განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100117002106684
№ 1/183-2017
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
16 ივლისი, 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - შოთა სირაძე
სხდომის მდივანი - ალექსანდრე ჩაჩიბაია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე---–---- ბ------,დაცვის მხარე:
ადვოკატი: მ----–-- კ--------,ბრალდებული: ბ--- თ----------,მამის სახელი: გ-------,დაბადებული: 1----.1--- წელი,დაბადების ადგილი: ხობი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ა---------–- ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლეობა: მქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ. ფ-----, გ-----ს ქ. №2----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. ბ--- თ----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:
2017 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 00:25 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბ--- თ----------მ ქ. ფოთში, ა----–-----–-- ქ.№2--ში მდებარე ღია ბარში ურთიერთშელაპარაკებისას, ხელის სახეში რამდენიმე დარტყმით ცემა არასრულწლოვან მ------ წ---–-------ს, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
ბ--- თ----------ს დანაშაული არ ჩაუდენია და იგი უდანაშაულოა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:
მოწმე დ----- ო---–-----ს ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თანამშრომლებთან, ბ------- კ--–-------სთან, შ--–-- ზ---------სთან, ბ----- ნ--------სთან, ჯ---- ქ----------სთან და ფ------ ს----–---- ს-----------–--ს უფროსის მოადგილე კ------- კ------–------ ერთად, იმყოფებოდა ქალაქ ფოთში, ა----–-----–-- ქუჩაზე, სუპერმარკეტ „ნ--- მ-----------“, სადაც დაახლოებით 12:30 საათზე, შემოესმა უწმაწური სიტყვები და ლანძღვა-გინება, რის გამოც ყველანი გადავიდნენ მოპირდაპირე მხარეს მდებარე ღია ბარში, რომელიც კარგად იყო განათებული. დაახლოებით 7-8 მეტრზე მოახლოებისას შენიშნა ბ--- თ----------, რომელიც ბარის შესასვლელთან იყო და უმოწყალოდ ცემდა მ------ წ---–-------ს, უწმაწური და უშვერი სიტყვებით მიმართავდა, შემდეგ კი, დაახლოებით 1.5-2 მეტრიდან ცარიელი ლუდის კათხა ესროლა, რომელიც აცდა მ------ წ---–-------ს და დაიმსხვრა; ბ--- თ----------მ, დაახლოებით სამ-ოთხჯერ დაარტყა ხელი უმოწყალოდ მ------ წ---–-------ს, რომელიც ბარში რამდენიმე პიროვნებასთან ერთად იყო, რაც ძალიან სწრაფად მოხდა, დარტყმის შედეგად მ------- სკამიდან გადავარდა, ხოლო ბ--- თ---------- კიდევ მიიწევდა მის საცემად, რის გამოც იგი შეეცადა უფრო მძიმე შედეგი არ დამდგარიყო და აღეკვეთა აღნიშნული დანაშაული, ამიტომ მან და ჯ---- ქ----------მ ბ--- თ---------- დააკავეს. მ------ წ---–-------- სახეზე იკიდებდა ხელს და გაჰკიოდა სახე მტკივა და არ მომეკაროთო, ისტერიკაში იყო ჩავარდნილი და ეტყობოდა, რომ ძალიან ძლიერ ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა, სახე ჰქონდა აწითლებული, იგი არასრულწლოვანია და ბ--- თ----------სთვის არანაირი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. პოლიციის თანამშრომლებმა იგი ფ------ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბ--- თ----------ს დაკავების ოქმი ადგილზე არ შეუდგენიათ, ვინაიდან ხალხმრავლობა იყო, ბევრი ნასვამი ადამიანი იმყოფებოდა, ბ--- თ---------- აგრესიულად მიიწევდა მ------ წ---–--------სკენ და სიტუაციის გამწვავებას მოერიდნენ, ამიტომ მისი დაკავებისა და პირად ჩხრეკის ოქმი, ს-----------–--–- შედგა, სადაც სამსახურეობრივი „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანით გაიყვანეს, შეამოწმეს ალკოტესტზე და დაუდგინდა სიმთვრალე. აღნიშნულ ფაქტზე ფ------ ს----–---- ს-----------–--–- დაიწყო გამოძიება, ჩაერთო გამომძიებელი ზ----- ე-–-------, რომელმაც ბ--- თ----------ს განუმარტა უფლება-მოვალეობები და შეადგინა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, რაზეც ხელი მოაწერეს მან და ჯ---- ქ----------მ. ბ--- თ----------ს ხელზე ჰქონდა დაზიანება და დაკავების ოქმშიც აღნიშნა, რომ დაკავებამდე მიიღო ეს ჭრილობა, თუმცა მან ოქმი ხელი არ მოაწერა.
იხ.04.10.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი
მოწმე ბ------- კ--–-------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თანამშრომლებთან, დ----- ო---–-----სთან, შ--–-- ზ---------სთან, ბ----- ნ--------სთან, ჯ---- ქ----------სთან და ფ------ ს----–---- ს-----------–--ს უფროსის მოადგილე კ------- კ------–------ ერთად, იმყოფებოდა ქალაქ ფოთში, ა----–-----–-- ქუჩაზე, სუპერმარკეტ „ა---–-----------ს“ წინ მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით 12:30 საათზე მოპირდაპირე მხარეს, მდებარე ლუდის ღია ბარიდან შემოესმათ ხმაური, ყვირილი, გინება და ჩხუბის ხმა და ყველანი იქითკენ წავიდნენ და როგორც კი გზის მეორე მხარეს გადაირბინეს, შეამჩნიეს ბ--- თ---------- და მ------ წ---–--------, რომელიც სხვა პირებთან ერთად ბარის შესასვლელთან, პირველ მაგიდასთან იჯდა ბარის მარცხენა მხარეს და იქვე ახლოს იყო ბ--- თ----------, რომელიც აგინებდა მ------ წ---–-------ს, მერე გაიქცა მისი მიმართულებით, რამდენჯერმე მყისიერად დაარტყა ხელი სახის არეში და დაახლოებით 2 მეტრიდან ლუდის კათხა ესროლა, რომელიც აცდა და იქვე დაიმსხვრა. ამ დროს პოლიციელებიც მივიდნენ, მ------ წ---–-------ს სახე ჰქონდა აწითლებული, კიოდა ცუდად ვარ, თავი მტკივაო, სასწრაფოს ითხოვდა, ხოლო ბ--- თ----------ს უყვიროდა არ გაპატიებო. ამის შემდეგ, დ----- ო---–-----მ და ჯ---- ქ----------მ ბ--- თ---------- დააკავეს, განუმარტეს უფლება-მოვალეობები, მაგრამ ბ--- თ---------- აგრესიული იყო, არ ემორჩილებოდა და მაინც აგინებდა მ------ წ---–-------ს, რის გამოც მან, დ----- ო---–-----მ და ჯ---- ქ----------მ სამსახურებრივი პიკაპის ტიპის მანქანით, ს-----------–--–- გადაიყვანეს, სადაც დაკავების ოქმი შეადგინეს, ვინაიდან ადგილზე ნასვამი ადამიანების სიმრავლის და დაძაბულობის გამო, გართულებას მოერიდნენ. ბ--- თ----------ს ალკოტესტით შემოწმებისას სიმთვრალე დაუდგინდა. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. შემთხვევის ადგილას არ უნახავთ მ------ წ---–--------ს მიერ ბ--- თ----------სთვის ლუდის კათხის სროლის ფაქტი.
იხ.04.10.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.
მოწმე ბ----- ნ--------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თანამშრომლებთან, დ----- ო---–-----სთან, შ--–-- ზ---------სთან, ჯ---- ქ----------სთან, ბ------- კ--–-------სთან და ფ------ ს----–---- ს-----------–--ს უფროსის მოადგილე კ------- კ------–------ ერთად, იმყოფებოდა ქალაქ ფოთში, ა----–-----–-- ქუჩაზე, სუპერმარკეტ „ა---–-----------ს“ წინ მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით 12:30 საათზე მოპირდაპირე მხარეს, მდებარე ლუდის ღია ბარიდან, 30 მეტრში შემოესმათ ხმაური, ყვირილი, გინება და ჩხუბის ხმა, რაზედაც პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს რეაგირება და ყველანი ერთად ჩქარი ნაბიჯებით წავიდნენ იმ ადგილისკენ, რა დროსაც ა----–-----–-- ქუჩიდან ნახეს, რომ ლუდის ბარის შესასვლელთან, რომელიც კარგად იყო განათებული, ახლოს მარცხენა მხარეს, პირველ მაგიდასთან, ბ--- თ---------- მ------ წ---–-------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ესროლა ლუდის კათხა, რომელიც აცდა და გატყდა, ხოლო მათ მისვლამდე რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც მაგიდასთან, სკამზე მჯდომი მ------ წ---–-------- წაიქცა, ზურგით დაეცა და ყვიროდა დამეხმარეთო. ბარში ხალხმრავლობა იყო, პირველები დ----- ო---–----- და ჯ---- ქ---------- მივიდნენ და ბ--- თ---------- ადგილზე დააკავეს უფლება-მოვალეობები განუმარტეს და სამსახურებრივი ავტომანქანით ქალაქ ფ------ ს----–---- ს-----------–--–- გადაიყვანეს. ხალხმრავლობის და შექმნილი სიტუაციის გამო, დაკავების ოქმი ადგილზე არ შეუდგენიათ. კონფლიქტი ბარის გარეთაც გაგრძელდა, ბ--- თ----------ს ვიზუალურად ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო, დაკავების შემდეგაც იქცეოდა აგრესიულად, მ------ წ---–-------ს სახეზე სიწითლე ეტყობოდა და ისიც უცენზურო სიტყვებით მიმართავდა ბ--- თ----------ს, ეუბნებოდა რომ არ აპატიებდა ცემას, ასევე ყვიროდა, რომ ბ--- თ----------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, საშინლად სტკიოდა და ითხოვდა საავადმყოფოში გადაყვანას. მ------ წ---–-------ს ბ--- თ----------სთვის ლუდის კათხა არ უსვრია. მ------ წ---–-------- კ------- კ------–---- და შ--–-- ზ---------მ გადაიყვანეს საავადმყოფოში სამსახურებრივი ავტომობილით.
იხ.19.10.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.
მოწმე შ--–-- ზ---------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თანამშრომლებთან, დ----- ო---–-----სთან, ბ----- ნ--------სთან, ბ------- კ--–-------სთან, ჯ---- ქ----------სთან და ფ------ ს----–---- ს-----------–--ს უფროსის მოადგილე კ------- კ------–------ ერთად, იმყოფებოდა ქალაქ ფოთში, ა----–-----–-- ქუჩაზე, სუპერმარკეტ „ა---–-----------ს“ წინ მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით 12:30 საათზე მოპირდაპირე მხარეს, მდებარე ლუდის ღია ბარიდან, დაახლოებით 25 მეტრიდან შემოესმათ ხმამაღალი საუბარი, უწმაწური სიტყვები და ყველანი ჩქარი ნაბიჯებით გაემართნენ ბარის მიმართულებით. წინ მირბოდა დ----- ო---–----- და ჯ---- ქ----------, შემდეგ თვითონ; ა----–-----–-- ქუჩის გადაკვეთამდე ნახა თავისი ნაცნობი ბ--- თ----------, რომელსაც ხელში ეჭირა ლუდის კათხა და გინებით მიემართებოდა ადამიანისკენ, რომელსაც ესროლა ლუდის კათხა, რაც აცდა და დაიმსხვრა ბარის ტერიტორიაზე, შემდეგ ამ პიროვნებას აგინა და პოლიციელების მისვლამდე რამდენჯერმე მოუქნია ხელი და დაარტყა სახის არეში გოგონას, რომელიც აღმოჩნდა მისი ნაცნობი მ------ წ---–--------. იგი მაგიდასთან იჯდა სხვა პირებთან ერთად და დარტყმის შედეგად სკამიდან გადავარდა და წაიქცა. დ----- ო---–-----მ და ჯ---- ქ----------მ ბ--- თ---------- დააკავეს, განუმარტეს დაკავების საფუძველი და უფლებები და პიკაპით, რომელსაც ბ------- კ--–------- მართავდა, ს-----------–--–- გადაიყვანეს. მ------ წ---–-------ს სახე ჰქონდა აწითლებული, სიმწრისგან ყვიროდა ამას არ გაპატიებო, თავბრუ მეხვევაო, ტიროდა-წიოდა და ილანძღებოდა, ითხოვდა სასწრაფოს გამოძახებას. მ------ წ---–--------ს მიერ ბ--- თ----------სთვის რაიმე ნივთის სროლის ფაქტი არ უნახავს. ბარში ხალხმრავლობა იყო, ხალხი წამოიშალა და ქაოსური სიტუაცია შეიქმნა, ბ--- თ----------ც აგრესიული იყო, პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა, რის გამოც დაკავების ოქმის შედგენა ადგილზე შეუძლებელი იყო. მისთვის უცნობია, თუ რამ გამოიწვია ბ--- თ----------ს და მ------ წ---–-------ს შორის ეს ინციდენტი, არც მ------ წ---–-------ს არ გაუკეთებია ამაზე განმარტება. ბ--- თ----------ს ალკოტესტით შემოწმებისას სიმთვრალე დაუდგინდა. მ------ წ---–-------- ითხოვდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მან და კ------- კ------–---- "შკოდის" მარკის ავტომანქანით ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მ------ წ---–-------- არასრულწლოვანია და იმ საღამოს არ დაუკითხავთ.
იხ.19.10.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.
მოწმე ჯ---- ქ----------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თანამშრომლებთან, დ----- ო---–-----სთან, შ--–-- ზ---------სთან, ბ----- ნ--------სთან, ბ------- კ--–-------სთან და ფ------ ს----–---- ს-----------–--ს უფროსის მოადგილე კ------- კ------–------ ერთად, იმყოფებოდა ქალაქ ფოთში, ა----–-----–-- ქუჩაზე, სუპერმარკეტ „ნ--- მ--------ს“ წინ მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით 12:30 საათზე, მოპირდაპირე მხარეს, მდებარე ლუდის ღია ბარიდან, 40 მეტრიდან შემოესმათ ხმაური და ლანძღვა-გინების ხმა, რა დროსაც დააპირეს ქუჩაზე გადასვლა და ამ დროს ბ--- თ----------მ მ------ წ---–-------ს ესროლა ლუდის კათხა, რომელიც ბარის წინა მხარეს დაიმსხვრა, ხოლო როდესაც ტროტუარს მიუახლოვდნენ, ბ--- თ----------მ კედლის მხარეს მარცხნივ მაგიდასთან მჯდომ არასრულწლოვან მ------ წ---–-------ს დაახლოებით ორ-სამჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რაზედაც მ------ წ---–-------- სკამიდან გადავარდა და წაიქცა, ამასობაში პოლიციელებიც მივიდნენ და მან და დ----- ო---–-----მ დააკავეს ბ--- თ----------, იგი არ ემორჩილებოდა, იყო ნასვამი, იქცეოდა არაადეკვატურად, დ----- ო---–-----მ ბ--- თ----------ს განუმარტა უფლებები, რის შემდეგადაც მან და დ----- ო---–-----მ პიკაპით, რომელსაც ბ------- კ--–------- მართავდა, ს-----------–--–- გადაიყვანეს. მ------ წ---–-------- წაქცეული იყო, სახე ჰქონდა აწითლებული, ტიროდა მტკივაო და ბ--- თ----------ს მიმართავდა, რომ ამას არ შეგარჩენ და არ გაპატიებო, მას ბ--- თ----------სთვის არაფერი არ უსვრია. დაკავების ოქმი შედგა ქალაქ ფ------ ს----–---- ს-----------–--–-, ბ--- თ----------ს გადაყვანიდან დაახლოებით 1 საათში, რადგან ბარში შექმნილი დაძაბულობის გამო, ვერ ხერხდებოდა დაკავების ოქმის ადგილზე შედგენა. ბ--- თ----------ს ალკოტესტით გადამოწმებისას, სიმთვრალე დაუდგინდა.
იხ.19.10.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.
მოწმე კ------- კ------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე თანამშრომლებთან დ----- ო---–-----სთან, ბ----- ნ--------სთან, ბ------- კ--–-------სთან, ჯ---- ქ----------სთან და შ--–-- ზ---------სთან ერთად იმყოფებოდა ქალაქ ფოთში, ა----–-----–-- ქუჩაზე, სუპერმარკეტ „ნ--- მ--------ს“ წინ. მოპირდაპირე მხარეს, მდებარე ლუდის ღია ბარიდან, 10 მეტრში შემოესმათ ხმაური და ლანძღვა-გინების ხმა და ნახეს, რომ ბ--- თ---------- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა არასრულწლოვან მ------ წ---–-------ს, რომელიც მაგიდასთან იჯდა და ყველანი ბარისკენ წავიდნენ, ამ დროს ბ--- თ----------მ მ------ წ---–-------ს ესროლა ლუდის კათხა, რომელიც აცდა თ----------ს ეკავა ლუდის კათხა ხელში, რომელიც ესროლა მ------ წ---–-------ს, მაგრამ ვერ მოარტყა, შემდეგ მივიდა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც მ------ წ---–-------- წაიქცა. დ----- ო---–-----მ და ჯ---- ქ----------მ დააკავეს ბ--- თ----------, დ----- ო---–-----მ განუმარტა უფლებები, მაგრამ დაკავების ოქმი ვერ შედგა, რადგან ბ--- თ---------- აგრესიული იყო მ------ წ---–--------ს მიმართ, მ------ს სახე გაწითლებული ჰქონდა და ტკიოდა, პანიკაში იყო, სასწრაფოს ითხოვდა და შეუძლებელი აღმოჩნდა დაკავების ოქმის ადგილზე შედგენა, ამის შემდეგ ბ--- თ---------- ჩასვეს პიკაპში და ს-----------–--–- გადაიყვანეს, ხოლო მ------ წ---–-------- მან და შ--–-- ზ---------მ საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ექიმმა გასინჯა და შემდეგ სახლში მიიყვანეს. ვინაიდან მ------ წ---–-------- არასრულწლოვანი იყო, ღამე არ გამოუკითხავთ. თუ რის გამო მოხდა კონფლიქტი მ------ წ---–-------სა და ბ--- თ----------ს შორის არ გაურკვევიათ.
იხ.19.10.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.
ექსპერტმა შ----- თ-------მ დაადასტურა ექსპერტიზის შედეგები და აღნიშნა, რომ ექსპერტის დასკვნა მ------ წ---–--------ს დაზიანებასთან დაკავშირებით გაცემულია სამედიცინო დოკუმენტაცია-ჩანაწერების მიხედვით და კატეგორიულია იმაში, რომ დაზიანება კანქვეშა ჰემატომა განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, მ------ წ---–-------ს შუბლის მიდამოში აღენიშნებოდა მცირე ზომის კანქვეშა ჰემატომა, პალპაციით მტკივნეული, რაც ნიშნავს ხელის დადების შედეგად მტკივნეულს. ექსპერტს შეუძლია განსაზღვროს საგნის თვისება, მკვრივი და ბლაგვი ზედაპირის მქონე საგანი. დაზიანების მიყენება როდის მოხდა, შემთხვევამდე თუ შემთხვევის დროს, წარმოშობის და დროის მიხედვით ამის ზუსტი დადგენა შეუძლებელია და ექსპერტი ხელმძღვანელობს მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციით.
იხ.23.10.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.
მოწმე ფ-------- ნ---–---მ და ზ----- ე-–-------მ (საქმის გამომძიებლები) დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და აღნიშნეს, რომ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ქონია.
იხ.23.10.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.
არასრულწლოვან დაზარალებულ მ------ წ---–--------ს ჩვენებით დგინდება, რომ არის 17 წლის. ბ--- თ---------- გაიცნო სოციალური ქსელის „Facebook“-ის მეშვეობით, ხშირი კონტაქტი არ ჰქონიათ, მცირედი მიმოწერა ჰქონდათ და ახლოს არ იცნობდნენ ერთმანეთს. 2017 წლის 25 აგვისტოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე ლუდის ღია ბარში, სადაც ასევე იმყოფებოდა ბ--- თ----------, რომელიც მისი მაგიდის გვერდით ძალიან ახლოს იჯდა და მასთან კონტაქტი არ ჰქონია. მასთან ერთად მყოფი გოგონა ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა და თვითონაც გაჰყვა. გასვლის დროს ბ--- თ----------მ რაღაც იუმორით უთხრა და მანაც ხუმრობით უპასუხა, რაც როგორც ჩანს, ბ--- თ----------ს ეწყინა, ვინაიდან ნასვამი იყო, თვითონაც 1 კათხა ლუდი ჰქონდა დალეული და როდესაც შემობრუნდა, მათ შორის კონფლიქტი მოხდა, კერძოდ: ბ--- თ----------მ უთხრა რატომ მეუხეშებიო, რაზეც უპასუხა, რომ არ ეუხეშებოდა, უბრალოდ მასთან ურთიერთობა არ სიამოვნებდა, შემდეგ ბ---მ უთხრა, რომ საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონდა, რაზეც მან ჟარგონულად უპასუხა „ნუ მეტენებიო’’. ბ--- თ----------მ ეს იუკადრისა და დაიწყო აგრესია, მანაც აგრესიით უპასუხა და ბ--- თ----------მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც შეურაცხყოფით უპასუხა, ამის შემდეგ ერთმანეთს შეაგინეს, ამაზე ბ--- თ---------- განრისხდა და ახლო მანძილიდან ლუდის კათხა ესროლა, რომელიც აცდა, ძირს დაენარცხა და გატყდა. ამაზე თვითონაც აიღო 2 კათხა და ბ--- თ----------ს ესროლა, რომელთაგან ერთი მკლავზე მოხვდა, მაგრამ რაიმე დაზიანება არ მიუღია. ერთმანეთს აგინებდნენ და აყენებდნენ შეურაცხყოფას, კიდევ ერთი ლუდის კათხის სროლას აპირებდა, რა დროსაც ბ--- თ---------- მისკენ გამოექანა და კათხის აცილების მიზნით, ხელი აკრა ყბის ქვედა მხარეს, რის გამოც უკან სკამს წამოჰკრა ფეხი და დაეცა, თუმცა რაიმე დაზიანება არ მიუღია და არც თავი დაურტყამს, ამავე დროს არანაირი ტკივილი არ განუცდია, უბრალოდ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, თან ლუდი ჰქონდა დანალევი, ნასვამი იყო და ოდნავ თავბრუ დაეხვა. ამ დროს პოლიციის თანამშრომლებიც მოვიდნენ, რომლებმაც წამოაყენეს. ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს და ბ---ს ეძებდა, თან გაიძახოდა, რომ ამას არ შეარჩენდა, ქუჩაშიც გავარდა და ეძებდა ბ--- თ----------ს, მაგრამ იგი, როგორც აღმოჩნდა, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. შემდეგ თვითონ და მასთან ერთად მყოფი გოგონა პოლიციის თანამშრომლებმა ს-----------–--–- წაიყვანეს, სადაც აუხსნეს, რომ ღამის 10 საათის შემდეგ არ შეიძლებოდა არასრულწლოვნის დაკითხვა, მეორე დღეს უნდა გამოცხადებულიყო და მიეცა ჩვენება, რაზეც უპასუხა, რომ ბ--- თ----------ს მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა და არ უნდოდა მის წინააღმდეგ საჩივრის დაწერა, მაგრამ უთხრეს, რომ დამალვის უფლება არ ჰქონდა, აუცილებლად უნდა ეცნობებინა პოლიციისთვის ის, რაც პოლიციის თანამშრომლებმაც დაინახეს და ამიტომ აუცილებლად უნდა მისულიყო დილით დაკითხვაზე. ურჩიეს, რომ მშობლისთვის დაერეკა, თუმცა დედასთან ნაჩხუბარი იყო ვერ დარეკავდა, არც პოლიციელებს დაურეკავთ დედისთვის. ს-----------–--დან პოლიციის თანამშრომლებმა საავადმყოფოში წაიყვანეს, თავის არასრულწლოვან მეგობარ გოგოსთან ერთად, სადაც ექიმმა გასინჯა, არანაირი დაზიანება არ ჰქონდა და არაფერი ტკიოდა, რაც ექიმმაც დაადასტურა, თუმცა დამამშვიდებელი გაუკეთა, წამლები არ გამოუწერია და შემდეგ, ვინაიდან დედასთან კონფლიქტის გამო სახლში არ მიდიოდა, პოლიციის თანამშრომლებმა, დაახლოებით ღამის 3-4 საათზე, მეგობარ გოგოსთან ერთად ჩამოსვეს ქუჩაში მის მიერ მითითებულ ადგილას. მეორე დილით ღამენათევი, შეურაცხყოფილი და სტრესში მყოფი გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც უთხრეს, რომ ახსნა-განმარტებითი ბარათი უნდა დაეწერა, ეს არ იყო ჩვენება, უბრალოდ უნდა აღეწერა რაც მოხდა, მან უკარნახა და დაწერა რაც მოხდა, მაგრამ ამ დროს იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში, ძალიან გაღიზიანებული იყო ბ--- თ----------ზე და რეალურად სწორად ვერ აღიქვამდა სიტუაციას, ისიც კი არ ახსოვდა ბ--- თ----------ს ესროლა თუ არა ლუდის კათხა. განმარტების მიცემის შემდეგ, მეორე დღეს დაფიქრდა, შემდეგ იმ ხალხსაც დაეკონტაქტა, ვისთანაც ბარში იმყოფებოდა და გაახსენდა, რომ თვითონაც ესროლა ლუდის კათხა ბ--- თ----------ს. კონფლიქტის დღეს ძალიან გადაღლილი და ღამენათევი იყო, რამაც გავლენა იქონია იმაზე, რომ გამოძიებას ზუსტი და რეალური ინფორმაცია ვერ მიაწოდა. მას ბ--- თ----------სთვის საკუთარი ასაკი არ უთქვამს, ხოლო „Facebook“-ზე დაბადების თარიღი არასწორად მიუთითა. აქედან გამომდინარე თვლის, რომ ბ--- თ----------სთვის მისი ასაკის და არასრულწლოვნობის შესახებ ცნობილი არ იყო, თან ვიზუალურად არ ჰგავს არასრულწლოვანს, ამავე დროს ბ--- თ----------ს მის მიმართ ცუდი განზრახვა არ ჰქონია და მისი ასაკის გამხელის საჭიროებაც არ იყო.
დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ამ კონფლიქტამდე მეგობართან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც სახის არეში და ცხვირთან მიიღო დაზიანებები.
იხ.28.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.
საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მ------ წ---–-------ს, სამედიცინო ჩანაწერების თანახმად, აღენიშნება კანქვეშა ჰემატომა შუბლის მიდამოში, დაჟეჟილობა არ წარმოადგენს მექანიკური დაზიანების ობიექტურ ნიშანს. დაზიანება კანქვეშა ჰემატომის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
იხ. ტომი I, ს.ფ. 135-137.
ბრალდებულმა ბ--- თ----------მ განმარტა, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს მეგობართან ერთად იმყოფებოდა ლუდის ბარ „ზ--------–-“, სადაც შეხვდა ნაცნობ თ----- ქ---–------ს, რომელსაც ახლდა მ------ წ---–--------, ამ უკანასკნელს მხოლოდ მიმოწერით იცნობდა და სახელი და გვარი იცოდა, სხვა რაიმე ურთიერთობა არ აკავშირებდა. მათი მაგიდები გვერდიგვერდ იდგა და თ----- ქ---–------ს შესთავაზა მასთან გადმოსულიყვნენ სუფრაზე, რაზედაც მ------ წ---–-------მა თქვა, რომ ეს ბიჭი არ მომწონს და რატომ ელაპარაკებიო, რამაც გააღიზიანა და ჰკითხა, თუ რატომ ჰქონდა მასზე ცუდი შეხედულება, თვითონაც და მ------ წ---–-------- ნასვამები იყვნენ და მათი შელაპარაკება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, მან შეაგინა მ------ წ---–-------ს და ამ უკანასკნელმაც გინებით უპასუხა. ბარში მისი ნაცნობი გოგოები და ბიჭები იყვნენ, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და გაბრაზებულმა ლუდის კათხა ესროლა, რომელიც გატყდა და ზარალი მისმა მეგობრებმა აანაზღაურეს. ამის შემდეგ, უკვე გადიოდა ბარიდან, რა დროსაც მ------ წ---–-------მა კათხა ესროლა, რასაც არ ელოდა, თუმცა კათხა აცდა და ამ დროს მეორეჯერაც ესროლა კათხა მ------ წ---–-------მა, რომელიც მკლავზე მოხვდა, თუმცა ძალიან არ დაშავებულა, შემდეგ კი ნახა, რომ მ------ წ---–-------მა კიდევ აიღო ლუდის კათხა და სროლას აპირებდა, რა დროსაც მისკენ წავიდა, ცდილობდა მიესწრო, რომ არ ესროლა კათხა და წაერთმია, მაგრამ მ------ წ---–-------მა დაასწრო კათხაზე ხელის მოკიდება და მაინც მოუქნია, რაზედაც ინსტიქტურად ხელი ჰკრა კისრის მიდამოში და მ------ წ---–-------- წაიქცა. იგი ყვიროდა, რომ ამას არ გაპატიებო, აგინებდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მოვიდა 2 პოლიციელი, დ----- ო---–----- და შ--–-- ზ--------- და დააკავეს, სხვა პოლიციელი არ უნახავს და გადაიყვანეს პოლიციის ს-----------–--–-, სადაც აცნობეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, გოგოს გინებისთვის და შეურაცხყოფის მიყენებისთვის და ურჩიეს აღიარებითი ჩვენების მიცემა, ხოლო შემდეგ ს-----------–--ს უფროსის ოთახში უთხრეს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო დაწყებული.
ბრალდებულის განმარტებით, მ------ წ---–--------სთვის ხელი სახის არეში არ დაურტყამს, სპორტსმენია, 6 წელი ბოქსით იყო დაკავებული და ქალისთვის, მით უფრო არასრულწლოვნისთვის ხელი რომ დაერტყა, საკმაოდ მძიმე დაზიანებას მიაყენებდა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია და არც ამის განზრახვა ჰქონია, მან მხოლოდ მოქნეული კათხა აიცილა.
იხ.16.05.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.
4. მხარეთა პოზიციები:
4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.
4.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო სრულიად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულ ბ--- თ----------ს ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის და მისი უდანაშაულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ--- თ----------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), ფაქტის უშუალო შემსწრეები არიან თვით ბრალდებული და დაზარალებული. აღნიშნულ ფაქტს ასევე შეესწრნენ პოლიციის თანამშრომლები დ----- ო---–-----, ბ------- კ--–-------, ბ----- ნ--------, შ--–-- ზ---------, ჯ---- ქ---------- და კ------- კ------–---, რომლებმაც გარკვეული მანძილიდან (მათი ჩვენებებით, 25-40 მეტრი) შეამჩნიეს, რომ ბ--- თ----------მ რამოდენიმეჯერ ხელი დაარტყა მ------ წ---–-------ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა. აღნიშნული პირები ასევე მიუთითებენ, რომ მ------ წ---–-------ს სახე ჰქონდა აწითლებული. შემთხვევის თვითმხილველი სხვა პირი სხდომაზე არ დაკითხულა.
ბრალდების მხარე მიუთითებს იმაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით მ------ წ---–-------ს აღენიშნება კანქვეშა ჰემატომა შუბლის არეში, დაზარალებულის განმარტებით, ბ--- თ----------მ მას ხელი ჰკრა ყბის ქვედა მხარეს, ხოლო სხვა დაზიანების შესახებ აღნიშნავს, რომ ამ კონფლიქტამდე მეგობართან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც სახის არეში და ცხვირთან მიიღო დაზიანებები.
აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ შუბლის არეში მიყენებულ დაზიანებას დაზარალებული ვერ ხსნის და ეს დაზიანება სწორედ ბ--- თ----------მ მიაყენა, ხოლო მ------ წ---–-------- ცრუობს, როდესაც ამ ფაქტს უარყოფს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე მუხლის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოების შესახებ ინფორმაციას იღებს უშულოდ იმ პირისგან, რომელზეც განხორციელდა სავარაუდო ძალადობა, ცემა, რომელმაც უშუალოდ განიცადა, იხილა და აღიქვა ბრალდებულის ქმედების წვრილმანი დეტალები, ძალადობის შედეგი, მათ შორის შერაცხული ბრალდების სავალდებულოდ მაკვალიფიცირებელი ტკივილის შეგრძნება.
იმისათვის, რომ სასამართლომ არ გაიზიაროს დაზარალებულის ჩვენება და დარწმუნდეს მის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში, საჭიროა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე მისცემს სასამართლოს ამის შესაძლებლობას.
როგორც აღინიშნა, დაზარალებულის და ბრალდებულის გარდა, სასამართლომ ინფორმაცია მიიღო ასევე პოლიციის თანამშრომლებისგან, რომლებმაც გარკვეული დისტანციიდან იხილეს ბრალდებულს და დაზარალებულს შორის კონფლიქტი და აღნიშნავენ, რომ ბ--- თ----------მ რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი მ------ წ---–-------ს, უმოწყალოდ ცემდა (დ----- ო---–-----ს ჩვენება), ასევე უთითებენ, რომ მ------ წ---–--------ს მიერ ბ--- თ----------სთვის ლუდის კათხის სროლის ფაქტი არ უნახავთ.
მოყვანილი მტკიცებულებებით სასამართლომ უპირველეს ყოვლისა უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგ უნდა გაკეთდეს ამ გარემოებების სამართლებრივი ანალიზი, კერძოდ: სამართლებრივად უნდა შეფასდეს ბრალდებულის ქმედება და მისი ბრალეულობა.
ბრალდებულის და დაზარალებულის ჩვენებებით სასამართლო ხედავს, რომ ისინი იდენტურად აღწერენ მათ შორის კონფლიქტის დაწყებას და შემდგომში განვითარებულ დეტალებს, კერძოდ: კონფლიქტი დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკებით, შემდეგ აგინეს ერთმანეთს, რა დროსაც ბ--- თ----------მ ლუდის კათხა ისროლა, რომელიც გატყდა, ამის შემდეგ დაზარალებული ორჯერ ისვრის ლუდის კათხას ბრალდებულისკენ, რომელთაგან ერთო მკლავზე მოხვდა, ხოლო შემდეგ მესამეჯერაც აპირებს კათხის სროლას, რასაც ბრალდებული ხელის აკვრით იცილებს და ამ დროს მისი ხელი ხვდება დაზარალებულს კისრის არეში, რის შედეგადაც ის წაიქცა.
ამრიგად, ბრალდებულის და დაზარალებულის ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, რომლის საპირისპიროდ ბრალდების მხარე უთითებს პოლიციელთა ჩვენებებზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულმა პირებმა ბრალდებულს და დაზარალებულს შორის კონფლიქტი ნახეს დისტანციიდან, 25-40 მეტრიდან, მათი ჩვენებები ნაწილობრივ ემთხვევა ბრალდებულის და დაზარალებულის ჩვენებებს, კერძოდ: იმ ნაწილში, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს, ბ--- თ---------- ფიზიკურად შეეხო დაზარალებულს და ხელი დაარტყა, თუმცა არის სხვაობაც იმ ნაწილში, სადაც მოწმეები აღნიშნავენ, რომ რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი ბრალდებულმა დაზარალებულს და მასში, რომ ლუდის კათხის სროლა დაზარალებულისგან არ უნახავთ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ შექმნილ ვითარებაში (ხალხმრავალი ადგილი, ხილვადობის 25-40 მეტრიანი მანძილი, ბრალდებულის მოქმედება დროის მცირე შუალედში, წამებში) მოწმეებს შესაძლოა რეალურად ვერ შეეფასებინათ მხარეებს შორის კონფლიქტის არსი (უთითებენ კიდევაც, რომ თუ რის გამო მოხდა მათ შორის კონფლიქტი არ იციან), ბრალდებულის მოქმედება და მისი მოტივები და იმ პირობებში, როდესაც თვით დაზარალებული დეტალურად აღწერს ბრალდებულის მიერ მასზე განხორციელებული ქმედების თითოეულ წვრილმანს, მოწმე პოლიციელთა ჩვენებები ვერ გადალახავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, როგორც საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბ--- თ----------ს ბრალეულობაში.
აღნიშნული მტკიცებულებები შეიძლება შეფასდეს, როგორც ეჭვი, რომელიც ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
ამრიგად ბრალდების მხარის პოზიცია, დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, არ დასტურდება სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, შესაბამისად სასამართლო იზიარებს ამ ჩვენებას და იყენებს ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი ანალიზისთვის, როგორც ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას.
5.3. განსახილველი დანაშაულის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის.
ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს.
როგორც ვხედავთ განსახილველი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს, როგორც სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ასევე დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, რაც ნიშნავს ორივე გარემოების ერთდროულად არსებობას, სხვა შემთხვევაში დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.
ტკივილის შეგრძნება სუბიექტურია, ესე იგი თვით დაზარალებულმა უნდა გადმოსცეს მასზე განხორციელებული მოქმედებით გამოწვეული შედეგი, ანუ განიცადა თუ არა ტკივილი და შეუძლებელია სხვა გარემოებებით (მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ.) დადგინდეს აღნიშნული ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დადასტურდა, რომ ბ--- თ----------მ რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი მ------ წ---–-------ს, ამავე დროს ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის დროს ტკივილი არ განუცდია.
ამრიგად განხილული და დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა ბ--- თ----------ს ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობას.
5.4. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
5.5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
5.6. როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეში სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა წონადობა გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საკმარისობისთვის და თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ ბ--- თ----------ს ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს.
5.7. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლზე, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).
6. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
6.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.
თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.
რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.
6.2. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბ--- თ----------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე, ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ ბ--- თ----------ს დამნაშავედ ცნობას, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც პირდაპირ და უტყუარად ამ ფაქტს ადასტურებს.
ამრიგად, ბრალდებული ბ--- თ---------- უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული ბ--- თ---------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით (??????????? 2017 ???? 1 ??????? ?????? ?944-?????????, 20.06.2017 ?.) წარდგენილ ბრალდებაში.
2. ბ--- თ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით გაუქმდეს.
ყადაღა მოეხსნას ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ბრალდებულ ბ--- თ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 20 000 (ოცი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, გ--- ლ-----ს (პირადი ნომერი 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ დაყადაღებულ ქონებას, მდებარე: ქ. ფ-----, 9------–-ს ხ------ №1-----ში, ფართი 59.07 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 0------------------), 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს.
გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ბ--- თ----------ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად დაწესებული ყველა ვალდებულება და ბ--- თ----------ს დაუბრუნდეს საქმის გამომძიებლისთვის ჩაბარებული საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა.
3. გამართლებულ ბ--- თ----------ს განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ჭიქის ნამსხვრევები, რომელიც ინახება შს ქ. ფ------ ს----–---- ს-----------–--–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე