გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N061210017001997119
საქმე 2/14
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2018 წ.
დ.ლენტეხი
შესავალი ნაწილი
ლ-------- მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე - ნანა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - ხატია მეშველიანი
მოსარჩელე-ს--- ს--–---–----- მ-------------- ს---------- ლ-------- რ--------–- გ---------–---
წარმომადგენელი- ლ------- ქ--------------
მოპასუხე- ჯ----- ტ---–------
წარმომადგენელი-ა-–--–- ჯ------(არ გამოცხადდა)
დავის საგანი- მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ჯ----- ტ---–------ 2007 წლის 15 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ-----–- გ-----------. 2007 წლის 07 აპრილს, მათ შეეძინათ შ---–-- ლ--–- ტ---–------. 2016 წლის 15 მარტს, მოპასუხეს-ჯ----- ტ---–------ გარდაეცვალა მეუღლე. გარდაცვალებამდე, მეუღლის თხოვნით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჯ----- ტ---–------ საცხოვრებლად გადავიდა მ-----–-ს მშობლების საცხოვრებელ სახლში -დ--- ლ------–-, სადაც ერთად ზრდიდნენ მათ შვილს-ლ--–- ტ---–------. დედის გარდაცვალების შემდეგ, ლ--–- ტ---–------ ქ.თ---–--–- აღსაზრდელად წაიყვანა დეიდამ-მ------- გ---------. არასრულწლოვან ბავშვს -ლ--–- ტ---–------ , როგორც სარჩელშია აღნიშნული, 2016-2017 წლებში არ უვლია სკოლაში და არ მიუღია განათლება, ვინაიდან მამა-ჯ----- ტ---–------ უარს აცხადებდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მდებარე საჯარო სკოლაში რეგისტრაციაზე. ასევე, არასრულწლოვანს იგი არ ახმარს ს--–---–----- პაკეტის თანხას მარჩენალის გარდაცვალების გამო და თავად განკარგავს მას. აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე-ს--–---–----- მ-------------- ს---------- ლ-------- რ--------–- გ---------–--- ითხოვს ჯ----- ტ---–------ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე-ჯ----- ტ---–------- შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მ------- გ--------- მას შ---–- მოსტაცა, არ აძლევს მასთან ურთიერთობის საშუალებას, ბავშვი მტრულად ჰყავს განწყობილი მის მიმართ. ჯ----- ტ---–------ აღნიშნავს, რომ ის არასდროს შეუშლის ხელს ბავშვის განათლებას და არც არასდროს შეუქმნია პრობლემა. ს--–---–----- პაკეტით გათვალისწინებული თანხა მას აქვს თავის პირად ანგარიშზე და არასდროს პირადი საჭიროებისთვის არ გამოუყენებია.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1 ჯ----- ტ---–------ და მ-----–- გ-------- ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შ---–-, -ლ--–- ტ---–------, დ---დებული 2007 წლის 07 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
4.1.2. 2015 წლის 15 მარტს, მოპასუხეს, ჯ----- ტ---–------ გარდაეცვალა მეუღლე-მ-----–- გ--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას. სხდომის ოქმი).
4.1.4. დედის გარდაცვალების შემდეგ, ლ--–- ტ---–------ საცხოვრებლად ქ.თ---–--–- გადაიყვანა დეიდამ-მ------- გ---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შესაგებელი
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას. სხდომის ოქმი).
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. ს--- ს--–---–----- მ-------------- ს---------- ლ-------- რ--------–- გ---------–--- მშობლის უფლების შეზღუდვას ითხოვს იმ მოტივით, რომ ლ--–- ტ---–------, მამა-ჯ----- ტ---–------ ხელს უშლის განათლების მიღებაში. 2017 წლის 31 აგვისტოს აქტის თანახმად, რომელიც შედგენილია ს--–---–----- მ-------------- ს---------- ლ-------- რ--------–- განყოფილების თანამშრომლების მიერ, ჯ----- ტ---–------ აღნიშნულ ფაქტთან მიმართებით აფიქსირებს თავის პოზიციას და მიუთითებს, რომ მას სურს ბავშვმა ისწავლოს სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში,ანუ მისი, მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე აქტში, იგი აღნიშნავს, რომ ბავშვმა უნდა მიიღოს განათლება, მამას სურვილი აქვს ბავშვთან ურთიერთობის, თუმცა დეიდა არ აძლევს ამის საშუალებას.
ლ-------- რ--------–- განყოფილების ს--–---–----- მუშაკის 2017 წლის 18 დასკვნის თანახმად, ბავშვის მამა ცხოვრობს სოფელ რ–----–----–-, მას სურვილი აქვს ბავშვი საცხოვრებლად გადმოვიდეს მასთან საცხოვრებლად და ამბობს, რომ მოვლას და მზრუნველობას არ მოაკლებს მას. დასკვნაში ნათქვამია, რომ ჯ----- ტ---–------ს სახლში დაცულია სისუფთავე, ჰიგიენური პირობები, ბავშვისათვის განკუთვნილ ოთახში არის სათამაშოები, მოწესრიგებული საწოლები, დგას მაგიდა და ტანსაცმლის კარადა. ჯ----- ტ---–------ აქვს სტაბილური ფულადი შემოსავალი, დაკავებულია პირადი მეურნეობით, აქვს მიწის ნაკვეთი, ვენახი, ჰყავს ერთი ძროხა და შინაური ფრინველები. ჯ----- ტ---–------, დადებითად ახასიათებენ ახლობლები და მეზობლები, ის არის შრომისმოყვარე, მშვიდი ადამიანი. ს--–---–----- მუშაკის აზრით, მამას აქვს ბავშვის მოვლის უნარი, თუმცა ბავშვზე სათანადო სრულფასოვანი ზრუნვის განსახორციელებლად მას დასჭირდება ახლობლების თანადგომა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს--- ს--–---–----- მ-------------- ს---------- ლ-------- რ--------–- განყოფილების ს--–---–----- მუშაკის დასკვნა-(ს.ფ. 135-136 )
-2017 წლის 31 აგვისტოს აქტი-(ს.ფ. 80-81 )
4.2.2 სს ,,ლ-------- ბ-----“ ამონაწერის თანხმად, ჯ----- ტ---–------ს ანგარიშზე 2018 წლის 11 ივლისის მდგომარეობით ირიცხება 3074.05 ლარი. ს--–---–----- პაკეტის თანხა, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ (2016 წლის 15 მარტი) დაენიშნა ლ--–- ტ---–------,შეადგენს-120 ლარს. როგორც მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, მას სურვილი აქვს ბავშვს მიაწოდოს თანხა, მაგრამ დეიდა მისი ნახვის საშუალებას არ აძლევს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სს ,,ლ-------- ბ----- ლ-------- ფილიალიდან“ –(ს.ფ.220-221)
ს--–---–----- მ-------------- ს---------- ლ-------- რ--------–- განყოფილების წარმომადგენლის განმარტებით, ლ--–- ტ---–------ დღეის მდგომარეობით სწავლობს ქ.თ---–---- ს-------- ჭ--------–-- ს----–----- #5- საჯარო სკოლაში. ამ ინფორმაციას ფლობს ბავშვის მამა-ჯ----- ტ---–------, რომელსაც მართალია სურს, რომ ბავშვი სწავლობდეს სოფელ რ–----–----–- მდებარე საჯარო სკოლაში, თუმცა თანახმაა, რომ ლ--–- ტ---–------- უნდა მიიღოს განათლება და მას ამაში ხელს არ შეუშლის.
-იხილეთ სხდომის ოქმი
4.2.3.
სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ჯ----- ტ---–------ რაიმე თვალსაზრისით უარყოფით გავლენას ახდენს თავის შვილზე,რადგან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები.
4.2.6. მოპასუხე - ჯ----- ტ---–------ მზადაა მზრუნველობა გაუწიოს მის არასრულწლოვან შვილს, თუ მას ამის საშუალებას მისცემს ბავშვის დეიდა-მ------- გ--------. სურვილი აქვს თანხაც გადასცეს შვილს, თუმცა ვერ ახერხებს ბავშვის ნახვას.
სამოტივაციო ნაწილი :
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს--- ს--–---–----- მ-------------- ს---------- ლ-------- რ--------–- განყოფილების სარჩელი ჯ----- ტ---–------ს მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე, 1205-ე,1206-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი.
,,ბავშთა უფლებათა შესახებ ევროპული კონვენცია''.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და ს--–---–----- განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ თუ ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება ჰქონდეთ ურთიერთობა შვილებთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დ---დებამდე, ისე დ---დების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და ს--–---–----- განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს, მათ თანაბრად ეკისრებათ შ---–-ს რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოცილურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები და მონაწილეობა მიიღონ მათ სრულფასოვანი საზოგადოების წევრებად ჩამოყალიბებისათვის. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს გარეშე პირის (ბებიის, ან სხვა ნათესავის) ფინანსურ მდგომარეობაზე.
7.2. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
ამავე კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ ს--–---–----- უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესს.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: “მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.”
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, რაც გულისხმობს მოპასუხისათვის შ---–-ს ყველა სამართლებრივ ურთიერთობაში წარმომადგენლობის უფლების შეზღუდვას. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეს არ მიუთითებია აღნიშნული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები.
სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, ჯ----- ტ---–------ს მიერ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განუხორციელებლობამ ან არაჯეროვანმა განხორციელებამ ზიანი მიაყენა ან მომავლში შესაძლოა მიაყენოს არასრულწლოვანის ინტერესებს.
საქმეში არსებული მასალებით, ამ ეტაპზე არ იკვეთება არასრულწლოვანი ბავშვის განათლების მიღების, ჯანმრთელობის თუ სხვა აუცილებელი საჭიროებებიდან გამომდინარე, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის აუცილებლობა. ამასთან, არ დადგინდა ჯ----- ტ---–------ს მხრიდან ბავშვის უფლებების რეალიზაციისთვის ხელშეშლა.
მომავალში შესაძლო დაბრკოლების , თავიდან აცილების მიზნით, მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა ამ უკანასკნელის მშობლის უფლების ხელყოფა იქნებოდა. ამავდროულად, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი აუცილებლობა უფლებამოსილი ორგანოების მიერ დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული. მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვისთვის უნდა არსებობდეს ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული გარემოებების უტყუარი მტკიცებულებანი არასრულწლოვანის ინტერესის გათვალისწინებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.“ ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს, მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეა ვალდებული დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ეყრდნობა სასარჩელო მოთხოვნა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ლ--–- ტ---–------ მიღწეული არ არის ისეთ ასაკს, რომ მის აზრსა და სურვილს შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს სასამართლოსათვის, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მამა ჯ----- ტ---–------ არ გაურბის შვილთან ურთიერთობას, თუმცა ბავშვი იზრდება დეიდასთან ერთად, არის მამისაგან მოშორებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, ჯ----- ტ---–------ აუცილებლად უნდა ჰქონდეს საშუალება იქონიოს კავშირი საკუთარ შვილთან და მონაწილეობა უშუალოდ მიიღოს მის აღზრდაში, რასაც ვერ შეძლებს ბავშვის დეიდასთან ყოფნის შემთხვევაში.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ჯ----- ტ---–------ს მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება მამისათვის აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ''ა'' ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.ს--- ს--–---–----- მ-------------- ს---------- ლ-------- რ--------–- განყოფილების სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი- ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის დაცვით ლ-------- მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი- ლენტეხი, დ.აღმაშენებლის ქ.17) მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს ლ-------- მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა ჯანხოთელი