გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.07.2018
საქმის ნომერი
330210117001799878
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
24.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3----17

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 ივლისი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელე - შპს „ნ-------–-“

წარმომადგენელი - ნ------- ტ---------–---–ი, ნ-------- კ-----–---–ია

მოპასუხე - ა------------ის რ-------–-კის ს----–-–-ფო ნ--------- კ-------ა

წარმომადგენელი - ა-–---------- წ---–--ე

დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტა, ზიანის ანაზღაურება

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „ნ-------–-სა“ და ა------------ის რ-------–-კის ს----–-–-ფო ნ--------- კ-------ის წარმომადგენლობას შორის 2--- წლის 29 მ---ს დადებული ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 10 თებერვალს სარჩელით მომართა შპს „ნ-------–-მ“ ა------------ის რ-------–-კის ს----–-–-ფო ნ--------- კ-------ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. 2017 წლის 24 თებერვალს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული სარჩელი, სადაც დაემატა მოთხოვნა შპს „ნ-------–-სა“ და ა------------ის რ-------–-კის ს----–-–-ფო ნ--------- კ-------ის წარმომადგენლობას შორის 2--- წლის 29 მ---ს დადებული ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ნ-------–-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და მიაჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით შპს „ნ-------–-ს“ მოთხოვნის გადასაწყვეტად გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ნ-------–-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნაზე ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების ნაწილში. 2017 წლის 24 თებერვლის დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე ითხოვს შეწყვეტილად იქნეს აღიარებული შპს „ნ-------–-სა“ და ა------------ის რ-------–-კის ს----–-–-ფო ნ--------- კ-------ის წარმომადგენლობას (საქართველოში) შორის 2--- წლის 29 მ---ს დადებული იჯარის ხელშეკრულება.

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხემ არ ცნო მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა, თუმცა მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ მოპასუხემ შესაგებელი დაამყარა იმ გარემოებებზე, რომ იგი ქირავნობის საგანს არც ფლობს და არც სარგებლობს ამ საგნით, ასევე შესაგებელში განმარტებულია, რომ მოპასუხეს არ გააჩნია რაიმე თანხის გადახდის ვალდებულება. ამდენად, მოპასუხეს, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ფორმით არ დათანხმებია მოსარჩელის მოთხოვნას ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მისი პოზიცია მიმართულია იმისკენ, რომ მან არ გამოხატა სახელშეკრულებო ურთიერთობაში დარჩენის სურვილი შესაბამისი ინტერესის არარსებობის გამო და არ დაეთანხმა დამქირავებლის უფლება-ვალდებულებების არსებობას. სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იქნა თავდაპირველ ეტაპზე შეგებებული სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა 2--- წლის 29 მ---ს დადებული იჯარის ხელშეკრულების ბათილობას. მართალია აღნიშნული შეგებებული სარჩელი განუხილველი დარჩა და მხარეს აღარ წარმოუდგენია მოთხოვნა, თუმცა აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოპასუხეს არ აქვს სურვილი დარჩეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოსარჩელესთან.

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, სახეზე არ არის ის წინაპირობები, რაც გამქირავებელს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას ანიჭებს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით (სკ-ის 557-ე მუხლით განსაზღვრული დამქირავებლის მიერ გაქირავებული ნივთისათვის ზიანის მიყენების ან/და დაზიანების რეალური საშიშროების შექმნის შემთხვევა, ასევე სკ-ის 558-ე მუხლით განსაზღვრული ქირის გადაუხდელობის გამო გამქირავებლისათვის ხელშეკრულების მოშლის უფლების წარმოშობა) და ხელშეკრულება არც მისი ვადის გასვლით წყდება (ს.ფ. 559), თუმცა განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულება მხარეებს შორის უნდა შეწყდეს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით აღიარებული სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის რეალიზებით.

ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მხარეთა მიერ გამოხატული ნების შესაბამისად, იძულებით დატოვოს ისინი სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რის გამოც მიზანშეწონილად მიაჩნია, დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული 2--- წლის 29 მ---ის ქირავნობის ხელშეკრულება უნდა ჩაითვალოს შეწყვეტილად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს ს----–-–-ფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს ს----–-–-ფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 261-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „ნ-------–-ს“ მოთხოვნა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

2. შეწყვეტილად იქნეს აღიარებული შპს „ნ-------–-სა“ და ა------------ის რ-------–-კის ს----–-–-ფო ნ--------- კ-------ის წარმომადგენლობას შორის 2--- წლის 29 მ---ს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება.

 

3. ა------------ის რ-------–-კის ს----–-–-ფო ნ--------- კ-------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის ანაზღაურება ს----–-–-ფო ბაჟის სახით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, მხარეთათვის დამატებითი გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ლილი ტყემალაძე