გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017002206577
საქმე №2/932 - 17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ივლისი, 2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე - თა---------------ძე
წარმომადგენელი-ალ--------------–-–---–ი, თე--–-------
მოპასუხე - ვე-----------------ე
წარმომადგენელი-ბე----------–---–ი
არასრულწლოვანი ბავშვების კანონიერი წარმომადგენელი- ნა---------–-–---–ი
დავის საგანი- ქორწინების შეწყვეტა, არასრულწლოვან ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს თა---------------ძესა და ვე-----------------ეს შორის, სსგს საგარეჯოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, 2008 წლის 23 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება(სააქტო ჩანაწერის ნომერი 2----------).
1.2. 2--- წლის 0-----–--- დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერის #6----------- ლი-------------ის და 2--- წლის 1------------- დაბადებული(დაბადების სააქტო ჩანაწერის #2----------) ლუ-------------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის თა---------------ძის საცხოვრებელი ადგილი, საგარეჯოს რაიონის სოფელი გ-------–------.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა< რომ სურს მოსარჩელესთან თანაცხოვრების გაგრძელება და შერიგება. ბავშვებს აქვთ მიჯაჭვულობა მამასთან, ცხოვრობდნენ დაბადებიდან მის სახლში და სასურველია მათ გააგძელონ ცხოვრება მამის საცხოვრებელ ადგილზე.
2.2. დაინტერესებული პირი - არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენელემა ნა---------–-–---–მა განმარტა, რომ ლი-------------ე ამჟამად იმყოფება დედასთან სადაც არის ცხოვრების კარგი პირობები და მას სურს აქ ცხოვრების გაგრძელება. ლუ-------------ე არის მცირეწლოვანი, ვინაოდან მამამ წაიყვანა იგი თავის საცხოვრებელ ადგილზე იგი დარჩენილია დედის მზრუნველობის გარეშე და მას არა აქვს ურთიერთობა საკუთარ დასთან, რითაც ირღვევა მისი უფლებები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. თა---------------ძე და ვე-----------------ე შორის, სსგს საგარეჯოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, 2008 წლის 23 ივლისს რეგისტრირებული იქნა ქორწინება(სააქტო ჩანაწერის ნომერი 2----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქორწინების მოწმობა
3.2.2. თა---------------ძე და ვე-----------------ე არიან 2--- წლის 0-----–--- დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერის #6----------- ლი-------------ის და 2--- წლის 1------------- დაბადებული(დაბადების სააქტო ჩანაწერის #2----------) ლუ-------------ის მშობლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები;
3.2.3. არასრულწლოვანი ლი-------------ე იზრდება დედასთან, ხოლო მცირეწლოვანი ლუ-------------ე ამჟამდ იმყოფება მამასთან:
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სოციალური მუშაკის დასკვნა;
3.2.4. სასამართლოში წარმოდგენილი იქნა, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების ისე ხარაგაულის რაიონული განყოფილების დასკვნები. დასკვნების თანახმად ორივე ოჯახი ხასიათდება დადებითად, სადაც შექმნილია ყველა პირობა ბავშვების ცხოვრებისა და აღზრდისათვის. ვე-----------------ის ოჯახი იმყოფება აღრიცხვაზე სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, თუმცა მათ აქვთ გარკვეული დამატებითი შემოსავალი. ლი-------------ე ამჟამად იმყოფება დედასთან და მას სურს აქ ცხოვრების გაგრძელება. ლუ-------------ე არის მცირეწლოვანი, ვინაოდან მამამ წაიყვანა იგი თავის საცხოვრებელ ადგილზე იგი დარჩენილია დედის მზრუნველობის გარეშე და მას არა აქვს ურთიერთობა საკუთარ დასთან, რითაც ირღვევა მისი უფლებები. ორივე დასკვნის თანახმად მიზანშეწონილად არის მიჩნეული, რომ და-ძმა ერთად იზრდებოდეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების და ხარაგაულის რაიონული განყოფილების დასკვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
1.1. შეწყდეს თა---------------ძესა და ვე-----------------ეს შორის, სსგს საგარეჯოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, 2008 წლის 23 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება(სააქტო ჩანაწერის ნომერი 2----------).
1.2. 2--- წლის 0-----–--- დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერის #6----------- ლი-------------ის და 2--- წლის 1------------- დაბადებული(დაბადების სააქტო ჩანაწერის #2----------) ლუ-------------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის თა---------------ძის საცხოვრებელი ადგილი, საგარეჯოს რაიონის სოფელი გ-------–------.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1123-ე, 1127-ე, 1200-ე, 1201-ე, 1197-1199-ე, 1202-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „ გ“ პუნქტის მიხედვით ქორწინების შეწყვეტის საფუძველია კანონით დადგენილი წესით განქორწინება. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის თანახმად განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მხარეთა განმარტებებიდან და საქმის მასალებიდან სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე სარჩელის მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის ამ მოთხოვნებით და 2018 წლის 15 იანვარის განჩინებით 2--- წლის 0-----–--- დაბადებულ (დაბადების სააქტო ჩანაწერის #6----------- ლი-------------ეს და 2--- წლის 1------------- დაბადებულ(დაბადების სააქტო ჩანაწერის #2----------) ლუ-------------ეს დაუნიშნა კანონიერი წარმომადგენელი.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ზემოთაღნიშნული ნორმების საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის გადაწყვეტილება მოტივირებული უნდა იყოს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ იმ არგუმენტაციით, თუ რა პირობები შეიძლება მიჩნეული იქნეს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საუკეთესოდ. ასეთ პირობებში პირველ რიგში მოაზრებული უნდა იქნეს ის სოციალური გარემო და კონკრეტული ჰუმანური რესურსები, რაც აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიის პოზიტიური განვითარებისათვის. საუკეთესოდ ფასდება ის გარემო, სადაც ბავშვმა შეიძლება მიიღოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ემოციური რესურსები.
სასამართლოში წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების ისე ხარაგაულის რაიონული განყოფილების დასკვნების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ ორივე ოჯახი ხასიათდება დადებითად, სადაც შექმნილია ყველა პირობა ბავშვების ცხოვრებისა და აღზრდისათვის. ვე-----------------ის ოჯახი იმყოფება აღრიცხვაზე სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, თუმცა მათ აქვთ გარკვეული დამატებითი შემოსავალი. ლი-------------ე ამჟამად იმყოფება დედასთან და მას სურს აქ ცხოვრების გაგრძელება. ლუ-------------ე არის მცირეწლოვანი, ვინაოდან მამამ წაიყვანა იგი თავის საცხოვრებელ ადგილზე იგი დარჩენილია დედის მზრუნველობის გარეშე და მას არა აქვს ურთიერთობა საკუთარ დასთან, რითაც ირღვევა მისი უფლებები. ორივე დასკვნის თანახმად მიზანშეწონილად არის მიჩნეული, რომ და-ძმა ერთად იზრდებოდეს. სასამართლოს შეფასებით ბავშვის(განსაკუთრებით კი მცირეწლოვანი ლუ-------------ის) საუკეთესო ინტერსესს წარმოადგენს იზრდებოდეს დედის მზრუნველობის ქვეშ და თავის არასრულწლოვან დასთან, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
აქედან გამომდინარე მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელზე გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თა---------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. შეწყდეს თა---------------ძესა და ვე-----------------ეს შორის, სსგს საგარეჯოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, 2008 წლის 23 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება(სააქტო ჩანაწერის ნომერი 2----------).
1.2. 2--- წლის 0-----–--- დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერის #6----------- ლი-------------ის და 2--- წლის 1------------- დაბადებული(დაბადების სააქტო ჩანაწერის #2----------) ლუ-------------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის თა---------------ძის საცხოვრებელი ადგილი, საგარეჯოს რაიონის სოფელი გ-------–------.
2. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი