გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210117001942476
საქმე №2/476-17 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 აგვისტო 2018წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე: სს ,, კ--------------";
წარმომადგენელი: თ----------------–ი
მოპასუხე: ე---------------–-–---–--------------–---–--------------–-–---–-------------–-–---–-----------------------ი;
დავის საგანი: დავალიანების გადახდის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სარჩელის მოთხოვნები:
1.1.მოპასუხეებს ე---------------–-–---–--------------–---–--------------------------------------–-–---–-----------------–-–---–ს სს „ კ-------------- “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 2 988.30 (ორი ათას ცხრაას ოთხმოც და რვა დოლარი და 40 ცენტი) აშშ დოლარის ( მათ შორის ძირი თანხა - 1749.36 დოლარის, პროცენტი - 437.15 დოლარის, ჯარიმა - 692.95 დოლარის, დაზღვევა 90.17 აშშ დოლარს, საკომისიო 18.77 აშშ დოლარს) გადახდა.
1.2. მოპასუხეებს ე---------------–-–---–--------------–---–--------------------------------------–-–---–-----------------–-–---–ს სს „ კ-------------- “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი 249.16 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარი, ამონაწერის განახლების 11 ლარი და აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯი 21 ლარი.
სარჩელის დასაბუთება
2014 წლის 13 ივნისს სს ,,---------------- და ე---------------–-–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 3 000 აშშ დოლარი 24 თვის ვადით, 1.61% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისიწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ასევე სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.
2014 წლის 02 ივნისს, 12 ივნისს, 13 ივნისს და 2015 წლის 10 სექტემბერს სს ,,კ-------------ა“ და ა----------–---–--------------–-–---–-------------–-–---–---------------------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.
მსესხებელმა და თავდებებმა 2014 წლის 13 ივნისის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა 2015 წლის 22 ოქტომბრის შემდგომ არ გადაიხადეს. შესაბამისად, მათ მიერ დარღვეულ იქნა როგორც სესხის და თავდებობის ხელშეკრულებები. ამის გამო მსესხებელი და თავდებები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი როგორც ზეპირი, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით.
2017 წლის 23 მაისის მდგომარეობით ე--------------–-–---–--------------–---–--------------–-–---–-------------–-–---–--------------------------ს 2014 წლის 13 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 2988.30 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა - აშშ დოლარი, პროცენტი - 437.15 აშშ დოლარი, დაზღვევა - 90.17 აშშ დოლარი, ჯარიმა - 692.85 აშშ დოლარი და საკომისო - 18.77 აშშ დოლარი.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნები ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის 1749.36 დოლარის, პროცენტის - 437.15 დოლარის ნაწილში, სხვა მოთხოვნები მოპასუხეებმა არ ცნეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2014 წლის 13 ივნისს სს ,,---------------- და ე---------------–-–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 3 000 აშშ დოლარი 24 თვის ვადით, 1.61% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისიწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ასევე სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– სესხის ხელშეკრულება;
3.2. 2014 წლის 02 ივნისს, 12 ივნისს, 13 ივნისს და 2015 წლის 10 სექტემბერს სს ,,კ-------------ა“ და ა----------–---–--------------–-–---–-------------–-–---–---------------------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– თავდებობის ხელშეკრულებები;
- განცხადებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.3. მსესხებელმა და თავდებებმა 2014 წლის 13 ივნისის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა 2015 წლის 22 ოქტომბრის შემდგომ არ გადაიხადეს. შესაბამისად, მათ მიერ დარღვეულ იქნა როგორც სესხის და თავდებობის ხელშეკრულებები. ამის გამო მსესხებელი და თავდებები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი როგორც ზეპირი, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– ცნობა დავალიანების შესახებ;
- გადახდების ისტორია;
- გაფრთხილების წერილები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.4. 2017 წლის 23 მაისის მდგომარეობით ე--------------–-–---–--------------–---–--------------–-–---–-------------–-–---–--------------------------ს 2014 წლის 13 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 2988.30 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 1749.36 აშშ დოლარი, პროცენტი - 437.15 აშშ დოლარი, დაზღვევა - 90.17 აშშ დოლარი, ჯარიმა - 692.85 აშშ დოლარი და საკომისო - 18.77 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– ცნობა დავალიანების შესახებ;
- გადახდების ისტორია;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 411–ე, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა
დადგენილია და მოპასუხეც არ უარყოფს, რომ მის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები და ამჟამად ერიცხება დავალიანება ბ----- მიმართ. ბ----- მიერ გაგზავნილი იქნა გაფრთხილების წერილები და მიუხედავად ამისა ვალდებულებების შესრულება არ მომხდარა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამრიგად მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით: სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ი ნაწილის თანახმად: თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: პროცენტები გადახდილ უნდა იქნეს ყოველი წლის გასვლის შემდეგ. თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიცა და პროცენტიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას.
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში და შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს როგორც სესხის ძირი თანხა, ისე მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტის თანხა სარჩელის ცნობის საფუძვლით.
6.2. პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაზე სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება 10 ჯერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 249.16 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 50 ლარი, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 21 ლარი და ამონაწერის განახლების გადასახადი 11 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირი თანხის, დარიცხული პროცენტის ნაწილში, ამ ნაწილში მოპასუხე თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი. მოსარჩელემ წარმოადგინა ბაჟის სახით გადახდილი იქნა 249.16 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის-21 ლარის და ამონაწერის განახლების გადასახადი 11 ლარის გადახდის ქვითრები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლიდან გამომდინარე მოპასუხე მხარემ უნდა მოახდინოს გაწეული ხარჯის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,, კ-------------- ” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.მოპასუხეებს ე---------------–-–---–--------------–---–--------------------------------------–-–---–-----------------–-–---–ს სს „ კ-------------- “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 2 362.74 (ორი ათას სამას სამოცდა ორი დოლარი და 74 ცენტი) აშშ დოლარის (მათ შორის ძირი თანხა - 1749.36 დოლარის, პროცენტი - 437.15 დოლარის, ჯარიმა - 69.29 დოლარის, დაზღვევა 90.17 აშშ დოლარს, საკომისიო 18.77 აშშ დოლარს) გადახდა.
1.2. დარჩენილი პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას.
1.3. მოპასუხეებს ე---------------–-–---–ს, ა----------–---–--------------------------------------–-–---–----------------–-–---–- სს „ კ-------------- “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილი 13 (ცამეტი) ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარი, ამონაწერის განახლების 11 ლარი და აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯი 21 ლარი.
2. მოსარჩელე სს „ კ------------- “ დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის თანხის ნაწილი 190.59 ( ას ოთხმოცდაათი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 45.56 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
საგადასახადო დავალება № 150, თარიღი: 11.05.2017 წელი, გადამხდელის ბანკი: სს ,,საქართველოს ბანკი“ ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბ----- კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300523150, საგადასახადო დავალება, გადასახადის გადამხდელის დასახელება : სს,, კრედო ბანკი“ ს/კ 205232238.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე