განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/57-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2018 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა----- მე-–--ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ----- ჯ-----–--ლი.
მამის სახელი: ს------.
დაბადებული: 2-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ა---------–----–----–--.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 1----------
მცხოვრები: ქ-------------------------–--–---–----------–--
ადვოკატი - პა--–- კა-----ე.
თარჯიმანი - მუ----ნ ტო---------ე.
სხდომის სახე - ღია
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა (მ----- ჯ-----–--ლი):
- ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი) .
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 13 საათსა და 30 წუთზე, მ----- ჯ-----–--ლი ქ--------------–------------–--–---–---------------–- მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის უკან ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა განაწყენების ნიადაგზე, მეუღლეს ხ------- კ-------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზურო სიტყვებით აგინა. აღნიშნულის გამო, ხ------- კ-------ე სახლში შესვლით შეეცვადა მას განრიდებოდა, მ----- ჯ-----–--ლმა არასრულწლოვანი შვილის გ------- ჯ-----–--ლის თანდასწრებით, ხელთარსებული ხისტარიანი ჩაქუჩი ხ------- კ-------ეს ესროლა, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა მარჯვენა ფეხის წვივის არეში და ჯამრთელობის მოუშლელად მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2018 წლის 13 მარტს, 17 საათსა და 30 წუთზე, მ----- ჯ-----–--ლი ქ--------------–------------–--–---–---------------–- მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის სამზარეულოს ოთახში იმყოფებოდა, რა დროსაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა იმავე დღეს მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტთ განაწყენების ნიადაგზე, მეუღლეს ხ------- კ-------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზურო სიტყვებით აგინა. იმავდროულად, არასრულწოვანი შვილების გ------- და თ----ზ ჯ----–---–---- თანდასწრებით, მ----- ჯ-----–--ლმა მეუღლეს ხ------- კ-------ეს ფეხი გულმკერდის არეში დაარტყა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოწვია
1. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ----- ჯ-----–--ლის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშა---–ის ჩადენაში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა მ. ჯ-----–--ლმა განაცხადა, რომ მითითებულ დღეს, იგი სამუშაოდან ნასვამი დაბრუნდა სახლში, რის გამოც მასსა მის მეუღლეს ხ------- კ-------ეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, თუმცა მას ხ. კ-------ე არ უცემია და არც ჩაქუჩი უსვრია მისთვის. მათ შორის იყო მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტი.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმეებმა ხ------- კ-------ემ, გ------- ჯ-----–--ლმა და თ----ზ ჯ-----–--ლმა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - მ----- ჯ-----–--ლის მიმართ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ალ--ო მს---–---მ განაცხადა, რომ მ. ჯ-----–--ლს იცნობს დაახლოებით 10 წელია, და მასზე ცუდი არაფერი სმენია. მიმდინარე წლის დაახლოებით ივნისის თვის ბოლოს, სოფლის მიკროავობუსში მგზავრობისას გაიგო, რომ მ. ჯ-----–--ლს უჩხუბია, კერძოდ ყოფილა გინება და ცემის შესახებ არაფერი იცის.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ. სამხარა---–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გ-- გო---------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ შესამოწმებელი პირის განმარტებით, მ. ჯ-----–--ლმა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც ჩაწერა ექსპერტიზის დასკვნაში. სხვა განმარტება ხ. კ-------ეს არ გაუკეთებია.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ. სამხარა---–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა თა---- ბო------–---–-ა განაცხადა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე 2018 წლის 13 მარტს ალკოჰოლურ თრობაზე შეამოწმა მ----- ჯ-----–--ლი. გამოკვლევის შედეგად მ. ჯ-----–--ლს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის თრობა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კო----------- ნა------ამ განაცხადა, რომ მუშაობს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უფროს ინსპექტორ გამომძიებლად. 2018 წლის 13 მარტს იყო მორიგე და დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოძიების პროცესში დაკითხა დაზარალებული ხ. კ-------ე, დაათვლიერა შემთხვევის ადგილი, დაკითხა მოწმეები და შეასრულა სხვა საპროცესო მოქმედებები, რაზეც შეადგინა შესაბამისი საპროცესო დოკუმენტები. თვად გამოძახებაზე არ გასულა. შეტყობინების მიხედვით დაზარალებული ითხოვდა დახმარებას, თუმცა ოჯახურ ძალადობაზე მითითება არ ყოფილა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა რა---– ხუ------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 13 მარტს იყო მორიგე და გ. კა–----თან და გ. ხუ--–--–----თან ერთად მოძრაობდა ავტომანქანით. მიიღეს შეტყობინება და გავიდნენ ილ----ში, ნი----–--–---–ის ქუჩა 115-ში. სადაც დახვდნენ ხ. კ-------ე და მ. ჯ-----–--ლი. მ. ჯ-----–--ლი აგინებდა ხ. კ-------ეს და იწევდა მისკენ საცემრად. ხ. კ-------ე იტკიებდა გულმკერდს და ფეხებს, თქვა, რომ სცემა მეუღლემ. მ. ჯ-----–--ლი გადაიყვანეს პოლიციაში, სადაც შედგა მისი დაკავების ოქმი. მისივე განმარტებით, მათი თანდასწრებით მ. ჯ-----–--ლს ხ. კ-------ისთვის ხელი არ დაურტყამს და არც დაკავებისას გაუწევია წინააღმდეგობა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.8. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმეებმა გ. კა–--ემ და გ. ხუ--–--–-----
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ----ზ კ-------ემ განაცხადა, რომ ხ. კ-------ე მისი შვილია, მ. ჯ-----–--ლი კი სიძეა. მას დაურეკა შვილიშვილმა და უთხრა, რომ დედამ და მამამ იჩხუბეს და მამა პოლიციამ წაიყვანაო. მეორე დღეს ჩამოვიდა სამტრედიაში, ესაბურა ხ-------ს, მაგრამ მას ცემის თობაზე არაფერი უთქვამს, თქვა რომ იკამათეს. მ-----ის მხრიდან ცემის შესახებ ადრეც არაფერი გაუგ--.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.10. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა რო------ ნი----–--–---–მა განაცადა, რომ ცხოვრობს მ. ჯ-----–--ლის ოჯახის მეზობლად. ჯ-----–--ლები მასთან დადიან წყლის ასაღებად. ყოველ დილით მოდიოდნენ მ. ჯ-----–--ლი და მისი შვილი გ-------. ერთ დილით გ------- მარტო მივიდა, რომელსაც დიდი ჭურჭელი ჰქონდა მიტანილი და ამის გამო ჰკითხა თუ რატომ მოვიდა მარტო. ბავშვმა უპასუხა, რომ დედამ და მამამ იჩხუბეს და მ. ჯ-----–--ლი პოლიციამ წაიყვანა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.13. ლევან სამხარა---–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 მარტის N001755918 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 13.0-.18წ. 23:16-23:25სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ხ------- კ-------ეს მარჯვენა წვივის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2,5X1,1 სმ. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
(ს.ფ. 111–113).
საქმეში არსებული ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს 18 საათსა და 05 წუთზე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით მ----- ჯ-----–--ლის დანაშა---–ი გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 12-1-ე მუხლის მეორე ნაწილის ‘ბ“ ქვეპუნქტით.
(ს.ფ. 5–9).
საქმეში არსებული 2018 წლის 13 მარტის შემთხვევის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედიაში, ი. ნი----–--–---–ის ქუჩის N185-ში და წარმოადგენს მოწმე ხ------- კ-------ის საცხოვრებელ სახლს. მოწმე ხ------- კ-------ემ ხელით მიუთითა სამზარეულო ოთახში ის ადგილი სადაც მისმა მეუღლემ 2018 წლის 13 მარტს მარჯვენა მკერდის არეში ჩაარტყა ფეხი, ხოლო ამის შემდგომ ხელით მიუთითა მარჯვენა ფეხზე მისმა მეუღლემ იმავე დღესვე ესროლა და მოარტყა ხისტარიანი ჩაქუჩი, რაც იმავე ადგილზე იყო დაგდებული და იგი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალის მიერ ამოღებული იქნა და მოთავსდა პაკეტში NFCD864769. სხვა რამე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ნაპოვნი და ამოღებული არ ყოფილა.
(ს.ფ. 29–38).
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ მ----- ჯ-----–--ლის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშა---–ებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.
3.3. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშა---–ი, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისის 12-1 მულხის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშა---–ი გულისხმობს არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯამრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელბის ხანმოკლე მოშლით.
3.5. მ----- ჯ-----–--ლს ბრალი დაედო მასში, რომ „... 2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 13 საათსა და 30 წუთზე, არასრულწლოვანი შვილის გ------- ჯ-----–--ლის თანდასწრებით ხისტარიანი ჩაქუჩი ესროლა ხ------- კ-------ეს, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა მარჯვენა ფეხის წვივის არეში და ჯამრთელობის მოუშლელად მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2018 წლის 13 მარტს, 17 საათსა და 30 წუთზე, მ----- ჯ-----–--ლი არასრულწოვანი შვილების გ------- და თ----ზ ჯ----–---–---- თანდასწრებით, მ----- ჯ-----–--ლმა მეუღლეს ხ------- კ-------ეს ფეხი დაარტყა გულმკერდის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოწვია...“ .
3.6. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი მოქმედება და ამ მოქმედებით გამოწვეული შედეგი - ტკივილი. ძალადობა შეიძლება განხორციელდეს დარტყმით, ან ისეთი ქმედებით რაც არ არის დაკავშირებული დარტყმასთან (თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა და ა.შ.), მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რომ მსხვერპლმა განიცადა ტკივილი.
3.7. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექისის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშა---–ის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გა--–-ნას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშა---–ო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
3.9. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.10. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშა---–თან.
3.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
3.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშა---–ის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
3.13. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას არასრულწლოვანმა მოწმეებმა გ------- და თ----ზ ჯ-----–--ლებმა, ასევე დაზარალებულმა ხ------- კ-------ემ, ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - მ----- ჯ-----–--ლის მიმართ.
3.14. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშა---–ის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს - ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშა---–ობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად ასევე დაუშვებელია მათი პოზოციის - დანაშა---–ში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
3.15. შესაბამიმისად სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებული ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
3.16. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშა---–ის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.17. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, თუ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშა---–ის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ მ. ჯ-----–--ლი მიერ ხ. კ-------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ვერც ერთ ფაქტს.
3.18. რაც შეეხება ამ დანაშა---–ის შედეგს - ტკივილს, სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფომაცია მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი, ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.
3.19. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასვნა, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას, პირის მიმართ საქართველოს სისსხლის სამართლის კოდექსის 12-1 მუხლით გამამტყუვნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა, განიცადა თუ არა ტკივილი დაზარალებულმა და იყო თუ არა ეს ქმედება ბრალეული.
3.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ალ--ო მს---–--ის ჩვენებას, რომელშიც გადმოცემემულია სამარშრუტო მიკროავტობუსში მესამე პირებისგან მოსმენილი ინფორმაცია, თავისი ხასიათით ირიბი მტკიცებულებაა და სასამართლო მას მ. ჯ-----–--ლის მიმართ ბრალის დასადასტურებლად ვერ გამოიყენებს. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.
3.21. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშა---–ობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.22. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.23. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
3.24. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ----- ჯ-----–--ლის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, მ----- ჯ-----–--ლის ბრალეულობაში.
3.25. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული მ----- ჯ-----–--ლი უდანაშა---–ოდ უნდა იქნეს ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-2-0-ე, 2-8-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ----- ჯ-----–--ლი ცნობილი იქნეს უდანაშა---–ოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშა---–ის ჩადენაში და გამართლდეს.
მ----- ჯ-----–--ლი ცნობილი იქნეს უდანაშა---–ოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშა---–ის ჩადენაში და გამართლდეს.
მ----- ჯ-----–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, ასევე საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები გაუქმდეს.
შემთხვევის ადგილის დროს ამოღებული ჩაქუჩი, რომელიც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ----- ჯ-----–--ლს.
განემარტოს გამართლებულ მ----- ჯ-----–--ლს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შეიძლებლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი