გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210117001907480
საქმე №2/371-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01.08.2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი;
მოსარჩელე: სს „ თი---ი ბ---- “
წარმომადგენელი: სა-–---ე ია–----–---–ი
მოპასუხე: დუ-----ნ მუ----ი; თე-–--ნ ჯა-–--–---ი; ზა--დ მუ----ი;
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სარჩელის მოთხოვნები:
1.1.მოპასუხეებს დუ-----ნ მუ----ს, თე-–--ნ ჯა-–--–---ს და ზა--დ მუ----ს (თავდების მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში) მოსარჩელე სს „ თი---ი ბ----ს “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 2016 წლის 24 მაისის საბანკო კრედიტის N3743401-8361974 და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 15 473.59 ლარის გადახდა, საიდანაც სესხი ძირი თანხაა - 10 000 ლარი, პროცენტი -2 473.59 ლარი, ჯარიმა - 3000 ლარი.
1.2. მოპასუხეებს დუ-----ნ მუ----ს, თე-–--ნ ჯა-–--–---ს და ზა--დ მუ----ს 2016 წლის 16 მარტის (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის და თავდებოობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე სს ,,თი---ი ბ----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს ძირ თანხაზე -10 000 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე 30.5%- სარგებელის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 254.16 ლარს.
1.3. მოპასუხეებს დუ-----ნ მუ----ს, თე-–--ნ ჯა-–--–---ს და ზა--დ მუ----ს (თავდების მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში) 2016 წლის 16 მარტის (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე სს ,,თი---ი ბ----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს ძირ თანხაზე -10 000 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 1% გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 100 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარისა.
2) მოპასუხეებს დუ-----ნ მუ----ს, თე-–--ნ ჯა-–--–---ს და ზა--დ მუ----ს დაეკისროს სს ,,თი---ი ბ----ს “ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 949.95 ( ცხრაას ორმოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი -50 (ორმოცდაათი) ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის -40 (ოცი) ლარისა და იურიდიული მომსახურების, დავის საგნის ღირებულების -4% -ის, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა გადახდა.
სარჩელის დასაბუთება:
2016 წლის 24 მაისს სს ,, თი---ი ბა--სა ” და დუ-----ნ მუ----ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N0145.3743401.001 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაფორმდა საბანკო კრედიტის N3743401-8361974 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 10 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 30.5%-ით, კრედიტის ვადა - 19 თვე, 2017 წლის 19 დეკემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 19 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ამას დამატებული გადაცილებული ერთი დღის შემდეგ, დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2016 წლის 24 მაისს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების უზრუნველსაყოფად, სს ,,თი---ი ბა--სა “ და თე-–--ნ ჯა-–--–---ს და ზა--დ მუ----ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე, თავდებმა თე-–--ნ ჯა-–--–---მა და ზა--დ მუ----მა, ძირითად მსესხებელ - დუ-----ნ მუ----თან ერთად იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელსეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 13 000 ლარით ან მისი ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში.
მოპასუხეთა მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაირღვა და 2016 წლის 25 მაისის შემდეგ აღარ შეუსრულებიათ ვალდებულება. მოპასუხეებმა ზედიზედ, სულ ცოტა ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებენ თანხის გადახდის ვალდებულებას.
2017 წლის 16 მარტის მდგომარეობით დუ-----ნ მუ----ს, თე-–--ნ ჯა-–--–---ს და ზა--დ მუ----ს 2016 წლის 24 მაისის საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 17 515.13 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 10 000 ლარი, პროცენტი - 2 473.59 ლარი და ჯარიმა - 3000 ლარი.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნები ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის 10 000 ლარის ნაწილში, პროცენტი ცნო ნაწილობრივ 20%-ის ოდენობით, ჯარიმები და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სარგებლის გადახდის ნაწილში მოთხოვნები (სარჩელის 1.2 და 1.3 მოთხოვნები) მოპასუხეებმა არ ცნეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2016 წლის 24 მაისს სს ,,თი---ი ბა--სა ” და დუ-----ნ მუ----ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N0145.3743401.001 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაფორმდა საბანკო კრედიტის N3743401-8361974 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 10 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 30.5%-ით, კრედიტის ვადა - 19 თვე, 2017 წლის 19 დეკემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 19 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ამას დამატებული გადაცილებული ერთი დღის შემდეგ, დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;
- საბა--ო კრედიტის ხელშეკრულება
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. 2016 წლის 24 მაისს საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების უზრუნველსაყოფად, სს ,,თი---ი ბა--სა “ და თე-–--ნ ჯა-–--–---ს და ზა--დ მუ----ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე, თავდებმა თე-–--ნ ჯა-–--–---მა და ზა--დ მუ----მა, ძირითად მსესხებელ - დუ-----ნ მუ----თან ერთად იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 13 000 ლარით ან მისი ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– თავდებობის ხელშეკრულებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.3. მოპასუხეთა მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაირღვა და 2016 წლის 25 მაისის შემდეგ აღარ შეუსრულებიათ ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– ცნობა დავალიანების შესახებ;
- გადახდების ისტორია;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.4. 2017 წლის 16 მარტის მდგომარეობით დუ-----ნ მუ----ს, თე-–--ნ ჯა-–--–---ს და ზა--დ მუ----ს 2016 წლის 24 მაისის საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 17 515.13 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 10 000 ლარი, პროცენტი - 2 473.59 ლარი და ჯარიმა - 3 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– ცნობა დავალიანების შესახებ;
- გადახდების ისტორია;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 411–ე, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა
დადგენილია და მოპასუხეც არ უარყოფს, რომ მის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები და ამჟამად ერიცხება დავალიანება ბანკის მიმართ. ბანკის მიერ გაგზავნილი იქნა გაფრთხილების წერილები და მიუხედავად ამისა ვალდებულებების შესრულება არ მომხდარა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამრიგად მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით: სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ი ნაწილის თანახმად: თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: პროცენტები გადახდილ უნდა იქნეს ყოველი წლის გასვლის შემდეგ. თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიც და პროცენტიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას.
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირი თანხის 10 000 ლარის ნაწილში, პროცენტი ცნეს ნაწილობრივ 20%-ის ოდენობით და შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს როგორც სესხის ძირი თანხა, ისე მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტი სარჩელის ცნობის საფუძვლით.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე სარგებლის (პროცენტის) დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლი ადგენს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო სარგებლისა და ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ურთიერთ მიმართებასთან დაკავშირებით (საქმე Nას-1701-1685-2011). უზენაესმა სასამართლომ განმარტება, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება ვალდებულების დარღვევისას და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ საპროცენტო სარგებლის გადახდის შესახებ, არ არსებობდა შეთანხმება ხელშეკრულებების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებაში ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც კი ვერ მოხდებოდა სარგებელის დაკისრება, რადგან ასეთი შეთანხმება ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს და შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
6.3. პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაზე სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს ხუთჯერ და დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის16 მარტიდან) ძირ თანხაზე 10 000 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლო ყოველდღიური 0,5%-ს გადახდა, უნდა მოხდეს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 949.95 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 50 ლარი, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის -40 ლარი და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეულია ხარჯი 500 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირი თანხის, დარიცხული პროცენტის და ჯარიმის ნაწილში, ამ ნაწილში მოპასუხე თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი. მოსარჩელემ წარმოადგინა ბაჟის სახით გადახდილი იქნა 949.95 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის -40 ლარის და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი 500 ლარის გადახდის ქვითრები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლიდან გამომდინარე მოპასუხე მხარემ უნდა მოახდინოს გაწეული ხარჯის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,, თი---ი ბ----ს ” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.მოპასუხეებს დუ-----ნ მუ----ს, თე-–--ნ ჯა-–--–---ს და ზა--დ მუ----ს (თავდების თე-–--ნ ჯა-–--–---ის და ზა--დ მუ----ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 13 000 ლარის ფარგლებში) მოსარჩელე სს „ თი---ი ბ----ს “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 2016 წლის 24 მაისის საბა--ო კრედიტის N 3743401-8361974 და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 13 481.89 (ცამეტი ათას ოთხას ოთხმოც და ერთი ლარი და 89 თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხი ძირი თანხაა - 10 000 ლარი, პროცენტი -2 473.59 ლარი, ჯარიმა - 1008.30 ლარი.
1.2. მოსარჩელის მოთხოვნა, რომ მოპასუხეებს დუ-----ნ მუ----ს, თე-–--ნ ჯა-–--–---ს და ზა--დ მუ----ს საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე (10 000 ლარზე), ვალდებულების სრულად შესრულებამდე დაეკისროთ 30.5%-ს სარგებელის გადახდა არ დაკმაყოფილდეს.
1.3. მოპასუხეებს დუ-----ნ მუ----ს, თე-–--ნ ჯა-–--–---ს და ზა--დ მუ----ს (თავდების მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში) 2016 წლის 16 მარტიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე სს ,,თი---ი ბ----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროთ ძირ თანხაზე -10 000 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლო, ყოველდღიურად 0.5% გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 50 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
1.4. დარჩენილი პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას.
2. მოპასუხეებს დუ-----ნ მუ----ს, თე-–--ნ ჯა-–--–---ს და ზა--დ მუ----ს (თავდების მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში) დაეკისროს სს ,,თი---ი ბ----ს “ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახე-–-წიფო ბაჟის 70 ( სამოცდაათი) ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი -50 (ორმოცდაათი) ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის -40 (ოცი) ლარისა და იურიდიული მომსახურების 500 (ხუთასი) ლარის გადახდა.
3. სს ,,თი---ი ბა--ს “ დაუბრუნდეს მის მიერ სახე-–-წიფო ბიუჯეტში წინასწარ გადახდილი სახე-–-წიფო ბაჟის თანხის ნაწილი, კერძოდ 410 (ოთხას ათი) ლარი.
საგადასახადო დავალება № 47, თარიღი: 24.04.2017 წელი, გადამხდელის ბ----: სს ,,თი---ი ბ----“ ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბ----ს კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300523150, საგადასახადო დავალება, გადასახადის გადამხდელის დასახელება : სს,, თი---ი ბ---- “ ს/კ 204854595.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე