განაჩენი

სისხლის სამართლის 10.07.2018
საქმის ნომერი
080100118002534553
დავის ტიპი
284 1 , 177 2 ა
თარიღი
10.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/607-18 (#041200318004)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10.07.2018 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ქეთევან კირიაკიდი

 

ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი - გ---–-----------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: ა---------–-------ე

მამის სახელი: ვ--------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: N6----------

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული: ქ--------------------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------------------

 

ადვოკატი - პ---–---------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

 

სხდომის სახე - ღია

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ა---------–-------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

შუამდგომლობის მიხედვით ავთანილ ნემსაძეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა:

 

- კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 19 მარტს. დაახლოებით 21:30 საათზე ა---------–-------ემ უკანონოდ შეაღწია დ-------------- შპს „ავიატორის“ ონლაინ ტოტალიზალიზატორ „აჭარაბეთის“ ანგარიშზე და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა დ-------------- კუთვნილ 200 ლარს.

 

- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 19 მარტს დაახლოებით 21:30 საათზე ა---------–-------ემ უკანონოდ შეაღწია დ-------------- შპს „ავიატორის“ონლაინ ტოტალიზალიზატორ „აჭარაბეთის“ ანგარიშზე და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა დ-------------- კუთვნილ 200 ლარს.

 

ა---------–-------ეს ზემოაღნიშნული ქმედებისათვის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ა---------–-------ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმე დ-------------- გამოკითხვის ოქმი, მიმართვის წერილი შპს „ავიატორს“, შპს „ავიატორიდან“ მიღებული მომართვის წერილი და გამოთხოვილი მასალები, მოწმე ზ--------------- გამოკითხვის ოქმი, მიმართვის წერილი სს „თიბისი“ ბანკს, სს „თიბისი“ ბანკიდან მიღებული წერილი, მიმართვის წერილი სს „საქართველოს ბანკს“, სს „საქართველოს ბანკ“-იდან მიღებული წერილი; მიმართვის წერილი სს „საქართველოს ბანკს“, სს „საქართველოს ბანკ“-იდან მიღებული წერილი და გამოთხოვილი მასალები, მოწმე ა--------- გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულის დ--------- გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2018 წლის 09 ივლისს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ ბრალდებულ ა---------–-------ეს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ---–---------ის მონაწილეობით) და ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ---–-----------ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.

 

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

 

ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

2018 წლის 10 ივლისს ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გ---–-----------ემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ბრალდებულ ა---------–-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების განხილვაზე უარის თქმის და მის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება(რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სტაჟიორ-პროკურორმა გ---–-----------ემ, ბრალდებულმა ა---------–-------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ---–---------ემ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სასამართლომ გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიარა კონსულტაცია და შეატყობინა საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილია შესაბამისი ოქმი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ---–-----------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 219-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ---–-----------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს სტაჟიორ-პროკურორ გ---–-----------ეს და ბრალდებულ ა---------–-------ეს შორის 2018 წლის 09 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

ა---------–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1 ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ა---------–-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ა---------–-------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 3000 (სამი ათასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ა---------–-------ეს არ ათავისუფლებს სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე