გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210017002052991
#2/189 -2017 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04. 07.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: გ----- ა-----ე
წარმომადგენელი: მ----- ნ--------ე
მოპასუხე: ნ---- ე------ე
წარმომადგენელი: ი-----–- ლ-----–---–ი
დავის საგანი : ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 16 აგვისტოს მომართა გ----- ა-----ემ (პ/ნ 5----------) სარჩელით და მოპასუხედ დაასახელა ნ---- ე------ე (პ/ნ 0----------). მოსარჩელე ითხოვს 2009 წლის 28 ივლისს ნოტარიუს ნანა ბაკურაძის მიერ №09033-146 წილის გასხვისების ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
1.2. მოსარჩელე განმარტავს, რომ 2005 წლის 25 მაისს მან დაარსა შ.პ.ს.,, ბ-----” (ს/ნ 2--------), რომელიც რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში. საწარმოს იურიდიული მისამართია ქ. ჭიათურა 9 აპრილის ქ.N13. საზოგადოების წილის 100 პროცენტის მფლობელი იყო გ----- ა-----ე. 2011 წლის 23 სექტემბერს სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად 50 პროცენტიანი წილის მფლობელად დარეგისტრირდა მოპასუხე, რომელმაც სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა ნოტარიუს ნანა ბაკურაძის მიერ 2009 წლის 28 ივლისს დამოწმებული წილის გასხვისების ხელშეკრულება. გ----- ა-----ის მიერ გასხვისებული იქნა ხსენებული საწარმოს 50 პროცენტიანი წილი. ამ შემთხვევაში მოსარჩელე თვლის, რომ მის მიმართ ბოროტად იქნა გამოყენებული ძალაუფლება და შანტაჟი, კერძოდ: მოპასუხის გარემოცვიდან მოსარჩელეზე და მისი ოჯახის წევრებზე და ნათესავებზე განხორციელდა ზემოქმედება, რომელმაც მოსარჩელეს აფიქრებინა, რომ მუქარა აუცილებლად განხორციელდებოდა-წინარე გარიგების საგანს კი წარმოადგენდა მოსარჩელის ნათესავის დათმობის ხარჯზე მოპასუხის სასარგებლოდ ქონების გადაფორმება. შესაბამისად წილის გასხვისებამდე მოპასუხემ მოსარჩელის შვილის ბ----- ა-----ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 2125 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მდებარე თბილისში დ/დიღმის მასივში ვითომ სასყიდლიანი გარიგებით გადაიფორმა თავის სახელზე. აღნიშნული უკანონო გარიგებების გამო მოსარჩელეს მოპასუხისა და მისი მფარველების შესახებ საჩივარი აქვს აღძრული საქართველოს მთავარ პროკურატურაში. მოსარჩელეს, როგორც საზოგადოების დამფუძნებელსა და ერთადერთ პარტნიორს სამეწარმეო საქმიანობა ფაქტიურად შეჩერებული აქვს მას შემდეგ , რაც წილის იძულებით გადაფორმება მოხდა ისე, რომ მოპასუხეს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში თანხაც არ გადაუხდია მოსარჩელისათვის, ვარაუდობდა, რომ მოპასუხე დაკმაყოფილდებოდა მისი შვილის მიწის ნაკვეთის გადაფორმებით. ამასთანავე მოპასუხეს არც ინტერესი გამოუჩენია სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობისათვის. მას შემდეგ მან რაც სასამართლოს მიმართა საწარმოს წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ თავისის წილის რეგისტრაცია მაინც განუხორციელებია შეძენიდან ორი წლის შემდეგ. იგი ითხოვს საზოგადოებაში მონაწილეობას და დაშვებას. ამჟამინდელი მდგომარეობით მოპასუხეს მოპოვებული აქვს უფლება საზოგადოების მიიღოს ინფორმაცია საწარმოს საქმიანობის შესახებ. მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
1.3. მოსარჩელე ვიდრე სასამართლოს მომართავდა სარჩელით, მან სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფა. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 აგვისტოს განჩინებით შეჩერდა აღსრულების ბიუროში საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 19 ივლისს გაცემული N2/35-15 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება . ამასთან განმცხადებელს მიეცა ვადა სარჩელის შემოსატანად. აღნიშნული განჩინება გასაჩივრებული იქნა მოპასუხის მიერ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ძალაში დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 აგვისტოს განჩინება.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ---- ე------ე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ სასამართლო აღიარებით სარჩელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს წარმოებაში, თუ აღიარებით სარჩელის მიმართ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიკუთვნებითი მოთხოვნის არ არსებობა და მხოლოდ და მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი. მოსარჩელის პოზიციით მოსარჩელე თავის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით მიუთითებს , რომ მისთვის ასეთს წარმოადგენს საწარმოში სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორის, როგორც საზოგადოების დამფუძნებელი და ერთადერთი პარტნიორის უფლების აღდგენა, რომელიც შეუძლებელია აღდგეს, თუ სასამართლოს მიერ ბათილად არ იქნება აღიარებული მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2009 წლის 28 ივლისს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული შ.პ.ს. ,,ბ-----“-ში წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის არ მქონე დოკუმენტი, რომელსაც არ შეიძლება რაიმე სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს, ე.ი. იგი ითხოვს საწარმოს მთლიანი წილის მისთვის მიკუთვნებას, რაც უნდა განხორციელებულიყო მიკუთვნებითი სარჩელით. მოპასუხე ასევე მიუთითებს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ----- ა-----ის შეგებებული სარჩელი და მიუთითებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება. მოპასუხის მოსაზრებით წარმოდგენილ სარჩელში უგულებელყოფილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის მოთხოვნები, გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, ასევე არ არსებობს მისი, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების საფუძველიც
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება მორიგების თაობაზე. სასამართლოს მიერ მხარეებს განესაზღვრათ ვადა მოსარიგებლად, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ შ.პ.ს. ,,ბ-----” რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და მისი საიდენტიფიკაციო კოდია 2--------, ხოლო რეგისტრაციის თარიღია 2005 წლის 25 მაისი. სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერია: 5/ბ-248. საზოგადოება დაფუძნებულია მოსარჩელე გ----- ა-----ის (პ/ნ5----------) მიერ შესაბამისად მისი წილი საზოგადოების რეგისტრაციის დროს შეადგენდა 1-0 პროცენტს, ხოლო საზოგადოების დირექტორი იყო დამფუძნებელი გ----- ა-----ე. საზოგადოების იურიდიული მისამართია: საქართველო ქ. ჭიათურა 9 აპრილის ქ.N13. საზოგადოების მარეგისტრირებელი ორგანოა ჭიათურის სასამართლო. 2007 წელს 1-0% წილის მფლობელის გ----- ა-----ის გადაწყვეტილებით გ----- ა-----ე განთავისუფლდა დირექტორობიდან და ხოლო ვლადიმერ კაპანაძე დაინიშნა დირექტორად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი(ს.ფ.17ტ.1)
- ხელშეკრულება(ს.ფ.24-27 ტ.1)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2.დადგენილია, რომ 2009 წლის 28 ივლისის წილის გასხვისების ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც დამოწმებულია ნოტარიუსის-ნანა ბაკურაძის მიერ შ.პ.ს. ,,ბ-----ს“ 1-0 პროცენტიანი დამფუძნებელი პარტნიორი გ----- ა-----ე ყიდის კუთვნილი 1-0 პროცენტიანი წილიდან 50 პროცენტს, ხოლო მყიდველი მოპასუხე ნ---- ე------ე ყიდულობს შ.პ.ს. ,,ბ-----ში“ გამყიდველის კუთვნილი 1-0 პროცენტიანი წილიდან 50 პროცენტს. კისრულობს ამ წილთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას და იხდის შესაბამისად წილის საფასურს.
ხელშეკრულების შესაბამისად საწესდებო კაპიტალის მიხედვით 50 პროცენტიანი წილის ღირებულება შეადგენს 1-50 ლარს.
გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს თავისი კუთვნილი 1-0 პროცენტიანი წილიდან 50 პროცენტი შ.პ.ს.,,ბ-----ში“ და ამ წილთან დაკავშირებული ყველა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც შეძენილი აქვს როგორც საზოგადოების პარტნიორს. გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს შ.პ.ს. ,,ბ-----ში“ თავისი კუთვნილი 1-0 პროცენტიანი წილი და 50 პროცენტი და ამ წილთან დაკავშირებული ყველა საბუთი და ინფორმაცია. დადგენილია, რომ მოცემული ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ და გადახდილია 33 ლარი და 34 თეთრი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნასყიდობის ფასის ოდენობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.24-27.ტ1.)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ 2011 წლის 22 სექტემბერს საჯარო რეესტრის სააგენტოს მიმართა მოპასუხე ნ---- ე------ემ , წარადგინა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოითხოვა შ.პ.ს. ,,ბ-----“-ს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილებული იქნა და შ.პ.ს. ,,ბ-----ს“ პატნიორებად 2011 წლის სექტემბრის მდგომარეობით განისაზღვრა: ნ---- ე------ე 50 პროცენტი და გ----- ა-----ე 50 პროცენტი.
მოწმე დირექტორი ვლადიმერ კაპანაძე აღნიშნავს, რომ 2013 -2014 წლებში მასთან მივიდა ნ---- ე------ის მინდობილი პირი და ითხოვა საწარმოს შესახებ ინფორმაცია. მან აღნიშნული პირი გააგზავნა გ----- ა-----ესთან. დირექტორი განმარტავს, რომ სხვა პარტნიორს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია საწარმოს მართვაში და არავითარი ინვესტიცია არ განუხორციელებია
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადებები და გადახდის ქვითარი (ს.ფ.19-22 ტ.1.)
- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ. 17ტ.1.)
- მოწმე ვლადიმერ კაპანაძე (იხ.ოქმი 14.23:14.26 13.06.2018წ)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია, რომ 2007 წლის 7 მარტს ინდივიდუალურმა მეწარმემ დემური გელოვანმა გაყიდა , ხოლო შ.პ.ს. ,,ბ-----“-მ იყიდა შემდეგი ქონება: ქარხნის შენობა 215, 1 კვადრატული მეტრი საერთო ფართით და მასში განთავსებული მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ქარხანა. აბანოს შენობა და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 700 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთი. შენობა -ნაგებობა ნაგუთი-ც.დ.ფ.-ს სატვირთო საბაგირო გზის ნაგუთის სადგური. 45 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე განლაგებული 32,4 საერთო ფართით და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 45 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მდებარე ქ.ჭიათურა ცხოვრებაძის ქ.N43ა -ში -შენობა-ნაგებობა ნაგუთის ც.დ.ფ.-ს სატვირთო საბაგირო გზის ც.დ.ფ.-ს სადგური 49,5 კვადრატული მეტრი საერთო ფართით და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 55 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მდებარე. ჭიათურა ჭავჭავაძის ქუჩა ც.დ.ფ.-ს მიმდებარე ტერიტორია. ქონების მახასიათებლებია მიწის ნაკვეთი ს/კ 3-.1-.15.0-- . ქარხნის შენობისა და მასში განთავსებული მანგანუმის გამამდიდრებელი ქარხნის დანადგარების საერთო საბაზრო ღირებულებაა 15500 ლარი. მიწის ნაკვეთი ს/კ 3-.1-.02.0--. და მიწის ნაკვეთი ს/კ 3-.1-.15.0-- აღნიშნული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულებაა 7500 ლარი. ასევე ტრაქტორი ბელარუსი - ღირებული 1200 ლარად. ტრაქტორი ბელარუსი ღირებული 2000 ლარად. ტრაქტორი დტ-75 ღირებული1500 ლარად. ექსკავატორი ღირებული სამიათას ლარად. ექსკავატორი ღირებული სამი ათასხუთას ლარად. ასევე ორი ბუნკერი ღირებული სამი ათას ლარად. დადგენილია, რომ გასხვისების მომენტისთვის ქონება დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობით, თუმცა მყიდველი მზად იყო გადაეხადა აღნიშნული თანხა.
მოცემული ხელშეკრულების საფუძველზე 2007 წლის აპრილში საჯარო რეესტრში შ.პ.ს. ,,ბ-----ს“ საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება ს/კ 3-.1-.40.024, ს/კ 3-.1-.3-.057, ს/კ3-.1-.40.023. აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს საწარმოს ორმოცდაათ პროცენტიანი წილის საბაზრო ღირებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 388-394. ტ.2)
- მხარეთა ახსნა -განმარტება
3.2.5. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით გ----- ა-----ის სარჩელი შ.პ.ს.,, ბ-----ს“ ორმოცდაათ პროცენტიანი წილის გასხვისების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განჩინებით გ----- ა-----ის სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად. გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც გ----- ა-----ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
დადგენილია, რომ საჩხერის რაიონულ სასამართლოს ნ---- ე------ემ მომართა 2015 წლის 23 თებერვალს სარჩელით საწარმოდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, ხოლო გ----- ა-----ემ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარადგინა შეგებებული სარჩელი 2015 წლის 23 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ.37-46 ტ.1)
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება(ს.ფ.53. ტ.1)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.6. დადგენილია, რომ 2013 წლის 9 იანვარს მოსარჩელე გ----- ა-----ემ საჩივრით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას. საჩივარში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 07 ოქტომბრის განაჩენით გ----- ა-----ის ნათესავი ს----- ჭ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს ს.ს.კ.-ის 180 -ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ განუსაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2009 წლის 3 ივნისს აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში დაპატიმრებული იქნა ხსენებულ დანაშაულში ბრალდებით. დაპატიმრებიდან , რამდენიმე დღეში გ----- ა-----ეს დაუკავშირდა ს----- ჭ----------ის ადვოკატი, რომელიც აყვანილი იქნა მოპასუხის მამის ჯ------- ე------ის რეკომენდაციით და აცნობა, რომ ს----- ჭ----------ემ ამხილა დანაშაულში მისი შვილი და მის შვილს ემუქრებოდა პატიმრობა. პრობლემის მოგვარების მიზნით ნ---- ე------ემ, რომელიც იყო მაშინდელი მაღალჩინოსანის ერეკლე კოდუას მეუღლე და ჯ------- ე------ემ აიძულეს გადაეფორმებინა შ.პ.ს.,,ბ-----ს“ 50 პროცენტიანი წილი. საჩივარში მითითებულია, რომ ს----- ჭ----------ემ საბოლოოდ უარყო ადვოკატის ნათქვამი , რაც დადასტურებულია კიდეც მისი ჩვენებით. აღნიშნული საჩივრის საფუძველზე მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება 2013 წლის 21 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჩივარი და გამოძიების დაწყების ბარათი (ს.ფ.2-3 ტ.2)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.7. დადგენილია, რომ ს----- ჭ----------ე , რომელიც მოწმის სახით იქნა გამოკითხული მოცემულ საქმეზე წარმოადგენს მოსარჩელე გ----- ა-----ის ოჯახის ახლობელს. მისივე განმარტებით გ----- ა-----ე არის მისი დეიდასშვილისშვილი და სოფელში არიან მეზობლები. მან დაადასტურა, რომ ეთანხმება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას. მან დაადასტურა , რომ გ----- ა-----ის დაფინანსებით იყიდა მიწის ნაკვეთები, სულ ორი ნაკვეთი იყიდა სადაც გამყიდველები არ აღმოჩნდნენ კეთილსინდისიერები და რსი გამოც იგი დააკავეს. ს----- ჭ----------ეს გამოძიების პერიოდში შესთავაზეს, რომ გ----- ა-----ის თანამონაწილედ დასახელების შემთხვევაში მას გაათავისუფლებდნენ. პირველი ადვოკატი გ----- ა-----ემ აუყვანა ჯ------- ე------ის რეკომენდაციით. საწარმოს წილის ნასყიდობის შესახებ მას გ----- ა-----ემ უთხრა, რომ ბავშვის და ოჯახის გადასარჩენად საწარმოს წილიც დაკარგა. პატიმრობის დროს მისმა პირველმა ადვოკატმა ბესო ქარცივაძემ მას უთხრა, რომ თითქოს მისი საქმე გ----- ა-----ემ გააფუჭა, თორემ იგი თავისუფალი იქნებოდა. იგი როცა განთავისუფლდა გ----- ა-----ე ნაწყენი იყო მასზე, ასევე თვითონ იყო ნაწყენი გ----- ა-----ეზე, თუმცა შეხვედრის შემდეგ ყველაფერი გაირკვა და ისინი ამჟამადაც კარგ ურთიერთობაში არიან.
ს----- ჭ----------ე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2009 წლის 3 ივნისს . ს----- ჭ----------ე 2009 წლის 04 ივნისს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. წარდგენილი ბრალდების შესაბამისად 2009 წლის 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ს----- ჭ----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაითვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით . მასვე სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 40000(ორმოციათასი) ლარის ოდენობით. განაჩენის თანახმად მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში ს----- ჭ----------ე ზამთრის პერიოდში 2006 წელს დაუკავშირდა კახა ჭ--–--ეს, მანუჩარ ცინაძეს და სხვა პირებს. მათ შეადგინეს ყალბი დოკუმენტი 1996 წლის 19 თებერვლით დათარიღებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილება და მასში შეიყვანა ყალბი მონაცემები: თითქოს ს----- ჭ----------ეს ქ.თბილისში დიდ დიღომში მე-3 მიკრორაიონში N37 კორპუსის მიმდებარედ დაუმაგრდა 3948 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ს----- ჭ----------ემ 2007 წლის 28 თებერვალს გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან 400-400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიყიდა ლევან კაპანაძეს, ი-----–- ლეიკიშვილს, გოჩა მელიქიშვილს და ლევან კაპანაძეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ (ს.ფ. 12-14 ტ.2)
- განაჩენი (ს.ფ. 15-17 ტ.2)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული 007190117 ექსპერტიზის დასკვნით (შემოსვლის თარიღი 29.11.2017წ გასვლის თარიღი 11 .12.2017 წ.) დადგენილია, რომ 1) შ.პ.ს. ,,ბ-----ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ს/კ3-.1-.40.023. საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 20000 ლარს.
შ.პ.ს. ,,ბ-----ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ს/კ3-.1-.40.023. საბაზრო ღირებულება 2009 წლის ივლისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 18200 ლარს.
2) შ.პ.ს. ,,ბ-----ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ს/კ3-.1-.40.024. ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 16000 ლარს. შ.პ.ს. ,,ბ-----ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ს/კ3-.1-.40.024. ღირებულება 2009 წლის ივლისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 14500 ლარს.
3) შ.პ.ს. ,,ბ-----ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ს/კ3-.1-.40.057. ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 9600 ლარს. შ.პ.ს. ,,ბ-----ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ს/კ3-.1-.40.057. ღირებულება 2009 წლის ივლისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 8700 ლარს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შ.პ.ს. ,,ბ-----“-ს 50 პროცენტიანი წილის საბაზრო ღირებულება 2009 წლის ივლისისათვის საორიენტაციოდ შეადგენდა 20 700 ლარს, ხოლო ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის შ.პ.ს.,,ბ-----ს“ 50 პროცენტიანი წილის საბაზრო ფასი საორიენტაციოდ შეადგენს 22 800 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 427-432. ტ.2)
- მხარეთა ახსნა -განმარტება
3.2.9. დადგენილია, რომ მოსარჩელის-გ----- ა-----ის შვილმა ბ----- ა-----ემ 2008 წლის 11 ნოემბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება ს/კ 01.1-.08.006/03-. აღნიშნული ქონება 2009 წლის 06 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხული იქნა მოპასუხე ნ---- ე------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.404-405 ტ.2)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.10. საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის N07421-113-01 საქმეში არსებული მოსარჩელე გ----- ა-----ის დაკითხვის შესაბამისად
2005 წლიდან თავისი მეგობრის დემური გელოვანისგან გ----- ა-----ემ შეიძინა მარგანეცის გამამდიდრებელი ფაბრიკა. რომელიც მდებარეობს ქალაქ ჭიათურაში. ფაბრიკის მუშაობა ლიცენზიის გარეშე იყო აკრძალული. გამომდინარე აქედან იგი ეძებდა გზას როგორ აღედგინა ლიცენზია მარგანეცის მოპოვებაზე. 2008 წლის შემოდგომაზე მეგობრის დახმარებით გ----- ა-----ემ გაიცნო მაღალჩინოსანის ერეკლე კოდუას სიმამრი ჯ------- ე------ე და ცოლი -ნ---- ე------ე, რომლებიც მეგობრისვე რჩევით გ----- ა-----ეს დაეხმარებოდნენ ლიცენზიის აღებაში. გ----- ა-----ის განმარტებით ნ---- ე------ე არწმუნებდა მას, რომ ერეკლე კოდუას- მისი მეუღლის დახმარებით მოიპოვებდა ლიცენზიას. კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ ერთმანეთთან . გ----- ა-----ემ მოგვიანებით გაიგო , რომ ერეკლე კოდუა გაშორებული იყო ნ---- ე------ეს. ს----- ჭ----------ეს 2008 წელში ნაკვეთი ჰქონდა გასაყიდი დიდი დიღმის ტეროტორიაზე 2000 კვადრატული მეტრი. გ----- ა-----ეს სურვილი ჰქონდა ეყიდა მიწა და ენახა ვინმე ვინც ამ მიწაზე ააშენებდა კორპუსს და სარგებელი მასაც შემხვდებოდა. გ----- ა-----ემ ს----- ჭ----------ეს მისცა 168 000 აშშ დოლარი, მან კი ცოლის ძმიდან გ----- ა-----ის შვილს გადაუფორმა 2125 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.1-.08.006.03-. 2009წლის ზაფხულში პროკურატურის მიერ დაკავებული იქნა ს----- ჭ----------ე. ის დაკავებამდე რამდენჯერმე იყო პროკურატურაში დაბარებული. ს----- ჭ----------ის თხოვნით ნ---- ე------ისა და ჯ------- ე------ის რეკომენდაციით გ----- ა-----ემ ს----- ჭ----------ეს აუყვანა ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე. 2009 წლის ზაფხულში ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძემ შეატყობინა გ----- ა-----ეს რომ დაკავებული იყო ს----- ჭ----------ე პროკურატურის მიერ. ს----- ჭ----------ის დაკავებიდან დაახლოებით 15 დღეში გ----- ა-----ეს დაუკავშირდა ჯ------- ე------ე და ბესარიონ ქარცივაძესთან ერთად შეხვდა ერთ-ერთ რესტორანში. გ----- ა-----ის განმარტებით ბესარიონ ქარცივაძემ უთხრა რომ ს----- ჭ----------ემ მისი შვილი ამხილა დანაშაულის ჩადენაში და ერეკლე კოდუას მეგობრის პროკურორ კოტე ცაცუას მითითებით ბ----- ა-----ის სახელზე არსებული მიწა უნდა გადაფორმებულიყო ნ---- ე------ის სახელზე წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭერდა მასაც და მის შვილსაც, ასევე ფულსაც მიატანინებდა. გ----- ა-----ის განმარტებით ჯ------- ე------ე , ნ---- ე------ე და ბესარიონ ქარცივაძე იმუქრებოდნენ ერეკლე კოდუას სახელით და ქმედებით იმ ფორმით , რაც აღწერილია დაკითხვის ოქმში. გ----- ა-----ე მიუთითებს, რომ იგი თავის თავს აღარ დაეძებდა, იყო მართალი, მაგრამ შეეშინდა არ დაეჭირათ მისი შვილი. ამიტომ გ----- ა-----ემ განაცხადა თანხმობა. გ----- ა-----ე მიუთითებს, რომ იგი წავიდა მუხიანში მისი ბიძაშვილის სულიკო ა-----ის ოჯახში, სადაც დამალული ჰყავდა შვილი, ვინაიდან ეშინოდა დაპატიმრების. მან წამოიყვანა თავისი შვილი ბ----- ა-----ე, შევხვდა ე------ეებს და მიწის ნაკვეთი გადაფორმებული იქნა ნ---- ე------ის სახელზე. გვიან მიხვდა რომ ამ სამეულმა მას თაღლითურად გამოძალა ქონება. აღნიშნულიდან რამდენიმე დღის მერე გ----- ა-----ე ჩავიდა ნ---- ე------ესთან სახლში, ქარხნის ლიცენზიის ამბის გასარკვევად. ნ---- ე------ის მოთხოვნით (,,მჭირდება თორემ არ შეგაწუხებდიო“) პროკურატურაში თანხის მიტანის გადარჩენის სანაცვლოდ ნ---- ე------ეს გ----- ა-----ემ მეორე დღეს გადასცა 2 000 აშშ დოლარი და 2 000 ევრო . გ----- ა-----ე უთითებს, რომ მისი ნ---- ე------ესთან მისვლის დროს სახლში დახვდა ჯ------- ე------ე, და მათ ორივემ უთხრეს, რომ მას ქარხანა უნდა გადაეფორმებინა ნ---- ე------ისთვის, ვინაიდან მათ უკვე შეწუხებული ჰყავდათ ერეკლე კოდუა . რაღაც პერიოდის შემდეგ გ----- ა-----ემ გადაწყვიტა, რომ 50% გადაეფორმებინა, რომ სულ არ წაერთმიათ ქარხანა . საბოლოოდ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით , შ.პ.ს. „ბ-----“-ს საწესდებო კაპიტალში არსებული ქონების 50%. გადაფორმდა ნ---- ე------ეზე . მეორე დღიდან ე------ეებმა კვლავ დაიწყეს მისი მოტყუება თითქოს უნდა შეხვედროდნენ გავლენიან პირებს და მოგვარდებოდა მისი ლიცენზიის პრობლემა. ამასობაში 2009 წლის შემოდგომაზე პატიმრობიდან განთავისუფლდა ს----- ჭ----------ე, რომელიც გ----- ა-----ემ ნახა და უთხრა თუ რატომ დააბრალა პროკურატურაში მიცემულ ჩვენებაში დანაშაულის ჩადენა, რაზედაც ს----- ჭ----------ემ უთხრა, რომ ეს იყო ტყუილი და მას არც იგი და არც მისი შვილი დანაშაულის ჩადენაში არ უმხელია სამართალდამცავ ორგანოში. გ----- ა-----ის განმარტებით იგი დარწმუნდა კიდევ ერთხელ იმაში , რომ ე------ეებმა და ადვოკატმა მოატყუეს, განსაკუთრებით მას შემდეგ , რაც მან ნახა ს----- ჭ----------ის მიცემული ჩვენება. გ----- ა-----ე განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით მის კუთვნილი მიწის ნაკვეთი თაღლითური გზით მისაკუთრებული აქვს ნ---- ე------ეს, რაშიც აქტიურად ეხმარებოდნენ ჯ------- ე------ე და ბესარიონ ქარცივაძე. ასევე მისაკუთრებული აქვს მისი 50% -იანი წილი შ.პ.ს. „ბ-----“-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ----- ა-----ის ჩვენება (ს.ფ.21-25 ტ.2)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.11.სისხლის სამართლის საქმეზე(074098021), რომელზედაც დადგა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 ოქტომბერის გამამტყუნებელი განაჩენი ს----- ჭ----------ის მიმართ დაკითხულია ს----- ჭ----------ე როგორც მოწმის სახით ასევე ბრალდებულის სახით და დადგენილია, რომ არცერთ შემთხვევაში არც გ----- ა-----ე და არც ბ----- ა-----ე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად მითითებული არ არის , ასევე არ არის ს----- ჭ----------ის მიერ რაიმე დანაშაულში მხილებული გ----- და ბ----- ა-----ეები.
მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვისას სასამართლოს სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში ს----- ჭ----------ემ აღნიშნა, რომ ეთანხმება მიმდინარე გამოძიების დროს პროკურატურაში მიცემულ ჩვენებებს. საქართველოს მთავარ პროკურატურაში არსებული სისხლის სამართლის N07421-113-01 საქმეში არსებული მოწმე ს----- ჭ----------ის დაკითხვის (2013 წლის 30 იანვარი) შესაბამისად 2006 წელს უბანში შეხვდა კახა ჭ--–--ე, რომელმაც უთხრა რომ ხომ არ შეიძენდა მიწის ნაკვეთს დიდ-დიღომში. მან ეს წინადადება შეთავაზა გ----- ა-----ეს, რომელსაც კორპუსის ასაშენებლად უნდოდა მიწის ნაკვეთი. გ-----მ უთხრა თანხმობა. ამის შემდეგ მე ნახა კახა ჭ--–--ე და მოელაპარაკა პირობებზე. მან შეთავაზა 2000 კვ.მ -70 000 ა.შ.შ დოლარად. გ----- ა-----ეს მოეწონა პირობები. მოლაპარაკებისას გ-----ს თხოვნით ს----- ჭ----------ეს უნდა გადაემოწმებინა მიწის კანონიერება. წინასწარ საბუთების მოსაწესრიგებლად მან გადაიხადა გარკვეული თანხა და საჯარო რეესტრში მის სახელზე დაფიქსირდა 4000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. მეოთხე მიკრო რაიონში 37 კორპუსის მიმდებარედ. თუმცა მან შეიძინა 2000 კვადრატული მეტრი. სულ ჭ--–--ეს გადაუხდა 71 000 აშ.შ. დოლარი. ეს თანხა მისცა გ----- ა-----ემ. გ----- ა-----ეს არ მოეწონა მიწის ადგილმდებარეობა. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ გ----- ასესხებდა ამ თანხას და მოგვიანებით გაეყიდათ მიწის ნაკვეთი. გ----- ა-----ის მოცემული თანხა სულ 71 000 ა.შ.შ. დოლარი გადასცა მიწის მეპატრონეებს. დაახლოებით წელ ნახევარი იყო ამ ფაქტიდან გასული ს----- ჭ----------ემ ნახა მაკლერი, რომელიც მოეხმარებოდა მიწის გაყიდვაში. მაკლერმა მას უთხრა, რომ მას ჰქონდა ყალბი დოკუმენტებით გაფორმებული მიწის ნაკვეთი. გამყიდველები დაპირდნენ, რომ გამოასწორებდნენ ყველაფერს. ამ დროს ს----- ჭ----------ეს ვინმე ვანო ოქუაშვილმა შესთავაზა მიწის ნაკვეთი , დიდ-დიღომში მესამე მიკრორაიონში პირველ კორპუსთან ახლოს , 168000 აშშ დოლარად. ეს მიწა იყო ფართობით 2125 კვ.მ. ს----- ჭუმბურიზე დაუკავშირდა გ----- ა-----ეს. გ----- ა-----ეს მოეწონა ადგილი ამასთან ს----- ჭ----------ემ უთხრა, რომ დაეხმარებოდა პირველი მიწის ნაკვეთიდან მიღებული ზიანის გასტუმრებაში და ახალ მოგებასაც მიიღებდნენ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჯერ ს----- ჭ----------ემ გადააფორმა თავისივე ნათესავზე-ტარიელ წამალაშვილზე . პირველი ნაწილი 60 000 აშშ დოლარი მისცა ს----- ჭ----------ემ ვანო ოქრუაშვილს, ხოლო დანარჩენი 108 000 აშშ დოლარი გადასცა კახა ჭ--–--ეს. ეს ფული ს----- ჭ----------ეს მისცა გ----- ა-----ემ მას შემდეგ რაც გადამოწმდა რომ ამ მიწას ყავდა მესაკუთრე,. ნამდვილად დოკუმენტები იყო წესრიგში და მიწას არ ჰქონდა პრობლემები. რამდენიმე თვის შემდეგ მიწის ნაკვეთი გადაფორმებული იქნა გისო ა-----ის ვაჟზე ბ----- ა-----ეზე. 2009 წლის ივნისის თვეში ს----- ჭ----------ე დაკავებული იქნა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ. მის ჩვენებაში განმარტებული პირველი მიწის ნაკვეთის გამო. აღნიშნული მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით მისაკუთრების ფაქტზე. ს----- ჭ----------ე დაკავებამდე ორჯერ იყო დაბარებული პროკურატურაში დასაკითხად. ამიტომ დასახმარებლად მიმართა გ----- ა-----ეს და თხოვა დამხმარებოდა ადვოკატის მოძებნაში. ს----- ჭ----------ის ინფორმაციით გ----- ა-----ეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ერეკლე კოდუას ყოფილ მეუღლესთან ნ---- ე------ესთან და მამამისთან ჯ------- ე------ესთან. ადვოკატის მოძებნაში დასახმარებლად სწორედ მათ დაუკავშირდა გ----- ა-----ე,. მათ ურჩიეს ადვოკატად ბესარიონ ქარცივაძე. ამის შემდეგ მან გაუწია არაოფიციალურად კონსულტაცია. ამის შემდეგ 2009 წლის ივნისში ს----- ჭ----------ე პროკურატურაში მასთან ერთად მოვიდა. ამ დროს იგი დააკავეს. პროკურატურაში მიცემულ ჩვენებაში მას არ დაუსახელებია გ----- ა-----ე. მან არ იცოდა არ იცოდა ამ მაქინაციების შესახებ. ს----- ჭ----------ის განმარტებით გ----- ა-----ე ისედაც დააზარალა პირველ მიწის ნაკვეთზე არ დაასახელა რომ მეორე მიწა იყო მისი. მას არ გაუმხელია პროკურატურისთვის რომ მიწის ნაკვეთი სინამდვილეში იყო გ----- ა-----ის, არც ის უთქვამს რომ პირველი მიწის ნაკვეთის ფული ასესხა მან. ვინაიდან არ უნდოდა მისთვის პრობლემები შეექმნა. ვინაიდან არ იყო დამნაშავე. რამდენიმე თვე იგი იჯდა გლდანის #8 საპყრობილეში მასა და პროკურატურას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რის შედეგად იგი განთავისუფლდა. გამოსვლიდან მალევე ნახა გ----- ა-----ემ და უთხრა, რომ ნაწყენი და გაბრაზებული იყო მასზე თუ რატო დაადანაშაულა მან ის და მისი შვილი პროკურატურასთან მიცემულ ჩვენებაში ტყუილად. როდესაც არც ის და არც მისი შვილი არ იყვნენ დამნაშავეები. მან განუმარტა, რომ პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ისინი არ დაუდანაშაულებია. მაშინ ს----- ჭ----------ეს უთხრა გ----- ა-----ემ , რომ ის მოატყუა ბესარიონ ქარცივაძემ, მისმა ადვოკატმა მან უთხრა , რომ ს-----მ მასთან ერთად დანაშაულში თანამონაწილეობაში დაასახელა გ----- და ბ----- ა-----ეები. ს----- ჭ----------ე უთითებს, რომ მაშინ მიხვდა ყველაფერს, რომ ბესარიონ ქარცივაძეს თავიდანვე ჰქონდა სხვა ზრახვები. ადვოკატს მასთან შესვლა დიდხანს დააგვიანდა და როდესაც შევიდა და კითხა ს----- ჭ----------ემ, თუ რატომ დააგვიანდა, მან უთხრა რომ გ-----ს მოაშორებინა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც პრობლემას შეუქმნიდა მას და მის შვილს . მეუღლის დახმარებით ს----- ჭ----------ემ გამოცვალა ადვოკატი. ამის შემდეგ 2012 წლის შემოდგომაზე მას გ----- ა-----ემ უთხრა რომ დახმარებოდა მიწის დაბრუნებაში ვინაიდან ის მისით მოატყუეს. მან დაურეკა ნ---- ე------ეს, გაეცნო და ნ---- ე------ემ უთხრა რომ ის არ ფლობდა ინფორმაციას ამ საქმეზე და მიემართა მამამისისთვის ჯ------- ე------ისათვის. ჯ------- ე------ეს ურეკავდა ს----- ჭ----------ე თუმცა არ ხვდებოდა. ბოლოს მოხდა შეხვედრა მას შემდეგ, რაც ჩატარდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები. ს----- ჭ----------ემ მას უთხრა რომ ვინაიდან მისით მოახდინეს მანიპულირება და მოატყუეს გ----- ა-----ე, დაებრუნებინა მიწის ნაკვეთი გ----- ა-----ესთან თავს გრძნობდა დავალებულად ვინაიდან მის გამო შეექმნა პრობლემები. რეალურად გ----- ა-----ე მოატყუეს. მას არც მისი და არც მისი შვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია. ვინაიდან მათ დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი. ჯ------- და ნ---- ე------ეებმა ადვოკატის ბესარიონ ქარცივაძის დახმარებით მოატყუეს გ----- ა-----ე . აღნიშნულ საკითხზე მას რამდენჯერმე ჰქონდა შეხვედრა ჯ------- ე------ესთან ბესარიონ ქარცივაძესთან ერთად. სასამართლოს სხდომაზე ს----- ჭ----------ემ დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენებების სისწორე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის დაკითხვის ოქმი (ს.ფ.7, 362 ტ.2)
- ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილება(ს.ფ.367 ტ.2)
- მოწმის დაკითხვის(ს.ფ.21.ტ.2)
- ს----- ჭ----------ის ჩვენება(იხ.ოქმი. 13,06.2018წ. 13.47.14 : 14.21.08)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.12. საქართველოს მთავარ პროკურატურაში არსებული სისხლის სამართლის N07421-113-01 საქმეში არსებული მოწმე ს----- ჭ----------ის დაკითხვის (2013 წლის 25 იანვარი) შესაბამისად ნ---- ე------ის ჩვენებით 2006 წლიდან ცხოვრობს ორთაჭალაში ზემოთ მითითებულ მისამართზე შვილებთან ერთად. მამა ჯ------- ე------ე დროის გარკვეული პერიოდი ცხოვრობს ოჯახთან, მაგრამ უფრო ხშირად მეგობარ ქალთან რომელსაც სახლი აქვს ორხევში, ზუსტი მისამართი არ იცის. როგორც ახსოვს დაახლოებით 2006 წელში მამამ ჯ------- ე------ემ სახლში მიიყვანა მასთან გ----- ა-----ე და გააცნო, როგორც შორეული ნათესავი ისინი დაახლოვდნენ ოჯახებით. ჰქონდათ ხშირი მისვლა მოსვლა ერთმანეთთან. ჯ------- ე------ე ეკონომიურად იყო ძლიერი. თავდაპირველად მამა ეკონომიურად ეხმარებოდა ძმას, ხოლო ეხლა უკვე ვინაიდან მას ჰყავს ოთხი შვილი და მის ყოფილ მეუღლესთან გაშორებულია უკვე გარკვეული წლებია, (ოფიციალურად 2008 წლის დეკემბერში, ხოლო არაოფიციალურად მათი დაშორება მოხდა მანამდე,) ეხმარება მას. ნ---- ე------ის განმარტებით 2009 წლის ივლისის თვეში მამამ ჯ------- ე------ემ შეიძინა მიწის ნაკვეთი ოჯახის შორებელი ნათესავისგან გ----- ა-----ისგან დიდ-დიღომში 2 000 კვადრატული ფართობით, ზუსტი მისამართის დასახელება არ შეუძლია ვიზუალურად იცის და შეუძლია მისვლა და ჩვენება. მამამ მიწის ნაკვეთი შეიძინა 200 000 ლარად. აღნიშნული თანხა მას გადაუხადა იმ სახლში სადაც ნ---- ე------ე ფაქტობრივად ცხოვრობს 2006 წლიდან, ორთაჭალაში. ფულის გადაცემას დაესწრო. კუპიურები არ უნახავს და არ დაუთვლია. მამისაგან იცის, რომ მიწა შეიძინა 200 000 ლარად და გადაწყვიტა ეს მიწა გაეფორმებინა მის სახელზე ვინაიდან ამჟამად მის ძმას დახმარება აღარ ჭირდება, მას არ ყავს შვილი. იმ ვარაუდით რომ მის შემდეგ ეს ქონება დარჩებათ შვილებს. მიწის გადაფორმება კი ოფიციალურად მოხდა შემდეგნაირად. სახლში მანქანით მიაკითხა გ----- ა-----ემ, თავის მანქანით მას თან ახლდა თავისი შვილი ბ----- ა-----ე, რომლის სახელზეც იყო გაფორმებული ხსენებული მიწის ნაკვეთი. ნოტარიუსთან გააფორმეს ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულება ზემოთაღნიშნულ მიწაზე, რომლი ღირებულებაც უკვე გადახდილი ქონდა მამას გ----- ა-----ისთვის.
ნ---- ე------ე მიუთითებს, რომ არ ახსოვს ამ ფაქტამდე თუ ცოტა ადრე, გ----- ა-----ისგან მამამ ჯ------- ე------ემ ასევე შეიძინა შ.პ.ს „ბ-----“ -ს 50%იანი წილი. როგორც იცის ქონება შეფასებული იყო 1000 ლარად, გამომდინარე აქედან მამამ გადაიხადა 50%-ი 500 ლარი. აღნიშნული 50% იანი წილიც გაფორმდა მის სახელზე. რიცხვი და თვე ზუსტად არ ახსენდება გ----- ა-----ემ დამირეკა ტელეფონზე და უთხრა რომ მისულიყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-5 კორპუსთან მდებარე სანოტარო ბიუროში. იქ საბუთები თითქმის გამზადებული დახვდა. მას ფაქტიურად მოუწია ხელის მოწერა ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც იგი გახდა შ.პ.ს „ბ-----“ -ს 50% იანი წილის მფლობელი. ამ დღემდე და ამ დღის მერეც მის ოჯახსა და გ----- ა-----ის ოჯახს შორის გრძელდებოდა კარგი ურთიერთობა.
ზუსტი დრო არ ახსოვს რა დროიდან გაწყვიტა გ----- ა-----ემ მამასთან ურთიერთობა. არც ის იცის რატომ. ნ---- ე------ის განმარტებით 2012 წლის აგვისტოს თვეში გაყიდული იქნა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დავით ტვილდიანს მიყიდა 70 000 ლარად. ვინაიდან ამ მიწის ნაკვეთს მეტი ღირებულება არ გააჩნდა.
ს----- ჭ----------ეს იცნობს შორიდან. როგორც ახსოვს ის არის გ----- ა-----ის ნათესავი. როგორც ახსენდება მას 2009 წელში შეექმნა პრობლემები. ის დაიჭირეს. რაზე არ იცის. გ----- ა-----ემ მამას სთხოვა დახმარება ადვოკატის მოძებნაში. მათ ოჯახს ყავს ახლობელი ბესარიონ ქარცივაძე, რომელიც არის საქმიანობით ადვოკატი. მამამ მას თხოვა დახმარება. ახსოვს რომ გარკვეული პერიოდი იცავდა კიდეც. შემდეგ რაღაც უკმაყოფილება გამოთქვა მისმა ცოლმა და შეცვალეს. კიდევ ერთხელ ს----- ჭ----------ემ დაურეკა ტელეფონზე, 2012 წელში თვე და რიცხვი არ ახსოვს ზუსტად და იკითხა მამამისი ჯ------- ე------ე. მან მას უთხრა რომ მამა იყო მონასტერში და დაბრუნდებოდა შაბათ-კვირას. გარდა ამისა ახსოვს, რომ 2013 წლის იანვრის თვეში ბესარიონ ქარცივაძემ მას და მამას უთხრა, რომ გ----- ა-----ემ ადვოკატთა ეთიკის კომისიაში უჩივლა ბესარიონ ქარცივაძეს. საჩივრის მიხედვით გ----- ა-----ე უჩიოდა ბესარიონ ქარცივაძეს რომ ეს უკანასკნელი დაეხმარა მას და მამას გ----- ა-----ის ქონების წართმევაში. ბესარიონ ქარცივაძემ გააცნო ეს განცხადება , კერძოდ გ----- ა-----ე ბრალს დებდა მის ოჯახს. კონკრეტულად მას და მამას. თითქოს მათ გამოიყენეს მისი ყოფილი მეუღლის ი-----–- კოდუას იმ დროინდელი თანამდებობა და მისი სახელით, მოტყუებით წაართვეს მიწა და შ.პ.ს „ბ-----“-ს წილი. ს----- ჭ----------ის დაკავების შესახებ, მან გაიგო მოგვიანებით. კონკრეტული საკითხებით არ დაინტერესებულა. არც ის იცის როგორი სამართლებრივი დახმარება გაუწია მას ბესარიონ ქარცივაძემ. იცის უბრალოდ რომ ს----- ჭ----------ის ცოლმა მოგვიანებით უკმაყოფილება გამოთქვა ადვოკატზე და ის შეცვალეს. ნ---- ე------ე მიუთითებს, რომ ოფიციალურად ერეკლე კოდუას გაშორდა 2008 წლის დეკემბერში.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ---- ე------ეს შ.პ.ს. ,,ბ-----ს“ 50 პროცენტიანი წილის სანაცვლოდ თანხა არ გადაუხდია. მან მხოლოდ გადმოცემით იცის , რომ 500 ლარი გადაიხადა ჯ------- ე------ემ და აღნიშნული ფაქტი საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ---- ე------ის ჩვენება (ს.ფ.234 - 238 ტ.2)
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.სასამართლო თვლის, რომ გ----- ა-----ის (ს/კ5----------) სარჩელი ნ---- ე------ის (პ.ნ.0----------) მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი გ----- ა-----ესა და ნ---- ე------ეს შორის 2009 წლის 28 ივლისს დადებული შ.პ.ს.,,ბ-----ს“ (ს/კ2--------) წილის გასხვისების ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს ნანა ბაკურაძის მიერ რეგისტრაციის N090338146
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე , 54-ე, 55-ე 129-ე, 130-ე, 180-ე , 316-ე, 317-ე, 477-ე მუხლები. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოსარჩელე მხარე, სარჩელის საფუძვლად მიუთითებს ფაქტებს და გარემოებებს, რომელიც გარდა უდავო გარემოებებითა და მისივე ახსნა განმარტებით, დასტურდება მოწმეთა ჩვენებებითა და სისხლის სამართლის საქმის მასალებით, რაც გამოთხოვილი იქნა სასამართლოს მიერ.
6.2. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, …. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა.
აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია.
6.3. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. მოსარჩელის განმარტებით სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საწარმოში მოხდება მისთვის ორმოცდაათ პროცენტიანი წილის დაბრუნება, მათი უფლების აღდგენა
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ უნდა დადგინდეს თუ რამდენად ნამდვილი ინტერესი გააჩნია მოსარჩელეს მოთხოვნის მიმართ, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი _ დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა, ანუ აღიარებითი სარჩელის წარმატებულობა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლისა, გამართლებულია იურიდიული ინტერესის ნამდვილობით.
6.5. ზემოთ მოცემული ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობის საფუძველზე სასამართლო მოუთითებს, რომ მოსარჩელის აღიარებითი სარჩელის (წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა) - იურიდიული ინტერესი დასაბუთებულია. სადაო ხელშეკრულების ბათილად ცნობა შესაბამის სამართლებრივ შედეგებს მოუტანს მოსარჩელეს, რომელიც მის მიერ წარდგენილი აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესს დაადასტურებს.
6.6. „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციის, მე-6 მუხლით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა არ მოჰყვება შედეგად.
6.7.,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად (2009 წლის 28 ივლისისათვის მოქმედი რედაქცია) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. საზოგადოების პარტნიორი არ არის პასუხისმგებელი საზოგადოების ვალდებულებებზე, გარდა 3.4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც.
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად საზოგადოების საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 200 ლარს. შესატანის ოდენობა თითოეული პარტნიორისათვის შეიძლება განისაზღვროს განსხვავებულად.
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46.3. -ე მუხლის შესაბამისად პარტნიორის მიერ წილის დათმობა ან დაგირავება მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას და რეგისტრაციას სამეწარმეო რეესტრში. სანოტარო დამოწმება და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია საჭიროა ასევე შეთანხმებისათვის, რომლითაც წარმოიშობა პარტნიორის ვალდებულება წილის გასხვისების ან დაგირავების შესახებ.
მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში სახეზეა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ბ-----“. პარტნიორის მიერ აღნიშნული საწარმოს 50 პროცენტიანი წილი გასხვისებული იქნა 2009 წლის 28 ივლისის ხელშეკრულებით, ხოლო სადაო ხელშეკრულების საფუძველზე სამეწარმეო რეესტრში მოპასუხის სახელზე წილი რეგისტრირებულია 2011 წლის 22 სექტემბერს.
6.7.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტები თავისუფალნი არიან ხელშეკრულების დადებისას, ისინი ირჩევენ კონტრაჰენტს, ხელშეკრულების შინაარსს და განსაზღვრავენ შედეგს, რომლის მიღებაც მათ სურთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საწარმოს წილის ნასყიდობის ხელშეკრულება.
6.8.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და შესაბამისად, ბათილად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.
6.9.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მისი დარღვევა უმეტეს შემთხვევაში, დადებულ გარიგებას მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურად აქცევს. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობას და სხვ.
6.10.სასამართლო ასევე განმარტავს, რომ გარიგების მართლსაწინააღმდეგოობისა და ამორალურობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა, აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს, ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია გარიგების ნეგატიური, კანონსაწინააღმდეგო ან ამორალური შედეგის დადგომა, გარიგების ერთი მხარის არამართლზომიერ, ამორალური განზრახვა.
,,საჯარო წესრიგის“ ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები. ეს იმიტომ, რომ საჯარო წესრიგით დაცული სიკეთე საზოგადო ფასეულობისაა და მისი დარღვევა ძირს უთხრის საზოგადოების არსებობის საფუძვლებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ბათილად მიიჩნევს ამ წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებას. აქედან აშკარა ხდება, რომ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება შებოჭილია და გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებშია მოქცეული.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია.
6.11.სასამართლო ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო გარიგება ბათილია არა იძულების, არამედ მართლწინააღმდეგობისა და ამორალურობის საფუძვლით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების გამოყენებით აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და მხარის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა სასამართლოს აღნიშნული დისკრეცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მოპასუხეს არ შეეზღუდოს კონკრეტულ საკითხზე შესაგებლის წარდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება. საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სარჩელისაგან განსხვავებული სამართლის ნორმების გამოყენება არ გულისხმობს გარიგების შეცილების საფუძვლის შეცვლას. მხარის განმარტება მასზედ, რომ მასთან გარიგება იძულების წესით დადეს, სარჩელის ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილია და არა ნორმატიული საფუძველი. სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარიგების ბათილობის ნორმატიული საფუძვლის შეცვლა, მოწინააღმდეგე მხარეს არც მატერიალურ და არც პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლით არათანაბარ მდგომარეობაში არ აყენებს, მტკიცების თვალსაზრისითაც, სადავო გარიგების მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურად მიჩნევის მიზნებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ახსნა-განმარტებებმა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობამ იქონია, უფრო ზუსტად კი, სასამართლომ სადავო გარიგებების ბათილობის წინაპირობების არსებობა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად დაადგინა:
6.12. შ.პ.ს.,,ბ-----” რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და მისი საიდენტიფიკაციო კოდია 2--------, ხოლო რეგისტრაციის თარიღია 2005 წლის 25 მაისი. მისი 100 პროცენტიანი დამფუძნებელი და დირექტორია გ----- ა-----ე.
6.13. 2009 წლის 28 ივლისის წილის გასხვისების ხელშეკრულების შ.პ.ს. ,,ბ-----ს“ 100 პროცენტიანი დამფუძნებელი პარტნიორი გ----- ა-----ე ყიდის კუთვნილი 100 პროცენტიანი წილიდან 50 პროცენტს, ხოლო მყიდველი მოპასუხე ნ---- ე------ე ყიდულობს შ.პ.ს. ,,ბ-----ში“ გამყიდველის კუთვნილი 100 პროცენტიანი წილიდან 50 პროცენტს. წილის ღირებულება ხელშ 1050 ლარი, თუმცა ნ---- ე------ე ადასტურებს, რომ მას თანხა არ გადაუხდია . იგი მიუთითებს, რომ თანხა გადაიხადა მამამ-ჯ------- ე------ემ ხუთასი ლარის ოდენობით. ექსპერტიზის დასკვნით და ასევე 2007 წლის 7 მარტს ინდივიდუალურმა მეწარმე დემური გელოვანსა და შ.პ.ს. ,,ბ-----ს“ შორის დადებული ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ორმოცდაათ პროცენტიანი წილის ხელშეკრულების ღირებულება გაცილებით მეტი იყო ვიდრე მითითებულია წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში. მოსარჩელე თანხის გადაცემის ფაქტს საერთოდ არ ადასტურებს. ექსპერტიზის დასკვნით 50 პროცენტიანი წილის საორიენტაციო მინიმალური ღირებულება 2009 წლისათვის იყო 20 700 ლარი, ხოლო წილის ამჟამინდელი მინიმალური ღირებულებაა 22800 ლარი.
6.14. წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ 2011 წლის 22 სექტემბერს საჯარო რეესტრის სააგენტოში წილის ნასყიდობა დარეგისტრირდა ნ---- ე------ის მიმართვის საფუძველზე. და შ.პ.ს. ,,ბ-----ს“ პატნიორებად 2011 წლის სექტემბრის მდგომარეობით განისაზღვრა: ნ---- ე------ე 50 პროცენტი და გ----- ა-----ე 50 პროცენტი. 2011 წლამდე და შემდგომ ნ---- ე------ეს ან მისი სახელით ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საწარმოში რაიმე ინვესტიცია არ განუხორციელებია. ასევე ნ---- ე------ეს არ მიუღია მონაწილეობა არც ფაქტობრივად და არც სამართლებრივად საწარმოს მართვაში. დადგენილია, რომ მხოლოდ 2013 წელში მოითხოვა ინფორმაცია საწარმოს შესახებ ნ---- ე------ის მინდობილმა პირმა.
6.15. 2013 წლის 9 იანვარს მოსარჩელე გ----- ა-----ემ საჩივრით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას. საჩივარში მიწის ნაკვეთის გადაფორმებასთან ერთად მითითებულია ასევე წილის ნასყიდობის ხელშეკრულების იძულებით დადების თაობაზეც.
6.16.ს----- ჭ----------ე არის მოსარჩელის ოჯახის ახლობელი(გ----- ა-----ე არის დეიდაშვილის შვილი. ) და მისი მეშვეობით ხდებოდა მიწის შეძენა ქალაქ თბილისში გ----- ა-----ის შვილის ბ----- ა-----ის სახელზე. ამ მიწასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის გამო ს----- ჭ----------ე 2009 წლის 03 ივნისს დააკავეს, ხოლო 4 ივნისს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.2009 წლის 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ს----- ჭ----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაითვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით . მასვე სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 40000(ორმოციათასი) ლარის ოდენობით, ს----- ჭ----------ე განთავისუფლდა. ს----- ჭ----------ე ადასტურებს, რომ მისი პატიმრობის განმავლობაში მის მიერ თითქოს და გ----- ა-----ის შვილის მხილების გამო მოპასუხის მხრიდან დახმარების სანაცვლოდ გ----- ა-----ემ მოპასუხეს გადაუფორმა მიწის ნაკვეთი და საწარმოს წილი .
6.17. გ----- ა-----ის შვილმა ბ----- ა-----ემ 2008 წლის 11 ნოემბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება ს/კ 01.1-.08.006/03-. აღნიშნული ქონება 2009 წლის 06 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხული იქნა მოპასუხე ნ---- ე------ის სახელზე.
6.18.საჩხერის რაიონულ სასამართლოს ნ---- ე------ემ მომართა 2015 წლის 23 თებერვალს სარჩელით საწარმოდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, ხოლო გ----- ა-----ემ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარადგინა შეგებებული სარჩელი 2015 წლის 23 მარტს. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით გ----- ა-----ის სარჩელი შ.პ.ს.,, ბ-----ს“ ორმოცდაათ პროცენტიანი წილის გასხვისების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განჩინებით გ----- ა-----ის სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად. გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც გ----- ა-----ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. არსებული სარჩელი შემოტანილია 2017 წლის 16 აგვისტოს.
6.19.გ----- ა-----ე პროკურატურაში მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს, რომ მოპასუხე გაიცნო 2008 წელში, როგორც ყოფილი მაღალჩინოსნის ერეკლე კოდუას მეუღლე. მანამდე გაიცნო მისი მამა ჯ------- ე------ე. მოპასუხე ადასტურებს, რომ იცნობდა მოსარჩელეს და მათ ოჯახებს ახლობლური ურთიერთობა ჰქონდათ.
6.20.სისხლის სამართლის საქმეზე(074098021), რომელზედაც დადგა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 ოქტომბერის გამამტყუნებელი განაჩენი ს----- ჭ----------ის მიმართ დაკითხულია ს----- ჭ----------ე როგორც მოწმის სახით ასევე ბრალდებულის სახით და დადგენილია, რომ არცერთ შემთხვევაში არც გ----- ა-----ე და არც ბ----- ა-----ე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად მითითებული არ არის , ასევე არ არის ს----- ჭ----------ის მიერ რაიმე დანაშაულში მხილებული გ----- და ბ----- ა-----ეები.
6.21.აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების კუთხით, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ შ.პ.ს.,,ბ-----“-ს 50 პროცენტიანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო (2009წლის 28 ივლისი ივლისი) ს----- ჭ----------ის დაკავებისა (2009 წლის 03 ივნისს) და ბრალდებულის სახით ყოფნის პერიოდში. საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა 2007 წლის 7 ოქტომბერს და ს----- ჭ----------ე. განთავისუფლდა. დადასტურებულია, რომ ს----- ჭუბურიძის დახმარებით აღირიცხა სადაო მიწის ნაკვეთი ბ----- ა-----ის სახელზე. ეს მიწის ნაკვეთი შემდგომ ს----- ჭუმბრიძის პატიმრობის განმავლობაში აღირიცხა ნ---- ე------ის სახელზე. პატიმრობის პერიოდში გ----- ა-----ისათვის არ იყო ცნობილი, რომ ს----- ჭ----------ეს მისი შვილი არ უმხელია დანაშაულებრივ საქმიანობაში. სასამართლო ითვალისწინებს ასევე იმ ფაქტსაც, რომ ს----- ჭ----------ე მოსარჩელის ოჯახის ახლობელია. ბ----- ა-----ე მოსარჩელე გ----- ა-----ის შვილია, ხოლო მოპასუხე ყოფილი მაღალჩინოსანის მეუღლეა. მოპასუხე და მოსარჩელე გარკვეული პერიოდი ოჯახებით კარგ ურთიერთობაში იყვნენ.
6.22.სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაო გარიგება, რომელიც კავშირშია ხსენებულ სისხლის სამართლის საქმესთან და მოპასუხის არაკეთილსინდისიერებაში გამოიხატა არ შეიძლება განხილულ იქნეს მორალური კატეგორიის გარიგებად. რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ამ შემთხვევაში შეუსაბამო ნასყიდობის ფასი და მოპასუხის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების არ არსებობა. ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეზე გუზინსკი რუსეთის წინააღმდეგ , სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის ეტაპზე სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადება, რომელიც დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას არ ემსახურება, მაღალი ალბათობით, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს არ წარმოადგენს, რადგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება გარიგების გაფორმების მაპროვოცირებელი გარემოებაა, რაც ნების გამოვლენის თავისუფლებას იმთავითვე გამორიცხავს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.
6.23. სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზე, თუ რატომ მიიჩნევს სასამართლო სადავო გარიგებას ბათილად, მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის საფუძვლით და არა იძულების მოტივით. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების იძულებით დადებულად მიჩნევის მიზნებისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს იძულების ფაქტი. იძულების ფაქტი მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ იძულებასაც. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე აპელირებს, რაც შვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მუქარაში გამოიხატებოდა. მართალია სარჩელითა და დადგენილი გარემოებებით ცხადია გ----- ა-----ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლა, თუმცა გასაჩივრებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება იძულების საფუძვლით ბათილად არ უნდა იქნეს ცნობილი. სასამართლო მიუთითებს , რომ სადავო გარიგებები ზეწოლის არარსებობის პირობებშიც ბათილია, როგორც მართლსაწინააღმდეგო და ამორალური, ვინაიდან კანონსაწინააღმდეგოა ყოველგვარი ანაზრაურების გარეშე საკმაოდ მაღალი ღირებულების აქტივის მიღება საფრთხისაგან თავის აცილების მიზნით, თუნდაც ეს მადლიერებით იყოს გამართლებული და ერთმნიშვნელოვანია , რომ დადგენილ პირობებში გარიგების დადება ზნეობრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
6.24.სასამართლო მიუთითებს რომ ზოგადად, ხელშეკრულების დადებით, მისი მონაწილე მხარეები სარგებელს უნდა იღებდნენ, განსახილველ საქმეში კი, სადავო გარიგება, სამეწარმეო საზოგადოებაში წილის გასხვისების შესახებ, არ შეესაბამებოდა გონივრულობის სტანდარტებს და ეწინააღმდეგებოდა სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს - მხარეებმა დადონ მათთვის ხელსაყრელი გარიგებები. სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საწარმოში კუთვნილი წილის გასხვისების ხელშეკრულებით, რაიმე სარგებლის მიღების ფაქტი არ დასტურდებოდა. ფაქტობრივად და სამართლებრივად მოსარჩელეს არავითარი სარგებელი არ მიუღია მოპასუხისაგან . აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, როგორც აღინიშნა მოპასუხეს არ წარმოუდგენია. სასამართლო ყურადღებით განიხილავს იმ ფაქტსაც , რომ მოპასუხის - ნ---- ე------ის მხრიდან აშკარაა კანონიერი საფუძვლის გარეშე დადებული ხელშეკრულებით სარგებლის მიღების სურვილი. მოპასუხეს 2009 წლიდან 2011 წლამდე მონაწილეობის მცდელობაც კი არ ჰქონია საწარმოში, არავითარი ინვესტიცია არ განუხორციელებია, მხოლოდ 2011 წელში დაარეგისტრირა ხელშეკრულება და 2013 წლის ბოლოს მიმართა საწარმოს კონკრეტული დოკუმენტებისა და ინფორმაციის მოთხოვნით.
6.25. სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადება და მისი შინაარსის ჩამოყალიბება უნდა ატარებდეს კეთილსინდისიერ ხასიათს, არ უნდა იყოს კანონსაწინააღმდეგო და არ უნდა არღვევდეს მორალურ პრინციპებს. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით არ დგინდებოდა მყიდველის რაიმე ვალდებულება. სასამართლო შეფასებით კიდევაც, რომ დასტურდებოდეს მოპასუხის მიერ ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის ფასის 1050 ლარის გადახდა(და არა 500 ლარის, როგორც ჩვენებაში ნ---- ე------ე მიუთითებს), გადახდილი თანხა მაინც არ არის პროპორციული წილის რეალურ ღირებულებასთან, რომელიც მინიმუმ 20 700ლარს შეადგენს. ხელშეკრულების შინაარსის და სხვა დადგენილ გარემოებების ანალიზის შედეგად, ერთმნიშვნელოვანია, რომ გარიგება გამყიდველისათვის კაბალურია და ის სცილდება მორალურ სტანდარტებს.
6.26.სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ამორალური გარიგების დროს, დავის ობიექტური ფაქტორები გადასწონის სუბიექტურს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ობიექტური ფაქტორები წინააღმდეგობაში მოდის სამართლის პრინციპებთან. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნეს გონივრულობის, ჯეროვანების პრინციპიდან გამომდინარე. როდესაც გარიგება არღვევს კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპს, ამ დროს ობიექტური კრიტერიუმები სჯაბნის სუბიექტურს.
განსახილველ დავაში, მოსარჩელესა და მოპასუხე ს შორის 28.07.2009წ. დადებული ხელშეკრულება არღვევდა მორალურ სტანდარტებს, ვინაიდან სახეზეა თვალშისაცემი შეუსაბამობა შესრულებასა და საპასუხო შესრულებას შორის და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები იმაზე მიუთითებდა, რომ სარგებლის მიმღები დასაძრახი მოტივებით მოქმედებდა და მყიდველმა შეგნებულად თუ შეუგნებლად გამოიყენა გამყიდველის ისეთი მდგომარეობა, რამაც ეს უკანასკნელი აიძულა, დაედო მისთვის არახელსაყრელი გარიგება. დადგენილია ის ფაქტიც , რომ მოპასუხემ დავის პროცესში ვერ წარადგინა მისი კეთილსინდისიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც ამგვარი კაბალური გარიგების დადების დროს, სწორედ მოპასუხის კუთვნილი მტკიცების საგანი იყო.
6.27.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის (სადაო გარიგების დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით).
6.28.აღნიშნულ საკითხზე გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 138-ე პარაგრაფის - „ამორალური გარიგება; მევახშეობა“ (იხ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, იან კროპჰოლერი, 2014 წ.) პირველი ნაწილი ზოგადად განსაზღვრავს, რომ ბათილია გარიგება, რომელიც ზნეობრივ ნორმებს არღვევს, ხოლო მეორე ნაწილი, ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო დარღვევის განმარტებას მოიცავს, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხელშეკრულების მოტივი და მიზანი. გერმანული კოდექსი სუბიექტურ მხარეს ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, კერძოდ, ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგობის გამომწვევი აუცილებელი გარემოებების შესახებ ცოდნას და კომენტარი უთითებს, რომ ზნეობრივი ნორმების დარღვევა მიმართულია საზოგადოების ან მესამე პირების წინააღმდეგ, სუბიექტური ელემენტი უნდა არსებობდეს ორივე მხარისათვის, ხოლო თუ ის მიმართულია გარიგების მეორე მხარის წინააღმდეგ, მაშინ საკმარისია ზნეობრივი ნორმების ცალმხრივი დარღვევა. სსკ-ის 55-ე მუხლის ორივე წინაპირობის კუმულატიურად გამოკვლევა და შესატყვისი დასკვნების გამოტანა სასამართლოს მიერ, მნიშვნელოვანია სწორედ ამორალური გარიგების სამართლებრივი ბუნებისათვის დამახასიათებელი სუბიექტური ელემენტის დასადგენად. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხის მიერ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა, ხელშეკრულებაში დასახელებული ნასყიდობის ფასის არაადექვატურობა სახეზეა მხარეთა შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა (მათ შორის ოჯახებით) , სახეზეა ფსიქოლოგიური ზეწოლა პარტნიორის ს----- ჭ----------ის ბრალდების გამო , რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ს----- ჭ----------ის ჩვენებით მოსარჩელის შვილის- ბ----- ა-----ის მიმართ გამოვლენილ ზეწოლას. აშკარაა, რომ მოპასუხემ ისარგებლა მოსარჩელის მძიმე მდგომარეობით. დადგენილია, რომ აღნიშნული წინაპირობები არსებობდა ხელშეკრულების დადებამდე. ამდენად სადაო სამართლებრივ ურთიერთობაში სახეზეა ამორალური გარიგების სამართლებრივი ბუნებისათვის დამახასიათებელი სუბიექტური ელემენტი.
6.29.სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლთან ერთად, 2009 წლის 06 ივლისის სადავო გარიგების კანონიერების შემოწმებისას გამოყენებული უნდა იქნას ასევე გარიგების დადების დროისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის რედაქცია, ვინაიდან განსახილველი დავა ეხება მხარეებს შორის, გარიგების დადების დროს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობას. სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენების თაობაზე უზენაესი სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უთითებს: „საკასაციო პალატა კასატორის ვერც იმ პოზიციას გაიზიარებს, რომლის თანახმადაც, ნორმის გამოყენებას გამორიცხავს 2012 წლის 8 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ახლებურად ჩამოყალიბდა 55-ე მუხლი. სასამართლოს დასკვნა ამ შემთხვევაში ემყარება სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის რეგულაციას, რომლითაც დადგენილია, რომ ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. შესაბამისად, ის გარემოება, რომ ახალი ნორმა აღარ ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევისათვის, როდესაც გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით, ვერ იქნება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი“ - იხ. სუსგ ას - 880-838-2013, 09.06.2014წ.
6.30.ამდენად ზემოთ მითითებულ გარემოებათა ერთობლიობაში შეფასება სასამართლოს აძლევს დასკვნის საფუძველს გარიგების იმგვარ ნაკლთან მიმართებაში, რომელიც უალტერნატივოდ იწვევს მისი იურიდიული შედეგის გაბათილებას. კონკრეტული გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრივ შედეგს კი, სასამართლოს მოსაზრებით, შეიცავს სწორედ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი.
6.31.სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
6.32.დადგენილია, რომ სადაო ხელშეკრულება დადებულია 2009 წელში, რეგისტრირებულია 2011 წელში, ხოლო სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2015 წელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი (მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი), შესაბამისად, სახეზეა უცილოდ ბათილი გარიგება, მასზე შეცილების რაიმე ვადის გავრცელება სამოქალაქო კოდექსით ნაკარნახევი არ არის და მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას ხანდაზმულობის საერთო - ათწლიანი ვადა.(ს.უ.ს.№ ას-501-475-2015 31 მარტი, 2016 წელი) შესაბამისად, ხანდაზმულობაზე მოპასუხის ზემოთ მითითებული პრეტენზიას სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია.
6.33. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა.
ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის ფასი განისაზღვრება დავის საგნის 3 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით;
7.2.დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი . ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც სასამართლოში წარმოდგენილი იქნა სარჩელის მიღების შემდეგ, 50 პროცენტიანი წილის საბაზრო ღირებულება მოცემული პერიოდისათვის არის 22800 ლარი და აღნიშნული თანხის სამი პროცენტი კი არის 684 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარი, ხოლო მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 584 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ----- ა-----ის (ს/კ5----------) სარჩელი ნ---- ე------ის (პ.ნ.0----------) მიმართ დაკმაყოფილდეს:
1.1.ბათილად იქნას ცნობილი გ----- ა-----ესა და ნ---- ე------ეს შორის 2009 წლის 28 ივლისს დადებული შ.პ.ს.,,ბ-----ს“ (ს/კ2--------) წილის გასხვისების ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს ნანა ბაკურაძის მიერ რეგისტრაციის N090338146 )
2. ნ---- ე------ეს გ----- ა-----ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით.
3. ნ---- ე------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 584(ხუთასოთხმოცდაოთხი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი