გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001788065
2-296/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24/07/2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: სს ‘’თ----------ი’‘
წარმომადგენელი: ი-------–----ე
მოპასუხეები: ა-–--–--- ხ----ე, ნ---- ჯ-----–---–ი და ლ-- ბ--–--ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს ,,თ----------ი’’ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ა-–--–--- ხ----ეს, ნ---- ჯ-----–---–ს და ლ-- ბ--–--ეს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 15 365.27 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
სს ,,თ----------ი’’ არის სს ,,ბ--------------–--ის უფლებამონაცვლე. 2016 წლის 03 თებერვალს სს „ბ--------------–--ასა“ და ა-–--–--- ხ----ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ა-–--–--- ხ----ეს 48 თვით ასესხა 15 000 ლარი. წლიური სარგებელი შეადგენს სესხად გადაცემული თანხის 18.72 %-ს. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
2016 წლის 24 თებერვალს სს „ბ--------------–--ასა“ და ა-–--–--- ხ----ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ა-–--–--- ხ----ეს 12 თვით ასესხა 819.41 ლარი, სარგებლის გარეშე. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
2016 წლის 03 თებერვლის და 2016 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ხელშკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ სესხის დაფარვის დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება სესხის ძირი თანხის 0.5 %. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ სესხს დაერიცხება ერთჯერადი საურავი ძირი თანხის 12 %-ის ოდენობით.
ორივე სესხი უზრუნველყოფილი იქნა თავდებობით. კერძოდ სს „ბ--------------–--ასა“ და ლ-- ბ--–--ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ლ-- ბ--–--ემ ა-–--–--- ხ----ის სესხების დაფარვაზე იკისრა პასუხისმგებლობა. ანალოგიური თავდებობის ხელშკრულება გაფორმდა ნ---- ჯ-----–---–თან, რომელმაც ლ-- ბ--–--ის მსგავსად იკისრა ა-–--–--- ხ----ის სესხის დაფარვის ვალდებულება.
ა-–--–--- ხ----ემ დაარღვია სესხის დაფარვის ვალდებულება და სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე, რის გამოც სესხ დაერიცხა პირგასამტეხლო. მას 2016 წლის 03 თებერვლის ხელშეკრულებაზე გადასახდელი აქვს ძირი თანხა 14 146.32 ლარი, სარგებელი 896.19 ლარი, პირგასამტეხლო 322.76 ლარი. ხოლო 2016 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულებაზე გადასახდელი აქვს ძირი თანხა 534.57 ლარი, სარგებელი 0 ლარი, პირგასამტეხლო 87.08 ლარი. სესხი არ დაფარეს თავდებმა პირებმაც.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. ნ---- ჯ-----–---–მა და ლ-- ბ--–--ემ შესაგებლით სარჩელი სცნეს ნაწილობრივად. მათ დაადასტურეს ყველა ფაქტობრივი გარემოება, მაგრამ სარჩელი ნაწილობრივ არ ცნეს პირგასამტეხლოს ნაწილში. მიაჩნიათ, რომ ამ ნაწილში პირგასამტეხლო არაგონივრულ-- და მოითხოვეს მისი შემცირება.
2.2. ა-–--–--- ხ----ემ შესაგებელი არ წარმოადგინა, მაგრამ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სცნო მთლ--ნად.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 03 თებერვალს სს „ბ--------------–--ასა“ და ა-–--–--- ხ----ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ა-–--–--- ხ----ეს 48 თვით ასესხა 15 000 ლარი. წლიური სარგებელი შეადგენს სესხად გადაცემული თანხის 18.72 %-ს. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 03 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულება ს.ფ. 21-30
3.1.2. 2016 წლის 24 თებერვალს სს „ბ--------------–--ასა“ და ა-–--–--- ხ----ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ა-–--–--- ხ----ეს 12 თვით ასესხა 819.41 ლარი, სარგებლის გარეშე. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულება ს.ფ. 18-20
3.1.3. სს “თბისი ბანკსა“ და ა-–--–--- ხ----ეს შორის 2016 წლის 03 თებერვალს და 2016 წლის 24 თებერვალს დადებული საკრედიტო ხელშკრულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა პირადი თავდებობით. კერძოდ ბანკმა ლ-- ბ--–--ესთან და ნ---- ჯ-----–---–თან გააფორმა თავდებობის ხელშერუელბა, რომლითაც ლ-- ბ--–--ემ და ნ---- ჯ-----–---–მა მოსარჩელის წინაშე იკისრეს ა-–--–--- ხ----ის სესხების დაფარვის პასუხისმგებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულება. ს.ფ. 34-51
3.1.4. ა-–--–--- ხ----ემ დაარღვია სესხის დაფარვის ვალდებულება და სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე, რის გამოც სესხ დაერიცხა პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
- საბანკო ამონაწერი ს.ფ. 54-57
3.1.5 2016 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ა-–--–--- ხ----ეს გადასახდელი აქვს ძირი თანხა 14 146.32 ლარი, სარგებელი 896.19 ლარი, პირგასამტეხლო 322.76 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- საბანკო ამონაწერი ს.ფ. 54-57
3.1.6. 2016 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ა-–--–--- ხ----ეს გადასახდელი აქვს ძირი თანხა 534.57 ლარი, სარგებელი 0 ლარი, პირგასამტეხლო 87.08 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- საბანკო ამონაწერი ს.ფ. 54-57
3.1.7. სესხი არ დაფარეს თავდებმა პირებმაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- საბანკო ამონაწერი ს.ფ. 54-57
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის სადაო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს კონსტიტუცია
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან ა-–--–--- ხ----ეზე კრედიტის სახით გასცა სესხი. ა-–--–--- ხ----ემ აითვისა კრედიტი, მაგრამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხეს მოსარჩელისაგან მიღებული აქვს სესხი და მოსარჩელეს აღარ უბრუნებს, მაშინ მისი ქმედება შეფასებული უნდა იქნას მოსარჩელის უფლების დარღვევად. მოსარჩელეს, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით უფლება აქვს სარჩელი აღძრას და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.
6.3. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლ--ნი კრედიტი სესხის ფორმით”.
დადგენილია, რომ 2016 წლის 03 თებერვალს სს „ბ--------------–--ასა“ და ა-–--–--- ხ----ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ა-–--–--- ხ----ეს 48 თვით ასესხა 15 000 ლარი. წლიური სარგებელი შეადგენს სესხად გადაცემული თანხის 18.72 %-ს. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. 2016 წლის 24 თებერვალს სს „ბ--------------–--ასა“ და ა-–--–--- ხაჩძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ა-–--–--- ხ----ეს 12 თვით ასესხა 819.41 ლარი, სარგებლის გარეშე. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
2016 წლის 03 თებერვლის და 2016 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ხელშკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ სესხის დაფარვის დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება სესხის ძირი თანხის 0.5 %. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ სესხს დაერიცხება ერთჯერადი საურავი ძირი თანხის 12 %-ის ოდენობით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლ-- უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
6.5. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.
სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა-–--–--- ხ----ემ საბანკო პროდუქტით ისარგებლა და აითვისა კრედიტის თანხა. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხა ვალის დაფარვის მიზნით, ბანკში შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაირღვა ხელშეკრულება. დავალიანების დარჩენილი თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე გაცილებით მეტი პერიოდი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
6.6. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლება მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ ა-–--–--- ხ----ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. საკრედიტო ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ა-–--–--- ხ----ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა გადახდის გრაფიკში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ა-–--–--- ხ----ემ დაარღვია ვალდებულება და შეწყვიტა სესხის დაფარვა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება საკრედიტო ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას 2016 წლის 03 თებერვლის ხელშეკრულებაზე გადასახდელი აქვს ძირი თანხა 14 146.32 ლარი, ხოლო 2016 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულებაზე გადასახდელი აქვს ძირი თანხა 534.57 ლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ა-–--–--- ხ----ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.7. საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
ხელშეკრულებით სარგებელი შეადგენდა ერთ შეთხვევაში წლიურ 18.72 %-ს, მეორე ხელშეკრულება კი სარგებელს არ ითვალისწინებდა. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და კუთვნილ ძირი თანხის ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სარგებელის სახით გადასახდელად ერიცხება სარგებელი 896.19 ლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარგებელი სწორადაა გაანგარიშებული და ა-–--–--- ხ----ემ ის უნდა გადაიხადოს.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.5 %-ს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ ა-–--–--- ხ----ემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების დაანგარიშებამდე გასული ვადის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით 2014 წლის 3 თებერვლის სესხზე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობაა 322.76 ლარი, ხოლო 2014 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულებაზე 87.08 ლარი.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ა-–--–--- ხ----ესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო ნ---- ჯ-----–---–თან და ლ-- ბ--–--ესთან. მათ იკისრა ვალდებულება ა-–--–--- ხ----ესთან ერთად პასუხი აგონ საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893 და 895 მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.
დადგენილია, რომ ა-–--–--- ხ----ემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი. ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ ა-–--–--- ხ----ეს აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირის მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც ა-–--–--- ხ----ის, ასევე ნ---- ჯ-----–---–ის და ლ-- ბ--–--ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 479.60 ლარს. ა-–--–--- ხ----ემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი სცნო სრულად. ხოლო ნ---- ჯ-----–---–მა და ლ-- ბ--–--ემ შესაგებლით სარჩელი სცნეს ძირი თანხისა და სარგებელის ნაწილში. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომაზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამოდმინარე დავის ნაწილში ა-–--–--- ხ----ემ სარჩელი ცნო სრულად, ამიტომ ის ამ თანხის კუთვნილ ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს. ნ---- ჯ-----–---–მა და ლ-- ბ--–--ემ სარჩელი არ სცნეს სარგებელის და ძირი თანხის ნაწილში. შესაბამისად ისინიც ამ ნაწილში ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდენ, ხოლო იმ ნაწლში, რომელშიც სარჩელი არ სცნეს, სარჩელის დაკმაყოფილების გამო უნდა დაეკისროთ ბაჟის გადახდა. სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციის მიხედვით მათ უნდა გადახდეთ სახ. ბაჟი 12.37 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
2. ა-–--–--- ხ----ეს, ნ---- ჯ-----–---–სა და ლ-- ბ--–--ეს, სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 15 986.92 ლარის გადახდა.
3. ნ---- ჯ-----–---–სა და ლ-- ბ--–--ეს, სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის 12.37 ლარის ანაზღაურება.
4. სს ,,თ----------ს“ (სს ბ--------------–--ას) უკან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 467.23 ლარი (საგადასახადო დავალება - 3862809, გადახდის თარიღი - 02/12/2016 წელი, გადამხდელის ბანკი - სს სს ბ--------------–--ა, სახაზინო კოდი - 300693150)
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე