გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.07.2018
საქმის ნომერი
100310118002266331
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1-031-118002266331

საქმე #3/3-18 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26.07.20-8 წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი დარეჯან ღამბაშიძე

 

მოსარჩელე - ნ--- მა------–---–ი

წარმომადგენელი - ნი----–---- კა----ა

 

მოპასუხე - ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - გო----- ხუ--–--ე

 

მესამე პირი - ნა----–- მი--------ე

წარმომადგენელი - ნა----–- გო-------ე

 

დავის საგანი: ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ--- მა------–---–მა (ს/კ5----------) სარჩელით მომართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1- ნოემბრის №8-------------- გადაწყვეტილების და 2017 წლის 21 დეკემბრის №5----- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელე ითხოვს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ჭიათურაში , ნი---–---–-- ქუჩაზე არსებულ სავაჭრო რიგში N1- ფართზე ს/კ 3-.1-.0-.1-0.0-.0-- ნა----–- მი--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების დავალდებულებას.

 

მოსარჩელის განმარტებით საჯარო რეესტრის სააგენტოში უძრავ ნივთზე არსებობს ორი საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რის გამოც მან საჯარო რეესტრში მოითხოვა წინა რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება,რაზედაც უარი ეთქვა. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ ქ. ჭიათურაში, ნი---–---–-- ქუჩაზე მდებარე ე.წ რიგი თავის დროზე იყო ერთი პირის - მან--- ყი--–---ს საკუთრება. საჯარო რეესტრში დაცულია ამ რიგში არსებული სავაჭრო ფართების ( ჯიხურების) განლაგების გეგმა მათი ნომრების მითითებით.

 

საჯარო რეესტრში ერთი და იგივე უძრავ ნივთს ( N1- ფართს) მინიჭებული აქვს სხვადასხვა საკადასტრო კოდი. სწორედ აღნიშნულის გამო ნა----–- მი--------ემ, მიიჩნია რა თავისი უფლებები დარღვეულად, მიმართა სასამართლოს სარჩელით, სადაც ითხოვდა, ქ, ჭიათურაში, ნი---–---–-- ქუჩაზე არსებულ სავაჭრო რიგში N1- ფართზე როგორც ავ--------– დე----ს, ისე ნ--- მა------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ მოხდა მისი, ნა----–- მი--------ის ქონების გასხვისება, რაც მისი აზრით, კანონის დარღვევით განხორციელდა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ნა----–- მი--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ--- მა------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ბათილი იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სადაო N1- ფართზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ცალსახადაა მითითებული ფართის ნომერი) ნ--- მა------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ამ ნაწილში ნა----–- მი--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით ნა----–- მი--------ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

 

დღეისათვის სახეზეა ისეთი მდგომარეობა, როდესაც საჯარო რეესტრში ერთი და იგივე უძრავ ნივთს მინიჭებული აქვს სხვადასხვა საკადასტრო კოდი. ამიტომ მოსარჩელის განმარტებით მან მიმართა საჯარო რეესტრს იმის თაობაზე, რომ მიეღო გადაწყვეტილება ნა----–- მი--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. მას 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მის მიერ გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ორგანოსი, რომელიც 2017 წლის 21 დეკემბრის N5----- გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2.მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის №8-------------- გადაწყვეტილების და 2017 წლის 21 დეკემბრის №5----- გადაწყვეტილებები და დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძალადაკარგულად გამოაცხადოს ჭიათურაში , ნი---–---–-- ქუჩაზე არსებულ სავაჭრო რიგში N1- ფართზე ს/კ 3-.1-.0-.1-0.0-.0-- ნა----–- მი--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

1.3.საჩხერის რაიონული სასამართლოს 20-- წლის 24 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა ნა----–- მი--------ე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიციით სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 2017 წლის 29 სექტემბერს N5-----/17 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნ--- მა------–---–მა და მოითხოვა ჭიათურაში, ნი---–---–-- ქუჩაზე არსებულ სავაჭრო რიგში N1- ფართზე ს/კ 3-.1-.0-.1-0.0-.0-- ნა----–- მი--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება. სხვა დოკუმენტებთან ერთად მოსარჩელემ წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20-6 წლის 02 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 02 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში რომლითაც დაკმაყოფილდა ნა----–- მი--------ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №8-------------- რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და 2009 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება - ჭიათურაში, ნი---–---–-- ქუჩაზე, სავაჭრო რიგის I სართულზე №1- არასაცხოვრებელ ფართზე ნ--- მა------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი - განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 8-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 3-.1-.0-.1-0 და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნა----–- მი--------ის სარჩელი მითითებულ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ქ.ჭიათურაში, ნი---–---–-- ქუჩაზე, სავაჭრო რიგის I სართულზე №1- არასაცხოვრებელ ფართზე ავ--------– დე----ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების განაცხ. №8----------- და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის საკადასტრო კოდი 3-.1-.0-.1-0) ბათილად ცნობის ნაწილში - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით 2017 წლის 6 ნოემბერს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული იქნა პირობითი სარეგისტრაციო განცხადება. ხოლო 2017 წლის 10 ნოემბერს იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ნა----–- მი--------ის სახელზე რეგისტრირებულია სხვა ფართი და ნ--- მა------–---–ის სახელზე რეგისტრირებულია სხვა ფართი. მოპასუხის პოზიციით საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ერთი და იგივე ფართზე ორი სხვადასხვა საკუთრების შესახებ ჩანაწერს ადგილი არც ადრე ჰქონია და არც ეხლა აქვს.. ხოლო რაც შეეხება იმ საკითხს თუ მშენებარე ობიექტზე ვინ რამდენ ფართს დაეუფლა აღნიშნული საკითხის გარკვევა მარეგისტრირებელი ორგანოს კომპეტენციას არ მიეკუთვნება. ფართის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე მხარეთა შორის არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. ნ--- მა------–---–ის ანალოგიურ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით ნა----–- მი--------ის საკუთრების რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე არსებობს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N3/16-17. აღნიშნული საქმის წარმოება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეჩერებულია.

მოპასუხე მიუთითებს, რომ ვერ დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილია სადაო ფართის ნა----–- მი--------იდან ნ--- მა------–---–ზე საკუთრების უფლების გადასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა ნ--- მა------–---–ის 2017 წლის 20 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის ფარგლებში სააგენტოს მიერ გაზიარებული იქნა ხსენებული გარემოებები, რომელთა შეფასების შემდგომ მიღებული იქნა 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩართული ნა----–- მი--------ე სარჩელს არ ცნობს, მხარს უჭერს წარმოდგენილ შესაგებელს. მესამე პირი განმარტავს, რომ 2017 წლის 29 სექტემბრის განცხადებით მოთხოვნილია ნა----–- მი--------ის სახელზე საკადასტრო კოდზე 3-.1-.3-.0--.0-.0-- რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება. განცხადებაში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს. ამ ნორმაში სრულყოფილადაა მოცემული ის საფუძვლები, როდესაც ხდება რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება. მესამე პირის მიერ შესაგებელში წარმოდგენილია ფაქტები და გარემოებები, რომელიც დადგენილი იქნა მხარეთა შორის არსებული დავების ფარგლებში.

მესამე პირი ასევე თვლის, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 06 სექტემბერს საქმეN3/16-17 უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ნა----–- მი--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული დავა მიმდინარეობს იგივე საგანზე და იგივე საფუძვლით. ახალ-ახალი განცხადებების შეტანით თუ ახალ უარს ეტყვის საჯარო რეესტრი მხარეს, ეს ვერ იქნება სასარჩელო მოთხოვნის თავიდან დაყენების საფუძველი. ნა----–- მი--------ის პოზიციით სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, ასევე დაუშვებელია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ.ჭიათურა ნი---–---–-- ქუჩა ს/კ 3-.1-.3-.0--. 0-/0-- დაზუსტებული ფართობი 1975 კვადრატული მეტრი ნაკვეთის წინა N 3-.1-.0-.1-0; 3-.1-.0-.0--- სამსართულიანი შენობა საერთო ფართით 3198.11, სართული 1, ფართი 27 ,ფართი მშენებარე N1-, საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელე ნა----–- მი--------ეს.

დადგენილია, რომ უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 2--- წლის 17 ოქტომბრის N----------- განცხადების საფუძველზე.უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება N1-33-0 დამოწმების თარიღი :14.1-.2--- ნოტარიუსის მიერ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.15.);

- სასამართლოს გადაწყვეტილება;

- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.21);

- რეესტრის ამონაწერი( ს.ფ. 92);

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

4.1.2. დადგენილია, რომ 22.08.2009წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ავ--------– დ----ემ ნ--- მა------–---–ს მიჰყიდა ქ. ჭიათურაში, ნი---–---–-- ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის I სართულზე №1--ში განთავსებული 25 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 24.08.2009წ. №8------------03 გადაწყვეტილებით ნ--- მა------–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა ქ.ჭიათურაში, ნი---–---–-- ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის I სართულზე №1--ში განთავსებული 25 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი _ დაუზუსტებელი მონაცემებით, საკადასტრო კოდი №3-1-0-1-0.

 

რეესტრის ამონაწერით (მომზადებულია 20-6 წლის 0- მაისს) დადგენილია, რომ ნ--- მა------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 3-.1-.3-.0--.0-/--- დაზუსტებული ფართობი 1975 კვადრატული მეტრი ნაკვეთის წინა N 3-.1-.0-.1-0; 3-.1-.0-.0--- სამსართულიანი შენობა საერთო ფართით 3198.11, სართული 1, ფართი 25, ფართი მშენებარე N1-, საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელე ნ--- მა------–---–ს.

დადგენილია, რომ უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 2009 წლის 24 აგვისტოს N8----------- განცხადების საფუძველზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ავ--------– დ----ესა და ნ--- მა------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება N--------- დამოწმების თარიღი :22.08.2009 ნოტარიუსის მიერ.

 

დადგენილია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 3-.1-.3-.0--.0-/--- აღრიცხულია ნ--- მა------–---–ის სახელზე შემდეგი მონაცემებით

დაზუსტებული ფართობი 1975 კვადრატული მეტრი ნაკვეთის წინა N 3-.1-.0-.1-0; 3-.1-.0-.0--- სამსართულიანი შენობა საერთო ფართით 3198.11, სართული 1, ფართი 25 ,ფართი მშენებარე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.15.);

- სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ.262-275);

- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.21);

-რეესტრის ამონაწერი( ს.ფ. 92);

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

4.1.3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნა----–- მი--------ის სარჩელი ნ--- მა------–---–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან - ქ. ჭიათურაში ნი---–---–-- ქუჩაზე მდებარე სავაჭრო რიგის პირველი სართულზე განთავსებული 27 კვ.მ #1- სავაჭრო ფართის გამოთხოვისა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მოსარჩელის ნა----–- მი--------ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ნა----–- მი--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნა----–- მი--------ემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ნა----–- მი--------ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით, ნა----–- მი--------ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ნა----–- მი--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ--- მა------–---–ი გამოსახლებულ იქნა ქ. ჭიათურაში, ნი---–---–-- ქუჩაზე მდებარე ნა----–- მი--------ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 27 კვ.მ სავაჭრო ფართიდან და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს ნა----–- მი--------ეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ნ--- მა-----–---–-ს მიერ და მოითხოვა მისი გაუქმება. 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით ნ--- მა------–---–ის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი. კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე ნ--- მა------–---–ის მიერ იძულებით იქნა განთავისუფლებული სადაო ფართი და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ნა----–- მი--------ეს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სასამართლოს გადაწყვეტილებები (ს.ფ.262-275);

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი)

 

4.1.4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ--- მა------–---–ის სარჩელი, რომლის მოთხოვნას წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 სექტემბრის №245355 წერილის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ძალადაკარგულად გამოცხადების დავალდებულება ჭიათურაში, ნი---–---–-- ქუჩაზე არსებულ სავაჭრო რიგში №1- ფართზე (საკადასტრო კოდი №3-.1-.0-.1-0.0-.0--) ნა----–- მი--------ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციისა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ.80-95)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი)

 

4.1.5. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის (უფლებამონაცვლე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი) და ნ--- მა------–---–ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში რომლითაც დაკმაყოფილდა ნა----–- მი--------ის სარჩელი - ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №8-------------- რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და 2009 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება - ჭიათურაში, ნი---–---–-- ქუჩაზე, სავაჭრო რიგის I სართულზე №1- არასაცხოვრებელ ფართზე ნ--- მა------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი - განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 8-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 3-.1-.0-.1-0 და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ნა----–- მი--------ის სარჩელი მითითებულ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

ქ.ჭიათურაში, ნი---–---–-- ქუჩაზე, სავაჭრო რიგის I სართულზე №1- არასაცხოვრებელ ფართზე ავ--------– დე----ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების განაცხ. №8----------- და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის საკადასტრო კოდი 3-.1-.0-.1-0) ბათილად ცნობის ნაწილში - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- გადაწყვეტილება(ს.ფ.262-275);

-პირობითი განცხადება (ტ.2. ს.ფ.147);

- განცხადება (ტ.1. ს.ფ.164);

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

4.1.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 29 სექტემბერს N8----------- განცხადებით ნ--- მა------–---–მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მოცემული განცხადებით ნ--- მა------–---–ი ითხოვს საკადასტრო კოდი N3-.1-.0-.1-0.0-.0-- ნა----–- მი--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას. აღნიშნულ განცხადებასთან ერთად განმცხადებელმა ასევე წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განცხადებასთან ერთად სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა N8----------- პირობითი განცხადება, რომლის საფუძველზე დაზუსტდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით ნა----–- მი--------ის საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ნოემბრის საჯარო რეესტრის სააგენტოს N 8-------------- გადაწყვეტილებით, N8----------- განცხადებაზე ნა----–- მი--------ის საკუთრების უფლების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რეგისტრაციაზე ეთქვა უარი. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.

 

დადგენილია, რომ ნ--- მა------–---–მა გაასაჩივრა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის 2017 წლის 10 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის N5----- გადაწყვეტილებით ნ--- მა------–---–ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამ შემთხვევაშიც ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღება გაამახვილა საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებზე და მიუთითა, რომ არ არსებობს, რომელიმე პირობა, რომელიც საფუძველი იქნებოდა სარჩელის დაკმაყოფილებისა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ რეგისტრაციაზე უარი(ს.ფ. 27).

- გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე (ს.ფ.29)

- მხარის ახსნა - განმარტება (იხ.სხ.ოქმი)

 

4.1.7. დადგენილია, რომ ნ--- მა------–---–მა გაასაჩივრა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის 2017 წლის 10 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის N5----- გადაწყვეტილებით ნ--- მა------–---–ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამ შემთხვევაშიც ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღება გაამახვილა საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებზე და მიუთითა, რომ არ არსებობს, რომელიმე პირობა, რომელიც საფუძველი იქნებოდა სარჩელის დაკმაყოფილებისა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე(ს.ფ.29);

- მხარის ახსნა - განმარტება (იხ.სხ.ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საჯარო რეესტრის შესახებ კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ პუნქტების შესაბამისად გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი; დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

აღნიშნული ნორმების გამოყენებითაა სარჩელი წარმოდგენილი სასამართლოში.

 

7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

სასამართლო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადაო აქტი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის N5----- გადაწყვეტილება მიღებულია კანონით დადგენილი წესით.

 

7.4.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-61მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში;

ბ)კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში;

გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი;

დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;

ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას.

 

7.5.დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ.ჭიათურა ნი---–---–-- ქუჩა ს/კ 3-.1-.3-.0--. 0-/0-- დაზუსტებული ფართობი 1975 კვადრატული მეტრი ნაკვეთის წინა N 3-.1-.0-.1-0; 3-.1-.0-.0--- სამსართულიანი შენობა საერთო ფართით 3198.11, სართული 1, ფართი 27 ,ფართი მშენებარე N1-, საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელე ნა----–- მი--------ეს.

დადგენილია, რომ უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 2--- წლის 17 ოქტომბრის N----------- განცხადების საფუძველზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება N1-33-0 დამოწმების თარიღი :14.1-.2--- ნოტარიუსის მიერ.

 

7.6.განცხადების შეტანის მომენტისათვის მოსარჩელე მხარე სადაო ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლად მიუთითებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 პალატის 2 დეკემბრის განჩინებას. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტებით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული და დადასტურებული, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გარემოება, რასაც შეიძლება გამოეწვია სადაო აქტის ძალადაკარგულად ცნობა.

 

7.7.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

7.8. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია კანონით დადგენილი წესით, ყველა გარემოებისა და ფაქტის გამოკვლევით.

სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საჯარო რეესტრის კანონით გათვალისწინებული პირობები, რომელიც გამოიწვევდა სადაო გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.

ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--- მა------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

7.9. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Vან დე Hურკ ვ. Nეტჰერლანდს, პარ.61, Gარცია ღუიზ ვ. შპაინ [Gჩ] პარ.26; ჟაჰნკე ანდ Lენობლე ვ Fრანცე (დეც.); Pერეზ ვ Fრანცე [Gჩ], პარ. 81).

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 23-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ნ--- მა------–---–ის სარჩელი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი