გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.07.2018
საქმის ნომერი
080210116001369491
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/927-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - შპს GTI

წარმომადგენელი - დ---თ მა-–---ა

მოპასუხე - ნანა დ-----ა

მოპასუხე - ხ------ა ცი---ე. წარმომადგენელი - ნანა დ-----ა

დ---ს საგანი - თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ხ------ა ცი---ესა და ნანა დ-----აზე, შპს შპს GTI სასარგებლოდ სასესხო დავალიანების 1562 ლარის სოლიდარულად გადასახდელად დაკისრება.

 

1.2. მოპასუხე ხ------ა ცი---ესა და ნანა დ-----აზე, დავალიანების ცნობის გაცემიდან 2016 წლის 23 მაისიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 986 ლარზე სამი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 164,36 ლარს.

 

1.3. მოპასუხეებს ნანა დ-----ას და ხ------ა ცი---ეს მოსარჩელე შპს GTI-ს სასარგებლოდ დაეკისროს სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის - 50 ლარის, საგარანტიო თანხის - 50 ლარის, სასამართლო ბაჟის - 100 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის -150 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის -80 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, 30.11.2015 წელს ნანა დ-----ამ განცხადებით მიმართა შპს შპს GTI და მოითხოვა სესხი 1020 ლარის ოდენობით. გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნანა დ-----ამ მიიღო სესხი 1020 ლარი, თვიური სარგებელი - 16.47 %. ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა 1 დეკემბრიდან ყოველდღიურად დღეში 34 ლარის გადახდით ისე, რომ სესხის ბოლო თანხა გამსესხებელს უნდა დაბრუნებოდა 2016 წლის 5 იანვარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების მიზნით. ვინაიდან მოპასუხეებს ვერ ჩაბარდა შეტყობინება, განუხილველი დარჩა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების შესახებ და განცხადება გამოითხოვეს.

 

ამდენად, მოსარჩელე იძულებულია მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს დაეკისროს მოპასუხეებს დავალიანების გადახდა.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ნანა დ-----ამ შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა მოსარჩელეს გადაუხადოს სესხის ძირი 1020 ლარი.

 

ნანა დ-----ას განმარტებით, აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით, სააღსრულებო ბიუროში მოითხოვა თანხის სამი თვის გადანაწილება, მაგრამ კრედიტორმა განცხადება გაითხოვა სააღსრულებო ბიუროდან.

 

მისივე განმარტებით, სესხი აიღო თვითონ, გადაიხდის და არ არსებობს თავდებ პირზე - ხ------ა ცი---ეზე თანხის დაკისრების აუცილებლობა.

 

მისთვის გაურკვეველია ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს მოთხოვნა, რადგან მის მიერ გადახდილია პროცენტი და ასევე პირგასამტეხლო.

 

მიაჩნია, რომ კრედიტორის მიერ უსაფუძვლოდ შეწყდა მოლაპარაკება, გაზარდა ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა და სურს მიიღოს უსაფუძვლო შემოსავალი.

 

2.2. მოპასუხე ხ------ა ცი---ემ შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ნანა დ-----ამ ნამდვილად მიიღო მოსარჩელისგან სესხი, რომელსაც დაუდგა თავდებად. ნანა დ-----ამ მოიხმარა სესხის თანხა და უარი არ უთქვამს გადახდაზე. ამიტომ არ არსებობს აუცილებლობა, რომ მან, ხ------ა ცი---ემ დაფაროს სესხი.

 

ხ------ა ცი---ის განმარტებით, აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით, ნანა დ-----ამ სააღსრულებო ბიუროში მოითხოვა თანხის სამი თვის გადანაწილება, მაგრამ კრედიტორმა განცხადება გაითხოვა სააღსრულებო ბიუროდან.

 

მისივე განმარტებით, მისთვის გაურკვეველია ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს მოთხოვნა, რადგან ნანა დ-----ას მიერ გადახდილია სესხის პროცენტი და პირგასამტეხლო.

 

მიაჩნია, რომ კრედიტორის მიერ უსაფუძვლოდ შეწყდა მოლაპარაკება, გაზარდა ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა და სურს მიიღოს უსაფუძვლო შემოსავალი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს შპს GTI და ნანა დ-----ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №ა307, რომლის მიხედვით შპს შპს GTI გასცა სეხი 1020 ლარის ოდენობით 36 დღით, საპროცენტო სარგებელი 36 დღის ჩათვლით 204 ლარი, თვიური სარგებელი - 16.67 %, სესხის გაცემის პერიოდი: 2015 წლის 30 ნოემბრიდან 2016 წლის 5 იანვრის ჩათვლით.

 

სესხის დაფარვა და პროცენტის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის გაცემის მეორე დღიდან 2015 წლის 1 დეკემბრიდან ყოველდღიური დაფარვით 36 დღის განმავლობაში დღეში 34 ლარის ოდენობით და სესხის ბოლო თანხა გამსესხებელს უნდა დაბრუნებოდა 2016 წლის 05 იანვარს.

 

სესხის თანხის დაბრუნება და პროცენტების გადახდა უნდა განხორციელებულიყო მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის ყოველდღიურად (მათ შორის შაბათ-კვირასაც, დასვენებისა და უქმე დღეებშიც მისამართზე ქალაქი ქუთაისი, ლერმონტოვის ქ. №20 შპს (ს/კ 412688088) ოფისში).

 

სესხის მიზნობრიობა: სამომხმარებლო.

ყოველი დილის 10 სთ-დან 18 სთ-მდე მსესხებელი ვალდებული იყო გამსესხებლისათვის დაებრუნებინა დღიურად 34 ლარი, რომელიც შეიცავს გასესხებული თანხისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ვადაში დარიცხული საპროცენტო სარგებლის 36 დღეზე განაწილებულ თანაბარ რაოდენობას.

 

მსესხებელი ვალდებული იყო გადაუხადოს გამსესხებელს ყოველდღიური გადაუხდელობის შემთხვევაში თანხის ვადის გადაცილებისათვის დღეში 1 ლარი, მსესხებელი ვალდებული იყო გამსესხებლისათვის ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში დაებრუნებინა მიღებული სესხი მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად. მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა შპს შპს GTI ხელშეკრულებით გათვალისიწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში 36 დღის საპროცენტო სარგებელი სესხის ძირ თანხასთან ერთად, გადახდის ვადის გადაცილებისათვის დღეში ერთი ლარი, ფიქსირებული პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ სესხად მიღებული თანხის 20%-ის ოდენობით და შესაბამისად სესხის ხელშეკრულება შპს შპს GTI მიერ ცალმხრივად უნდა შეწყვეტილიყო მსესხებელთან, ანუ მსესხებელთან ზემოთ მითითებული სესხის ხელშეკრულება ავტომატურად უნდა შეწყვეტილიყო.

მტკიცებულება:

- სესხის განაცხადის ფორმა (იხ.ს.ფ.20);

- სესხის ხელშეკრულება №№ა307 (ს.ფ.21-22);

-სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ.ს.ფ.23);

-სალაროს გასავლის ორდერი (იხ.ს.ფ.24)

 

3.1.2. დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითური, რაიონი 4, კორპუსი ს/კ 26.25.13.052.01/007 რეგისტრირებულია ნანა დ-----ას სახელზე

მტკიცებულება:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.25-26)

 

3.1.3. დადგენილია, რომ ნანა დ-----ას სესხის ხელშეკრულება №ა307-დან გამომდინარე მოსარჩელის წინაშე თავდებობა იკისრა ხ------ა ცი---ემ.

მტკიცებულება:

სესხის ხელშეკრულება №№ა307 (ს.ფ.21-22);

 

3.1.4. მოპასუხე ნანა დ-----ამ შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა მოსარჩელეს გადაუხადოს სესხის ძირი 1020 ლარი.

მტკიცებულება:

შესაგებელი. მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

2.2. მოპასუხე ხ------ა ცი---ემ შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ნანა დ-----ამ ნამდვილად მიიღო მოსარჩელისგან სესხი, რომელსაც დაუდგა თავდებად. ნანა დ-----ამ მოიხმარა სესხის თანხა და უარი არ უთქვამს გადახდაზე. ამიტომ არ არსებობს მის მიერ სესხის დაფარვის აუცილებლობა.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 23 მაისის მდგომარეობით, №ა307 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასესხო დავალიანება შეადგენს 1562 ლარს, რომლიდანაც ძირითადი თანხაა 986 ლარი, საპროცენტო სარგებელი 204 ლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე 168 ლარი და ფიქსირებული პირგასამტეხლო 204 ლარი.

მტკიცებულება:

ცნობა დავალიანების შესახებ (იხ.ს.ფ. 37).

 

3.2.2. სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის მიერ საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია ვალდებულება. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში ნაწილობრივ უარყოფს ვალის არსებობას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მოპასუხემ დაუპირისპირა და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მოპასუხის მიერ მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ თანხა არ უნდა დაეკისროს გადასახდელად, საკმარისი არ არის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.2.3. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს. ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის 1020 ლარის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხეების ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 2015 წლის 30 ნოემბერს ნანა დ-----ასა და შპს შპს GTI შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება №ა 307. (ს.ფ.21-22).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მსესხებელ შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხეების მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ხ------ა ცი---ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მან იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა მისი პასუხისმგებლობის ფარგლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობით.

 

წინამდებარე შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებით Nა3017, დადგენილია, რომ ხ------ა ცი---ემ, როგორც ნანა დ-----ას თავმდებმა პირმა აიღო სოლიდარული ვალდებულება გაცემული სესხის გადახდაზე და შპს GთI, როგორც გამსესხებელს გადაუხადოს სესხის ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და ყოველდღიური ვადის გადაცილებასთან დაკავშირებული ჯარიმა, თუკი მსესხებელი თავს აარიდებს როგორც სესხის ძირითადი თანხის ისე მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს და ყოველდღიური ვადის გადაცილებასთან დაკავშირებული ჯარიმის გადახდას.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში სარგებელი შეადგენს 16.67 %.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

- სასამართლო დ---ს გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მოთხოვნის ფარგლებში, რადგან მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ ეწინააღმდეგენა კანონს და დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. მხედველობაშია მისაღები, რომ ხელშეკრულება დაირღვა მოპასუხის მხრიდან და 2016 წლის 23 მაისისათვის მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 1562 ლარს, რომლიდანაც ძირითადი თანხაა 986 ლარი, საპროცენტო სარგებელი 204 ლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე 168 ლარი და ფიქსირებული პირგასამტეხლო 204 ლარი.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ თავი აარიდა ვალდებულების მიღებას და შეგნებულად გაზარდა ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა, რადგან მოვალე შეიძლება დაინტერესებული იყოს ნაკისრი ვალდებულების შესრულებით, მაგრამ კრედიტორი აყოვნებდეს შესრულების მიღებას ან მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყოს მოვალისთვის. ასეთ შემთხვევაში მოვალეს შეუძლია დაიცვას უფლება სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ - თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

ასეთ შემთხვევაში მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან (434.2 მუხლი).

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დ---ს საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დ---ს შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სს კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სახ. ბაჟის სახით გადაიხადა 100 ლარი. მოპასუხე ნანა დ-----ამ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სცნო 1020.00 ლარის ნაწილში და ის სს კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ ნაწილში დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციით - 49.2 ლარი, უნდა გათავისუფლდეს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ხოლო აღნიშნული სახ. ბაჟი 49.2 ლარი, მოპასუხე ხ------ა ცი---ეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს 1035.00 ლარის ნაწილში.

 

შესაბამისად ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი, დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციით - 50.80 ლარი, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოპასუხეებს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სსს კოდექსის 199.1. მუხლის საფუძველზე უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს შპს GTI სარჩელი.

 

2. მოპასუხეებს: ნანა დ-----ას და ხ------ა ცი---ეს მოსარჩელე შპს GTI-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სასესხო დავალიანების - 1562.00 ლარის გადახდა.

 

3. სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, დავალიანების ცნობის გაცემიდან 2016 წლის 23 მაისიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 986 ლარზე სამი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 164,36 ლარს.

 

4. მოპასუხეებს: ნანა დ-----ას და ხ------ა ცი---ეს მოსარჩელე შპს GTI-ს სასარგებლოდ დაეკისროს სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის - 50 ლარის, საგარანტიო თანხა - 50 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის -150 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის -80 ლარის გადახდა.

 

5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 49.2 ლარი, მოპასუხე ხ------ა ცი---ეს გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 50.80 ლარი, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად გადახდეთ მოპასუხეებს.

 

6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე