საიდანაც 15 ლარი განკუთვნილი იქნებოდა ნ-----–--------------ისათვის-თითქოს საქონლის დაკვლის და სათანადო დოკუმენტების შედგენის ღირებულებად, ხოლო 5 ლარი ვ-–------------–----ისათვის, თითქოს საქონლის შემოწმების და სათანადო დოკუმენტების გაცემის ღირებულებად, რაზედაც დ---------------–-–---–ი და ბ--------–--ე დათანხმდნენ და 50 ერთეული მსხვილფეხა პირუტყვისათვის განკუთვნილ დოკუმენტების შედგენაზე შეთანხმდნენ.
2017 წლის 06 ოქტომბერს, ნ-----–--------------ის საცხოვრებელ სახლში ვ-–------------–----ემ და ნ-----–--------------ემ დაამზადეს ქ. ვანში შპს „წიქარას“ კუთვნილ სასაკლაოზე თითქოს 2017 წლის 05 და 06 ოქტომბერს განხორციელებული საქონლის დაკვლისა (ბლანკები) და შემდგომში მათი შემოწმების (ვეტერინარულ მოწმობები) ყალბი დოკუმენტები 28 ერთეული მსხვილფეხა პირუტყვის შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტებში ნ-----–--------------ემ დააფიქსირა, რომ თითქოსდა ქ. ვანში შპს „წიქარას“ კუთვნილ ცხოველთა სასაკლაოზე განხორციელდა 28 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა, ხოლო ვ-–------------–----ემ დააფიქსირა, რომ თითქოსდა მან განახორციელა ჰიგიენური და ვეტერინალურ - სანიტარული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი.
2017 წლის 20 ოქტომბერს, ნ-----–-------------ე ქ. ქუთაისში ჩეჩელაშვილის ქუჩაზე სამედიცინო კლინიკა „ლ.ჯ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ასევე ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებაში ჩართულ პირს, ბ------------ეს, რომელსაც გადასცა მის მიერ 2017 წლის 06 ოქტომბერს დამზადებული 28 ცალი თითქოსდა საქონლის დაკვლის დოკუმენტები (ბლანკები), რის სანაცვლოდაც მას გამოართვა სულ 420 ლარი (15 ლარი თითოეულისათვის), ასევე გადასცა ვ-–------------–----ის მიერ შედგენილი და ბ-----------ისათვის გადასაცემად გამოგზავნილი 28 ცალი თითქოსდა საქონლის შემოწმების ყალბი ვეტერინარული მოწმობები (ფორმა N2-ი), რის სანაცვლოდაც ბ-----------ეს, ვ-–------------–----ისათვის გადასაცემად გამოართვა სულ 140 ლარი (5 ლარი თითოეულისათვის), რაც ნ-----–--------------ის მიერ სრულად გადაცემული იქნა ვ-–------------–----ისათვის.
ნ-----–--------------ეს ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 221-ე მუხლის მესამე ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ვ-–------------–----ის და ნ-----–--------------ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი (25.09.2017), პატაკი (25.09.2017), დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ (03.10.2017), მოწმე ბ--------–--ის გამოკითხვის ოქმი(03.10.2017), მოწმე დ------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი (03.10.2017), დათვალიერების ოქმი (03.10.2017), დათვალიერებული დოკუმენტაცია, დავალება საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შესახებ (03.10.2017), დადგენილება ოპერატიული ჩართვის ჩატარების თაობაზე (04.10.2017), მიმართვა პროკურორს (03.10.2017), შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედება „ ფარული ვიდეო ჩაწერის, აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების“ ჩასატარებლად განჩინების გაცემის შესახებ (03.10.2017), მიმართვა ოპერატიულ ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს (04.10.2017), განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე (04.10.2017), პატაკი თანხის გამოტანაზე (04.10.2017), დადგენილება „ საკონტროლო შესყიდვის ჩატარების თაობაზე (05.10.2017), ოქმი ფულადი კუპიურების დამუშავების და გადაცემის შესახებ (06.10.2017), ოქმი ფულადი კუპიურების გადმოცემის შესახებ (06.10.2017), სატელეფონო მოსმენების კრებსი N3364, სატელეფონო მოსმენების კრებსი N3354, 28 (ოცდარვა) ცალი ყალბი ვეტერინარული მოწმობა (ფორმა N2), 28 (ოცდარვა) ცალი ყალბი ეტიკეტი, „ფარული ვიდეო ჩაწერის, აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების“ შედეგად მიღებული DVD დისკი (06.10.2017) „ფარული ვიდეო ჩაწერის, აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების“ შედეგად მიღებული DVD დისკი (20.10.2017), ფარული საგამოძიებო მოქმედებების შუალედური ოქმი N 40 (06.10.2017), მიმართვა ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამმართველოდან (06.10.2017), ოპერატიული ტექნიკისა და სპეც. ტექნიკის გამოყენების სააღრიცხვო ბარათი N 558, მოწმე დ--------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი (18.10.2017), დადგენილება ოპერატიული ჩართვის ჩატარების თაობაზე (18.10.2017), შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედება „ფარული ვიდეო ჩაწერის, აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების“ ჩასატარებლად განჩინების გაცემის შესახებ (18.10.2017), მიმართვა ოპერატიულ ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს (18.10.2017), განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე (18.10.2017), შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედება „სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერის“ ჩატარების შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე (18.10.2017), განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე (18.10.2017), დათვალიერების ოქმი, დათვალიერებული დოკუმენტაცია. (18.10.2017), მიმართვა სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსს (19.10.2017), ოქმი ფულადი კუპიურების კონვერტაციის შესახებ (20.10.2017), ოქმი ფულადი კუპიურების დამუშავების და გადაცემის შესახებ (20.10.2017), ოქმი ფულადი კუპიურების გადმოცემის შესახებ (20.10.2017), ფარული საგამოძიებო მოქმედებების შუალედური ოქმი N41 (20.10.2017), მოწმე ბ------------ის გამოკითხვის ოქმი (20.10.2017), დადგენილება გადაუდებელ აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ(20.10.2017), ამოღების ოქმი (20.10.2017), მომართვა ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამმართველოდან (20.10.2017), ოპერატიული ტექნიკისა და სპეც. ტექნიკის გამოყენების სააღრიცხვო ბარათი N 559, შუამდგომლობა გადაუდებელ აუცილებლობის გამო ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ(20.10.2017), განჩინება მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად შემოწმების თაობაზე (21.10.2017), მიმართვა სსიპ საქართველოს ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს (25.10.2017), დადგენილება ფარული საგამოძიებო მოქმედება „სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერის განხორციელების შეწყვეტის შესახებ (25.10.2017), მოწმე დ--------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი (25.10.2017), დათვალიერები ოქმი-უფროსი გამომძიებელი მ--–-----------–-- (25.10.2017), დათვალიერებული დოკუმენტაცია, დათვალიერები ოქმი-უფროსი გამომძიებელი გ-----------–----ე (25.10.2017), დათვალიერებული დოკუმენტაცია, შუამდგომლობა ვ-–------------–----ის დაკავების შესახებ (25.10.2017), შუამდგომლობა ნ-----–--------------ის დაკავების შესახებ (25.10.2017), შუამდგომლობა ჩხრეკის ჩატარების შესახებ (25.10.2017), დადგენილება ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების განსაიდუმლოების შესახებ (25.10.2017), ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის N11-91 და N11-92 განჩინება დაკავების შესახებ. (26.10.2017), ბრალდებულ ნ-----–--------------ის დაკავების ოქმი. (26.10.2017), დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნ-----–--------------ის პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ. (26.10.2017), ნ-----–--------------ის პირადი ჩხრეკის ოქმი. (26.10.2017), ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის N11/ბ-541 განჩინება საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე. (26.10.2017), ნ-----–--------------ის კუთვნილი ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით O------ ჩხრეკის ოქმი, (26.10.2017), ოქმი ნ-----–--------------ის ბრალდებულის სახით დაკავების შეტყობინების შესახებ. (26.10.2017), ვ-–------------–----ის ბრალდებულის სახით დაკავების შესახებ. (26.10.2017), დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ვ-–------------–----ის პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ. (26.10.2017), ვ-–------------–----ის პირადი ჩხრეკის ოქმი. (26.10.2017), ოქმი ვ-–------------–----ის ბრალდებულის სახით დაკავების შეტყობინების შესახებ. (26.10.2017), ვ-–------------–----ის კუთვნილი „ტოიოტა ვიტზის“ მოდელის სახელმწიფო ნომრით B------ ავტომობილის ჩხრეკის ოქმი. (26.10.2017), ი/მ „ფ-------------–----- კუთვნილი ვეტ-აფთიაქის მდებარე რ---------–------------–- ჩხრეკის ოქმი. (26.10.2017), ი/მ „ფ-------------–----- კუთვნილი ვეტ-აფთიაქის მდებარე რ---------–------------–- ჩხრეკის ოქმი. (26.10.2017), დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნ-----–--------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ჩატარების შესახებ. (26.10.2017), ნ-----–--------------ის ფაქტობრივი საცხოვრებელი სახლის მდებარე ჭ----------------------ში - ჩხრეკის ოქმი. (26.10.2017), ნ-----–--------------ის კუთვნილი ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით N------ ჩხრეკის ოქმი, (26.10.2017), დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ვ-–------------–----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ჩატარების შესახებ. (26.10.2017), ვ-–------------–----ის ფაქტობრივი საცხოვრებელი სახლის მდებარე ს---–--------------------------–- - ჩხრეკის ოქმი. (26.10.2017), ვ-–------------–----ის საცხოვრებელი სახლის მდებარე ვანის რაიონის ს------–--–-------–----–- - ჩხრეკის ოქმი. (26.10.2017), მოწმე ნ---------–--–---–ის გამოკითხვის ოქმი. (26.10.2017), ადვოკატ გ-------------–-–---–ის ორდერი, (26.10.2017), ბრალდებულ ვ-–------------–----ის გამოკითხვის ოქმი. (26.10.2017), შპს „წიქარა“-ს კუთვნილი სასაკლაოს ჩხრეკის ოქმი. (26.10.2017), მოწმე ი-–--------–----–---–ის გამოკითხვის ოქმი. (26.10.2017), ვ-–------------–----ის ნასამართლობის ცნობა, (26.10.2017), ნ-----–--------------ის ნასამართლობის ცნობა, (26.10.2017), მიმართვის წერილები N15-04-09/01-1016 და N15-04-09/01-1015 ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორს ბრალდებულების მოთავსების შესახებ, (26.10.2017), ბრალდებულ ნ-----–--------------ის გამოკითხვის ოქმი. (26.10.2017). ნ-----–--------------ის ხელწერის ნიმუშის აღების ოქმები. (26.10.2017), ნ-----–--------------ის ავტობიოგრაფია. (26.10.2017), მიმართვა სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ უფროსს (05.10.5017), მომართვა სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გ---------------–---–-დან (27.10.5017), ვ-–------------–----ის პირადი საქმე, მიმართვა დმი-ს N 0010228026, ბრალდებულ ნ-----–--------------ის გამოკითხვის ოქმი (27.10.2017), ადვოკატ ა-------–------ის ორდერი, მოწმე ნ----–-----–---–-- გამოკითხვის ოქმი (27.10.2017), ნ----–-----–---–-- განცხადება (27.10.2017), მინდობილობა N 170183202, მიმართვა დმის N 0010228811, ადვოკატ გ------------–-ას ორდერი, ადვოკატ ლ--------------ას ორდერი. შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ნ-----–--------------ის პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ. (27.10.2017), შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ნ-----–--------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ. (27.10.2017), შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ვ-–------------–----ის პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ. (27.10.2017), შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ვ-–------------–----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ. (27.10.2017), 2017 წლის 27 ოქტომბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებები N11/ბ-547, N11/ბ-548, N11/ბ-549 N11/ბ-546 ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ. (27.20.2017) და საქმეში არსებული სხვა ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2018 წლის 06 ივლისს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატებისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულებს ვ-–------------–----ეს, ნ-----–--------------ეს (მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების გ-------------–-–---–ის, გ------------–-ას და ლ--------------ას მონაწილეობით) და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ დ-----------------ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.
საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
ბრალდებულებსა და მათ ადვოკატებს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმების ასლები და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმებზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
2018 წლის 06 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის დ-----------------ის შუამდგომლობები ბრალდებულებთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დ-----------------ემ იშუამდგომლა ვ-–------------–----ესთან და ნ-----–--------------ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.
საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობებს თან ერთვის ბრალდებულების წერილობითი განცხადებები (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებულები და მათი ადვოკატები), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულებმა ნებაყოფლობით, ადვოკატებისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადეს, სრულყოფილად აღიქვამენ საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა დ-----------------ემ, ბრალდებულებმა ვ-–------------–----ემ და ნ-----–--------------ემ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ-------------–-–---–მა, გ------------–-ამ და ლ--------------ამ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობები, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებულები საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულებს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულებს ჰქონდათ კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ისინი აღიარებენ; ბრალდებულებისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულებისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებულები და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულების მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულებს განემარტათ, რომ მათ მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალების და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის დ-----------------ის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 219-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის დ-----------------ის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს პროკურორ დ-----------------ესა და ბრალდებულ ვ-–------------–----ეს შორის 2018 წლის 06 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება;
ვ-–------------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით და 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 03 (სამი) წელი, ხოლო 03 (სამი) წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ვ-–------------–----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 03 (სამი) წელი, ხოლო 03 (სამი) წელი სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვ-–------------–----ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 26 ოქტომბრიდან.
ვ-–------------–----ეს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან, რა დროსაც სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
დამტკიცდეს პროკურორ დ-----------------ეს და ბრალდებულ ნ-----–--------------ეს შორის 2018 წლის 06 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება;
ნ-----–--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 221-ე მუხლის მესამე ნაწილით და 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, ასევე ერთი წლის ვადით ჩამოერთვას დანიშვნითი თანამდებობისა და საწარმოში ხელმძღვანელობითი საქმიანობის დაკავების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი, ხოლო 05 (ხუთი) წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 05 (ხუთი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ნ-----–--------------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი, ხოლო 05 (ხუთი) წელი სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 05 (ხუთი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნ-----–--------------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 26 ოქტომბრიდან.
ნ-----–--------------ეს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან, რა დროსაც სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- მოწმე ბ------------ისაგან ამოღებული 28 (ოცდარვა) ცალი ყალბი ვეტერინარული მოწმობა (ფორმა N2), 28 (ოცდარვა) ცალი ყალბი ეტიკეტი, რაც ინახება საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- „ფარული ვიდეო ჩაწერის, აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების“ შედეგად მიღებული DVD დისკი (06.10.2017) „ფარული ვიდეო ჩაწერის, აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების“ შედეგად მიღებული DVD დისკი (20.10.2017), რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- სსიპ საქართველოს ოპერატიულ -ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილი 2 ცალი CD-R დისკი, რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- ვ-–------------–----ის და ნ-----–--------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პირადი ნივთები, რომლებიც ინახება საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა ლეჩხუმის სამმართველოში, დაუბრუნდეთ კანონიერ მესაკუთრეებს - ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე