გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/247-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 ივლისი, 2018 წ. ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ბადრი შონია
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე – შპს ,,გრ------------’’
წარმომადგენელი - ნი----–---- აბ-------, ირ---–- გა---------–---–-
მოპასუხე - სსიპ გა-----–---------------------------–------------
წარმომადგენელი – ან-- ხუ–-–---–-, ნა----–- ქო-----, თამარ კუ---–---–-
დავის საგანი - ვალდებულების შესრულებულად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებული იქნეს შესრულებულად შპს ,,გრ------------ს’’ მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების (ხელშეკრულების 8.1 პუნქტის) ხელშეკრულების შესაბამისად შესრულება.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 01 სექტემბერს ელექტრონული ტენდერის საფუძველზე დაიდო ხელშეკრულება 01--- ინტერნეტმომსახურებების - CPV-------- და პროვაიდერული მომსახურებების - CPV-------- თაობაზე. ხელშეკურლების 8.1 მუხლის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების დაწყებამდე წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული ლიცენზირებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა მასზედ, რომ მომსახურების უზრუნველყოფისათვის გამოყენებული მასალა შესაბამისობაშია ხელშეკრულებით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან, ასევე შესაბამისობაშია უსადენო კავშირის სიხშირეებით შენობის სრული დაფარვა. მოსარჩელის მიერ საჯარო სკოლებში (სულ 49 სკოლა) ინტერნეტ მოწყობილობების დამონტაჟება განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და მოსარჩელემ 2017 წლისწ 21 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით. 2017 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელეს ეცნობა, რომ მოთხოვნილი ექსპერტიზის ღირებულება იქნებოდა 2000 ლარი ერთ სკოლაზე, ხოლო ექსპერტიზის საერთო ღირებულება შეადგენდა 98 000 ლარს. მოსარჩელემ 2017 წლის 19 დეკემბერს წერილობით მიმართა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს იმის თაობაზე, არსებობდა თუ არა კომპიუტერული ექსპერტიზის განხორციელებაზე აკრედიტირებული ან/და ლიცენზირებული პირები საქართველოს მასშტაბით, რის თაობაზეც 2017 წლის 26 დეკემბერს წერილობით მიიღო უარყოფითი პასუხი. მოსარჩელემ, 2017 წლის 21 დეკემბერს წერილით შესთავაზა მოპასუხეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, რათა დასკვნის გაცემა შესაძლებელი გამხდარიყო ასევე სერთიფიცირებული პირისგან და აცნობა, რომ თანხმობის შემთხვევაში მოსარჩელეს უკვე მოძიებული ჰყავდა ამ სპეზიალიზაციით სერთიფიცირებული რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც აიღებდნენ შესაბამის პასუხისმგებლობას დასკვნის მომზადებასა და გაცემზე. მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულაბას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მან ხელშეკრულების 8.1 პუნქტით გათვალისწინებული ექსპერტიზის ჩატარება დაუკვეთა შპს ,,არ----------------–---’’, რომელიც გახლავთ გლობალური ქსელის ,,არესემ ინტერნეიშენალის’’ წევრი, რომელიც თავის მხრივ წარმოდგენილია 120 ქვეყანაში 760-ზე მეტი ოფისით. შპს ,,არ----------------–---’’ მიერ მოძიებული იქნა შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და სერთიფიკატის მქონე პირი (უცხოელი პრაქტიკოსი ექსპერტი), რომელმაც ჩატარებული საექსპერტო კვლევის შედეგად დაადასტურა მოსარჩელის მიერ განხორციელებული სამუშაოების სრული შესაბამისობა ხელშეკრულების 8.1 პუნქტის (ასევე ხელშეკრულების დანართების ) მოთხოვნებთან. მოპასუხემ 2018 წლის 22 თებერვალს წერილით, უარი განაცხადა დასკვნის მიღებაზე. აღნიშნული წერილის პასუხად შპს ,,არ----------------–---’’, როგორც საექსპერტო დასკვნის გაცემასა და მის სისწორეზე პასუხისმგებელმა პირმა, წერილობით განუმარტა მოპასუხეს ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც მას ანიჭებდა ამგვარი დასკვნის გაცემის უფლებას და კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ სწორედ შპს ,,არ----------------–--’’ წარმოადგენს საექსპერტო დასკვნის სისწორეზე პასუხისმგებელ პირს. 2018 წლის 05 მარტის წერილით მოპასუხემ განმარტა, რომ იგი არ აპირებს რაიმე სახის ცვლილების განხორციელებას და ითხოვს სიიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა ლიცენზირებული ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემულ დასვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მზადაა მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები:
2017 წლის 25 ივლისს სსიპ გა-----–---------------------------–------------მ გამოაცხადა ტენდერი ინტერნეტ მომსახურების შესახებ, რომელიც მოგვიანებით შეწყდა მასში გარკვეული ცვლილებების შეტანის გამო, აღნიშნული ტენდერი განმეორებით გამოცხადდა 2017 წლის 02 აგვისტოს და დასრულდა 2017 წლის 14 აგვისტოს, ტენდერის პირველად გამოცხადების მომენტიდანვე შპს ,,გრ------------სთვის’’ ცნობილი იყო სატენდერო პირობები. განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში შპს ,,გრ------------ა’’ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. ტენდერის გამოცხადებისას იგი გაეცნო სატენდერო პირობებს, ვინაიდან ხელშეკრულება, რომელიც უნდა გაფორმებული ყოფილიყო მხარეებს შორის შესაბამის ვებ-საიტზე spa.ge-ზე განთავსებული იყო საჯაროდ. 2017 წლის 01 სექტემბერს სსიპ გა-----–---------------------------–------------სა და შპს ,,გრ-----------ს’’ შორის მოხდა N01--- ხელშეკრულების გაფორმება, რომლის შინაარს კიდევ ერთხელ გაეცნო მოსარჩელე მხარე, დაეთანხმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და იკისრა მასში არსებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ამ ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, შპს ,,გრ-----------ს’’
უნდა წარმოედგინა დასკვნა, რომელიც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით, თუმცა მოსარჩელე მხარემ დასკვნა ვერ წარმოადგინა. მოპასუხის განმარტებით შპს ,,გრ------------სთვის’’ არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იგი მონაწილეობას იღებდა ტენდერში, მისთვის ტენდერის გამოცხადების დღიდანვე ცნობილი იყო სატენდერო პირობები. ხელშეკრულების გაფორმებამდე მოსარჩელეს გააჩნდა საკმარისი დრო (დაახლოებით 2 თვე) გაერკვია ექსპერტიზის ჩატარების ტარიფები და გადაეწყვიტა ამ ტენდერში მონაწილეობა მისაღები იყო თუ არა მისთვის და ასევე, განესაზღვრა ტენდერის მოგების შემდგომ, უზრუნველყოფდა თუ არა დასკვნის წარდგენას. ტენდერის სპეციფიკიდან გამომდინარე, ტენდერში მონაწილე პირები წინასწარ საზღვრავენ საკუთარ ბიუჯეტს და ხარჯებს. შექმნილი გარემოება ცხადყოფს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეაფასა სათანადოდ რისკები, ან შეაფასა და იგი უგულებელყო იმ მოტივით, რომ ფინანსურად გაწევდა ნაკლებ ხარჯს. მოპასუხე არ ეთანხმება ასევე, მოსარჩელის მიერ მითითებულ იმ გარემოებას, რომ მან წარადგინა შპს ,,არ----------------–---’’ დასკვნა, რომლის კვალიფიკაცია შესაბამისობაშია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მე-8.1 პუნქტი წარმოადგენს ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობას, სადაც წერია, რომ დასკვნა უნდა იქნეს წარდგენილი სიიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა ლიცენზირებული ან აკრედიტირებული პირის მიერ. ვინაიდან, შპს ,,არ----------------–--’’ არ წარმოადგენს აკრედიტირებულ სუბიექტს, შესაბამისად იგი ვერ ჩაითვლება იმ სუბიექტად, ვისაც შეეძლო დასკვნის წარდგენა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 01 სექტემბერს სსიპ გა-----–---------------------------–------------სა და შპს ,,გრ-----------ს’’ შორის SPA--------- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე დაიდო ხელშეკრულება 01--- ინტერნეტმომსახურებების - CPV-------- და პროვაიდერული მომსახურებების - CPV-------- თაობაზე. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთიან ქსელში შემავალ დანართი N3-ში განსაზღვრული საჯარო სკოლების უსადენო (WI-FI) კავშირის უზრუნველყოფის და სხვა თანმდევი მომსახურების მიწოდების (CPV--------) სახელმწიფო შესყიდვა. აღნიშნული ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, დანართი N2 (ტექნიკური დავალება) წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რომლის მიხედვითაც უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა მომსახურების მიწოდება და საჭირო აღჭურვილობის განთავსება შემსყიდველის მიერ მითითებულ ლოკაციებზე (სკოლებში). ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 807 970,80 ლარს, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მოსაწოდებელი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები და ერთეულის ღირებულებები მოცემულია დანართში, რომელიც ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 2-24)
- შესაგებელი (ტომი 1, ს.ფ. 125-137)
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
- 2017 წლის 01 სექტემბრის N01--- ხელშეკრულება ინტერნეტმომსახურებების -
CPV-------- და პროვაიდერული მომსახურებების - CPV-------- თაობაზე. (ტომი 1, ს.ფ. 25-42)
3.1.2. 2017 წლის 01 სექტემბრის N01--- ხელშეკრულების მე-8 მუხლის (მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებობა) 8.1 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების დაწყებამდე წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული ან ლიცენზირებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა, მასზედ რომ (გარდა წვდომის წერტილი, კომუტატორები, კონტროლერი) მომსახურების უზრუნველყოფისათვის გამოყენებული მასალა (კაბელი, საკაბელო არხი, საკომუტაციო დაფები, საკომუტაციო კაბელები/პაჩკორდები) შესაბამისობაშია ხელშეკრულებით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან, ასევე შესაბამისობაშია უსადენო (WI-FI) კავშირის სიხშირეებით შენობის სრული დაფარვა (დერეფნები, საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული ოთახები, სააქტო დარბაზი). სიხშირე 2.4 Ghz არანაკლებ (-70 dbm), სიხშირე 5 Ghz არანაკლებ (-70 dbm) ხელშეკრულებით და სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან (მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 2-24)
- შესაგებელი (ტომი 1, ს.ფ. 125-137)
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
- 2017 წლის 01 სექტემბრის N01--- ხელშეკრულება ინტერნეტმომსახურებების -
CPV-------- და პროვაიდერული მომსახურებების - CPV-------- თაობაზე. (ტომი 1, ს.ფ. 25-42)
3.1.3 2017 წლის 09 ნოემბერს შპს ,,გრ-----------სა’’ და სსიპ გა-----–---------------------------–------------ს შორის შედგა შეთანხმება 2017 წლის 01 სექტემბრის N01--- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც N01--- ხელშეკრულების დანართ N3-ში მითითებული სკოლები ჩანაცვლდა სხვა სკოლებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების ცვლილების გარეშე და დანართი N1 და დანართი N3 ჩამოყალიბდა თანდართული დანართების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 2-24)
- 09.11.2017 წლის შეთანხმება (დანართი N1 და დანართი N3) (ტომი 1, ს.ფ. 60-64)
3.1.4 დადგენილია, რომ შპს ,,გრ------------ა’’, ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით, 2017 წლის 21 ნოემბერს, მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, რომელმაც 2017 წლის 21 დეკემბრის N5007151017 წერილით (მე-2 პუნქტი) აცნობა, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მომსახურების საფასური განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის N171 დადგენილებით დამტკიცებული ტარიფებით, ვინაიდან მოცემული ტარიფების ჩამონათვალი არ ითვალისწინებდა ამ კონკრეტული შემთხვევისათვის ჩასატარებელი ექსპერტიზის სახეს, ამ სახის ექსპერტიზისათვის არ იყო გათვალისწინებული შესაბამისი სპეციალური ტარიფის კოდი. ასეთ შემთხვევაში ექსპერტი სარგებლობდა ტარიფების 434-ე კოდით განსაზღვრული სხვა სახის ექსპერტიზისათვის. მოცემული კოდი ითვალისწინებდა მომსახურების საფასურის (ტარიფის) მინიმალურ ზღვარს (50 ლარი) და მაქსიმალურ ზღვარს (5000 ლარი). ამ კოდის გათვალისწინებისას კონკრეტული თანხის განსაზღვრისათვის ერთი გამოსაკვლევი ობიექტის საექსპერტო მომსახურების საფასური განისაზღვრება ექსპერტის მიერ ობიექტის შესწავლის სირთულის, კვლევის მოცულობის და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით. ექსპერტის მიერ უნდა იყოს გამოკვლეული (შედარებული) ის საკითხები, რასაც ითვალისწინებს 2017 წლის 01 სექტემბრის N01--- ხელშეკრულების დანართი N2-ის ნუსხა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ერთი ობიექტის (სკოლის) გამოსაკვლევი მომსახურების ტარიფი შეადგენდა - 2000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 2-24)
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
- სიიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.12.2017 წლის N5007151017 (ტომი 1, ს.ფ. 43)
3.1.5. შპს ,,გრ-----------ს’’ 2017 წლის 26 დეკემბრის წერილით ეცნობა, რომ სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ არ არის აკრედიტებული არცერთი პირი, რომელიც ახორციელებს: 1. კომპიუტერული მომსახურეობის უზრუნველყოფისათვის გამოყენებული მასალის (კაბელი, საკაბელო არხი, საკუმოტაციო დაფები, საკუმოტაციო დაფები/პაჩკოდები) შეფასებას და შესაბამისობის დადგენას; 2. უსადენო (WI-FI) კავშირის სიხშირეებით შენობის დაფარვის შეფასებასა და შესაბამისობის დადგენას; 3. უსადენო (WI-FI) კავშირის სიხშირეების შეფასებასა და შესაბამისობის დადგენას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 2-24)
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
- სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის 26.12.2017 წლის N GAC-03/814. (ტომი 1, ს.ფ. 58)
3.1.7 მოქალაქე SI---------------- -ის (დაბ: 11.1------წ) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 01 მარტამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,,თბილისის აეროპორტის’’ გავლით, კერძოდ, შემოსვლა საქართველოში - 12/18/2017 2:56 და გასვლა საქართველოდან 12/28/2017 2:32.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 21 ივნისის წერილი (MIA 2------------)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელემ, ხელშეკრულების 8.1 პუნქტით გათვალისწინებული ექსპერტიზის ჩატარება დაუკვეთა შპს ,,არ----------------–---’’, რომლის მიერ მოძიებული იქნა შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და სერთიფიკატის მქონე პირი (უცხოელი პრაქტიკოსი ექსპერტი - სე----- ტა---------), რომელმაც ჩატარებული საექსპერტო კვლევის შედეგად დაადასტურა მოსარჩელის მიერ განხორციელებული სამუშაოების სრული შესაბამისობა ხელშეკრულების 8.1 პუნქტის (ასევე ხელშეკრულების დანართების) მოთხოვნებთან. 2018 წლის შპს ,,არ----------------–---’’ 2018 წლის 19 თებერვლის აუდიტორული დასკვნის თანახმად: ერთის მხრივ სსიპ გა-----–---------------------------–------------სა’’ და მეორეს მხრივ შპს ,,გრ-----------ს’’ შორის SPA--------- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე 2017 წლის 01 სექტემბერს გაფორმებული N01--- ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ ,,8.1. (...) (გარდა წვდომის წერტილი, კომუტატორები, კონტროლერი) მომსახურების უზრუნველყოფისათვის გამოყენებული მასალა (კაბელი, საკაბელო არხი, საკომუტაციო დაფები, საკომუტაციო კაბელები/პაჩკორდები) შესაბამისობაშია ხელშეკრულებით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან, ასევე შესაბამისობაშია უსადენო (WI-FI) კავშირის სიხშირეებით შენობის სრული დაფარვა (დერეფნები, საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული ოთახები, სააქტო დარბაზი) სიხშირე 2.4 Ghz არანაკლებ (-70 dbm), სიხშირე 5 Ghz არანაკლებ (-70 dbm) ხელშეკრულებით და სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან. მიმწოდებლის მიერ შესრულებულია, კერძოდ ,,მიმწოდებლის’’ მიერ ,,ხელშეკრულებით’’ განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფისათვის გამოყენებული მასალა (კაბელი, საკაბელო არხი, საკომუტაციო დაფები, საკომუტაციო კაბელები/პაჩკორდები) (გარდა წვდომის წერტილი, კომუტატორები, კონტროლერი) შესაბამისობაშია ხელშეკრულებით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან, ასევე შესაბამისობაშია უსადენო (WI-FI) კავშირის სიხშირეებით შენობის სრული დაფარვა (დერეფნები, საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული ოთახები, სააქტო დარბაზი). სიხშირე 2.4 Ghz არანაკლებ (-70 dbm), სიხშირე 5 Ghz არანაკლებ (-70 dbm) ხელშეკრულებით და სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან.
საქმეში წარმოდგენილი მასალების (სერტიფიკატების) მიხედვით სე------------------ა წარმატებით შეასრულა Cisco-ს სასერტიფიკაციო საგამოცდო მოთხოვნები და გადაეცა Cisco Certified Network Associate Routing and Switching- სასერტიფიკატო კურსის სერტიფიკატი. (სერტიფიცირების თარიღები: 2012 წლის 7 დეკემბერი- მოქმედებს 2018 წლის 4 ივნისის ჩათვლით; 2012 წლის 6 სექტემბერი - მოქმედებს 2018 წლის 4 ივნისის ჩათვლით და 2015 წლის 27 თებერვალი - მოქმედებს 2018 წლის 27 თებერვლის ჩათვლით).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,არ----------------–---’’ დირექტორმა გი------ კვ-------მ განმარტა, რომ შპს ,,არ----------------–--’’ არის აუდიტორული და საგადასახადო სერვისების მიმწოდებელი აუდიტორული კომპანია, რომელიც 2012 წლიდან არის RSM International-ის ქსელის წევრი, რომელიც მსოფლიოში რეიტინ--თ არის მეექვსე. აღნიშნული ქსელი წარმოდგენილი არის 120-ზე მეტ ქვეყანაში. შპს ,,არ----------------–--’’ დაფუძნებულია 2008 წელს, დაახლოებით 2012 წლიდან აღნიშნულ კომპანიას სახლემწიფომ მიანიჭა სახელმწიფო ექსპერტის სტატუსი. 2017 წელს ფინანსთა სამინისტროში შეიქმნა აუდიტის ზედამხედველობის ორგანო, რომელმაც მიანიჭა შპს ,,არ----------------–---’’ საზოგადოებრივი დაინტერესების პირების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, ასევე ეროვნული ბანკის დადგენილბით მიენიჭა კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სადაზღვევო კომპანიების შემოწმების უფლება. გი------ კვინიკაძის განმარტებით შპს ,,გრ------------ა’’ მიმართა შპს ,,არ----------------–---’’ მის მიერ გაწეული მომსახურების შესრულების შესახებ საექსპერტო დასკვნის გაცემის თაობაზე. შპს ,,არ----------------–---’’ მიერ მოძიებული იქნა შესაბამისი ექსპერტი - სე----- ტა---------, ტექნიკური ნაწილის შესამოწმებლად. ნანახი იქნა სუბკონტრაქტორებთან გაფორმებული დოკუმენტაცია, რომლითაც გარკვეული სამუშაოები იქნა შესრულებული შპს ,,გრ------------ს’’ მიერ. შპს ,,არ----------------–---’’ ექსპერტების და თანამშრომლების მიერ ასევე ხდებოდა ვიზუალურად ყველა ობიექტის შემოწმება, მოხდა გასაუბრება ყველა სკოლის წარმომადგენლებთან და შემოწმდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც სკოლების ხელმძღვანელები ადასტურებდნენ, რომ მათ ჩაიბარეს ეს აპარატურა. მინიმუმ ორი თვე ტარდებოდა შემოწმება, შესაბამისი ჯგუფის მიერ, რომელიც დადიოდა ობიექტებზე, ასურათებდა მიმდინარე სამუშაოებს, ანუ პარარელურ რეჟიმში მუშაობდნენ. შპს ,,არ----------------–---’’ დირექტორი განმარტავს, რომ თვითონ სე----- ტა--------- პირადად, თავისი აპარატურით იმყოფებოდა ყველა 49 სკოლაში შპს ,,არ----------------–---’’ თანამშრომლებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 2-24)
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
- მოწმის ჩვენება (იხ. 29.05.2018 წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- 2018 წლის 19 თებერვლის აუდიტორული დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 72-77)
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,არ----------------–---’’ მიერ მოწვეული ექსპერტის სე----- ტა---------ს მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებული ყველა სკოლის უშუალოდ ადგილზე შემოწმება და რომ სე----- ტა--------- პირადად არ ყოფილა ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებულ ყველა სკოლაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
დასახელებული ნორმით განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური პრინციპი - შეჯიბრებითობა, რა დროსაც მხარეები თავადვე, დამოუკიდებლად წყვეტენ მათი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება რომელი მტკიცებულების წარდგენის გზითაა შესაძლებელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას მოპასუხის ზემოთ აღნიშნული განმარტების სისწორისადმი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ;
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 340-ე, 361-ე, 477-ე, 629-ე, 639-ე, 641-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლოს უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიაჩნია სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე მსჯელობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების (ხელშეკრულების 8.1 პუნქტის) შესრულებულად აღიარებას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვალდებულების შესრულებულად აღიარების და მოპასუხის მიერ მისი მიღების შემთხვევაში, მას ექნება საშუალება შეასრულოს 2017 წლის 01 სექტემბრის N01--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (ინტერნეტის მიწოდების მომსახურების გაწევა) სრულად და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, მოსარჩელის მიზანი მიღწეული იქნება, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს ასეთი მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების საგანს, რომელიც დაიდო შპს ,,გრინს სისტემსა’’ და სსიპ გა-----–---------------------------–------------ს შორის წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთიან ქსელში შემავალ დანართი N3-ში განსაზღვრული საჯარო სკოლების უსადენო (WI-FI) კავშირის უზრუნველყოფის და სხვა თანმდევი მომსახურების მიწოდების (CPV--------) სახელმწიფო შესყიდვა, კერძოდ, მომსახურების მიწოდება და საჭირო აღჭურვილობის განთავსება შემსყიდველის მიერ მითითებულ ლოკაციებზე (სკოლებში).
სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ქსელური მოწყობილობების მიწოდებასთან დაკავშირებით სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ამავე მოწყობილობების მითითებულ ლოკაციებზე (სკოლებში) მონტაჟთან მიმართებით – ნარდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, ვინაიდან ერთი ხელშეკრულება შეიცავს ორი განსხვავებული სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ დებულებებს, ამიტომ მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს შერეული ტიპის ხელშეკრულებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის კონტექსტში. შესაბამისად, მხედველობაში მიიღება ის ნორმები, რომლებიც შესრულების არსთან უფრო ახლო დგას.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი კი, მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 629.1 მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.1. მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
2017 წლის 01 სექტემბრის N01--- ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ მიმწოდებელი ვალდებული იყო მომსახურების დაწყებამდე წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული ან ლიცენზირებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა, მასზედ რომ (გარდა წვდომის წერტილი, კომუტატორები, კონტროლერი) მომსახურების უზრუნველყოფისათვის გამოყენებული მასალა (კაბელი, საკაბელო არხი, საკომუტაციო დაფები, საკომუტაციო კაბელები/პაჩკორდები) შესაბამისობაშია ხელშეკრულებით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან, ასევე, შესაბამისობაშია უსადენო (WI-FI) კავშირის სიხშირეებით შენობის სრული დაფარვა (დერეფნები, საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული ოთახები, სააქტო დარბაზი). სიხშირე 2.4 Ghz არანაკლებ (-70 dbm), სიხშირე 5 Ghz არანაკლებ (-70 dbm) ხელშეკრულებით და სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო სამართალში აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის ფარგლებშიც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ-ის 4.1. მუხლი). სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საპროცესო თავდაცვის საშუალებად ადგენს მოპასუხის მხრიდან შესაგებლის წარდგენის უფლებას, რომელიც საქმის მომზადების ეტაპზე უნდა იქნეს წარდგენილი და პასუხობდეს კანონის მოთხოვნებს: მოპასუხე ვალდებულია, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის თანდართული დოკუმენტების შესახებ. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით.
სასამართლო მოცემულ შემთხვევაში, შესაგებელში შესაბამისი შედავების არარსებობის პირობებში ვერ მიიჩნევს არასაკმარისად მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით წარდგენილი ალტერნატიული კვლევის შედეგებს.
2017 წლის 01 სექტემბრის N01--- ხელშეკრულების თანახმად (8.1 პუნქტი), მომსახურების დაწყებამდე, მიმწოდებელს - შპს ,,გრ-----------’’ სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული ან ლიცენზირებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის წარდგენით უნდა დაედასტურებინა მომსახურების უზრუნველყოფისათვის გამოყენებული მასალის (კაბელი, საკაბელო არხი, საკომუტაციო დაფები, საკომუტაციო კაბელები/პაჩკორდები) შესაბამისობა ხელშეკრულებით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან, ასევე უსადენო (WI-FI) კავშირის სიხშირეებით შენობის სრული დაფარვის (დერეფნები, საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული ოთახები, სააქტო დარბაზი) სიხშირე 2.4 Ghz არანაკლებ (-70 dbm), სიხშირე 5 Ghz არანაკლებ (-70 dbm) შესაბამისობა ხელშეკრულებით და სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან.
ხელშეკრულების ეს დებულება, სასამართლოს მოსაზრებით, უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მხედველობაში იქნას მიღებული მისი დანიშნულება და ის, თუ რა შედეგის მიღწევას ისახავდნენ მიზნად მხარეები არსებით პირობებზე შეთანხმებისას, რადგანაც ხელშეკრულების დებულების უკრიტიკოდ გაზიარება ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
უდავოა ის ფაქტი, რომ შეთანხმებული მტკიცებულების (დასკვნის) წარდგენა სამუშაოს ხარისხის განსაზღვრის მიზანს ემსახურება, თავის მხრივ, ნარდობის ხელშეკრულების სპეციფიკას წარმოადგენს უნაკლო ნივთის დამზადების ვალდებულება, თუ ხელშეკრულების საგანს ნაკეთობის დამზადება წარმოადგენს (სკ-ის 639-ე მუხლი). კანონმდებელი გვთავაზობს ნივთობრივი ნაკლის არაპირდაპირ დეფინიციას და 641-ე მუხლით ადგენს, რომ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ საექსპერტო დაწესებულების კვლევის შედეგებისადმი კონტრაჰენტის მაღალი სანდოობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მხარეთა წინასწარი შეთანხმება სრულად ექცეოდეს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპით დაცულ სფეროში (სკ-ის 327-ე მუხლი), მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც მხარე ვერ ახერხებს ხელშეკრულებაში მითითებული კონკრეტული საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენას გარკვეული მიზეზებით (1. მოთხოვნილი ექსპერტიზის ღირებულება, რაც აზრს უკარგავს მოსარჩელის მიერ შემდგომში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების გაგრძელებას და 2. სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აკრედიტაციის ცენტრის მიერ არ არის აკრედიტებული არცერთი პირი, რომელიც ახორციელებს: კომპიუტერული მომსახურეობის უზრუნველყოფისათვის გამოყენებული მასალის (კაბელი, საკაბელო არხი, საკუმოტაციო დაფები, საკუმოტაციო დაფები/პაჩკოდები) შეფასებას და შესაბამისობის დადგენას; უსადენო (WI-FI) კავშირის სიხშირეებით შენობის დაფარვის შეფასებასა და შესაბამისობის დადგენას; უსადენო (WI-FI) კავშირის სიხშირეების შეფასებასა და შესაბამისობის დადგენას), მას არ უნდა წაერთვას შესაძლებლობა, სხვა სპეციალისტის/ექსპერტის მიერ ნაწარმოებ კვლევაზე დაყრდნობით ადასტუროს მოვალეობის ჯეროვანი შესრულების ფაქტი. კანონის სხვაგვარი განმარტება მიგვიყვანს სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლით გარანტირებული კერძო ხასიათის ურთიერთობაში დამკვიდრებულ „პირთა თანასწორობის“ პრინციპის უარყოფამდე.
წარმოდგენილი მტკიცებულებების, საქმის გარემოებათა შეფასებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტები დასაბუთებულია. მოპასუხე მხარემ ვერც შესაგებელში და ვერც სასამართლო სხდომაზეც ვერ შეძლო სარჩელის საწინააღმდეგო არგუმენტაციის დასაბუთება, ხოლო მხოლოდ სიტყვიერი განცხადება, რომ სსიპ გა-----–---------------------------–------------ მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შესრულებულ სამუშაოთა ხარისხიანობის ნაწილში კონკრეტული დარგის ექსპერტის დასკვნის საპირწონედ ვერ გამოდგება. მტკიცების ტვირთი კი გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლო ფაქტებსა და გარემოებებზე, არამედ იმასაც, რომ დაადასტუროს ამ გარემოებების არსებობა შესაბამისი მტკიცებულებებით. ამდენად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დასაბუთებული შედავების არარსებობის პირობებში, გასაზიარებელია მოსარჩელის პოზიცია სამუშაოს (ხელშეკრულების 8.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების) უნაკლოდ შესრულების შესახებ. ამ დასკვნის საპირისპიროდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, შემკვეთს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მომსახურების უზრუნველყოფისათვის გამოყენებული მასალა (კაბელი, საკაბელო არხი, საკუმოტაციო დაფები, საკუმოტაციო დაფები/პაჩკოდები) და უსადენო (WI-FI) კავშირის სიხშირეებით შენობის სრული დაფარვა არ შეესაბამება ხელშეკრულების და სატენდერო დოკუმენტაციის პირობებს და იგი გამოყენებისათვის არ არის ვარგისი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი სრულ შესაბამისობაშია ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუქნტით გათვალისწინებულ პირობებთან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე ასევე მოითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ ადვოკატის მომსაუხრებისათვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სასამართლოში არ არის წარმოდგენილი იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი საბუთი. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულია მხარის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული, რეალურად გადახდილი თანხის (ფაქტობრივად გაწეული ხარჯის) და არა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება. შესაბამისად, მხარემ უნდა დაადასტუროს ადვოკატისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯების გადახდის ფაქტი. მოსარჩელეს ასეთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რის გამოც უარი უნდა ეთქვას იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,გრ------------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,გრ------------ს’’ მიერ 2017 წლის 01 სექტემბრის N01--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 8.1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება აღიარებულ იქნეს შესრულებულად;
3. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრს დაეკისროს შპს ,,გრ------------ს’’ სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 5000 ლარის გადახდა;
4. შპს ,,გრ-----------ს’’ უარი ეთქვას იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ბადრი შონია