გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2018
საქმის ნომერი
140210016001569174
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
13.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1402100-600-569174

საქმე №2/1398-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.06.20-8 წ. ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელე ა--------ლ ღ-------ე

წარმომადგენელი ნ----ა ჯ-----–---–ი, ზ---ა მ-----–---–ი, მ-----ე მ--------–--ე

მოპასუხე ი-----–--ა გ--–-----ე

წარმომადგენელი ნ--ო მ-----–--ე

დავის საგანი ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ი-----–--ა გ--–-----ის მხრიდან აღკვეთილ იქნეს ხელშეშლა საკუთრების უფლებაზე და დაევალოს მას ქ. გორში, ჭ--------ს ქ. N4-ში 66.45.2-.275.0-.50- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ შენობაზე გადასული უკანონო სახურავის, ასევე, მშენებლობისთვის განკუთვნილი რკინის ბოძების დემონტაჟი საკუთარი სახსრებით, მოპასუხეს დაევალოს აღადგინოს საკანალიზაციო მილი და მოსარჩელეს მიეცეს უფლება ისარგებლოს აღნიშნული საკანალიზაციო ჭით. მოპასუხეს ასევე დაევალოს ცხოველების (ძაღლების) გაყვანა.

 

დაზუსტებული სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს ქ. გორში, ჭ--------ს ქ. N4-ში, მოპასუხესთან ერთად თანასაკუთრების უფლება გააჩნია უძრავი ქონებაზე. მიწის ნაკვეთი, მდებარეობისა და კონფიგურაციიდან გამომდინარე, წარმოადგენს ისეთ უძრავ ქონებას, რომლის რეალური გამიჯვნაც ვერ ხერხდება დამოუკიდებელი საკუთრების უფლებით. შესაბამისად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებას მხარეები ფლობენ თანაზიარად. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოპასუხე ი-----–--ა გ--–-----ის მხრიდან უკანონო ქმედების შედეგად მოსარჩელეს ადგება ზიანი, რის გამოც მიმართა ზედამხედველობის სამსახურს და შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რითაც მოპასუხე ი-----–--ა გ--–-----ე დაჯარიმდა 3000 ლარით და ამავე დროს, გაფრთხილებულ იქნა, რომ თანამესაკუთრეთა ნებართვისა და პროექტის გარეშე არ აწარმოოს სამშენებლო საქმიანობა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოპასუხემ კვლავ გააგრძელა სამშენებლო საქმიანობები თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ფართზე და ამავე დროს, ისე გათხარა მიწის ფართი, რომ დააზიანა საკანალიზაციო მილი და აღნიშნულის შემდგომ საკანალიზაციო მილი დალუქა, რის შედეგადაც მოსარჩელეს შეექმნა გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები. ასევე, თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში (ს.კ 66.45.2-.249), რომელსაც მოსარჩელე იყენებს საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელად (პატარა ეზო), ი-----–--ა გიცირიძე მას ხელს უშლის სარგებლობაში, ჰყავს ძაღლები, რომლებსაც ხელშეშლის მიზნით, სპეციალური დამცავის გარეშე უშვებს აღნიშნულ ფართში, რის გამოც უჭირს ეზოში გადაადგილება, ასევე ამ მიზეზით გადაადგილება უჭირთ მასთან სტუმრად მისულ პირებს (იხ. დაზუსტებული სარჩელი და სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ი-----–--ა გ--–-----ემ სარჩელს მხარი არ დაუჭირა. მისი განმარტებით, ქ. გორში ჭ--------ს ქ. N4-ში მდებარე უძრავი ქონება ს.კ 66.45.2-.259 აღრიცხულია თანასაკუთრების უფლებით, თუმცა თანასაკუთრების თაობაზე ჩანაწერი გასაჩივრებულია მის მიერ. მოპასუხისვე განმარტებით იგი აწარმოებდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოებს, რადგან უკვე საკმაოდ დაზიანებული იყო და ატმოსფერული ნალექები ჩაედინებოდა სახლში. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იგი დაჯარიმდა ა--------ლ ღ-------ის განცხადების საფუძველზე, თუმცა დაჯარიმების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. გასაჩივრების შედეგად გორის რაიონული სასამართლოსმიერ აღნიშნული აქტი გაუქმდა. მოპასუხემ ჯერ კიდევ 20-5 წელს მიმართა შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ გორის სერვის ცენტრს და სთხოვდა ოფიციალურად გაეფრთხილებინათ ა--------ლ ღ-------ე, რათა არ მომხდარიყო მისი მხრიდან უკანონო ხელშეშლა და თავისუფლად ჩაეტარებინა მისი ინდივიდუალური სარგებლობის წყალარინების სისტემის შეკეთებითი სამუშაოები. მოპასუხის მითითებით, ა--------ლ ღ-------ე წლების განმავლობაში იყო დაერთებული მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე და მასვე უნდა ეზრუნა საკუთარი საკანალიზაციო ქსელის მოწყობაზე.

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ აქვს მოსარჩელის უფლებების შეზღუდვას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, ჭ--------ს ქ. N4, ს/კ: №66.45.2-.259, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი 178.00 კვ.მ, შენობა N0- და N02 დამხმარე ნაგებობები, თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა--------ლ ღ-------ისა და ი-----–--ა გ--–-----ის სახელზე.

 

3.1.2. უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, ჭ--------სქ. N4 ს/კ: №66.45.2-.275.0-.50-, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 284.00 კვ.მ, თანასაკუთრების უფლებით, ხოლო შენობა- ნაგებობა N0-, სართული I-II-III, ფართი - 216.28 კვ.მ, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა--------ლ ღ-------ის სახელზე.

 

3.1.3. უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, ჭ--------ს ქ. N4ს/კ: №66.45.2-.275.0-.502, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 284.00 კვ.მ, თანასაკუთრების უფლებით, ხოლო შენობა N0-, სართული I-II, ფართი - 102.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი-----–--ა გ--–-----ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერთა კავშირის N2/0-11 დასკვნის თანახმად, ი-----–--ა გ--–-----ის მიერ გაკეთებული სახურავი სცდება თანასაკუთრებაში არსებულ ხანძარსაწინააღმდეგო მნიშვნელობით აგებულ კედელს და გადადის ა--------ლ ღ-------ის მხარეს, დაახლოებით 0.30 მეტრით, რაც შემდგომ დაბრკოლებას შეუქმნის ა--------ლ ღ-------ეს სახურავზე სამუშაოების ჩატარებას და ამიტომ საჭიროებს ი. გ--–-----ის სახურავის ისეთ მდგომარეობაში მოყვანას, რათა არცერთ მესაკუთრეს არ შეექმნას დაბრკოლება სახურავზე სამუშაოების ჩატარებისას. ქ. გორი, ჭ--------სქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (ს.კ 66.45.2-.275) ეზოს მხრიდან ი. გ--–-----ის მიერ ჩასმული რკინის ბოძები და ჟოლოპი დამონტაჟებულია საჯარო რეესტრში (ს.კ. 66.45.2-.259) რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რამაც გამოიწვია თანასაკუთრებაში მყოფი ეზოს შევიწროვება.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერთა კავშირის დასკვნა N2/0-11;

 

3.2.2. სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ი-----–--ა გ--–-----ე სკადასტრო კოდზე №66.45.2-.275.0-.502 რეგისტრირებულ მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს იმდაგვარად, რომ არღვევს საკადასტრო კოდზე №66.45.2-.275.0-.50- მესაკუთრედ რეგისტრირებულ ა--------ლ ღ-------ის უფლებებს;

 

მოსარჩელე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხე ი-----–--ა გ--–-----ე ქ. გორი, ჭ--------სქ. N4-ში თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში უნებართვო რეკონსტრუქციების ჩატარების გამო დაჯარიმდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის 20-6 წლის 2- სექტემბრის N1-767 ბრძანებით. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებად მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა გორის რაიონული სასმართლოს 20-7 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული ბრძანება დაჯარიმების შესახებ. მითითებული მტკიცებულებით მოპასუხეს სურს დაადასტუროს, რომ მის მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაობი არ საჭიროებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნებართვას. აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანება გაბათილდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მითითებულ ორგანოს დაევალა საკითხის ხელახლა გამოკვლევის შემდგომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და ამდენად, ამ ეტაპზე მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად ვერ მიიჩნევს.

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედაც, რომ მხარეებს ქ. გორი, ჭ--------ს ქ. N4-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში საერთო საკუთრებაში გააჩნიათ საკანალიზაციო ჭა. მოპასუხე ი-----–--ა გ--–-----ის მხრიდან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გაუქმდა საკანალიზაციო მილი და დაილუქა საკანალიზაციო ჭა, რითაც მოსარჩელეს არ ეძლევა მისით სარგებლობის საშუალება და აღნიშნულის გამო ექმნება გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მშენებლობის დამთავრებაზე და ინდივიდუალური სახლთმფლობელობის ექსპლოატაციაში გადაცემაზე შემდგარი აქტები;

- გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ორდერი N29;

- გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობა;

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მას არ აძლევს საშუალებას გამოიყენოს საერთო სარგებლობისათვის განკუთვნილი საკანალიზაციო ჭა იმ მოტივით, რომ ა--------ლ ღ-------ეს შეუძლია მოაწესრიგოს თავისი საკანალიზაციო ქსელი ცენტრალურ საქალაქო მაგისტრალზე დაერთების გზით. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხის მიერ მითითებულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ექსპერტის წინაშე არ არის დასმული შესაბამის კითხვა, რომელიც გამორიცხავდა ა--------ლ ღ-------ის მიერ აღნიშნული საკანალიზაციო ჭით სარგებლობის უფლებას. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილია მშენებლობის დამთავრებაზე და ინდივიდუალური სახლთმფლობელობის ექსპლოატაციაში გადაცემაზე შემდგარი აქტები და გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ორდერი N29, რომლითაც დასტურდება, რომ ჯერ კიდევ ქ. გორი, ჭ--------ს ქ. N4-ში მდებარეუძრავი ქონების ა--------ლ ღ-------ისა და ი-----–--ა გ--–-----ის თანამესაკუთრეებად აღრიცხვამდე, არსებობდა წყალსადენი და კანალიზაცია, რომელიც იქ მაცხოვრებლებს გადაცემული ჰქონდათ საერთო სარგებლობაში.

 

3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ი-----–--ა გ--–-----ეს ქ. გორი, ჭ--------სქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ჰყავს ძაღლები (ორი ძაღლი), რომლებიც გადაადგილდებიან სპეციალური დამცავის (ალიკაპი) გარეშე და მათი აგრესიული ქმედებებიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარეს, ასევე მასთან მისულ გარეშე პირებს ექმნებათ გადაადგილების საფრთხე.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N8525;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალ- წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანა- ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა უნდა იქნეს დადას- ტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხა- რეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართ- ლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარემ დაამტკიცა მოპასუხეების მხრიდან მისი საკუთრების ხელყოფის ფაქტი, თუმცა მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება აღნიშნული გარემოების გასაქარწყლებლად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ა--------ლ ღ-------ის სარჩელი საფუძვლიანია და არსებობს მისი დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 173-ე, 312-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით. არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება ნიშნავს იმას, რომ ყველა მესამე პირი ვალდებულია თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან. თუ არ ექნება ადგილი აღნიშნულ დარღვევას, მესაკუთრე შეძლებს ნივთთან თავისუფალი ურთიერთობის განხორციელებას. მესაკუთრის მოქმედებით ასევე არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების შინაარსი მდგომარეობს მასში, რომ მესაკუთრეს თავისუფლად უნდა შეეძლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, ჭ--------ს ქ. N4, ს/კ: №66.45.2-.259, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი 178.00 კვ.მ, შენობა N0- და N02 დამხმარე ნაგებობები, თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა--------ლ ღ-------ისა და ი-----–--ა გ--–-----ის სახელზე, ამასთან იმავე მისამართზე მდებარე საკადასტო კოდზე №66.45.2-.275.0-.50- რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ა--------ლ ღ-------ის ინდივდუალი საკუთრებას, ხოლო საკადასტო კოდზე №66.45.2-.275.0-.502 რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ი-----–--ა გ--–-----ის ინდივიდუალურ საკუთრებას.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. 2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გრძელდება, მესაკუთერს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესი გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ა--------ლ ღ-------ე მიუთითებს, რომ ი-----–--ა გ--–-----ის მიერ გაკეთებული სახურავი სცდება ხანძარსაწინააღმდეგო მნიშვნელობით აგებულ კედელს და გადადის მის მხარეს, აგრეთვე საერთო მფლობელობის ეზოში მოპასუხე მხარის მიერ ლითონის მილების დაყენებამ გამოიწვია სამანქანო გზის დავიწროვება, რითაც მხარეს ხელი ეშლება ქონებით სრულფასოვან სარგებლობაში. ამასთან მოპასუხე მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლების საზიანოდ არ იცავს უსაფრთხოების ზომებს შინაურ ცხოველებთან - ძაღლებთან მიმართებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ააიპ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის N2/0-11 ექსპერტიზის დასკვნის შეინაარზე, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხე ი-----–--ა გ--–-----ის (ს.კ№66.45.2-.275.0-.502) საცხოვრებელი სახლის სახურავი სცდება თანასაკუთრებაში არსებულ ხანძარსაწინააღმდეგო მნიშვნელობით აგებულ კედელს და გადადის ა--------ლ ღ-------ის (ს.კ. №66.45.2-.275.0-.50-) მხარეს, რაც შემდგომში დაბრკოლებას შეუქმნის ა. ღ-------ეს სახურავზე სამუშაოების ჩატარებისას. ასევე ქ. გორი, ჭ--------ს ქ. N4-ში მდებარე საერთო სარგებლობის ეზოში (ს/კ: №66.45.2-.259) ი-----–--ა გ--–-----ის მიერ დამონტაჟებულმა რკინის ბოძებმა და ჟოლოპმა გამოიწვია თანასაკუთრებაში არსებული ეზოს შევიწროვება, რითაც ხელი ეშლება მოსარჩელეს ავტომანქანის ფარეხში შეყვანაზე.

 

მოსარჩელე სარჩელით ასევე ითხოვს თანასაკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე საკანალიზაციო ჭით სარგებლობის უფლების ხელშეშლის აღკვეთას. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ჯერ კიდევ ქ. გორი, ჭ--------ს ქ. N4-ში ა--------ლ ღ-------ისა და ი-----–--ა გ--–-----ის მესაკუთრეებად აღრიცხვამდე აღნიშნულ მისამართზე არსებობდა წყალსადენი და კანალიზაცია, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული საკანალიზაციო ჭა განკუთვნილი იყო საერთო სარგებლობისთვის და ამდენად, ა--------ლ ღ-------ეს უფლება აქვს ისარგებლოს აღნიშნული საკანალიზაციო ჭითა და შესაბამისად მასზე საკანალიზაციო მილის დაერთების უფლებით.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან დადგენილია უძრავი ნივთის მესაკუთრე და ასევე დადგენილია პირი, რომელიც მესაკუთრის ნების გარეშე, კანონისმიერი და სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე ახორციელებს აღნიშნული უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეშლას, რითაც ლახავს მოსარჩელის უფლებას, ამიტომ მოსარჩელე ა--------ლ ღ-------ეს აქვს უფლება მოითხოვოს სახურავის, რკინის ბოძების დემონტაჟი, საკანალიზაციო ჭისა და ეზოს მიწის ნაკვეთის შეუზღუდავად სარგებლობის უფლება, რის გამოც სარჩელი ხელშელის აღკვეთის შესახებ საფუძვლიანია და იგი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში ა--------ლ ღ-------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 120 ლარი, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ა--------ლ ღ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მოპასუხე ი-----–--ა გ--–-----ის მხრიდან აღკვეთილ იქნეს ხელშეშლა იმდაგვარად, რომ ი-----–--ა გ--–-----ეს დაევალოს ა) საკუთარი ხარჯებით მოახდინოს მის სახელზე ქ. გორში, ჭ--------ს ქ. N4-ში N66.45.2-.275.0-.502 საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული სახურავის დემონატაჟი იმ ნაწილში, რომელიც გადადის მოსარჩელე ა--------ლ ღ-------ის N66.45.2-.275.0-.50- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ შენობა-ნაგებობის ნაწილზე (დაახლოებით 0.30 მ.), ბ) მშენებლობისთვის განკუთვნილი რკინის ბოძების დემონტაჟი, გ) დაევალოს აღადგინოს საკანალიზაციო მილი და მოსარჩელეს მისცეს უფლება ისარგებლოს საკანალიზაციო ჭით, დ) ასევე დაევალოს უზრუნველყოს უსაფრთხოების ზომების მიღება მასთან მყოფ შინაურ ცხოველებთან (ძაღლები) მიმართებაში ისე, რომ მათი ყოლით არ დაირღვეს მოსარჩელის ინტერესები (უზრუნველყოს ძაღლების ეზოში გაყვანა სპეციალური დამცავის (ალიკაპის) მეშვეობით და კონტროლი განახორციელოს მათზე უსაფრთხოების მიზნით).

 

2. მოპასუხე ი-----–--ა გ--–-----ეს დაეკისროს მოსარჩელე ა--------ლ ღ-------ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ( ასოცი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე