განაჩენი

სისხლის სამართლის 27.07.2018
საქმის ნომერი
010100118002337643
დავის ტიპი
214
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100118002337643

საქმე N1-210/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27.07.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - და-----------ძე

 

ბრალდებული: ელ----------------ი

მამის სახელი: ჯა-----

დაბადებული: 1--05.1975 წელი

მოქალაქეობა: აზერბაიჯანის მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არმქონე

მისამართი: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქ. ბაქო, რუ---------------. ბ----

 

ადვოკატი - პა----------ძე

 

თარჯიმანი - ზი---------------ნი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N092260118005

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ელ----------------მა 2018 წლის 26 იანვარს საბაჟო გამშვებ პუნქტ “ს-----ში“, თანთმოსილი ტანისამოსით , საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთები - ოქროს ნაკეთობები; კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ელ----------------მა 2018 წლის 26 იანვარს საბაჟო გამშვების პუნქტის „ს-----ის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი; საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული მისი ფიზიკური დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა ელ----------------ის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთები - ოქროს ნაკეთობები: ოქროს ორეული (საყურე, ბეჭედი 585 სინჯის - 15 წყვილი; ოქროს სამეული (საყურე, ბეჭედი, კულონი) 585 სინჯის - 6 წყვილი; ოქროს კულონი 585 სინჯის - 43 ცალი, ოქროს საყურე 585 სინჯის - 96 წყვილი, ოქროს სამაჯური 585 სინჯის - 35 ცალი, ოქროს ყელსაბამი 585 სინჯის - 13 ცალი, ოქროს ყელსაბამი კულონით 585 სინჯის - 26 ცალი, ოქროს ბეჭედი 585 სინჯის - 86 ცალი; - სულ 694.89 გრამი - 44 494.10 ლარის ღირებულების;

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი

ნივთის გადმოტანა საბაჟო კონტროლისაგან მალულად

 

2.1 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დი-------–---ამ განაცხადა, რომ 2014 წლის 13 მაისიდან მუშაობს ს-----ის საბაჟო გამშვებ პუნქტზე; ცვლაში მორიგეობის დროს მთავარმა მებაჟემ გადმოსცა რაციით რომ აზერბაიჯანის მოქალაქე გადაყავდა პირად დათვალიერებაზე; იმყოფებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-------–-----ე მთავარი ოფიცერი და თარჯიმანი, ბრალდებულს განემარტა უფლება მოვალეობები რუსულ ენაზე, რომელსაც კარგად ფლობდა და მიეცა წინადადება, რომ წარმოედგინა დასადეკლარირებელი ნივთები თუ ჰქონდა, რაზეც მან განაცხადა უარი, რომ არ გააჩნდა დასადეკლარირებელი ნივთები; ამის შემდეგ ჩაუტარდა პირადი დათვალიერება პირადი ქურთუკის ჯიბეებიდან და შარვლის ჯიბეებიდან ამოღებული იქნა ოქროს ნაკეთობები, შემდეგ დალუქეს გადასცეს ექსპერტებს, მათ დაადგინეს, რომ ნივთები იყო დაახლოებით 45 000 ლარის ღირებულების და შემდეგ რეაგირებისათვის გადასცეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს;

 

განმარტავს, რომ, როცა დერეფანში შემოდის უცხო ქვეყნის თუ საქართველოს მოქალაქე თავად უნდა აირჩიოს დერეფანი იმის მიხედვით აქვს თუ არა რაიმე სახის დასადეკლარირებელი ნივთები; ბრალდებულთან კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა ზეპირი დეკლარირება, რაც იმას ნიშნავს, რომ მებაჟე ოფიცერი მიმართავს აქვს თუ არა რაიმე ნივთი ან ნივთები, რაც ექვემდებარება დეკლარირებას; კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა, როგორც იცის მე-------–-----ემ მიმართა მას და უარი მიიღო, იმ დროსაც როცა დათვალიერების ოთახში შეიყვანეს, იქ მიმართვის დროსაც ბრალდებული უარყოფდა, რომ ჰქონდა რაიმე სახის ნივთები და მე-------–-----ემ ამოუღო ოქროს ნაკეთობების სხვადასხვა ჯიბეებიდან; მე-------–-----ეს თავიდანვე ეჭვი გაუჩნდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მისი დათვალიერება და გამოიძახა ის სხვა თანამშრომლებთან ერთად; ეჭვი კი შესაძლებელია გამოიწვიოს თავად მოქალაქეების მოქმედებებმა მიმიკებმა მოძრაობებმა და ა.შ.(იხ სასამართლო სხდომის ოქმი 15.05.2018წ 17:24:3სთ - 17:47:16სთ)

 

მოწმის სახით დაკითხვისას მე-------–-----ემ განმარტა, 2018 წლის 26 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ს-----ის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში; მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის გაესაუბროს მოქალაქეებს შეამოწმოს მათი ბარგი და ხელბარგი;

იმ დღეს ელ----------------მა გადმოკვეთა საზღვარი და მის მიერ მოხდა ამ მოქალაქის შეჩერება, ის მას ესაუბრებოდა რუსულად, რომელსაც კარგად ფლობდა, კონკრეტულად მიმართა, ხომ არ გადმოქონდა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი; მან უპასუხა, რომ დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი არ ჰქონდა, კარგად იცნობდა ქართულ კანონმდებლობას და ამ შემთხვევაში საქონელს გადააგზავნიდა, ვინაიდან ტრანზიტით სარგებლობდა და საქართველოს გავლით ის მიდიოდა თავის ქვეყანაში - აზერბაიჯანში;

მან მაინც განუმარტა ელ----------------ს, საქონელიც დაუზუსტა, ჩამოუთვალა , თუ რომელი სახის საქონელი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლის გავლას და აღრიცხვას; მიუთითა კიდეც საბაჟო კონტროლის დერეფანზე, მაგრამ მან იუარა, შემდეგ მოითხოვა მის ხელბარგის შემოწმება და აჩვენა სკანერი; ბრალდებული გამოცხადდა სკანერთან გაატარა ხელბარგი დერეფანში; ამ ყველაფერს ადევნებდა თვალს, შემდეგ, ვინაიდან გაუჩნდა ეჭვი, რომ მოქალაქე სწრაფად აპირებდა ტერიტორიის დატოვებას, მოეჩვენა, რომ იქცეოდა არაბუნებრივად, გადაწყვიტა დაეთვალიერებინა პირადად; მან უკვე დატოვა კონტროლის ზონა, რადგან ვერ ახერხებდა დაწევას, დაცვის თანამშრომელს მიმართა დასახმარებლად, დათვალიერების საჭიროების თაობაზე აცნობა ს-----ის ცვლის უფროსს დი-------–---ას და მთავარ ოფიცერს გი----------------ეს; თან მოიწვიეს თარჯიმნის მოვალეობის შესასრულებლად პირი; ელ----------------ი შეიყვანა დათვალიერების ოთახში; ამ ოთახშიც მას მიმართა, რომ თუ ჰქონდა დასადეკლარირებელი საქონელი , - წარმოედგინა, მან იქაც უარი განაცხადა; ამის შემდეგ თავად მოახდინა დათვალიერება და ტანთცმული ქურთუკის და შარვლის ჯიბეებში აღმოაჩნდა სულ რვა შენაფუთი; ნივთების ვიზუალური დათვალიერებით იყო ვარაუდი, რომ ეს ნივთები იყო ოქროს ნაკეთობები, მოიწვიეს ექსპერტები, დაიწყო საგადასახადო სამართალწარმოება, ვინაიდან ქმედება შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმე მასალებით გადაეცა შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის საგამოძიებო სამსახურს;

ამ ნივთების ამოღების შემდეგაც ელ----------------ი არ ცნობდა, რომ ეს საქონელი იყო დასადეკლარირებელი, განმარტავდა, რომ ოქროს ნაკეთობები იყო მის აწ გარდაცვლილი დის კუთვნილი და მოჰქონდა მის სახსოვრად შესანახად, ხოლო დამატებითი განმარტებების შემდეგ, რომ საქონელი მაინც ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლის გავლას, მან აღიარა, რომ ოქროს ნაკეთობები შეიძინა და მიჰქონდა აზერბაიჯანში სარეალიზაციოდ გარკვეული შემოსავლის მიღების მიზნით; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 25.05.2018წ 10:56:30სთ-11:32:19სთ)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გი----------------ემ განაცხადა, რომ 2006 წლიდან მუშაობს ს-----ის სასაზღვრო გამტარ პუნქტში სხვადასხვა თანამდეობებზე, ამჟამად არის დაკავებული აქვს მთავარი მებაჟე ოფიცრის თანამდებობა; 2018 წლის 26 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას; ახდენდა ფიზიკური პირები და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს საზღვარზე გადმოსვლისას;

 

მე-------–-----ემ შეატყობინა რომ აპირებდა დათვალიერების ოთახში უცხო ქვეყნის მოქალაქის გადაყვანას, ის მივიდა მებაჟე ოფიცერთან დი-------–---ასთან და თარჯიმნის სახით მონაწილე პირთან ერთად, რომელიც არ იყო მათი თანამშრომელი და იყო დაინტერესების გარეშე პირი; მოქალაქე შეყვანილი იქნა დათვალიერების ოთახში, ის კარგად ფლობდა რუსულ ენას, რაც გამოიკითხეს და დაუდასტურა, თარჯიმნის მეშვეობით განუმარტეს უფლება მოვალეობები და მე-------–-----ემ მიმართა, რომ წარმოედგინა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი თუ ჰქონდა თან, ნივთების სახეობებიც ჩამოუთვალეს; მისი განცხადებით მას არ გააჩნდა არცერთი სახის საქონელი, რაც ექვემდებარეობდა დეკლარირებას; საბაჟო კონტროლის განხორცილება მოხდა და მას დათვალიერებისას ქურთუკის ჯიბიდან შარვლის ჯიბეებიდან ამოუღეს სხვადსახვა შენაფუთები; როგორც შემდეგ დაადგინეს ნივთები წარმოადგენდა ოქროს ნაკეთობებს; მისი განმარტებით ოქროს შეძენილი ჰქონდა თურქეთის რესპუბლიკაში და სურდა აზერბაიჯანში სარეალიზაციოდ გადატანა; ოქროს ნაკეთობები შენახული ჰქონდა სხვადსხვა ჯიბეებში; სულ 8 სხვადასხვა შეფუთვა ამოიღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკებით; მის თვალწინ დაილუქა ჩაბარდა ცვლის უფროსს და გადაიგზავნა ექსპერტიზაზე; (იხ ოქმი 23.05.2018წ 11:13:51სთ-12:23:14სთ)

 

მოწმე ხა----------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 26 იანვარს იმყოფებოდა სამუშაო პოსტზე, შემოვიდა თურქეთის მხრიდან მოქალაქე რომელსაც მე-------–-----ემ ჩაუტარა ინტერვიუირება, სკანერზე გატარებული იქნა ხელბარგი, ამის შემდეგ როგორც მისთვის ცნობილია, მოქალაქე მოაბრუნეს და გადაყვანილი იქნა დათვალიერების ოთახში; ვიზუალურად ხედავდა როგორ ესაუბრებოდა მე-------–-----ე ელ----------------ს; რაღაც ნაწილი ხმა არ ესმოდა, როგორც წესი ამ დროს ხდება შეთავაზება დასადეკლარირებელ საქონელზე თუ აქვს მოქალაქეს, რა უნდა მოიმოქმედოს; მე-------–-----ესთან ამ მოქალაქის ურთიერთობა გაგრძელდა დაახლოებით 4 წუთი; მე-------–-----ე ესაუბრებოდა რუსულად, მაგრამ კონკრეტულად მას ყველაფერო არ მოუსმენია; (იხ ოქმი 30.05.2018წ 14:31:45სთ-14:43:03სთ)

 

მოწმის სახით დაკითხვისას გუ---------–---მა განმარტა, რომ ს-----ის საბაჟო გამშვებ პუნქტზე იხდის სამხედრო სავალდებულო სამსახურს; 2018 წლის 26 იანვარს იდგა ის პა---------------ესთან ერთად ს-----ის საბაჟო გამშვებ პუნქტის შენობაში, საუბრობდნენ, როცა დაუძახა მებაჟე ოფიცერმა, რომ დახმარებოდა უცხო მამაკაცის მობრუნებაში; გაყვნენ გარეთ, საბაჟო ტერიტორიის გარეთ იყო გასული, როცა მოაბრუნეს, მოქალაქე, როცა შენიშნეს, ტოვებდა დარბაზს, მოაბრუნეს ის მათი თვალთახედვის არედან არ გასულა; გაყვნენ და მოაბრუნეს , მიიყვანეს მებაჟესთან და წაიყვანეს დათვალიერების ოთახში; მამაკაცის ვინაობა არ იცის; როგორც ხედავს დარბაზში ეს პირი ბრალდებულია; არ ახსოვს რა ეცვა და ჰქონდა თუ არა ჩანთა; ის დარბაზიდან ჩვეულებრივად გადიოდა;(იხ. ოქმი, 19.06.2018წ 16:25:20სთ-16:29:45სთ)

 

მოწმის სახით დაკითხვისას იგივე გარემოებები დაადასტურა პა---------------ემ განმარტა, რომ იმყოფებოდა ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის შენობაში ის გადიოდა გარეთ, მებაჟე ოფიცრის მომართვის თანახმად დაცვის თანამშრომელთან გუ---------–---თან ერთად გავიდა და მოაბრუნეს; მას უკან გაყვნენ, ის არავის არ დაკავშირებია, არც ვინმეს რაიმე მისთვის არ გადაუცია, მათი თვალთახედვის არეში ეს პირი იმყოფებოდა მათ მიერ შეჩერებამდე; (იხ ოქმი 13.06.2018წ 11:45:42სთ-11:49:24სთ)

 

მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა ჯა------------ძემ განმარტა, რომ საბაჟო სამსახურიდან შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება; ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული იქნა ელ----------------ი; ელ----------------მა გამოკითხვაზე უარი განაცხადადა მისი პოზიცია გამოძიების მიმდინარეობის დროს არ დაფიქსირებულა; ამოღებულ ნივთებში იყო მრავლად ერთი და იგივე სახეობის ნივთები, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ეს ნივთები იყო შეძენილი კომერციული მიზნებისათვის და არ იყო მხოლოდ პირადი ნივთები; მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და კანონიერება; რაიმე სახის შენიშვნები ან პრეტენზიები საგამოძიებო მოქმედებებზე არ გაცხადებულა; (იხ ოქმი 27.06.2018წ 13:51:39სთ-13:57:52სთ);

 

ბრალდებულმა ელ----------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ის იმყოფებოდა 2018 წლის 26 იანვარს თურქეთის რესპუბლიკაში, როცა შემოვიდა საზღვარზე, საბაჟოს თანამშრომელმა მას დაუძახა და შეეკითხა, თუ რა ნივთები ჰქონდა ზურგჩანთაში; მას ჩანთაში ჰქონდა ზეთი; ის დათანხმდა სკანერზე და გაატარა კიდეც ხელბარგი; მებაჟე შეეხო მას ხელით ჯიბეზე და უთხრა კიდეც, რომ ჰქონდა პირადი ოქროს ნივთები ჯიბეში, თუმცა მებაჟეს არ მიუმართავს მისთვის, რომ მოეხდინა ამ ნივთების დეკლარირება და მანაც შეუფერხებლად გაიარა კონტროლი, როცა უკვე გავიდა შენობიდან, იმ დროს მოაბრუნეს შეიყვანეს დათვალიერების ოთახში და მან უკვე იქ ნებაყოფლობით წარმოადგინა ოქროს ნივთები და მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია; მას დათვალიერების ოთახში უთხრეს რომ მიმდინარეობდა გადაღება და იქ იყო ვიდეოსათვალთვალო კამერა და შემდეგ ჩანაწერი ვერ მოიპოვა; მებაჟეს რომ აეხსნა მისთვის, ის მოახდენდა ამ ნივთების დეკლარირებას; (იხ. ოქმი 05.07.2018წ 15:56:56სთ -16:13:56სთ);

 

მგზავრის დათვალიერების ოქმის 26.01.2018წ თანახმად, 2018 წლის 26 იანვარს მებაჟე ოფიცრის მე-------–-----ის მიერ დათვალიერდა აზერბაიჯანის მოქალაქე ელ----------------ი დათვალიერებისათვის გამოყოფილ განცალკევებულ ოთახში დათვალიერებას ესწრებოდნენ სგპ „ს-----ის“ ცვლის უფროსი დი-------–---ა, სგპ „ს-----ის“ მთავარი მებაჟე ოფიცერი გი----------------ე, რუსული და ქართული ენის მცოდნე პირი თარჯიმნის სახით - ენვ---------–-ში;

 

დათვალიერების დაწყებამდე ელ----------------ს ეცნობა მისი დათვალიერების ჩატარების შესახებგადაწყვეტილების თაობაზე; განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, მიეცა წინადადება დამალული საქონლის არსებობის შემთხვევაში ნებაყოფლობით გადაცემის თაობაზე; აღნიშნულ წინადადებაზე ელ----------------მა განმარტა, რომ მას დამალული, ან დასადეკლარირებელი საქონელი არ აქვს;

 

დათვალიერების მიზნით ჩატარდა ფიზიკური დათვალიერება, რომლის შედეგადაც ტანთმოსილი ქურთუკის შიდა ორი ჯიბიდან და გარე ორი ჯიბიდან, შარვლის უკანა ორი ჯიბიდან და წინა ორი ჯიბიდან ამოღებული იქნა რვა ცალ პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში მოთავსებული სავარაუდოდ ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო წონა შეადგენდა 694 გრამს; ამოღებული ნივთები დაილუქა საბაჟო სამსახურის ერთჯერადი ლუქით G 2530883;

ამოღებული ნივთები დასურათებული იქნა და დაერთო ოქმს;

 

ოქმი ხელმოწერილია დამსწრე და მონაწილე პირების მიერ; ოქმს ხელს აწერს ასევე ელ----------------ი; (იხ ს.ფ.3-7)

 

საქონლის რაოდენობის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის №0------2018 დასკვნის (26.01.2018წ) თანახმად, მგზავრის -მოქალაქე ელ----------------ისაგან 2018 წლის 26 იანვარს მგზავრის დათვალიერების დროს ამოღებული საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 44994.10 ლარს; (ერთეულის ღირებულებები, დასახელებები, რაოდენობები, და სინჯები მითითებულია თანდართულ №1 დანართში, რომელიც დასკვნის განუყოფელი ნაწილია). ექსპერტიზის ჩატარებამდე შენაფუთი გაიხსნა და ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დაილუქა, რაზეც შედგენილია შესაბამისი აქტი (იხ ს.ფ. 8-9,10)

 

ზ/აღნიშნული, მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნა-------------ძემ და ელ-------------ძემ , კერძოდ

 

მოწმე ნა-------------ძემ განმარტა, რომ 6 წელზე მეტია მუშაობს ექსპერტ შემფასებლად; ელ----------------ის მიერ მიერ მოხდა საზღვარზე შემოტანა გადმოეცა შეფუთული და დალუქული მას და მებაჟე ოფიცერს ელ-------------ძეს 694.89 44994 ლარის შეადგინა ღირებულებამ საბაჟო პროცედურების გავლით უნდა გადაეხადა 14 469 ლარი ასევე მომსახურების 400 ლარი; მოქალაქე ესწრებოდა პროცედურას და ადევნებდა თვალყურს; ის ჩვეულებრივად ესაუბრებოდა მათ რუსულ ენაზე ასევე თვალყურს ადევნებდა მათ მიერ პროცედურების ჩატარებას, შეფასების შემდეგ დაილუქა და გადაეცა ისევ უკან მებაჟე ოფიცერს; თუ დაადეკლარირებდა ტრანზიტულად დაილუქებოდა და გადაიტანებოდა საქართველოს ფოსტით;

შეფასება მოახდინე ქვაზე დასინჯვის მეთოდით მოახდინეს სინჯების ხსნარების მეშვეობით; (იხ ოქმი 23.05.2018წ 10:46:40სთ-10:54:41სთ)

 

იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ელ-------------ძემ (იხ ქომი 11.06.2018წ)

 

დათვალიერების ოქმით 26.01.2018 წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ცვლის უფროსის დი-------–---ას, მებაჟე ოფიცრების - ექსპერტების ნა-------------ძისა და ელ-------------ძის , მებაჟე ოფიცრის მე-------–-----ის და ელ----------------ის, ასევე თარჯიმნის მონაწილეობით დაათვალიერეს ელ----------------ისაგან ამოღებული ოქროს ნაკეთობები შემდეგი აღწერილობით და ოდენობით: ოქროს ორეული (საყურე, ბეჭედი 585 სინჯის - 15 წყვილი; ოქროს სამეული (საყურე, ბეჭედი, კულონი) 585 სინჯის - 6 წყვილი; ოქროს კულონი 585 სინჯის - 43 ცალი, ოქროს საყურე 585 სინჯის - 96 წყვილი, ოქროს სამაჯური 585 სინჯის - 35 ცალი, ოქროს ყელსაბამი 585 სინჯის - 13 ცალი, ოქროს ყელსაბამი კულონით 585 სინჯის - 26 ცალი, ოქროს ბეჭედი 585 სინჯის - 86 ცალი; - სულ 694.89 გრამი - 44 494.10 ლარის ღირებულების;

 

დათვალიერებისას ელ----------------მა დაადასტურა, რომ ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა მას და ისინი შეიძინა თურქეთის რესპუბლიკაში ;

დათვალიერების დასრულების შემდეგ ოქროს ნაკეთობები დაილუქა და შესანახად ჩაბარდა ცვილს უფროსს დი-------–---ას;

დათვალიერების ოქმს ხელს აწერს მონაწილე პირები, მათ შორის ელ----------------ი; (იხ ს.ფ.11-13)

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 იანვარს 19:15 საათზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ს-----ის“ ადმინისტრაციულ შენობაში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ელ----------------ი (გამომძიებელი ჯა------------ძე თარჯიმანი აგაჯან ბაგდოიანი). (იხ ს.ფ.14-18)

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 31 იანვარს დათვალიერდა საქართველოს შსს მონაცემთა ბაზა, სადაც ფიქსირდება, რომ ელ----------------ს 29 ჯერ აქვს გადაკვეთილი სახელმწიფოს საზღვარი; მათ შორის ბოლო პერიოდით ფიქსირდება ელ----------------ის მიერ 25.01.2018წ 18:15 საათზე საქართველოდან გასვლა და საქართველოში შემოსვლა: 26.01.2018წ 11:25 საათი ; (იხ ს.ფ.85-88)

 

ამოღების ოქმით 02.02.2018 წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ჯა------------ძემ დი-------–---ასაგან ამოიღო ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი ელ----------------ის მიერ დათვალიერებისას ამორებული 694.89 გრ ოქროს ნაკეთობები:ოქროს ორეული (საყურე, ბეჭედი 585 სინჯის - 15 წყვილი; ოქროს სამეული (საყურე, ბეჭედი, კულონი) 585 სინჯის - 6 წყვილი; ოქროს კულონი 585 სინჯის - 43 ცალი, ოქროს საყურე 585 სინჯის - 96 წყვილი, ოქროს სამაჯური 585 სინჯის - 35 ცალი, ოქროს ყელსაბამი 585 სინჯის - 13 ცალი, ოქროს ყელსაბამი კულონით 585 სინჯის - 26 ცალი, ოქროს ბეჭედი 585 სინჯის - 86 ცალი; ამოღებული ნივთები დაილუქა; ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედენასი მონაწილე პირების მიერ; (იხ. ს.ფ.98-101)

 

ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 02 თებერვალს სგპ „ს-----ის“უფროსისი მოდგილე გი---------–---აგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ელ----------------ის მიერ სგპ „ს-----ში“ გადაადგილების ამსახველი ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული, დაფიქსირებული და ჩაწერილი ინფორმაცია; კერძოდ, ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა 2018 წლის 26 იანვრის 11:25 საათიდან 2018 წლის 26 იანვრის 11:32 საათამდე; ვიდეომასალა ჩაიწერა ერთ ცალ DVD დისკზე, დაილუქა და დაერთო სს საქმეს; (იხ ს.ფ.110-111)

 

ზ/აღნიშნული DVD დისკი (რომელიც ასევე წარმოადგინა დაცვის მხარემ) მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, რა დროსაც დადგინდა, რომ ელ----------------ს ნამდვილად ესაუბრება მებაჟე ოფიცერი მე-------–-----ე, მებაჟის მითითებით გადის სკანერზე ხელბარგი და ამის შემდეგ აპირებს დატოვოს საბაჟოს ადმინისტრაციული შენობა, როცა მას უკან მე-------–-----ის მითითებით აბრუნებს დაცვის თანამშრომელი;

 

საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანას საბაჟო კონტროლისაგან მალულად. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს 25 000 ლარს.

 

საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სახელმწიფოს ეკონომიკური, ფინანსური, კულტურული, ეკოლოგიური და სხვა სახის ინტერესები (მაგ: საზოგადოებრივი უშიშროება, მოსახლეობის ჯანმრთელობა და ა.შ.) ზ/აღნიშნული დანაშული ზიანს აყენებს პირველ რიგში სახელმწიფოს ეკონომიკურ, ფინანსურ ინტერესებს, ასევე შესაძლებელია არსებობდეს დანაშაულის დამატებითი უშუალო ობიექტები, რომელთაც შესაძლოა მიადგეთ ზიანი. რაც შეეხება დანაშაულის საგნებს, მათი დაყოფა შესაძლებელია ორ ჯგუფად: 1. თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი საგნები, რომელთა გადატანა-გადმოტანა ეკონომიკურ საზღვარზე დასჯადია, თუკი ეს ხდება არალეგალური ხერხებით 2. საგნები, რომლებიც ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, ე.ი. პირს, შეგნებული აქვს, რომ წესების დარღვევით გადაადგილებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნივთებს ეკონომიკურ საზღვარზე და სურს ეს, მოტივსა და მიზანს კი ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლი არის ბლანკეტური ნორმა, შესაბამისად, არსებობს ნორმატიული აქტები, რომლიც უშუალოდ აწესრიგებენ თუ რა უნდა იქნეს შემოტანილი ან გატანილი საბაჟო საზღვარზე, რა წესების დაცვით, რა დოკუმენტები უნდა იქნეს შევსებული და ზოგადად რა სამართლებრივი გზა უნდა გაიაროს ნებისმიერმა ნივთმა - საქონელმა, რომელიც ექვემდებარება დეკლარირებას. ასევე ნორმატიულ აქტებში განსაზღვრულია საქონლის სახეობა და ოდენობა, რაც ექვემდებარება საბაჟო კონტროლს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლში დეტალურად არის გაწერილი ის სასაქონლო ოპერაციები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილება, კერძოდ, ზ/აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის გაფორმებისას გამოიყენება შემდეგი სასაქონლო ოპერაციები: იმპორტი; ექსპორტი; რეექსპორტი; ტრანზიტი; საწყობი; თავისუფალი ზონა; დროებითი შემოტანა; შიდა გადამუშავება; გარე გადამუშავება. საქონლის გაფორმებისას ხორციელდება დეკლარირება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტრანზიტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით გადაადგილდეს სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე, საბაჟო კონტროლის ქვეშ.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დეკლარანტი ან/და საქონლის გადამზიდველი ვალდებულია საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად და მისი თანმხლები დოკუმენტები.

 

ზ/აღნიშნული ნორმის ანალიზით ირკვევა, რომ საქონლის ტრანზიტით გადატანა თავისუფალია ყოველგვარი სატარიფო გადასახადისაგან, თუმცა იმავდროულად იმპერატიული მოთხოვნაა საქონლის დეკლარირება-აღრიცხვა, რაც განპირობებულია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესით კონტროლი გაუწიოს და აღრიცხოს მის ტერიტორიაზე შემოსული ნებისმიერი საქონელი (მათ შორის სატრანზიტო გადაზიდვის მიზნით შემოსული), რომ თავიდან იქნეს აცილებული თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში აღურიცხავი და დაუდეკლარირებელი საგნების მოხვედრა.

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №290 ბრძანებაში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის სამართლებრივი პროცედურა, რაც უკავშირდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებას.

 

ზ/აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით. სასაზღვრო კონტროლის ზონები – საბაჟო გამშვები პუნქტების ჩამონათვალში კი მითითებულია „ს-----ი“

 

ბრძანების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს.

 

ბრძანების მე-12 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საბაჟო კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები საქონლის/სატრანსპორტო საშუალებისა და პირის მიმართ. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ფიზიკური პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, საბაჟო კონტროლის ზონებიდან ერთ-ერთია სგპ „ს-----ში“ ფიზიკურ პირთა - მგზავრთა შემოსასვლელი დერეფანი;

 

ბრძანების 36-ე მუხლი განსაზღვრავს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციისათვის შესაბამის დერეფნებს, რაც გულისხმობს:

 

„მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;

 

„წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით, დეკლარაციისა და დოკუმენტების სრული ან ნაწილობრივი კამერალური შემოწმებით ან მის გარეშე, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქონლის განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებასაც, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებით, აგრეთვე სგპ „ს-----ის“ ვიდეო ჩანაწერით უტყუარად დასტურდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2018 წლის 26 იანვარს აზერბაიჯანის მოქალაქე ელ----------------მა სგპ „ს-----ის“ გავლით თურქეთიდან გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

 

ელ----------------ს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას ტანთმოსილ ქურთუკისა და შარვლის ჯიბეებში რვა სხვადასხვა შეფუთვით ჰქონდა ჯამში 44994.10 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი (ოქროს ნაკეთობები.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან მებაჟეს განუცხადა ნივთების არსებობის შესახებ, მაგრამ არ მიუთითებია, რომ საჭიროებდა დეკლარირებას; ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით; ხსენებული მტკიცებულებები კი ადასტურებენ მხოლოდ ერთ გარემოებას, რომ ელ----------------ს მისი ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩნდა და ამოღებული იქნა ოქროს ნაკეთობები; „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №290 ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად კი საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს, მოცემულ შემთხვევაში კი ეს ვალდებულება ეკისრებოდა ელ----------------ს;

 

ელ----------------ს არ განუხორციელებია მის ხელთ არსებული, ჯამში 44994.10 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელის დეკლარირება (ოქროს ნაკეთობები 585 სინჯის)

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სგპ „ს-----ში“ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციისათვის განკუთვნილი „წითელი დერეფნისა“ და „მწვანე დერეფნის“ არსებობის, მათი მნიშვნელობის ამსახველი სამენოვანი წარწერების (მათ შორის რუსულ ენაზე) და მონიტორებზე მუდმივად განთავსებული განბაჟების წესის თაობაზე ინფორმაციის შემცველი ვიდეორგოლების მიუხედავად, ასევე მებაჟე ოფიცრის მიმართვის მიუხედავად ელ----------------მა ისარგებლა „მწვანე დერეფანით“, რაც ნიშნავდა ზეპირ განაცხადს, რომ დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი მას არ გააჩნდა, დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა და უკვე გასასვლელიდან მოაბრუნა იგი მებაჟე ოფიცერმა მე-------–-----ემ დაცვის თანამშრომლების დახმარებით, რაც ნათლად არის ასახული ვიდეო ჩანაწერზე.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ მან მებაჟე ოფიცერს უთხრა მის ხელთ არსებული ნივთების შესახებ და თავად ოფიცერმა არ ჩათვალა საჭიროდ დეკლარირება, ვინაიდან მიაჩნია, რომ იგი შემდგომშია მოგონილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, რაზეც მიუთითებს შემდეგი გარემოებები:

 

მოწმეების: მე-------–-----ის, ხა----------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მას მიემართა დასადეკლარირებელ საქონელზე, რაც მან თავიდანვე უარყო, ხელბარგი გაატარა სკანერზე და აპირებდა დერეფნის დატოვებას;

 

ზ/აღნიშნული ვერსიის უსაფუძვლობასა და საქონლის დეკლარირების მიზნის არქონაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა განეცხადებინა მის ხელთ არსებული დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთების თაობაზე როგორც დერეფანში, ისე დათვალიერების ოთახში მან უარყო, რომ თან ჰქონდა დასადეკლარირებელი საქონელი, მას იმ დროსაც არ გამოუთქვამს სურვილი, უფრო მეტიც, ის განმარტავდა, რომ კარგად იცნობდა საქართველოს კანონმდებლობას და თუ ექნებოდა ასეთი სახის საქონელი გაივლიდა შესაბამის საბაჟო პროცედურებს;

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ელ----------------მა განზრახ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამში 44994.10 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი, ამასთან არ აქვს მნიშვნელობა აღნიშნული ქმედება რა მოტივითა და მიზნით განახორციელა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ელ----------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ელ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

4.2. ელ----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს ელ----------------ს ასაკისა და მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, საპატიმრო სასჯელის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნებს.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების ბედი:

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს:

ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის საგანს წარმოადგენს ბრალდებულ ელ----------------ის ფიზიკური დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთები, სასაქონლო ექსპერტიზის №0------2018 დასკვნის თანახმად კი, აღმოჩენილი საქონლის მთლიანი საბაჟო ღირებულება 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 44994.10 ლარს; შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს ზ/აღნიშნული ნივთების საპროცესო კონფისკაცია.

 

ნივთიერი მტკიცებულების სახით არსებული სგპ ,,ს-----ის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი DVD დისკზე, ორ ცალად რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 158-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 274-277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული ელ----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ელ----------------ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2018 წლის 26 იანვრიდან - 2018 წლის 05 თებერვლის ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ელ----------------ის მიმართ 2018 წლის 27 იანვრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - თამაზი ხოსროშვილს (პ/ნ 12001080870) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი თანხა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1/63779, დასტურის №ა 045443).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლების საფუძველზე ელ----------------ს დაენიშნოს ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა და ელ----------------ს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გაუვლელად გადმოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 44 994,10 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო წონა შეადგენს 694,89 გრამს, - ჩამოერთვას სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ.

 

ნივთიერი მტკიცებულება - სგპ ,,ს-----ის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - დაცვის მხარის მიერ სგპ ,,ს-----ის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს და სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე