გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.08.2018
საქმის ნომერი
330210018002323376
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
06.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/6040-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ივლისი, 2018 წელი თბილისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი

 

მოსარჩელე - ს------------------

წარმომადგენელი - ლ-------------

 

მოპასუხეები - ვ----------------------------------------------------------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ვ------------------------------------------------------------------------–----------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ვ----------------------- გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 15645.71 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხეებს ვ------------------------------------------------------------------------–----------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ა----------------- გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 15644.95 აშშ დოლარის გადახდა.

1.3. მოპასუხეებს ვ------------------------------------------------------------------------–----------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მ--------------------- გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 15645.15 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 12 იანვარს სს "------------------------------–---------------------------------------------------- შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხ--––-------–--- #-------------- რომლის საფუძველზეც ვ--------------------- სახელზე გაიხსნა სესხის ხაზი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით. ასევე 2017 წლის 12 იანვარს ს---------------------------------–---------------------------------------------- შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხ--––-------–--- #-------------- რომლის საფუძველზეც ა--------------- სახელზე გაიხსნა სესხის ხაზი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით. ხოლო, 2017 წლის 12 იანვარს ს---------------------------------–-------------------------------------------------- შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხ--––-------–--- #--------------, რომლის საფუძველზეც მ------------------- სახელზე გაიხსნა სესხის ხაზი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით;

 

ვ-----------------------, ა----------------- და მ--------------------- 2017 წლის 12 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად 2017 წლის 12 იანვარს გაფორმდა იპოთეკის ხ--––-------–--- (---------------- და იპოთეკით დაიტვირთა ვ--------------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - 326.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად, მდებარე ქ. თბილისი, ს----------------–---, ვ-–---- ქ.N18, საკადასტრო კოდი: N----------------. იპოთეკის ხელშეკრულების 5.11. პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასავლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ დაფარავს იპოთეკარის მოთხოვნას.

 

ვ----------------------- 2017 წლის 12 იანვარს გაფორმებული სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 13 იანვარს ს----------------------------------–------------------------------------------ ასევე მოსარჩელესა და ა-------------- და მ----------------- შორის გაფორმდა იდენტური სესხის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა სესხის სახით მიიღეს (თითოეულმა) 18 000 აშშ დოლარი, 36 თვით, 0.80% თვიური კლებადი საპროცენტო სარგებელით.

 

აღნიშნული სესხის ხელშეკრულებების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად, მსესხებლებმა იკისრეს სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი (მსესხებელი სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება. ამავე მუხლის 5.2 პუნქტით კი მსესხებლებმა აიღეს ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინათ სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობად.

 

სესხის ხელშეკრულებების 3.9 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება ვადაგადაცილებიდან მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში, ამასთან ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეს დაერიცხება ჯარიმა 5%, არანაკლებ 5 ლარისა).

 

2017 წლის 13 იანვარს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში. თავდებობის ხელშეკრულების 2.1 მუხლით მხარეებმა ზუსტად განსაზღვრეს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა, რაც ჯამში შეადგენს მაქსიმუმ 21336.33 (ოცდაერთი ათას სამას ოცდათექვსმეტი და 33) აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.

 

სამივე მსესხებელმა 2017 წლის ნოემბრიდან შეწყვიტა ყოველთვიური თანხის გადახდა, რის გამოც მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები აღებული ვალდებულების შესრულებაზე, თუმცა მიუხედავად მოსარჩელის გაფრთხილებისა, ვალდებულება არ შესრულებულა.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებელი გადააცილებს გადახდის ვადას, კერძოდ: სესხის ხელშეკრულებების 7.1 მუხლის თანახმად ,,გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა" წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას, ხოლო ამავე მუხლის 7.4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ,,გამსესხებელს" უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის დარიცხული პროცენტის, მომსახურების საკომისიოს, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს) ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება". მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი), კერძოდ ის შემოსავალი, რაც მოსარჩელეს არ მიუღია და უნდა მიეღო ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო (მხარეთა მიერ შეთანხმებული სესხის სარგებელი (პროცენტი)). მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ დარჩენილ სარგებელს სრულად.

 

- ვ----------------------- გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვ---------------------, ა--------------- და მ------------------- სოლიდარული დავალიანება შეადგენს: 15645.71 (თხუთმეტი ათას ექვსას ორმოცდახუთი და 71) აშშ დოლარს, საიდანაც 13512.54 (სამეტი ათას ხუთას თორმეტი და 54) აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1506.89 (ერთი ათას ხუთას ექვსი და 89) აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, 389.98 (სამას ოთხმოცდაცხრა და 98) აშშ დოლარი არის დაზღვევის თანხა, ხოლო 236.30 (ორას ოცდათექვსმეტი და 30) აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა.

 

- ა----------------- გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვ---------------------, ა--------------- და მ------------------- სოლიდარული დავალიანება შეადგენს: 15644.95 (თხუთმეტი ათას ექვსას ორმოცდაოთხი და 95) აშშ დოლარს, საიდანაც 13512.54 (სამეტი ათას ხუთას თორმეტი და 54) აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1506.89 (ერთი ათას ხუთას ექვსი და 89) აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, 389.22 (სამას ოთხმოცდაცხრა და 22) აშშ დოლარი არის დაზღვევის თანხა, ხოლო 236.30 (ორას ოცდათექვსმეტი და 30) აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა.

 

- მ--------------------- გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვ---------------------, ა--------------- და მ------------------- სოლიდარული დავალიანება დღევანდელი მდგომარეობით შეადგენს: 15645.15 (თხუთმეტი ათას ექვსას ორმოცდახუთი და 15) აშშ დოლარს, საიდანაც 13512.54 (სამეტი ათას ხუთას თორმეტი და 54) აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1506.89 (ერთი ათას ხუთას ექვსი და 89) აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, 389.42 (სამას ოთხმოცდაცხრა და 42) აშშ დოლარი არის დაზღვევის თანხა, ხოლო 236.30 (ორას ოცდათექვსმეტი და 30) აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა.

 

ამასთან, სამივე მოპასუხესთან გაფორმებული სესხისა და თავდებობების ხელშეკრულებებით შეთანხმებულია პირობა, რომლის შესაბამისადაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასავლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ დაფარავს იპოთეკარის მოთხოვნას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ დავალიანების თანხები არ შეესაბამება მოპასუხეების მიერ განხორციელებულ გადახდებს.

 

რაც შეეხება სესხის სარგებლის სრულად მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა, იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელის სასამართლოში წარდგენით მოსარჩელე მოპასუხეებთან გაფორებული სესხის ხელშეკრულებების შეწყვეტის ნებას ავლენს, შესაბამისად, სესხის პროცენტი თითოეულ სესხზე 1506.89 ლარის ოდენობით წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდში დასარიცხი პროცენტის ოდენობას. პირგასამტეხლო კი გაანგარიშებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.27%-ის ოდენობით, რაც შეუსაბამოდ დიდია და უნდა შემცირდეს და თითოეულ სესხზე განისაზღვროს 25 აშშ დოლარით.

 

მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის და დაზღვევის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2017 წლის 12 იანვარს სს "------------------------------–---------------------------------------------------- შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხ--––-------–--- N#-------------- რომლის საფუძველზეც ვ--------------------- სახელზე გაიხსნა სესხის ხაზი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით.

 

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 13 იანვარს ს----------------------------------–------------- და ვ-------------------- შორის გაფორმდა სესხის ხ--––-------–--- #-------------- რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 18000 აშშ დოლარი, 36 თვით, 0.80 % თვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

ამავე ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენდა გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის თანხა; მხარეთა მიერ ასევე შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.01.2017 წლის ხ--––-------–--- სესხის ხაზით მომსახურებაზე N------------- (ს.ფ 26-31);

- 13.01.2017 წლის სესხის ხ--––-------–--- #------------- (ს.ფ 32-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. 2017 წლის 13 იანვარს ს----------------------------------–-------------- ა--------------ა და მ------------------ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც თავდებებმა იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი "გამსესხებლის" წინაშე ძირითადი მოვალის (ვარსენიკა ბარეკიანი) მიერ #------------- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

- თავდების განცხადებები, თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ 37-42).

 

3.1.3 2017 წლის 12 იანვარს ს---------------------------------–---------------------------------------------- შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხ--––-------–--- N-------------, რომლის საფუძველზეც ა--------------- სახელზე გაიხსნა სესხის ხაზი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით.

 

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 13 იანვარს ს----------------------------------–------------- და ა-------------- შორის გაფორმდა სესხის ხ--––-------–--- #-------------- რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 18000 აშშ დოლარი, 36 თვით, 0.80 % თვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

ამავე ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენდა გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის თანხა; მხარეთა მიერ ასევე შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-12.01.2017 წლის ხ--––-------–--- სესხის ხაზით მომსახურებაზე N------------- (ს.ფ 49-54);

- 13.01.2017 წლის სესხის ხ--––-------–--- #------------- (ს.ფ 55-58);

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4. 2017 წლის 13 იანვარს ს----------------------------------–-------------- მ----------------- და ვ-------------------- შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც თავდებებმა იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი "გამსესხებლის" წინაშე ძირითადი მოვალის (ა--------------) მიერ #------------- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თავდების განცხადებები, თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ 60-65);

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.5 2017 წლის 12 იანვარს ს---------------------------------–-------------------------------------------------- შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხ--––-------–--- N-------------- რომლის საფუძველზეც მ------------------- სახელზე გაიხსნა სესხის ხაზი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით.

 

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 13 იანვარს ს----------------------------------–------------- და მ----------------- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #-------------, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 18000 აშშ დოლარი, 36 თვით, 0.80 % თვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

ამავე ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენდა გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის თანხა; მხარეთა მიერ ასევე შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.01.2017 წლის ხ--––-------–--- სესხის ხაზით მომსახურებაზე N-------------- (ს.ფ 72-77).

- 13.01.2017 წლის სესხის ხ--––-------–--- #------------- (ს.ფ 78-81);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.6. 2017 წლის 13 იანვარს ს----------------------------------–-------------- ა-------------- კარამიანს და ვ-------------------- შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც თავდებებმა იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი "გამსესხებლის" წინაშე ძირითადი მოვალის (მ-------------------) მიერ #------------- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თავდების განცხადებები, თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ 83-88).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.7. ვ-----------------------, ა----------------- და მ--------------------- 2017 წლის 12 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებების (სესხის ხაზით მომსახურებაზე) უზრუნველსაყოფად 2017 წლის 12 იანვარს ს---------------------------------–--------------- და ვ-------------------- შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N--------------- და იპოთეკით დაიტვირთა ვ--------------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: 326.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად, მდებარე ქ. თბილისი, ს----------------–---, ვ-–---- ქ. #18, საკადასტრო კოდი: N----------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 12.01.2017 წლის იპოთეკის ხელშეკრულება N---------------- (ს.ფ 23-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.8 ს-------------------- მიმართ არსებული დავალიანების თაობაზე მოპასუხეები გაფრთხილებულ იქნენ, თუმცა მათი მხრიდან თანხის გადახდას ადგილი არ ქონია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- გაფრთხილების წერილები, ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 43-48).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.2.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა დავალიანება კრედიტორის წინაშე, 2018 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს:

 

_ ვ----------------------- გაფორმებული 2017 წლის 13 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის წინაშე შეადგენს 15645.71 აშშ დოლარს, საიდანაც 13512.54 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1506.89 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი (315.44 აშშ დოლარი არის ვადამოსული სარგებელი, ხოლო 1191.45 აშშ დოლარი მიუღებელი შემოსავალი), 389.98 აშშ დოლარი არის დაზღვევის თანხა, ხოლო 236.30 აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა.

_ ა----------------- გაფორმებული 2017 წლის 13 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 15644.95 აშშ დოლარს, საიდანაც 13512.54 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1506.89 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი (315.44 აშშ დოლარი არის ვადამოსული სარგებელი, ხოლო 1191.45 აშშ დოლარი მიუღებელი შემოსავალი), 389.22 აშშ დოლარი არის დაზღვევის თანხა, ხოლო 236.30 აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა.

_ მ-------------------- გაფორმებული 2017 წლის 13 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 15645.15 აშშ დოლარს, საიდანაც 13512.54 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1506.89 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი (315.44 აშშ დოლარი არის ვადამოსული სარგებელი, ხოლო 1191.45 აშშ დოლარი მიუღებელი შემოსავალი), 389.42 აშშ დოლარი არის დაზღვევის თანხა, ხოლო 236.30 აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

- ცნობები დავალიანების შესახებ (ს.ფ. 92-94);

- გადახდების ამონაწერი (ს.ფ. 89,90, 91,);

12.01.2017 წლის ხ--––-------–--- სესხის ხაზით მომსახურებაზე N------------- (ს.ფ 49-54);

- 13.01.2017 წლის სესხის ხ--––-------–--- #------------- (ს.ფ 55-58);

- 12.01.2017 წლის ხ--––-------–--- სესხის ხაზით მომსახურებაზე N------------- (ს.ფ 26-31);

- 13.01.2017 წლის სესხის ხ--––-------–--- #------------- (ს.ფ 32-35);

- 12.01.2017 წლის ხ--––-------–--- სესხის ხაზით მომსახურებაზე N-------------- (ს.ფ 72-77).

- 13.01.2017 წლის სესხის ხ--––-------–--- #------------- (ს.ფ 78-81);

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს ,,კრედო ბანკის'' სარჩელი საფუძვლიანია უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 289-ე, 301-ე, 623-ე, 625-ე, მე-400, 361-ე, 316-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის და სიცოცხლის დაზღვევის თანხის დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხ--––-------–---, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხ--––-------–--- დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხ--––-------–--- მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 13 იანვარს ს----------------------------------–------------- და ვ--------------------, ა-------------- და მ------------------ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებისა და მათ უზრუნველსაყოფად სს ,-------------------------------–-------------- და მოპასუხეებს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელებიც ხელშემკვრელ მხარეებს ანიჭებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და აკისრებს კონკრეტულ ვალდებულებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ს-------------------- და მოპასუხეებს ვ--------------------, ა-------------- და მ------------------ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2017 წლის 13 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებიდან, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ გასცა და მოპასუხეებმა სესხის სახით მიიღეს (თითოეულმა) 18000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 0.80% თვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

დადგენილია, რომ ვ---------------------, ა--------------- და მ------------------- მიერ დარღვეულ იქნა 2017 წლის 13 იანვარს დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის გრაფიკის შესაბამისად დაფარვის ვალდებულებები, 2017 წლის ნოემბრიდან მათ შეწყვიტეს კრედიტორის სასარგებლოდ ყოველთვიური თანხის გადახდა და მიუხედავად გაფრთხილებისა, მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება არ დაუფარავთ.

 

შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''კრედო ბანკი'' უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისაგან 2017 წლის 13 იანვრის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე,სესხის ძირი თანხების, პროცენტის და სიცოცხლის დაზღვევის თანხების გადახდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკიროთ:

_ ვ-------------------- 13512.54 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხა, 1506.89 აშშ დოლარი სესხზე დარიცხული პროცენტი და 389.98 აშშ დოლარი დაზღვევის თანხა;

_ ა-------------- 13512.54 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1506.89 აშშ დოლარი სესხის ძირიტადი თანხა, 1506.89 აშშ დოლარი სესხზე დარიცხული პროცენტი, 389.22 აშშ დოლარი დაზღვევის თანხა;

_ მ------------------ 13512.54 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1506.89 აშშ დოლარი სესხზე დარიცხული პროცენტი და 389.42 აშშ დოლარი დაზღვევის თანხა;

 

6.3 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანხმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას.

 

აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს, საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, ვინაიდან როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეებზე გაიცა სარგებლიანი სესხი და მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სწორედ სარგებლის მიღება. შესაბამისად, სახეზეა მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი, რაც ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია;

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ვ-------------------- მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით - 1191.45 აშშ დოლარი, ა-------------- _ 1191.45 აშშ დოლარი, ხოლო მ------------------ _ 1191.45 აშშ დოლარი.

 

6.4. მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 13 იანვარს დადებული სესხის ხელშეკრულებების 3.9 პუნქტებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობა და მისი გადახდის ვალდებულება, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ვინაიდან, სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა მოპასუხეების მიერ სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა. შესაბამისად ვ-------------------- მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა _ 236.30 აშშ დოლარის ოდენობით, ა-------------- _ 236.30 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მ------------------ 236.30 აშშ დოლარის ოდენობით.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხ--––-------–---ში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

უდავო გარემოებაა, რომ სესხის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 13 იანვარს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,------------ და მოპასუხეებს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ანნა კარამიანმა და მარიამი კარამიანმა ინდივიდუალურად იკისრეს ვალდებულება სოლიდარულად დაეფარათ ძირითადი მოვალის (ვ---------------------) დავალიანება; მარიამ კარამიანმა და ვარსენიკა ბარეკიანმა იკისრეს ვალდებულება სოლიდარულად დაეფარათ ა--------------- დავალიანება, ხოლო ა------------------------------------------ იკისრეს ვალდებულება სოლიდარულად დაეფარათ მ------------------- დავალიანება.

 

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,------------ და მოპასუხეებს შორის იდენტური პირობებით დადებული თავდებობის ხელშეკრულებების 2.1 პუნქტებით განსაზღვრულ იქნა, რომ თავდები პასუხს აგებს "გამსესხებლის" წინაშე ძირითადი მოვალეების მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, სესხის ძირითად თანხაზე _ 18000 აშშ დოლარი, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 2796.33 აშშ დოლარი, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე - 540 აშშ დოლარი და საკომისიო გადასახდელებზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 21336.33 აშშ დოლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

 

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ს------------------- მოთხოვნა თავდებების მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად უნდა განისაზღვროს 21336.33 აშშ დოლარი.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით. ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის 2017 წლის 12 იანვარს დადებული სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულებების საფუძველზე და უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ--------------------- საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თბილისი, ს----------------–---, ვ-–---- ქუჩა N18, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 360 კვ.მ, საკადასტრო კოდი N----------------; იპოთეკის ხ--––-------–--- დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეს, სხვა კრედიტორებთან შედარებით, აქვს უპირატესი უფლება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა (თანხის გადახდა) იპოთეკით დატვირთული კონკრეტული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით. ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარად, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გადახდევინების მიქცევა, უნდა მოხდეს მოვალის და თავდების ნებისმიერი ქონებაზე (2017 წლის 13 იანვრის სესხის ხელშეკრულებების 9.1 პუნქტისა და იპოთეკის ხელშეკრულების 5.11 პუნქტის საფუძველზე);

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს-------------------- მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 3474 ლარის ოდენობით, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ:

 

მოპასუხეებს ვ------------------------------------------------------------------------–----------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 387 ლარის ანაზღაურება, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3474 ლარიდან _ 3086.64 ლარი, მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის პროპორციულად.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ ს-------------------- მიერ საჯარო რეესტრში ამონაწერის მომზადებისთვის გაღებულ იქნა ხარჯი - 10.50 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოსგარეშე ხარჯების მოპასუხე მხარისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს-------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს ვ------------------------------------------------------------------------–----------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 13 იანვარს ვ----------------------- გაფორმებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 15645.71 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 13512.54 აშშ დოლარი, პროცენტი და მიუღებელი შემოსავალი - 1506.89 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა - 389.98 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 236.30 აშშ დოლარი;

 

2.1. თავდებ პირთა (ა--------------- და მ-------------------) პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 21336.33 აშშ დოლარით.

 

3. მოპასუხეებს ა--------------, ვ-------------------- და მ------------------ მოსარჩელე ს-------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 13 იანვარს ა----------------- გაფორმებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 15644.95 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 13512.54 აშშ დოლარი, პროცენტი და მიუღებელი შემოსავალი - 1506.89 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა - 389.22 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 236.30 აშშ დოლარი;

3.1. თავდებ პირთა (ვ--------------------- და მ-------------------) პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 21336.33 აშშ დოლარით.

 

4. მოპასუხეებს მ------------------, ა-------------- და ვ-------------------- მოსარჩელე ს-------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 13 იანვარს მ--------------------- გაფორმებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 15645.15 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 13512.54 აშშ დოლარი, პროცენტი და მიუღებელი შემოსავალი - 1506.89 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა - 389.42 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 236.30 აშშ დოლარი;

 

4.1. თავდებ პირთა (ვ--------------------- და ა---------------) პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 21336.33 აშშ დოლარით.

 

5.დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ვ--------------------- საკუთრებაში არსებული და ს-------------------- სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თბილისი, ს----------------–---, ვ-–---- ქუჩა N18, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 360 კვ.მ, საკადასტრო კოდი N----------------; თუ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების - ვ---------------------, ა--------------- და მ------------------- საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან.

 

6. მოპასუხეებს მ------------------, ა-------------- და ვ-------------------- ს-------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 387 ლარის ანაზღაურება;

 

7. მოპასუხეებს მ------------------, ა-------------- და ვ-------------------- ს-------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში ამონაწერის მომზადებისთვის გაღებული ხარჯის - 10.50 ლარის ანაზღაურება;

 

8. მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკს“ სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს 2018 წლის 26 თებერვალს, მის მიერ ს----------------–-- (საგადახდო დავალება N------) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 3474 ლარიდან - 3086,64 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი T-------; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3---------

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი