გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1531-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.06.2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - სს ”თი---------ი”
წარმომადგენელი - კ---- ქო----ე
მოპასუხე - თ----------ი თუ-------ე
წარმომადგენელი - ალ---------ე მუ-------ი
მოპასუხე - შპს ,,ს----ო"
დავის საგანი - თანხის დაკისრება; იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):
1.1. სს „თი---------ის“ სასარგებლოდ, მოპასუხე თ---------- თუ-------ეზე N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 98,539.65 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.
1.2.სს „თი---------ის“ სასარგებლოდ, თ---------- თუ-------ეზე N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 16,229.10 აშშ დოლარზე, 2----–-–------------დან - დავალიანების სრულ დაფარვამდე, წლიური 17% ის გადასახდელად დაკისრება.
1.3.სს „თი---------ის“ სასარგებლოდ, თ---------- თუ-------ეზე N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 16,229.10 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს -0.2%-ის, 2018 წლის ივნისიდან - დავალიანების სრულ დაფარვამდე, გადასახდელად დაკისრება.
1.4. N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს შპს ,,ს----ო“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, დასახლება მახინჯაური. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------;
1.5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება სს „თი---------ის“ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება განხორციელდეს თ---------- თუ-------ის კუთვნილი ქონებიდან.
1.6. მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის განმარტებით, 20---–-–----------------ს სს ,თი---------სა“ და თ---------- თუ-------ეს შორის გაფორმდა №0--------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0--------------- ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეებს შორის, 2014 წლის 22 იანვარს, გაფორმდა №2-------------- (2014 წლის 09 ივნისს შევიდა ცვლილება) საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კრედიტის თანხა განისაზღვრა 162,000 (ას სამოცდაორი ათასი) აშშ დოლარით, წლიური განაკვეთი – 17% სარგებლით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 0.2%.
მითითებული ხელშეკრულებების თანახმად, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა შესაძლებელია: თუ მესესხებლის ფინასური და ქონებრივი მდგომარება არსებითად გაურესდება ან/ და ასეთი საშიშროება დადგება, ასევე თუ ,,მსესხებელი დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდის ვადას“. მსესხებლის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, კერძოდ, მის მიერ არ ხდება ხელშეკრულებების დანართით გათვალისწინებული თანხების შემოტანა ამავე დანართით განსაზღვრულ ვადებში. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეები გაფრთხილებულ იყვენენ დავალიანების გადახდის შესახებ, ვალდებულება არ შესრულდა და დღემდე შეუსრულებელია.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში, რაც შეადგენს 16.229.10 აშშ დოლარს. აღნიშნული პოზიცია ეკავა მოპასუხის წარმომადგენელს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე.
მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, მოპასუხე მხარე ცნობს სესხის ძირს 16.229.10 აშშ დოლარს. დარიცხული პროცენტი 42.310.55 აშშ დოლარის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან იგი დათვლილია 145.770.90 აშშ დოლარიდან. ასევე არ ეთანხმება პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებაზე 40.081.45 აშშ დოლარის მოთხოვნას.
3 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 20---–-–----------------ს სს „თი---------სა“ და თ---------- თუ-------ეს შორის გაფორმდა №0--------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.
მტკიცებულება:
- (დანართი №1, №0--------------- ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ).
3.1.2. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0--------------- ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეებს შორის, 2014 წლის 22 იანვარს, გაფორმდა №2-------------- (2014 წლის 09 ივნისს შევიდა ცვლილება) საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კრედიტის თანხა განისაზღვრა 162,000 (ას სამოცდაორი ათასი) აშშ დოლარით, წლიური განაკვეთი – 17% სარგებლით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 0.2%.
მტკიცებულება:
-(დანართი №2, №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება).
(დანართი №3, შეთანხმება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში №2-------------- ცვლილების შეტანის შესახებ).
3.1.3. №0--------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები:
20---–-–----------------ს სს „თი---------სა“ და დავით მერკვილაძეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობს ხელშეკრულება;
20---–-–----------------ს სს „თი---------სა“ და გოგი ჭიჭინაძეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;
20---–-–----------------ს სს „თი---------სა“ და გიორგი ხაზარაძეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;
20---–-–----------------ს სს „თი---------სა“ და გ---- შ--–---------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;
თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე თავდები პირები კისრულობენ სოლიდარულ პასუხისმგებლობას მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეასრულონ საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №0--------------- ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
მტკიცებულება:
ა. (დანართი №4, თავდებობის ხელშეკრულება);
ბ. (დანართი №5, თავდებობის ხელშეკრულება);
გ. (დანართი №6, თავდებობის ხელშეკრულება);
დ. (დანართი №7, თავდებობის ხელშეკრულება);
3.1.3. საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №0--------------- ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები:
1.2013 წლის 26 დეკემბერს სს „თი---------სა“ და ქეთევან ხაზარაძეს შორის გაფორმდა №1----1 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ.თ---–-----------------–-------------------------–----------------,. საგანი: სახლის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით 120.57 კვ.მ., სამეურნეო ფართით 83.89 კვ.მ., ავტოგარაჟი ფართით 37.80 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 03.03.02.028;
2.20---–-–----------------ს სს „თი---------სა“ და მაყვალა უკლებას შორის გაფორმდა №1----2 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ.ქ-----------------------------–------–------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------;
3.20---–-–----------------ს ერთი მხრივ სს „თი---------სა“ და მეორე მხრივ ციური შ--–---------სა და გ---- შ--–---------ს შორის გაფორმდა №1----11 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ.ქუთაისი, ქუჩა ნ----–---–---–--------------, (ნაკვეთი №1). მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------;
4.20---–-–----------------ს სს „თი---------სა“ და შპს ,,ს----ოს” შორის გაფორმდა №2------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, დასახელება მახინჯაური. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------;
5.20---–-–----------------ს სს „თი---------სა“ და მევლუდი ს------ს შორის გაფორმდა №2------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. ქ-----------------–------------------------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------;
მტკიცებულება:
(დანართი №8, იპოთეკის ხელშეკრულება);
(დანართი №9, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
(დანართი №10, იპოთეკის ხელშეკრულება);
(დანართი №11, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
(დანართი №12, იპოთეკის ხელშეკრულება);
(დანართი №13, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
(დანართი №14, იპოთეკის ხელშეკრულება);
(დანართი №15, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
(დანართი №16, იპოთეკის ხელშეკრულება);
(დანართი №17, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
მოპასუხე თ---------- თუ-------ის წარმოდგენილმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო სესხის ძირი თანხის 16.229.10 აშშ დოლარის ნაწილში. აღნიშნული პოზიცია ეკავა მოპასუხის წარმომადგენელს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2018 წლის 29 ივნისის მდგომარეობით თ----------ი თუ-------ის (პ/ნ 6----------) დავალიანება სს „თი---------ის“ წინაშე, 2014 წლის 22 იანვარს გაფორმებული №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს: 145.770.90 აშშ დოლარს, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა – 16.229.1 აშშ დოლარი, დასაფარი პროცენტი – 42.696.00 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა ვადაგადაცილებაზე – 218.464.47 აშშ დოლარი.
მოპასუხის ვალდებულების არსებობა ს.ს „თი---------ის“ წინაშე დასტურდება ცნობით დავალიანების შესახებ, სადაც დაფიქსირებულია დავალიანების ოდენობა.
მტკიცებულება:
(დანართი №18, გადახდების ისტორია);
(დანართი №19, ინვოისი);
(დანართი №20, ცნობა დავალიანების შესახებ).
3.2.2. მოსამზადებელ სხდომაზე სს „თი---------ის“ წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, თ---------- თუ-------ეს N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 98,539.65 აშშ დოლარის გადახდა. (ძირი - 16.229.1 აშშ დოლარი; პროცენტი - 42.696.00 აშშ დოლარი და ჯარიმა 40.081.45 აშშ დოლარი).
მტკიცებულება:
დაზუსტებული სარჩელი.
3.2.3.სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეებს მის მიმართ გააჩნიათ დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში ნაწილობრივ აღიარებს დავალიანების არსებობას. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები. მოპასუხემ კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოება უარყო მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.2.4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის 16.229.1 აშშ დოლარის ნაწილში, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი სესხის ძირი თანხების და პროცენტის ნაწილში საფუძვლიანია, რის გამოც ამ ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა შემცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გონივრული ოდენობით პირგასამტეხლომდე.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ.
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 623-625-ე, 411-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე-873-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 208-ე; 102-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
6.4. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
6.5.სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ თ----------ი თუ-------ეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
6...საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან განვადების ბარათის ყველა არსებით პირობაზე.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.9. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,თი---------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული 2014 წლის 22 იანვარის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულება სრულად შესრულებული არ არის.
6.10.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოხმობილი სამართლის ნორმის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ძირის 16.229.1 აშშ დოლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
სასამართლოს დასკვნები სარგებელის (პროცენტის) დაკისრების ნაწილში:
6.11.წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს შორის დავას იწვევს სესხზე დარიცხული სარგებელი. კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, მოსარჩელე არაკეთილსინდისიერად იყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებას.
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებები, ითვალისწინებს სარგებელის დარიცხვას ამდენად, მოთხოვნა ვერ შეფასდება უფლების ბოროტად გამოყენებად.
მისივე განმარტებით, მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 162.000 (ას სამოცდაორი ათასი) აშშ დოლარი, მოპასუხის მიერ ნაწარმოები გადახდები აკლდებოდა ძირ თანხას და პროცენტს და მოპასუხეს გადასახდელი აქვს პროცენტის (სარგებელის) სახით 42.310.55 აშშ დოლარი.
როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთის გადახდას სესხისათვის. საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე.
- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
-დადგენილია, რომ მოპასუხის დავალიანება -2018 წლის 29 ივნისის მდგომარეობით N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს: ძირი - 16.229.1 აშშ დოლარი; პროცენტი - 42.696.00 აშშ დოლარი და ჯარიმა 40.081.45 აშშ დოლარი.
6.12. მითითებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.
ამდენად, მოთხოვნა N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პროცენტის -42.696.00 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლოს დასკვნები პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით:
6.13. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის პოზიცია პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში ნაწილობრივ საფუძვლიანია. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ას-1338-1376 განმარტა, რომ ,,ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.
კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “ბონა ფიდეს“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „იუს ცივილე“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “ბონა ფიდე“-ს (“ფიდეს“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ეხ ფიდე ბონა“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.
კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“.
6.14.წინამდებარე შეთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
-საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხის მიერ სესხის ვადის გადაცილება გამოწვეულია მძიმე ფინანსური მდგომარეობით, იგი აღიარებს სესხის ძირ თანხას, რაც მიანიშნებს ვალდებულების მიმართ მის კეთილსინდისიერებაზე.
-კერძოდ, დადგენილია, რომ დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ პირგასამტეხლოს სახით მოითხოვა 40.081.45 აშშ დოლარი.
ასევე მოითხოვა სს „თი---------ის“ სასარგებლოდ, თ---------- თუ-------ეზე N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 16,229.10 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს -0.2%-ის, 2018 წლის ივნისიდან - დავალიანების სრულ დაფარვამდე, გადასახდელად დაკისრება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 40.081.45 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს სესხის ძირ თანხამდე და პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 16,229.10 აშშ დოლარით, რაც მოცემული შემთხვევისათვის, ხელშეკრულების პირობის დარღვევის ხანგრძლივობის, სესხის მოცულობის და კრედიტორის მოლოდინის გათვალისწინებით სამართლიანად უნდა ჩაითვალოს.
6.15. რაც შეეხება მოთხოვნას - სს „თი---------ის“ სასარგებლოდ, თ---------- თუ-------ეზე N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 16,229.10 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს -0.2%-ის, 2018 წლის ივნისიდან - დავალიანების სრულ დაფარვამდე, გადასახდელად დაკისრების თაობაზე, იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მისი დარღვევა უმეტეს შემთხვევაში, დადებულ გარიგებას მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურად აქცევს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ძირი თანხის, პროცენტის, ჯარიმის (პირგასამტეხლოს), ასევე აღსრულებამდე ფიქსირებული სარგებელის გადახდის ნაწილში, დამატებით აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს მოთხოვნა სასამართლოს მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურად მიაჩნია, რადგან მოსარჩელემ დაკმაყოფილებული სარჩელით ფაქტობრივად მიიღო ის სარგებელი, რა მოლოდინიც ხელშეკრულების დადებისას ჰქონდა.
6.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
დადგენილია, რომ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე თ----------ი თუ-------ის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ძირი თანხის 16.229.10 აშშ დოლარის (36.468.41 ლარი) ნაწილში. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 824.00 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან. საგადასახადო დავალება №1. 06.08.2015 წელი. გადამხდელი სს თი---------ი. სახაზინო კოდი - 300183150.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა 23.770.90 აშშ დოლარის (53.415.58 ლარი) დაკისრების ნაწილში. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 1206.00 ლარი, სსს კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო 58.539.65 აშშ დოლარის (131.544.44 ლარი) დაკისრების ნაწილში, სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 2970.00 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხე თ----------ი თუ-------ეს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ სს ,,თი---------ის” სარჩელი.
2. დაეკისროს მოპასუხე თ----------ი თუ-------ეს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ, N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 98,539.65 აშშ დოლარის გადახდა. (ძირი - 16.229.10 აშშ დოლარი; პროცენტი (სარგებელი - 42.310.55 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო (ჯარიმა) 16.229.10 აშშ დოლარი).
3. დაეკისროს მოპასუხე თ----------ი თუ-------ეს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ, N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 16,229.10 აშშ დოლარზე, 2----–-–------------დან - დავალიანების სრულ დაფარვამდე, წლიური 17% ის გადახდა.
4. N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს შპს ,,ს----ო“-ს (ს/ნ4--------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, დასახლება მახინჯაური. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------;
-იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება სს „თი---------ის“ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება განხორციელდეს თ----------ი თუ-------ის კუთვნილი სხვა ქონებიდან.
5. მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 824.00 ლარი, მოსარჩელეს დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან. საგადასახდო დავალება №1. 06.08.2015 წელი. ანგარიში 300183150. გადამხდელი ,,თი---------ი“.
8. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 2970.00 ლარი, მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოპასუხეს.
9. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟი - 1206.00 ლარი, ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
10. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე