გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.08.2018
საქმის ნომერი
330210017002141852
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
08.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/29117-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08.08.2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი - სალომე გურგუჩიანი

მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა"

წარმომადგენელი - ლე-----------–--ე

მოპასუხე - შპს ,,სა---------–-----------------------------------------ა''

წარმომადგენელი - გი-----------------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,სა---------–-----------------------------------------ა''-ს სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 30 დეკემბრის N5----------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე 481 890 ლარის გადახდა.

 

1.2. შპს ,,სა---------–-----------------------------------------ა''-ს სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2011 წლის 31 აგვისტოს N7----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების სახით 104 998 ლარის გადახდა.

 

1.3. შპს ,,სა---------–-----------------------------------------ა''-ს სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების სახით 3 747 046,58 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.4. შპს ,,სა---------–-----------------------------------------ა''-ს სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2011 წლის 31 აგვისტოს N7----------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე 119 263,92 ლაროს გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის განხორციელების, ასევე არსებული მილსადენებისა და ინფრასტრუქტურის მართვისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, სს „ს----------–-------------------–--------------------–---“ (შემდგომში „სგსკ“) (რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს სს „სა---------–--------------------------------------–-ა“, შემდგომში „კორპორაცია“) მიერ 1999 წლის 28 დეკემბერს მიღებულ იქნა 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შპს „სა---------–-----------------------------------------ის“ (შემდგომში „კომპანია“), დაფუძნების გადაწყვეტილება. სგსკ დაფუძნების დღიდან წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილის მესაკუთრეს. თავის მხრივ, ხსენებული ქონება სგსკ-ს გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის Nო206 ბრძანებულებით. 2001 წლის პირველ თებერვალს მოსარჩელესა და კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალით კორპორაციამ კომპანიას გადასცა მის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის მილსადენები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ხოლო კომპანიამ იკისრა საქართველოს ტერიტორიაზე გაზის უსაფრთხო ტრანსპორტირების, ტრანზიტის და მიწოდების ვალდებულება. ხსენებული ხელშეკრულება მოქმედებდა 2006 წლის პირველ აგვისტომდე. 2006 წლის პირველ აგვისტოს (4 წლით) მხარეებს შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომლის მიზნები იყო 2001 წლის პირველ თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ანალოგიური (ანუ, კომპანია ვალდებული იყო უზრუნველეყო ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის შეუფერხებლად განხორციელება), კომპანიას კი კვლავ სრულად გადაეცა სსკ-ს საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის მილსადენები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა.

 

2006 წლის პირველ აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2010 წლის 30 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა «სხ-3-------- იჯარის ხელშეკრულება, ხოლო 2011 წლის 31 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა ახალი #7----------- იჯარის ხელშეკრულება (რომელიც დღესაც ძალაშია). ორივე ხსენებული ხელშეკრულების მიზნები იყო 2001 წლის პირველ თებერვალს გაფორმებული და 2006 წლის პირველ აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებების ანალოგიური (ანუ, კომპანია ვალდებული იყო უზრუნველეყო ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის შეუფერხებლად განხორციელება), კომპანიას კი კვლავ სრულად გადაეცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის მილსადენები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. 2006 წლის 4 ოქტომბერს სსკ-ს მიუერთდა (შეერწყა) შპს „სა---------–--------------------------------------–-ას“, რის შემდეგაც სგსკ-ს უფლებამონაცვლე გახდა შპს „სა---------–--------------------------------------–-ა“. თავის მხრივ, 2011 წლის 30 აგვისტოს შპს „სა---------–--------------------------------------–-ამ“ განიცადა რეორგანიზაცია - საზოგადოება გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად.

 

შესაბამისად, ამ დროისათვის სს „ს----------–-------------------–--------------------–---“ (სსკ-ს) უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სს „სა---------–--------------------------------------–-ა“.

 

მას შემდეგ, რაც 2010 წელს მოდავე მხარეების მონაწილეობით ინვენტარიზაცია ჩატარდა და დადგინდა მაგისტრალური გაზსადენების ზუსტი პარამეტრები, 2010 წლის შემდეგ მხარეთა შორის გაფორმებულ ყველა ხელშეკრულებაში მაგისტრალურ გაზსადენებთან დაკავშირებული მონაცემები ფიქსირდებოდა ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით. ინვენტარიზაციით მიღებული შედეგების საფუძველზე განისაზღვრა ასევე მაგისტრალური გაზსადენების სიგრძეები, დიამეტრები და სხვა მონაცემები მხარეთა შორის 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებულ #5----------- შენახვის და 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებულ #7--------01 იჯარის ხელშეკრულებებში.

 

2013 წლის 30 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა 5----------- სასყიდლიანი შენახვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შესანახად გადასცა მაგისტრალური გაზსადენების გარკვეული უმოქმედო მონაკვეთები. #5----------- ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო, მოპასუხისათვის შესანახად მიბარებული ქონება უნდა დაბრუნებოდა მოსარჩელეს. ვინაიდან მაგისტრალური გაზსადენები წარმოადგენს სპეციფიური ხასიათის ქონებას, ამასთან მოპასუხისათვის შესანახად გადაცემული გაზსადენების უმეტესი ნაწილი განლაგებული იყო მიწისქვეშ, მხარეთა მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხის მიერ ქონების უკან დაბრუნებამდე ჩატარებულიყო მათი აზომვა. გაზსადენების აზომვის შედეგად გამოირკვა, რომ #5----------- ხელშეკრულებით მოპასუხისათვის გადაცემული ქონების ნაწილი ადგილზე არ იმყოფებოდა (სავარაუდოდ მათი დატაცების გამო).

 

გარდა ზემოხსენებულისა, სს „სა---------–--------------------------------------–-ას“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 მაისის #0-------- ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული „ვ-–-----------------–---ს“ მაგისტრალური გაზსადენების გარკვეული მონაკვეთების ინვენტარიზაცია. როგორც ინვენტარიზაციის შედეგად დადასტურდა, ფიზიკურად აღარ არსებობს „ვ-–-----------------–---ს“ მაგისტრალური გაზსადენების გარკვეული მონაკვეთების ნაწილი.

 

მოპასუხეს სხვა გაზსადენებთან ერთად შესანახად გადაცემული ქონდა 529 მმ დიამეტრიანი ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 185,0-კმ-დან 187.4-კმ-მდე მონაკვეთი, რომლის სიგრძე შეადგენდა 2.4 კმ–ს. როგორც გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული აზომვებით გაირკვა, ადგილზე განთავსებული იყო მხოლოდ გაზსადენის 1 972 მეტრიანი მონაკვეთი, შესაბამისად, დანაკლისის ოდენობამ გაზსადენის 185.0-კმ-დან 187.4-კმ-მდე მონაკვეთზე შეადგინა 428 მეტრი (2 400 -1 972 = 428 მ, ანუ 0.428 კმ). "

 

დაკარგული გაზსადენის 0.428 კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის „ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად შეადგინა 44 300.00 ლარი.

 

მოპასუხეს #5----------- ხელშეკრულებით შესანახად გადაცემული ქონდა 529 მმ დიამეტრიანი ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენი, I ხაზის 188.9-კმ-დან 191.8-კმ-მდე მონაკვეთიც, სიგრძით 2.606 კმ. როგორც გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული აზომვებით გაირკვა, ადგილზე განთავსებული იყო მხოლოდ გაზსადენის 1 475 მეტრიანი მონაკვეთი, შესაბამისად, დანაკლისის ოდენობამ გაზსადენის 188.9-კმ–დან 191.8-კმ-მდე მონაკვეთზე შეადგინა 1 131 მეტრი (2 606 - 1 475 = 1 131 მ, ანუ 1.131 კმ).

 

დაკარგული გაზსადენის 1.131 კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით შეადგინა 136 500.00 ლარი.

 

მოპასუხეს N5----------- ხელშეკრულებით შესანახად გადაცემული ქონდა ასევე ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 193.8-კმ-დან 194.22-კმმდე 529 დიამეტრიანი გაზსადენი, სიგრძით 0.420 კმ. როგორც გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული გამოკვლევებით გაირკვა, გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთი სრულად არის დაკარგული.

 

დაკარგული გაზსადენის 0.420 კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით შეადგინა 50 700.00 ლარი;

 

მოპასუხეს 5----------- შენახვის ხელშეკრულებით შესანახად გადაცემული ქონდა ასევე - ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 197.72-კმ-დან 198.92-კმ-მდე 529 მმ დიამეტრიანი გაზსადენი, სიგრძით 1.001კმ. - როგორც გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული აზომვებით გაირკვა, ადგილზე განთავსებული იყო მხოლოდ გაზსადენის 839 მეტრიანი მონაკვეთი, შესაბამისად, დანაკლისის ოდენობამ გაზსადენის 19772-კმ-დან 198.92-კმმდე მონაკვეთზე შეადგინა, 162 მეტრი (1 001 - 839 = 162 მ, ანუ 0.162;

 

დაკარგული გაზსადენის 0.162 კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად შეადგინა 22 400.00 ლარი.

 

მოპასუხეს 5----------- ხელშეკრულებით შესანახად გადაცემული ქონდა ასევე 529 მმ დიამეტრის ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 198.92-კმ-დან 200.12-კმ-მდე (სიგრძით 0.305 კმ), 200.12-კმ-დან 200.84-კმ-მდე (სიგრძით 0.72 კმ) და 200.84-კმდან 201.22-კმ-მდე (სიგრძით 0.38 კმ) მონაკვეთები, როგორც გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული აზომვებით გაირკვა, ადგილზე საერთოდ აღარ არსებობს გაზსადენის ხსენებული მონაკვეთები. "

 

დაკარგული გაზსადენის 0,305 კმ, 0.72 კმ და 0.38 კმ-იანი კმ-იანი მონაკვეთების საბაზრო ღირებულებამ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით შეადგინა 176 150.00 ლარი.

 

მოპასუხეს #5----------- ხელშეკრულებით შესანახად გადაეცა ასევე 529 მმ დიამეტრის ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 202 22-კმ-დან 206.52 კმმდე (სიგრძით 0.031 კმ) და 206.52-კმ-დან 215.8-კმ-მდე (სიგრძით 6.061 კმ) მონაკვეთები - ჯამურად 6.092 კმ. როგორც გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული აზომვებით გაირკვა, ამ დროისათვის ადგილზე გაზსადენების ხსენებული მონაკვეთებიდან არსებობს მხოლოდ 5.634 კმ, 0.458 კმ მონაკვეთი კი დაკარგულია.

 

დაკარგული გაზსადენის 0.458 კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად შეადგინა 48 500.00 ლარი.

 

მოპასუხეს, N6------------ ხელშეკრულებით შესანახად გადაცემული ქონდა გაზსადენის „უდაბნოსა“ (საერთო სიგრძე 1.44 კმ) და ალასტანის (საერთო სიგრძე 0.080 კმ) განშტოებები, ჩატარებული აზომვების შედეგად - ალასტანის განშტოება - საერთოდ ვერ იქნა მოძიებული. იმ ადგილას, სადაც ალასტანის განშტოება უნდა ყოფილიყო განთავსებული, საერთოდ არაფერი აღმოჩნდა, ხოლო უდაბნოს განშტოებაზე დანაკლისმა 0192კმ შეადგინა. ალასტანის განშტოების საბაზრო ღირებულებამ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 8 თებერვლის #8--------- დასკვნით შეადგინა 430 ლარი, ხოლო უდაბნოს განშტოებაზე გამოვლენილი დანაკლისის ღირებულებამ 2 910 ლარი (1 მეტრის ღირებულება 15.15625 ლარი. 15.15625 ლარი X 192 მეტრზე - 2 910 ლარი).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს შპს „სა---------–-----------------------------------------ას“ სს „სა---------–--------------------------------------–-ის“ სასარგებლოდ დააკისროს 481 890 (ოთხასოთხმოცდაერთი ათას რვაასოთხმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება.

 

მხარეთა შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული N7----------- იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის იჯარით გადაცემულ ქონებაზე გამოვლენილი იქნა დანაკლისები:

 

მოპასუხისათვის გადაცემული ქონებიდან ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა ვლადიკავკაზ- თბილისის მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 720 დიამეტრის 85.0-დან 86.3-კმ-მდე მონაკვეთი, სიგრძით 1.3 კმ. როგორც ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, ამ დროისათვის ადგილზე 1.3 კმ-ს ნაცვლად აღმოჩნდა 1202 კმ. შესაბამისად დანაკლისმა შეადგინა 0.098 კმ. (13 კმ-ს - 1,202 კმ. = 0.098 კმ). დაკარგული გაზსადენის 0.098 კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ (კორპორაციაზე მოყენებულმა ზიანმა) სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით 15 280.00 ლარი შეადგინა.

 

N7----------- იჯარის ხელშეკრულებით მოპასუხეს იჯარის უფლებით გადაეცა ასევე ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენის II ხაზის 529 დიამეტრის 81.3 კმ-დან 83.5 კმმდე მონაკვეთი, სიგრძით 2.2 კმ. როგორც ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, ამ დროისათვის ადგილზე 22 კმ-ს ნაცვლად აღმოჩნდა 1.967 კმ. შესაბამისად, დანაკლისმა შეადგინა 0233 კმ. (2.2 კმ-ს - 1.967 კმ. = 0.233 კმ). დაკარგული გაზსადენის 0.233 კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით 24 140.00 ლარი შეადგინა.

 

N7----------- იჯარის ხელშეკრულებით - მოპასუხეს იჯარის უფლებით გადაეცა ასევე ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 529 დიამეტრის 180 კმ-დან 185 კმ-მდე მონაკვეთი. ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ გაზსადენის მოცემულ მონაკვეთზე, კერძოდ - 182.8 კმ-დან 184 კმ-მდე; ადგილზე აღარ იყო გაზსადენის გარკვეული მონაკვეთები, კერძოდ: 182.834-კმ-დან 182.864-კმ–მდე აღმოჩნდა მხოლოდ 30 მეტრი, 182.904-კმ-დან 182.962-კმ-მდე აღმოჩნდა 58 მეტრი, 183,185-კმ-დან 183_314-კმ-მდე 129 მეტრი და 183,376-კმ-დან 183707-კმ-მდე 331 მეტრი (ანუ, ჯამურად აღმოჩნდა 548 მეტრი), შესაბამისად, ჯამურმა დანაკლისმა შეადგინა 504 მეტრი (I 052 მ - 548 = 504 მ, ანუ 0.504 კმ). გაზსადენის დაკარგული 0.504 კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ (კორპორაციაზე მოყენებულმა ზიანმა) კი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით 52 150.00 ლარი შეადგინა.

 

2015 წლის პირველი დეკემბერს მოსარჩელეს N1/02/01-12/4 წერილით მიმართა შპს „სა---------–-----------------------------------------ამ“ და აცნობა, რომ 2015 წლის 17-20 ნოემბერს, გურიის რეგიონში დიდი ოდენობით მოსული ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე სუფსამ, სოფელ ძიმითთან გააშიშვლა მოსარჩელის კუთვნილი „ქ-----------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 529 მმ-იანი განშტოების 28-ე კმ-ზე არსებული მონაკვეთი (აღნიშნული მონაკვეთი მხარეთა შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული #7----------- იჯარის ხელშეკრულებით, იჯარით ჰქონდა და დღემდე აქვს გადაცემული მოპასუხეზე). მოპასუხის განცხადებით, მდგომარეობა იყო მეტად საგანგაშო და არსებობდა გაზსადენის გაწყვეტის რეალური საფრთხე, რაც გამოიწვევდა მთლიანად აჭარის რეგიონისა და გურიის გარკვეული სოფლებისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტას. წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის, გაზსადენის დაზიანებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მოპასუხის განცხადებით აუცილებელი იყო გაზსადენის გარკვეულ ნაწილზე კაპიტალური რემონტის ჩატარება, რისთვისაც საჭირო იყო 330 გრძივი მეტრი 529 მმ-იანი მილი, 6 ერთეული დ=529 მმ-იანი მუხლები და 60 - გრძივი მეტრი დ=529 მმ-იანი მეორადი. მილი (ბურჯებისთვის). ამავე წერილით, მოპასუხემ განაცხადა მზადყოფნა, რომ თუ კორპორაცია უზრუნველყოფდა კაპიტალური სარემონტო - სამუშაოებისათვის საჭირო მასალების მიწოდებას, კომპანია საკუთარი ხარჯით განახორციელებდა სამუშაოებს. შექმნილი რთული მდგომარეობის გათვალისწინებით, კორპორაცია დაეთანხმა მოპასუხის წინადადებას, აღნიშნული საკითხების დარეგულირების მიზნით მხარეთა შორის 2015 წლის 2 დეკემბერს გაფორმდა 7----------- შეთანხმება. შეთანხმების ფარგლებში მართალია მოპასუხემ განახორციელა კაპიტალური სამუშაოები (რაც გულისხმობდა გაზსადენიდან დაზიანებული მონაკვეთის ამოჭრას (დემონტირებას) და იმ ადგილას ახალი მონაკვეთის აშენებას). თუმცა, დაზიანებული მონაკვეთის დემონტირების შედეგად მიღებული მილები (რომლებიც სამართლებრივად „ისევ მოპასუხეზე გადაცემულად ითვლებოდა და საიჯარო ურთიერთობების რეგულირების ქვეშ - იმყოფებოდა) მოპასუხემ სრულად ვერ დაუბრუნა მოსარჩელეს (მილების სრულად დაბრუნებამდე 1492 მეტრი მილი დატაცებულ იქნა). დატაცებული მილების ღირებულებამ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 30 დეკემბრის N5--------- დასკვნის მიხედვით შეადგინა 13 428 ლარი, თუმცა მოპასუხე ზიანის ანაზღაურებაზეც უარს აცხადებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს შპს „სა---------–-----------------------------------------ას“ სს „სა---------–--------------------------------------–-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 104 998 (ასოთხი ათას ცხრაასოთხმოცდათვრამეტი) ლარის გადახდა.

 

სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა“ წარმოადგენს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოს, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის სფეროში ახორციელებს სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. „კორპორაცია“ დაფუძნების დღიდან აქტიურად მონაწილეობს მოსახლეობისა და საწარმოების ბუნებრივი გაზით შეუფერხებელი და უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფის საკითხში. ბუნებრივი გაზის სექტორთან დაკავშირებულ საქმიანობაში „კორპორაციის“ მონაწილეობის ფორმები და მექანიზმების დარეგულირებულია სხვადასხვა ხელშეკრულებებით (მათ შორის საქართველოს მთავრობის მიერ სოციალური სექტორის გაზით მომარაგების მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიასთან (ს-------) 2008 წლის 14 დეკემბერს, 2010 წლის 31 აგვისტოს და 2011 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული მემორანდუმებით) და ნორმატიული აქტებით. საქართველოს მთავრობის 2008 წლის პირველი თებერვლის N01-ს განკარგულებით (რომელიც დღესაც ძალაშია), შპს „სა---------–-----------------------------------------ას“ დაევალა 2008 წლის პირველი იანვრიდან, რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის საფასურში დარჩენილი ბუნებრივი გაზის რეალიზაცია (შემდგომში: „რუსული გაზი“) სრულად მოეხდინა „კორპორაციაზე“, რა დროსაც 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი განისაზღვრებოდა 110 აშშ დოლარით. „კომპანია“ წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ერთადერთ ლიცენზიატს საქართველოში, რომელიც ახორციელებს ასევე რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის გატარებას ტრანზიტს (ტრანზიტთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან ხელშეკრულება კომპანიას“ აქვს გაფორმებული).

 

საქართველოს მთავრობის 2008 წლის პირველი თებერვლის N01-ს განკარგულების შესაბამისად, იგივე წესები არის, გათვალისწინებული „კორპორაციასა“ და „კომპანიას“ შორის გაფორმებულ და მოქმედ გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში. მიუხედავად ამისა, „კომპანიამ“ მასზე დაკისრებული ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა და „კორპორაციას“ სრულად არ მოაწოდა „რუსული გაზი“. „კომპანიის“ მიერ მოუწოდებელი გაზის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 52 335 326 კუბური მეტრი. საქართველოს მთავრობასა და სოკარს შორის 2011 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული და დღეს მოქმედი მემორანდუმი, სხვა საკითხებთან ერთად, „კორპორაციის“ მიერ „რუსული გაზის“ სოკარ-ის შვილობილი კომპანიისთვის გადაცემასაც ითვალისწინებს. ხსენებული მემორანდუმით, ს------- ვალდებულია საქართველოში არსებული მომხმარებლები უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის საჭირო რაოდენობით, თუმცა, თავის მხრივ, „კორპორაცია“ ვალდებულია, რომ სოკარს სრულად მიაწოდოს მის ხელთ არსებული გაზის მოცულობები, მათ შორის „რუსული გაზი“. თუკი „კორპორაციის“ მიერ ს-------სთვის მისაწოდებული გაზი არ იქნება საკმარისი სოციალური სექტორისთვის, ამ შემთხვევაში ს------- ვალდებულია თავად მოახდინოს სექტორის გაზის დამატებითი მოცულობებით უზრუნველყოფა. „რუსული გაზის“ ს-------სთვის სრულად მიუწოდებლობის შემთხვევაში, ს------- არათუ მოკლებული იქნება სოციალური სექტორის მომხმარებლების სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას, არამედ ვალდებულიც არ იქნება სოციალური სექტორი ბუნებრივი გაზით უწყვეტად მოამარაგოს. „რუსული გაზის“ „კომპანიის“ მიერ „კორპორაციისათვის“ სრულად მიწოდების საკითხი აქტუალური გახდა გასული წლის დეკემბერში, როდესაც „კომპანიის“ მიერ „რუსული გაზის“ შესაბამისი მოცულობების მოუწოდებლობის გამო, სოციალურ სექტორში შეიქმნა გაზის დეფიციტი, რომლის შევსება „კორპორაციას“ მოუხდა შპს „ს-----------------------სგან“ 186 აშშ დოლარად (1000 მ3-ზე) შესყიდული (ჯამში 45 077 430 მ3) გაზით (ანუ, „კომპანიისაგან“ შესასყიდ გაზთან შედარებით 76 აშშ დოლარი (1000 მ3-ზე) ძვირად). აღნიშნული გარემოების გამო, „კორპორაციამ“ განიცადა 3 425 884,68 აშშ დოლარის (45 077,43 33 X 76 $ = 3 425 884,68 6) ზარალი. რაც შეეხება 52 335 000 მ3–ის დარჩენილ ნაწილს, 7 257 896 მ–ს, კორპორაციამ გაზის ეს მოცულობაც შპს „ს-----------------------სგან“ შეისყიდა, 1000 მ3 154.25 აშშ დოლარად, ანუ „კომპანიისაგან“ შესასყიდ გაზთან შედარებით 44.25 აშშ დოლარით (1000 მ3-ზე) ძვირად, რამაც „კორპორაციას“ დამატებით 321 161.9 აშშ დოლარის (7 257,896 X 44,25 $ = 321 161.9 $) ზარალი მიაყენა. იმ შემთხვევაში, თუ „კორპორაცია“ არ განახორციელებდა დეფიციტის შევსებას, ზამთრის პერიოდში ვერ მოხერხდებოდა სოციალური სექტორის მომხმარებლების მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება და საჭირო იქნებოდა მოსახლეობის სოლიდური ნაწილისათვის ბუნებრივი გაზის შეწყვეტა ან გრაფიკით მიწოდება.

 

„კომპანიის“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობით „კორპორაციაზე“ მოყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელემ მიმართა „კომპანიას“, თუმცა მან ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს შპს „სა---------–-----------------------------------------ას“ სს „სა---------–--------------------------------------–-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3 747 046.58 (სამი მილიონ შვიდასორმოცდაშვიდი ათას ორმოცდაექვსი ლარი და 50 თეთრი) აშშ დოლარის გადახდა.

 

#7----------- იჯარის ხელშეკრულებით მოპასუხეს იჯარის უფლებით გადაცემული აქვს ასევე „ს--------------------ს“ D---------- მმ მაგისტრალური გაზსადენის 175,5 კმ-დან 198,5 კმმდე მონაკვეთი. 2017 წლის 30 აგვისტოს, მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს, რომ გაზსადენის 182–ე კმ–ზე ამ დროისათვის დაუდგენელ პირებს დაუტაცებიათ გაზსადენის დაახლოებით 300 მეტრიანი მონაკვეთი. იმის გათვალისწინებით, რომ დატაცებული გაზსადენი მომავალშიც იქნება საჭირო ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის განსახორციელებლად, „ს--------------------ს“ გაზსადენის დაზიანებული (დატაცებული) მონაკვეთი ერთმნიშვნელოვნად საჭიროებს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას. მოპასუხე კატეგორიულ უარს აცხადებს დაზიანებული გაზსადენის როგორც აღდგენაზე, ასევე აღდგენისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებაზე.

 

შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს გაზსადენის აღდგენისათვის საჭირო ხარჯების (რომლის ოდენობაც სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 31 ოქტომბრის N5--------- დასკვნით, შეადგენს 119 263.92 ლარს) მოპასუხეზე დაკისრებას. (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი III, ს.ფ. 18-32)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, 2006 წლის 1 აგვისტოს „ს----------–-------------------–--------------------–--სა“ და „სა---------–-----------------------------------------ას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება (მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის და სხვა ქონების იჯარით გადაცემის შესახებ), რომლითაც „ს----------–-------------------–--------------------–---“ კუთვნილი ქონება იჯარით გადაეცა მოპასუხეს. ხელშეკრულება ძალაში იყო 2010 წლის 1 აგვისტომდე. „სა---------–--------------------------------------–-ის“ ბალანსზე რიცხული უმოქმედო მაგისტრალური გაზსადენების ინვენტარიზაციის მიზნით, „ს----------–--------------------------------------–-ის“ გენერალური დირექტორის 2010 წლის 29 აპრილის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელმაც 2010 წლის 17 მაისს წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა.

 

ვინაიდან 2006 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულება ძალაში იყო 2010 წლის 1 აგვისტომდე, 2010 წლის 18 ივნისს მოპასუხემ წერილობით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა ახალი ხელშეკრულების გაფორმება, ამასთან, წერილის დანართ N1-ში მითითებული იყო ის ქონება, რომელიც 2006 წლის 1 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დროებით სარგებლობაში უნდა გადასცემოდა მოპასუხეს, ხოლო დანართ #2-ში - ქონება, რომელიც მოპასუხისთვის აღარ წარმოადგენდა საჭიროებას და მისი შენახვა იყო არარენტაბელური.

 

მოპასუხის წერილის საფუძველზე, 2006 წლის 1 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ორი ხელშეკრულება: (1) 2010 წლის 30 ივლისის ხელშეკრულება (,,სა---------–--------------------------------------–-ის“ კუთვნილი მაგისტრალური გაზსადენების, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისა და სხვა ქონების იჯარის შესახებ), რომლითაც მოპასუხეს იჯარით გადაეცა მოსარჩელის კუთვნილი მაგისტრალური გაზსადენები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა და (2) 2010 წლის 30 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს შესანახად მიაბარა უმოქმედო გაზსადენები. აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით, მოქმედი მაგისტრალური გაზსადენები მოპასუხესთან დროებით სარგებლობაში დარჩა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო უმოქმედო გაზსადენები - მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, მიბარების ხელშეკრულება მხარეთა შორის პირველად გაფორმდა 2010 წლის 30 ივლისს და არა 2012 წლის 8 თებერვალს, როგორც ამის თაობაზე სარჩელშია აღნიშნული (იხ. დაზუსტებული სარჩელი, გვ. 10, 92 „ე“). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმების მომენტში „სა---------–-----------------------------------------ა“ წარმოადგენდა „სა---------–--------------------------------------–-ის“ შვილობილ კომპანიას.

 

2010 წლის 30 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას (ანუ მიბარების ხელშეკრულებას) ვადა გაუვიდა 2011 წლის 31 დეკემბერს და 2011 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელეს სრულად დაუბრუნა შესანახად მიბარებული ქონება, რაც დასტურდება 2011 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. 2012 წლის 08 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს შესანახად კვლავ მიაბარა უმოქმედო გაზსადენები. ხსენებული მიბარების ხელშეკრულება მოქმედებდა 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

2011 წლის 31 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება (,,სა---------–--------------------------------------–-ის“ კუთვნილი მაგისტრალური გაზსადენების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის იჯარის შესახებ), რომელიც დღესაც ძალაშია, ხოლო 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (ანუ მიბარების ბოლო ხელშეკრულება), რომელსაც ვადა ამოეწურა 2016 წლის 31 დეკემბერს.

 

„სა---------–--------------------------------------–-ის“ ბალანსზე რიცხული მაგისტრალური გაზსადენებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაციის მიზნით, „სა---------–--------------------------------------–-ის“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 1 მაისის ბრძანებით შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია, რომელმაც 2015 წლის 27 ნოემბერს წარმოადგინა შესაბამისი მოხსენებითი ბარათი. მიუხედავად იმისა, რომ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული შეუსაბამობები კორპორაციის საბალანსო და საბუღალტრო ჩანაწერებსა და ფაქტობრივ მონაცემებს შორის, მათი გასწორების ნაცვლად, დანაკლისების აღმოფხვრის მიზნით კორპორაციამ მიმართა სასამართლოს „სა---------–-----------------------------------------ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით კორპორაციას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

„სა---------–--------------------------------------–-ის“ ბალანსზე რიცხული „ვლადიკავკაზთბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის გარკვეული მონაკვეთების ფაქტიური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, კორპორაციის გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 მაისის ბრძანებით შეიქმნა კომისია.

 

2017 წლის 10 იანვარს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და განსახილველად წარუდგინა „სა---------–--------------------------------------–-ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 მაისის ბრძანებით შექმნილი კომისიის შემაჯამებელი ოქმის პროექტი. მოპასუხემ განიხილა წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმის პროექტი და 2017 წლის 31 იანვრის წერილით მოსარჩელეს წარუდგინა დეტალური განმარტება „ვ-–-----------------–---ს“ მაგისტრალური გაზსადენის ყველა იმ მონაკვეთის თაობაზე, სადაც მოსარჩელის მოსაზრებით ადგილი ჰქონდა დანაკლისებს. გარდა ამისა, წერილში აღნიშნული იყო, რომ „სა---------–--------------------------------------–-ის“ გენერალური დირექტორის 2010 წლის 29 აპრილის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ 2016 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს არ მომხდარა მილების გაშიშვლება, რაც იმას ნიშნავდა, რომ 2011 წლის 31 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულებაში შესული მონაცემები მიღებული იყო საზომი მოწყობილობების გამოყენების შედეგად. კორპორაციის გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 მაისის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ აღნიშნული მონაკვეთების შესწავლისა და აზომვის შედეგად აღმოჩნდა, რომ რეალობა განსხვავდებოდა იჯარის ხელშეკრულებაში მოცემული მონაცემებისაგან, კერძოდ, არაზუსტი იყო ზოგიერთი მონაკვეთის სიგრძე ან შეცდომით იყო მითითებული მილის დიამეტრი. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ 2010 წლის შემდეგ საგრძნობლად დაიხვეწა და გაუმჯობესდა სიგრძისა და მილის დიამეტრის საზომი მოწყობილობების ხარისხი და თანამედროვე პერიოდში შესაძლებული იყო შედარებით უფრო ზუსტი მონაცემების მიღება. შესაბამისად, გამოითქვა ვარაუდი, რომ მილის დიამეტრებისა და გაზსადენის სიგრძეებს შორის არსებული სხვაობები გამომდინარეობდა ზემოხსენებული მიზეზებიდან და დანაკლისად არ უნდა ჩათვლილიყო. ასევე აღნიშნული იყო, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა შესაძლებლობა ენახა 2010 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს შედგენილი აზომვითი ნახაზები, შესაბამისად, ფაქტიური მონაცემების პიკეტაჟთან მიბმა განხორციელდა ცალმხრივად მოსარჩელის მიერ. შესაბამისად, მოსარჩელისთვის მოთხოვნილ იქნა აზომვითი ნახაზების წარმოდგენა, რომლებიც გაკეთდა 2010 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს, რათა მოპასუხეს მისცემოდა შესაძლებლობა, სრულფასოვნად შეედარებინა არსებული და თავდაპირველი მდგომარეობა. გარდა ამისა, მოპასუხემ 2017 წლის 6 მარტის წერილით დამატებით აცნობა მოსარჩელეს, რომ მოპასუხემ ჩაატარა უმოქმედო გაზსადენების მოძიების და აზომვის სამუშაოები, რასაც ესწრებოდნენ კორპორაციის გეოდეზისტებიც. წერილის თანახმად, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, „ვლადიკავკაზთბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 194-199 კმ მონაკვეთზე აღმოჩენილ იქნა 4 08027 მეტრის სიგრძის 529 მმ-იანი დიამეტრის მილი.

 

2017 წლის 23 მარტს კორპორაციის გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 მაისის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ მომზადდა მოხსენებითი ბარათი. მიუხედავად იმისა, რომ მოხსენებითი ბარათის მიხედვით ფიქსირდება არაერთი შემთხვევა, როდესაც საბალანსო და საბუღალტრო მონაცემებსა და რეალურ მდგომარეობას შორის არის არსებითი განსხვავება, მაგალითად, გაზსადენის გარკვეული მონაკვეთები მოსარჩელის ბალანსზე ირიცხებოდა როგორც 70 მმ დიამეტრის გაზსადენები, ხოლო მოპასუხისთვის იჯარით გადაცემული იყო როგორც 529 მმ დიამეტრის გაზსადენები (იხ. სს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 მაისის #06–06082 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 23 მარტის მოხსენებითი ბარათი), კომისიის მიერ მოპასუხის 2017 წლის 31 იანვრის და 6 მარტის წერილებში მითითებული მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ნაწილობრივ და მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურების მიზნით მიმართა სასამართლოს.

 

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ გაზსადენის სიგრძეებს შორის სხვაობა გამოწვეული იყო აზომვის ხელსაწყოთა ცდომილებით და აღნიშნავს, რომ 2016 წლის 6 მაისის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ აზომვები ჩატარდა უახლესი აზომვის ხელსაწყოების მეშვეობით, რომელთა დასაშვები ცდომილება არის ძალიან მცირე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ მოპასუხე 2017 წლის 31 იანვრის წერილში მიუთითებდა არა იმ ამზომველი ხელსაწყოების ცდომილებაზე, რომელთა მეშვეობითაც აზომვები განახორციელა 2016 წელს შექმნილმა კომისიამ, არამედ ხელსაწყოებზე, რომლებითაც სარგებლობდა 2010 წლის საინვენტარიზაციო კომისია, ამასთან, მოპასუხის მხრიდან არაერთგზის იქნა მოთხოვნილი აზომვითი ნახაზების წარმოდგენა, რომლებიც გაკეთდა 2010 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს, რათა მოპასუხეს მისცემოდა შესაძლებლობა, სრულფასოვნად შეედარებინა არსებული და თავდაპირველი მდგომარეობა. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი ნახაზები არ იქნა წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ.

 

მოპასუხემ კორპორაციის გეოდეზისტების თანდასწრებით ჩაატარა უმოქმედო გაზსადენების მოძიების და აზომვის სამუშაოები, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა „ვ-–-----------------–---ს“ მაგისტრალური გაზსადენის დამატებითი მონაკვეთები. ჩატარებული აზომვების საფუძველზე მომზადებული სიტუაციური ნახაზების მიხედვით, ნათელი ხდება, რომ „ვ-–-----------------–---ს“ მაგისტრალური გაზსადენის ყველა მონაკვეთი არის ურთიერთდაკავშირებული, ერთი მთლიანი გაზსადენის ნაწილი და მოსარჩელის მიერ მითითება „გაურკვეველი წარმოშობისა და დანიშნულების“ გაზსადენზე არის უსაფუძვლო. მით უმეტეს, რომ თავად კომისიის მოხსენებით ბარათში არაერთხელ არის აღნიშნული ხელშეკრულებებში მითითებული დიამეტრების კორექტირების საჭიროების თაობაზე.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელთან ერთად არ ყოფილა წარმოდგენილი 2016 წლის ინვენტარიზაციის დროს მომზადებული აზომვითი ნახაზები, რომელთაც დაეყრდნო კომისია და სადაც გამოჩნდებოდა გაზსადენების ის მონაკვეთები, რომლებიც მოსარჩელემ მიიჩნია დანაკლისად. გარდა ამისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც 2010 წლის საინვენტარიზაციო კომისიის მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზები ან მათი „შეიპ ფაილები“, რაც აჩვენებდა, თუ რა მდგომარეობა იყო გაზსადენების იჯარის და მიბარების ხელშეკრულებებით გადმოცემის დროს. მოცემულ შემთხვევაში, ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს 2016 წლის კომისიის მოხსენებითი ბარათი (აზომვითი ნახაზების გარეშე), რომელიც არ არის ხელმოწერილი კომისიის ყველა წევრის მიერ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა „სა---------–-----------------------------------------ის“ შუამდგომლობა და კორპორაციას დაევალა წარმოედგინა აღნიშნული მტკიცებულებები, 2018 წლის 5 თებერვლის განცხადებით მოსარჩელემ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მხოლოდ ნაწილი, რომელიც ისედაც იმყოფებოდა საქმეში და ამასთანავე განაცხადა, რომ 2010 წელს ჩატარებულ ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული მასალები ამ დროისათვის კორპორაციაში არ მოიპოვება. მოსარჩელის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი „შეიპ ფაილების“ გამოყენებით მოპასუხის მიერ მომზადდა სიტუაციური ნახაზი, სადაც მითითებულია „სა---------–-----------------------------------------ის“ მიერ ჩატარებული აზომვების შედეგად აღმოჩენილი „ვ-–-----------------–---ს“ მაგისტრალური გაზსადენის დამატებითი მონაკვეთები (სიტუაციურ ნახაზში აღნიშნული მონაკვეთები მოცემულია ლურჯ ფერში). აღნიშნული სიტუაციური ნახაზების მიხედვით, ნათელი ხდება, რომ „ვ-–-----------------–---ს“ მაგისტრალური გაზსადენის ყველა მონაკვეთი არის ურთიერთდაკავშირებული, ერთი მთლიანი გაზსადენის ნაწილი, და მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითება „გაურკვეველი წარმოშობისა და დანიშნულების“ გაზსადენზე არის უსაფუძვლო.

 

2017 წლის 18 იანვარს მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს, რომლითაც წარდგენილ იქნა მოსარჩელის მხრიდან ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი 2013 წლის 30 დეკემბრის მიბარების ხელშეკრულებით გადაცემული ქონების დაბრუნების თაობაზე. მოპასუხის 2017 წლის 31 იანვრის წერილით მოსარჩელეს გაეგზავნა მოპასუხის მხრიდან ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი და ეცნობა, რომ კორპორაციის 2017 წლის 18 იანვრის წერილის დანართი N2-ში დანაკლისის სახით მითითებული უდაბნოსა და ალასტანის განშტოებების აზომვითი სამუშაოები განხორციელდა მოპასუხის წარმომადგენლების გარეშე, რის გამოც მოპასუხე არ ეთანხმებოდა აღნიშნული დანაკლისების არსებობას. შესაბამისი ჩანაწერი იქნა გაკეთებული მიღება-ჩაბარების აქტზეც.

 

კორპორაციის 2017 წლის 13 თებერვლის წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ უდანბოს და ალასტანის განშტოებების აზომვას ესწრებოდა მოპასუხის თანამშრომელი ს---–-------–----ე, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა დანაკლისები, აღნიშნული წერილის პასუხად, მოპასუხის 2017 წლის 5 თებერვლის წერილით კორპორაციას ეცნობა, რომ უდაბნოსა და ალასტანის განშტოებების აზომვა არ მომხდარა მოპასუხის გეოდეზისტების მიერ, ხოლო ს---–-------–----ემ დააფიქსირა გაზსადენის ფაქტიური ადგილმდებარეობა და არა მისი სიგრძე ან/და ტექნიკური მახასიათებლები. ამავე წერილით მოთხოვნილ იქნა 2010 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს მომზადებული აზომვითი ნახაზები, რათა სრულფასოვნად შედარებულიყო არსებული და თავდაპირველი მდგომარეობა. სამწუხაროდ, ასეთი ნახაზები ამ შემთხვევაშიც არ იქნა წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ, რომელმაც ზიანის ანაზღაურების მიზნით მიმართა სასამართლოს.

 

მიუხედავად ზემოთ დასახელებული მოპასუხის წერილებისა, სარჩელში აღნიშნულია, რომ უდაბნოს განშტოების დანაკლისზე მოპასუხეს არგუმენტირებული პასუხიც არ უცნობებია მოსარჩელისთვის, გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ სარჩელთან ერთად ერთად არ ყოფილა წარმოდგენილი უდაბნოსა და ალასტანის განშტოებების 2016 წელს მომზადებული აზომვითი ნახაზები, რომლებიც დაადასტურებდა დანაკლისების არსებობას. გარდა ამისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც 2010 წლის საინვენტარიზაციო კომისიის მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზები ან მათი „შეიპ ფაილები“, რაც აჩვენებდა, თუ რა მდგომარეობა იყო განშტოებების მიბარების ხელშეკრულებით გადმოცემის დროს.

 

2011 წლის 31 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულებით მოპასუხეს კორპორაციის მიერ იჯარით გადმოეცა მოქმედი მაგისტრალური გაზსადენები, მათ შორის, „ვ-–-----------------–---ს“ მაგისტრალური გაზსადენის ის მონაკვეთებიც, სადაც მოსარჩელის მტკიცებით ადგილი ჰქონდა დანაკლისებს. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მოპასუხეს საიჯარო ქონება გადაეცა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის და ტრანზიტის განსახორციელებლად. ამავე პუნქტით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, იჯარით გადაცემული ქონება გამოეყენებინა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბუნებრივი გაზის შეუფერხებელი მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა „ელ-----------------–---ს“ მაგისტრალურ გაზსადენზე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა თუ ტრანზიტის განხორციელების შეფერხებას, აგრეთვე მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა გაზსადენის ქურდობის ფაქტებს. ამასთან, მოქმედი, ექსპლუატაციაში მყოფი გაზსადენის მონაკვეთის დატაცება შეუძლებელი იქნებოდა ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების გარეშე.

 

2010 წლის 30 ივლისის, 2012 წლის 8 თებერვლის და 2013 წლის 30 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით კორპორაციამ მოპასუხეს შესანახად მიაბარა უმოქმედო გაზსადენები, მათ შორის, „ელ-----------------–---ს“ მაგისტრალური გაზსადენის უმოქმედო მონაკვეთები და უდაბნოსა და ალასტანის განშტოებები. 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ქონების შენახვის შესახებ ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, ყოველი თვის დასრულებისას „მიმწოდებელსა“ და „შემსყიდველს“ შორის გაწეული მომსახურების თაობაზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ მხარეთა მიერ უფლებამოსილი პირები, ხოლო 7.2. პუნქტის თანახმად, „მიმწოდებლის" მიერ ხელშეკრულებისა და მისი დანართების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს „შემსყიდველის” მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი. ანალოგიურ პირობებს მოიცავდა აგრეთვე მხარეთა შორის ქონების შენახვის თაობაზე გაფორმებული პირველი ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 2010 წლის 30 ივლისს. 2010 წლის აგვისტოდან მოყოლებული, მხარეთა შორის ყოველთვიურად ფორმდებოდა აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა კორპორაციის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ, რომელიც ახორციელებდა კონტროლს ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე, არ გამოთქმულა პრეტენზია მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის თაობაზე. გარდა ამისა, 2010 წლის 30 ივლისის ხელშეკრულებას, ანუ პირველ შენახვის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 2011 წლის 31 დეკემბერს და მოპასუხემ კორპორაციას სრულად დაუბრუნა შესანახად მიბარებული ქონება, რასაც ადასტურებს 2011 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი. მიბარების მომდევნო ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმდა 2012 წლის 8 თებერვალს, თუმცა 2010 წლის 31 დეკემბრიდან 2012 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში სარჩელში მითითებული გაზსადენების აზომვები არ განხორციელებულა 2010 წლის შემდეგ აზომვები განხორციელდა მხოლოდ 2015 წელს, რაც თეორიულად იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ უმოქმეღო გაზსადენებზე დანაკლისები შესაძლოა წარმოშობილიყო სწორედ ამ პერიოდში.

 

ამდენად, კორპორაციის მოთხოვნა ამ ნაწილში არის უსაფუძვლო და უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

2015 წლის 1 დეკემბერს მოპასუხემ წერილით მიმართა მოსარჩელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ გურიის რეგიონში მოსული ნალექის შედეგად ადიდებულმა სუფსამ სოფელ ძიმითთან გამორეცხა მდინარის მარცხენა სანაპირო და გააშიშვლა „ქ-----------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 529 მმ-იანი დიამეტრის მქონე განშტოების 28-ე კმ-ზე არსებული მონაკვეთი (რომელიც მოპასუხეს იჯარით ჰქონდა გადაცემული 2011 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე), რის აღმოსაფხვრელადაც სასწრაფოდ იყო საჭირო კაპიტალური რემონტის ჩატარება. ვინაიდან 2011 წლის 31 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულებით კაპიტალური ხარჯის გაწევა წარმოადგენდა კორპორაციის ვალდებულებას, მოპასუხე წერილში გამოხატავდა მზადყოფნას, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე განეხორციელებინა სარემონტო სამუშაოები იმ შემთხვევაში, თუ კორპორაცია უზრუნველყოფდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების მოწოდებას და გაზსადენიდან თავისი წილი ბუნებრივი გაზის გაფრქვევას წერილში მითითებული ოდენობის ფარგლებში.

 

2015 წლის 2 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა „ქ-----------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 529 მმ-იანი დიამეტრის მქონე განშტოების 28-ე კმ-ზე არსებული მონაკვეთის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარება, შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული კაპიტალური სამუშაოების შესასრულებლად, კორპორაცია გადასცემდა მოპასუხეს საჭირო მასალებს, რომელთა გადაცემა უნდა მომხდარიყო კორპორაციის კუთვნილ, ქ. თბილისში, ჭ---------–-ს ქუჩაზე მდებარე მილსაწყობში და მოპასუხე საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფდა მათ ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე. ამასთან, არც 2015 წლის 1 დეკემბრის წერილში და არც 2015 წლის 2 დეკემბრის შეთანხმებაში არსად არ ფიქსირდება მოპასუხის ვალდებულება, განეხორციელებინა დემონტირებული მილების ტრანსპორტირება კორპორაციის მილსაწყობში. მოპასუხის მიერ სამუშაოები შესრულდა არსებული სტანდარტებისა და ტექნიკური ნორმების შესაბამისად, რასაც სარჩელში ადასტურებს მოსარჩელეც.

 

2016 წლის 28 ივლისის წერილით მოპასუხემ აცნობა კორპორაციას, რომ „ქ----------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 529 მმ-იანი დიამეტრის მქონე განშტოების 28-ე კმ-ზე არსებული მონაკვეთის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დროს დემონტირებული 18 ერთეული (ანუ 204 გრძივი მეტრი) 529 მმ-იანი დიამეტრის მქონე მილი დატაცებულ იქნა უცხო პირების მიერ, რაზეც საქართველოს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს მიერ დაწყებულ იქნა სისხლისსამართლებრივი დევნა (სისხლის სამართლის საქმე #0----------). წერილთან ერთად კორპორაციას გაეგზავნა ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორის 2016 წლის 26 ივლისის წერილი და ეთხოვა დაედასტურებინა, რომ დატაცებული მილები იმყოფებოდა კორპორაციის ბალანსზე და გამოეყო წარმომადგენელი სისხლის სამართლის საქმეზე. 2016 წლის 28 ივლისის წერილით კორპორაციამ დაადასტურა, რომ დატაცებული მილები წარმოადგენდა მის საკუთრებას და გამოყოფილ იქნა წარმომადგენელი სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობის მისაღებად.

 

2016 წლის 25 აგვისტოს კორპორაციამ წერილობით მომართა მოპასუხეს და მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის მილების დაბრუნება იყო შესაძლებელი კორპორაციისთვის დაუზიანებელ (პირვანდელ) მდგომარეობაში და ასევე განსაზღვრულიყო პერიოდი მათი ტრანსპორტირებისა და დაბრუნებისთვის კორპორაციის კუთვნილ ლანჩხუთის მილსაწყობში. აგრეთვე, მოთხოვნილ იქნა მოპასუხის პოზიცია დატაცების შედეგად დაზიანებული მილების დაბრუნების ფაქტთან დაკავშირებით. მოპასუხის 2016 წლის 20 სექტემბრის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მილების დაბრუნება წარმოადგენდა გამოძიების პრეროგატივას. ხოლო მილების კორპორაციის კუთვნილ ლანჩხუთის მილსაწყობში დასაწყობების საკითხთან დაკავშირებით კორპორაციას განემარტა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 2 დეკემბერს დადებული შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნდა.

 

2016 წლის 3 ოქტომბერს კორპორაციამ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, ვინაიდან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხის მიერ განხორციელდა დემონტაჟის შემდგომ დარჩენილი მილების კორპორაციის კუთვნილ ლანჩხუთის მილსაწყობის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება და დასაწყობება. მოპასუხის 2016 წლის 11 ოქტომბრის წერილით კორპორაციას კვლავ განემარტა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 2 დეკემბერს დადებული შეთანხმების საფუძველზე მოპასუხეს არ გააჩნდა დემონტირებული მილების ლანჩხუთის მილსაწყობში ტრანსპორტირების და დასაწყობების ვალდებულება, ამასთან, მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხის მეირ მილების ტრანსპორტირება განხორციელდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გამოიკვეთა ადგილზე დარჩენილი მილების ხელახლა დატაცების რეალური საფრთხე, ხოლო გადაზიდვისთვის საჭირო ტექნიკა, მოპასუხის სამუშაოების სპეციფიკიდან და არეალიდან გამომდინარე, იმ პერიოდისათვის იმყოფებოდა სოფელ ძიმითის სიახლოვეს. შესაბამისად, მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეფორმებინა მიღება-ჩაბარების აქტი.

 

2017 წლის 13 იანვარს კორპორაციამ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა „ქ-----------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 529 მმ-იანი დიამეტრის მქონე განშტოების 28-ე კმ-ზე არსებული მონაკვეთის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დროს დემონტირებული მილების დატაცებით კორპორაციისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოპასუხის 2017 წლის 25 იანვრის წერილით კორპორაციას ეცნობა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 2 დეკემბერს დადებული შეთანხმების საფუძველზე ხსენებული მილების კორპორაციის კუთვნილ ლანჩხუთის მილსაწყობში დასაწყობების ანდა მათი ადგილზე მოვლა-პატრონობის ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნდა. ამასთან, აღნიშნულ მილებთან დაკავშირებით მხარეთა შორის სხვა რაიმე სახის ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა.

 

სარჩელის მიხედვით, დაზიანებული მონაკვეთის დემონტირების შედეგად მიღებული მილები სამართლებრივად ისევ მოპასუხეზე გადაცემულად ითვლებოდა და საიჯარო ურთიერთობების რეგულირების ქვეშ იმყოფებოდა (იხ. სარჩელის მე-10 ფაქტობრივი გარემოება). აღსანიშნავია, რომ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს გადმოეცა „ქ-----------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 529 მმ-იანი დიამეტრის მქონე განშტოება, როგორც ხაზობრივი ნაგებობა - ექსპლუატაციაში მყოფი გაზსადენი, ხოლო დაზიანებული მონაკვეთიდან მილების დემონტირების შემდგომ მათ ადგილზე დამონტაჟდა ახალი, კორპორაციის მიერ კონკრეტულად ამ სამუშაოებისთვის გადმოცემული მილები, რომლებიც, თავის მხრივ, მოექცა საიჯარო ურთიერთობის რეგულირების ქვეშ. რაც შეეხება დემონტირებულ მილებს, ისინი აღარ წარმოადგენდა იჯარით გადმოცემული ქონების - ექსპლუატაციაში მყოფი გაზსადენის ნაწილს და არც მოპასუხის 2015 წლის 1 დეკემბრის წერილში და არც 2015 წლის 2 დეკემბრის შეთანხმებაში არსად არ ფიქსირდებოდა მოპასუხის ვალდებულება, განეხორციელებინა დემონტირებული მილების ტრანსპორტირება კორპორაციის მილსაწყობში. კორპორაციისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ კორპორაციის მიერ თავის დროზე არ მოხდა ყურადღების მიქცევა დემონტირებულ მილებზე, რომლებიც 2015 წლის დეკემბრიდან (ანუ სარემონტო სამუშაოების წარმოების პერიოდიდან 2016 წლის ივლისამდე (ანუ დემონტირებული მილების დატაცების პერიოდამდე), მთელი 7 თვის განმავლობაში კორპორაციის მეთვალყურეობის გარეშე ეწყო სოფელ ძიმითის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

ამდენად, კორპორაციის მოთხოვნა ამ ნაწილშიც არის უსაფუძვლო და უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

2017 წლის 31 დეკემბერს კორპორაციამ წერილობით მიმართა მოპასუხეს. წერილის თანახმად, კორპორაციასა და მოპასუხეს შორის 2011 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული „გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ ხელშეკრულება ითვალისწინებდა მოპასუხის მიერ სომხეთის რესპუბლიკაში ტრანზიტის სახით გატარებული რუსული გაზის საფასურად მიღებული გაზის მიწოდების ვალდებულებას. ბუნებრივი გაზის ამავე მოცულობის ქვეყნის სოციალური სექტორის გაზმომარაგებაში ჩართული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის შვილობილი კომპანიისათვის მიწოდების ვალდებულება ნაკისრი ჰქონდა საქართველოს მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის 2011 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ტრანზიტის საფასურის სახით რუსული კომპანია „გ----------------------გან“ მიღებული გაზის მოცულობებსა და 2011 წლის 18 აგვისტოს „გაზის ყიდვაგაყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე კორპორაციისთვის მისაწოდებელი გაზის მოცულობებს შორის ბალანსის დასადგენად, კორპორაციის მიერ მოთხოვნილ იქნა მოპასუხესა და „გ--------------------ს“ შორის გაფორმებული შედარების აქტის ასლი და შესაბამისი ინფორმაცია. მოპასუხის 2017 წლის 22 თებერვლის წერილით კორპორაციას მიეწოდა მოთხოენილი ინფორმაცია.

 

2017 წლის 6 მარტს კორპორაციამ წერილით მიმართა მოპასუხეს, სადაც აღნიშნავდა, რომ ვინაიდან მოპასუხეს კორპორაციისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ვალდებულება ჯეროვნად არ ჰქონდა შესრულებული, სოციალური სექტორის მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის დეკემბერში კორპორაციას სხვა წყაროდან მოუხდა ძვირადღირებული ბუნებრივი გაზის შესყიდვა, რის გამოც, კორპორაცია მოითხოვდა დავალიანების - 52335 მლნ კუბ/მეტრი გაზის დავალიანების დაფარვას.

 

მოპასუხის 2017 წლის 11 აპრილის წერილით კორპორაციას ეცნობა, რომ მოპასუხეს კორპორაციის მიმართ ბუნებრივი გაზის დავალიანება არ გააჩნდა შემდეგ გარემოებათა გამო:

- 2008-2016 წლების განმავლობაში მოპასუხის მიერ კორპორაციისთვის მიწოდებული იქნა სომხეთში განხორციელებული ბუნებრივი გაზის ტრანზიტის საფასურის სახით კუთვნილი გაზის 96,92%, რაც წარმოადგენდა 1 648 707 274 კუბ/მეტრს.

- 2008-2011 წლებში მოპასუხის ერთადერთ 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს წარმოადგენდა „სა---------–--------------------------------------–-ა“, შესაბამისად, მოპასუხის წესდების მიხედვით, „სა---------–--------------------------------------–-ა“, როგორც პარტნიორი, ყოველწლიურად ახდენდა მოპასუხის მიერ წარდგენილი ბიზნეს-გეგმის დამტკიცებას.

- ზემოაღნიშნულის თანახმად, 2008-2011 წლებში დაგეგმილი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია ბიზნეს-გეგმების სახით დამტკიცდა „სა---------–--------------------------------------–-ის“ მიერ. აღნიშნულ ბიზნეს-გეგმებში, შემოსავლების სტრუქტურაში მოცემული იყო გაზის მიწოდებიდან (რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც ანგარიშდებოდა შემდეგი მეთოდით: სარეალიზაციო მოცულობას წარმოადგენდა რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით დაგეგმილი ტრანსპორტირებული (ტრანზიტად გატარებული) გაზის 10% ოდენობას გამოკლებული მილსადენში ბუნებრივი გაზის დანაკარგების საპროგნოზო მოცულობა, რაც, ბიზნეს-გეგმების მიხედვით, 2008 წელს შეადგენდა მილსადენში შემავალი გაზის წლიური მოცულობის 0,5%-ს, 2009 წელს - 0,57%-ს, 2010 წელს - 0,60%-ს, 2011 წელს კი - 0,71%-ს. აღნიშნული დანაკარგების საპროგნოზო მოცულობა კორპორაციისთვის მისაწოდებელი გაზის მოცულობასთან მიმართებაში 2008 წელს წარმოადგენდა 5%-ს, 2009 წელს – 5,7%-ს, 2010 წელს — 6%-ს, 2011 წელს კი - 7,1% ბუნებრივ გაზს. რეალიზაციიდან მისაღები შემოსავალი კი შესაბამისად გამოანგარიშებული იყო სარეალიზაციო მოცულობის ნამრავლით 110 აშშ დოლარზე (მოპასუხესა და კორპორაციას შორის გაფორმებული „ბუნებრივი გაზის ყიდვაგაყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებების თანახმად) და შესაბამის აშშ დოლარსა და ლარს შორის არსებულ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსზე.

- ვინაიდან აღნიშნულ ბიზნეს-გეგმებში (რომლებიც დამტკიცდა 2008-2011 წლებში) მკაფიოდ იყო გათვალისწინებული მილსადენში ბუნებრივი გაზის დანაკარგები, რაც ამცირებდა „სა---------–--------------------------------------–-ისათვის“ მისაწოდებელი გაზის მოცულობას, რომელსაც კორპორაცია ეთანხმებოდა (ამტკიცებდა რა ბიზნეს-გეგმებს), რაც იმას ნიშნავდა, რომ მოპასუხე უფლებამოსილი და უფრო მეტიც, ვალდებული იყო ემოქმედა ამ ბიზნეს-გეგმების ფარგლებში.

- აღნიშნული პრაქტიკა გაგრძელდა 2012-2016 წლებში და მოპასუხის ახალი 100%-იანი პარტნიორის - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (2012-2013 წლებში - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო) მიერ დამტკიცებულ ყოველწლიურ ბიზნეს-გეგმებში, კორპორაციისთვის მისაწოდებელი გაზის მოცულობა გათვალისწინებული იყო სატრანზიტო მომსახურების საფასურად მისაღები გაზიდან საპროგნოზო დანაკარგების მოცულობის გამოკლებით. ბიზნეს-გეგმების მიხედვით კი, 2012 წლის საპროგნოზო დანაკარგის მოცულობა წარმოადგენდა მილსადენში გატარებული გაზის 0,71%-ს, 2013 და 2014 წლების - 0,63%-ს, 2015 წლის – 0,69%-ს, ხოლო 2016 წლის - 0,83%-ს. აღნიშნული დანაკარგების საპროგნოზო მოცულობა კორპორაციისთვის მისაწოდებელი გაზის მოცულობასთან მიმართებაში 2012 წელს წარმოადგენდა 7,1%-ს, 2013 წელს — 6,3%-ს, 2014 წელს - 625%-ს, 2015 წელს - 6,9%-ს, ხოლო 2016 წელს - 8,34% ბუნებრივ გაზს.

- ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2008-2016 წლებში შესაბამისი ბიზნეს-გეგმებით დამტკიცებული დასაშვები ბუნებრივი გაზის დანაკარგი, რომელიც დაკომპენსირებული უნდა ყოფილიყო სატრანზიტო მომსახურების საფასურიდან მიღებული გაზით, შეადგენდა 108 624 486 კუბ/მეტრს, რაც გაცილებით მეტი იყო კორპორაციის მიერ მოთხოვნილ მოცულობაზე. შესაბამისად, მოპასუხეს კორპორაციის მიმართ ბუნებრივი გაზის დავალიანება არ გააჩნდა.

- გარდა ამისა, 2008-2011 წლებში დაგეგმილი ხარჯებისა და შემოსავლების სტრუქტურაზე იყო დამოკიდებული მოპასუხის მოგება, რომლის განაწილებისა და განკარგვის უფლებამოსილებაც ჰქონდა „სა---------–--------------------------------------–-ას“. იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე ბუნებრივი გაზის საკუთარ დანაკარგებს არ აინაზღაურებდა სატრანზიტო მომსახურების საფასურის სახით მიღებული გაზიდან, მაშინ ის იძულებული იქნებოდა შეესყიდა დამატებითი გაზის მოცულობები საბაზრო ფასად. ვინაიდან ხსენებულ წლებში მოპასუხის მესაკუთრეს წარმოადგენდა „სა---------–--------------------------------------–-ა“, მის ინტერესებში შედიოდა მოპასუხის მომგებიანობაც, ამიტომ დანაკარგების ანაზღაურება ხდებოდა სატრანზიტო საფასურის სახით მიღებული გაზიდან, რასაც მოწმობდა შესაბამისი ბიზნეს-გეგმები.

 

2017 წლის 16 მაისის წერილით კორპორაცია არ დაეთანხმა მოპასუხის მოსაზრებებს და მოითხოვა ბუნებრივი გაზის მიუწოდებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელის 2017 წლის 2 ივნისის წერილით კორპორაციას ეცნობა, რომ მისი პოზიცია ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით იყო უცვლელი. კორპორაციამ ზიანის ანაზღაურების მიზნით მიმართა სასამართლოს. სარჩელზე დართულია მხოლოდ კორპორაციის წერილები აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით. სარჩელის მიხედვით, „საქართველოს ენერგეტიკის სისტემისა და მომხმარებლების ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 თებერელის განკარგულებისა და აღნიშნულ განკარგულებაში ცელილებების შეტანის შესახებ 2008 წლის 3 დეკემბრის განკარგულების თანახმად, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპნიას“ დაევალა 2008 წლის 1 იანვრიდან რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის საფასურში დარჩენილი ბუნებრივი გაზის რეალიზაცია სრულად მოეხდინა კორპორაციაზე. აღსანიშნავია, რომ არცერთ ხსენებულ განკარგულებაში არ არის აღნიშნული, რომ მოპასუხეს სრულად უნდა მოეხდინა ტრანზიტის საფასურში დარჩენილი ბუნებრივი გაზის კორპორაციაზე რეალიზაცია. განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად: „2008 წლის 1 იანვრიდან „სა---------–-----------------------------------------ამ“ უზრუნველყოს რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის საფასურში დარჩენილი ბუნებრივი გაზის რეალიზაცია „სა---------–--------------------------------------–-ისათვის“ 100 აშშ დოლარის ეკვივალენტ ფასად ლარობით (დღგ-ის გარეშე) 1000 მ3-ზე ამდენად, განკარგულება განსაზღვრავდა, თუ რა ფასად უნდა მომხდარიყო ტრანზიტის მომსახურების საფასურში დარჩენილი ბუნებრივი გაზის რეალიზაცია კორპორაციაზე. გარდა ამისა, მხარეთა შორის 2011 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული „ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ დღეს მოქმედი ხელშეკრულების 6.7 პუნქტის შესაბამისად, გაზის მიწოდების დასაშვები ცდომილება შეადგენს 6-10%-ს (იხ. 2001 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულება N4----------- „ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდეის შესახებ“;

 

სარჩელის მიხედვით, მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული „ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებების მოთხოვნები, კერძოდ, 2007 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულება „ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ (რომლის 4.1. პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზი მიწოდებული უნდა ყოფილიყო 2008 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), 2008 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულება „ბუნებრივი გაზის ყიდვაგაყიდვის შესახებ“ (რომლის 4.1 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზი მიწოდებული უნდა ყოფილიყო 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), 2009 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულება „ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ (რომლის 4.1. პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზი მიწოდებული უნდა ყოფილიყო 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) და 2010 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულება „ბუნებრივი გაზის ყიდვაგაყიდვის შესახებ“ (რომლის 4.1. პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზი მიწოდებული უნდა ყოფილიყო 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) (ეს უკანასკნელი ხელშეკრულება 2017 წლის 1 სექტემბრიდან გამოცხადდა ძალადაკარგულად მხარეთა შორის 2011 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული „ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების 16.2. პუნქტის საფუძველზე);

 

ხსენებული ხელშეკრულებების მიხედვით, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა ამოიწურა 2011 წელს, რაც, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, უსაფუძვლოს ხდის მოთხოვნას აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნებთან მიმართებაში. ამასთანავე, კორპორაციის 2017 წლის 6 მარტის წერილის დანართი (რომლითაც კორპორაციამ მოითხოვა ბუნებრივი გაზის დავალიანების ანაზღაურება), ითვალისწინებს 2010 და 2011 წლებში მიუწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობებს, რომელთა მიწოღება უნდა მომხდარიყო შესაბამისად, 2010 და 2011 წლებში (იხ. სს „სა---------–--------------------------------------–-ის“ 2017 წლის 6 მარტის #LE060317/08-06 წერილი);

 

სარჩელის მიხედვით, როდესაც მოპასუხის მიერ „რუსული გაზის“ შესაბამისი მოცულობების მოუწოდებლობის გამო, სოციალურ სექტორში შეიქმნა გაზის დეფიციტი, რომლის შევსება მოსარჩელეს მოუხდა „ს-----------------------სგან“ უფრო ძვირ ფასად შესყიდული გაზით, რის გამოც, მან საერთო ჯამში განიცადა ზარალი 3 474 045,87 აშშ დოლარის ოდენობით (3 425 884,68321161,9–3 474 045,87), თუმცა, სარჩელზე დართული საგადასახადო დავალებების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ „ს-----------------------სთვის“ გადახდილი თანხების ჯამი შეადგენს 95 752 602,54 ლარს, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება სარჩელში მითითებული თანხისგან. გარდა ამისა, სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის მიერ „ს-----------------------სგან“ უფრო ძვირ ფასად შესყიდულ იქნა 52 333 326 კუბ/მეტრი ბუნებრივი გაზი (45 077 430+7 257 896–52 კვ 126), მაგრამ სარჩელზე დართული საგადასახადო ანგარიშფაქტურების შესაბამისად, მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის საერთო რაოდენობა შეადგენს 186 34 107 კუბ/მეტრს, რაც აგრეთვე მნიშვნელოვნად აღემატება სარჩელში მითითებულ ბუნებრივი გაზის მოცულობას. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებები არ ადასტურებს სარჩელში მითითებულ გარემოებებს.

 

ამასთანავე, სარჩელის მიხედვით, თუ მოპასუხე სრულად მიაწოდებდა კორპორაციას 52 335 326 კუბ/მეტრ ბუნებრივ გაზს, კორპორაცია ამ შემთხვევაში არათუ ზიანს არ განიცდიდა, არამედ მოგებასაც მიიღებდა, ვინაიდან შესყიდული ბუნებრივი გაზის რეალიზებას სოკართან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 110 აშშ დოლარზე უფრო ძვირად, კერძოდ 115,5 აშშ დოლარად მოახდენდა. ამდენად, როგორც ირკვევა, კორპორაციამ მოახდინა „ს-----------------------სგან“ დამატებით შესყიდული ბუნებრივი გაზის სრულად რეალიზაცია მინიმუმ 115,5 აშშ დოლარად. თუმცა, სარჩელით მოთხოვნილია ზიანის ანაზღაურება არა 115,5, არამედ 100 აშშ დოლართან ფასნამატის (186 (76) აშშ დოლარი და 425 (44,25 აშშ დოლარი) მიხედვით, მაშინ, როდესაც რეალური ზარალი უნდა დაანგარიშებულიყო ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობაში გადახდილი ფასის — ერთ შემთხვევაში 186 აშშ დოლარის (45 077 430 კუბ/მეტრზე) და მეორე შემთხვევაში 154,25 აშშ დოლარის (7 257 896 კუბმეტრზე) 155 აშშ დოლართან სხვაობის მიხედვით. (შეადგენს, შესაბამისად, 3 200 497,53 აშშ დოლარს ნაცვლად 3 425 884,68 აშშ დოლარისა და 284 87242 აშშ დოლარს ნაცვლად 321 161,9 აშშ დოლარისა).

 

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდგომაც (ანუ მას შემდეგ, რაც მოპასუხის ერთადერთ 100%-იან პარტნიორს აღარ წარმოადგენდა „სა---------–--------------------------------------–-ა“ და წარმოადგენდა სახელმწიფო), იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე ბუნებრივი გაზის საკუთარ დანაკარგებს არ აინაზღაურებდა სატრანზიტო მომსახურების საფასურის სახით მიღებული გაზიდან, მაშინ ის იძულებული იქნებოდა შეესყიდა დამატებითი გაზის მოცულობები საბაზრო ფასად, ანუ იმ ფასზე გაცილებით ძვირად, რა ფასადაც კორპორაციამ შეისყიდა ბუნებრივი გაზი „ს-----------------------სგან“, რითაც მოპასუხე და მისი 100%-ანი პარტნიორი - სახელწიფო - მიიღებდა გაცილებით დიდი ოდენობის ზარალს. ამდენად, მოპასუხემ მართებულად იმოქმედა ბიზნეს-გეგმებით დადგენილი წესის შესაბამისად, რომლებიც დამტკიცებული იყო პარტნიორის, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას და ახორციელებდა აღმასრულებელ ხელისუფლებას და სახელმწიფო პოლიტიკას საქართველოს ენერგეტიკის დარგში.

 

ამდენად, კორპორაციის მოთხოვნა ამ ნაწილშიც არის უსაფუძვლო და უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

მოპასუხე ასევე არ ეთანხება კორპორაციის მიერ წარმოდგენილ, შპს „ფ--------------------------------------–--ს“ მიერ 2018 წლის 10 აპრილს მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნას - ბუნებრივი გაზის სრულად მიუწოდებლობის შედეგად დამდგარი ზიანის სამართლებრივ და ფინანსურ გაანგარიშებას. მოპასუხის განმარტებით პირეელ რიგში, აღსანიშნავია, რომ კორპორაციის 2018 წლის 16 აპრილის განცხადების მიხედვით, შპს „ფ--------------------------------------–--“ წარმოადგენს აუდიტორული კომპანიების ე. წ. „დიდი ოთხეულის“ ყველაზე მსხვილი წევრის - P--------------------s-ის დანაყოფს - საქართველოში წარმომადგენელს. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაცია შეგვიძლია ავტორიტეტულად ჩავთვალოთ მხოლოდ ფინანსურ ექსპერტიზასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით. თუმცა, კორპორაციის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის დიდი ნაწილი მოიცავს დამდგარი ზიანის სამართლებრივ ანალიზს, რომელიც, ფაქტობრივად იმეორებს კორპორაციის პოზიციას.

 

გარდა ამისა, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის N19 დანართის სახით (დასკვნის გვ. 19) მითითებულია კორპორაციასა და მოპასუხეს შორის 2012 წლის 20 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ, ხოლო N21-დან N30 დანართების სახით მითითებულია შეთანხმებები აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. აღსანიშნავია, რომ არც ხსენებული ხელშეკრულება და არც მასში შეტანილი ცვლილებები კორპორაციის მიერ არ არის წარმოდგენილი საქმეში სარჩელთან ერთად დანართების სახით. ამასთან, კორპორაციასა და მოპასუხეს შორის გაზის ყიდvა-გაყიდვის თაობაზე გაფორმებული, ჰქონდათ (1) 2007 წლის 28 დეკემბრის, (2) 2008 წლის 5 დეკემბრის, (3) 2009 წლის 25 დეკემბრის, (4) 2010 წლის 21 დეკემბრის ღა (5) 2011 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულებები, რომლებიც დართულია საქმეზე. ამდენად, გაურკვეველია, რომელ ხელშეკრულებებზეა საუბარი ექსპერტიზის დასკვნაში.

 

2016 წლის 29 სექტემბერს მოპასუხემ წერილობით მიმართა მოსარჩელეს. წერილის თანახმად, კორპორაციის მიერ ქვეყნის მასშტაბით ამორტიზებული მილსადენების ნაცვლად ახალი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობამ და ერთიან სისტემაში ჩართვამ უფუნქციოდ დატოვა ჩაჭრილი, ძველი, მწყობრიდან გამოსული მონაკვეთები, მათ შორის, „ს--------------------ს“ 300 და 700 მმ-იანი დიამეტრების მქონე მაგისტრალური გაზსადენის ქ-------- – ზ-----------ს მონაკვეთი, 1755 კმ-დან - 1985 კმ-მდე - სულ 7 კმ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მაგისტრალური გაზსადენების შემომვლელები მოპასუხის მიერ გადაყვანილნი იყვნენ ახალი მონაკვეთების ოპერირებაზე, რის გამოც ძველი, უფუნქციოდ დატოვებული მონაკვეთები დარჩენილი იყო ზედამხედველობის და კონტროლის გარეშე, რაც ზრდიდა მათი დატაცების რისკს, მოპასუხე მიზანეშეწონილად მიიჩნევდა მხარეთა შორის 2011 წლის 30 აგვისტოს გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილელების შეტანას, რაც გულისხმობდა იჯარის ხელშეკრულებიდან მაგისტრალური გაზსადენების უმოქმედო მონაკვეთების ამოღებას (იხ. შპს „სა---------–-----------------------------------------ის“ 2016 წლის 29 სექტემბრის #06-- 980 წერილი). კორპორაციის 2016 წლის 10 ოქტომბრის წერილით კორპორცია მიზანშეწონილად მიიჩნევდა მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის შენარჩუნებას იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში იმ საფუძელით, რომ მისი გამოყენება მომავალში დამატებითი კონსულტაციების/შესწავლის შედეგად შესაძლოა საჭირო გამხადიყო.

 

2017 წლის 11 აპრილის წერილით მოპასუხე არ დაეთანხმა კორპორაციის მოსაზრებებს იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში „ს--------------------ს“ 500 და 700 მმ-იანი დიამეტრების მქონე მაგისტრალური გაზსადენის ქ--------–ზ-----------ს მონაკვეთის (175,5 კმ-დან - 198,5 კმ-მდე - სულ 22 კმ) შენარჩუნების მიზანშეწონილებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო: გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო მონაკვეთის ექსპლუატაციიდან გამოყვანა განხორციელდა ტექნიკურად ურთულესი მდგომარეობიდან (კოროზიული გამჭოლი ხვრელების არსებობა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აღარ ექვემდებარებოდა შეკეთებას და საჭირო ხდებოდა მილსადენის სექციების გამოცვლა - სისტემატიური რემონტი, რაც იწვევდა დიდი ოდენობით ბუნებრივი გაზის ჰაერში გაფრქვევას). გარდა ამისა, „ს--------------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის უმოქმედო მონაკვეთებზე დაერთებული ყველა მომხმარებელი, კორპორაციისვე პროექტის შესაბამისად, გადართულ იქნა ახალ მაგისტრალურ გაზსადენზე, რაც, საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურად შეუძლებელს ხდიდა აღნიშნული მომხმარებლების გაზმომარაგებას ექსპლუატაციიდან ამოღებულ გაზსადენში გატარებული ბუნებრივი გაზის მეშვეობით. ამასთანავე, მხარეთა შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 1.2. პუნქტის მიხედვით, მოპასუხეს საიჯარო ქონება გადაეცა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობისა და შეუფერხებელი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო მონაკვეთი აღარ წარმოადგენდა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის შემადგენელ ნაწილს, ის გამოუსადეგარი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის. შესაბამისად, მოპასუხე იმედს იტოვებდა, რომ მხარეთა შორის გაფორმდებოდა შეთანხმება იჯარის ხელშეკრულებიდან მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო მონაკვეთის ამოღების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხე იხსნიდა ყოველგვარ პასუხისმგებლობას ხსენებულ გაზსადენთან დაკავშირებით (იხ. შპს „სა---------–-----------------------------------------ის“ 2017 წლის 11 აპრილის N02-878 წერილი. კორპორაციის 2017 წლის 9 ივნისის წერილით კორპორაცია კვლავ უარს აცხადებდა გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო, ექსპლუატაციიდან ამოღებული მონაკვეთის იჯარის ხელშეკრულებიდან ამოღების თაობაზე.

 

მოპასუხის 2017 წლის 30 აგვისტოს წერილით კორპორაციას ეცნობა, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს კორპორაციის ინჟინერ-გეოდეზისტი და მოპასუხის სახაზო შემომვლელი აწარმოებდნენ „ს--------------------ს“ 500 მმ-იანი დიამეტრის მქონე მაგისტრალური გაზსადენის 175,5 კმ-დან 1985 კმ-მდე უმოქმედოდ დარჩენილი მონაკვეთის შემოვლა-დათვალიერებას, რა დროსაც გაზსადენის 182-ე კმ-ზე აღმოჩენილ იქნა დაახლოებით 300 მეტრი სიგრძის მილის ფარულად დაუფლების ფაქტი. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა საქართველოს შსს თერჯოლის რაიონულ განყოფილებას, რაზეც მიმდინარეობდა გამოძიება. კორპორაციამ 2017 წლის 6 სექტემბრის წერილით მოპასუხეს მოსთხოვა გაზსადენის დაზიანებული (დატაცებული) მონაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა ან აღდგენასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

 

მოპასუხის 2017 წლის 20 სექტემბრის წერილი კორპორაციას განემარტა, რომ კორპორაციას არაერთგზის ეცნობა იმის თაობაზე (მოპასუხის 2016 წლის 29 სექტემბრის Nო1/06-198 და 2017 წლის 11 აპრილის N02-1994 წერილები), რომ კორპორაციის მიერ ქვეყნის მასშტაბით ამორტიზებული მილსადენების ნაცვლად ახალი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობამ და ერთიან სისტემაში ჩართვამ უფუნქციოდ დატოვა ჩაჭრილი, ძველი, მწყობრიდან გამოსული მონაკვეთები, მათ შორის, „ს--------------------ს“ 500 და 700 მმ-იანი დიამეტრების მქონე მაგისტრალური გაზსადენის ქ---------ზ-----------ს მონაკვეთი, 175,5 კმ–დან - 1985 კმ-მდე — სულ 2 კმ. წერილებში მითითებული იყო მთელი რიგი ტექნიკური ფაქტორები, რის გამოც მიზანშეწონილი იყო მომხდარიყო გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო მონაკვეთის ამოღება მხარეთა შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხე იხსნიდა ყოველგვარ პასუხისმგებლობას მაგისტრალური გაზსადენის უმოქმედო მონაკვეთებთან დაკავშირებით. მიუხედავად მოპასუხის მხრიდან არაერთგზის მოთხოვნისა და წარმოდგენილი ტექნიკურად დასაბუთებული არგუმენტაციისა, კორპორაციის მიერ არ იქნა გაზიარებული მოპასუხის პოზიცია. შესაბამისად, მოპასუხემ უარი განაცხადა გაზსადენის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენაზე ან აღდგენისთვის საჭირო ხარჯების გაწევაზე. 2017 წლის 5 ოქტომბერს კორპორაციამ წერილით მიმართა მოპასუხეს, სადაც არ ეთანხმებოდა მოპასუხის მოსაზრებებს და ვინაიდან ქვეყანაში ბუნებრივი გაზის მუდმივად მზარდი მოხმარების გამო მომავალში საჭირო გახდებოდა გაზსადენის ხსენებული უმოქმედო მონაკვეთის მაგისტრალური გაზსადენების სისტემაში ჩართვა, მოითხოვდა გაზსადენის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის მიერ არაერთგზის ეთხოვა კორპორაციას 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან „ს--------------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის ქ---------ზ-----------ს უმოქმედო, ექსპლუატაციიდან გამოსული მონაკვეთის ამოღების თაობაზე, ეცნობა, რომ გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო მონაკვეთის ექსპლუატაციიდან გამოყვანა განხორციელდა ტექნიკურად ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე (კოროზიული გამჭოლი ხვრელების არსებობა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აღარ ექვემდებარებოდა შეკეთებას და საჭირო ხდებოდა მილსადენის სექციების გამოცვლა - სისტემატიური რემონტი, რაც იწვევდა დიდი ოდენობით ბუნებრივი გაზის ჰაერში გაფრქვევას), გაზსადენის უმოქმედო მონაკვეთებზე დაერთებული ყველა მომხმარებელი გადართული იყო ახალ მაგისტრალურ გაზსადენზე, რაც, საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურად შეუძლებელს ხდიდა აღნიშნული მომხმარებლების ძველ გაზსადენზე გადართვას, გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო მონაკვეთი აღარ წარმოადგენდა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის შემადგენელ ნაწილს და არსებობდა მისი დატაცების რისკი, რის გამოც გამოუსადეგარი იყო იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის და გაფრთხილებულ იქნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ მოხდებოდა ხსენებული გაზსადენის იჯარის ხელშეკრულებიდან ამოღება, მოპასუხე იხსნიდა ყოველგვარ პასუხისმგებლობას ხსენებულ გაზსადენთან დაკავშირებით. კორპორაცია ჯიუტად აცხადებდა უარს შესაბამისი შეთანხმების გაფორმებაზე, იმ საფუძვლით, რომ მომავალში შესაძლო იყო გაზსადენის გამოყენება საჭირო გამხადიყო, რითაც აიძულებდა მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში გაეწია ხარჯები (რაც გულისხმობს სახაზო შემომვლელის გამოყოფას, საიჯარო ქირის გადახდას) და აეღო პასუხისმგებლობა ისეთი გაზსადენის მიმართ, რომელიც გამოუსადეგარი იყო იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის. ამასთანავე, „ს--------------------“ მაგისტრალური გაზსადენის ქ--------–ზ-----------ს უმოქმედო მონაკვეთი დღესაც არ არის ექსპლუატაციაში შეყვანილი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მიიჩნევს რომ კორპორაციის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. (იხ. დაზუსტებული შესაგებელი, ტომი III, ს.ფ. 173-196)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის განხორციელების, ასევე არსებული მილსადენებისა და ინფრასტრუქტურის მართვისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ს----------–-------------------–--------------------–---“ (რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა“) მიერ 1999 წლის 28 დეკემბერს მიღებულ იქნა 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ დაფუძნების გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,ს----------–-------------------–--------------------–---“ გადაწყვეტილება შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ დაფუძნების დაფუძნების თაობაზე (ტომი I, ს.ფ. 31);

- ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 30 დეკემბრის დადგენილება შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე (ტომი I, ს.ფ. 32);

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 33-35);

- შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ წესდება (ტომი I, ს.ფ. 36-41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა“ დაფუძნების დღიდან წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილის მესაკუთრეს. თავის მხრივ, ხსენებული ქონება სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა“-ს გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის #206 ბრძანებულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის #206 ბრძანებულება (ტომი I, ს.ფ. 42-44);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 2001 წლის პირველ თებერვალს სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა“-ს და შპს ,,სა---------–-----------------------------------------ას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა მის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის მილსადენები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ხოლო კომპანიამ იკისრა საქართველოს ტერიტორიაზე გაზის უსაფრთხო ტრანსპორტირების, ტრანზიტის და მიწოდების ვალდებულება.

 

მითითებული ხელშეკრულება მოქმედებდა 2006 წლის პირველ აგვისტომდე. 2006 წლის პირველ აგვისტოს (4 წლით) მხარეებს შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომლის მიზნები იყო 2001 წლის პირველ თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ანალოგიური (ანუ, კომპანია ვალდებული იყო უზრუნველეყო ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის შეუფერხებლად განხორციელება), შპს ,,სა---------–-----------------------------------------ას“ კი კვლავ სრულად გადაეცა სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა“-ს საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის მილსადენები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2001 წლის 01 თებერვლის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 45-50);

- 2006 წლის 01 აგვისტოს #სხ-43-06 ხელშეკრულება მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების და სხვა ქონების იჯარით გადაცემის შესახებ (ტომი I, ს.ფ. 51-58);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. 2006 წლის პირველ აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2010 წლის 30 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა #სხ-3-------- ხელშეკრულება, ხოლო 2011 წლის 31 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა ახლი #7----------- ხელშეკრულება (რომელიც დღესაც ძალაშია).

 

ორივე ხელშეკრულების მიზანი იყო 2001 წლის პირველ თებერვალს გაფორმებული და 2006 წლის პირველ აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებების ანალოგიური (ანუ, კომპანია ვალდებული იყო უზრუნველეყო ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის შეუფერხებლად განხორციელება), შპს ,,სა---------–-----------------------------------------ას“ კი კვლავ სრულად გადაეცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის მილსადენები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 31 აგვისტოს #7----------- იჯარის ხელშეკრულება დანართით (ტომი I, ს.ფ. 62-92);

- 2010 წლის 30 ივლისის #სხ-3-------- ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 93-98);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. 2013 წლის 30 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა #5----------- სასყიდლიანი შენახვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შესანახად გადასცა მაგისტრალური გაზსადენების გარკვეული უმოქმედო მონაკვეთები.

 

მომსახურების ფასი და მახასიათებლები განისაზღვრა ხელშეკრულების დანართ N1 და დანართ N2-ში, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულერბას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

 

მხარეთა შეთანხმებით, ყოველი თვის დასრულებისას ,,მიმწოდებელსა“ და შემსყიდველს შორის გაწეული მომსახურების თაობაზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქრი, რომელსაც ხელს აწერენ მხარეთა მიერ უფლებამოსილი პირები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული #5----------- სახელმწიფო შესყიდვის (შენახვის) ხელშეკრულება დანართით (ტომი I, ს.ფ. 99-107);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.6. 2013 წლის 30 დეკემბრის #5----------- ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო, მოპასუხისათვის შესანახად მიბარებული ქონება უნდა დაბრუნებოდა მოსარჩელეს. ვინაიდან მაგისტრალური გაზსადენები წარმოადგენს სპეციფიური ხასიათის ქონებას, ამასთან მოპასუხისათვის შესანახად გადაცემული გაზსადენების უმეტესი ნაწილი განლაგებული იყო მიწისქვეშ, მხარეთა მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხის მიერ ქონების უკან დაბრუნებამდე ჩატარებულიყო მათი აზომვა.

 

სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 06 მაისის N0-------- ბრძანებით შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია, რომელსაც დაევალა კორპორაციის ბალანსზე რიცხული ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენის ბრძანების დანართით გათვალისწინებული გარკვეული მონაკვეთების ფაქტიური მდგომარეობის შესწავლა. კომისიის შემადგენლობა დაკომპლექტებული იყო, როგორც კორპორაციის, ასევე შპს ,,საქართველოს გ---------------------------------------“ წარმომადგენლებით, სულ ჯამში 12 წევრისაგან.

 

ერთობლივმა საინვენტარიზაციო კომისიამ ბუღალტრული ნაშთის ნაწილში გრძივი მეტრების განსაზღვისას იხელმძღვანელა მაგისტრალური გაზსადენებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაციით დადგენილი პიკეტების/ზომების მიხედვით.

 

ინვენტარიზაციით განსაზღვრული პროცედურების სრულყოფილად წარმართვის მიზნით, გაზსადენის იმ მონაკვეთებში სადაც ტექნიკურად ვერ ხერხდებოდა მეტალო-დეტექტორით მილის ზუსტი ადგილმდებარეობის და სიგრძის დადგენა, აზომვები განხორციელდა მძიმე ტექნიკის გამოყენებით და დაზუსტდა ზოგიერთი გაზსადენის სიგრძე/დიმაეტრი. მიღებული შედეგების გათვალისწინებით კომისიის მიერ შედგენილი იქნა შედარების ოქმი, სადაც საბუღალტრო აღრიცხვის მიხედვით მონაკვეთების სიგრძეები შედარდა ფაქტიურად აზომილს და გამოვლინდა გარკვეული სხვაობები.

 

გაზსადენების აზომვის შედეგად გამოირკვა, რომ #5----------- ხელშეკრულებით მოპასუხისათვის გადაცემული ქონების ნაწილი ადგილზე არ იმყოფებოდა.

 

კომისიის მოხსენებით ბართს ხელს აწერს კომიიის თავმჯდომარე და შვიდი წევრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სა---------–--------------------------------------–-ის ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 126-128)

- კომისიის მოხსენებითი ბარათი (ტომი I, ს.ფ. 108-112);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.7. 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული #7----------- იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის იჯარით გადაცემულ ქონებაზე საინვენტარიზაციო კომისიის მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი სახის დანაკლისები:

 

ა) მოპასუხისათვის გადაცემული ქონებიდან ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 720 დიამეტრის 85.0-დან 86.3-კმ-მდე მონაკვეთი, სიგრძით 1.3 კმ. როგორც ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, ამ დროისათვის ადგილზე 1.3 კმ-ს ნაცვლად აღმოჩნდა 1.202 კმ. დანაკლისმა შეადგინა 0.098 კმ.

 

დაკარგული გაზსადენის 0.098 კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით 15 280.00 ლარი შეადგინა.

 

ბ) #7----------- იჯარის ხელშეკრულებით მოპასუხეს იჯარის უფლებით გადაეცა ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენის II ხაზის 529 დიამეტრის 81.3 კმ-დან 83.5 კმ-მდე მონაკვეთი, სიგრძით 2.2 კმ. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, ადგილზე 2.2 კმ-ს ნაცვლად აღმოჩნდა 1.967 კმ. დანაკლისმა შეადგინა 0.233 კმ. (2.2 კმ-ს - 1.967 კმ. = 0.233 კმ).

 

დაკარგული გაზსადენის 0.233 კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით 24 140.00 ლარი შეადგინა.

 

გ) #7----------- იჯარის ხელშეკრულებით მოპასუხეს იჯარის უფლებით გადაეცა ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 529 დიამეტრის 180 კმ-დან 185 კმ-მდე მონაკვეთი. ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ გაზსადენის მოცემულ მონაკვეთზე, კერძოდ - 182.8 კმ-დან 184 კმ-მდე, ადგილზე აღარ იყო გაზსადენის გარკვეული მონაკვეთები, კერძოდ: 182.834-კმ-დან 182.864-კმ-მდე აღმოჩნდა მხოლოდ 30 მეტრი, 182.904-კმ-დან 182.962-კმ-მდე აღმოჩნდა 58 მეტრი, 183.185-კმ-დან 183.314-კმ-მდე 129 მეტრი და 183.376-კმ-დან 183.707-კმ-მდე 331 მეტრი (ანუ, ჯამურად აღმოჩნდა 548 მეტრი), შესაბამისად, ჯამურმა დანაკლისმა შეადგინა 504 მეტრი (1 052 მ - 548 = 504 მ, ანუ 0.504 კმ).

 

დაკარგული გაზსადენი 0.504 კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით 52 150.00 ლარი შეადგინა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კომისიის მოხსენებითი ბარათი (ტომი I, ს.ფ. 108-112);

- სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ 2017 წლის 10 იანვრის #L-----------02 წერილი (ტომი I, სფ. 129-132)

- სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 19 მაისის #5--------- დასკვნა(ტომი I, ს.ფ. 138-149)

 

3.1.8. 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული #5----------- შენახვის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის შესანახად გადაცემულ ქონებაზე სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 06 მაისის N0-------- ბრძანებით შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისიის გამოვლენილი იქნა შემდეგი სახის დანაკლისი:

 

ა) მოპასუხეს შესანახად გადაცემული ქონდა 529 მმ დიამეტრიანი ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 185.0-კმ-დან 187.4-კმ-მდე მონაკვეთი, რომლის სიგრძე შეადგენდა 2.4 კმ-ს. გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული აზომვებით გაირკვა, ადგილზე განთავსებული იყო მხოლოდ გაზსადენის 1 972 მეტრიანი მონაკვეთი, დანაკლისის ოდენობამ 185.0-კმ-დან 187.4-კმ-მდე მონაკვეთზე შეადგინა 428 მეტრი (2 400 - 1 972 = 428 მ, ანუ 0.428 კმ).

 

დაკარგული გაზსადენის 0.428 კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად შეადგინა 44 300.00 ლარი.

 

ბ) მოპასუხეს #5----------- ხელშეკრულებით შესანახად გადაცემული ქონდა 529 მმ დიამეტრიანი ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 188.9-კმ-დან 191.8-კმ-მდე მონაკვეთი, სიგრძით 2.606 კმ. გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული აზომვებით გაირკვა, ადგილზე განთავსებული იყო მხოლოდ გაზსადენის 1 475 მეტრიანი მონაკვეთი, შესაბამისად, დანაკლისის ოდენობამ გაზსადენის 188.9-კმ-დან 191.8-კმ-მდე მონაკვეთზე შეადგინა 1 131 მეტრი (2 606 - 1 475 = 1 131 მ, ანუ 1.131 კმ).

 

დაკარგული გაზსადენის 1.131 კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად შეადგინა 136 500.00 ლარი.

 

გ) მოპასუხეს #5----------- ხელშეკრულებით შესანახად გადაცემული ქონდა ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 193.8-კმ-დან 194.22-კმ-მდე 529 დიამეტრიანი გაზსადენი, სიგრძით 0.420 კმ. გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული გამოკვლევებით გაირკვა, გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთი სრულად არის დაკარგული.

 

დაკარგული გაზსადენის 0.420 კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად შეადგინა 50 700.00 ლარი.

 

დ). მოპასუხეს #5----------- ხელშეკრულებით შესანახად გადაცემული ქონდა ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 197.72-კმ-დან 198.92-კმ-მდე 529 მმ დიამეტრიანი გაზსადენი, სიგრძით 1.001 კმ. გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული აზომვებით გაირკვა, ადგილზე განთავსებული იყო მხოლოდ გაზსადენის 839 მეტრიანი მონაკვეთი, შესაბამისად, დანაკლისის ოდენობამ გაზსადენის 197.72-კმ-დან 198.92-კმ-მდე მონაკვეთზე შეადგინა 162 მეტრი (1 001 - 839 = 162 მ, ანუ 0.162 კმ).

 

დაკარგული გაზსადენის 0.162 კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად შეადგინა 22 400.00 ლარი.

 

ე) მოპასუხეს #5----------- ხელშეკრულებით შესანახად გადაცემული ქონდა 529 მმ დიამეტრის ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 198.92-კმ-დან 200.12-კმ-მდე (სიგრძით 0.305 კმ), 200.12-კმ-დან 200.84-კმ-მდე (სიგრძით 0.72 კმ) და 200.84-კმ-დან 201.22-კმ-მდე (სიგრძით 0.38 კმ) მონაკვეთები. გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული აზომვებით გაირკვა, ადგილზე საერთოდ აღარ არსებობს გაზსადენის ხსენებული მონაკვეთები.

 

დაკარგული გაზსადენის 0.305 კმ, 0.72 კმ და 0.38 კმ-იანი კმ-იანი მონაკვეთების საბაზრო ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად შეადგინა 176 150.00 ლარი.

 

ვ) მოპასუხეს #5----------- ხელშეკრულებით შესანახად გადაეცა 529 მმ დიამეტრის ვ-–-----------------–---ს მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 202.22-კმ-დან 206.52-კმ-მდე (სიგრძით 0.031 კმ) და 206.52-კმ-დან 215.8-კმ-მდე (სიგრძით 6.061 კმ) მონაკვეთები - ჯამურად 6.092 კმ. გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული აზომვებით გაირკვა, რომ ამ დროისათვის ადგილზე გაზსადენების ხსენებული მონაკვეთებიდან არსებობს მხოლოდ 5.634 კმ, 0.458 კმ მონაკვეთი კი დაკარგულია.

 

დაკარგული გაზსადენის 0.458 კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად შეადგინა 48 500.00 ლარი.

 

ზ) მოპასუხეს #5----------- ხელშეკრულებით შესანახად გადაცემული ქონდა გაზსადენის ,,უდაბნოსა~ (საერთო სიგრძე 1.44 კმ) და ალასტანის (საერთო სიგრძე 0.080 კმ) განშტოებები, ჩატარებული აზომვების შედეგად გამოვლინდა, რომ დანაკლისებს ამ მონაკვეთებზეც ქონდა ადგილი, კერძოდ - ალასტანის განშტოება საერთოდ ვერ იქნა მოძიებული, ხოლო უდაბნოს განშტოებაზე დანაკლისმა 0.192 კმ შეადგინა.

 

ალასტანის განშტოების დაკარგული გაზსადენის საბაზრო ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 8 თებერვლის #5--------- დასკვნით შეადგინა 430 ლარი, ხოლო უდაბნოს განშტოებაზე გამოვლენილი დანაკლისის ღირებულებამ 2 910 ლარი (1 მეტრის ღირებულება 15.15625 ლარი. 15.15625 ლარი X 192 მეტრზე = 2 910 ლარი).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კომისიის მოხსენებითი ბარათი (ტომი I, ს.ფ. 108-112);

- სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ 2017 წლის 10 იანვრის #L-----------02 წერილი (ტომი I, სფ. 129-132)

- სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 19 მაისის #5--------- დასკვნა(ტომი I, ს.ფ. 138-149)

- სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 8 თებერვლის #5--------- დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 154-158)

 

3.1.9. 2015 წლის პირველ დეკემბერს #1/02/01-12/4 წერილით მიმართა მოსარჩელეს შპს ,,სა---------–-----------------------------------------ამ“ და აცნობა, რომ 2015 წლის 17-20 ნოემბერს, გურიის რეგიონში დიდი ოდენობით მოსული ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე სუფსამ, სოფელ ძიმითთან გააშიშვლა მოსარჩელის კუთვნილი ,,ქ-----------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 529 მმ-იანი განშტოების 28-ე კმ-ზე არსებული მონაკვეთი.

 

აღნიშნული მონაკვეთი მხარეთა შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული #7----------- იჯარის ხელშეკრულებით მოპასუხეს ჰქონდა გადაცემული.

 

მოპასუხის განცხადებით, მდგომარეობა იყო მეტად საგანგაშო და არსებობდა გაზსადენის გაწყვეტის რეალური საფრთხე, რაც გამოიწვევდა მთლიანად აჭარის რეგიონისა და გურიის გარკვეული სოფლებისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტას. წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის, გაზსადენის დაზიანებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმეში შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მოპასუხის განცხადებით აუცილებელი იყო გაზსადენის გარკვეულ ნაწილზე კაპიტალური რემონტის ჩატარება, რისთვისაც საჭირო იყო 330 გრძივი მეტრი 529 მმ-იანი მილი, 6 ერთეული 529 მმ-იანი მუხლები და 60 გრძივი მეტრი 529 მმ-იანი მეორადი მილი (ბურჯებისთვის). ამავე წერილით, მოპასუხემ განაცხადა მზადყოფნა, რომ თუ კორპორაცია უზრუნველყოფდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მასალების მიწოდებას, კომპანია საკუთარი ხარჯით განახორციელებდა კაპიტალურ სამუშაოებს.

 

შექმნილი რთული მდგომარეობის გათვალისწინებით, კორპორაცია დაეთანხმა მოპასუხის წინადადებას, აღნიშნული საკითხების დარეგულირების მიზნით კი მხარეთა შორის 2015 წლის 2 დეკემბერს გაფორმდა #7----------- შეთანხმება.

 

შეთანხმების ფარგლებში მოპასუხემ განახორციელა კაპიტალური სამუშაოები (რაც გულისხმობდა გაზსადენიდან დაზიანებული მონაკვეთის ამოჭრას და იმ ადგილას ახალი მონაკვეთის აშენებას.

 

დაზიანებული მონაკვეთის დემონტაჟის შედეგად მიღებული მილები - 149.2 მეტრი დატაცებულ იქნა.

 

დატაცებული მილების ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 30 დეკემბრის #5--------- დასკვნით შეადგინა 13 428 ლარი.

2016 წლის 28 ივლისის წერილით მოპასუხემ აცნობა კორპორაციას, რომ ,,ქ-----------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 529 მმ-იანი დიამეტრის მქონე განშტოების 28-ე კმ-ზე არსებული მონაკვეთის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დროს დემონტირებული 18 ერთეული (ანუ 204 გრძივი მეტრი) 529 მმ-იანი დიამეტრის მქონე მილი დატაცებულ იქნა უცხო პირების მიერ, რაზეც საქართველოს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს მიერ დაწყებულ იქნა სისხლისსამართლებრივი დევნა (სისხლის სამართლის საქმე #0----------1).

 

2016 წლის 25 აგვისტოს კორპორაციამ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის მილების დაბრუნება იყო შესაძლებელი კორპორაციისთვის დაუზიანებელ (პირვანდელ) მდგომარეობაში და ასევე განსაზღვრულიყო პერიოდი მათი ტრანსპორტირებისა და დაბრუნებისთვის კორპორაციის კუთვნილ ლანჩხუთის მილსაწყობში. აგრეთვე, მოთხოვნილ იქნა მოპასუხის პოზიცია დატაცების შედეგად დაზიანებული მილების დაბრუნების ფაქტთან დაკავშირებით.

 

მოპასუხის 2016 წლის 20 სექტემბრის წერილით კორპორაციას ეცნობა, რომ მილების დაბრუნება წარმოადგენდა გამოძიების პრეროგატივას. ხოლო მილების კორპორაციის კუთვნილ ლანჩხუთის მილსაწყობში დასაწყობების საკითხთან დაკავშირებით კორპორაციას განემარტა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 2 დეკემბერს დადებული შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ 2015 წლის პირველი დეკემბრის #1/02/01-12/4 წერილი (ტომი I, ს.ფ. 159)

- შპს ,,სა---------–-----------------------------------------ასა“ და სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ შორის 2015 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული #7----------- შეთანხმება (ტომი I, ს.ფ. 160-161)

- სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 30 დეკემბრის #5--------- დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 167-175);

- მიმოწერა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის მილების დატაცების შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით (ტომი I, ს.ფ. 162-166)

- შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ 2016 წლის 20 სექტემბრის #1/02-920 წერილი (ტომი III, ს.ფ. 332);

 

3.1.10. სს „სა---------–--------------------------------------–-ა“ წარმოადგენს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოს, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის სფეროში ახორციელებს სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ,,კორპორაცია“ დაფუძნების დღიდან აქტიურად მონაწილეობს მოსახლეობისა და საწარმოების ბუნებრივი გაზით შეუფერხებელი და უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფის საკითხში. ბუნებრივი გაზის სექტორთან დაკავშირებულ საქმიანობაში ,,კორპორაციის“ მონაწილეობის ფორმები და მექანიზმები დარეგულირებულია სხვადასხვა ხელშეკრულებებით (მათ შორის საქართველოს მთავრობის მიერ სოციალური სექტორის გაზით მომარაგების მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიასთან (ს-------) 2008 წლის 14 დეკემბერს, 2010 წლის 31 აგვისტოს და 2011 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული მემორანდუმებით) და ნორმატიული აქტებით.

 

საქართველოს მთავრობის 2008 წლის პირველი თებერვლის #01 განკარგულებით, შპს ,,სა---------–-----------------------------------------ას“ დაევალა 2008 წლის პირველი იანვრიდან, რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის საფასურში დარჩენილი ბუნებრივი გაზის რეალიზაცია მოეხდინა შპს ,,სა---------–--------------------------------------–-ისათვის“ (ამჟამინდელი სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა“), რა დროსაც 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი განისაზღვრებოდა 110 აშშ დოლარით.

 

მხარეთა შორის სხვადასხვა დროს გაფორმდა ,,ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებები, კერძოდ: 2007 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულება ,,ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზი მიწოდებული უნდა ყოფილიყო 2008 წლის 01 იანვრიდან 2008 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 2008 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულება ,,ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზი მიწოდებული უნდა ყოფილიყო 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 2009 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულება ,,ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზი მიწოდებული უნდა ყოფილიყო 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და 2010 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულება ,,ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზი მიწოდებული უნდა ყოფილიყო 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს მთავრობის 2008 წლის პირველი თებერვლის #01-ს განკარგულება მასში შესულ ცვლილებებთან ერთად (ტომი I, ს.ფ. 190-198);

- შპს ,,სა---------–-----------------------------------------ასა“ და სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ შორის 2007 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის #ნა-1----- ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 199-207);

- შპს ,,სა---------–-----------------------------------------ასა“ და სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ შორის 2008 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის #ნა-3-------- ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 208-2013);

- შპს ,,სა---------–-----------------------------------------ასა“ და სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ შორის 2009 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის #ნა-2-------- ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 214-219);

- შპს ,,სა---------–-----------------------------------------ასა“ და სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ შორის 2010 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის #ნა-2-------- ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 220-225);

- შპს ,,სა---------–-----------------------------------------ასა“ და სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ შორის 2010 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის #ნა-2-------- ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 226-234);

- საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის 2011 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული მემორანდუმი (ტომი I, ს.ფ. 235-250);

- სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის 2012 წლის 20 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 251-313);

- სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის 2012 წლის 31 ივლისს გაფორმებული შეთანხმება (ტომი I, ს.ფ. 314-321);

 

3.1.11. 2017 წლის 31 დეკემბერს სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა“-მ წერილობით მიმართა მოპასუხეს. წერილის თანახმად, კორპორაციასა და მოპასუხეს შორის 2011 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული ,,გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ ხელშეკრულება ითვალისწინებდა მოპასუხის მიერ სომხეთის რესპუბლიკაში ტრანზიტის სახით გატარებული რუსული გაზის საფასურად მიღებული გაზის მიწოდების ვალდებულებას. ბუნებრივი გაზის ამავე მოცულობის ქვეყნის სოციალური სექტორის გაზმომარაგებაში ჩართული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის შვილობილი კომპანიისათვის მიწოდების ვალდებულება ნაკისრი ჰქონდა საქართველოს მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის 2011 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ტრანზიტის საფასურის სახით რუსული კომპანია ,,გ----------------------გან“ მიღებული გაზის მოცულობებსა და 2011 წლის 18 აგვისტოს ,,გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე კორპორაციისთვის მისაწოდებელი გაზის მოცულობებს შორის ბალანსის დასადგენად, კორპორაციის მიერ მოთხოვნილ იქნა მოპასუხესა და ,,გ--------------------ს“ შორის გაფორმებული შედარების აქტის ასლი და შესაბამისი ინფორმაცია.

 

შპს ,,სა---------–-----------------------------------------ა“-ს 2017 წლის 22 თებერვლის წერილით მოსარჩელეს მიეწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

2017 წლის 6 მარტს სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა“-მ წერილით მიმართა მოპასუხეს, სადაც აღნიშნავდა, რომ ვინაიდან მოპასუხეს კორპორაციისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ვალდებულება ჯეროვნად არ ჰქონდა შესრულებული, სოციალური სექტორის მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის დეკემბერში კორპორაციას სხვა წყაროდან მოუხდა ძვირადღირებული ბუნებრივი გაზის შესყიდვა, რის გამოც, კორპორაცია მოითხოვდა დავალიანების _ 52.335 მლნ კუბ/მეტრი გაზის დავალიანების დაფარვას.

 

მოპასუხის 2017 წლის 11 აპრილის წერილით კორპორაციას ეცნობა, რომ მოპასუხეს კორპორაციის მიმართ ბუნებრივი გაზის დავალიანება არ გააჩნდა შემდეგ გარემოებათა გამო:

- 2008-2016 წლების განმავლობაში მოპასუხის მიერ კორპორაციისთვის მიწოდებულ იქნა სომხეთში განხორციელებული ბუნებრივი გაზის ტრანზიტის საფასურის სახით კუთვნილი გაზის 96,92%, რაც წარმოადგენდა 1 648 707 274 კუბ/მეტრს.

 

- 2008-2011 წლებში მოპასუხის ერთადერთ 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს წარმოადგენდა ,,სა---------–--------------------------------------–-ა“. შესაბამისად, მოპასუხის წესდების მიხედვით, ,,სა---------–--------------------------------------–-ა“, როგორც პარტნიორი, ყოველწლიურად ახდენდა მოპასუხის მიერ წარდგენილი ბიზნეს-გეგმის დამტკიცებას.

 

- ზემოაღნიშნულის თანახმად, 2008-2011 წლებში დაგეგმილი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია ბიზნეს-გეგმების სახით დამტკიცდა ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ მიერ. აღნიშნულ ბიზნეს-გეგმებში, შემოსავლების სტრუქტურაში მოცემული იყო გაზის მიწოდებიდან (რეალიზაციიდან) მიღებული შემოსავალი, რომელიც ანგარიშდებოდა შემდეგი მეთოდით: სარეალიზაციო მოცულობას წარმოადგენდა რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით დაგეგმილი ტრანსპორტირებული (ტრანზიტად გატარებული) გაზის 10% ოდენობას გამოკლებული მილსადენში ბუნებრივი გაზის დანაკარგების საპროგნოზო მოცულობა, რაც, ბიზნეს-გეგმების მიხედვით, 2008 წელს შეადგენდა მილსადენში შემავალი გაზის წლიური მოცულობის 0,5%-ს, 2009 წელს _ 0,57%-ს, 2010 წელს _ 0,60%-ს, 2011 წელს კი _ 0,71%-ს. აღნიშნული დანაკარგების საპროგნოზო მოცულობა კორპორაციისთვის მისაწოდებელი გაზის მოცულობასთან მიმართებაში 2008 წელს წარმოადგენდა 5%-ს, 2009 წელს _ 5,7%-ს, 2010 წელს _ 6%-ს, 2011 წელს კი _ 7,1% ბუნებრივ გაზს. რეალიზაციიდან მისაღები შემოსავალი კი შესაბამისად გამოანგარიშებული იყო სარეალიზაციო მოცულობის ნამრავლით 110 აშშ დოლარზე (მოპასუხესა და კორპორაციას შორის გაფორმებული ,,ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებების თანახმად) და შესაბამის აშშ დოლარსა და ლარს შორის არსებულ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსზე.

 

- ვინაიდან აღნიშნულ ბიზნეს-გეგმებში (რომლებიც დამტკიცდა 2008-2011 წლებში) მკაფიოდ იყო გათვალისწინებული მილსადენში ბუნებრივი გაზის დანაკარგები, რაც ამცირებდა ,,სა---------–--------------------------------------–-ისათვის“ მისაწოდებელი გაზის მოცულობას, რომელსაც კორპორაცია ეთანხმებოდა (ამტკიცებდა რა ბიზნეს-გეგმებს), რაც იმას ნიშნავდა, რომ მოპასუხე უფლებამოსილი და უფრო მეტიც, ვალდებული იყო ემოქმედა ამ ბიზნეს-გეგმების ფარგლებში.

 

- აღნიშნული პრაქტიკა გაგრძელდა 2012-2016 წლებში და მოპასუხის ახალი 100%-იანი პარტნიორის _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (2012-2013 წლებში _ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო) მიერ დამტკიცებულ ყოველწლიურ ბიზნეს-გეგმებში, კორპორაციისთვის მისაწოდებელი გაზის მოცულობა გათვალისწინებული იყო სატრანზიტო მომსახურების საფასურად მისაღები გაზიდან საპროგნოზო დანაკარგების მოცულობის გამოკლებით. ბიზნეს-გეგმების მიხედვით კი, 2012 წლის საპროგნოზო დანაკარგის მოცულობა წარმოადგენდა მილსადენში გატარებული გაზის 0,71%-ს, 2013 და 2014 წლების _ 0,63%-ს, 2015 წლის _ 0,69%-ს, ხოლო 2016 წლის _ 0,83%-ს. აღნიშნული დანაკარგების საპროგნოზო მოცულობა კორპორაციისთვის მისაწოდებელი გაზის მოცულობასთან მიმართებაში 2012 წელს წარმოადგენდა 7,1%-ს, 2013 წელს _ 6,3%-ს, 2014 წელს _ 6,25%-ს, 2015 წელს _ 6,9%-ს, ხოლო 2016 წელს _ 8,34% ბუნებრივ გაზს.

 

- ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2008-2016 წლებში შესაბამისი ბიზნეს-გეგმებით დამტკიცებული დასაშვები ბუნებრივი გაზის დანაკარგი, რომელიც დაკომპენსირებული უნდა ყოფილიყო სატრანზიტო მომსახურების საფასურიდან მიღებული გაზით, შეადგენდა 108 624 486 კუბ/მეტრს, რაც გაცილებით მეტი იყო კორპორაციის მიერ მოთხოვნილ მოცულობაზე. შესაბამისად, მოპასუხეს კორპორაციის მიმართ ბუნებრივი გაზის დავალიანება არ გააჩნდა.

 

- გარდა ამისა, 2008-2011 წლებში დაგეგმილი ხარჯებისა და შემოსავლების სტრუქტურაზე იყო დამოკიდებული მოპასუხის მოგება, რომლის განაწილებისა და განკარგვის უფლებამოსილებაც ჰქონდა ,,სა---------–--------------------------------------–-ას“. იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე ბუნებრივი გაზის საკუთარ დანაკარგებს არ აინაზღაურებდა სატრანზიტო მომსახურების საფასურის სახით მიღებული გაზიდან, მაშინ ის იძულებული იქნებოდა შეესყიდა დამატებითი გაზის მოცულობები საბაზრო ფასად. ვინაიდან ხსენებულ წლებში მოპასუხის მესაკუთრეს წარმოადგენდა ,,სა---------–--------------------------------------–-ა“, მის ინტერესებში შედიოდა მოპასუხის მომგებიანობაც, ამიტომ დანაკარგების ანაზღაურება ხდებოდა სატრანზიტო საფასურის სახით მიღებული გაზიდან, რასაც მოწმობდა შესაბამისი ბიზნეს-გეგმები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ წერილები შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე (ტომი II, ს.ფ. 421-427);

- შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ 2017 წლის 11 აპრილის #1/05-1-901 წერილი (ტომი III, ს.ფ. 339-341);

- შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ პარტნიორის გადაწყვეტილებები ბიზნეს-გეგმების დამტკიცების შესახებ და ამონარიდები ბიზნეს-გეგმებიდან (ტომი III, ს.ფ. 342-379);

 

3.1.12. სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა“-სა და შპს ,,სა---------–-----------------------------------------ა“-ს შორის დადებული #7----------- იჯარის ხელშეკრულებით მოპასუხეს იჯარის უფლებით გადაცემული აქვს ასევე ,,ს--------------------ს“ D---------- მმ მაგისტრალური გაზსადენის 175,5 კმ-დან 198,5 კმ-მდე მონაკვეთი.

 

2016 წლის 29 სექტემბერს მოპასუხემ წერილობით მიმართა მოსარჩელეს, რომლის თანახმად, კორპორაციის მიერ ქვეყნის მასშტაბით ამორტიზებული მილსადენების ნაცვლად ახალი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობამ და ერთიან სისტემაში ჩართვამ უფუნქციოდ დატოვა ჩაჭრილი, ძველი, მწყობრიდან გამოსული მონაკვეთები, მათ შორის, ,,ს--------------------ს“ 500 და 700 მმ-იანი დიამეტრების მქონე მაგისტრალური გაზსადენის ქ---------ზ-----------ს მონაკვეთი, 175,5 კმ-დან - 198,5 კმ-მდე სულ 22 კმ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მაგისტრალური გაზსადენების შემომვლელები მოპასუხის მიერ გადაყვანილნი იყვნენ ახალი მონაკვეთების ოპერირებაზე, რის გამოც ძველი, უფუნქციოდ დატოვებული მონაკვეთები დარჩენილი იყო ზედამხედველობის და კონტროლის გარეშე, რაც ზრდიდა მათი დატაცების რისკს, მოპასუხე მიზანშეწონილად მიიჩნევდა მხარეთა შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილელების შეტანას, რაც გულისხმობდა იჯარის ხელშეკრულებიდან მაგისტრალური გაზსადენების უმოქმედო მონაკვეთების ამოღებას

 

სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ 2016 წლის 10 ოქტომბრის წერილით კორპორცია მიზანშეწონილად მიიჩნევდა მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის შენარჩუნებას იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში იმ საფუძვლით, რომ მისი გამოყენება მომავალში დამატებითი კონსულტაციების/შესწავლის შედეგად შესაძლოა საჭირო გამხდარიყო.

 

2017 წლის 11 აპრილის წერილით მოპასუხე არ დაეთანხმა კორპორაციის მოსაზრებებს იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში ,,ს--------------------ს“ 500 და 700 მმ-იანი დიამეტრების მქონე მაგისტრალური გაზსადენის ქ---------ზ-----------ს მონაკვეთის (175,5 კმ-დან - 198,5 კმ-მდე _ სულ 22 კმ) შენარჩუნების მიზანშეწონილებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო: გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო მონაკვეთის ექსპლუატაციიდან გამოყვანა განხორციელდა ტექნიკურად ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე (კოროზიული გამჭოლი ხვრელების არსებობა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აღარ ექვემდებარებოდა შეკეთებას და საჭირო ხდებოდა მილსადენის სექციების გამოცვლა - სისტემატიური რემონტი, რაც იწვევდა დიდი ოდენობით ბუნებრივი გაზის ჰაერში გაფრქვევას). გარდა ამისა, ,,ს--------------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის უმოქმედო მონაკვეთებზე დაერთებული ყველა მომხმარებელი, კორპორაციისვე პროექტის შესაბამისად, გადართულ იქნა ახალ მაგისტრალურ გაზსადენზე, რაც საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურად შეუძლებელს ხდიდა აღნიშნული მომხმარებლების გაზმომარაგებას ექსპლუატაციიდან ამოღებულ გაზსადენში გატარებული ბუნებრივი გაზის მეშვეობით. ამასთანავე, მხარეთა შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 1.2. პუნქტის მიხედვით, მოპასუხეს საიჯარო ქონება გადაეცა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობისა და შეუფერხებელი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო მონაკვეთი აღარ წარმოადგენდა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის შემადგენელ ნაწილს, ის გამოუსადეგარი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის. შესაბამისად, მოპასუხე იმედს იტოვებდა, რომ მხარეთა შორის გაფორმდებოდა შეთანხმება იჯარის ხელშეკრულებიდან მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო მონაკვეთის ამოღების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხე იხსნიდა ყოველგვარ პასუხისმგებლობას ხსენებულ გაზსადენთან დაკავშირებით.

 

კორპორაციის 2017 წლის 9 ივნისის წერილით კორპორაცია კვლავ უარს აცხადებდა გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო, ექსპლუატაციიდან ამოღებული მონაკვეთის იჯარის ხელშეკრულებიდან ამოღების თაობაზე.

 

მოპასუხის 2017 წლის 30 აგვისტოს წერილით კორპორაციას ეცნობა, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს კორპორაციის ინჟინერ-გეოდეზისტი და მოპასუხის სახაზო შემომვლელი აწარმოებდნენ ,,ს--------------------ს“ 500 მმ-იანი დიამეტრის მქონე მაგისტრალური გაზსადენის 175,5 კმ-დან 198,5 კმ-მდე უმოქმედოდ დარჩენილი მონაკვეთის შემოვლა-დათვალიერებას, რა დროსაც გაზსადენის 182-ე კმ-ზე აღმოჩენილ იქნა დაახლოებით 300 მეტრი სიგრძის მილის ფარულად დაუფლების ფაქტი. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა საქართველოს შსს თერჯოლის რაიონულ განყოფილებას, რაზეც მიმდინარეობდა გამოძიება. კორპორაციამ 2017 წლის 6 სექტემბრის წერილით მოპასუხეს მოსთხოვა გაზსადენის დაზიანებული (დატაცებული) მონაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა ან აღდგენასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

 

დაკარგული გაზსადენის 307,02 მეტრი სიგრძის მილის მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად შეადგინა 48 500.00 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ 2016 წლის 29 სექტემბრის #1/06-1-980 წერილი (ტომი III, ს.ფ. 381);

- სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ 2016 წლის 10 ნოემბრის წერილი (ტომი III, ს.ფ. 382-383)

- შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ 2017 წლის 11 აპრილის #1/02-878 წერილი (ტომი III, ს.ფ. 384-386);

- სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ 2017 წლის 09 ნოემბრის წერილი (ტომი III, ს.ფ. 387-388)

- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 31 ოქტომბრის #5--------- დასკვნა (ტომი III, ს.ფ. 140-148)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ ბალანსზე რიცხული მაგისტრალური გაზსადენის მონაცემები არ შეესაბამება შპს ,,სა---------–-----------------------------------------ა“-სათვის 2011 წლის 31 აგვისტოს N7----------- და 2013 წლის 30 დეკემბერს N5----------- ხელშეკრულებების ფარგლებში იჯარით, მათ შორის შესანახად გადაცემული ქონების მონაცემებს, რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის წარდგენა ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს დარღვეული უფლების არსებობას. ასევე არ ნიშნავს სარჩელში მითითებული არგუმენტების დადგენილად მიჩნევას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს”. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი „საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“.

 

სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:

 

- 2006 წლის 1 აგვისტოს ,,ს----------–-------------------–--------------------–--სა” და ,,სა---------–-----------------------------------------ას” შორის გაფორმდა ხელშეკრულება (მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის და სხვა ქონების იჯარით გადაცემის შესახებ), რომლითაც ,,ს----------–-------------------–--------------------–---” კუთვნილი ქონება იჯარით გადაეცა მოპასუხეს. ხელშეკრულება ძალაში იყო 2010 წლის 1 აგვისტომდე. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე, მხარეთა შორის ანალოგიური შინაარსის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 2000 წელს. ორივე ხელშეკრულების გაფორმების დროს ,,სა---------–-----------------------------------------ა” წარმოადგენდა ,,სა---------–--------------------------------------–-ის” შვილობილ კომპანიას.

 

- საქმეში წარმოდგენილი არ არის აზომვითი ნახაზები, რომლებიც დაადასტურებდა, თუ რეალურად რა მდგომარეობაში იყო გაზსადენები 2000 და 2006 წლების იჯარის ხელშეკრულებების გაფორმების მომენტში.

 

- ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ ბალანსზე რიცხული უმოქმედო მაგისტრალური გაზსადენების ინვენტარიზაციის მიზნით, ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ გენერალური დირექტორის 2010 წლის 29 აპრილის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელმაც 2010 წლის 17 მაისს წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა (იხ. შპს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ გენერალური დირექტორის 2010 წლის 29 აპრილის #06-2904/1 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2010 წლის 17 მაისის დასკვნა (ტომი III, ს.ფ. 197-209).

 

- ვინაიდან 2006 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულება ძალაში იყო 2010 წლის 1 აგვისტომდე, 2010 წლის 18 ივნისს მოპასუხემ წერილობით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა ახალი ხელშეკრულების გაფორმება. ამასთან, წერილის დანართ #1-ში მითითებული იყო ის ქონება, რომელიც 2006 წლის 1 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დროებით სარგებლობაში უნდა გადასცემოდა მოპასუხეს, ხოლო დანართ #2-ში ქონება, რომელიც მოპასუხისთვის აღარ წარმოადგენდა საჭიროებას და მისი შენახვა იყო არარენტაბელური (იხ. შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ 2010 წლის 18 ივნისის #1/02/18-06/8 წერილი (ტომი III, ს.ფ. 210).

 

- მოპასუხის წერილის საფუძველზე, 2006 წლის 1 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ორი ხელშეკრულება: (1) 2010 წლის 30 ივლისის ხელშეკრულება (,,სა---------–--------------------------------------–-ის“ კუთვნილი მაგისტრალური გაზსადენების, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისა და სხვა ქონების იჯარის შესახებ), რომლითაც მოპასუხეს იჯარით გადაეცა მოსარჩელის კუთვნილი მაგისტრალური გაზსადენები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა და (2) 2010 წლის 30 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს შესანახად მიაბარა უმოქმედო გაზსადენები. აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით, მოქმედი მაგისტრალური გაზსადენები მოპასუხესთან დროებით სარგებლობაში დარჩა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო უმოქმედო გაზსადენები _ მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, მიბარების ხელშეკრულება მხარეთა შორის პირველად გაფორმდა 2010 წლის 30 ივლისს და არა 2012 წლის 8 თებერვალს, როგორც ამის თაობაზე სარჩელშია აღნიშნული.

 

- 2010 წლის 30 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას (ანუ მიბარების ხელშეკრულებას) ვადა გაუვიდა 2011 წლის 31 დეკემბერს და 2011 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელეს სრულად დაუბრუნა შესანახად მიბარებული ქონება, რაც დასტურდება 2011 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით (იხ. 2011 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი III, ს.ფ. 215).

 

- 2012 წლის 8 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს შესანახად კვლავ მიაბარა უმოქმედო გაზსადენები. ხსენებული მიბარების ხელშეკრულება მოქმედებდა 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

- 2011 წლის 31 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება (,,სა---------–--------------------------------------–-ის“ კუთვნილი მაგისტრალური გაზსადენების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის იჯარის შესახებ), რომელიც დღესაც ძალაშია, ხოლო 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (ანუ მიბარების ბოლო ხელშეკრულება), რომელსაც ვადა ამოეწურა 2016 წლის 31 დეკემბერს.

 

- ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ ბალანსზე რიცხული ,,ვ-–-----------------–---ს“ მაგისტრალური გაზსადენის გარკვეული მონაკვეთების ფაქტიური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, კორპორაციის გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 მაისის ბრძანებით შეიქმნა კომისია.

 

- 2017 წლის 10 იანვარს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და განსახილველად წარუდგინა ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 მაისის ბრძანებით შექმნილი კომისიის შემაჯამებელი ოქმის პროექტი. მოპასუხემ განიხილა წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმის პროექტი და 2017 წლის 31 იანვრის წერილით მოსარჩელეს წარუდგინა დეტალური განმარტება ,,ვ-–-----------------–---ს“ მაგისტრალური გაზსადენის ყველა იმ მონაკვეთის თაობაზე, სადაც მოსარჩელის მოსაზრებით ადგილი ჰქონდა დანაკლისებს. გარდა ამისა, წერილში აღნიშნული იყო, რომ ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ გენერალური დირექტორის 2010 წლის 29 აპრილის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ 2010 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს არ მომხდარა მილების გაშიშვლება, რაც იმას ნიშნავდა, რომ 2011 წლის 31 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულებაში შესული მონაცემები მიღებული იყო საზომი მოწყობილობების გამოყენების შედეგად. კორპორაციის გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 მაისის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ აღნიშნული მონაკვეთების შესწავლისა და აზომვის შედეგად აღმოჩნდა, რომ რეალობა განსხვავდებოდა იჯარის ხელშეკრულებაში მოცემული მონაცემებისაგან, კერძოდ, არაზუსტი იყო ზოგიერთი მონაკვეთის სიგრძე ან შეცდომით იყო მითითებული მილის დიამეტრი. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ 2010 წლის შემდეგ საგრძნობლად დაიხვეწა და გაუმჯობესდა სიგრძისა და მილის დიამეტრის საზომი მოწყობილობების ხარისხი და თანამედროვე პერიოდში შესაძლებელი იყო შედარებით უფრო ზუსტი მონაცემების მიღება. შესაბამისად, გამოითქვა ვარაუდი, რომ მილის დიამეტრებისა და გაზსადენის სიგრძეებს შორის არსებული სხვაობები გამომდინარეობდა ზემოხსენებული მიზეზებიდან და დანაკლისად არ უნდა ჩათვლილიყო. ასევე აღნიშნული იყო, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა შესაძლებლობა ენახა 2010 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს შედგენილი აზომვითი ნახაზები, შესაბამისად, ფაქტიური მონაცემების პიკეტაჟთან მიბმა განხორციელდა ცალმხრივად მოსარჩელის მიერ. შესაბამისად, მოსარჩელისთვის მოთხოვნილ იქნა აზომვითი ნახაზების წარმოდგენა, რომლებიც გაკეთდა 2010 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს, რათა მოპასუხეს მისცემოდა შესაძლებლობა, სრულფასოვნად შეედარებინა არსებული და თავდაპირველი მდგომარეობა.

 

- მოპასუხემ 2017 წლის 6 მარტის წერილით დამატებით აცნობა მოსარჩელეს, რომ ჩაატარა უმოქმედო გაზსადენების მოძიების და აზომვის სამუშაოები, რასაც ესწრებოდნენ კორპორაციის გეოდეზისტებიც. წერილის თანახმად, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ,,ვ-–-----------------–---ს“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 194-199 კმ მონაკვეთზე აღმოჩენილ იქნა 4 080,27 მეტრის სიგრძის 529 მმ-იანი დიამეტრის მილი (იხ. შპს `სა---------–-----------------------------------------ის~ 2017 წლის 6 მარტის #1/05-3-506 წერილი (ტომი III, ს.ფ. 237-242).

 

- 2017 წლის 23 მარტს კორპორაციის გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 მაისის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ მომზადდა მოხსენებითი ბარათი. მოხსენებითი ბარათის მიხედვით ფიქსირდება არაერთი შემთხვევა, როდესაც საბალანსო და საბუღალტრო მონაცემებსა და რეალურ მდგომარეობას შორის არის არსებითი განსხვავება, მაგალითად, გაზსადენის გარკვეული მონაკვეთები მოსარჩელის ბალანსზე ირიცხებოდა როგორც 720 მმ დიამეტრის გაზსადენები, ხოლო მოპასუხისთვის იჯარით გადაცემული იყო როგორც 529 მმ დიამეტრის გაზსადენები.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია 2010 წლის საინვენტარიზაციო კომისიის მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზები, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა გაერკვირა, თუ რა მდგომარეობა იყო გაზსადენები იჯარის და მიბარების ხელშეკრულებებით გადაცემის დროს. აგრეთვე არ არსებობს იმის დამადასტურებელი აზომვითი ნახაზები, თუ რა მდგომარეობაში იყო გაზსადენები 2000 წელს, ანუ როდესაც გაფორმდა პირველი იჯარის ხელშეკრულება და 2006 წელს, როდესაც გაფორმდა მეორე იჯარის ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში, ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს 2016 წლის კომისიის მოხსენებითი ბარათი, რომელიც არ არის ხელმოწერილი კომისიის ყველა წევრის მიერ.

 

2018 წლის 5 თებერვლის განცხადებით მოსარჩელის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი ,,შეიპ ფაილების“ გამოყენებით მოპასუხის მიერ მომზადდა სიტუაციური ნახაზი, სადაც მითითებულია ,,სა---------–-----------------------------------------ის“ მიერ ჩატარებული აზომვების შედეგად აღმოჩენილი ,,ვ-–-----------------–---ს“ მაგისტრალური გაზსადენის დამატებითი მონაკვეთები (იხ. ტომი III, ს.ფ. 130-131). აღნიშნული სიტუაციური ნახაზების მიხედვით, ნათელი ხდება, რომ ,,ვ-–-----------------–---ს’’ მაგისტრალური გაზსადენის ყველა მონაკვეთი არის ურთიერთდაკავშირებული, ერთი მთლიანი გაზსადენის ნაწილი, და მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითება ,,გაურკვეველი წარმოშობისა და დანიშნულების“ გაზსადენზე არის უსაფუძვლო.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 18 იანვარს მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს, რომლითაც წარდგენილ იქნა მოსარჩელის მხრიდან ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი 2013 წლის 30 დეკემბრის მიბარების ხელშეკრულებით გადაცემული ქონების დაბრუნების თაობაზე. მოპასუხის 2017 წლის 31 იანვრის წერილით მოსარჩელეს გაეგზავნა მოპასუხის მხრიდან ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი და ეცნობა, რომ კორპორაციის 2017 წლის 18 იანვრის წერილის დანართ #2-ში დანაკლისის სახით მითითებული უდაბნოსა და ალასტანის განშტოებების აზომვითი სამუშაოები განხორციელდა მოპასუხის წარმომადგენლების გარეშე, რის გამოც მოპასუხე არ ეთანხმებოდა აღნიშნული დანაკლისების არსებობას. შესაბამისი ჩანაწერი იქნა გაკეთებული მიღება-ჩაბარების აქტზეც. (იხ. შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ 2017 წლის 31 იანვრის #1/05-3-211 წერილი (იხ. ტომი III, ს.ფ. 251-254);

 

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2011 წლის 31 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულებით მოპასუხეს კორპორაციის მიერ იჯარით გადაეცა მოქმედი მაგისტრალური გაზსადენები, მათ შორის, ,,ვ-–-----------------–---ს“ მაგისტრალური გაზსადენის ის მონაკვეთებიც, სადაც მოსარჩელის მტკიცებით ადგილი ჰქონდა დანაკლისებს. ხელშეკრულების 1.2. პუნქტით, მოპასუხეს საიჯარო ქონება გადაეცა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის და ტრანზიტის განსახორციელებლად. ამავე პუნქტით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, იჯარით გადაცემული ქონება გამოეყენებია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბუნებრივი გაზის შეუფერხებელი მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ,,ვ-–-----------------–---ს“ მაგისტრალურ გაზსადენზე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა თუ ტრანზიტის განხორციელების შეფერხებას, აგრეთვე მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა გაზსადენის ქურდობის ფაქტებს. ამასთან, მოქმედი, ექსპლუატაციაში მყოფი გაზსადენის მონაკვეთის დატაცება შეუძლებელი იქნებოდა ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების გარეშე.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 2010 წლის 30 ივლისის, 2012 წლის 8 თებერვლის და 2013 წლის 30 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით კორპორაციამ მოპასუხეს შესანახად მიაბარა უმოქმედო გაზსადენები, მათ შორის, ,,ვ-–-----------------–---ს“ მაგისტრალური გაზსადენის უმოქმედო მონაკვეთები და უდაბნოსა და ალასტანის განშტოებები. 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ქონების შენახვის შესახებ ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, ყოველი თვის დასრულებისას „მიმწოდებელსა“ და „შემსყიდველს“ შორის გაწეული მომსახურების თაობაზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ მხარეთა მიერ უფლებამოსილი პირები, ხოლო 7.2. პუნქტის თანახმად, ,,მიმწოდებლის” მიერ ხელშეკრულებისა და მისი დანართების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ,,შემსყიდველის” მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი. ანალოგიურ პირობებს მოიცავდა აგრეთვე მხარეთა შორის ქონების შენახვის თაობაზე გაფორმებული პირველი ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 2010 წლის 30 ივლისს. 2010 წლის აგვისტოდან მოყოლებული, 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, მხარეთა შორის ყოველთვიურად ფორმდებოდა აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები (იხ. ტომი III, ს.ფ. 255-330), თუმცა კორპორაციის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ, რომელიც ახორციელებდა კონტროლს ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე, არ გამოთქმულა პრეტენზია მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის თაობაზე.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები ატარებდა ფორმალურ ხასიათს, რადგან მოცემულ პერიოდში უმოქმედო გაზსადენების ინვენტარიზაცია განხორციელდა მხოლოდ ერთხელ, 2015 წელს. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, 2010 წლის 30 ივლისის ხელშეკრულებას, ანუ პირველ შენახვის ხელშეკრულებას _ ვადა გაუვიდა 2011 წლის 31 დეკემბერს და მოპასუხემ კორპორაციას სრულად დაუბრუნა შესანახად მიბარებული ქონება, რასაც ადასტურებს 2011 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ტომი III, ს.ფ. 215). მიბარების მომდევნო ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმდა 2012 წლის 8 თებერვალს, თუმცა, 2011 წლის 31 დეკემბრიდან 2012 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში სარჩელში მითითებული გაზსადენების აზომვები და შესაბამისად, მათი ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლა, არ განხორციელებულა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 მაისის #0-------- ბრძანებით შექმნილი კომისიის მოხსენებითი ბარათით განსაზღვრული ქონების მახასიათებლები შეესაბამება შპს ,,სა---------–-----------------------------------------ისათვის“ 2011 წლის 31 აგვისტოს N7----------- და 2013 წლის 30 დეკემბერს N5----------- ხელშეკრულებების ფარგლებში გადაცემული ქონების მახასიათებლებს.

 

3.2.2. რაც შეეხება ,,ქ-----------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 529 მმ-იანი განშტოების 28-ე კმ-ზე გაზსადენის დემონტაჟის შედეგად მიღებული მილების დაუბრუნბელობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მთავარ არგუმენტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შეთანხმების ფარგლებში მართალია მოპასუხემ განახორციელა კაპიტალური სამუშაოები (რაც გულისხმობდა გაზსადენიდან დაზიანებული მონაკვეთის ამოჭრას და იმ ადგილას ახალი მონაკვეთის აშენებას), თუმცა, დაზიანებული მონაკვეთის დემონტაჟის შედეგად მიღებული მილები (რომლებიც სამართლებრივად ისევ მოპასუხეზე გადაცემულად ითვლებოდა და საიჯარო ურთიერთობების რეგულირების ქვეშ იმყოფებოდა) მოპასუხემ სრულად არ დაუბრუნა (მილების სრულად დაბრუნებამდე 149.2 მეტრი მილი დატაცებულ იქნა).

 

მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ იქნა გამხდარი მითითებული ვალდებულების არსებობა და მიუთითა, რომ 2015 წლის 2 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება განეხორციელებია ,,ქ-----------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 529 მმ-იანი დიამეტრის მქონე განშტოების 28-ე კმ-ზე არსებული მონაკვეთის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარება. შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული კაპიტალური სამუშაოების შესასრულებლად, კორპორაცია გადასცემდა მოპასუხეს საჭირო მასალებს, რომელთა გადაცემა უნდა მომხდარიყო კორპორაციის კუთვნილ, ქ. თბილისში, ჭ---------–-ს ქუჩაზე მდებარე მილსაწყობში და მოპასუხე საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფდა მათ ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე. ამასთან, არც 2015 წლის 1 დეკემბრის წერილში და არც 2015 წლის 2 დეკემბრის შეთანხმებაში არსად არ ფიქსირდება მოპასუხის ვალდებულება, განეხორციელებია დემონტირებული მილების ტრანსპორტირება კორპორაციის მილსაწყობში (იხ. 2015 წლის 2 დეკემბრის შეთანხმება #7-----------, ტომი I, ს.ფ. 160-161). მოპასუხის მიერ სამუშაოები შესრულდა არსებული სტანდარტებისა და ტექნიკური ნორმების შესაბამისად, რასაც სარჩელში ადასტურებს მოსარჩელეც.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ:

 

ა) 2016 წლის 28 ივლისის წერილით მოპასუხემ აცნობა კორპორაციას, რომ ,,ქ-----------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 529 მმ-იანი დიამეტრის მქონე განშტოების 28-ე კმ-ზე არსებული მონაკვეთის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დროს დემონტირებული 18 ერთეული (ანუ 204 გრძივი მეტრი) 529 მმ-იანი დიამეტრის მქონე მილი დატაცებულ იქნა უცხო პირების მიერ, რაზეც საქართველოს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს მიერ დაწყებულ იქნა სისხლისსამართლებრივი დევნა (სისხლის სამართლის საქმე #0----------1).

 

ბ) 2016 წლის 25 აგვისტოს კორპორაციამ წერილობით მომართა მოპასუხეს და მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის მილების დაბრუნება იყო შესაძლებელი კორპორაციისთვის დაუზიანებელ (პირვანდელ) მდგომარეობაში და ასევე განსაზღვრულიყო პერიოდი მათი ტრანსპორტირებისა და დაბრუნებისთვის კორპორაციის კუთვნილ ლანჩხუთის მილსაწყობში. აგრეთვე, მოთხოვნილ იქნა მოპასუხის პოზიცია დატაცების შედეგად დაზიანებული მილების დაბრუნების ფაქტთან დაკავშირებით.

 

გ) მოპასუხის 2016 წლის 20 სექტემბრის წერილით კორპორაციას ეცნობა, რომ მილების დაბრუნება წარმოადგენდა გამოძიების პრეროგატივას. ხოლო მილების კორპორაციის კუთვნილ ლანჩხუთის მილსაწყობში დასაწყობების საკითხთან დაკავშირებით კორპორაციას განემარტა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 2 დეკემბერს დადებული შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნდა (იხ. შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ 2016 წლის 20 სექტემბრის #1/02-920 წერილი, ტომი III, ს.ფ. 332).

 

დ) 2017 წლის 13 იანვარს კორპორაციამ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ,,ქ-----------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 529 მმ-იანი დიამეტრის მქონე განშტოების 28-ე კმ-ზე არსებული მონაკვეთის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დროს დემონტირებული მილების დატაცებით კორპორაციისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოპასუხის 2017 წლის 25 იანვრის წერილით კორპორაციას ეცნობა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 2 დეკემბერს დადებული შეთანხმების საფუძველზე ხსენებული მილების კორპორაციის კუთვნილ ლანჩხუთის მილსაწყობში დასაწყობების ანდა მათი ადგილზე მოვლა-პატრონობის ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნდა.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას და თვლის, რომ ვინაიდან შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ მხრიდან შესრულებული იქნა ,,ქ-----------------ს“ მაგისტრალური გასზადენის ქობულეთის 529 მმ-იანი განშტოების 28-ე კმ-ზე არსებული მონაკვეთის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, რასაც სახელშეკრულებო პირობები ითვალისწინებდა, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ ზეპირი განმარტება მოპასუხის მხრიდან დემონტირებული მილების შენახვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულების დასადასტურებლად ვერ იქნება გამოყენებული. ხელშეკრულება არ შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი ვალდებულების თაობაზე.

 

სასამართლო აგრეთვე იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,სა---------–-----------------------------------------ა“-ს გადაეცა ,,ქ-----------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 529 მმ-იანი დიამეტრის მქონე განშტოება, როგორც ხაზობრივი ნაგებობა _ ექსპლუატაციაში მყოფი გაზსადენი, ხოლო დაზიანებული მონაკვეთიდან მილების დემონტირების შემდგომ მათ ადგილზე დამონტაჟდა ახალი, კორპორაციის მიერ კონკრეტულად ამ სამუშაოებისთვის გადმოცემული მილები, რომლებიც, თავის მხრივ, მოექცა საიჯარო ურთიერთობის რეგულირების ქვეშ. რაც შეეხება დემონტირებულ მილებს, ისინი აღარ წარმოადგენდა იჯარით გადმოცემული ქონების ექსპლუატაციაში მყოფი გაზსადენის ნაწილს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არ ჰქონდა ვალდებულება, განეხორციელებინა დემონტირებული მილების ტრანსპორტირება კორპორაციის მილსაწყობში, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ 2015 წლის დეკემბრიდან (ანუ სარემონტო სამუშაოების წარმოების პერიოდიდან) 2016 წლის ივლისამდე (ანუ დემონტირებული მილების დატაცების პერიოდამდე), მთელი 7 თვის განმავლობაში მისი მეთვალყურეობის გარეშე ეწყო დემონტირებული მილები.

 

3.2.3. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მე-3 სასარჩელო მოთხოვნა 3 747 046,58 აშშ დოლარის ნაწილში ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული ,,ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებების მოთხოვნების დარღვევიდან. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით მოპასუხემ დაარღვია 2007 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულება ,,ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზი მიწოდებული უნდა ყოფილიყო 2008 წლის 01 იანვრიდან 2008 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 2008 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულება ,,ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზი მიწოდებული უნდა ყოფილიყო 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 2009 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულება ,,ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზი მიწოდებული უნდა ყოფილიყო 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და 2010 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულება ,,ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზი მიწოდებული უნდა ყოფილიყო 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

ამდენად, მითითებული ხელშეკრულებების მიხედვით, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა ამოიწურა 2011 წელს. შესაბამისად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 01 იანვრიდან და ამოიწურა 2015 წლის იანვარში.

 

უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2017 წლის 24 ოქტომბრამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი). სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადა გავიდა 2015 წლის 01 იანვარს, რის გამოც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით სარჩელი ხანდაზმულია.

 

3.2.4. მხარეთა შორის სადავოა ასევე 2011 წლის 31 აგვიოსტოს N7----------- ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე ზიანის - 119 263,92 ლარის დაკისრების საკითხი. აღნიშნული მოთხოვნა ეხება, ,,ს--------------------ს“ 500 მმ-იანი დიამეტრის მქონე მაგისტრალური გაზსადენის 175,5 კმ-დან 198,5 კმ-მდე 182-ე კმ-ზე აღმოჩენილ 300 მეტრი სიგრძის მილის ფარულად დაუფლების ფაქტს.

 

მოსარჩელის განმარტებით, ,,სს „სა---------–--------------------------------------–-ის“ კუთვნილი მაგისტრალური გაზსადენების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის იჯარის შესახებ #7----------- ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია აუნაზღაუროს მეიჯარეს მესამე პირთა მხრიდან ბრალეული ქმედებით და/ან მოიჯარის ბრალით, გაუფრთხილებლობით ან/და დაუდევრობით საიჯარო ქონებისათვის მიყენებული ზიანი. ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, ,,საიჯარო ქონების დაზიანების აღმოჩენის ან ასეთ დაზიანებაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მოიჯარე დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მეიჯარეს საიჯარო ქონებისათვის ზიანის მიყენების ფაქტის თაობაზე, ადგენს დაზიანების შედეგად წარმოშობილი ზიანის დეტალურ ხარჯთაღრიცხვას და გადასცემს მას მეიჯარეს“. გარდა ამისა, #7----------- ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მეიჯარისათვის საიჯარო ქონების დაბრუნება უნდა მოხდეს იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით. ,,ს--------------------ს“ D---------- მმ მაგისტრალური გაზსადენის 175,5 კმ-დან 198,5 კმ-მდე მონაკვეთი მომავალშიც იქნება საჭირო ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის, ვინაიდან, ქვეყანაში ბუნებრივი გაზის მუდმივად მზარდი მოხმარების გამო, არსებულთან შედარებით უახლოეს მომავალში გაზსადენებით გაცილებით მეტი ბუნებრივი აირი იქნება გასატარებელი, რაც გამოიწვევს ხსენებული მონაკვეთის მაგისტრალური გაზსადენების სისტემაში ჩართვის აუცილებლობას. მითითებული გარემოების გამო, ,,ს--------------------ს“ გაზსადენის დაზიანებული (დატაცებული) მონაკვეთი ერთმნიშვნელოვნად საჭიროებს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას.

 

ამ მოთხოვნის საპირისპიროდ მოპასუხე აპელირებს მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე, როგორც ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებაზე.

 

მოპასუხის განმარტებით, 2016 წლის 29 სექტემბერს წერილობით მიმართა მოსარჩელეს, რომლის თანახმად, კორპორაციის მიერ ქვეყნის მასშტაბით ამორტიზებული მილსადენების ნაცვლად ახალი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობამ და ერთიან სისტემაში ჩართვამ უფუნქციოდ დატოვა ჩაჭრილი, ძველი, მწყობრიდან გამოსული მონაკვეთები, მათ შორის, ,,ს--------------------ს“ 500 და 700 მმ-იანი დიამეტრების მქონე მაგისტრალური გაზსადენის ქ---------ზ-----------ს მონაკვეთი, 175,5 კმ-დან - 198,5 კმ-მდე სულ 22 კმ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მაგისტრალური გაზსადენების შემომვლელები მოპასუხის მიერ გადაყვანილნი იყვნენ ახალი მონაკვეთების ოპერირებაზე, რის გამოც ძველი, უფუნქციოდ დატოვებული მონაკვეთები დარჩენილი იყო ზედამხედველობის და კონტროლის გარეშე, რაც ზრდიდა მათი დატაცების რისკს, მოპასუხე მიზანშეწონილად მიიჩნევდა მხარეთა შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილელების შეტანას, რაც გულისხმობდა იჯარის ხელშეკრულებიდან მაგისტრალური გაზსადენების უმოქმედო მონაკვეთების ამოღებას (იხ. შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ 2016 წლის 29 სექტემბრის #1/06-1-980 წერილი, ტომი III, ს.ფ. 381).

 

სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა“ 2016 წლის 10 ოქტომბრის წერილით მიზანშეწონილად მიიჩნევდა მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის შენარჩუნებას იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში იმ საფუძვლით, რომ მისი გამოყენება მომავალში დამატებითი კონსულტაციების/შესწავლის შედეგად შესაძლოა საჭირო გამხდარიყო (იხ. ტომი III, ს.ფ. 382-383);

 

2017 წლის 11 აპრილის წერილით მოპასუხე არ დაეთანხმა კორპორაციის მოსაზრებებს იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში ,,ს--------------------ს“ 500 და 700 მმ-იანი დიამეტრების მქონე მაგისტრალური გაზსადენის ,,ქ---------ზ-----------ს“ მონაკვეთის (175,5 კმ-დან - 198,5 კმ-მდე _ სულ 22 კმ) შენარჩუნების მიზანშეწონილებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო: გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო მონაკვეთის ექსპლუატაციიდან გამოყვანა განხორციელდა ტექნიკურად ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე (კოროზიული გამჭოლი ხვრელების არსებობა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აღარ ექვემდებარებოდა შეკეთებას და საჭირო ხდებოდა მილსადენის სექციების გამოცვლა - სისტემატიური რემონტი, რაც იწვევდა დიდი ოდენობით ბუნებრივი გაზის ჰაერში გაფრქვევას). გარდა ამისა, ,,ს--------------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის უმოქმედო მონაკვეთებზე დაერთებული ყველა მომხმარებელი, კორპორაციისვე პროექტის შესაბამისად, გადართულ იქნა ახალ მაგისტრალურ გაზსადენზე, რაც, საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურად შეუძლებელს ხდიდა აღნიშნული მომხმარებლების გაზმომარაგებას ექსპლუატაციიდან ამოღებულ გაზსადენში გატარებული ბუნებრივი გაზის მეშვეობით. ამასთანავე, მხარეთა შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 1.2. პუნქტის მიხედვით, მოპასუხეს საიჯარო ქონება გადაეცა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობისა და შეუფერხებელი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო მონაკვეთი აღარ წარმოადგენდა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის შემადგენელ ნაწილს, ის გამოუსადეგარი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის. შესაბამისად, მოპასუხე იმედს იტოვებდა, რომ მხარეთა შორის გაფორმდებოდა შეთანხმება იჯარის ხელშეკრულებიდან მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო მონაკვეთის ამოღების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხე იხსნიდა ყოველგვარ პასუხისმგებლობას ხსენებულ გაზსადენთან დაკავშირებით (იხ. შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის~ 2017 წლის 11 აპრილის #1/02-878 წერილი, ტომი III, ს.ფ. 384-386).

 

სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა“ 2017 წლის 9 ივნისის წერილით კვლავ უარს აცხადებდა გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო, ექსპლუატაციიდან ამოღებული მონაკვეთის იჯარის ხელშეკრულებიდან ამოღების თაობაზე (იხ.ტომი III, ს.ფ. 387-388).

 

მოპასუხის 2017 წლის 30 აგვისტოს წერილით კორპორაციას ეცნობა, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს კორპორაციის ინჟინერ-გეოდეზისტი და მოპასუხის სახაზო შემომვლელი აწარმოებდნენ ,,ს--------------------ს“ 500 მმ-იანი დიამეტრის მქონე მაგისტრალური გაზსადენის 175,5 კმ-დან 198,5 კმ-მდე უმოქმედოდ დარჩენილი მონაკვეთის შემოვლა-დათვალიერებას, რა დროსაც გაზსადენის 182-ე კმ-ზე აღმოჩენილ იქნა დაახლოებით 300 მეტრი სიგრძის მილის ფარულად დაუფლების ფაქტი. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა საქართველოს შსს თერჯოლის რაიონულ განყოფილებას, რაზეც მიმდინარეობდა გამოძიება. მოსარჩელემ 2017 წლის 6 სექტემბრის წერილით მოპასუხეს მოსთხოვა გაზსადენის დაზიანებული (დატაცებული) მონაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა ან აღდგენასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

 

მოპასუხის 2017 წლის 20 სექტემბრის წერილით კორპორაციას განემარტა, რომ კორპორაციას არაერთგზის ეცნობა (მოპასუხის 2016 წლის 29 სექტემბრის #1/06-1-980 და 2017 წლის 11 აპრილის #1/02-1994 წერილები), რომ კორპორაციის მიერ ქვეყნის მასშტაბით ამორტიზებული მილსადენების ნაცვლად ახალი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობამ და ერთიან სისტემაში ჩართვამ უფუნქციოდ დატოვა ჩაჭრილი, ძველი, მწყობრიდან გამოსული მონაკვეთები, მათ შორის, ,,ს--------------------ს“ 500 და 700 მმ-იანი დიამეტრების მქონე მაგისტრალური გაზსადენის ქ---------ზ-----------ს მონაკვეთი, 175,5 კმ-დან - 198,5 კმ-მდე _ სულ 22 კმ. წერილებში მითითებული იყო მთელი რიგი ტექნიკური ფაქტორები, რის გამოც მიზანშეწონილი იყო მომხდარიყო გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო მონაკვეთის ამოღება მხარეთა შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხე იხსნიდა ყოველგვარ პასუხისმგებლობას მაგისტრალური გაზსადენის უმოქმედო მონაკვეთებთან დაკავშირებით. მიუხედავად მოპასუხის მხრიდან არაერთგზის მოთხოვნისა და წარმოდგენილი ტექნიკურად დასაბუთებული არგუმენტაციისა, კორპორაციის მიერ არ იქნა გაზიარებული მოპასუხის პოზიცია. შესაბამისად, მოპასუხემ უარი განაცხადა გაზსადენის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენაზე ან აღდგენისთვის საჭირო ხარჯების გაწევაზე (იხ. შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ 2017 წლის 20 სექტემბრის #1/02-1994 წერილი ტომი III, ს.ფ. 389).

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის მიერ არაერთგზის ეთხოვა სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ იჯარის ხელშეკრულებიდან ,,ს--------------------ს“ მაგისტრალური გაზსადენის ქ---------ზ-----------ს უმოქმედო, ექსპლუატაციიდან გამოსული მონაკვეთის ამოღება, რისი მართებულობის თაობაზეც მოყვანილი იყო შესაბამისი ტექნიკური დასაბუთება, და გაფრთხილებულ იქნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ მოხდებოდა ხსენებული გაზსადენის იჯარის ხელშეკრულებიდან ამოღება, მოპასუხე იხსნიდა ყოველგვარ პასუხისმგებლობას ხსენებულ გაზსადენთან დაკავშირებით, მოსარჩელე უარს აცხადებდა შესაბამისი შეთანხმების გაფორმებაზე, იმ საფუძვლით, რომ მომავალში შესაძლო იყო გაზსადენის გამოყენება საჭირო გამხადიყო, რითაც აიძულებდა მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში გაეწია ხარჯები (რაც გულისხმობს სახაზო შემომვლელის გამოყოფას, საიჯარო ქირის გადახდას) და აეღო პასუხისმგებლობა ისეთი გაზსადენის მიმართ, რომელიც გამოუსადეგარი იყო იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის.

 

დადგენილია, რომ 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოიჯარისათვის მეიჯარის კუთვნილი მაგისტრალური გაზსადენების და გაზსადენებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის გადაცემა. კერძოდ, ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად: ,,წინამდებარე ხელშეკრულებით მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე იღებს დროებით სარგებლობაში მეიჯარის კუთვნილ მაგისტრალურ გაზსადენებს და გაზსადენებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურას (საიჯარო ქონება), რომლის ჩამონათვალი და მახასიათებლები მოცემულია ამ ხელშეკრულების დანართ N1-ში. მოიჯარე კისრულობს ვალდებულებას საიჯარო ქონებით სარგებლობისათვის გადაიხადოს საიჯარო ქირა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.“

 

ამავე ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მოიჯარეს საიჯარო ქონება გადაეცემა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის და ტრანზიტის განსახორციელებლად. მოიჯარე კისრულობს ვალდებულებას საიჯარო ქონება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბუნებრივი გაზით შეუფერხებელი მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მაგისტრალური გაზსადენის ქ---------ზ-----------ს უმოქმედო, ექსპლუატაციიდან გამოსული მონაკვეთი აღარ იყო ვარგისი იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხემ 2016 წლის 29 სექტემბერს წერილობით მიმართა მოსარჩელეს, რომლის თანახმად, კორპორაციის მიერ ქვეყნის მასშტაბით ამორტიზებული მილსადენების ნაცვლად ახალი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობამ და ერთიან სისტემაში ჩართვამ უფუნქციოდ დატოვა ჩაჭრილი, ძველი, მწყობრიდან გამოსული მონაკვეთები, მათ შორის, ,,ს--------------------ს“ 500 და 700 მმ-იანი დიამეტრების მქონე მაგისტრალური გაზსადენის ქ---------ზ-----------ს მონაკვეთი, 175,5 კმ-დან - 198,5 კმ-მდე სულ 22 კმ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მაგისტრალური გაზსადენების შემომვლელები მოპასუხის მიერ გადაყვანილნი იყვნენ ახალი მონაკვეთების ოპერირებაზე, რის გამოც ძველი, უფუნქციოდ დატოვებული მონაკვეთები დარჩენილი იყო ზედამხედველობის და კონტროლის გარეშე, რაც ზრდიდა მათი დატაცების რისკს, მოპასუხე მიზანშეწონილად მიიჩნევდა მხარეთა შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილელების შეტანას, რაც გულისხმობდა იჯარის ხელშეკრულებიდან მაგისტრალური გაზსადენების უმოქმედო მონაკვეთების ამოღებას.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების და შესწავლის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ მიერ არ იქნა განხორციელებული შესაბამისი მოქმედება, ზიანის თავიდან არიდების მიზნით. საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ განაცხადების წარდგენისას ან ამორტიზებული მილების დატაცებამდე შეასრულა მის მიერ მილების მოვლა-პატრონობის ვალდებულება. რამდენადაც, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპლუატაციიდან გამოსული მონაკვეთი აღარ იყო ვარგისი იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების ფაქტობივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე მუხლები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებაა მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე და იმაზე, გამოიღებს თუ არა ეს ურთიერთობა დასახულ შედეგებს.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან, იგი ეფუძნება იჯარის, მიბარებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებებს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს ხელშეკრულების იმ პირობების შესაბამისად შესრულებას რაც მხარეთა მიერ იქნა შეთანხმებული. ვალდებულების ყოველგვარი შეუსრულებლობა, გამოიხატება ეს ვალდებულების არადროულად თუ არასრულად შესრულებაში, გულისხმობს ვალდებულების დარღვევას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეა ბრალეული აღნიშნული ზიანის დადგომაში, რაც გამორიცხავს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

მოსარჩელემ აგრეთვე ვერ შეძლო იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხისათვის გადაცემული ქონება შემცირებული იქნა. კერძოდ, სასამართლო არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 მაისის #0-------- ბრძანებით შექმნილი კომისიის მოხსენებითი ბარათით განსაზღვრული ქონების მახასიათებლები შეესაბამება შპს ,,სა---------–-----------------------------------------ისათვის“ 2011 წლის 31 აგვისტოს N7----------- და 2013 წლის 30 დეკემბერს N5----------- ხელშეკრულებების ფარგლებში გადაცემული ქონების მახასიათებლებს.

 

სასამართლოს მიერ ასევე დადგნილი იქნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არ ჰქონდა ვალდებულება, განეხორციელებია დემონტირებული მილების ტრანსპორტირება კორპორაციის მილსაწყობში, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ 2015 წლის დეკემბრიდან (ანუ სარემონტო სამუშაოების წარმოების პერიოდიდან) 2016 წლის ივლისამდე (ანუ დემონტირებული მილების დატაცების პერიოდამდე), მთელი 7 თვის განმავლობაში მისი მეთვალყურეობის გარეშე ეწყო დემონტირებული მილები.

 

გარდა ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ მიერ არ იქნა განხორციელებული შესაბამისი მოქმედება, ზიანის თავიდან არიდების მიზნით. საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ განაცხადების წარდგენისას ან ამორტიზებული მილების დატაცებამდე შეასრულა მის მიერ მილების მოვლა-პატრონობის ვალდებულება. რამდენადაც, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპლუატაციიდან გამოსული მონაკვეთი აღარ იყო ვარგისი იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ადგილი არა აქვს, ხოლო საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა, რომ ამორტიზებული მილსადენები მოპასუხის მოქმედებით ან უმოქმედობით დაიკარგა, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო, ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2007 წლის 28 დეკებრიდან 2010 წლის 21 დემბრამდე დაიდო რამდენიმე ხელშეკრულება ,,ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“. თითოეული ხელშეკრულების ვადა, მსგავსად ბოლო 2010 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებისა, შეადგენდა 1 წელს. უკანასკნელი ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზი მიწოდებული უნდა ყოფილიყო 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

შესაბამისად, ხელშკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, მოთხოვნის წამოყენების ხანდაზმულობის ვადის ათვლა კრედიტორისათვის 2012 წლის 01 იანვრიდან დაიწყო და ამოიწურა 2015 წლის იანვარში. მოსარჩელე სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა“-მ სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბერს მიმართა სარჩელით.

 

ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ვინაიდან დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი ,,ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დაინტერესებული პირის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ და მოპასუხე მხარე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 144-ე, 316-ე, 317-ე მუხლებისა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე